შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდამ აქ(1)


28-12-2016, 12:30
ავტორი april
ნანახია 1 311

ჩვენ ცხოვრებაში არსებობს ცარიელი ადგილი ტკივილისთვის.ჩვეულებრივ ეს ადგილი ძალიან პატარაა,თანდათანობით კი იზრდება და ზომაში იმატებს.მის შეჩერებას ვცდილობთ,თითქოს რაიმე შედეგს გამოიღებს.ეს იგივეა თევზს ხმელეთზე,უწყლო სივრცეში არსებობა მოსთხოვო.ის იფართხალებს,გადარჩენას ეცდება,ბოლოს დანებდება და სიკვდილის კარებთან მივა,სიცოცხლის სურვილი მაშინაც ექნება,მაგრამ ხშირად ცხოვრებაში ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვინდა.
ტკივილი ხშირ შემთხვევაში საყვარელი ადამიანების დაკარგვით არის გამოწვეული,მაგრამ რა ხდება როცა საკუთარ თავს ვკარგავთ?ვხვდებით,რომ ხორცი ჩვენ გვეკუთვნის,სული კი იკარგება,წარსულის მარწუხებში ექცევა.უძახი მაგრამ ამაოდ.ის წავიდა,სევდა სულის სიღრმემდე იღვრება,გზად ყველაფერს აუფერულებს სა ,,სავიზიტო ბარათს,,უტოვებს,თუუ როდესმე კვლავ დასჭირდებათ.ორგანიზმი მას ატომური იარაღივით ინახავს საიდუმლო ადგილას,ყველაზე მძიმე შემთხვევაში გზას მას გადაულოცებს,თითქოს თვითონ თამაშიდან გადის.შედეგებზე პასუხს არ აგებს.
გახრწნილი ფოთლების სუნი,რომელიც წვიმის შედეგად ხის ტოტებზე დარჩენილ ნამს ერწყმის,ჩემი ყნოსვის ორგანომდე აღწევს,მიუხედავად იმის რომ ამ პეისაჟს სურათში ვხედავ,თვალთან ახლოს მიმაქვს.შველი,რომელიც ნაკადულს ეწაფება,მისი სახე ერთდროულად სევდას და კმაყოფილებას ასახავს.თითქოს დიდი ბრძოლა გადაიხადა მტერთან.წარმოვიდგინე დაგეშილი,სისხლს მოწყურებული მგლის სახე,რომელიც სწრაფი ნაბიჯით მისდევს ნახევრად კოჭლ,კანდაბერებულ,სახეზე გაოფლილ,მწუხარე ირემს,რომელსაც სახეზე ღრმა ტკივილი ასახვია.ყველა დედას ერთი ინსტიქტი აქვს,გადაარჩინოს საკუთარი შვილი.თუნდაც ამის გამო თვითონ გაიაროს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გადებულ გამყოფ ხიდზე.ეს აუწერელი გრძნობაა,რომელსაც სამწუხაროდ ყველა ვერ განიცდის.
თვალებს ვხუჭავ,გაყინულ ხელებს ერთმანეთს ვადებ.სიცივე ტანში მივლის,ვგრძნობ უჯრედები როგორ მეყინება.ალბათ მეტაბოლიზმი სამუდამოდ შეწყდება ჩემს ორგანიზმში.თითები კანკალს იწყებს და ერთმანეთს თანდათან შორდება.ფილტვები ყინულის ლოდებად გადამექცევა,რომელიც ფსკერზე ჩამძირავს.იქ მარტო დავრჩები/ყურები თანდათან წყლით მევსება.თითქოს ის გათბა,ვიცი რომ ეს ასე არ არის,მაგრამ ეს ხდება..მართლა.როცა თვალებს ვახელ,წყალს ნამდვილად ვეღარ ვგრძნობ,ეს უფრო ნათელი ადგილია.მე იქ,უკან,დაბრუნება მინდა ამიტომ თავს ვარწმუნებ ეს სინამდვილე არ არის.ვიღაცის სასაცილოა,მაგრამ ჩემს ხელებზე მეტად გაყინული ხელები მეხება.თვალებს ფართოდ ვახელ.მედდის გაყინული სახე,თავს უფრო ცუდად მაგრძნობინებს.ვიცი რომ ამის გამო სასჯელი არ ამცდება.,მე ხომ იგივე გავიმეორე.მკაცრი ტონით გაურკვეველ ფრაზებს ისვრის ჩემი მიმართულებით.ფანჯარას ვუცქერ,საღებავი როგორ დაძველებულა.ხის ჩარჩოები ზამთარში გამოუსადეგარია.ცივი ჰაერი ფანჯრებიდან უპრობლემოდ შემოდის.პლედს ვიხვევ და აქეთ-იქით უმისამართოდ ვმოძრაობ,მხოლოდ იმიტომ რომ არ გავიყინო.თავზე ქუდს ვიფარებ ფეხებზე კი ხშირ შემთხვევაში წინდებს ვიცვამ.
მედდა საუბარს წყვეტს და ოთახის ზღრუბლს ჩქარი ნაბიჯით ტოვებს.ფეხებს ხელით ვისრეს და საბანს ვიფარებ.2 დღის წინ ერთი პაციენტი გაწერეს,როცა ოთახში არავინ იყო შევედი და საბანი წამოვიღე.ცოტა ხნით თხოვება გამომივა,როცა წავალ მათ დავუტოვებ.თუ ეს დრო დადგება ოდესმე.
აქ ჩემი ნებით მოვედი,მაგრამ მგონი ისე შევუყვარდი აქ მყოფებს რომ უკან აღარ მიშვებენ.როცა მათ ირონიულ სახეებს ვუცქერ.მინდა ყველას ნიღაბი ჩამოვხსნა.ეს სცენა ჩემს გონებაში ყოველდღე მეორდება,ყველა ოცნებას ერთი საერთო აქვს ისინი არარეალურია.დაცვა ოთახში სწრაფი ნაბიჯით შემოდის,მკლავში ხელს მავლებს და ექთვნის თანხლებით,როგორც ვხვდები დირექტორის კაბინეტში შევყავარ.სკამზე მაჯენენ,ლურჯ კედლებს მივჩერებივარ,რომელოც ახლახანს შეუღებავთ.ამას ერთი შეხედვით ვარჩევ.ჩემი ოთახის კედლებს ხომ საკუთარი საღებავის,ორნამენტების დანახვაზე უნდება.ყველაფერი ისეთივეა როგორიც მახსოვდა,ახალი მაგრამ ძველი სტილის.სახეზე როგორც ყოველთვის ღიმილი დასთამაშებს.თავიდან ეს ხელოვნური მეგონა,თითქოს როცა იცინის სახე ტკივდებაო.,მაგრამ შევცდი,ის ბუნებრივად ცინიკოსი ადამიანია.მის გვერდით კიდევ ერთ გამოსახულებას ვხედავ.მისგან განსხვავებით,ის უფრო ახალგაზრდა,თავის თავში დარწმუნებული მამაკაცია.დაჟინებით მიყურებს,მეც იგივეს ვაკეთებ.ბოლოს ორივეს თვალები გვტკივდება და თამაშს პირველი ის წყვეტს.
-ეს მისტერ დინია,,ადამიანთა დაცვის საერთაშორისო,,სააგენტოდან.შენთან გასაუბრება უნდა.მე დაგტოვებთ.
ფრთხილად აღებს კარს და ოთახიდან გადის.ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს დარჩენა უნდოდა,მაგრამ არ შეეძლო.ნუთუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია.
-მის როგორ მოგმართოთ?
-უბრალოდ ლორელი.აქ ჩვენს გარდა არავინაა ოფიციალურობა საჭირო არ არის.
-კარგი მაშინ დავიწყოთ.რა მიზეზით აღმოჩნდი აქ?
-ისე როგორც დანარჩენები.პრობლემები მქონდა.
--რა სახის?
-ფსიქოლოგიური.
-მომიყევის შენს შესახებ.
მისი ქცევებიდან გამომდინარე დაბნეულობას ვატყობ,ერთ ადგილზე გაჩერებას თითქოს ეშინია.ხელებს ხშირად ამოძრავებს,ცდილობს დამალოს მაგრამ ამით უფრო ამხელს საკუთარ თავს.მთაზე ხელს სწრაფად ისვამს ხელს.თითქოს ეს ბუნებრივად ხდება.მაგრამ არის მასში რაღაც უცანური და ხელოვნური.ნაბიჯებს ყოველ ჯერზე ერთი და იმავე მანძილზე დგამს.
-3 წლის წინ ჩემს მშობლებს საშინლად ვეკამათე.ბოღმა მათზე ამოვანთხიე,ვუთხარი ყველაფერი რასაც მათზე ვფიქრობდი.როგორც ჩანს ჩემს აზრს მაინცდამაინც არ იზიარებდნენ,ეხლა მე აქ ვარ ისინი კი იქ.და ცხოვრობენ ბედნიერი ცხოვრებით უჩემოდ.
აი ეს არის ყველაფერი დეტექტივი დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა?
-კი სრულებით.სასაიამოვნო იყო თქვენთან საუბარი ლორელ.გამოჯანმრთელეწბას და შინ დაბრუნებას გისურვებთ.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დიდად გამახარებთ თუ ოდნავ მაინც მოგეწონებათ ჩემი მოთხრობის შესავალი ნაწილი.ზოგადად უფრო მეტის დადებას ვაპირებდი მაგრამ ჯერ თქვენი აზრი მაინტერესებს განვაგრძო თუ არა.<3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent