პირადი ნარკოტიკი (თავი 3)
-ჯანდაბაა შენ აქ რა გინდაა? -მეე? შენ რა გინდა აქ? -ჩემს სახლში როდის მოვალ და როდის არა შენ უნდა გკითხოო? -მოიცა შენ სახლში? -კიი ჩემს სახლში - ჯანდაბა ეხლა მივხვდი რომ მაიკა არ ეცვა... რა მემართება არ ვიცი... მისი კუნთების დანახვისას რატომ ვდნები და გული რატომ მიჩერდება... ამ ფიქრებიდან ლუკამ გამომარკვია... -გაიცანი ეს ჩემი დაა ეს კი გიოა ჩემი ძმაკაცი - თქვა ლუკამ და სახლში შევიდა.... მეც უკან გავყევი.. -შენი დააა? ანი შენი დააა? - გაკვირვებისგან აღარ იცოდა რა ექნა -მოიცა და თქვენ იცნობთ ერთმანეთს? -ეს ის გიოაა.. გუშინ რომ მომაცილა - ვუთხარი და შევედი ოთახში გამოვიცვალე წყალი გადავივლე... ცხელი შხაპის ქვეშ დაახლოებით ერთი საათი ვიყავიი... ცხელმა წყალმა მოიარა მთელი სხეული.... შემდეგ თავი მაღლა ავწიე, თვალები დავხუჭე დაა იმის გაცნობიერება დავიწყე თუ რა ხდებოდა ჩემს თავს...გიორგი კარგი ადამიანი იყო მაგრამ მასზე ფიქრი აფსურდი იქნებოდა.... თან დღეს გავიგე რომ ლუკას ძმაკაცია... მოკლედ არა.... ავუკრძალე ჩემს თავს მასზე ფიქრი ოთახიდან გამოვედი, გიორგი უკვე წასული დამხვდა... ლუკაც ემზადებოდა და მალევე გავიდა.... მე კი თმა გავიშრე... კარადიდან ჩიფსი ავიღე და ნოუთბუქით გავეშურე საწოლისკენ... კარგი ფილმი ჩავრთე როდესაც, მამიდამ დამირეკა ამერიკიდან... -როგორ ხარ ანიი? - მისი ხმა ახლა ისე მესიამოვნაა... -კარგად შენ როგორ ხარ? - სიხარულით ვუპასუხე -მეც ძველებურად სიხარულოო... მიდი სკაიპი ჩართე მინდა დაგინახო.. თან საქმე მაქვს შენთან... უცებ შევედი სკაიპში და დავურეკე... როგორც დამინახა მაშინვე თავისი საფირმო ფრაზით მომესალმა.. -დღითიდღე როგორ იზრდები ჩემო ლამაზო გოგო -ნინოო მამიდაა. როგორ მომენატრე იციიი? - ვიცი ჩემო ლამაზო ამიტომაც შენთვის სიურპრიზი მაქვს -რა ხდებაა? -აქ რაღაცეები მოვაგვარე და მდა ერთი თვით ჩემთან წამოხვიდე... მამშენსაც ველაპარაკე უკვე და არანაირი პრობლემა არ აქვთ იმათ თან ახლა მალე არდადეგები დაგეწყება... სულ ასე გადარბენაზე რომ ხარ აქაც ცოტა განიტვირთები... თან ხომ ვიცი როგორ გიყვარს ნიუ-იორკი ცოტა ხანს ვყოყმანობდი, ბოლოს მაინც დამძლია საყვარელი ქალაქის სურვილმა და გადავწყვიტე მომავალ კვირას გავმგზავრებულიყავი.... ოფისში დავრეკე გასაუბრება გავაუქმე. და უკვე შევუდექი ბარგის ჩალაგებას... ბევრი არაფერი ჩამილაგებია მხოლოდ რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი... შორტები მაიკები, კეტები. რამდენიმე შარვალი, ქვედაბოლო და ჩანთა... დანარჩეს იქ ვიყიდდი... ბილეთიც ვიყიდე... რეისი სამშაბათს ღამის თერთმეტ საათზე იყო... გიორგი’S P.O.V იმ დღეებში შევამჩნიე რომ ანი თავს მარიდებდა... ძალიან მაინტერესებდა რატომ თან ლუკასგან გავიგე რომ ერთი თვით ამერიკაში უნდა გაფრენილიყო სამშაბათს.... გადავწყვიტე კვირა საღამოს სადმე დამეპატიჟა მაგრამ არც მინდოდა ბანალურად გამომსვლოდა უცებ ერთმა იდეამ გამიელვა თავში და ანის დავურეკე -როგორ ხარ ანუშ? -კარგად გიო შენ როგორ ხარ? -რავი ვარ რაა... შენთან ერთი სათხოვარი მაქ -გისმენნნნ -ხვალ ხომ გამომყვები საყიდლებზე -ეხლა არ მითხრაა ხშირად ვშოპინგობ ხოლმეო- გადაიკისკისა.... -არა არაა- გამეცინა - ერთ კვირაში ზბორებზე მივდივარ დაა მჭირდება რაღაცეები... -ფეხბურთი ხოო? -აბა რაა.... -ძმაკაცები არ მოგდევენ? -შეყვარებულებთან განმარტოება უნდათ სანამ წავლენ და ამიტომ შენ გთხოვე... ხომ გამომყვები? -აბა რას ვიზამ... რომელზე გავიდეთ? -რავი კვირას რო გაიღვიძებ და გაემზადები მომწერე და გამოგივლიი -კარგიიი - მიპასუხა და გათიშა... რატომ ვიბნევი მის ლაპარაკზე ვერ ვხვდები... თან რომ მიდის თითქოს რაღაცნაირად უნდა დამაცარიელონ.... საღამოს მალევე დავწექი მაგრამ ხვალინდელზე ფიქრებმა არ დამაძინეს.... რათქმა უნდა ბევრი გოგო მომწონდა დაა ყოველთვის ჩემი ბაბნიკობა თავს იჩენდა ხოლმე.... სასტიკი ბაბნიკი ვიყავი და ამას ყველა ამჩნევდა... მაგრამ ეს სხვა იყო რაღაც უცაბედად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და სხვანაირი შეგრძნება მქონდა.... არაა ჩემს თავს მაინც ვუკრძალავ მასზე ფიქრს რადგან ის მე მეგობრულად მიყურებს... ამ ფიქრებში ნელ-ნელა თვალები მებჟუტება და ვიძინებ... დილით ანის ზარი მაღვიძებს საათს ვუყურებ და უკვე 12 ხდება სწრაფად ვდგები ლოინიდან და ისე ვპასუხობ თითქოს იდი ხანია რაც მღვიძავს -გისმენ ანი უკვე მზად ხარ? - კიი წამოხვალ? -კი ეხლვე გამოვალ ვთიშავ ტელეფონს სირბილით შევდივარ აბაზანაში, 5 წუთში წყალს ვივლებ, ტანსაცმელს ვიცვამ, ვიღებ გასაღებს და კიბეებით ჩავრბივარრ მან მანქანამდე. დაახლოებით ნახევარ საათში ანის სახლთანნ ვიყავიი დავუკერე რო ჩამოსულიყო მანაც ბევრი არ დამაყოვნა და შემოხტა მანქანაში -აბა როგორ ხარ? - გადამკოცნა, რატომ დამაჟრიალაა? უცებ გამაკანკალა კიდეც? რა მჭირს? ახლა ნუთუ ჩემს მეორე მეს ველაპარაკები? ამ კითხვებიდან ანის გამოვყევარ... -გიორგიიი... - მიყვირის მისი ხმა თავიდანნ არ მესმოდა, მაგრამ მალევე მოვედი გონსს -აა ჰოო.. კარგად.. კარგად...კარგად ვარ... შენ? -მეც არამიშავს... დავქოქე მანქნა და მალევეე ისთ-ოინთის შესასვლელთან ვიდექით -აბა საიდან დავიწყოთ?-ვეკითხები და თვალ სარ ვაშორებ -ჰმმმ-- დაფიქრდა -ტერანოვადან -მითხრა და გამიღიმა შევედით. ყველაფერს მისი გემოვნებით არჩეულს ვიზომებდი. გასახდელში ალბათ მილიონჯერ შემაბრუნა. ბოლოს „გლორეა ჯინსში“ და „ესლი ვაიკიკში“ -ც შევიარეთ.... შემდეგ კი დახუნძლულები გამოვედით... -ახლა საით? - მეკითხება და თვალებში მიყურებს მუქი ყავისფერი თვალები რომელიც თეთრ ქათქათა სახეში უნათებს. წამიერად მის ტუჩებს ვაკვირდები. მისი სახის ფერში ისინიც გამოკვეთილიაა. მისი თმა კი რომელიც ყველაზე მეტად მაგიჟებს, ყავისფერი გრძელი თმა რომელიც წელზე ხვეულად აყრია... მგონია რომ ეს ფიქრები საუკუნე გაგრძელდა მაგრამ თურმე მალევე მიპასუხიაა -შენთვის სიურპრიზი მაქვსს.... -ჰმმ - გაუბრწყინდა თვალები -პიცა გიყვარს? -მეკეტება - გადაიკისკისა -ხოდა გადავკეტოთ- მეც ავყევი სიცილში და დავძარი მანქანა... მალევე ერთ-ერთ ცნობილ პიცერიასთან გავჩრდიიი... მე და ანი შევედით და საშუალო პიცა შევუკვეთეთ -აქ არსდროს ვყოფილვარ -აღრრთოვანებულმა მითხრა - რა მყუდრო ადგილიაა -ხოო თაან გემრიელი რაღაცეებიც აქვთ უკვე საღამოს შვიდი საათი იყო ჩვენ კი ორივეეს გვშიოდა ამიტომ მთლიანი პიცა გავათავეთ... ბევრ საინტერესო თემაზეც ვისაუბრეთ, მისი ბევრი საიდუმლოც გამანდო -იციი ძნელად ვენდობი ადამიანებს. რაც არ უნდა გააკეთონ თუუ ბოლომდე არ შევიცან ვერავის ვენდობი მაგრამ შენ ისეთი ხარრ... ისეთი რაღაც დავინახე შენში... ანუ იმის თქმა მინდა რომ ძალიან მეგობრული ხარ და ამიტომმ გენდობი, ძალიან მინდა შენნაირი მეგობარი - ამისთქმა და ჩემი გაყონვა ერთი იყო... მეც მინდოდა მასთან ახლოს ყოფნა და როდესაც მას მეგობრად ვჭირდებოდი მეგობარი უნდა ვყოფილიყავიი ასეც მოვიქეცი... მალევეე მოვრჩით საუბარს და წავედით სახლებში... მეორე დღეც ანისთან და ლუკასთან ერთად გავატარე.... მაგდონალდში წავედით. ანიმ თავისი დაქალი ნუცაც წამოიყვანა... პირველივე ნახვისთანავე მივხვდი რომ ნუცასდა ლუკას შორის რააღაც ხდებოდა მაგრამ არცერთს არ უნდოდა შემჩნევა იმ საღამომაც მალევე ჩაიარა. სამშაბათს ანი აღარ მინახავს მხოლოდ საღამოს უნდა მენახა სანამ წავიდოდა... რეისი თერთმეტზე იყო მაგრამ მინიმუმ 90- წუთით ადრე უნდა მისულიყო 8-ზე ლუკამ დამირეკა ანი მიმყავს აეროპორტშიო. მეც წავედი. უნდა მენახა ანი სანამ წავიდოდა. ჯანდაბა მთელი ერთი თვე. ვეღარ ვნახავდი ამ ერთ კვირაში ისე მიმაჩვია თავი, ასე მეგონა ვეღარ გავძლებდი.... ამ ფიქრებში აეროპორტთან როგორ მივედი ვერ გავიგე მალევე შევამჩნიე ლუკა და მის უკან ანი რომელიც ჩემსკენ მორბოდა. ანის ჩავეხუტე.. -არ მოიწყინო უჩემოდ იცოდე - გახარებულმა მითხრა -რავიცი ვეცდები -სევდანარევი ხმით ვუთხარი -ყოველდღე დაგირეკავ სკაიპში, დამენახები, თუ შეყვარებული გეყოლება მაგასაც მეტყვი, ერთ რიგით გოგოზეც კი მომიყვები... ზბორებზე რომ იქნები იქაც დაგირეკავ, შენი წარმატებების შესახებაც მომიყვები, ხოო კიდე... - ფრაზა აღარ დავასრულებინე -ვფიცავ - არც მან დამასრულებინა -ხელი აწიე - დავემორჩილე და ერთი ხელი მაღლა ავწიე -ვფიცავ -ისევ არ მასრულებინებს ფრაზას -მეორეც - მეც მეორე ხელსაც ჰაერში ვწევ და ვაგრძელებ -ვფიცავ ყველაფერს მოგიყვები... -კარგი ხოო ახლა მჯერა, მიყვარხარ და წავედი - უკვე კარგად იყო დაშორებული მე და ლუკას იქიდან კიდევ ერთხელ მოგვაძახა -მიყვარხართ - მე ხომ ვიცოდი რომ ეს ის მიყვარხარ არ იყო რაც გულის სიღრმეში მინდოდა ეთქვა, ისიც კარგად ვიცოდი რომ მას მეგობარი სჭირდებოდა და მე მისთვის მეგობარი ვიყავი, ჩემს გრძნობებში ალბათ არასდროს გავუმხელ, ამით ხომ იმ შესანიშნავ ურთიერთობას გავანადგურებ რაც ჩემშია ეს რომ ვუთხრა ალბათ სამუდამოდ შემიძულებს ანი’ს P.O.V. ჩავჯექი თვითმფრინამში და ფიქრი დავიწყე იმაზე თუ რა მოხდა ამ დღეებში, თავში ვალაგებდი აზრებს, იმ „მიყვარხარ“-ზე ვფიქრობდი რაც ბოლოს ვუთხარი. მან ეს სიტყვა მიიღო როგორც მეგობარიი, მან არ იცოდა ეს რა გძნობით ვუთხარი, მაგრამ მე მაინც ვერაფერს ვეტყოდი რადგან ყველაფერი დამთავრდებოდა მასზე ფიქრებს არ ვაძლევდი იმის უფლებას რო თავში შემოჭრილიყო მაგრამ უკვე აღარ შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა, თავში კი არა უკვე მთელს სხეულში იყო გამჯდა და ისე დამკვიდრებული ჰქონდა ჩემში ფესვები, რომ იქიდან ვეღარაფერი ამოგლეჯდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.