შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 15)


28-12-2016, 20:31
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 578

უკვე ორი კვირაა რაც არავინ არ მინახავს. რატომღაც სახლში ვარ ჩაკეტილი და გარეთ ცხვირსაც არ ვყოფ. სახლში ყოფნაზე არავინ არაფერს არ მეუბნება და მეც აქ ვარ. ოთახის თეთრ კედლებს ვუყურებ და ვიხსენებ ყველა იმ მომენტს როდესაც კიდევ ვმეგობრობდი გიოსთან და არ ვიცოდი რომ ნიკამ ყველაფერი იცოდა. ვიხსენებ დროს როცა ანდრეას დავუახლოვდი, მგრამ ანდრეა ამ ამბავამდე დიდი ხნით ადრე გავიცანი. მაშინ სანამ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასეთი რაღაცეები შეიძლება მომხდარიყო.

>>>>>>>მოგონება<<<<<<

ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა. ვაგვიანებ და დედაჩემი მომკლავს. ანის სახლიდან გამწარებული მოვბივარ და ვცდილობ კურკტკა ჩავიცვა სირბილის დროს. დაბლა ვიხედები რომ შევიკრა, მაგრამ მოულოდნელად ვიღაცას ვასკდებით. მე და ანა საკმაოდ ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან და ხშირად ხდება ხოლმე ასე. მაღლა ვიხედები რომ ბოდიში მოვუხადო, ნებისმიერს ვისაც შევასკდი.
-ბოდიში. -ვიძახი ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით. ის კი დაბლა დაყურებს და იღიმის, ნაგლური ღიმილით.
-არაუშავს. -თავის ოქროსფერ თვალებს მანათებს და ისევ იღიმის. ვითომ დიდი ვინმე მყავდეს ესეც. ან საერთოდ ვინაა? -შემდეგში წინ იყურე.
-მეეჭვება შენ გეყურებინოს წინ. -ვბურტყუნებ ჩემთვის, მაგრამ მას მაინც ესმის და იცინის. როცა მისკენ ვიხედები, თავის ქერა თმას თვალებიდან იწევს და ჩემკენ მოდის. სახეები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრებით არის დაშორებული და სახეზე მის თბილ სუნთქვას ვგრძნობ.
-ბუ! -მაშინებს იდიოტი და ჩემ რეაქციაზე ეღიმება. მისკენ გაბრაზებული ვიხედები და ვცდილობ ჩემი მზერით ავაორთქლო.-ანდრეა. -ხელს მიწვდის. ხელისკენ ვიყურები, მარამ ყურადღებას არ ვაქცევ და გვერდს ვუქცევ.
-მარი. -სახელს მხოლოდ მაშინ ვეუბნები როცა სახეს სახესთან ვუსწორებ, და ხელს ჰაერში დაკიდებულს ვუტოვებ. არ ვაპირებ ხელი ჩამოვართვა ამ დებილს, იქნებ ერთუჯრედიანობა გადამდებია?
-სასიამოვნოა. -მეუბნება და იღიმის.
-სამწუხაროა იგივეს თქმა რომ არ შემიძლია. -სწერვული ხმით ვიძახი, მაგრამ მისგან პასუხად მხოლოდ ჩაციება მესმის.

>>>>>>>>მოგონების დასასრული<<<<<<


ყოველ ჯერზე როცა ეს მოგონება მიტივტივდება თავში სიცილი მივარდება და ძლივს ვწყვარდები. ვინ იფიქრებდა რომ ჩვენ დავმეგობრდებოდით. ვინმეს ჩემთვის ერთი თვის წინ რომ ეთქვა გიოს ხმას აღარ გაცემ და შენ და ანდრეა ერთად იქნებითო (ვითომ ერთად) შეიძლება ჩავბჟირებულიყავი და ის ადამიანი მომეკლა.
-მარი! -დედაჩემი კარებში თავს ყოფს, მე კიდე ვუცინი. -შენ სანახავად მოვიდნენ. -ჩემდა გასაკვირად დედაჩემს პრობლემა არ აქვს რომ სკოლას ვაცდენ. მაგრამ ორი ვარიანტია ან ვერც ამჩნევს ან კიდე მიხვდა რომ რაღაც მოხდა.
-ვინ? -ვეკითხები იმის და მიუხედდავად რომ ვიცი არავის არ შემოვუშვებ. ამ კვირაში ლიზა და ანა უკვე სამჯერ იყვნენ მოსულები.
-გამოდი და ნახე, ვიცი რომ გაგიხარდება. -მეუბნება და იღიმის, მაგრამ მე მხოლოდ თვალებს ვატრიალებ.
ვდგები და კარებისკენ მივდივარ, ურჩევნიათ ვინმე წესიერი იყოს.
-მარიიიი! -გააზრებას ვერ ვასწრებ რომ ადამიანი ზედ მახტება.


ნ ი კ ა

იმ ინციდენტის შემდეგ მარი არ მინახავს და უკვე ორი კვირაა გასული. ვხვდები რომ მენატრება და მისი ნახვა მჭირდება, მაგრამ ვიცი რომ ეს შეუძლებელია. სკოლის კარიდორებში უმისამართოდ დავდივარ და ხალხს ვაკვირდები, ვცდილობ ბრბოსი მისი სახე ამოვიცნო, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ, ანას სახეს ვხედავ და გეზს მისკენ ვიღებ.
-ანა! -ვეძახი და ისიც გაკვირვებული მიყურებს. -მარი სადაა? -პირპდაპირ საქმეზე გადავდივარ.
-სახლში. -ცდილობს რომ არ სეეტყოს ნერვიულობა, მაგრამ მე მაინც ვამჩნევ რომ ყველაფერი რიგზე არ არის. -ავად არის. -იძახის და სწრაფად მშორდება.
უკან ვტრიალდები და კლასისკენ მივდივარ, დედამიის ზურგზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანია ვისაც ამ წამს მისი ადგილმდებარეობა ეცოდინება.

****

გიგის წინ ვდგავარ და ლუკას, გიოს და ალექსს ველოდებით.გიგის ვთხოვე ყველა შეეკრიბა, მე კი ჩემი მხრიდან მხოლოდ საბა წამოვიყვანე.
-რა მოხდა? -ლუკა შორიდანვე კითხულობს და იცინის. არ ეტყობა რომ რამეზე ნერვიულობდეს ან რომ რამეს განიცდის. იქნებ სულ ტყვილად ვნერვიულობ მეც და მართლა ავად არის?
-მარი ხომ არ გინახავთ? -ვეკითხები და ვცდილობ არ დამეტყოს ნერვიულობა. -რამდენი ხანია არ მინახია.
-რაში გჭირდება მარი? -გიგი დაეჭვებით მეკითხება. მან ხომ არ იცის რომ მე და მარი მანამდეც ვიცნობდით ერთანეთს.
-ნახატების გამო. -საბა მასწრებს და იღიმის. გიგი გაკვირვებული უყურებს საბას. -მარი შეგვპირდა რომ ჩვენ ნახატს დახატავდა და მოგვცემდა.
-ააა. -გიგი თავს გვიქნევს ეტყობა რომ დაგვიჯერა. -ხშირად ხატავს ხოლმე ხალხს. -იღიმის და სხვებისკენ იყურება.
-იცით სად არის? -ისევ ვკითხულობ, იმის იმედად რომ ეხლა მაინც მიპასუხებენ.
-მე არ ვიცი. -გიო მხრებს იჩეჩს.- შეიძლება აგარაკზე იყოს თავისიანებთან ერთად.
-შეიძლება სახლში იყოს. -ალექსიც აყოლებს. რაღაცას მალავენ.
-სახლშია. -ლუკას ვეცოდები და იძახის ბოლოს. -მაგრამ არ მიხვიდე, დეპრესიაშია რაღაცის გამო. -გაკვირვებული ვუყურებ, ნუთუ ანდრეა დაშორდა? -იძახის ჩემი კურო სენსეი მოკვდაო.
-ვინო? -საბას ლამის თვალები უვარდება ბუდეებიდან. -ეგ ვინაა?
-ანიმეს პერსონაჟი. -თვალებს ატრიალებს ლუკა. არ ვიცოდი მარი მუტლფილმებს თუ უყურებდა. -ძალიან უყვარს ანიმეები. -როცა ამას იძახის იღიმის. -ხოდა, დეპრესიაშია. მეც რომ მივაკითხე გამომაგდო.
ამაზე სიცილი მიტყდება. მართლა ხომ არ გამოაგდებდა არა?
-მართლა? -ეკითხება გაკვირვებული საბა.
-სახლშიც არ შემიშვა. -ლუკა თავს აქნევს. -დეპრესიაში ვარ მომწყდი თავიდანო. -ლუკას ტუჩის კუთე უტყდება. -მასე იცის ხოლმე, მაგრამ რატომღაც მგონია რომ უფრო მეტი ხდება ვიდრე კურო სენსეის სიკვდილია.
-შენი აზრით ანდრეა? -არ ვამთავრებ რადგან ვიცი რომ ჩემ სათქმელს ყველა მიხვდა.
-არა, ეგ არ მომხდარა. -თავს აქნევს ლუკა. -ერთად არიან, არც კი უჩხუბიათ.
თავს ვუქნევ. წესით უნდა მიხაროდეს, მაგრამ რატო მტკივა გული ასე ძალიან? რატომ მინდა რომ მარი ჩემთან იყოს? რატომ ვნერვიულობ მასზე ამდენს? რატომ ვეჭვიანობ ანდრეაზე? და რატომ არის რომ ყოველ ჯერზე როცა მარის და ანდრეას ერთად ვხდევა გული ტკივილისგან იშლება?


ლ უ კ ა

ნიკას ვუყურებ და ვხვდები რომ ის არის მარის "ვამპირი". როცა ამაზე ვფიქრობ, რაც სულ ხდება, მინდება რომ ნიკასთან მივიდე და სიფათში ვგლიჯო, მაგრამ როცა ასეთს ვუყურებ და ვხედავ რომ მართლა განიცდის მარის გამო, როცა ვხედავ რომ მარიზე ეჭვიანობს მეცოდება.
მინდება მიცვიდე და მარიზე და ანდრეაზე სიმართლე ვუთხრა, მაგრამ ვიცი რომ ამის უფლება არ მაქვს. მაგრამ არც მას არქვს მარიზე ეჭვიანობის უფლება, რადგან თვითონ არის ეკაკოსთან ერთად. იმედი მაქვს კარგად გრძნობს იმ ტკივილს, რომელსაც მარი გრძნობს მის შემხედვარე ყოველ წამს.
უბრალოდ ვერ ვხვდები ერთმანეთს სიმართლეს რატო არ ეუბნებიან, მათ ხომ ერთმანეთი უყვართ? ამას ბრმაც კი დაინახავდა და ყრუც ი გაიგონებდა მათი საქციელისგან და ლაპარაკისგან. მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს იმას რომერთად ყოფნის დროს, ერთმანეთი მზერებით არ მოკლან.
ნიკასი მესმის, ის არასოდეს არ ყოფილა ასეთ სიტუაციაში, თან რაც უნდოდა ყველაფერს უსრულებდნენ, "გაჩითლი" ტიპია და ასე შემდეგ. მას ნერვები ეშლება მარიზე ხოლმე, ის დებილიც უარესს აკეთებს ხოლმე და უარესაც იწვევს მას. იმედია ერთ დღესაც ერთმანეთს სიმართლეს ეტყვიან და არ მოკლავენ.

ა ნ დ რ ე ა

მარი, მარი, მარი, მარი, მარი...
სულ ეს გოგო რატომ მიტრიალებს თავში? მაშინაც კი როცა სხვასთან ერთად ვარ მასზე ვფიქრობ. თალწინ ყოველთვის მიდგას მისი ღია ყავისფერი თმა, და მრავლისმეტყველი მომწვანო თვალები. ვხვდები რომ მის მიმართ იმაზე მეტი გრძნობები მაქვს ვიდრე უბრალო მეგობარს უნდა ქონდეს, მაგრამ ამ გრძNობას ვერც სიყვარულს ვერ ვუწოდებთ. ასეთი რაღაც ჯერ არცერთი გოგოს მიმართ არ მიგრძვნია. მის დანახვაზე მისი დაცვა მინდება. მინდება ჩავეხუტო და ხელი არასოდეს არ გავუშვა. მინდა რომყველა ოცნება აუსრულდეს და მოწყენილი არასდროს არ იყოს. როცა ნიკას ან სხვა ბიჭს მის გვერდზე ვხედავ, სულაც ლუკა რომ იყოს, ეჭვიანობას ვიწყებ და მინდება მათ სამუდამოდ მოვაშორო, ვინც შეიძლება გული ატკინოს. ნიკა კიდევ ვიცი რომ ამას აუცილებლად გააკეთებს. ის მას გულს ატკენს, ნაწილებად დაუშლის და ფეხებით გადაუვლის. მის გრძნობებს კი ხმამაღლა დასცინის. ეს ნიკას სტილშია.
-მოხდა რამე? -ბარმენი მეკითხება და რეალობაში მაბრუნებს. ნეონის განათება თალებს მჭრის და მაბრმავებს,
-არა, არაფერი. -ვპასუხობ ჩუმად და ვდგები. მარისთან უნდა წავიდე.


ს ა ბ ა

ნიკას ვუყურებ და ვერ ვცნობ. ის ასეთ არასდროს არ მინახავს, ის უმეტესად გოგოებს იყენებს, დასცინის, ფეხებით უვლის და თავის გზაზე ატირებულებს უშვებს. არასდროს არ მინახავს ის ასე ვინმეზე ღელავდეს. რომ ვუყურებ ვხვდები რომ მას მარი მართლა უყვარს. ეს მისი ყოველი მოძრაობიდან და გამოხედვიდან ჩანს. ლაპარაკსაც სულ მარიზე იწყებს და სხვა თემაზე ვერც კი ფიქრობს.
-რას აპირებ? -ვეკითები როცა ჩაბნელებულ ქუჩებს მარტო ჩვენ ორი მივუყვებით. ცაზე ვარსკვლავები ჩახჩახებენ, ლამპიონები კი ოდნავ თუ ბჟუტავენ.
-მარი უნდა ვნახო. -იძახის ხმადაბლა, მაგრამ მკაცრად. -ახლავე. -აყოლებს და გზას აგრძელებს.
ბედის ირონიით ნიკა, მარი და ანდრეა მეზობლები არიან და საკმაოდ ახლოს ცხოვრობენ ერთმანეთთან.
'იმედია რამე სისულელეს არ ჩაიდენ.'



№1  offline წევრი DevilGirl

იმედია . კარგი იყო.

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auu imedia male dadeb shemdegs!!!

dzaan magari iyoooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent