"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 14)
მე და ანდრეა უკვე ერთი კვირაა რაც "ერთად" ვართ. მაგრამ რაღაც განსაკუთრებული არ მომხდარა. ნიკა და მისი საძმაკაცო სკოლაში თავს მარიდებენ და მეც ჩემთვის ვარ. მაგრამ ახლა როცა ყველანი ერთად ვართ, მეეჭვება თავის არიდება გამოგვივიდეს. -რაზე ფიქრობ? -ანდრეა გვერდზე მიჯდება და მეკითხება. თავის დიდ, ნაცრისფერ თვალებს მანათებს და მიღიმის. -არაფერზე.-ვეჯღანები და ეკაკოსკენ ვიყურები, რომელიც თვალებით გვჭამს.-მგონი ეკაკო გვაშტერდები. -სიცილით ვეუბნები, ისიც ხელს მხვევს და ჩურჩულით ლაპარაკს იწყებს. -ხოდა, ჩვენც ვანახოთ სანახაობა. -ჩურჩულებს და ნაზად მკოცნის ლოყაზე. -უკაცრავად. -ვიღაცა ჩვენ გვერდზე ახველებს და ჩვენ ყურადღებას იქცევს. -აქ სხვებიც ვართ. -გაბრაზებული ხმით იძახის და თავის მუქ-ყავისფერ, აჩეჩილ თმას სახიდან იწევს. -ნიკა, შენ და ეკაკო უარესებს აკეთებთ ხოლმე. -ანდრეაც პასუხობს და უფრო მეხუტება. 'რაში გავყავი თავი?' ნ ი კ ა მარის და ანდრეას ვუყურებ, რომელებიც ერთმანეთზე მიხუტებულები ზიან და ნერვები მეშლება. იმის წარმოდგენაზე რომ მარიამ ანდრეა ეხუტება, კოცნის და ელაპარაკება მაგიჟებს. ყოველ ჯერზე როცა მათ ერთად ვხედავ მინდება რომ მივვარდე და მარიამი ხელიდან გამოვგლიჯო და მე ჩავეხუტო. -ნიიკა. -ეკაკო ყელზე მეკიდება და მკოცნის. კოცნას მეც კოცნით ვპასუხობ, მაგრამ რატომღაც გულის რევას ვგრძნობ. -თქვენ ხალხში არ ხართ? -კოცნას ანდრეა გვაწყვეტინებს და გვიღიმის. ეს-ესაა პირი გავაღე რომ ხურდა დავუბრუნო, როცა წინ იხრება და მარის მოწყვეტით კოცნის. მ ა რ ი ანდრეა და ნიკა რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ მე ხატვით ისე ვიყავი გართული ვერ ვუსმენდი, მანამ სანამ ანდრეა არ გადმოიწია და არ მაკოცა. იმ წამს მთელი სამყარო დატრიალდა და უცნაური გრძნობა გამიჩნდა, ნერვიულობისგან ავწითლდი. რომ დავფიქრდეთ და ნიკას ის ტუჩების მოდება არ ჩავთვალოთ ეს ჩემი პირველი კოცნაა! -მოგკლავ. -ყურში ვუჩურჩულებ მას მერე რაცანდრეა კოცნას წყვეტს და მეხუტება. -მერე მადლობას გადამიხდი. -იძახის და უფრო მაგრად მიკრავს გულში. ლ უ კ ა ვუყურებ ანდრეა როგორ ეხუტება მარიამს და სიბრაზისგან ვჭარხლდები. მარიამი ჩემთვის დასავით არის და იმის ყურება თუ როგორ დორბლავს თბილისის N1 ბაბნიკი საშინელებაა. მუშტებს ვკრავ და ის-ის არის პირი უნდა გავაღო, როცა ნიკას ვამჩნევ. მთლიანი სახე სიბრაზისგან აწითლებული აქვს, მუშტები შეკრული, თვალები უბრიალებს და ეტყობა რომ მზად არის მოკლას ნებისმიერი ვინც წინ დაუდგება. რატომ აქვს მარიამის კოცნას მასზე ამხელა ეფექტი? ნიკას საქციელს და აურასყველა ამჩნევს, თვით ეკაკოც კი და გასტერებულები უყურებენ. ბოლოს მარიამიც ნიკასკენ იყურება და უტიფრად უყურებს თვალებში. ნუთუ ნიკაა მისი "ვამპირი?" ნ ი კ ა როცა ანდრეა კოცნას ამთვარდებს ვხვდები რომ მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. აღარ სემიძლია შვიდად ვიჯდე და ვუყურო როგორ კოცნის მარიამის ნაზ ბაგეებს ანდრეა. ვიცი რომ სიბრაზე მეტყობა, რადგან მარიამის გარდა ყველა მე მიყურებს. ველოდები, თვითონ მარიც როდის გამოიხედავს ჩემკენ, როდის ჩამხედავს თვალებში და მიხვდება რომანდრეასთან ერთად არ უნდა იყოს. საბოლოოდ მარიც იყურება და უტიფრად მიყურებს თვალებში. ვცდილობ ხმა ამოვიღო, ვუთხრა რომ არასწორად იქცევა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომდის. სიტყვასაც კი ვერ ვიძახი. გული ტკივილით მევსება და თვალთ მიბნელდება. მინდა რომ მივიდე, დავუჩოქო და პატიება ვთხოვო. მინდა მივიდე და ვუთხრა რომ შეცდომა დავუშვი. მინდა ვუთხრა რომ მიყვარს. ს ა ბ ა ნიკამ ახლა გააცნობიერა რომ მარიამი უყვარს. მართალია ეს არ უთქვამს, მაგრამ ეტყობა. მასთან მივდივარ და ხელს მხარზე ვადებ, მაგრამ ის იმწამსვე მიშორებს თავიდან, ტრიალდება და მიდის. მარისკენ ვიხედები, რომელსაც თვალებში ერთდროულად რამდენიმეემოცია აქვს ჩაბუდეული. ტკივილი, სევდა, სინანული, სიყვარული და რატომღაც შიში. და ყველა ეს ემოცია ერთი ადამიანისკენ არის მიმართული, ნიკასკენ. ვერ ვხვდები რატომ იტანჯავენ თავს და რატომ არ ეუბნებიან ერთმანეთს სიმართლეს, რატომ არ აბიჯებენ იმ პატივმოყვარეობას და რატომ ელოდებიან მეორეს რომ პირველი მივიდესმასთან? მარისი მესმის, ის ბოდიშს ელოდება, მაგრამ ნიკას საქციელს ვერ ვხვდები. მან ატკინა, გული გაუტეხა და ის მაინც ელოდება რომ მარი მივა მასთან პირველი. არადა ასე არ ხდება, ყოველთვის დამნასავემ უნდა აღიაროს დანაშაული. და რადგან ნიკა ამას მაინც ვერ მიხვდა, მან მარი დაკარგა. მ ა რ ი ნიკას ვუყურებ და გული ტკივილით მევსება.მის თვალბში ვკითხულობ, სიყვარულს, სინანუ;ს და ტკივილს. მინდება გავიქცე და ჩავეხუტო,მაგრამანდრეას ხელი მაჩერებს. ის მართალია, მე ამას ვერ ვიზამ. ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ძალიან დავმეგობრდით და მან ზუსტად იცის რასაც ვგრძნობ ნიკას მიმართ და მას დახმარება უნდა. მაგრამ ის მართლია, ახლა მე მასთან ვერ მივალ, მასთან ვერ მივალ სანამ ბოდიშს არ მომიხდის იმ ყველაფრისთვის რაც გამიკეთა. მის მიმავალ ზურგს ვუყურებ და თვალები ცრემლით მევსება, ანდრეას ვეხუტები, ისე რომ ჩემი სახე არ გამოჩნდეს და უხმო ტირილს ვიწყებ. ____________________ გამარჯობათ ^__^ ძალიან არ მომწონს ეს თავი, თითქოს რაღაც აკლია... (ყველაფერი აკლია, მაგრამ მაინც...) იმედია თქვენ მაინც მოგეწონებათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.