My life Sucks!! 8 (+15)
(თიოს მხრიდან) დიმიტრიმ ტუჩები ჩემსას მოაწება. თავიდან ვეცადე გავწეულიყავი, მაგრამ ბოლოს მეც ავყევი. ხელები კისერზე შემოვხვიე და უფრო ახლოს მივიზიდე. დახუჭული თვალებით შემეძლო ნორმალურად ჩაცმული წარმომედგინა, ლურჯი ჯინსით, სადა მაისურითა და ყავისფერი თმით. თითქოს ფიქრებს მივყევი, რბილ, ყავისფერ თმაში ხელი შევუცურე. დიმიტრიმ კოცნა გააღრმავა და ხელები წელზე შემომხვია. 'დიმიტრი ივანოვი მომწონს, დიმიტრი ივანოვი მომწონს, დიმიტრი ივანოვი მომწონს...' ისევ და ისევ, განუწყვეტლივ ვიმეორებდი გონებაში. დიმიტრი მომწონდა და ამის უარყოფა აღარ შემეშლო. როგორც არ უნდა მძულებოდა ეს ფაქტი, ვიცოდი რომ სიმართლე იყო. დიმიტრიმ ტუჩები მომაშორა და შუბლი ჩემსას მოადო - უბრალოდ აღიარე პატარა თეოდორ. - ჰო - ჩავიბუზღუნე და იატაკს დავაჩერდი - მომწონხარ. ნიკაპი ამაწევინა და სწრაფად მაკოცა ტუჩებზე - ვხვდებოდი. ვერ დაგადანაშაულებ, ყველას უყვარდება ჩემი დიდებული ხასიათი. თვალები გადავატრიალე - უბრალოდ არავის არ უთხრა. - არც მიფიქრია - ნაზად მომეფერა ლოყაზე და სუსხიანი თვალებით დამაჩერდა. - გუშინ ჩემს დას ეფლირტავებოდი - ვუთხარი ჩუმად. - ბევრ ადამიანს ვეფლირტავები. პატარა თეოდორ, ესეთი ვარ - მიპასუხა სიცილით. ბიჭს მოვშორდი და ხელი თმაში შევიცურე - ეხლახანს, სააბაზანოში დიმიტრი ივანოვს ვაკოცე. და მომწონხარ. რა ჯანდაბა ხდება? - თავი გავაქნიე. დიმიტრი კედელს მიაყრდნო, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და შემომხედა - რატომ იქცევი ისე, თითქოს დიდი პრობლემა იყოს? პატარა თეოდორ, ცხოვრება ესეთია. ვერ აირჩევ ვინ მოგეწონება. ამ შემთხვევაში კი გრძნობა ორმხრივია - გაიკრიჭა. - ეხლა რა მოხდება? - ვკითხე საცოდავად. დიმიტრიმ მხრები აიჩეჩა - ოჰ, შეგვიძლია საიდუმლოდ შევხვდეთ? ყოველთვის მინდოდა დაფარული ურთიერთობა მქონოდა - წარბები ამითამაშა. - შეგიძლია ამას სერიოზულად მოეკიდო? - უხეშად გავაჩუმე. - პატარა თეოდორ, სერიოზულად არაფერს ვეკიდები, სწორედ ესე ვუძლებ ამ ცხოვრებას - ჩაიცინა. კედელს მივეყრდენი, ჩავსრიალდი და სახე ხელებში ჩავრგე - რა კოშმარია. დიმიტრი ჩემს გვერდით დაჯდა და ხელი მხარზე გადამხვია - ოჰ, არც ესე ცუდათაა საქმე, პატარა თეოდორ! თავი ავწიე და შევუბღვირე - დიმიტრი, არც კი მომწონხარ, ეს კი ცუდია თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ძალიან მომწონხარ. - ცოტა არ იყოს გაუგებარი წინადადებაა - აღნიშნა მან. - არ ვიცი რა გავაკეთო - ამოვიოხრე და თავი კედელს დავარტყი. - ტვინის დაზიანება არც ისე გონივრული გადაწყვეტილებაა. ამის მაგივრად ჩემი სიძულვილი რომ შეწყვიტო? - შემომთავაზა დიმიტრიმ - მისმინე, ჩემს პატარა ძმას დავპირდი, რომ სკოლის შემდეგ ნაყინის საჭმელად წავიყვანდი. ჩვენთან ერთად წამოდი და უკეთ გამიცანი. დამიჯერე ძალიან საინტერესო ადამიანი ვარ. - ტალიასთან მეცადინეობა არ გაქვს? - ვკითხე დაეჭვებულმა. - ტალიას და ძვირფას კიმბერლის უკვე ვუთხარი, რომ დღეს ვერ მოვახერხებდი - ჩაიცინა, წამოდგა და ხელი გამომიწოდა. მეც ავდექი - რას იტყვი? - კარგი - ჩავიბუზღუნე - მაგრამ არავის ვუთხრათ. ტალიასაც კი. - შევთანხმდით - მიპასუხა, დაიხარა და კიდევ ერთხელ მაკოცა, სანამ შებრუნდებოდა და ოთახიდან გავიდოდა. თავი გავაქნიე და ისევ ამოვიოხრე - ღმერთო, ეს სიმართლე ვერ იქნება. მაგრამ სინამდვილეში, დიმიტრი მომწონდა. მისი ხასიათიც კი არ მეზიზღებოდა ისე, როგორც ვიბრალებდი. საინტერესო და უნიკალურ პიროვნებად მიმაჩნდა. კარგი, ვცდი. ვეცდები უკეთესად გავიცნო. ჩემს გრძნობებს აღარ შევებრძოლები. საპირფარეშო დავტოვე და კაფეტერიაში შევედი. დიმიტრი ჩვეულ ადგილას იჯდა და მეგობარს ისე ესაუბრებოდა, თითქოს ორი წუთის წინ სააბაზანოში არაფერი მომხდარიყოს. - რა მოხდა - მკითხა ტალიამ, როდესაც მათთან დავჯექი. - არაფერი - ჩავიბუზრუნე. ტალია აღარ ჩამაცივდა, კაფეტერიიდან გავიდა და წიგნის ასაღებად წავიდა. ალექსი მეგობარს ესაუბრებოდა, მაგრამ ნივთები ისევ ჩვენთან ეწყო, რაც ნიშნავდა რომ ისევ დაბრუნდებოდა. ხელები გავშალე და მაგიდაზე დავაწყე. ოლივერს თვალები გაუფართოვდა, მაჯა დამიჭირა და ხელზე დამაკვირდა. - ეს ბჭყვიალებია? - მკითხა გაოცებულმა. გავწითლდი - როგორც ჩანს ხელზე ამყვა. - მის თმას ეხებოდი არა? რატომ ეხებოდი მის თმას? - მკითხა დაინტერესებულმა. იფიქრე თიო, იფიქრე. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, რომ ოლივერი ვერაფერს მიმხვდარიყო. - მის თმას არ ვეხებოდი. როდესაც თავს აქნევს ბჭყვიალები მხრებზე ეყრება. მის მხრებს ვეხებოდი - ვიცრუე სწრაფად. ოლიერმა დიმიტრის შეხედა. გული სწრაფად მიცემდა, მაგრამ დავმშვიდდი, როდესაც გავიხედე და ბიჭის მხრებზე ბჭყვიალები შევნიშნე. - კარგი, რაზე უნდოდა ლაპარაკი? - მკითხა ოლივერმა. ალექსი დაბრუნდა და ჩემს წინ დაჯდა. მხრები ავიჩეჩე - უბრალოდ ჩემს გაბრაზებას ცდილობდა. მისმინე, მოდი მასზე არ ვისაუბროთ რა - ვთხოვე. - ჰო, რამე სასიამოვნოზე ვილაპარაკოთ - დამეთანხმა ალექსი. გაკვეთილის ბოლომდე ფილმს განვიხილავდით. მთელი დღე უაზროდ გავიდა და ბოლოს მეცხრე გაკვეთილზე შევედით. მე, ოლივერი და ტალია ჩვენს ჩვეულ მაგიდასთან დავსხედით. სააბაზანოს ინციდენტის შემდეგ დიმიტრისთან არ მილაპარაკია და არც ლაპარაკის სურვილი მკლავდა. არ მინდოდა ვინმე მიმხვდარიყო ან საერთოდ ეჭვი გასჩენოდათ. - თიო, სკოლის შემდეგ ბავშვების სამეცადინოთ არ ვრჩები, შენ და ოლივერს გინდათ სადმე წასვლა? - შემოგვთავაზა ტალიამ. - არ შემიძლია, საქმე მაქვს - გავიკრიჭე, რითიც მივახვედრე, რომ მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებდი. ტალიამ თვალები გადაატრიალა - ოლივერ? გინდა საცურაოდ წავიდეთ? - მიუბრუნდა ბიჭს. - რა თქმა უნდა! - დაიყვირა მან პასუხად. - როგორი სამწუხაროა, რომ დღეს მეცადინეობა არ გვაქვს, ძვირფასო ტალია. დიმიტრის შევხედეთ, რომელიც ჩვენს წინ მდგარ სკამს ეყრდნობოდა, ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და ჩვეული სულელური ღიმილით შემოგვყურებდა. - ხვალ გვექნება - უპასუხა ტალიამ მეგობრული ღიმილით, მაგრამ როდესაც დიმიტრის შეხედა, მის გამოხედვაში რაღაცამ გაიელვა, რაც საერთოდ არ მომეწონა. - ჰო, ჰო რა თქმა უნდა - დიმიტრიმ თავისი გრძელი თითებით, სახეზე ჩამოყრილი იისფერი თმის წვალება დაიწყო - კარგი იქნება. შემდეგ შეგვიძლია ძვირფას კიმბერლისთან წავიდეთ. - მე თანახმა ვარ - დაიძახა კიმმა, რომელიც ჩვენგან ორი ნაბიჯის მოშორებით იჯდა. ტალია გაწითლდა და მხიარულად დაუქნია თავი - ჰო, კარგი იქნება. გაწითლდა? რატომ წითლდებოდა ტალია მათთან გართობის ხსენებაზე? თითქოს დიმიტრი მოსწ.... .... ოჰ ღმერთმა დასწყევლოს, არა! ტალიას ჩემი ბიჭი მოსწონდა, რომელიც საერთოდ მძულდა, მაგრამ გრძნობებიც მქონდა! უჰ, როგორი ძუკნა და მყავდა. დიმიტრიმ გოგოსავით შემოჰკრა ტაში - დიდებულია! დარწმუნებული ვარ მშვენივრად გავერთობით - დაიყვირა მხიარულად. - დიმიტრი, მოდი აქ, მათემატიკის ამოცანაში დამეხმარე - დაიწუწუნა კიმმა. ბიჭმა ამოიოხრა - ოჰ, კიმბერლი ძვირფასო, მართლა უმწეო იქნებოდი ჩემს გარეშე, შე საბრალო არსებავ. შებრუნდა და კიმთან მივიდა, რომელმაც მაშინვე მხარში ჩაარტყა. ბიჭი გვერდით მიუჯდა, კიმის ფანქარი აიღო და დავალებას დააკვირდა. - ეი თიო. ჩემს ინგლისურის მასწავლებელთან უნდა წავიდე, მაგრამ მაინტერესებდა თუ შემიძლია, რომ ხვალ ისევ შენთან დავჯდე? - მკითხა ალექსმა. - რა თქმა უნდა - ვუთხარი ღიმილით. - მშვენიერია, მადლობა - თქვა გამხიარულებულმა და კაფეტერიიდან გავიდა. - შენი ქალია ძმაო - დაიყვირა ოლივერმა და მხარზე ხელი დამარტყა. გავიკრიჭე და წიგნი ამოვიღე. ზარის დარეკვამდე ვკითხულობდი, შემდეგ კი ტალიას გასაღები გადავეცი და ვუთხარი, რომ მეგობარი მიმიყვანდა სახლში. დავიცადე სანამ ის და ოლივერი ოთახს დატოვებდნენ და დიმიტრის მოსაძებნად წავედი. - სალამი პატარა თეოდორ - მოვიდა ჩემთან - მზად ხარ წასასვლელად? - ჰო, უბრალოდ... არავინ დაგვინახოს რა - ჩავიბუზღუნე დარცხვენილმა. - რა თქმა უნდა. ვფიქრობდი, რომ დერეფანში ვივლიდით სანამ პარკინგი დაცარიელდებოდა თავი დავუქნიე და სიარული დავიწყეთ. სიჩუმეში უხერხულად ვგრძნობდი თავს, დიმიტრი კი თავისუფლად მიაბიჯებდა. მომიწია სწრაფად მევლო, რომ მის გრძელ ფეხებს არ ჩამოვრჩენოდი. რამდენიმე წუთის შემდეგ, სკოლა დავტოვეთ და დიმიტრის მანქანაში ჩავსხედით. Chris Webby-ს LaLaLa ჩაირთო. დიმიტრი მუსიკას ჩუმად აჰყვა. - Shit's leaving you in disbelief I'm that monster at your door, bitch, trick-or-treat -მღეროდა და მანქანა დაწყებით სკოლასთან გააჩერა. უკანა კარი გაიღო და ვიღაც ჩაჯდა, დიმიტრიმ კი მუსიკა მაშინვე შეცვალა. შევბრუნდი და ადგილზე გავშრი, როდესაც დიმიტრის პატარა ასლი დავინახე. ბიჭმაც შემომხედა. ძმის მსგავსად ღია ყავისფერი თმა, ოდნავ გარუჯული კანი და მსუსხავი, ცისფერი თვალები ჰქონდა. დიმიტრისაგან განსხვავებით ნორმალურად ეცვა, გახუნებული ჯინსი და წითელი, პიკაჩუს მაისური. - დიმი, ეს ვინ არის? - ჰკითხა ბიჭმა. რუსული აქცენტი და ძალიან ნაცნობი ხმა ჰქონდა. - ჩემი მეგობარი, პატარა თეოდორი - უთხრა დიმიტრიმ მხიარულად და გზას გაუყვა. - ჩემი სახელი თიოა - ვუთხარი ბავშვს და ვეცადე მოთმინება არ დამეკარგა. - ოჰ, მე გალენი ვარ. დიმიტრი ჩემი უფროსი ძმაა - მაცნობა ბიჭმა. - ადვილი მისახვედრია - ვთქვი, მათი მსგავსებით თითქმის გამოშტერებულმა. გალენის სახე უფრო მრგვალი და ბავშვური იყო, მაგრამ ამის გარდა ძმებს შორის განსხვავებას ვერ შენიშნავდით. - დაც ხომ გყავს? ისიც ესე ძალიან გგავს? - ვკითხე დიმიტრის. მან თავი გააქნია და ჩაიცინა - შენთვის რომ გამეცნო, გაოცებული დარჩებოდი. მხოლოდ გალენი მგავს. - დიმი, ნაყინის საჭმელად მივდივართ? - იკითხა ბავშვმა. - გუშინ ხომ დაგპირდი, რომ წავიდოდით, ასე არ არის? - კითხვა შეუბრუნა დიმიტრიმ. -ჰო დამპირდი! მაგრამ თიო რატომ არის აქ? - გალენმა დაკვირვებით შემათვალიერა, თითქოს მელოდა, რომ დიმიტრის დავატყვევებდი და მისგან შორს წავიყვანდი. - ისიც ჩვენთან ერთად მოდის! - გაუღიმა ბავშვს და სანაყინესთან გაჩერდა. მანქანიდან გადავედით, გალენი დიმიტრის მკლავზე მოეჭიდა და დაეჭვებულმა შემომხედა. - გალენ, ძვირფასო, ხელს მომტეხავ - მოთმინებით აცნობა დიმიტრიმ. - მაპატიე - უპასუხა ბიჭმა და კლავის მაგივრად ხელზე მოეჭიდა, ჩემთვის კი თვალი არ მოუშორებია. - ოჰ, პატარა მწვანე მონსტრის გამოჩენას ვგრძნობ - თქვა გამხიარულებულმა დიმიტრიმ. - არა! - ჯიუტად უარყო გალენმა - უბრალოდ... იქნებ წინა ბიჭს ჰგავს დიმი? ის უხეში იყო. - შემიძლია დაგარწმუნო, რომ პატარა თეოდორი კეიდენს არაფრით ჰგავს - ჩაიცინა დიმიტრიმ. - არ ინერვიულო, თუ ისიც ბოროტია, მე დაგიცავ - დაჰპირდა ბიჭი და დიმიტრის სიყვარულით გაუღიმა. - მადლობა, ჩემო პატარა მცველო ანგელოზო - ბიჭს თმა აუჩეჩა და მანიშნა რომ მათ მივყოლოდი. ნაყინი შევუკვეთეთ და სამივესი დიმიტრიმ გადაიხადა. ქოლგის ქვეშ მდგარ მაგიდასთან დავსხედით. - მასთან ყურადღებით იყავი დიმი. საპირფარეშოში უნდა წავიდე, მალე დავბრუნდები! - დაიყვირა გალენმა, ნაყინი დიმიტრის გადასცა და მკაცრი მზერა მესროლა, შემდეგ კი საპირფარეშოში გაიქცა. - ძალიან ვწუხვარ ჩემი ძმის გამო პატარა თეოდორ. არ უყვარს, როდესაც ჩემი გაზიარება უწევს - მითხრა სიცილით დიმიტრიმ და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია. - კეიდენი ვინ არის? - ვკითხე სწრაფად. - ჩემი მეწყვილე იყო - მხრების აჩეჩვით მიპასუხა. - რას გულისხმობდა გალენი, როდესაც თქვა, რომ ბოროტი იყო - ვკითხე ისევ. - აჰ, ჰო, ნუ კეიდენი ძალადობის მოყვარული იყო. ჩემზე გაბრაზდა, როდესაც მასთან ურთიერთობა არ მოვინდომე. იფიქრა, რომ რამის შეცვლა შეეძლო და იმედი გაუცრუვდა. ასე რომ თავის მეთოდებს მიმართა - მითხრა დიმიტრიმ და სახიდან ღიმილი გაუქრა. - გცემა? - ვკითხე გაოცებულმა. დიმიტრიმ თავი დამიქნია და მხრები აიჩეჩა - ჰო. მაგრამ ეს ორი წლის წინ მოხდა. - და შენი ძმა იქ იყო? შენც ეჩხუბე? - ვკითხე, არ შემეძლო დამეჯერებინა, რომ ვინმე დიმიტრის სცემდა. - სამწუხაროდ, ჩემი საბრალო გალენი ამ ყველაფერს შეესწრო. ჩემს ოთახში მოხდა, მაგრამ ხმაურის გაგონებისას, გალენი შემოვიდა. ჩემს ძვირფას მამას დაუძახა, რომელმაც კეიდენი სახლიდან გააგდო. ძალიან გაბრაზდა და კეიდენი რუსეთში დააბრუნა - გაიცინა მან, თითქოს ისტორია მხიარული ყოფილიყოს. - ანუ ხალხთან მხოლოდ ერთი ღამის გატარება გინდა? - ვკითხე და ვიგრძენი ნელ-ნელა ვბრაზდებოდი. დიმიტრი გადმომწვდა და ლოყაზე მომეფერა - დამშვიდდი, პატარა თეოდორ. შეყვარებულებიც მყავს რომ იცოდე. შემიძლია მივხვდე, როდის არის სექსუალური მიზიდულობა და როდის ნამდვილი გრძნობები. შენთან, ძვირფასო, გრძნობებია. გადმოიხარა და ტუჩები ჩემსას მოაწება. მინდოდა გავბრაზებულიყავი და მიმეხვედრებინა, რომ მეძავივით ლაპარაკობდა, მაგრამ არ შემეძლო. მისი ტუჩების შეხებისას, კოცნის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. ნაყინი მაგიდაზე დავდე დიმიტრის მაისურს ჩავეჭიდე და უფრო ახლოს მივიზიდე. დამავიწყდა, რომ საზოგადოებაში ვიყავით. - აჰემ. ერთმანეთს მოვშორდით, დიმიტრი იკრიჭებოდა და მე გავწითლდი. გალენი ორივეს გვიბღვერდა, ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და დიმიტრის მსგავსად იდგა. - დიმი, მას ჰქოცნი! - თქვა ბიჭმა. - მართლა? არ შემინიშნავს. მადლობა ინფორმაციისთვის გალენ - მშვიდად თქვა დიმიტრიმ და ნაყინის ჭამა განაგრძო. გალენი ძმის გვერდით დაჯდა და დიმიტრის კლავს ჩაეჭიდა, რომ მისი ყურადღება მიეპყრო. - იქნებ ისიც უხეშ ბიჭს ჰგავს დიმი? - ჰკითხა შეშინებული ხმით. - ის არ არის უხეში ძვირფასო. გპირდები, არაფერი დამემართება - უთხრა დიმიტრიმ, გალენს ხელები შემოჰხვია და გაუღიმა - მშვენიერი ბიჭია - დიმიტრიმ თვალი ჩამიკრა. - რა თქმა უნდა დიმი - წარბი ავწიე. - აჰ - დრამატულად ამოიოხრა დიმიტრიმ - მხოლოდ ოჯახს ვაძლევ უფლებას, რომ დიმიტრის გარდა სხვა სახელით მომმართონ. - და შენ ჩვენი ოჯახის წევრი არ ხარ - აღნიშნა გალენმა. - ჩემი ტკბილი პატარა ძმა, ცოტა არ იყოს უხეშია პატარა თედორის მიმართ. გთხოვ მოუბოდიშე - უთხრა დიმიტრიმ. გალენი შეცბა და გაიბუტა, მაგრამ მორჩილად შემობრუნდა ჩემსკენ - მაპატიე თიო. დაიცადე, შენი სახელი თუ თეოდორია, ტედის რატომ არ გეძახიან? მხრები ავიჩეჩე - არ ვიცი, უბრალოდ თიოს მეძახიან - დიმიტრის მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე. როდის მიეჩვევოდა, რომ თეოდორი არ დაეძახა ჩემთვის? შევჩერდი და ორივე ძმას შევხედე. რა ჯანდაბას ვაკეთებდი? ნაყინის საჭმელად დიმიტრი ივანოვთან, ბჭყვიალა შეშლილთან ერთად ვიყავი. საბოლოოდ დავკარგე ჭკუა? - ოჰ, ისევ ეს ჯიუტი გამოხედვაა შენს თვალებში - თქვა დიმიტრიმ - შანსი არ არის. ამდენი რამის შემდეგ, სააბაზანოში კოცნის შემდეგ, ისევ ამას არ დავუბრუნდებით. მოდი აქ პატარა საყვარელო არსებავ. ხელი დამიჭირა, ახლოს მიმიზიდა და მაკოცა. ვეცადე აზრები ისევ აღმედგინა, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა. მომშორდა და თვალებში დაკვირვებით დამაჩერდა. კმაყოფილმა გაიღიმა და ნაყინის ჭამა განაგრძო. - ყოველთვის, როდესაც შენს შეძულებას გადავწყვეტ, კოცნით გადამაფიქრებინებ? - ვკითხე გაღიზიანებულმა. - შესაძლებელია - თქვა ჩაფიქრებულმა - როგორც ჩანს ხშირად მომიწევს შენი კოცნა. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ სასიამოვნო არ არის პატარა თეოდორ - ამაყად გაიღიმა. დიმიტრის, მის თავდაჯერებულ გამოხედვასა და ამაყ ღიმილს შევხედე. ვეცადე წარმომედგინა ვიღაც როგორ სცემდა მას და უბრალოდ არ შემეძლო. არ შემეძლო ნაცემი წარმომედგინა. იტირებდა? წინააღმდეგობას გაუწევდა? თუ უბრალოდ ყველაფერს მოითმენდა? მართლა ესეთი ცუდი იყო დიმიტრი? მართლა იყენებდა ხალხს? ძალიან ბევრი რამ იყო მასზე, რაც არ ვიცოდი. - ჩაფიქრებული ჩანხარ პატარა თეოდორ - თქვა დიმიტრიმ - თუ არ შეგიმჩნევია, დღეს ბევრი საფიქრალი გამიჩინე - ჩავიბუზრუნე ჩუმად - მაგალითად როგორი ვიქნებოდი შიშველი? - მკითხა ღიმილით. - ღმერტო ჩემო. ხუთი წუთიც რომ წარმოვიდგინო ეს, სავარაუდოდ ჭკუიდან შევიშლები. - დიმი, მწყურია. შეგიძლია წყალი მომიტანო? - ჰკითხა გალენმა, როდესაც ნაყინის ჭამა დაასრულა. დიმიტრიმ თავი დაუქნია, ადგა და წყლის მოსატანად გავიდა. გალენმა დაკვირვებით შემომხედა და ჩემს გვერდით გადმოჯდა. - მისმინე თიო - მითხრა და გასწორდა, რომ უფრო დიდი გამოჩენილიყო - გირჩევნია ჩემს ძმას არაფერი დაუშავო. დამიჯერე განანებ. გპირდები. დიმი კარგი ადამიანია, არ იმსახურებს ხალხის ცუდ დამოკიდებულებას - გალენი შეცბა, თავი გააქნია და თითი ჩემსკენ მომართა - ასე რომ გირჩევნია მას კარგად მოექცე. ვიცი, რომ ადამიანები მაშინ კოცნიან, როდესაც ერთმანეთზე ზრუნავენ. დედაჩემი და მამაჩემიც ასე იქცევიან და მათ ერთმანეთი უყვართ - ნეკა თითი ასწია - დამპირდები, რომ დიმიტრის კარგად მოექცევი? გონებაში ამოვიოხრე და ნეკა თითი მისას შემოვხვიე. ცოტა ხანში ჩემგან მოშორებით, თავის ადგილზე გადაჯდა. - ნეკა თითის პირობა სერიოზულია - თქვა მან და ისე შემომხედა, თითქოს ჩემს სულში იყურებოდა - უმეტესად ის ხალხი ვინც დიმიტრის კოცნის, მოგვიანებით ძალიან უხეში ხდება. ეს არ მომწონს. მათ მსგავსად არ მოიქცე, თიო. სხვა შემთხვევაში მე და შენ პრობლემები გვექნება, გასაგებია? - ჰო, გასაგებია - ვუთხარი, მაგრამ სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. რამდენ ადამიანთან იყო დიმიტრი, რა გაუკეთეს და რა უნახავს მის პატარა ძმას? დიმიტრი დაბრუნდა და ორი ჭიქა წყალი მოიტანა. ერთი დადგა და გალენს მიაწოდა. - მადლობა დიმი! - გალენი წამოიწია და დიმიტრის ლოყაზე ნაზად აკოცა. - რა პრობლემაა, ჩემო შვენიერო პატარავ - თმა აუჩეჩა ბავშვს. - მადლობ, ჩემო დიდებულო უფროსო ძმაო - გალენი დიმიტრის მიეყრდნო და წყალი დალია, - და ეს ჩვენთვის არის - თქვა დიმიტრიმ, მეორე ჭიქიდან ცოტა მოსვა და ჩემსკენ გამოაცურა. - მადლობა - ჩავიჩურჩულე და დავლიე. დიმიტრიმ ტელეფონი ამოიღო და უპასუხა - გისმენთ? ცოტა ხანს შეჩერდა - ჰო, ჰო. მალე მოვალთ დედა, ძვირფასო. გალენი და პატარა თეოდორი ნაყინის საჭმელად წავიყვანე. გათიშა, წამოდგა და გვანიშნა, რომ ჩვენც გავყოლოფით - წამოდით საყვარლებო. ძვირფასი დედა სახლში გვიხმობს - თქვა მან და გალენს ხელი მოჰკიდა. მანქანაში ჩავსხედით. - მადლობა დიმიტრი - ვუთხარი, როდესაც ჩემს სახლთან გაჩერდა. - არაფერს პატარა თეოდორ - თვალი ჩამიკრა. გადმოიხარა და ტუჩებზე სწრაფად მაკოცა. მანქანიდან გადავედი, გალენს შევხედე, რომელმაც ნეკა თითი ასწია და მკაცრად გადმომხედა. ვფიქრობდი რა შარში გავყავი თავი. სახლში შევედი და სარდაფში ჩავედი, სადაც ტალია და ოლივერი ბილიარდს თამაშობდნენ. - ეი, სახლში დაბრუნდი - მომიბრუნდა ტალია, როდესაც ოლივერმა საშინლად ისროლა. - ზუსტად მოვასწარი, რომ ოლივერის მარცხი მენახა - ამოვიოხრე. - მოკეტე - გაიბუტა ბიჭი - დარწმუნებული ვარ სტეროიდებს იღებ. - არა. უბრალოდ შენ ცუდი მხრიდან ურტყავ. - ოჰ, გაჩუმდი. სიმართლე თქვი: "ოლივერ, იმიტომ გინდა, რომ სტეროიდების მიღება დავიწყო, რომ წელს ქვემოთ შენთვის ზედმეტად პატარა ვარ". - ჯანდაბა, გამომიჭირე. ჩავეხუტე - არაუშავს ოლივერ, პატარავ. სტეროიდების მიღებას შენთვის დავიწყებ. - მადლობა პატარავ - ხელები უფრო ძლიერად შემომხვია. - ღმერთო, რა საცოდავები ხართ - ტალიამ ხელი შუბლზე მიიდო და შემოგვხედა. - ჩვენი ძმური რომანის შურს - თქვა ოლივერმა და ხელი წელზე შემომხვია. - რა თქმა უნდა. ვის არ შურს ჩვენი? - ვთქვი დამცინავად. - თოლივერი: თვით აღიარებული შიფი - მხიარულად თქვა ბიჭმა. - მორჩით ამაზე ლაპარაკს. არავინ შიფავს თქვენს საშინელ სახელებს! - გაღიზიანებულმა ტალიამ თავი გააქნია. ჩავიცინეთ. ბილიარდის მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი და მათ თამაშს თვალს ვადევნებდი. გონებით ისევ დიმიტრის დავუბრუნდი. თუ მართლა მინდოდა მასთან ურთიერთობა, თუნდაც იდუმალი, მომიწევდა უფრო მეტი გამეგო მის წარსულზე. აშკარა იყო, რომ თვითონ არ უნდოდა ამაზე საუბარი და არც დეტალურად მიყვებოდა. მჭირდებოდა, რომ ჩემით გამეგო მეტი, განსაკუთრებით მის სასიყვარულო ისტორიებზე. უკვე ვიცოდი ადამიანი, რომლისთვისაც კითხვა შემეძლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.