My life Sucks!! 6 (+15)
- ძალიან დავიღალე - ამოიოხრა ოლივერმა და თავი მხარზე დამადო. - ბალიში კი არ ვარ - მხარი ავიჩეჩე, რომ ბიჭი მომეშორებინა. - არა, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც დამჭირდება, ბალიშიც უნდა იყო - მითხრა მან. - ისევ მეგობრები ვიქნებით, ეხლა რომ სახეში დაგარტყა? - სავარაუდოდ არა. - მშვენიერია. ხელი ავწიე, ოლივერი გასწორდა და მაჯა დამიჭირა. - იდიოტო - ჩაიბუზღუნა. - მაინც გიყვარვარ - ვუთხარი სიცილით. - არ მიყვარხარ, უბრალოდ ვიცი როგორ უნდა გაგიძლო - ამოიოხრა ოლვიერმა - აი შენი ბიჭიც მოდის. გავიხედე და დიმიტრი დავინახე, რომელიც კაფეტერიაში, გაკვეთილის დაწყებიდან დაახლოებით ათი წუთის დაგვიანებით, შემოვიდა. საბედნიეროდ ტალია მასწავლებელთან იყო. დიმიტრიმ თმის ყავისფერ ნაწილში ხელი შეიცურა და ტელეფონს დახედა. ბჭყვიალები იატაკზე ჩამოიყარა. - ვფიქრობ, თავისი იდიოტური ღიმილის გარეშე პირველად ვხედავ - ვთქვი ჩაფიქრებულმა. მაგრამ შემდეგ, თავისთვის ჩაიცინა და ტელეფონი ღია ვარდისფერ შორტის ჯიბეში ჩაიცურა. მოშვებული მაისური ეცვა, რომელშიც ამაყად მოუჩანდა კუნთები და მკვრივი მკერდი. თავის მეგობრებთან დაჯდა და შევამჩნიე, რომ მისი ზურგიც დაკუნთული იყო. ღმერთმა დასწყევლოს ისიც და მისი მოშიშვლებული მაისურებიც. - თიო? ალექსს შევხედე - ეკონომიკაში დახმარება გჭირდება? - ვკითხე სიცილით. - არა, სიმართლე რომ ვთქვა უბრალოდ შენთან დაჯდომა მინდოდა - ოდნავ გაწითლდა. - უჰ... შეგიძლია დაჯდე - ვუთხარი და ჩემს მოპირდაპირე სკამზე მივუთითე. ალექსი ჩამოჯდა, ოდნავ გაიღიმა და თავისი დავალება ამოიღო. - დიმიტრის ქაღალდისგან გაკეთებული ქამარი უკეთია? - იკითხა დაბნეულმა ოლვიერმა, რომელიც ბიჭს დაკვირვებით ათვალიერებდა. დიმიტრის მიმართულებით გავიხედე და დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ქაღალდისგან გაკეთებული ქამარი ეკეთა. რაღაცის გადასაგდებად ამდგარიყო და ვხედავდი, როგორ იყო ქაღალდები ერთმანეთზე შეწებებული. - რატომ უნდა ტალიას მასთან მეგობრობა - ვიკითხე ნაღვლიანად. - ტალია ის გოგონაა, რომელიც თქვენთან ერთად ზის ხოლმე? - მკითხა ალექსმა. თავი დავუქნიე - ჰო, დიმიტრისთან დამეგობრდა. ალექსი დაიჯღანა - ეცადეთ მას ჩამოაშოროთ. ხალხს უბრალოდ იყენებს. - რატომ უნდა უნდოდეს რომელიმე გოგოს მასთან დაწოლა? საზიზღარია - ვთქვი სიძულვილით. ნუ ეს სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამებოდა. ვხვდებოდი ტალია რას გულისხმობდა, როდესაც ბიჭს მიმზიდველს ეძახდა. ეს უაზრო იისფერი რომ არა, თმა სასიამოვნო ფერის ექნებოდა, ღია ყავისფერი. და ნორმალური ტანსაცმელი რომ სცმოდა, შეიძლება თავისი მაღალი, მოყვანილი სხეულითა და სუსხიანი თვალებით მოდელს დამსგავსებოდა. - გავიგე ბიჭებთანაც წევს - თქვა ოლივერმა. - მეც გამიგია - დაეთანხმა ალექსი. დიმიტრის კოცნა გონებაში ამომიტივტივდა და ვეცადე დამევიწყებინა. არ მჭირდებოდა დიმისტრის მიმართ, ჩემი სავარაუდო გრძნობები უფრო გაძლიერებულიყო. - ვის აინტერესებს? ტალიასგან თავი შორს დაიჭიროს და თუნდაც ელფთან დაწვეს. - ელფები ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან პატარა თეოდორ. ცხვირი ზიზღით ავწიე - თავს მატკიებ და ჯერ მხოლოდ ერთი წინადადება თქვი. დიმიტრი, თავი დამანებე. - ღელავ რომ ტალიასთან დავწვები? - მკითხა და მაგიდის კიდეზე, ღიმილით ჩამოჯდა. - არა. იმიტრომ რომ მასთან, თუნდაც დაახლობას რომ ეცადო, დამიჯერე ინანებ - ოლივერს გადავხედე. - ოჰ, როგორი შეშინებული ვარ - მიპასუხა მან და თავის, შავად შეღებილ ბჩხილებს დახედა. - ოჰ, წადი რომელიმე ბიჭთან დაწექი - ვთქვი გაღიზიანებულმა. დიმიტრიმ უფრო მეტად გაიღიმა და მზერა ჩემზე გადმოიტანა - გაწუხებს რომ მამაკაცი პარტნიორებიც მყავდა, პატარა თეოდორ? - არ მაინტერესებს ვისთან გეძინა. უბრალოდ მოგვშორდი - ვუთხარი და თვალები დავუბრიალე. - ეს ცოტა უხეში ნათქვამია. უბრალოდ მინდოდა ჩემი გამოჩენით მესიამოვნებინე - ხელი გამოსწია და ლოყაზე მომეფერა. გავწითლდი და მოვაშორებინე, ოდნავ უკან დავიხიე - წადი აქედან და თავი დაგვანებე! დიმიტრის არაფერი უთქვამს. ხელი ჩასწია და ისევ ისე გამიღიმა, თითქოს რაღაც იცოდა. - ვერ გაიგე? მას უნდა რომ თავი დაანებო. ჩვენ ყველას გვინდა რომ მოგვშორდე - თქვა გაბრაზებულმა ალექსმა. - პატარა თეოდორ, შენი გოგო ცოტა არ იყოს უზრდელია - გაიცინა დიმიტრიმ. - ჰო და ხალხთან დაწოლა და მათი გულების გატეხვა ზრდილობაა - ჩაიბუზღუნა ალექსმა. - ისევ ზოის ამბავზე ვართ? მშვენიერი დრო იყო, მაგრამ მან ცუდ ბიჭად მე გამომიყვანა - ამოიოხრა დიმიტრიმ - საუბედუროდ. მაგრამ აღარ მაინტერესებს. მოკლედ, რაღაც საქმე მაქვს, ნახვამდის პატარა თეოდორ და თქვენც მომხიბლავო გოგონავ. მაგიდას მოშორდა და თავის მაგიდასთან დაბრუნდა. ჩამოჯდა თუ არა, მეგობრებთან გააბა ლაპარაკი. - არ მახსოვს ვინმე ესე ძალიან მძულებოდეს - ჩავიბუზღუნე. - რატომ გამოვყავარ ისე, თითქოს უჩინარი ვიყო - დაიწუწუნა ოლივერმა. - შენ ვინ ხარ? - ვკითხე ვითომ დაბნეულმა. დავიყვირე, როდესაც მხარში ძლიერად ჩამარტყა. შევიგინე და მან უდანაშაულო სახით გამიღიმა. - მარტო მე შევნიშნე თუ დიმიტრის ტელეფონის ზარი Sick Pippies-ს ‘Odd one’ არის? - იკითხა ოლივერმა. - არა, ალბათ Jeffree Star - ისაა - ვუპასუხე. - თუ მისი Jeffree Star-საა, მაშინ ალბათ ‘I dare you‘-ა. უკვე წარმომიდგენია, მისი დედა ნარკომანი და მამა Kurt Cobain-ს რომ ჰგავს - თქვა ჩაფიქრებულმა ოლივერმა. ჩავიცინე და თავი გავაქნიე - არ მაინტერესებს, მოდი მასზე არ ვილაპარაკოთ - ალექსს შევხედე - ალექს, შეიძლება გკითხო, რატომ გადაწყვიტე ჩვენთან დაჯდომა? მხრები აიჩეჩა - შენი გაცნობა უკეთესად მინდოდა. სასიამოვნო ბიჭი ჩანხარ - მიპასუხა ოდნავ გაწითლებულმა. ფიქრობდა, რომ სასიამოვნო ბიჭი ვიყავი? ოფიციალურად დადასტურდა, რომ სექსუალურ გოგოსთან დავწვები. - კარგი, მეც გამიხარდება შენი უკეთესად გაცნობა - ვუთხარი მომხიბლავი ღიმილით. - კარგია - ღიმილითვე მიპასუხა. ვლაპარაკობდით სანამ გაკვეთილი დამთავრდებოდა, შემდეგ მე და ოლივერი მომდევნო კლასისაკენ წავედით. დღე ესე გადიოდა, სანამ ლანჩის დრო არ მოვიდა. - საჭმელი, საჭმელი, საჭმელი - წავიმღერე მხიარულად. ალექსის გამო ხასიათი გამომიკეთდა, მომწონდა მასთან ჯდომა, ლაპარაკი და მისი გაცინება ან გაწითლება. მე და ოლივერი ჩვენს ლანჩის მაგიდას მივუსხედით. მიმოვიხედეთ, მაგრამ ტალია ვერსად შევნიშნეთ. ჭამა დავიწყე. - როგორც ჩანს, მეცხრე გაკვეთილზე ისევ ჩემს გოგოსთან ვიფლირტავებ - ვუთხარი ამაყად. - ჰო რათქმაუნდა! ან მასთან დაწვები. ჰო, ჰო მასთან დაწექი! - მხიარულად შესძახა ოლივერმა. - ოო, არა. ტალია, არა. ჩვენთან არ მოიყვანო და ხასიათი არ გამიფუჭო - ჩავიბუზრუნე, როდესაც ტალია დიმიტრისთან და კიმთან ერთად შევნიშნე. ჩვენს მაგიდასთან მოვიდნენ. დიმიტრი ლაპარაკისას ხელებს იქნევდა და იცინოდა. - ოჰ, მორჩი ამ ამბის მოყოლას დიმიტრი - უთხრა კიმმა, ხელი მიჰკრა და გაიცინა. - ოჰ, კიმბერლი ძვირფასო, დიდებული ისტორიაა - უპასუხა ბიჭმა, შემდეგ კი დრამატულად ამოიოხრა - მაგრამ, დაგემორჩილები. შემომხედა და გაიკრიჭა - ოჰ, პატარა თეოდორი. სამწუხაროდ უნდა გაცნობო, რომ შემდეგ გაკვეთილზე ჩემს გარეშე დარჩები. სადღაც ვარ წასასვლელი. რაღაც ჩავიბუზღუნე და ჩემი ლანჩის ჭამა განვაგრძე. ნამდვილად არ დამაკლდებოდა. - კარგი, მოგვიანებით გნახავთ - თქვა ტალიამ, ხელი დაუქნია და ჩვენთან დაჯდა. დიმიტრი კიმთან ერთად გავიდა. თვალი გავაყოლე და თავი ზიზღით გავაქნიე. - ტალია, მისგან თავი შორს დაიჭიე - ვუბრძანე მკაცრად. - თიო, იმასთან ვიქნები ვისთანაც მე მინდა - ჩამარტყა თავში. დავიწუწუნე და სამივე საჭმელს დავუბრუნდით. ტალიას ყველაფერი მოვუყევი ალექსთან დაკავშირებით და ზარიც დაირეკა. ინგლისურისაკენ გავემართეთ. მისის სლაითი უკეთეს ხასიათზე ჩანდა დიმიტრის გარეშე. ძლივს, მეცხრე გაკვეთილიც მოვიდა. აღელვებისგან ლამის დავხტოდი, როდესაც კაფეტერიაში შევედით და ჩვენი ადგილები დავიკავეთ. დავინახე როგორ შემოვიდნენ ალექსი და თავისი მეგობარი და ჩვეულ მაგიდას მიუსხდნენ. სავარაუდოდ ალექსი ამ პერიოდზე დამელაპარაკებოდა. ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ დიმიტრის შემოსვლამაც არ შემაწუხა. კიმთან ერთად დაჯდა და ტელეფონში მესიჯობა დაიწყო. ალექსი ადგა, ვითომ წიგნს კითხულობდა და ჩვენთან მოვიდა. მხარზე ხელი დამადო და ავიხედე. - ჰეი თიო. შეგიძლია ისევ დამეხმარო? - მკითხა ღიმილით. - რა თქმა უნდა - ვუთხარი და წიგნი ჩანთაში ჩავაგდე. მივუთითე ჩემს წინ დამჯდარიყო. ადგილი დაიკავა და მისი დავალების შესრულებას ერთად შევუდექით. ოლივერმა და ტალიამ საუბარი დაიწყეს და ჩვენ თავი დაგვანებეს. - ტალია! მუსიკალურმა ხმამ გაიჟღერა და დიმიტრის ავხედე. ტალიას წინ იდგა და ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა. - გისმენ დიმიტრი - შეხედა ჩემმა დამ. - ჩვენი წრთვნის შემდეგ, ჩემთან და ძვირფას კიმბერლისთან ერთად წამოხვალ? - შესთავაზა მან. - რა თქმა უნდა! - უპასუხა ტალიამ და ლამის გულის შეტევა დამემართა. - არა! - დავიყვირე და ორივეს შევხედე - არავითარ შემთხვევაში. უგულო, ბჭყვიალა, სხვების გრძნობებზე მოთამაშე ბიჭთან ერთად არსად არ მიდიხარ! დიმიტრიმ გაიცინა - არ ვიცოდი ჩემი ცხოვრება თუ იცოდი პატარა თეოდორ. - თიო, დიმიტრის თავი დაანებე! ის მართალია, მას არ იცნობ - ტალიამ თვალები დამიბრიალა - მხოლოდ ის იცი რაც სხვებისგან გაგიგია. ასე რომ დიმიტრის თავი დაანებე. იმასთან წავალ ვისთანაც მომინდება, შენი თანხმობა არ მჭირდება. გაოცებული ვუყურებდი, ვეცადე ტკივილი არ გამომეჩინა. ჩემმა დამ მართლა დიმიტრის მხარე დაიჭირა? - კარგი. რაც გინდა ის გააკეთე - ვუთხარი უხეშად, მხრები ავიჩეჩე და ტკივილი და ბრაზი დავფარე - მაგრამ ჩემთან არ მოხვიდე, როდესაც ეს გულს გაგიტეხავს. - ვწუხვარ მის გამო დიმიტრი - უთხრა ტალიამ, ნივთები აიღო და თვალები დამიბრიალა. დიმიტრის ხელი მოჰკიდა და კიმთან მივიდნენ. ზარი დაირეკა და შევხტი. ალექსის დაუმთავრებელ დავალებას შევხედე და ამოვიოხრე. - მაპატიე, დამთავრება ვერ მოვასწარით - ვთქვი მობოდიშებით. - არაუშავს. ეი, თუ პრობლემა არ იქნება, ჩემთან წამოდი და დასრულებაში დამეხმარე - მითხრა და ისევ გაწითლდა. - ჰო, რა თქმა უნდა - ვეცადე ჩვეულებრივ მეთქვა - არ არის პრობლემა. შეგვიძლია ჩემი მანქანით წავიდეთ. წამოვდექით და ოლივერს შევხედე, რომელმაც თვალი ჩამიკრა და საკლასო ოთახიდან გავიდა. მე და ალექსი ჩემს მანქანასთან მივედით, ჩავსხედით და მუსიკა ჩავრთე. ალექსმა მისამართი მომცა და სკოლიდან გავედით. - მომწონს ეს ბენდი - თქვა გოგონამ. -მათ კონცერტზე ვიყავი. ძალიან მაგრები არიან - ვუპასუხე ღიმილით. - მართლა? მაგარია! - ჰო, შემდეგ ზაფხულს ისევ ჩამოვლენ. შეგვიძლია ერთად წავიდეთ - შევთავაზე. - კარგი იქნება, თიო - თქვა ალექსმა და თმა თითზე დაიხვია. მისი ყავისფერი კულულები, მის ტანსა და შოკოლადისფერ თვალებს შესანიშნავად ეხამებოდა. - ეს სახლია? - მივუთითე და სხვლა შევანელე. - ჰო! - თქვა. მანქანა გავაჩერე, გადავედით და ალექსმა უზარმაზარი სახლის კარი გააღო. სამზარეულო გავიარეთ და მისაღებ ოთახში გავედით, რომლის კედლებზეც სურათები ეკიდა, მაგრამ არ შემიხედავს, ჩემი ყურადღება, დივანზე მძინარე ქალმა მიიპყრო. სავარაუდოდ ალექსის დედა იყო, ერთნაირი ფერის კანი და თმა ჰქონდათ. - მაპატიე. დედაჩემი გვიანობამდე მუშაობდა - დაიჩურჩულა ალექსმა, ხელი მომკიდა და მისაღებიდან ზედა სართულზე ამიყვანა. დერეფანს ჩავუყევით და დიდ საძინებელში შევაბიჯეთ. გოგონამ კარი დაკეტა და ჩანთა საწოლზე დადო. მეც მასავით მოვიქეცი და ოთახი შევათვალიერე. - მაგარია - მივუთითე უზარმაზარ, ძალიან დეტალურად დახატულ სიმბასა და მუფასაზე. - მადლობა. დაბადების დღის საჩუქარია - მითხრა ალექსმა ღიმილით. საწოლზე ჩამოჯდა და მეც გვერდით მივუჯექი. გოგონამ თავისი დავალება ამოიღო და წერა დავიწყეთ. დასამთავრებლად დიდი დრო არ დაგვჭირდა. - მადლიბა თიო. ძალიან მომთმენი ხარ - მითხრა მან და დავალების ფურცლები ისევ ჩანთაში ჩატენა. ქვემოთა სართულიდან, კარის გაღებისა და დაკეტვის ხმამ ჩვენამდე მოაღწია. ალექსმა ამოიოხრა და მობოდიშებით გამიღიმა. - ჩემი ძმა. დამიჯერე, არ მოგინდება მისი ნახვა, ბევრი ლაპარაკი უყვარს - მითხრა და საძინებლის კარი დაკეტა. რამდენიმე წუთის შემდეგ, სახელური გადატრიალდა - ალექსანდრა! შემომიშვი! რაღაც უნდა გაჩვენო - მოგვესმა პატარა ბიჭის ხმა. - მოგვიანებით. ეხლა დაკავებული ვარ - უპასუხა ალექსმა. - კარგი. წავალ და დედას ვაჩვენებ, შემდეგ კი დავბრუნდები! - ბიჭმა დაიყვირა და მოგვიანებით ნაბიჯების ხმა გავიგეთ. - აქედან უნდა გაგაპარო, რომ ვერ დაგინახოს - მითხრა ალექსმა სიცილით. - მადლობა ღმერთს შენ მყავხარ, შენი პატარა ძმისგან თავის დასაცავად - ვუთხარი სერიოზულად - არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო, როდესაც ჩემზე პატარა ბავშვი მელაპარაკება. ალექსმა თვალები გადაატრიალა და ხუმრობით ჩამარტყა - რომ იცოდე, შენ ჩემს მეგობარ ერინს ხვდებოდი - მითხრა გოგონამ. - ერინ რიჩფორდი. დიახ, ვხვდებოდი. დამშორდა, როდესაც სხვა ქალაქში გადავიდა. უკან რომ დაბრუნდა, გრეგთან დაიწყო ურთიერთობა და ეხლა ერთმანეთი უყვართ - ვუთხარი სიცილით. - გუშინ ველაპარაკებოდი და შენც გახსენე, მომიყვა როგორი დიდებული ბიჭი ხარ და მეც დავუჯერე - მითხრა ალექსმა და თმის წვალება დაიწყო. - ოჰ? - ვკითხე და წარბი ავწიე. გული ძალიან სწრაფად მიცემდა და ვცდილობდი სახეზე არაფერი დამტყობოდა. - თიო, ზოგიერთი მეგობარი ამბობს, რომ მოგწონვარ - მითხრა გოგონამ. - ისინი არ ტყუიან - მხრების აჩეჩვით ვუპასუხე. - მინდა უკეთესად გაგიცნო - ჩემსკენ მოიწია და მაკოცა. კოცნითვე ვუპასუხე, გული უფრო მეტად ამიჩქარდა. ძალიან რბილი ტუჩები ჰქონდა, ხელი კისერზე შემომხვია. და უეცრად, დიმიტრიზე ვფიქრობდი. გამახსენდა როგორ მომკიდა ხელი, როდესაც მკოცნიდა და უფრო ახლოს მიმიზიდა. როგორ მოძრაობდნენ მისი ტუჩები და როგორ მარტივად, ნაზად მკოცნიდა. ალექსს მოვშორდი - მაპატიე, არ მინდოდა... - დავიწყე მობოდიშება. ოჰ, რა არ მინდოდა? მეკოცნა გოგოსთვის, რომლითაც დიდი ხნის მანძილზე შეპყრობილი ვიყავი? - არა, არა.. მე მაპატიე. ჩემი ბრალი იყო - მითხრა და გაწითლდა. - კარგი, ეს უხერხულია. უმ... ჰო... მეც მინდა უფრო ხშირად გნახო - თავს ვაიძულე გამეღიმა - უფრო კარგად გაგიცნო, შემდეგ კი ვნახოთ.. რა მოხდება. - ჰო.. ნამდვილად კარგად ჟღერს. ალბათ უნდა გაგაცილო, სანამ ჩემი ძმა გიპოვის - მითხრა და ჩემი ზურგჩანთა მომაწოდა. საძინებლიდან გავედით და კიბეზე ჩამიყვანა. მანამ გავედით სახლიდან, სანამ ვინმე დაგვინახავდა. - მაპატიე თიო.. არ მინდოდა უხერხულად გეგრძნო თავი - მითხრა, როდესაც მანქანის კარი გავაღე. - ეი, არ იდარდო. მეც მომეწონა - ვუთხარი ღიმილით - ხვალ გნახავ ალექს. - კარგად თიო - მითხრა მან, ისე გამოიყურებოდა, თითქოს უნდოდა სადმე შემძვრალიყო და სირცხვილით მომკვდარიყო. ხელი დავუქნიე და სახლისაკენ წავედი. როდესაც მივედი, დედაჩემის ოთახში შევიჭერი. - დედა! ვერ ვიტან როდესაც მართალი ხარ! - ვუთხარი მას. - მე ყოველთვის მართალი ვარ თიო - მიპასუხა და ტანსაცმლის დაკეცვა განაგრძო. გაღიზიანებულმა დავიყვირე და მისი ოთახიდან გავვარდი. საწოლზე მოვთავსდი და თავი ხელებში ჩავრგე. ისევ დიმიტრის კოცნა გამახსენდა, ამჯერად აღარ ვეცადე დამევიწყებინა. ვიცოდი, ჩემი ნაგავი ბედისა და უცნაური გრძნობების წყალობით, დიმიტრი ივანოვი მიყვარდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.