შეცდომით მოტაცებული (თავი 2)
* * * დილით გვიან გაეღვიძათ. რატი თაკოსკენ იყო გადმოტრიალებული, თუმცა წესები არ დაურღვევია და მის ხაზზე არ გადმოსულა. თაკო კი მოუხერხებლად იწვა, თავიდან ვერ მიხვდა ამის მიზეზს, მაგრამ შემდეგ რატის ორი ბალიში რომ დაინახა მიხვდა, ბალიში არ ედო თავთან. ჯერ დააპირა ფრთხილად გამოეცალა თავისი ბალიში, მერე კი უცბად გამოაცალა და თავში ჩაარტყა. გამოეღვიძა თუ არა წესივრად რატის მანაც აიღო ბალიში და აი აქ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი... თაკო რატის წინააღმდეგ. მანამდე იბრძოდნენ სანამ რაღაც ძველისძველი ვაზა არ ჩამოვარდა თაროდან და იატაკზე ნაფხშვენებად არ იქცა. - შენი ბრალია!.. მოსულიყავი და ისე დაგერტყა, რაღას მესროდი?!.. - დააბრალა თაკომ რატის. - შენ დაიწყე, ჩემი ბრალი არაა!.. - თავი იმართლა რატიმ. - რაიმე ძვირფარი ხომ არ არის? - არამგონია, ამ ოთახში ძვირფასს არ დადგამდა. - კიდევ კარგი!.. - ამოიოხრა თაკომ და საწოლის ალაგება დაიწყო. - რატომ ალაგებ? უნდა დავწვე. - გაგიჟდი? უკვე შუადღეა. - მერე რა?.. - სირცხვილია. - კაი რაა ნელიკოსი გრცხვენია?.. - არა, მაგრამ მაინც გავიდეთ რაა!.. - გადი თუ გინდა, მე უნდა დავწვე! - კარგი მაშინ გავალ და საწოლი შენ აალაგე! - რათ უნდა ალაგება? - ღმერთო ან ამ უბედურს უშველე ან მე!.. ჩაიბუტბუტა და ოთახი დატოვა. ნელიკო ეზოში ქათმებს აჭმევდა. ისიც შეუერთდა და ერთად დააპურეს ქათმები. სუფრაც ერთად გაშალეს და ცოტა იჭორავეს კიდეც. ამასობაში რატიც ადგა და მისაღებში გამოვიდა. აბურძგნილ თმებს ხელით ისწორებდა და თან ბავშვივით იფშვნეტდა თვალებს. მორჩა თუ არა თავის საქმიანობას ნელიკოს მიუჯდა გვერდით და მხარზე თავი დაადო. - გამოიძინე შვილო? რამდენი ხანი გეძინა!.. - ხო რავი ნელიკო, ამ დღეებში ადრე ადგომა მომიწია და აქ ერთიანად გამოვიძინე. - უთხრა და გაეცინა. ნელიკომაც გაიცინა. - ქორწილზე ვსაუბრობდით მე და თაკო, როგორ მინდოდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ მეზობელი ისე ცუდად იყო ვერ დავტოვე უპატრონოდ. - ვიცი ნელიკო, ვიცი.. - უთხრა და ლოყაზე აკოცა. - ვჭამოთ ეხლა საჭმელი, აქაც ძილს ხომ არ აპირებ ბებო? - უარს არ ვიტყოდი. - ძილის გუდა!.. ამაზე თაკოს ჩაეცინა და საჭმლის ჭამას შეუდგა. მის მოპირდაპირედ იჯდა რატი, რატის გვერდით კი ნელიკო. რამდენჯერაც რატის გახედა იმდენჯერ გაიღრიჯა ბიჭი და ღიმილი მოჰგვარა მის ბაგეებს. ბოლოს კინაღამ გაეცინა, თავისი თეფში აიღო და გარეცხა. - დღეს მე ავალაგებ ნელიკო, შენ დაისვენე!.. - სტუმარი ხარ შვილო.. - ოჯახის წევრია უკვე, აალაგოს ნელიკო! - საუბარში ჩაერთო რატი. - კარგი, მაშინ ერთად ავალაგოთ. მის საქციელზე ახალგაზრდებს გაეღიმათ. აალაგეს მაგიდა და მისაღებში ბუხართან დასხდნენ. - გუშინ თოვლს ველოდებოდი, არ მოუთოვია, დღეს კი აუცილებლად მოთოვს!.. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ნელიკომ. - მართლა?.. - თვალები გაუბრწყინდა თაკოს. - ხო, თოვლში უნდა გაყვინთაო. - გაიცინა რატიმ. - ვნახოთ ერთი ვინ ვის აყვინთავებს თოვლში. - თაკოსაც გაეცინა. - ეხლა ნაძვის ხეს და სათამაშოებს მოვიტან და დავდგათ, თორემ მერე ამის თავი არ გექნებათ და მარტო მე ხომ არ ავაწყობ? - თემა შეცვალა ნელიკომ. ერთად მორთეს ნაძვის ხე და მხოლოდ საქმის დასრულების შემდეგ შეამჩნიეს გარეთ თოვლი. სუსტად თოვდა, თუმცა ხომ თოვდა?! თაკომ სიხარულისგან კინაღამ ხტუნვა დაიწყო. რატიმ ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და ეშმაკურად ჩაიცინა. ნელიკოს კი მხოლოდ გაეღიმა ამ ‘პატარა ბავშვებზე’. მთელი დღე გადაუღებლად თოვდა. ხან სუსტად ხან დიდი ფანტელებით. საღამოს ნელიკომ შეფუთნა ბავშვები და გარეთ გაუშვა სათამაშოდ. ესენიც გავიდნენ და მოიარეს მთელი სოფელი. ვინც კი გარეთ შეხვდათ ყველამ მოიკითხა რატი და მიულოცა გაბედნიერება. მაინც რა არის სოფელი?! ყველა შენი ახლობელია და ყველას უხარია შენი ბედნიერება. მართალია გამონაკლისებიც არსებობს, თუმცა მაინც ძალიან სასიამოვნო ადგილია. როდესაც სახლში დაბრუნდნენ ეზოში თოვლის პაპაც დადგეს და იგუნდავეს კიდეც. რატიმ პირობა შეასრულა და თაკო თოვლში ჩააგდო, პირობა თაკომაც შეასრულა, დაეჭიდა რატის და თავის გვერდით ჩააგდო თოვლში. სანამ ნელიკომ არ დაუძახათ სახლში არ შესულან. გაყინული ხელები ბუხართად გაითბეს და ვახშმის შემდეგ პირდაპირ დასაძინებლად დაწვნენ. ღამით ორივეს ძალიან სციოდა. წესებიც დაარღვიეს და გადაკვეთეს სასაზღვრე ხაზი, თუმცა ეს ვიღას ახსოვდა... დილით ორივეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. გაცივდნენ. დაიგვიანეს თუ არა ბავშვებმა ადგომა ნელიკო შემოვიდა ოთახში. ჩაი შემოუტანა ორივეს. ჩაის შემდეგ თბილი კომშის წვენი. გაჭყიპა ბავშვები და მხოლოდ შემდეგ გაუზომა სიცხე. რატის მაღალი ტემპერატურა არ ქონია, რაც შეეხება თაკოს, იწვოდა სიცხისგან. წამალიც დაალევინა და ძლივს დაუწია ცოტა სიცხემ. შედარებით გამოკეთებულმა რატიმ საღამოს ბუხართან გამოიყვანა თაკო. ძლივს აჭამა ნელიკომ მთელი დღის უჭმელს საჭმელი და ტახტზე თბილად დააწვინა. - ხომ გითხარით მალე მოდით-მეთქი, რომ არ დამიჯერეთ მაგის ბრალია.. - ქოთქოთებდა ნელიკო და თან სახლს ალაგებდა. - კარგი რა ნელიკო!.. არ დაიწყო ახლა! - კარგი გავჩუმდები, მაგრამ ეს ბავშვი რომ მალე მოგეყვანა სახლში ამ დღეში არ ჩავარდებოდა! - უსაყვედურა და სამზარეულოში გავიდა. მივიდა რატი, ტახტის კიდეზე დაჯდა და თაკოს თმები გადაუწია. - ბოდიში რა, ჩემი ბრალია!.. - შენ რა შუაში ხარ რატი? - ჩახლეჩილი ხმით უპასუხა თაკომ. - თოვლში არ უნდა ჩამეგდე. - უთხრა და გაეცინა. თაკოსაც გაეცინა. - კიდევ გაქვს სიცხე?.. - არ ვიცი, დამიწია მგონი. - ჩაის მოგიტან, გინდა? - არ შეწუხდე!.. - რა შეწუხებაა, შენი ქმარი ვარ გოგო!.. - გაუღიმა და სამზარეულოში გავიდა. სანამ ჩაის მოამზადებს ორიოდე სიტყვას გეტყვით მის შეყვარებულზე. ქეთი ვერ შეეგუა ამ ამბავს და გაებუტა შეყვარებულს. რატიმ რამდენჯერმე ცადა მისი საბოლოოდ შემორიგება, თუმცა ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა. რაც სოფელში ჩამოვიდა იმის შემდეგ დღეში რამდენჯერმე ურეკავს, გოგონას კი არ სურს მასთან ლაპარაკი, მაგრამ მაინც არ უთიშავს ხოლმე. ყოველ დარეკვაზე იმით ანუგეშებს, რომ მალე გავა რამდენიმე თვე და დაშორდება ფიქტიურ ცოლს. ამასობაში ჩაი მომზადდა, თუმცა თაკოს ჩაეძინა. ნელიკოს თხოვნით რატიმ ხელში აიყვანა მეუღლე და საწოლში ჩააწვინა. თაკო მხოლოდ ერთხელ შეიშმუშნა და განაგრძო ძილი. ცოტა ხანში რატიც დაწვა. არ ეძინებოდა. უყურებდა გარედან შემოსული სინათლით განათებულ თაკოს სათნო სახეს და უაზროდ ეღიმებოდა. რატომ ვერ დაადგინა. თავის გაურკვევლობაზე ნერვები რომ მოეშალა ქეთიზე დაიწყო ფიქრი. რამდენიმე კვირის წინ ქეთის მოტაცებას გეგმავდა, დღეს კი მისი ცოლი სულ სხვა ქალია. ეჰ, ქეთის მშობლები ქორწინების წინააღმდეგები რომ არ ყოფილიყვნენ იქნებ არც მომხდარიყო ასეთი შეცდომა... * * * დილით თაკოს სიცხე აღარ ქონდა, მაგრამ მაინც დასუსტებული იყო და გვიან ადგა. ნელიკო სამზარეულოში ტრიალებდა, რატი კი ბუხარს ახურებდა. ორივე ღიმილით შეეგება თაკოს. სუფრასთან მიიწვიეს დასუსტებული. ძალით აჭამეს საჭმელი და შემდეგ ჩაის ჭიქით ხელში ბუხართან დასვეს. - საახალწლოდ არავინ აპირებს ჩამოსვლას რატი? - ჰკითხა ნელიკომ. - არა. მარტო ჩვენ ვიქნებით. - წამოდი ქათამი დავკლათ, ინდაური არ მყავს და მაგის საცივს გავაკეთებ. - გაიღიმა ნელიკომ და რატის ქურთუკი მიაწოდა. ნელიკო ქათამს ასუფთავებდა, რატი ნიგოზს ჭრიდა, თაკო კი კართოფილს. - ცოტა წვრილად შვილო, პირში ხომ უნდა ჩაგვეტიოს როგორმე. - შენიშვნა მისცა ნელიკომ რატის და გაიცინა. - მე ჩამეტევა და თქვენი არ ვიცი!.. - ბავშვივით გაიბუსხა რატი და მერე თვითონაც ახარხარდა. - ნელიკო კვერცხი მოიხარშა? - ჰკითხა თაკომ. - კი შვილო, გავაციე კიდეც. - თაფლი გვაქვს თუ ტყუილად მაჭრევინებთ? - დაინტერესდა რატი. - თაფლი არ მექნება შე სულელო?.. - გაეცინა ნელიკოს და თაფლის ქილა მიაწოდა. - მეკვლე გვეყოლება? - იკითხა თაკომ. - ვინმე მეზობელი გადმოვა შვილო, მაგაზე არ იდარდო. გაეცინათ და განაგრძეს საახალწლო სამზადისი. საღამოს უკვე ყველაფერი მზად ქონდათ. საცივიც, გოზინაყიც, სალათებიც, ნამცხვრებიც. სპეციალურად ამ დღისთვის გადანახული ჩურჩხელებიც გამოაჩინა ნელიკომ და სუფრა გაივსო. ტელევიზორი ჩართეს და საახალწლო გადაცემებს გადაავლეს თვალი. მაშინ, როდესაც არავის ელოდნენ თავზე რატის მშობლები დაადგნენ ტკბილეულით დატვირთულები. ნანიმ და აკაკიმ მოულოდნელად გადაწყვიტეს სურპრიზი გავუკეთოთო და გამოუვიდათ კიდეც. სუფრას შემოუსხდნენ და დაიწყეს ტრადიციული ახალი წლის აღნიშვნა. თან მეკვლედ მოსული მეზობლებიც შეუერთდნენ. დილამდე ქეიფობდნენ. რატიმ და აკაკიმ დალიეს. ქალებიდან მხოლოდ ნანიმ დალია, ეგეც ძალიან ცოტა. გამთენიისას დასაძინებლად წავიდნენ. რატი მშვენიერ ხასიეთზე იყო, თან ეტყობოდა რომ ნასვამი იყო, თან არა. - რა კარგი სიმთვრალე გაქვს - ჩაილაპარაკა თაკომ საძინებელში შესვლისას. - რატო? მეზობლები რომ არ დავთვალე? - ახარხარდა რატი. - ხო, თუნდაც მაგიტომ. - გაეცინა თაკოსაც. - აუ.. არ მეძინება. - დაწვნენ თუ არა აწუწუნდა რატი. - მე მეძინება. - ვილაპარაკოთ რაა! - დაიძინე რა რატი!.. - არ მეძინება! - გაჩუმდი! - იცოდე ვიმღერებ. - კარგი ხო, ილაპარაკე და მოგისმენ. - შენ ილაპარაკე და მე მოგისმენ. - შენ არ გეძინება და მე რატომ უნდა ვილაპარაკო? - რავი ძალიან თუ გინდა მთვრალს მისმინო დავიწყებ! - დავიძინოთ რა!.. - კაი ხო დაიძინე! - ტკბილი ძილი. - ასევე.. - უთხრა და დაამთქნარა. - არ გეძინება ხომ? - მთქნარებითვე ჰკითხა თაკომ. რატის პასუხი აღარ გაუცია. ორივეს ჩაეძინა. ამ ღამითაც დაარღვიეს პირველ დღეს შედგენილი წესი და ერთმანეთზე ჩახუტებულები იწვნენ დილამდე. - რატი! - რატომღაც ჩურჩულით მიმართა თაკომ. პასუხი არ მიუღია. - რატი! - უფრო ხმამაღლა დაუძახა. პასუხი არც ახლა მიუღია. - რატი! - ყვირილზე გადავიდა. - მმ.. - ძლივს გამოაღვიძა ქმარი. - მიიწიე ცოტა, გადავვარდები. - აუ გაჩუმდი რა! თავი მისკდება. - მიიწიე! - მაშინ რამე მჟავე მომიტანე რა!.. - ეხლა საწოლიდან ადგომას მირჩევნია ისევ კიდეზე ვიწვე. - გთხოვ რა!.. - სად ვნახო ეხლა რამე მჟავე? - მაცივარში იქნება. ძლივს-ძლივობით ადგა საწოლიდან და ხალათით სამზარეულოში გავიდა. ნელიკო უკვე ამდგარიყო და იქაურობას ალაგებდა. - ნელიკო, არასდროს იღლები? მის კითხვაზე მხოლოდ გაეღიმა. - რამე მჟავე გვაქვს? - მჟავე? რათ გინდა შვილო მჟავე? - რაღაცნაირი სიხარულით ჰკითხა ნელიკომ. - რატის უნდა ნელიკო, მე კი არა. ორივეს გაეცინა. შეიტანა მჟავე კიტრი და თავთან დაუდგა რატის, რომელსაც უკვე ჩასძინებოდა. ისევ მის მხარეზე იყო გადმოსული და მშვიდად ფშვინავდა. თავიდან შეეცოდა, მაგრამ მაინც გააღვიძა. - რატი მიიწიე რა!.. - რამე მჟავე მომიტანე და მივიწევი!.. - ისევ თავიდან დაიწყო რატიმ. - მოგიტანე უკვე. გახარებული წამოჯდა და რამდენიმე დააგემოვნა. თაკოც მშვიდად ჩაწვა თავის მხარეზე და ძილი განაგრძო. * * * შუადღესღა ადგნენ და მისაღებში შეიკრიბნენ. ნანიმ და აკაკიმ დღეს უკვე თბილისში უნდა ვიყოთო, დაემშვიდობნენ და გაუდგნენ გზას. თაკო და რატი კი კიდევ რამდენიმე დღით რჩებოდნენ ნელიკოსთან. - რატი, სათხოვარი მაქვს შენთან.. - წამოიწყო ნელიკომ. - რა ხდება?.. - ნათელაა ცუდად, გუშინ დამირეკა გავცივდიო და ხომ იცი მაგისი ხელმოკლეობის ამბავი, წამალიც არა აქვს.. - შეყოვნდა. - აღარ დაასრულებ?! - იქნებ წახვიდე და წამალი წაუღო?.. - მეზარება ნელიკო. - ცუდადაა შვილო. - მე წავალ თუ გინდა... - საუბარში ჩაერთო თაკო. - გზა არ იცი სულელო! - შეუბღვირა რატიმ. - მერე რა, მაინც წავალ! - არ დანებდა და ნელიკოს რატისგან შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა. - წამალი მოგვეცი ნელიკო, წავალთ. - მოლბა რატი და ფეხზე წამოდგა. - საჭესთან მე დავჯდები!.. - კიდევ რა გინდა? - მგონი არ აპირებდი წამოსვლას?! - არც წამოვალ. - ნუ იბუტები! დავჯდები რა საჭესთან?.. - კარგი დაჯექი, ოღონდ სადმე არ გადამჩეხო!.. - გაეცინა რატის და გასაღები გაუწოდა. ნელიკომ წამლებთან ერთად ტკბილეულიც ჩააწყო საშუალო ზომის ჩანთაში და რატის გაატანა მანქანამდე. - მშვიდობიანი მგზავრობა!.. - უსურვა ბოლოს. - ჩვენც ეხლა ცხრა მთას იქით არ მივდიოდეთ რა!.. - ჩაიბურტყუნა რატიმ და მანქანაში თაკოს გვერდით მოთავსდა. გზა მიასწავლა და ტელეფონს ჩააშტერდა. მგზავრობისას თაკოს ტელეფონი აწკრიალდა. დედა ურეკავდა. - როგორ ხარ თაკო? - ჩაესმა მარიამის წკრიალა და სასიამოვნო ხმა. - კარგად შენ როგორ ხარ დე? მამა როგორ არის? - კარგად ვართ ჩვენც, რატი როგორ არის? - არაფერი უჭირს.. - უპასუხა და თან გვერდით მჯდომ ქმარს გადახედა. რატი ისევ ტელეფონით ერთობოდა და ერთი შეხედვით ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა თაკოს. - დე, იცი ვინ ჩამოვიდა ამერიკიდან? - ერეკლე?.. - მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ გახარებულმა შეჰყვირა. - ჰო, გუშინ ჩამოვიდა და ძალიან უნდა შენი ნახვა.. - რამდენიმე დღეში ჩამოვალ და ვნახავ! - დაგალაპარაკო?.. - მანდ არის? - თამარჩიკ როგორ ხარ? -ჩაჰყვირა ტელეფონში ბიძაშვილმა. - ეკეე.. შენ როგორ ხარ?.. - აუციმციმდა თვალები თაკოს. - უშენოდ როგორ ვიქნები?! - მოჩვენებითი მოწყენით უპასუხა ერეკლემ. - შე აფერისტო, ჩამოვალ მალე. - კაი ტორტი უნდა დაჭრას მარიმ და არ მცალია. - უპასუხა და გაუცინა. - რას აღნიშნავთ? - შენგან დასვენებას.. - ახარხარდა და ტელეფონი გათიშა. თაკოსაც გაეცინა. - მარჯვნივ გადაუხვიე!.. - უთხრა რატიმ, რომელიც წარბშეკრული ათვალიერებდა არემარეს. - არის სერ! - გაეცინა თაკოს. წყნარად იმგზავრეს და ბოლოს და ბოლოს ძლივს მიაღწიეს ნათელას სახლამდე. სახლში სიწყნარე იყო. მხოლოდ ქალის ხმა ისმოდა, რომელიც ქათმებს აპურებდა. დაინახა თუ არა სტუმრები ეზოში შემოვიდნენ, საკენკით სავსე ჯამი იქვე მიატოვა და მათკენ წამოვიდა. - რატი, შენ ხარ შვილო? - ჰკითხა და კარგად დააკვირდა. - მე ვარ ნათელა ბიცოლა, მე.. - გაუცინა რატიმ და ქალს ჩაეხუტა. მშობლები და ნელიკო მოიკითხა ნათელამ და შემდეგ თაკოსაც გადახედა. - ეს ჩემი ცოლია თაკო, გაიცანი!.. - წარადგინა რატიმ. სიხარულით შეხვდა თაკოს და გულში ჩაიკრა. - სახლში შევიდეთ შვილო, გაგიმასპინძლდებით. - არ შეწუხდეთ, მალე უნდა წავიდეთ.. - ნელიკომ წამლები გამოგვატანა. ტკბილეულითა და წამლებით დატვირთული ჩანთა მიაწოდეს, დაემშვიდობნენ და მანქანაში მოთავსდნენ. - რა საყვარელი ნათესავები გყავს.. - უთხრა თაკომ და გაუცინა. რატი ჩუმად იჯდა. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ. სახლში გვიან საღამოსღა დაბრუნდნენ. დაღლილი რატი პირდაპირ დასაძინებლად წავიდა. თაკო კი ნელიკოსთან ერთად ბუხართან მოკალათდა. ცოტა ხანი იჭორავეს, ივახშმეს და ისინიც დასაძინებლად წავიდნენ. რატის უკვე ეძინა. ოთახში სიჩუმეს მისი მშვიდი ფშვინვა არღვევდა. გადაღლილმა ძლივს ჩაიცვა ღამის პერანგი და საწოლში შეწვა. მალევე ჩაეძინა, თუმცა რატის ლაპარაკმა გამოაღვიძა. ფანჯარასთან იდგა და ტელეფონზე საუბრობდა. თავიდან სიტყვების გარჩევა ვერ მოახერხა, მერე კი საკმაოდ მკვეთრად გაიგონა საუბარი. რატი ვიღაც გოგონას ესაუბრებოდა, საკმაოდ დიდი სიყვარულით. - და რა გიყიდო რომ ჩამოვალ?.. ცოტახნის შემდეგ გაეცინა. - კაი დაიძინე ეხლა, მიყვარხარ!.. - საუბარი დაასრულა და ისევ საწოლში ჩაწვა. თაკო ზურგით იწვა, ასე რომ რატის მისი გაღვიძება არ შეუმჩნევია. მადლობას გიხდით ასეთი თბილი კომენტარებისათვის შევეცდები შეცდომები გამოვასწორო და იმედები არ გაგიცრუოთ. ველი შენიშვნებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.