შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცინიკოსი (თავი 3)


29-12-2016, 21:26
ავტორი Baterfly
ნანახია 2 543

ლამროს ჩემი დასიებული თვალები არ გამოპარვია.დიდი ხანი ცდილობდა დავერწმუნებინე რომ ეს სანსახური საჩემო არ იყო და უნდა წამოვსულიყავი.მესმოდა მისი,არ ვემეტებოდი ტანჯვისთვის,მაგრამ ფიზიკური დაღლილობა და ტკივილი არაფერი იყო იმასთან შედარებით რასაც შიგნით,გულში ვგრძნოვდი.ჭრილობა რომელიც თითქოს შეხორცდა გეგას ნახვის შემდეგ კვლავ ისე მწვავედ მახსენებდა თავს.მან მასწავლა სიყვარული,იმედგაცრუება,ბედნიერება ტკივილი.
დილით ძლივს ავითრიე სხეული,მძულდა საკუთარი ბედი რომ ისევ იქ უნდა მივსულიყავი სადაც ჩემი უბედურების მთავარი მიზეზი ცხოვრობდა.გამუდმებით გეგას სიტყვები მიტრიალებდა გონებაში "ვერ განვითარდი,ვერ განვითარდი".ყველაზე მეტად კი ის მაწუხებდა რომ იგი მართალი იყო,ხუთი წლის მერეც კი ვერ შევძელი რეალურად შემეცვალა ჩემი ცხოვრება.
თითქოს შვებით ამოვისუნთქე სამსახურში მისულს გეგა შინ რომ არ დამხვდა,ვჩქარობდი,მინდოდა მის მოსვლამდე აქაურობას გავცლოდი,ისე მოსაღამოვდა ვერც კი გავაცნობიერე,როდის გავიდა დრო.კმაყოფილმა მოვიხურე სახლის კარები,ბედნიერი ვიყავი "მის უდიდებულესობის" ხილვის ბედნიერება რომ არ მხვდა წილად,ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე ეზო ბედნიერმა დავტოვე,მაგრამ ღიმილი სახეზე შემახმა...
იგი ჩემ წინ იდგა,ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა,მანქანას მიყრდნობოდა და ჯიქურ მომშტერებოდა.მის თვალებში უსაზღვრო ზიზღი დავინახე და შემეშინდა,ისე როგორც არასდროს,მას ჩემი აკანკალებული ხელები არ გამოპარვია.
-ჩემი გეშინია არა? ძალიან კარგი-ცალყბად ჩაიცინა,დავაპირე გამეპროტესტებინა მისი სიტყვები მაგრამ ამაოდ.გონს მოსვლა ვერ მოვასწარი ისე დამავლო ხელი და მანქანაში ძალით ჩამსვა.რომ გავაცნობიერე რა ხდებოდა უკვე ქალაქიდან კარგა ხნის გასულები ვიყავით,არ ვიცი რა დამემართა უსაზღვრო შიშის ბრალი იყო თუ გამბედაობა მომემატა ამ წლების მანძილზე,მაგრამ მე გეგას დავუყვირე
-შენ რა სულ გაგიჟდი? სად მივდივართ? რა უფლებით აკეთებ ამას?-სწრაფად დაამუხრუჭა და მკვეთრი მოძრაობით შემობრუნდა ჩემკენ
-ხმას ნუ უწევ გოგო!-გეგამ კონტროლი დაკარგა და უკვე ბოლო ხმაზე ღრიალებდა
-ბოლოჯერ გეკითხები სად მივდივართ გეგა? -არც მე ჩამოვრჩი,უცებ დამშვიდდა ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ეს ესაა ჩემი მოკვლის სურვილი არ გასჩენოდა
-იქ სადაც არავინ შეგვაწუხებს.
-რისთვის?-ვცდილობდი აღელცება ჩამეხშო,დამემალა,მომეკლა,არ ვიცი როგორ გამომდიოდა მაგრამ მე ძალიან ვცდილობდი
-პასუხი უნდა გაგებინო,ყველაფრისთვის რაც ჩაიდინე,ახლა კი შენი ხმა არ გავიგო!-მისი ხმა ისეთი ხავერდოვანი იყო და ამავდროულად ისეთი კატეგორიული ვერ გავბედე რამე მეთქვა.ვიცნობდი და ვიცოდი შეეძლო თვალის დაუხამხამებლად მოვეკალი.მთელი გზა ხმა არ ამომიღია მაგრამ გონებაში უკვე მეასედ ვხატავდი როგორ ამკუწავდა გეგა,ჩემს გვამს კი ძაღლებს მიართმევდა საკვებად,კიდევ მქონდა ათასი ვერსია,ავღელდი...ცრემლები კი მხოლოდ მაშინ ვერ შევიკავე როცა წარმოვიდგინე რა დაემართებოდა ლამროს,როცა მისი ერთადერთი იმედის სიკვდილის ამბავს გაიგებდა.ფიქრებიდან გეგას ხმამ გამომიყვანა
-შეწყვიტე სლუკუნი და გადმოდი მანქანიდან!-მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა გარშემომიმოვიხედე იმ იმედით რომ ვინმეს შეეძლო ჩემი შველა,მაგრამ ამაოდ ირგვივ ცხოველის ჭაჭანებაც კი არ იყო."მორჩა შენი წამება ნიკოლ"გავიფიქრე ნირწამხდარმა და მორჩილად მივყევი გეგას.სახლი დიდი და გემოვნებით მოწყობილი იყო,მაგრამ არც ისე ნათელი,აქ იდუმალება სუფევდა...თითქოს ეს კედლები ოთახები ინახავდნენ უზარმაზარ საიდუმლოს.გეგა მისაღებში გაჩერდა,დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო,ასეთ გეგას პირველად ვხედავდი.
-უნდა მონკლა?-ნირწამხდარმა ვერ მოვითმინე და მაინც გავანდე ჩემი ფიქრები
-იმსახურებ?-კითხვის მსგავსად შემობრუნებას არ ველოდი.ვიმსახურებდი თუ არა? რამდენადაც მტკივნეული არ უნდა ყოფილიყო ეს ჩემთვის გეგას სრული უფლება ქონდა ჩემზე გაბრაზებულიყო.
-არამგონია!-იხტიბარი არ გავიტეხე
-მართალი ხარ,სიკვსილი ისე ცოტაა შენთვის,შენ ბევრად მეტს იმსახურებ,გიყურებ და სურვილი მიჩნდება წამებაში ამოგხადო სული!-არ ველოდი მსგავს პირდაპირობას,ახლა ჩემ წინ იდგა კაცი რომელიც ხშირად ჩნდებოდნენ ჩემს ფიქრებში და ოცნებებში,იგი ისე ახლოს იდგა ჩემთან რომ შემეძლო ხელი გამეწვდინა და შევხებოდი,მაგრამ მე ამის უფლება აღარ მქონდა...
-გეგა რაც მოხდა მოხდა!მე ახალი ცხოვრებით ვცხოვრობ,ახლა კი წამიყვანე აქედან შინ მელოდებიან-გეგა ერთი მოძრაობით გაჩნდა ჩემთან ხელით მკლავზე მწვდა და ძლიერად მომიჭირა
-შენი ახალი მსხვერპლი?!რომელ ახალ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ?იმაზე ხომ არა რომ ვერ მოინელე გეგმა რომ ჩაგეშალა და ხუთი წლის მერე განახლებული დეტალებით ჩემს ნაკვალევს რომ მიჰყვები?შენ მე გამანადგურე!ახლა ჩემი ჯერია,ყველაზე წმინდას გეფიცები მიწასთან გაგასწორებ!ისე დაიტანჯები როგორც მე.მე შენ გულამდე მოგიშვი ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებში,ახლა შენი ტკივილების ჯერია ნიკოლ!-ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ზიზღით წარმოსთქვა ,კარებთან მისული ,წამით შეყოვნდა მობრუნდა " წასვლას ნუ ეცდები თავს ვერ დააღწევ შენ ჩემი ტყვე ხარო!"მომაძახა და სიბნელეში გაუჩინარდა.
უზარმაზარი ოთახის შუა გულში იატაკზე ჩავიკეცე და ხმით ავტირდი,ვტიროდი ჩემს უიღბლობას,წარსულ შეცდომებს,დაკარგულ სიყვარულს და გაურკვეველ მიმავალს.ვიცოდი გეგას ტყუილი მუქარა არ სჩვეოდა,ვიცოდი მატკენდა თანაც ძალიან, ვერ წარმომედგინა რა იქნებოდა იმაზე მტკივნეული ვიდრე ის ხუთი წელი ან სულაც ჩველი განშორება,მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მელოდა წინ,რომ გეგას სისასტიკე,ცინიზმი,შურისძიების წყურვილი და დაუნდობლობა უსაზღვრო იყო....



№1 სტუმარი lile

რაღაც ვერ გავიგე რა დაუშავა ამ გოგომ გეგას ? ისე კაია შემდეგლს ვეოდები

 


№2  offline წევრი Baterfly

lile
რაღაც ვერ გავიგე რა დაუშავა ამ გოგომ გეგას ? ისე კაია შემდეგლს ვეოდები

აქედან უნდა გაგეგი რომ რაღაც დაუშავა :დ რა დაუშავა მაგასაც მალე გავიგებთ...გმადლობ რომ კითხულობ

 


№3 სტუმარი გვანცა))

მმმმ კარგიაა

 


№4 სტუმარი gvanca

dzan momwons da diďi tavebi ro dado araa?

 


№5  offline წევრი Baterfly

გვანცა))
მმმმ კარგიაა

საყვარელო ❤

 


№6  offline წევრი Baterfly

gvanca
dzan momwons da diďi tavebi ro dado araa?

gvanca
dzan momwons da diďi tavebi ro dado araa?

gvanca
dzan momwons da diďi tavebi ro dado araa?

მეც ძალიან მინდა )) მოუცლელი გრაფიკის ბრალია. მირჩევნია ცოტ ცოტა დავდო და მალმალე ვიდრე დიდი თავები და იშვიათად

 


№7  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Au exla vitireb aseti ra daushava am gogos gegam ar vici magram vnaxot kargi istoriaaa warmatebebi
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent