ცინიკოსი (თავი 4 )
მთელი ღამე იატაკზე ზურგზე დაწოლილმა გავატარე,მთელი ღამე ფიქრში გავატარე,ვიხსენებდი გეგასთან გატარებულ ყოველ წუთს და გული უფრო მეტად მტკიოდა რომ ვერ შევძელი მისი დაფასება.მე,უბრალო მიმტანმა შევძელი და გეგა ახვლედიანის ყურადღება დავიმსახურე,უფრო მეტიც მისი სიყვარული.თითქმის ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს,თავიდან მეგონა იგი ჩემში კარგ,პასუხისმგებლობით სავსე პერსონალს ხედავდა ამას ვაწერდი მის ყურადღებას და სითბოს.შემდეგ ყველაფერი შეიცვალა ერთხელაც ყველასთვის სასურველი და სანატრელი გეგა ახვლედიანი სიყვარულში გამონიტყდა! * * * ფიქრებმა შორს წამიყვანა,როგორი სასიამოვნო და მტკივნეული იყო ერთდროულად წარსული.ვიცოდი გეგა დღემდე ვერ მპატიობდა უარყოფას,დიახ მე იგი ვუარყავი,ყველა ჩახუტების,კოცნის,ურთიერთობის მიუხედავად,ყველაფრის მიუხედავად,ჩემი უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად.გეგა დღემდე ებრძოდა საკუთარ თავში არსებულ მონსტრს რომლის მოკვლაც მე შევძელი ხუთი წლის წინ და ერთი წლის მერე კვლავ მე გავაღვიძე.ვიცოდი რომ მისთვის ყველაფერი უნდა ამეხსნა სწორედ იმ დილით და სწორედ იმ სახლში,გეგას უნდა გაეგო რომ მე არანაირი გეგმა არ შემიმუშავებია და ყველაფერი თავისით მოხდა.მე შევცვლიდი რეალობას ვიცოდი გეგას გულს ვეღარ მოვუბრუნებდი მაგრამ თუ კი იგი ჯავრს იყრიდა განთავისუფლდებოდა,ალბათ არანორმალურივით ვმსჯელობდი მაგრამ მე მასზე ვზრუნავდი,მე იგი ყველაფრის მიუხედავად მიყვარდა! სწრაფად წამოვდექი გეგმა სისრულეში უნდა მომეყვანა,შარვალი გავიხადე,თეთრი გრძელი მაისურის ამარა შევუდექი სახლის დათვალიერებას იმ იმედით რომ გეგას რომელიმე ოთახში გადავეყრებოდი,არც შევმცდარვარ იგი ერთ-ერთი საძინებელი ოთახის ფანჯრის რაფას მიყრდნობოდა,შეკრთა არ მელოდა ნახევრად შიშველს თანაც თმაგაშლილს,იცოდა როგორ არ მიყვარდა თმის გაშლა... -ტყუილად გარჯილხარ პატარა ქალბატონო!რა განიზრახე ჩემი შეცდენა?-მის ირონიულ ტონს ყურადღება არ მივაქციე ნელა მივუახლოვდი,იმდენად ახლოს აღმოვჩნდი მასთან,მისი გახშირებული სუნთქვა კი არ მესმოდა არამედ ვგრძნობდი. შარვალზე არსებული ქამარი ნელა შევუხსენი და რამდენიმე წამში სრულიად მოვაშორე სხეულიდან. -რას აკეთებ? ძლივს ამოილუღლუღა -მივხვდი იგი ვერ ჩაწვდა ჩემი გეგმის არსს -გეგმა სისრულეში მომყავს-უდარდელად ავიჩეჩე მხრები -შენს გეგმაში ჩემთან დაწოლაც შედის? -არა გეგა! ხომ გინდა მატკინო,გამანადგურო ჯავრი იყარო ჩემზე?ჰოდა მეც აქ ვარ,არსად მივდივარ გაძლევ უფლებას აიხდინო სურვილი-ისე მშვიდად ვლაპარაკობდი ჩემი გამბედაობის თავად მიკვირდა,ჯერ კიდევ ჩემს ხელში არსებული ქამარი მას მივაჩეჩე ხელში,ვერ გეტყვით რა დავინახე მის თვალებში,გაცეცხლება,ირონია,სიბრალული თუ დაუძლეველი სურვილი მართლა რამე ევნო ჩემთვის -მაისური გაიხადე!-მის ნებას დავყევი,მაისური გადავიძვრე ჩავიმუხლე პირით საწოლისკენ,რომ შემძლებოდა ხელები ძლიერად ჩამეჭიდა.გული საშინლად მეტკინა,გული სიღრმეში იმედი მქონდა გეგა ვერ გამიმეტებდა ტკივილისთვის მაგრამ შევცდი.ზურგის არეში საშინელი წვა ვიგრძენი,ტკივილი,თავი ვერ შევიკავე და მსუბუქად შევკივლე.კიდევ შვიდ დარტყმაზე თავს ძალა დავატანე რომ ჩემი ტკივილი როგორც შემეძლო დამემალა -მორჩა!-განაჩენივით გაისმა გეგას ხმა.ზლაზვნით წამოვდექი გეგასკენ გავიხედე და ადგილზე გავქვავდი,ძარღვები დაბერვოდა,ხელები უკანკალებდა,სულ სხვანაირი ახვლედიანი იდგა ჩემს წინ,მე მას არ ვიცნობდი... ვერ გეტყვით რა უფრო მტკიოდა ზურგი რონელზეც ნათლად ვრძნობდი ბლანტი სითხე წვეთებად როგორ მოედინებოდა თუ გული რომელიც ათასობით ნაწილად დაიშალა."გამიმეტა" ვიმეორებდი გონებაში და ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას -ნიკოლ არ იტირო გთხოვ-მუდარა გაურია გეგამ ხმაში,მივხვდი ერჩივნა ისტერიკა მომეწყო,მეკივლა მეჩხუბა მაგრამ მე ჯიუტად არაფერს ვაბობდი,ჩემდა გასაოცრად გავუღიმე -გეგა ვიცი ცოტათი მაინც გაგინელდა წყრომა,ამას ჩემი სხეული გრძნობს,მინდა იცოდე შენ ჩემი გეგმის ნაწილი არასდროს ყოფილხარ,ის რომ ბედისგან დავიჩაგრე არც შენთვისაა უცხო,ის რომ მიჭირს არ ნიშნავს რომ ყველაფერზე ვარ თანახმა,მე მხოლოდ იმიტომ წავედი შენგან რომ ვიცოდი არ შევეფერებოდით ერთმანეთს,ჩვენ ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა,შენ ყველასთვის ცნობილი,საპატუო გეგა ახვლედიანი ხარ.მე კი ვინ ?არავინ არაფერი შეცვლილა ვერ განვვითარდი-მისი სიტყვები შევახსენე,გეგას სახე მოექუფრა,უზომო ტკივილი ჩაუდგა თვალებში,მუშტი კედელს მთელი ძალით დასცხო-გეგა მე მიყვარდი,ყველაზე მეტად,მაგრამ ორივემ ვიცით რომ ერთად ვერასდროს ვიქნებოდით,როგორ დაიჯერე რომ შენზე მდიდარის გამო მიგატოვე,როგორ დაიჯერე!არც ჩემთვის იყო ამ გადაწყვეტილების მიღება,იმ დღეს ჩემთან ვიღაც გოგო როგორც მახსოვს ნატა ერქვა, რომ არ მოსულიყო,ალბათ ვერასდროს შევძლებდი შენზე უარის თქმას,მან დამანახა რეალობ,რომ თქვენ ერთმანეთისთვის იყავით შექმნილი და რომ ჩემი ადგილი შენს სამყაროში არ იყო!-ისე ემოციით ვლაპარაკობდი სულ გადამავიწყდა ჭრილობა,მაგრამ ტკივილმა უმალ შემახსენა თავი და სახე საცოდავათ დამემანჭა,გეგა გაოცებული მიწასთან გასწორებული მიყურებდა,მისი ცინიზმი,ირონია წამში სადღაც გაქრა.სწრაფად გაიხადა პერანგი და გამომიწოდა -გმადლობ არ მინდა-ვერ მოვიცვამ ისედაც ძალიან მტკივა -ნიკოლ გთხოვ მითხარი რომ ის რაც თავი ტყუილია!-დაიღრიალა ნირწამხდარმა-ანუ გამოდის მე გაგანადგურე შენ!არც კი ვიცი....-პირველად ვხედავდი განადგურებულ,ნირწამხდარ,თვალებაწყლიანებულ ახვლედიანს და არ ვიცი რა გრძნობა იყო ეს,ერთი რამ ზუსტად ვიცი ეს არ იყო სიხარული,მე მისი ტკივილიც მტკიოდა საკუთართან ერთად-მე არც კი ვიცი რა ვიფიქრო!უფლებაც კი არ მაქვს პატიება გთხოვო,შენ რომც მაპატიო ამას საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებ-ო მომახალა და გიჟივით გავარდა სახლიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.