შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი ინტიმი (თავი მეექვსე)


30-12-2016, 02:00
ავტორი Nanaga
ნანახია 3 957

დროებითი ინტიმი
თავი მეექვსე

დილით სამსახურში სანამ მივიდოდი ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა თინასთვის, რომ დემეტრე გავიცანი და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი რომ არაფერი არ ვუთხარი, სამსახურში ისეთი ქაოსი იყო მხოლოდ ხელით მანიშნა რა ხდებაო, მეც ვანიშნე რომ ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა და ''ლაიქის'' ნიშანიც დავიმსახურე.
წუხანდელის შემდეგ სრული ქაოსია. შვეიცარიელი პარლამენტარი ესტუმრა თბილისს და ექსკლუზივი ჩვენ გვაქვს, ასე რომ იმედია წარმოიდგინეთ რომ არც ჩემთვის და მითუმეტეს არც დემეტრესთვის არ ეცალა არავის.
ათჯერ დავიწყე სტატიის წერა დემეტრეზე და ათჯერვე წავშალე.
არ მინდა დემეტრეს ჩემგან რამე ეწყინოს, მე ჟურნალისტი ვარ და ყველაზე კარგად ვიცი როგორ არ ესიამოვნება იმ სტატიის წაკითხვა რომელიც პირდაპირი გაგებით კლდიდან გადააგდებს.
ბოლოს როგორც იქნა, რაღაც დავწერე.
მაგრამ ისეთი საშინელება გამოვიდა, საერთოდ არ ჰგავდა ჩემს ნაწერს.
თინასთან შევედი და ამობეჭდილი სტატიაც შევუტანე, თან გულში ოცნების კოშკებს ვაგებდი და ძალიან მინდოდა რომ მოწონებოდა. თინას სახეზე ათასმა ემოციამ გადაურბინაა.
არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ აიღო სტატია და ნაგავში ჩააგდო.
- მომისმინე - დაიწყო საუბარი საკმაოდ შეუვალი ხმით - აქ რაც წერია, ეგ ისედაც ყველამ იცის. მე მინდა ისეთი ამბავი, რომელიც ხალხს აალაპარაკებს, ნუ მაფიქრებინებ იმას რომ შენში შევცდი კარგი? - ბოლოს გამიღიმა და თვალებით კარებისკენ მანიშნა.
მთელმა დღემ უაზოდ ჩაიარა.
წამოსვლისას დამირეკა ავთომ და ერთ მყუდრო რესტორანში შემომთავაზა ვახშმობა.

- როგორ ხარ? - თბილად ჩამეხუტა ავთო და ლოყაზე ჩუმად მაგრამ საკმაოდ გამომწვევად მაკოცა.
- არ ვიცი, დაღლილი და დაბნეული
- რამეს შეუკვეთავთ? - მიმტანებმა ყოველთვის უდროოდროს იციან მოსვლა
- მე მინდა ორაგული და თეთრი ღვინო, შავ პურთან ერთად - მალევე მივეცი შეკვეთა და იქაურობა მოვათვალიერე, ავთომაც იგივე შეუკვეთა და შემდეგ მე მომიბრუნდა.
- რატომ ხარ დაბნეული?
- გეტყვი მაგრამ, არ მინდა ვინმემ გაიგოს კარგი? - რატომღაც ჩავთვალე, რომ ავთო სადღაც დაიწყებდა ლაპარაკს, თუმცა რატომ გავიფიქრე ასე არ ვიცი, ალბათ ადამიანის რეფლექსია.
- კარგი ვეცდები სიენენს არ მივყიდო ეს ინფორმაცია - მასაც გაეცინა
- მოკლედ, ჩემმა უფროსმა დამავალა, რომ ერთ ადამიანზე დავწერო სტატია, ცუდი სტატია, მაგრამ ეს ადამიანი არის ძალიან კარგი პიროვნება და მე არ მინდა რომ მას გული ვატკინო ან ასეთი სტატია დავწერო. არადა ვიცი, თუ დავწერ აუცილებლად დამაწინაურებს მაგრამ თუ არა, ეგ უკვე აღარ ვიცი რა იქნება. - ამოვისუნთქე და ბავშვური თვალებით შევხედე ავთოს
- იცი რა არის, მთავარია ადამიანობა არ დაკარგო შენი კარიერული განვითარებისას, თუ იცი რომ ეს იმ ადამიანს ავნებს და თან შენც ორჭოფობ, მაშინ უბრალოდ არ დაწერო. თუ დაწერ მერე ინანებ და გიღირს რომ თავი ტყუილად აიტკიო?
ავთოს სიტყვებმა თითქოს სტიმული მომცა, რამე უნდა მომეფიქრებინა აუცილებლად.
დაველაპარაკები თინას და უარს ვიტყვი.
მგონი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ეს იქნება.
ჩვენი შეკვეთაც მალევე მოიტანეს, ავთომ შემიქო გემოვნება და პირი გემრიელად გააცმაცუნა.
- დღეს საღამოს საქმეები მაქვს, ამიტომ დიდხანს ვერ გავჩერდები, ამ შაბათ-კვირას თუ მოიცლი სადმე ავიდეთ ორი დღით, მე და შენ, იქნებ ჩემი მეგობრებიც გაგაცნო, რას იტყვი? დაისვენებ, განიტვირთები და დამშვიდდები. - იდეალურად ჟღერს, მეც მეტი რა მინდა.
- კარგი, რა პრობლემაა. აარჩიე ადგილი და წავიდეთ. ვენდობი შენს გემოვნებას.
ჩვენი საღამო მალევე დასრულდა.
სახლში ასულმა აღმოვაჩინე რომ სრულიად მარტო ვიყავი, ჩემი დაც სადღაც გაქრა.
ბევრი ვიფიქრე რა გამეკეთებინა და ბოლოს გადავწყვიტე, რომ გემრიელი ნამცხვარი გამომეცხო.
ძალიან ბევრი ვიწვალე, ხან რაღაცას ვერ ვპოულობდი, ხან სად ვდებდი ის არ მახსოვდა და მოკლედ ამდენი ბოდიალის შემდეგ რაღაც მაინც მოვახერხე.
ჩემი ტელეფონი, რომელიც კურტკაში ეულად ''ეგდო'' გაუჩერებლად რეკავდა.
საათს დავხედე და ცხრაც არ იყო.
- გისმენთ? - ვუპასუხე ნახევრად ფქვილიანმა
- ელა, დემეტრე ვარ, ხომ მიცანი? - მოულოდნელობისგან შევხტი.
- კი დემეტრე, ხომ მშვიდობაა?
- მშვიდობაა რა თქმა უნდა, დღეს გცალია? ვიფიქრე სადმე გავისეირნებდით, თან დანაშაულის გრძნობა ჯერ ბოლომდე არ მომიშორებია - ტელეფონშიც ეტყობოდა, რომ ბავშვურად იღიმებოდა.
რა თქმა უნდა დავთანხმდი.
არ ვიცი რატომ გამახარა მისმა ამ შემოთავაზებამ მაგრამ ძალიან გავბედნიერდი წამიერად.
- მისამართი მომწერე და ნახევარ საათში მოგაკითხავ.
რომ წარმოვიდგინე დემეტრეს რეაქცია ჩემს ამ ფორმაში ნახვაზე, ხმამაღლა გამეცინა.
სასწრაფოდ მოვწესრიგდი, მგონი რეკორდიც კი დავამყარე. ძალიან ჩვეულებრივად ჩავიცვი და ამასობაში დემეტრეც მოვიდა.
- როგორ ხარ? - თბილად გადამკოცნა და მანქანის კარი გამიღო.
- კარგად შენ როგორ ხარ?, სიმართლე გითხრა ძალიან გამიკვირდა რომ დამირეკე - მეც გამეღიმა და მანქანაში უფრო კომფორტულად მოვთავსდი.
- რატომ გაგიკვირდა? გადავწყვიტე რომ დღევანდელი საღამო შენთან ერ
ტად უნდა გამეტარებინა, მაგარ ადგილას მიმყავხარ და ძალიან ლამაზი ღამის თბილისი უნდა გაჩვენო - ამაყად ჩაიღიმა და მთაწმინდის გზაზე აუხვია.
- და რატომ გგონია, რომ თბილისი ღამით არ მაქვს ნანახი? - გულწრფელად გამეღიმა მის ბავშვურ აზრზე.
- გექნება, ვინ გეუბნება არ გაქვსო? უბრალოდ ჩემთან ერთად, რომ იქნები სხვა ვიდი მიეცემა თბილისს - ერთი წამით მომეჩვენა, რომ წამეფლირტავა, თუმცა გასაკვირი რა არის.
ძალიან მალე აღმოვჩნდით მთაწმინდაზე. დემეტრემ მანქანიდან რამოდენიმე პარკი ამოიღო, თან საკუთარ ქმედებაზე გაიხუმრა ლამის მთელი სახლი მხრებზე მოვიკიდეო. მართლაც ერთ ძალიან ლამაზ ადგილას მივედით, მთაწმინდაზე ხშირად დავდივარ, თუმცა ალბათ დემეტრესნაირად არ ვიცი მიმალული კუნჭულები.
პარკიდან პლედი ამოიღო, ერთი მიწაზე დააფინა, ერთი მე მომცა, მეორე კი თავისთვის დაიტოვა. იქვე პარკიდან სასუსნავები ამოალაგა და მიბიძგა დაჯექიო.
იქაურობა მართლაც ულამაზესი იყო, ჩვენ სადღაც უკანონოდ ვიყავით კიდის იქით გადასულები, მიწაზე პლედებით, ყავით, სასუსნავებით და წინ ულამაზესი თბილისის ხედით. თან იმდენად ციცაბო ადგილი იყო, რომ ერთი არასწორი მოძრაობაც და უკვე სადღაც ქვესკნელში იქნებოდი ჩავარდნილი.
- შენი კრეატიულობა მაოცებს - გულწრფელად ჩავილაპარაკე და ყავის ჭიქაზე თითები გავითბე.
- დარწმუნებული ვარ რესტორანში ხშირად დადიხარ შენი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ ასეთ ადგილებში არა - ზუსტად ათიანში მოარტყა.
- კრეატიული და ჭკვიანი - არც მე დავიშურე კომპლიმენტი
- აბა ეხლა მომიყევი როგორ ხარ - მზერა ამარიდა და სივრცეს გახედა.
- შენზე მომიყევი, მე გადასარევად ვარ, აქ შენთან ერთად, წინ განათებული ბრჭყვიალა ხედით, მირჩევნია შენგან უფრო მეტი მოვისმინო. - პირდაპირ ვუთხარი ის რასაც ვფიქრობდი.
- მოდი შენ მკითხე და მე გიპასუხებ გინდა? - ისევ კუთხეში ჩაეღიმა და ამჯერად მე შემომხედა.
- კარგი, მაშინ სამართლიანი რომ იყოს, სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ და შენც მკითხე, ოღონდ რამდენი წლის ხარ, ვინმე მოგწონს და ასეთი ბანალური კითხვები არ გვინდა - ამჯერად ჩემ თავზე გამეცინა.
- კარგი მაშინ დაიწყე, ტყუილის გარეშე თორემ ჩემი გონება ტყუილს და სიმართლეს მარტივად ასხვავებს. - ამჯერად დემეტრეს გაეცინა.
- ნუ, მე რადგან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე რაღაცები შენზე ვიცი, ისეთ კითხვებს გკითხავ რაც არსად არ ფიქსირდება. მაშ პირველი. საქართველოდან რატომ წახვედი? - ცოტა შემეშინდა ამ კითხვის დასმა რადგან არ მინდოდა დემეტრე ან რამეს მიმხვდარიყო ან აგრესია გამომეწვია.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი უშუალოდ გამცა პასუხი.
- რატომ და ნარკოტიკებზე, პლანზე და ტაბლეტებზე შევჯექი, სახლში არ მივდიოდი საერთოდ და სიმართლე რომ გითხრა ძალიან ცუდ ხალხს გადავეკიდე. მამაჩემმა იმდენი ქნა სანამ არ გამისტუმრა აქედან და კარგ გზაზე არ დამაყენა, არ ვიცი რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება ასეთი რაღაცები რომ გამეგრძელებინა - პირდაპირ შექებას იმსახურებს, ზუსტად ერთ წამში, დაუფიქრებლად გამცა პასუხი თითქოს ვიცოდი ყველაფერი და წლების მეგობრები ვიყოთ - ახლა ჩემი ჯერია, როდის გცალია? - ცოტა დამაბნია მისმა კითხვამ
- რას ქვია როდის მცალია?
- ხო აი როდის გცალია? მინდა რომ ჩემი მეგობრები გაგაცნო, როდის გცალია მითხარი - დემეტრე მაინც ახერხებდა ჩემს კარგ ხასიათზე დაყენებას.
- შენ როცა მეტყვი მოვიცლი. - გავუღიმე და ყავა მოსვი.
- ძაალიან კარგი, ამ დღეებში როცა დაგირეკავ მაშინ მოიცლი, გადაგდებას არ ვართ იცოდე თორე სახელი გაგიტყდება - გაეცინა
მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, ძალიან ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ მე და დემემ.
მოქმედება არცერთხელ არ აურჩევია, პატიოსნად მპასუხობდა ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მაინტერესებდა.
ჩემზეც ყველაფერი გაიგო. ძალიან საყვარელი ადამიანი იყო, ძალიან მომინდა, რომ მისი შეყვარებულის ადგილას ვყოფილიყავი.
მინდოდა, ასეთი ადამიანი ჩემს გვერდითაც ყოფილიყო. მისი მუდმივად ხალისიანი განწყობა ყველაფერს ალამაზებს და ასხივებს.
ახლა ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ, თავისუფლად შემეძლო ერთი გემრიელი და გრძელი სტატია დამეწერა.
უბრალოდ მართალი იყო ავთო, ღირდა ერთი სტატია ჩემი ადამიანობის დასაკარგად?!

მეგობრებო, მაპატიეთ რომ ამდენი ხანი დავიკარგე, მიხარია ვინმეს თუ მოგწონთ.
თამამად დაწერეთ თუ რა არ მოგწონთ, ან როგორი სიუჟეტური ხაზი უფრო მოგეწონებოდათ.
ველი თქვენს კომენტარებს. <3



№1 სტუმარი Guest ნატა

თავის საზიზღარ უფროსს თუ მალე ეტყვის უარს და დემეტრესაც მოუყვება მაგ ამბავზე თვითონ, სანამ სხვისგან გაიგებს, არ იქნებოდა ცუდი :D

 


№2 სტუმარი Ketis

Raxanc shen gamochndi

 


№3  offline წევრი modemodka

გაააგრძელე რააა @@ ასე არ შეიძლებაა @@@ რამდენი თვე უნდა გავიდეს რო დადოო @@ მოთხრობა მშვენიერია უბრალოდ ძალიან გვაწვალეეებ !! ველოდები შემდეგ თავს და იმედია წელს გვაღირსებ !

 


№4  offline წევრი თამოთამო25

...და გაგრძელება??? ))

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიკა

რატომ არ აქვს დასასრული?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent