შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომით მოტაცებული (თავი 3)


30-12-2016, 20:57
ავტორი ნასტია
ნანახია 6 738

* * *
დილით შედარებით ადრე გაეღვიძა.
სანამ თვალებს გაახელდა ჯერ საწოლში იტრიალა.
შემდეგ დააპირა თაკოს ბალიშს ფრთხილად გამოვაცლიო, თუმცა საწოლში აღარ იწვა და აღარც დასჭირვებია სიფრთხილე.
ცოტა ხანი ისევ ინებივრა, შემდეგ კი წამოდგა და მისაღებში გავიდა.
იქ არავინ დახვდა. სამაგიეროდ სამზარეულოდან გამოდიოდა ხმაური.
თაკო ჭურჭელს ამშრალებდა.
- ნელიკო სადაა? - ჰკითხა და სკამზე ჩამოჯდა.
- მეზობელთან გადავიდა. - უპასუხა და ხელი შუბლზე მოისვა.
- ყავას გამიკეთებ?
- ჰო..
მორჩა თუ არა თეფშების წმენდას ყავის კეთებას შეუდგა.
- როგორია? - ჰკითხა როდესაც რატიმ პირველი ყლუპი მოსვა.
- მმ, არ ვარგა. - წარბები შეკრა მან. - ძალიან ტკბილია.
- სხვას გავაკეთებ!..
თავიდან დაიწყო ყავის კეთება თაკომ.
რატი ღიმილით აკვირდებოდა სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლს.
- ესეც არ ვარგა? - შეჭმუხნა თუ არა რატიმ წარბები, იმედები გაუცრივდა თაკოს.
- შაქარი საერთოდ არ უქენი?..
- ისევ ახალს გავაკეთებ!.. - ხელი ჩაიქნია თაკომ და უკვე მესამეჯერ შეუდგა ახალი ყავის მომზადებას.
ცოტაღა აკლდა რატის და ახარხარდებოდა კიდეც.
გული გაუთბა მონდომებული თაკოს ცქერით.
მერე ფეხზე წამოდგა, ფინჯანი გამოართვა ცოლს და ლოყაზე აკოცა.
- მადლობა, იმედი მაქვს ეს უკეთესი იქნება - გაუცინა და მისაღებში გავიდა.
თაკომაც აიღო ნამცხვრით სავსე თეფში და ქმარს გაუტანა.
- რა ყურადღებიანი ხართ ქალბატონო თამარ!.. - გაიღიმა რატიმ.
თაკომაც უბრალოდ გაუცინა და გვერდით მიუჯდა.
- აუ მოვრჩი და ჭიქა სამზარეულოში გაიტანე რა!.. - სთხოვა რატიმ ცოლს. მანაც ჭიქა გამოართვა და სამზარეულოსაკენ წავიდა.
იქიდან გამოსული უკვე სკამზე აპირებდა დაჯდომას, როდესაც რატიმ ისევ სთხოვა:
- აუ წყალი მომწყურდა, მომიტანე რა!..
ამანაც შეუმჩნევლად ამოიოხრა და წყალი გამოუტანა.
- პლედს გამომიტან?.. - ახლა უკვე ჰკითხა რატიმ.
თაკოც უარს ხომ არ ეტყოდა?! ადგა და საძინებლიდან პლედი გამოუტანა.
- მადლობა!.. -გაუღიმა და წიგნის კითხვა დაიწყო.
ამასობაში ნელიკოც დაბრუნდა სახლში.
- ადეგით?.. რა კარგია თქვენი დახმარება მჭირდება. - შემოვიდა თუ არა საუბარი დაიწყო მან.
- რაშია საქმე ნელიკო? - წიგნიდან ცხვირი ამოყო რატიმ.
- მისაღებში ავეჯი უნდა გადავაადგილო! - ქურთუკი გაიხადა და განაგრძო - სანამ წახვალთ მოვითავოთ ეს საქმე, თორემ მერე ვინ იქნება ჩემი დამხმარებელი? ავადმყოფი ავთო თუ ლოთი ემზარი?
- არ მცალია! - ისევ წიგნს ჩააშტერდა რატი.
- მე დაგეხმარები ნელიკო. - ფეხზე წამოდგა თაკო.
- რატი, თუ არ დაგვეხმარები მანდედან მაინც ადექი! - გაუბრაზდა ნელიკო. - ვის გავხარ ასეთი ზარმაცი?..
- კარგით ჰო.. - მოლბა რატი. - ეს სად წავიღო?
- ეს ბუხართან ახლოს დადგი! - მიუთითა ნელიკომ და თვითონ შედარებით მსუბუქი ნივთი გადააადგილა.
- სულელო, ეს სავარძელი შენზე მძიმეა, რას ეჭიდები?.. - მოჩვენებით გაუბრაზდა რატი ცოლს.
თაკოს გაეცინა და შედარებით მსუბუქი ნივთი ნელიკოს მითითებით გადადგა.
- მომეხმარე, ერთად ავწიოთ! - მიმართა რატიმ თაკოს.
ასწიეს საკმაოდ მძიმე დივანი და კედლისკენ მიჰქონდათ, როდესაც მოულოდნელად თაკოს ხელიდან გაუარდა და ფეხზე დაეცა.
რატი არ დაბნეულა, მაშინვე გამოსწია და იატაკზე წაქცეულ ცოლს მიუახლოვდა.
- ძალიან გეტკინა?.. - ჰკითხა და ფეხზე ფრთხილად ხელი შეახო.
თაკოს ხმა აუკანკალდა და პასუხი ვეღარ გასცა.
ხმაურზე სამზარეულოდან ნელიკო გამოვიდა და აქოთქოთებული თაკოსთან მივარდა.
მთელი დღე თავის გადაწყვეტილებას წყევლიდა, მე რომ არა, არაფერი მოხდებოდაო.
თაკოს კი უკვე აღარ აწუხებდა უბრალოდ დაჟეჟილი ფეხი და საღამოს სიარულიც დაიწყო, თუმცა ცოტა არ იყოს თავიდან გაუჭირდა.
- ბოდიში რა! ნელიკოსი კი არა ჩემი ბრალია. ვერ მივხვდი რომ მაგხელას ვერ დაძრავდი. - გვერდით მიუჯდა რატი და თავი დაბლა დახარა.
- არ არის შენი ბრალი და საერთოდაც რას მებოდიშები?.. - გაუბრაზდა და მერე გაეცინა. - წყალს თუ მომიტან კარგი ბიჭი იქნები!..
მის სიცილზე რატისაც გაეცინა და სამზარეულოში გავიდა.

* * *
თბილისში მიდიოდნენ.
რატი მანქანაში ნელიკოს მიერ გამზადებულ ჩანთებს ალაგებდა, თაკო კი ლოყებს უკოცნიდა თვალცრემლიან მოხუცს.
- რა მეშველება უთქვენოდ?.. - ამოიტირა ბოლოს და შვილიშვილებს მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა.
ქალაქში საღამოს ჩავიდნენ.
რატიმ თაკო მშობლებთან მიიყვანა, თვითონ კი სხვაგან წავიდა. სად წავიდა ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით.
მშობლებთან სახლში თაკოს მონატრებული ბიძაშვილი დახვდა.
ერთი დიდი ბედნიერება იყო ამ ორი გადარეულის შეხვედრის ყურება.
მთელი დღე გვერდიგვერდ ისხდნენ და შესცინოდნენ ერთმანეთს.
ღამითაც ერეკლემ ითავა თაკოს სახლში მიყვანა.
ცოტა მანქანაშიც ისაუბრეს. თაკომ შესთავაზა ყავა დავლიოთო, თუმცა ერეკლემ იუარა მეჩქარებაო, გადაკოცნა მამიდაშვილი და თავის გზას გაუდგა.
სახლში მისულს აკაკი და ნანი დახვდნენ სტუმრად.
ტელევიზორთან ისხდნენ და ყავას სვამდნენ, რატი კი იჯდა და ტელეფონით ერთობოდა.
თაკო დედამთილს და მამამთილს შეუერთდა.
- თაკო, რატი!.. - დაიწყო ნანიმ. - ბავშვზე არ ფიქრობთ?
ორივეს სანთლის ფერი დაედო. ცოტა ხანი გაჩუმებულები ისხდნენ გვერდიგვერდ, მერე კი რატიმ დაიწყო.
- ჯერ ადრეა ნანი.
- არ არის რატი ადრე, უკვე დროა უფრო სერიოზულად მიუდგეთ ოჯახის საკითხს!..
- არ ვართ მზად. - კვლავ რატიმ უპასუხა.
- ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, თქვენ ოღონდ შვილიშვილი გვაჩუქეთ.
საუბარი ამით დაასრულეს და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
- არ გშია? - ჰკითხა თაკომ რატის და სამზარეულოსაკენ დაიძრა.
- მგონი უნდა ვილაპარაკოთ. - უკან გაჰყვა რატი.
- რაზე?..
- რაზე და მგონი ხვდები რომ ჩემს მშობლებს შვილიშვილი უნდათ!..
- ჰო..
- ხო და ჩვენ შვილიშვილს ვერ ვაჩუქებთ! - ირონიულად ჩაიცინა და განაგრძო - ასე რომ ჯობია რამე მიზეზი მოვიფიქროთ და დავშორდეთ.
არ ელოდა, თუმცა გაკვირვება მაინც არ დასტყობია.
- მიზეზად ღალატი უაზრობაა. ისევ ჯობია ვთქვათ რომ ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ!
- აჯობებს..
საჭმელი გაუკეთა და თვითონ დასაძინებლად წავიდა.

ხალხის გაკვირვება უნდა გენახათ, როდესაც მათი დაშორების შესახებ გაიგეს...
თაკოს მშობლები თითქოს ელოდნენ კიდეც შვილის ქორწინების ასე დასრულებას.
რაც შეეხება რატის მშობლებს, შვილიშვილზე ოცნებობდნენ და ამასობაში ერთადერთი შვილის ოჯახიც დაინგრა...

* * *
- თაკო, ნანია მოსული ჩვენთან, მალე მოდი! - ტელეფონში ჩასძახა მარიამმა და გაუთიშა.
ბოლო გამოცდაც წარმატებით ჩააბარა და დედამისმა იმის მაგივრად, რომ მიელოცა წარმატება ან სულაც შედეგი ეკითხა, დაუბარა ნანია მოსული და მალე მოდიო...
ისე საინტერესოა რა უნდოდა არაბულების ოჯახში ნანის?..
დაახლოებით 5 თვე იყო გასული რატისა და თაკოს ოჯახის დანგრევიდან.
იმის შემდეგ მხოლოდ ნანი ყავდა ნანახი, ეგეც შემთხვევით მაღაზიაში. რატი მთელი ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ უნახავს.
ტაქსით მივიდა სახლში და კიბეები უცებ აირბინა.
კარები დედამ გაუღო და მისაღებისაკენ გაუძღვა. ნანი მაგიდასთან იჯდა და ყავას სვამდა. შევიდა თუ არა ოთახში ფეხზე წამოდგა და გადაეხვია ყოფილ რძალს.
ცოტა ხანი მის წარმატებებზე და უნივერსიტეტის დასრულებაზე ისაუბრეს, შემდეგ კი ნანიმ დაიწყო.
- თაკო, მინდა სამსახური შემოგთავაზო..
- რა სამსახური?.. - გაუხარდა თაკოს.
- აკაკის კომპანიაში მდივანი სჭირდება და იქნებ იქ დაიწყო მუშაობა?
- დიდი სიამოვნებით!.. - გაიცინა და ნანის გადაეხვია. - როდიდან დავიწყებ? ან იქნებ ქასთინგი უნდა გავიარო?
- არავითარი ქასთინგი, ყველაფერი მხოლოდ შენს თანხმობაზე იყო დამოკიდებული. შეგიძლია ხვალვე შეუდგე მუშაობას.
- ძალიან კარგი, ახლა თქვენი ნებართვით დასაძინებლად წავალ, დავიღალე...
გავიდა თუ არა ოთახიდან ნანიც წამოდგა ფეხზე და წასასვლელად მოემზადა. სახლიდან გასვლის წინ მარიამს გადაუჩურჩულა, წესით როგორმე უნდა შერიგდნენო და მანქანისაკენ დაიძრა.

დილით ჩაეძინა და მარიამს რომ არ გაეღვიძებინა პირველ დღესვე დააგვიანებდა სამსახურში. სწრაფად მოემზადა და დანიშნულების ადგილისაკენ ტაქსით წავიდა.
გზაში ნანიმ დაურეკა, წარმატებები უსურვა.
შევიდა თუ არა შენობაში კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი გოგონა მიეგება.
- გამარჯობა, შენ ალბათ თაკო ხარ არა?.. - სასიამოვნო ხმით ჰკითხა და გაუღიმა.
- დიახ! - გაეღიმა მასაც.
- ბატონი აკაკი გელოდებათ, გამომყევით! - უთხრა და წინ გაუძღვა.
ძლივს ააღწიეს ბოლო სართულზე და უფროსის კაბინეტისაკენ დაიძრნენ.
- თაკო მიხარია რომ დათანხმდი ჩვენს წინადადებას. - გაუღიმა აკაკიმ და გადაეხვია.
- მე კი მიხარია თქვენთან რომ ვიწყებ მუშაობას. - თაკომაც გაუღიმა და მისი მითითებით სკამზე დაჯდა.
- ალბათ იცი რომ მალე ჩემს ადგილს რატის დავუთმობ.. - დაიწყო აკაკიმ.
- რატის?.. -გაოგნდა თაკომ.
- არ იცოდი?
- მმ, არა..
- კარგი, მინდა რომ მისი მდივანი იყო, დაგაინტერესებს რატო მაინც და მაინც შენ?..
- დიახ.
- იმიტომ რომ შენ კარგად იცნობ და მის საშინელ ხასიათს შენ გარდა ვერავინ გაუძლებს.
- იცით მე...
- ძალიან გთხოვ თაკო, უარს არ მივიღებ! - შეაწყვეტინა საუბარი.
- კარგით. - დანებდა ბოლოს თაკო.
- ხვალ თათბირი მაქვს, იქ გაგაცნობ თანამშრომლებს და რატისაც ხვალ დავუთმობ ჩემს ადგილს.
თაკოს ხმა არ ამოუღია, უბრალოდ სუსტად გაიღიმა.
- ახლა შეგიძლია წახვიდე და ხვალისთვის კარგად მოემზადო.
დაემშვიდობა და კაბინეტიდან გამოვიდა.
ლიფტისკენ მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთი ოთახიდან მამაკაცი გამოვიდა და მას დაეჯახა. მაღლებზე იდგა და რომ არა ზემოთ ხსენებული მამაკაცის ხელები, ალბათ წაიქცეოდა კიდეც.
- მაპატიეთ გოგონა, ხომ კარგად ხარ? - ჰკითხა უცნობმა.
- არაუშავს, არაუშავს... - ჩაილაპარაკა თაკომ და მამაკაცის ხელისგან განთავისუფლდა. მოშორებით დადგა და შეეცადა გაეღიმა, თუმცა რამდენად კარგად გამოუვიდა არ ვიცი.
- შენ ალბათ ახალი მდივანი ხარ, არა? - გაუღიმა საკმაოდ სიმპატიურმა მამაკაცმა და კედელს მიეყრდნო.
- დიახ.. - ძლივს გასაგონად უპასუხა თაკომ.
- მე დამიანე ნაკაშიძე ვარ, მთავარი იურისტი. - ხელი გაუწოდა.
- თაკო არაბული. - მიუგო და ახლა უკვე მასთან ერთად დაიძრა ლიფტისაკენ.
- თაკო არაბული... - რამდენჯერმე ჩუმად ჩაილაპარაკა - მეცნობი...
- ალბათ ვინმეში გეშლები. - ნერვიულად ჩაილაპარაკა და სახე მოარიდა.
- გამახსენდა!.. შენ რატის ცოლი არ ხარ? - გაუხარდა დამიანეს.
- ყოფილი ცოლი!.. - შეუსწორა თაკომ.
- არ გაგიჭირდება იყო ყოფილი ქმრის მდივანი? - სერიოზული სახით კითხა და შემდეგ გადაიხარხარა.
- დიდი იმედი მაქვს არა! - გაუცინა თაკომაც.
- ხვალ თათბირზე შევხვდებით! - გაიღიმა მამაკაცმა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა.

* * *
- დილამშვიდობისა თაკო, მზად ხარ დღევანდელი თათბირისთვის? - შენობაში შესულს მიეგება თიკო, დამიანეს და აკაკის შემდეგ ერთადერთი ნაცნობი კომპანიაში.
- გამარჯობა! ცოტას ვნერვიულობ. - გაიღიმა თაკომ.
- სანერვიულო არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით რომ შენი უფროსი უჟმური ბიჭია. - დააიმედა თიკომ.
სათათბირო ოთახში უკვე ყველა თანამშრომელს მოეყარა თავი.
აკაკიმაც დაიწყო საუბარი და მართლაც რომ ისტორიული სიტყვა გამოუვიდა კომპანიაზე. ისეთი შთამბეჭდავი იყო მისი გამოსვლა ზოგი მათგანი ცრემლებსაც კი იწმენდდა. მის სიტყვაში საუბარი იყო კომპანიის შექმნის, მისი პრობლემების, წარმატებების შესახებ. თავისი წასვლის მიზეზიც განაცხადა, საზოგადოებას წარუდგინა თაკო, მომავალი უფროსის ახალი მდივანი და მომავალი უფროსის გამოსვლის დროც მოვიდა.
აქ უკვე აღელდა თაკო და დაჟინებული მზერით კარებს დააკვირდა, საიდანაც მალევე მისი ყოფილი მეუღლე, საკმაოდ ახოვანი და სიმპატიური მამაკაცი, კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი რატი ბურდული შემოვიდა.
მისი წარდგენა გაცნობით არ დაწყებულა. როგორც ჩანს თანამშრომლები რატის უკვე კარგადაც იცნობდნენ და აკაკის განცხადებაც არავისთვის არ ყოფილა მოულოდნელი.
დაიწყო რატიმ საუბარი.
მრავალ თემას გადასწვდა, ისაუბრა საკმაოდ საინტერესო თემებზე, თუმცა თაკო არცერთი მათგანით არ დაინტერესებულა. იჯდა და სწავლობდა სათათბირო ოთახის თითოეულ კუთხე კუნჭულს. ბოლოს ამით რომ დაიღალა რატისაკენ მიმართა მზერა. მამაკაცი ყოფილ ცოლს არანაირ ყურადღება არ აქცევდა. თაკომ ისიც იფიქრა ვერ შემამჩნიაო, თუმცა თქვენი აზრით ამდენი ხნის უნახავ ცოლს ვერ შენიშნავდა რატი ბურდული?! ღმერთმა იცის...
- ... მადლობა ყურადღებისათვის! - დაასრულა საუბარი და მამასთან ერთად ოთახი დატოვა.
სხვებიც გავიდნენ ოთახიდან და ინსტიქტურად თაკოც გაყვა მათ.
თავიდან აპირებდა დროებით თიკოს შევეკედლები კაბინეტშიო, თუმცა აკაკიმ დაიბარა თავისთან. კაბინეტისაკენ მიდიოდა, როდესაც გზაზე დამიანეს გადაეყარა.
- ქალბატონო თათბირზე ვერ შემამჩნიეთ? - გაუცინა და დიდი ხნის უნახავი მეგობარისავით გადაეხვია.
გულიანად გაეცინა და თვითონაც შემოხვია ხელები.
- არ მცალია დამიანე, გამიშვი!.. - გაუცინა და თავი გაინთავისუფლა.
- დროებით! - გაუცინა და თავის გზაზე წავიდა.
აკაკის, ახლა უკვე რატის კაბინეტის კარებზე დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ შიგნით შევიდა.
აკაკი თავის ადგილას იჯდა, მის წინ კი სკამზე რატი იყო მოკალათებული.
- თაკო, მგონი ვერ მოასწარი ყოფილი ქმრის ნახვა, არა? - გაუღიმა აკაკიმ.
უხერხული სიტუაცია უნდა გენახათ მის კაბინეტში.
რატიმ უბრალოდ გაუღიმა ყოფილ ცოლს, თაკოსაც გაეღიმა(სავით).
- ხვალიდან უკვე ვასრულებ ჩემს კარიერას და ამასობაში იწყება თქვენი ერთად მუშაობის პერიოდიც. წარმატებებს გისურვებთ! - გაიღიმა აკაკიმ და ფეხზე წამოდგა.
- თაკო თუ გსურს შეგიძლია სახლში წახვიდე და დაისვენო. - მიმართა გოგონას - ხვალ კი უფროსი უკვე აღარ გაგიშვებს ადრე. - ჩუმად გადაუჩურჩულა.
- ნახვამდის. - ნაზი ღიმილით დაემშიდობა მათ და ოთახი დატოვა.

დილით ადრე გაეღვიძა.
მოემზადა და სამზარეულოში თავისი გაკეთებული ყავა მიირთვა.
ცოტა არ იყოს თავი სტკიოდა და მაშინ მიხვდა, რომ ასე მაშტაბურად არ უნდა აღენიშნა ძმაკაცებთან ერთად თავისი წარმატება.
სახლში ძლივს იპოვა მანქანის გასაღები და სამსახურისაკენ წავიდა.
შენობაში ფეხი შედგმული არ ქონდა რომ უკვე ყველა მას ესალმებოდა.
ამანაც გაუღიმა და ლიფტში შევიდა.
უკვე კარები იკეტებოდა, როდესაც შიგნით გოგონა და მამაკაცი შემოვიდნენ.
ამოყო თუ არა ტელეფონიდან თავი მაშინვე იცნო ყოფილი მეუღლე და კომპანიის იურისტი დამიანე.
ერთმანეთს უბრალოდ მიესალმნენ.
დამიანე და თაკო რაღაცაზე საუბრობდნენ და თან გულიანად იცინოდნენ.
ყურადღება არ მიუქცევია მათთვის და ისევ ტელეფონს ჩააშტერდა.
- ბატონო რატი, საზაფხულოდ სადმე ქალაქგარეთ შეხვედრა არ გვექნება? - მორჩნენ თუ არა ამბების გაცვლას რატის მიმართა დამიანემ.
რატიმ უსიტყვოდ დაუქნია თავი და ლიფტიდან პირველი გავიდა.
- უზრდელი! - ქალის ხმით ჩაილაპარაკა დამიანემ და თაკოსთან ერთად ახარხარდა.
- წარმატებები მისურვე! - მორჩა თუ არა სიცილს საწყალი თვალებით ახედა მამაკაცს.
- გისურვებ გადაურჩე მაგ ურჩხულს! - კვლავ სიცილით დალოცა დამიანემ. - ასეთ ქმარს როგორ გაუძელი?
- ადრე ასეთი არ იყო. - უპასუხა და საკუთარი მაგიდისაკენ დაიძრა.
მაგიდაზე მოთავსებული საბუთები დაახარისხა და რატისათვის განკუთვნილები ცალკე გადააწყო.
კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ შევიდა.
რატი ფანჯარასთან იდგა და ტელეფონზე საუბრობდა.
საბუთები მაგიდაზე დააწყო, რატის შეხედა, იმანაც თავი დაუქნია და ოთახი დატოვა.
თავის მაგიდასთან დამიანე იჯდა და კომპიტერში იჩხრიკებოდა.
მივიდა და მაგიდაზე დააკაკუნა. დამიანე შეხტა და დაინახა თუ არა თაკო დამშვიდებულმა სიცილი დაიწყო.
- ბატონო დამიანე აბრძანდით აქედან! - ვითომ სერიოზულობით მიმართა.
- გამისკდა გული, ჩემს ოთახში თიკოს შიშით კომპიტერთან ვერაფერს ვაკეთებ და შენ შეგეკედლე. - თავი იმართლა მან.
- წამო ყავა დავლიოთ რა!.. - შესთავაზა თაკომ და თანხმობის შემდეგ პირველი გაემართა ბუფეტისაკენ.
- შეყვარებული არ გყავს თაკო? - საუბარი წამოიწყო დამიანემ.
- არა, რა იყო?
- გკითხე, შეიძლება?
- რა თქმა უნდა - გაეცინა და ყავა მოსვა. - შენ გყავს?
- შეყვარებული არა, მაგრამ არის გოგონა რომელიც მომწონს... - ჩაილაპარაკა და თვალები გაუბრწყინდა.
- შეყვარებული ხარ დამიანე? - სიცილით კითხა თაკომ.
- მეც გითხარი რა!.. - წარბები შეკრა მან და მზერა მოარიდა.
- კარგი ეხლა, ნუ იბუტები! - გაეცინა და თმები აუჩეჩა.
ამასობაში ბუფეტში რატიც შემოვიდა და მათთან მოშორებით მოთავსდა.
- ეს რა სახით გადაადგილდება. - ჩაილაპარაკა და აფხუკუნდა დამიანე.
- გაჩერდი სულელო! - გაუბრაზდა თაკო და შემდეგ თავადაც აყვა სიცილში.
- რა იყო, არ მოგწონს შენს ქმარზე ასე რომ ვსაუბრობ? - წარბები აათამაშა მან.
- ჯერ ეგ ერთი ყოფილ ქმარზე და მეორეც უბრალოდ შენი ფხუკუნის გამო მთელი ბუფეტი ზანზარებს და არ მინდა ამ კაბაზე ყავა გადავისხა. - ახლა თაკო ახარხარდა.
აყვა დამიანეც და მთელი ბუფეტი ამათმა ხმამ მოიცვა.
როდესაც თვალებიდან უკვე ცრემლები წამოუვიდათ ბუფეტი დატოვეს.

მაგიდასთან იჯდა და საბუთებს ჩაკირკიტებდა.
მალე რატიც დაბრუნდა ოთახში. ცოტა ხანს შიგნით გაჩერდა შემდეგ კი თაკოს დაუძახა.
სავარძელში იჯდა, მაგიდაზე ფეხები ეწყო და სიგარეტს ეწეოდა.
- თაკო, მცხეთაში მივდივართ ორი დღით! დამიანეს და თიკოს შეატყობინე და მოემზადეთ, საღამოს გავალთ! - სწრაფად ჩაილაპარაკა.
დამიანეს და თიკოს სიხარული უნდა გენახათ მაშინ, როდესაც გაიგეს ქალაქიდან გადიოდნენ.
სახლებში წავიდნენ, მოემზადნენ და საღამოს კომპანიასთან შეიკრიბნენ.
- ბატონო რატი, რითი მივდივართ? - დაინტერესდა დამიანე.
- ჩემი მანქანით. - ისე უპასუხა ზედაც არ შეუხედავს.
- სადაა თქვენი მანქანა? - ახლა უკვე თიკომ იკითხა.
- მამაჩემის მძღოლი მოიყვანს და წავალთ. - კვლავ უხასიათოდ უპასუხა მან.
- მალე მოვა? - ახლა დამიანემ ჰკითხა.
- არ ვიცი! - შეუღრინა რატიმ.
ამაობაში მანქანაც გამოჩნდა.
საჭესთან რატი დაჯდა, მის გვერდით თიკო, უკან კი თაკო და დამიანე დასხდნენ.
რატი გზას გაჰყურებდა, თიკო ტელეფონით ერთობოდა, თაკო და დამიანე კი ჯერ საუბრობდნენ, მერე კი ერთმანეთზე დაეძინათ.
მცხეთაში რომ ჩავიდნენ უკვე ბნელოდა. სასტუმროში მივიდნენ და ოთახებში დაბინავდნენ.
- ხვალ 10 საათზე რესტორანში შევხვდებით! - დაუბარა რატიმ თანამშრომლებს და ოთახში შეიკეტა.
- უჟმური! - ძველებურად ჩაილაპარაკა დამიანემ და თაკოსთან ერთად ახარხარდა. თიკო გაერიდა ამ ორ სულელს და ოთახში შევიდა.

დილით რესტორანში შეიკრიბნენ.
ისაუზმეს და გადაწყვიტეს სასეირნოდ გასულიყვნენ გარეთ.
- უცხოელებთან შეხვედრა საღამოსაა დანიშნული, ასე რომ დრო გვაქვს. - გაუხარდა თიკოს და გარეთ გავიდა.
მთელი დღე ისეირნეს.
დამიანე ჩაკიდებდა ხოლმე თიკოს ხელს და წინ მიყავდა. თაკო და რატი კი უხმოდ მოუყვებოდნენ ქუჩებს.
სასტუმროში საღამოსღა დაბრუნდნენ.
შეიძლება ითქვას შეხვედრაზე მხოლოდ უცხოელები საუბრობდნენ. თიკოს თვალები ეხუჭებოდა, რატი თავს ძლივს იკავებდა, თაკოს დამიანეს მხარზე ედო თავი და იქ ეძინა, დამიანე კი მათ დასმულ კითხვებზე პასუხობდა ან კის, ან არას.
როდესაც უცხოელები მიხვდნენ, საუბარს აზრი აქ ქონდა, დასვენება ურჩიეს და თვითონაც მოთავსდნენ თავიანთ ოთახებში.



№1 სტუმარი ლიკლიკაძე

შემდეგ თავს როდის ველოდოთ?

 


№2 წევრი Firefly

დააჯახე კაცო ერთმანეთს ექს ცოლ-ქმარი მომეშალა ნერვები ამათი უემოცოობით ! ჰო კიდევ, მშრალდ წერ და კარგი იქნება გრძნობებს, ფიქრებს თუ გადმოსცემ პერსონაჟებისას, დიალოგებიც სუფრო საინტერესო და ემოციური გახადე.მოთხრობის მთავარ გმირებს ცოტა ინტიმური გარემო შეუქმენი.
გელოდები ხავალ უ'უმაგრესი ახალი თავით.აი ისეთი რო ძალიან ძალან რომ მესიამოვნება ♥♥♥
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი tamuna.s

dialogebi ar aris mtavari gmirebis da ragac zedapirulia istoria. rati ki jer-jeeobit saertod ar momwons, umaduri gamodga. ise iqceva titqos aqet takom moitaca shecdomit da ara titon. gogos cxivreba tavdayira dauyena tavisi shecdomit da mere moisrola rogorc gamoyenebuli nivti. raom shexvda ase civat da ise titqos vigac ucxo iyos. gasagebia rom ar uyvarda tako, magram cudad zim ar dashorebulan, an rame xim ar daushavebia mistvis. ragac dzalian bevri eshleba rogorc kacs.

 


№4 სტუმარი გვანცა))

ჰო აი რაღაცნაირად მგონი უემოციაა
უფრო სხვანაირად მეგონა მოვლენების განვითარება,მაგრამ ეეს შენი საქმეა

წარმატებებიიი

 


№5 სტუმარი Guest ნინია

ცოტა საბავშო ბაღია თან მშრალად წერ.

 


№6  offline წევრი DevilGirl

კარგია ძალიან ყველაფერი მომწონს, გააგრძელე, ხვალ დიდი და მაგარი თავი დადე რაა, რომანტიკულ გარემოს თუ შეუქმნი ყოფილ ცოლ-ქმარს არ გვეწყინება :დ მაგარი გოგო ხარ :*

 


№7  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Me weris stilze ar vilaparakeb ai rati umaduria dampali xolo damiane ra sayvarelia chasakbechi bichi tako sayvareli warmatebebi
--------------------
M.D

 


№8 სტუმარი Guest ketu

აუ აუ რა კარგი იყო რა არ მინდოდა დამთავრებულიყოოოოოო......

 


№9  offline მოდერი bibo

exa airtyav ahsn ra damiane kaco me colqmars aherigeba minda icode tvara gagtyipav :D kaoba marwyvis gulov vgijdebi me shenze patarav da sauketeso xar tkbilo alubalo

 


№10 სტუმარი ..

ძაან მაგარი გოგო ხარ შენ

 


№11  offline წევრი dadunini

მომწონს მომწონს მომწონს მალე დადე შემდეგი ნუ მალოდინებ გთხოვ smile smile

 


№12 სტუმარი გიჯი

დადე რა მალე

 


№13  offline წევრი davinna

hoo istoria momwons,magram emocia aklia..ai sachmels ro marili aklia da "gexamusheba" ai ise :d meti emocia,meti exstrimi patara:d dagvanaxe,gagvagebine es ori caltvina ras piqrobs..ara ori rato ratia caltvina,ase rogor gaushva.axla kide uaresad iqceva..dashorebis momenti cotaunda gagemdzaprebina magalitad,rogorarundoda wasvla qalbatons da rogor wkdeboda gulis pawawuna mawili am gorilas:d velodebi shemdegs

 


№14  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan debilobaa dzaan mshrali da uemocio

 


№15  offline წევრი nini :)

Dialogebit emociebit gasmdidre istoria da ufro kargi gamovaaaaaaa..... warmatebebiii

 


№16  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra debili bichia

 


№17 სტუმარი სტუმარი ბაბი

აუ ხალხნო გამარკვიეთ რა რახდება შემდეგ თავს ვრთავ და სხვაა მგონი ეს დემონი და მაკრინე ვინაა ლანას მაგივრად რკმ მოიტაცეს

 


№18 სტუმარი სტუმარი სოფო

ამის გაგრძელება აღა
რაა???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent