My life Sucks!! 10 (+15)
ალექსმა სცადა კარი დაეხურა, მაგრამ დიმიტრიმ ფეხით გააჩერა. ხელები მკერდზე გადააჯვარედინა და შემომხედა. - ჩემს სახლში და ჩემი დის ოთახში - ჩაიცინა მან. - დიმიტრი, წადი აქედან! - დაუყვირა ალექსმა და კიდევ ერთხელ სცადა კარი დაეხურა. დიმიტრის ფეხი ოდნავ გაუცურდა, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა, კედელს ხელით მიეყრდნო და კარი ღია დატოვა. გაოცებული ვუყურებდი. - ხომ მითხარი, რომ მას არ იცნობდი?! და შენ ისე იქცეოდი, თითქოს ალექსს არ იცნობდი! - ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება და მათ შევხედე. - აჰ, ჰო ეს. ალექსანდრამ ამიკრძალა, რომ ჩვენი ნათესაობის შესახებ ვინმესთვის მეთქვა. რა სირცხვილია - დრამატულად ამოიოხრა დიმიტრიმ - ჩემმა საკუთარმა დამ, თავისი დიდებული ძმა საიდუმლოდ შეინახა, "დიმიტრი მატყუარა არ არის, მხოლოდ იმ შემთხვევაში იცრუებს თუ სხვა გზა არ აქვს" კიმის სიტყვები გამახსენდა და გაოცებისგან ხმა ისევ დავკარგე. ალექსი დიმიტრის და იყო?! რა ჯანდაბაა? " ჩემი და შენთვის რომ გამეცნო, გაოცებული დარჩებოდი პატარა თეოდორ" ამჯერად დიმიტრის სიტყვები მეორდებოდა ჩემს გონებაში. როგორ მეუბნევოდა, რომ მხოლოდ გალენი ჰგავდა და დასთან არანაირი მსგავსება არ ჰქონდა. - დიმიტრი, ფეხი გასწიე სანამ მომიტეხავს - დაისისინა ალექსმა. - მაგრამ ალექსანდრა, ძვირფასმა დედამ სადილზე დასწრება გთხოვა - გაიკრიჭა დიმიტრი და კარი უფრო მეტად გააღო. - კარგი! უბრალოდ კარს ფეხი მოაშორე! - უთხრა ალექსმა, კარს ხელი გაუშვა და უკან გადგა. დიმიტრიმ ნელა გასწია ფეხი. ორივეს შემოგვხედა და ოდნავ გაიცინა, სანამ შებრუნდებოდა და დერეფანში გაუჩინარდებოდა. - რა? - ვიკითხე დაბნეულმა. - არავის უთხრა, რომ ჩემი ძმაა. გთხოვ თიო - შემევედრა ალექსი. - მაგრამ მან თქვა, რომ მისი და უფროსი იყო! - ვუთხარი გოგონას. ალექსმა თავი დამიქნია - ერთი წლით ვარ მასზე უფროსი, მაგრამ როდესაც დაწყებით კლასებში ვიყავი, ფეხზე ოპერაცია გავიკეთე. ცუდათ შემიხორცდა და კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება მომიწია. სკოლას ვაცდენდი და როდესაც დავბრუნდი, დიმიტრის კლასში დამსვეს. - დიმიტრი ივანოვი შენი ძმაა. ოჰ, ღმერთო ჩემო - დაუჯერებლად გავიცინე - აქამდე როგორ ვერ გავიგე? - თიო, გევედრები არავის უთხრა. დიმიტრი ხომ იცი, ბჭყვიალა შეშლილი და უგულო მეძავია. არ მინდა ხალხმა იცოდეს, რომ ჩემი ძმაა. არავინ იცის ჩემი გვარი, მხოლოდ იმიტომ რომ ყველა იცნობს დიმიტრის და მასაც დავაფიცე, რომ ისე მოიქცეოდა, თითქოს ერთმანეთს არ ვიცნობდით. ასე რომ გუშინ დიმიტრის ვკოცნიდი. დღეს ალექსს ვკოცნი და ეხლა ვიგებ, რომ და-ძმანი არიან. - არავის ვეტყვი - ვუთხარი ბოლოს. - მადლობა - სახეზე შვება გამოესახა და ხელი მომკიდა - წამოდი, ვჭამოთ. მას ყურადღება არ მიაქციო. ოთახიდან გამიყვანა და დაბლა ჩავედით. სასადილო ოთახში როდესაც შევედით, გალენმა გაოცებით ამომხედა, - თიო! - დაიყვირა და დიმიტრის შეუბრუნდა - აქ რას აკეთებს? და რატომ არის ალექსთან ერთად? ეხლა ვხვდები საიდან მეცნობოდა მისი ხმა. მეგონა აქცენტის გამო, მაგრამ იქიდან მახსოვდა, როდესაც ალექსს ოთახში შემოშვებას სთხოვდა. - პატარა თეოდორი ალექსანდრას დავალების დაწერაში ეხმარება - უთხრა დიმიტრიმ და გალენს თავზე ხელი დაადო. უფროს ძმასთან შედარებით, ბავშვი ძალიან დაბალი ჩანდა. - ოჰ - თქვა გალენმა. დიმიტრის ხელი თავიდან ააღებინა, თავისი პატარა ხელი ჩასჭიდა და სასადილო ოთახის მაგიდასთან მიიყვანა. ერთმანეთის გვერდზე დასხდნენ. ალექსის დედა ოთახში შემოვიდა. შეჩერდა როდესაც თვალი შემავლო - გამარჯობა - თქვა რუსული აქცენტით - შენ ვინ ხარ? - პატარა თეოდორია - გაიცინა დიმიტრიმ. - მოკეტე დიმიტრი. ჩემთან არის მოსული და მე წარვადგენ. არც კი მოსწონხარ - თქვა მკაცრად ალექსმა - დედა, ეს თიოა. საშინაო დავალების დაწერაში მეხმარებოდა. - ალექს, შენს ძმას ნუ ეუხეშები - თქვა შემცბარმა ქალმა - სასიამოვნოა შენი გაცნობა თიო. მე მისის ივანოვი ვარ. ოთახში კაცი შემოვიდა და პიცის ორი ყუთი შემოიტანა. ძალიან ვეცადე პირი არ დამეღო, როდესაც კაცი შევათვალიერე და შემდეგ დიმიტრისა და გალენს შევხედე. როცა კიმმა მითხრა, რომ სამივეს ერთად ნახვა უცნაური იქნებოდა, როგორც ჩანს არ ხუმრობდა. ეს კაცი აშკარად მისტერ ივანოვი იყო. დიმიტრისა, გალენისა და მათი მამის ერთ ოთახში ნახვა სიგიჟეს ჰგავდა. თითქოს ადამიანის ზრდას უყურებდი. ბავშვი, თინეიჯერი და ზრდასრული მამაკაცი. ძალიან ძნელი იყო მათ შორის განსხვავების დანახვა. ერთადერთი რაც განასხვავებდათ გალენის ბავშვური, დიმიტრის მოზარდისა და მისტერ ივანოვის ზრდასრული სახე იყო. - მამა, ეს თიოა - ალექსმა ჩემზე მიუთითა - დავალების დაწერაში მეხმარებოდა. - სალამი თიო. სასიამოვნოა შენი გაცნობა - მითხრა მისტერ ივანოვმა მკვეთრი რუსული აქცენტით. პიცის ყუთები მაგიდაზე დადო და ყველას თეფშები და ხელსახოცები ჩამოგვირიგა. ოთახი დატოვა და რძით და ჭიქებით შემობრუნდა. ის და მისის ივანოვიც ერთად დასხდნენ. - დიმი, ერთი ნაჭერი გადმომაწოდე, ვერ ვწვდები! - დაიწუწუნა გალენმა. - გალენ, თქვი "გთხოვ" - მკაცრად უთხრა მისის ივანოვმა. - გთხოვ ერთი ნაჭერი გადმომაწოდე - გაიმეორა გალენმა. - რა თქმა უნდა - უპასუხა დიმიტრიმ, გრძელი ხელები გაიწვდინა და თავისთვის და გალენისთვის პიცა აიღო. ვიჯექი და ყველას გაოცებული ვათვალიერებდი. ალექსი და დიმიტრი ნათესავები იყვნენ! - პატარა თეოდორ, გინდა შენც გადმოგაწოდო? - შემომთავაზა დიმიტრიმ. - თვითონაც შეუძლია აღება, დიმიტრი - ალექსმა შეუბღვირა. - უბრალოდ ზრდილობა გამოვიჩინე ალექსანდრა - გაიღიმა დიმიტრიმ. გალენმა ყველა შეგვათვალიერა - ალექს, შენ და თიო ერთმანეთს ხვდებით? ალექსი გაწითლდა - არა, არ ვხვდებით გალენ! - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მართლა ასეა - ჩაიცინა დიმიტრიმ, რაზეც თვალები დავუბრიალე. - აბა რატომ ხარ თიოსთან ერთად? - დაიჟინდა გალენმა - მეგონა ის და დიმიტრი... - მე და პატარა თეოდორი მეგობრები ვართ - თქვა დიმიტრიმ მხიარულად და გალენი იქამდე გააჩუმა, სანამ კოცნას ახსენებდა. - არა, არ ხართ - უთხრა ალექსმა - თიოს არ მოსწონხა დიმიტრი. - რა თქმა უნდა მოვწონვარ! ასე არ არის პატარა თეოდორ? - მკითხა დიმიტრიმ და ჩემსკენ შემობრუნდა. - არა, არ მომწონხარ - თვალები დავუბრიალე და ვეცადე ჩემი სწრაფი პულსისთვის ყურადღება არ მიმექცია. ალექს არ უნდა სცოდნოდა, რომ დიმიტრის ვკოცნიდი და დიმიტრისაც არ უნდა გაეგო, რომ ალექს ვაკოცე. - დიმიტრი, ის ჩემი მეგობარია. დაანებე თავი - ალექსი მოთმინების შენარჩუნებას ცდილობდა. - მგონია, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია მეგობრობა ალექსანდრა! დიდებული იქნებოდა - უთხრა დიმიტრიმ, გაიკრიჭა და პიცის ჭამა დაიწყო.. - სერიოზულად ვამბობ. გირჩევნია თავი დაგვანებო - მკაცრად თქვა ალექსმა. - რატომ? დიმიტრი და თიო მეგობრები არიან - შეეპასუხა გალენი. - არა, არ არიან, გალენ. როგორც იცი დიმიტრი ყოველთვის საზიზღარია და მაწუხებს, მეც და მასაც ვისთან ერთადაც ვარ - უპასუხა ალექსმა. - არა დიმი და თიო მართლა მეგობრები არიან - დაიჟინა გალენმა. - მართალია რომ იცოდე - დაეთანხმა დიმიტრი - პატარა თეოდორს თაყვანს მცემს. ისიც და მისი დაც. - ეი! ჩემს დას თავი დაანებე! - ვუთხარი გაბრაზებულმა, ვცადე ეჭვიანობა არ გამომეჩინა. ჩემს დას ეფლირტავებოდა და შემდეგ მე მკოცნიდა!. ... ოჰ, ღმერთო დიდებულო, როგორი ფარისეველი ვარ. დიმიტრი სკამს მიეყრდნო და უფრო მეტად გაიღიმა - მაგრამ ძვირფასი ტალია ნამდვილად მაღმერთებს. კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ ის ამას არ უარყოფს, პატარა თეოდორ. - დიმიტრი, წადი აქედან! - დაიყვირა ალექსმა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს უნდოდა დიმიტრის თავი შუაზე გაეყო - ჩვენ. არ. მოგვწონხარ! - საკმარისია - თქვა გაღიზიანებულმა მისის ივანოვმა - ალექს, დიმიტრი, ჩხუბს მორჩით. - მაგრამ დედიკო, დიმი მართალია! - უთხრა გალენმა. - გალენ, შენ დიმიტრის მაშინაც გაამარლთებდი, შენთვის რომ ეთქვა გოგო ხარო - ალექსმა საფეთქლები დაიზილა. - კიდევ კარგი გოგო არ არის - თქვა დიმიტრიმ - დარწმუნებული არ ვარ, ორი დას თუ გავუძლებდი. - იმედია იცი, როგორი ძნელიც არის ცდუნებას არ ავყვე და არ დაგახრჩო - უპასუხა ალექსმა. - მსგავსი რამ აქამდეც უთხვამთ - თქვა ბიჭმა და პიცა მოკმიჩა. - კარგით, კარგით. საკმარისია. გალენ, არ მაინტერესებს ვინ არის მართალი, უბრალოდ მინდა, რომ კამათი შეწყდეს - მისის ივანოვმა შვილებს მკაცრად გადახედა. - რასაც იტყვი, ძვირფასო დედა - დიმიტრიმ გალენს ხელი გადახვია. ბავშვმა თავი დაუქნია, შემომხედა და შეცბა, მის თვალებში ეჭვი გაკრთა. - დიმიტრი, მაისურზე საწებელი გაქვს - ამოიოხრა მისი ივანოვმა. ბიჭმა მაისურზე დაიხედა - ოჰ, როგორი არადიდებულია - დრამატულად ამოიოხრა, ხელსახოცი აიღო და მოიწმინდა. დიმიტრის მშობლებს თვალს ვერ ვაშორებდი. როგორ შეეძლოთ ესე ჩვეულებრივ ლაპარაკი, როდესაც ბიჭს წარმოუდგენელი ჩაცმულობა ჰქონდა? არ სცხვენოდათ მაინც მისი კაშკაშა სტილის? თავი ვაიძულე გამეხედა და სწრაფად შევჭამე პიცის ნაჭერი. ალექსი ადგა და თხოვნის გამომხატველი მზერით შემომხედა. - გინდა ზემოთ ავიდეთ? - მკითხა მან. - ჰო - ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი. - ალექსანდრა და პატარა თეოდორ, ესე მალე გვტოვებთ? - იკითხა გამხიარულებულმა დიმიტრიმ. - არ გამოგვყვე და არც გაბედო ჩვენი შეწუხება - მკაცრად უთხრა ალექსმა - დედა, ყურადღება მიაქციე, რომ არ შეგვაწუხოს. - ოჰ, ალექს, კარგად მოექეცი მას - მისტერ ივანოვმა თვალები გადაატრიალა. - დაიცადეთ, დაიცადეთ! თიოს უნდა დაველაპარაკო - გალენი ფეხზე წამოხტა, ჩემთან მოვიდა და ხელი მომკიდა - წამომყევი. - გალენ, რას აკეთებ? - ჰკითხა დაეჭვებულმა მისის ივანოვმა. - მხოლოდ ერთი წუთით დედიკო. გპირდები მალე დავაბრუნებ - ალექსს მიუბრუნდა - შენ აქ დარჩი - შემდეგ დიმიტრისკენ შებრუნდა - შენც. სამზარეულოდან გამიყვანა და მისაღებში შევედით. კედელზე ჩამოკიდებულ სურათებს თვალი შევავლე და გავშეშდი, როდესაც უმეტეს მათგანზე დიმიტრი შევნიშნე. პირველად რომ მოვედი სურათებისთვის არ შემიხედავს. დიდი საოჯახო ფოტოსურათი ბუხართან ეკიდა და წინა წელს გადაღებულს ჰგავდა. დიმიტრი, თავის სტილთან შედარებით, სადად გამოიყურებოდა და თითქოს პირველად ვხედავდი. თეთრი, ვარდისფერ კოპლებიანი ჯინსი და ვარდისფერი მაისური ეცვა. თმა, როგორც ყოველთვის, იისფერი გელით დაყენებინა. სხვა სურათისკენ გავიხედე და ლამის ყბა ჩამომივარდა. დიმიტრის სურათი იყო. " დიმიტრი, მეორე კლასში" ეწერა კუთხეში. გალენის ასლი იყო, მაგრამ ღია ვარდისფერი მაისური და ყვითელი შარვალი ეცვა. - მორჩი სურათების თვალიერებას. შენთან საუბარი მინდა - მითხრა გალენმა. - კარგი, კარგი - ამოვიოხრე - რა გინდოდა გალენ? - ჩემი დის ოთახში რატომ იყავი? - მკითხა დაეჭვებულმა - მასაც კოცნი? - შენი და არ მოგწონს? - ვეცადე ყურადღება გადამეტანინებინა და კითხვაზე პასუხის გაცემაც არ მომიწევდა. - მომწონს. უბრალოდ დიმისთან ძალიან უხეშია და არ მომწონს, როდესაც ესე ცუდათ ექცევა - მითხრა შემცბარმა. ნეკა თითი ასწია - და შენც გირჩევნია არ ეუხეშო. ნეკა თითის პირობა დადე, რომ ცუდათ არასდროს მოექცეოდი, თიო. დიმის მართლა მოსწონხარ, თვითონ მითხრა. - ის მეც მომწონს გალენ - ვუთხარი ჩუმად - დიმიტრის ტკივილს არ მივაყენებ. - კარგია - დამშვიდდა ოდნავ - მაგრად გცემ, რამე რომ დაუშავო. - კარგი - ჩავიბუზღუნე. ხელი მომკიდა და ისევ სასადილო ოთახში შემიყვანა. თავი დამიქნია და მომშორდა. - კარგი, ეხლა შეგიძლია ალექსთან ერთად წასვლა. უბრალოდ გახსოვდეს რაზეც ვისაუბრეთ - მითხრა ბავშვმა და დიმიტრის კალთაში ჩაუხტა. - გალენ! შენს სკამზე დაჯექი. დიმიტრი ჭამს - უთხრა მისტერ ივანოვმა. - არაუშავს, ძვირფასო მამა. ჭამას მოვრჩი. რადგან ჩემს პატარა თეოდორთან ყოფნა აკრძალული მაქვს, ჩემს ძვირფას ძმასთან მაინც ვიქნები - გალენს ხელები შემოხვია. - შეშლილი - ჩაიბუზღუნა ალექსმა, ხელი მომკიდა და ოთახიდან გამათრია, სანამ მისი მშობელბი რამის თქმას მოასწრებდნენ. საძინებელში ავედით და ოთახის კარი ჩაკეტა. - ძალიან ვწუხვარ, თიო. ღმერთო, აქ არ უნდა მომეყვანე. უბრალოდ დიმიტრი გვიანობამდე ამეცადინებდა.... და უმეტესად კიმთან მიდის ხოლმე... - საცოდავად შემომხედა. - როგორ მოხდა, რომ ვერავინ გაიგო თქვენი ნათესაობის შესახებ? ერთი გვარი გაქვთ. ესეც საკმარისია, რომ ყველა მიმხვდარიყო - ვკითხე და მის საწოლზე ჩამოვჯექი. გვერდით მომიჯდა და თავი გააქნია - მასწავლებლებს ვთხოვე, რომ გვარი არ ეხსენებინათ, რადგან არ მინდოდა სცოდნოდათ, რომ დიმიტრის და ვარ. ყველა მასწავლებელმა იცის ის ვინც არის, ასე რომ არაფერი უთქვამთ ამასთან დაკავშირებით. არც სურათებში ვჩანვარ ხოლმე და ამიტომ გვარიც საიდუმლოდ მენახება - ამიხსნა მან. - ვინმემ იცის? - ვკითხე მას. თავი დამიქნია - სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანმა, მაგრამ არც ისე ბევრმა. მხოლოდ რამდენიმე ჩემმა მეგობარმა და კიმმა. - ანუ.... ზოი. დიმიტრი შენს მეგობართან იწვა? ალექსმა თავი გააქნია - ზოი ჩემი მეგობარი არ იყო. ჩემი საუკეთესო მეგობრის ბიძაშვილია. წინა წელს, დიმიტრი მასთან რამდენჯერმე იწვა, შემდეგ ისე მიატოვა, თითქოს არაფერს ნიშნავდა და სხვა ვიღაცასთან გააბა ურთიერთობა. გულს მირევს. - შენი მშობლები არაფერს იძახიან ამის შესახებ? - ისინი თავის შვილს სხვებთან დაწოლის უფლებას აძლევდნენ და მის შეჩერებასაც არ ცდილობდნენ? ალექსმა ზიზღით თავი გააქნია - ვდილობდი მეთქვა რასაც აკეთებდა, მაგრამ არ მიჯერებენ. ქორწილამდე ურთიერთობა არ მოსწონთ, ამიტომ არ უნდათ დაიჯერონ, რომ დიმიტრი ამას აკეთებს. სამწუხარო ის არის, რომ არც კი ეკითხებიან, რადგან იციან, დიმიტრი გულწრფელად უპასუხებს. - და უფლებას აძლევენ ესე ეცვას? - კითხვისგან თავი ვერ შევიკავე. ალექსმა თავი დამიქნია - მათ "ნორმალური გონება კრეატიულია"-სი სჯერათ. დიმიტრი წარმოუდგენლად ნიჭიერი ხელოვანია. მეფე ლომის ნახატიც მისი დახატულია. ჩემი მშობლები ფიქრობენ, ის ასე იმიტომ იქცევა და იცმევს, რომ მისი ტვინი განსხვავებულია და ამ გზით გამოხატავს თავის თავს - თვალები გადაატრიალა - მათი რჩეული, ნიჭიერი შვილია. - ვაუ - თავი გავაქნიე. და მე ვიფიქრე, რომ კიმს ეცოდინებოდა პასუხები - მაგრამ კეიდენის შემდეგაც ვერ მიხვდნენ, რომ დიმიტრი ხალხთან იწვა? ჩემდა გასაკვირად, ალექსი გაფითრდა - ამის შესახებ საიდან იცი? - დიმიტრიმ და კიმმა მითხრეს - ვუპასუხე. - კეიდენმა სცადა ეთქვა ჩემი მშობლებისთვის, რაც დიმიტრიმ გააკეთა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დიმიტრი უგონოდ იყო მიწაზე და ცხვირი გატეხილი ჰქონდა, ჩემი მშობლები ბიჭს არ უსმენდნენ. მართლა ვფიქრობდი, რომ მამაჩემი მოკლავდა კეიდენს - მითხრა გოგონამ - სახლიდან გააგდო და შემდეგ დიმიტრი საავადმყოფოში წაიყვანეს. არც უკითხავთ ზუსტად რა მოხდა, არ უნდოდათ სიმართლის მოსმენა და იცოდნენ, რომ თუ კითხავდნენ, ყველაფერს მოყვებოდა. - რა უპასუხისმგებლობაა - ავღნიშნე მე. - ახალი თქვი რამე - თვალები გადაატრიალა. საათს შევხედე, ამოვიოხრე და წამოვდექი - უკვე დროა სახლში წავიდე. გპირდები, არავის ვეტყვი, რომ შენი ძმაა. - მადლობა თიო. წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ მძულს დიმიტრი და უფრო საშინელი ის არის, რომ გალენი აღმერთებს. სპორტით დაკავებული ვარ და დიმიტრი ატარებს ბევრ დროს გალენთან. გეფიცები, გალენიც რომ ბჭყვიალა შეშლილად აქციოს, მოვკლავ - თქვა გარიზიანებულმა. - ბევრი რამ გავიგე დღეს. კარგად ალექს. ხვალ გნახავ - დავემშვიდობე გოგონას. მისი ოთახიდან გამოვედი და დერეფანს ჩავუყევი. ჩემსავე ფიქრებში ჩავიკარგე. - პატარა თეოდორ. ავიხედე და უკან გადავხტი, როდესაც მივხვდი, რომ ლამის დიმიტრის დავეჯახე. ჩემს წინ იდგა და გალენისთვის ხელი ჩაეჭიდა. ბავშვი მიბღვერდა და ისევ ეჭვით მიყურებდა. - სალაპარაკო გვაქვს პატარა თეოდორ - მითხრა დიმიტრიმ და გალენს ხელი გაუშვა. პატარა ბიჭმა შიშით შეხედა - შენს ოთახში უნდა ელაპარაკო დიმი? დარწმუნებული ხარ, რომ იმ ბოროტ ბიჭს არ ჰგავს? - დამშვიდდი ძვირფასო. კარგად ვიქნები - დაჰპირდა დიმიტრი და თმა აუჩეჩა. გალენმა ნერვიულად დაუქნია თავი, ოთახში შევიდა და ნელა დახურა კარი. დიმიტრიმ ხელი მომკიდა, ისევ უკან შემაბრუნა და როდესაც ალექსის მოპირდაპირე ოთახში შევედით, კარი ჩაკეტა. ოთახში გაოცებულმა მიმოვიხედე. ლამაზი, რეალისტური ნახატები კედელზე, თავისი, მეგობრებისა და ოჯახის ფოტოებთან ერთად გამოეფინა. კედლები ვარდისფერი იყო და ადგილებში სხვადასხვა ფერის საღებავით დეკორირებული. საწოლი ყვითელი ჰქონდა და მწვანე ფერის ბალიშები ელაგა. დიმიტრიმ საწოლთან მიმიყვანა და ერთად ჩამოვსხედით - ჩემს დას კოცნიდი - ჩაიცინა ბიჭმა. გავწითლდი - ამას რატომ ამბობ? - იმიტომ რომ იდიოტი არ ვარ პატარა თეოდორ. ალბათ ბედის ბრალია, მე რომ შენს დას ვეფლირტავები - მითხრა მან. კმაყოფილს უფრო ჰგავდა, ვიდრე ეჭვიანს ან შეურაწყოფილს. - გაბრაზებული არ ხარ? - ვკითხე ცნობისმოყვარეობით. - არა, ჩემი დის კოცნაზე, ბევრად სერიოზული რამ უნდა იყოს, რომ მე გავბრაზდე პატარა თეოდორ. თანაც, მოგეწონა მისი კოცნა? - არა - ვუპასუხე უხალისოდ - შენზე ვფიქრობდი. - ასეც ვიფიქრე - ლოყაზე ნაზად შემახო თითები. თავი ისე შემაბრუნებინა, რომ მის მსუსხავ თვალებში ჩამეხედა. - მორჩი ჩემს უარყოფას, პატარა თეოდორ. ეს ყველაფერს ართულებს - მითხრა, ჩემსკენ გადმოიხარა და ტუჩები ჩემსას შეახო. მისი რჩევა გავითვალისწინე, ჩემს თავს კოცნაში ჩაძირვის უფლება მივეცი და ხელები კისერზე შემოვხვიე. საწოლზე ნაზად გადამაწვინა, მისი დიდი, მაგრამ კომფორტული წონა მამძიმებდა. მაგრამ, შემდეგ გონებაში რაღაც ფიქრმა გამიელვა. რამდენ ადამიანთან იწვა დიმიტრი ამ საწოლზე? მას მოვშორდი და იდაყვებზე წამოვიწიე. თვალებში შევყურებდი და ისიც დაკვირვებით მათვალიერებდა. იღიმოდა, თითქოს კარგად იცოდა რაზეც ვფიქრობდი. - საიდან უნდა ვიცოდე, რომ მხოლოდ ჩემთან დაწოლა არ გინდა? საიდან უნდა ვიცოდე, რომ ერთგული იქნები, შენთან ურთიერთობა თუ მექნება? - პასუხი მკაცრად მოვთხოვე. - ძვირფას კიმბერლის ჰკითხე. როდესაც ვიღაცის მიმართ გრძნობები მაქვს, მათზე დაყრდნობით ვმოქმედებ. ურთიერთობაში ერთგული ვარ, პატარა თეოდორ. მოღალატე არ ვარ. არასდროს მიღალატია იმ ადამიანისთვის, რომელსაც ვხვდებოდი. იშვიათად მაქვს ურთიერთობები, ისე რომ იცოდე. ასე რომ შენს მიმართ ნამდვილად მაქვს გრძნობები - ამიხსნა მოთმინებით. ისევ მაკოცა - შანსი მომეცი პატარა თეოდორ. თუნდაც საიდუმლო ურთიერთობა გვქონდეს - ამაყად გაიღიმა - ნახავ როგორი ერთგულიც ვარ და თანაც დიდებული შეყვარებული. - არავის ეტყვი, რომ ერთად ვართ? - ვკითხე ჩუმად. - მხოლოდ ძვირფას კიმბერლის - დამპირდა ის. - ტალიასაც კი არ ეტყვი? - ვკითხე ისევ. - თუ შენ გენდომება რომ უთხრა, მხოლოდ ამ შემთხვევასი გაიგებს. მატყუარა არ ვარ პატარა თეოდორ. მხოლოდ ალექსანდრას შესახებ მოვიტყუე, ეგეც იმიტომ, რომ თვითონ დაიჟინა - მითხრა გულწრფელად. - კარგი - ვუთხარი რამდენიმე წუთის შემდეგ. - ჩემი შეყვარებული იქნები? - მკითხა გაბრწყინებული თვალებით. - ჰო - იმედი მქონდა, ამ გადაწყვეტილებას არ ვინანებდი. მაგრამ როდესაც მისი ტუჩები ისევ შეეხო ჩემსას, ყველა სხვა ფიქრი გაქრა ჩემი გონებიდან და კიდევ ერთხელ ვაკოცე ვნებიანად, ჩემს შეყვარებულ - დიმიტრი ივანოვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.