შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

My life Sucks!! 9 (+15)


30-12-2016, 05:31
ავტორი Constance
ნანახია 1 737

- თიო!
მოულოდნელობისგან შევხტი და ლამის სკამიდან გადავვარდი - რა??
ტალიამ წარბი ამიწია - გამოთიშული ხარ. რატომ?
მხრები ავიჩეჩე - დავიღალე - მოვიტყუე დამაჯერებლად.
გავრისკე და დიმიტრისკენ გავიხედე, რომელიც მეგობრებთან იჯდა და ლაპარაკობდა. დღეს განსაკუთრებით კაშკაშა მეჩვენა.
ბჭყვიალა ოქროსფერი, მწვანე გულიანი მაისური ეცვა. საგვარეულო შარფი ყელზე შემოეხვია. შარვალი თეთრი ეცვა და ადგილებში ღია ვარდისფერში გადადიოდა.
- ეს მაისური... უბრალოდ მინდა დავწვა. შარვალიც - თქვა ოლივერმა და დიმიტრი შეათვალიერა.
- ოჰ, დაანებეთ თავი - ტალიამ თვალები გადაატრიალა.
- მართალია. დარჩენილი დღის მანძილზე, შიშველს რომ არ მოუწევდეს სიარული, სიამოვნებით დავუწვავდი მთელს ტანსაცმელს - ჩავიბუზღუნე და ვეცადე არ გავწითლებულიყავი, როდესაც დიმიტრის სიტყვები გამახსენდა.
- შეგვიძლია ბიჭი თავისი სამოსითვე რომ დავწვათ? - იკითხა ოლივერმა.
- საწვავს მოვიტან - ვუპასუხე.
- მე სანთებელას - მითხრა ოლივერმა.
ხელი ერთმანეთს დავარტყით და ჩვენი ჩვეული მისალმება გავაკეთეთ. გავიკრიჭეთ, ტალია კი დაიჯღანა.
- ვერ გიტანთ - ამოიოხრა მან.
- გიყვარვართ - დავიჟინეთ.
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა და ჯიბიდან ამოვიღე. ტექსტი ფრთხილად გავხსენი, რომ ოლივერს წაკითხვის საშუალება არ ჰქონოდა.
"კარადასთან ვარ"
მობილური ჯიბეში დავაბრუნე და წამოვდექი - მალე დავბრუნდები. მასწავლებელს უნდა დაველაპარაკო - მოვიტყუე, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და კაფეტერიიდან სწრაფად გავედი.
დერეფანს ჩავუყევი და გოგონას შევხედე, რომელიც მოწყენილი ჩაჰყურებდა აიპოდს.
- კიმ.
წამოხტა და შემომხედა - თიო, უნდა მივმხვდარიყავი, რომ შენ მთხოვე მოსვლა - მითხრა სიცილით - დიმიტრიმ თქვენზე მითხრა, ასე რომ ალბათ მასთან დაკავშირებით გაქვს საქმე.
თავი დავუქნიე - ჰო, რამდენიმე კითხვა მაქვს.
- როგორც ყველას - ჩაიბუზღუნა და ხელი თმაში შეიცურა - კარგი, რაზეც შემიძლია გიპასუხებ, მაგრამ დიმიტრი ძალიან რთული ადამიანია, ასე რომ არ მგონია ძალიან დაგეხმარო.
მივუთითე დამჯდარიყო და ორივე იატაკზე დავსხედით. გონება მოვიკრიბე, რომ კითხვების მოფიქრება შემძლებოდა.
გადავწყვიტე ის მეკითხა რაც უცბად მომაფიქრდებოდა - კეიდენი ვინ არის?
კიმი გაფითრდა - კეიდენი. დიმიტრიმ გითხრა კეიდენის შესახებ?
თავი დავუქნიე - მან თქვა, რომ ერთად იწვნენ, დიმიტრის ურთიერთობა არ უნდოდა და კეიდენი გაბრაზდა, ასე რომ სცემა. ზუსტად რა მოხდა?
- დიმიტრი არ იტყუებოდა. კეიდენი და დიმიტრი რამდენჯერმე ერთად იწვნენ, მაგრამ დიმიტრის ურთიერთობა არ უნდოდა. მის ნათქვამს თუ დავუჯერებთ, სანამ ერთად დაწვებოდნენ, კეიდენს ძალიან, ძალიან ნათლად აუხსნა. კეიდენი ერთ დღეს მათ სახლში გამოცხადდა, ისევ ერთად იწვნენ და როდესაც წასასვლელად ემზადებოდა, სცადა დიმიტრი დაერწმუნებინა, რომ შეხვედრა დაეწყოთ. როდესაც დიმიტრიმ მისი უარყოფა განაგრძო, კეიდენმა ყვირილი დაიწყო. გალენი ოთახში იმ დროს შევიდა, როდესაც კეიდენმა დიმიტრის ცემა დაიწყო - კიმმა ტუჩზე იკბინა და ოდნავ აკანკალდა.
- დიმიტრიმ ეს ისე მომიყვა, თითქოს ცუდი არაფერი მომხდარა - ვუპასუხე და ზუსტად მოვუყევი ყველაფერი, რაც ბიჭმა მიამბო.
- მას ყოველთვის ისე მოაქვს თავი, თითქოს სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ ეს მართლა ცუდი იყო. ღმერთო, მის მშობლებს უნდოდათ, რომ კეიდენი დაეკავებინათ, მაგრამ დიმიტრიმ ამის უფლება არ მისცა. არადა კეიდენმა ცხვირი გაუტეხა - ზიზღით სავსე ხმით დაასრულა.
- რატომ არ უნდოდა დიმიტრის მისი დაკავება? - ვკითხე გაოცებულმა.
კიმმა ამოიოხრა - გაოცებული დარჩები, რამდენად კარგი ადამიანია დიმიტრი. სარკაზმულია, სხვადასხანაირი და ხალხის გაბრაზება უყვარს, მაგრამ როდესაც რაღაც სერიოზულია, ყოველთვის ზედმეტად კეთილია. კედიენს აპატია.
- რამდენი პარტნიორი ჰყავდა? - ვკითხე ინტერესით.
- თიო, დიმიტრი კოცნების შესახებაც კი იშვიათად ლაპარაკობს. მისი სექსუალური ცხოვრება მისი პირადია. გინდ დაიჯერე გინდ-არა, ამის შესახებ თითქმის არც არაფერს მიყვება - მიპასუხა გოგონამ.
- მაგრამ ოდონელის შესახებ იცოდი! - დავიჟინე.
- ყველაფერს მაშინ ვიგებ, როდესაც რაღაც ცუდათ მიდის. დიმიტრი იშვიათად ამბობს რამეს პირადი ურთიერთობების შესახებ, უმეტესად მისი პარტნიორებისგან ვიგებ ხოლმე. ცდილობენ შეურაწყოფა მომაყენონ - მხრები აიჩეჩა კიმმა.
- შენ რატომ გადანაშაულებენ? - ვკითხე დაბნეულმა.
- იმიტომ რომ მას ვიცავ. ყოველთვის ვიცავდი და ყოველთვის ასე გაგრძელდება. ჩემი საუკეთესო მეგობარია დაწყებითი კლასებიდან. ცდილობენ მე მეჩხუბნონ, რომ დიმიტრის აზროვნება შევცვალო, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. ბევრჯერ დავლაპარაკებივარ, აზრი არ აქვს, ის განსხვავებულად ფიქრობს - მითხრა კიმმა.
- რას გულისხმობ, რომ ამბობ ის სხვანაირად ფიქრობსო? - უფრო მეტად დავიბენი.
- დიმიტრი ვინმესთან სექსუალურ კავშირს ისე ხედავს, როგორც ბუნებრივ ინსტიქტს და მეტს არაფერს. მისთვის ეს არ ნიშნავს, რომ ემოციურად უნდა გიზიდავდეს ვინმე. უბრალოდ რაღაც ისეთია, რაც უნდა გააკეთო. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გრძნობების გამო უნდა დაწვე ადამიანთან. სწორედ ამით განსხვავდება დიმიტრი სხვებისგან - ამიხსნა მან.
- ოჰ - უკვე მესმოდა რას გულისხმობდა. დიმიტრისთვის სერიოზული ესეც არ იყო - შენც იწექი მასთან?
კიმს ხველა და სიცილი ერთად აუტყდა - მე? დიმიტრისთან? თიო, სულ შეიშალე.
- უბრალოდ მინდოდა მისთვის გამეგო - გაღიზიანებულმა თმა ავიჩეჩე.
სემმა თანაგრძნობით გამიღიმა - წარმატებები. ამ ბიჭს მესამე კლასიდან ვიცნობ და მაინც არ მესმის მისი.
- მაშინაც კაშკაშა იყო?
კიმმა თავი დამიქნია - ჰო, დიმიტრიმ მითხრა, რომ გუშინ გალენს შეხვდი. უბრალოდ წარმოიდგინე გალენს დიმიტრის ტანსაცმელი რომ ეცვეს და პატარა დიმიტრის მიიღებ.
- შემაძრწუნებელია - ამოვიოხრე - დიმიტრისა და გალენს შორის მსგავსება კი წარმოუდგენელია.
- ძალიან ჰგვანან მამას. სამივე ერთად რომ ნახო, თითქმის საშიშიც კია, იმიტომ რომ თითქმის იდენტურები არიან, მხოლოდ ასაკი განასხვავებთ - გაიცინა კიმმა.
გოგონას შევხედე და ვეცადე ეჭვიანობა დამეფარა. დიმიტრი მასთან ძალიან დიდ დროს ატარებდა, თანაც ძალიან ლამაზი გოგონა იყო. საშუალო სიმაღლე და კარგი აღნაგობა ჰქონდა. ღია ყავისფერი, ოდნავ მოქერაო ფერის თმა, მხრებამდე ჩამოშლოდა. დიმიტრის მსგავსად საერთოდ არ ეცვა, უფრო სადა სტილს ამჯობინებდა, უმეტესად ღია მაისურები და შორტები. დიმიტრისთან შედარებით, წარმოუდგენლად ნორმალური ჩანდა.
- როგორ უძლებ მას? - ვკითხე.
კიმმა მხრები აიჩეჩა - როგორც უკვე ვთქვი, ჩემი საუკეთესო მეგობარია მესამე კლასიდან. ყოველთვის ისეთი იყო, როგორიც ახლაა, მაგრამ კარგი ადამიანია და გადასარევი მეგობარი. ასე რომ ჰო, ხანდახან მინდა თავისივე შარფით დავახრჩო, მაგრამ უფრო მეტად მხიარული და მეგობრულია.
- მე და ის მეგობრები არ ვართ - ჩავიჩურჩულე, თავი კარადას მივადე და თვალები დავხუჭე - ამ საფეხურს გადავახტით.
- თუ ის ამბობს, რომ შენს მიმართ გრძნობები აქვს, ეს იმას ნიშნავს რომ მართლა მოსწონხარ. დიმიტრი მატყუარა არ არის, მხოლოდ იმ შემთხვევაში იცრუებს თუ სხვა გზა არ აქვს. თანაც, თვითონ მითხრა რომ მოსწონხარ და ჩემთვის არასდროს მოუტყუებია - მითხრა კიმმა სერიოზული ტონით - თიო, დამიჯერე. დიმიტრის შენთან ურთიერთობა მართლა უნდა.
არაფერი მითქვამს. ვიცოდი, დიმიტრის მიმართ გრძნობები მქონდა, მაგრამ მართლა მინდოდა მასთან ურთიერთობა? მინდოდა რომ ხალხს სცოდნოდა ამის შესახებ?
კიმმა ამოიოხრა და ფეხზე ადგა - მაპატიე, ძალიან ვერ დაგეხმარე. დიმიტრი შენით უნდა გაიცნო. სხვა გზა არ არის, რომ ამ ბიჭს რამე გაუგო.
თვალები გავახილე და მეც წამოვდექი - ცოტა არ იყოს მეშინია მისი გაცნობის.
- ნუ გეშინია - კიმმა მხარზე ხელი დამარტყა და გაიცინა - ესეთი ცუდით არ არის. თუ გინდა უფრო მეტად დაიმსახურო მისი სიმპათია, მასთან ერთად ტარზანს უყურე. მისი საყვარელი ფილმია.
თვალი ჩამიკრა, დერეფანს ჩაუყვა და ჩემი მხედველობის არიდან გაუჩინარდა. თავი გავაქნიე, რა თქმა უნდა დიმიტრის ტარზანი ეყვარებოდა.
ისევ კაფეტერიაში დავბრუნდი და დავჯექი. ოლივერი და ტალია რაღაცაზე კამათობდნენ და მათმა საუბარმა დამაბნია.
- შენ რომ ეს არ აგელოკა, ამაზე არ ვიკამათებდით! - თქვა გაბრაზებულმა ტალიამ.
- შენ შემომთავაზე, ასე რომ მეც ავლოკე - შეუბღვირა ოლივერმაც.
- არ იყო აუცილებელი აგელოკა!
- შეიძლება მინდოდა რომ ამელოკა!
- ენა პირში დაიტიე და იმ ნივთებს მოაშორე, რაც მე მეკუთვნის!
- მორჩი შენი საკუთრებების შემოთავაზებას და შეიძლება არც ავლოკო!
- ვოაჰ! ოლივერ, რამე ისეთი გაუკეთე ტალიას, რისთვისაც უნდა დაგარტყა, რომ ჩემი ძმური მოვალეობები შევასრულო? - ვკითხე და ვეცადე ბინძური აზრებისგან თავი შემეკავებინა.
- ჩემი წიგნი ალოკა - თქვა ტალიამ და ცხვირწინ ინსომნიის ასლი ამიფრიალა.
- ოჰ, თუ ამაშია საქმე... - გადავწვდი და ოლივერს თავში წამოვარტყი - მორჩი დიდებული ლიტერატურის ლოკვას!
- აუ! ნუ მირტყავ თიო! - დაიწუწუნა და ხელები მომაშორებინა.
- მაპატიე, ეს უნდა გამეკეთებინა, რომ კარგი ძმა გამოვჩენილიყავი - ვუთხარი შემცბარმა - მაპატიებ შენი დიდებული თმის აჩეჩვას?
- რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება ჩემს იდუმალ სიყვარულზე გაბრაზებული ვიყო - ბიჭმა ხელი გადამხვია - თოლივერი ბატონობს!
- უფფ, წყვილის ყველაზე საშინელი სახელია, რაც ოდესმე გამიგია - თქვა ტალიამ და თავი გააქნია.
- ჩშშ, მას არ მოუსმინო ოლი, პატარავ - ვუთხარი ბიჭს და ხელები ყურებზე ავაფარე.
მაჯები დამიჭირა მოვშორდი. მან და ტალიამ ისევ ხუმრობა დაიწყეს.
ზარი დაირეკა და მომდევნო კლასში წავედით. როდესაც მეცხრე პერიოდი მოვიდა, ჩვენს ჩვეულ ადგილებზე დავბრუნდით.
- ჰეი თიო.
ალექსს ავხედე. ოდნავ გაწითლებულიყო და ნერვიულად ათამაშებდა მაისურის ბოლოს.
- შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე და ისევ დამეხმარო ეკონომიკის დავალების დაწერაში? - მკითხა ოდნავ მორცხვად. ღმერთო, როგორი საყვარელი იყო.
- რა თქმა უნდა - თავი დავუქნიე, ვეცადე დიმიტრისთვის არ შემეხედა. არ ვაპირებდი ალექსისთვის ისევ მეკოცნა.
- მადლობა - მითხრა და მაშინვე გამხიარულდა.
- რა პრობლემაა - გავუღიმე მე.
ისევ მეგობართან დაბრუნდა და ოლივერმა მხარში ჩამარტყა.
- შეხედე შენ. ჩვენი გაიძვერა ბიჭი - გაიცინა მან.
- აწწ, მოკეტე - ვუთხარი, ოდნავ გავწითდი, როდესაც დიმიტრისთან სააბაზანოში მომხდარი გამახსენდა.
- თიო, ბინძური ბიჭი ნუ იქნები - მითხრა ტალიამ.
- დაგჭირდება ძმაო - მითხრა ოლივერმა, საფულე ამოიღო და პრეზერვატივი გადმომაწოდა.
- იმის კითხვასაც არ ვაპირებ თუ რატომ დაგაქვს ეს საფულით - ვუთხარი და ჯიბეში ჩავუდე - მაგრამ შენთვის შეინახე. მასთან ამის გაკეთებას არ ვაპირებ - გავწითლდი და მაშინვე დავამატე - ყოველ შემთხვევაში დღეს არა.
მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ დიმიტრის ვხვდებოდი. ოლივერს შეიძლება ეჭვი ჰქონოდა, მაგრამ ტალია აზრზე არ იყო.
- ოჰ, ოლივერ. შე გაქნილო პატარა არსებავ - ამოიოხრა ტალიამ.
- ოჰ კარგი რა. ეს მთლიანად შენ გინდა, არც კი უარყო - მიუთითა თავისთავზე.
- რა თქმა უნდა. და პინგვინები მწვანე ცეცხლს აფრქვევენ - თქვა ტალიამ და თავზე ხელი გადაუსვა.
- მართლა? - მე და ოლივერმა თვალებგაფართოებულებმა შევხედეთ. ტალიამ საცოდავად ამოიოხრა.
ცოტას ვხუმრობდით, სანამ ზარი დაირეკებოდა და ერთად გავიდოდით ოთახიდან. ალექსთან მივედი და პარკინგზე წავედით.
- ტალია როგორ წავა სახლში? - მკითხა მან, როდესაც ჩემს მანქანაში ჩავსხედით - შენ არ მიგყავს ხოლმე?
- ჰო. ჩემი დაა, მაგრამ დიმიტრისთან, კიმთან და ჯორდანთან ერთად ბავშვებს ამეცადინებს. დიმიტრის სახლამდე მოჰყავს ხოლმე - ავუხსენი.
- ვხვდებოდი, რომ ნათესავები იყავით. ზუსტად ერთნაირები ხართ, მაგრამ არ ვიცოდი და-ძმა თუ იქნებოდით.
- ტყუპები - შევუსწორე - ტალია ჩემი ტყუპია.
- რა მაგარია. ყოველთვის მინდოდა ტყუპი მყოლოდა - მითხრა.
მხრები ავიჩეჩე - ჩვეულებრივი და-ძმა ვართ, ერთმანეთს ვაღიზიანებთ, ნერვებს ვუშლით და ისეთი ტკბილი მომენტებიც გვაქვს, როდესაც ჩვენი მშობლები "აწწწ"-ს დაგვძახიან.
ჩვეულებრივ ვსაუბრობდით. ალექსის სახლთან გავაჩერე და მანქანიდან გადავედით. სახლისაკენ გამიძღვა და მის ოთახში ავედით.
- ჩემი ძმა სახლში არ არის, ასე რომ შეგვიძლია არ ჩავკეტოთ - კარზე მიმითითა. საწოლზე ჩამოჯდა და ეკონომიკის დავალება ამოიღო.
- კარგი, დავიწყოთ - დაწერაში დავეხმარე და მეცადინეობისას, წინანდელი კოცნის შესახებ ორივეს დაგვავიწყდა.
- ვაუ, დიდი მადლობა თიო. ძალიან ჭკვიანი ხარ. ეკონომიკაზე აბარებ? - მკითხა და დავალება ჩანთაში დააბრუნა.
მხრები ავიჩეჩე - მინდა ეს საგანი ვასწავლო. ეკონომიკაში კარგი ვარ და მომწონს კიდეც. ასე რომ ვაპირებ მასწავლებელი გავხდე - ვეცადე ძალიან პათეტიკური არ გამოვჩენილიყავი - ტალიას მათემატიკის მასწავლებლობა უნდა. შენზე რას იტყვი? კოლეჯში რისი ჩაბარება გინდა.
- დედაჩემი ტანსაცმლის კომპანიას ფლობს. მინდა მისი ბიზნესი ვმართო, როდესაც კოლეჯს დავამთავრებ - მითხრა მხიარულად.
- ეს ხსნის იმ ფაქტრს, რომ ესეთი მდიდარი ხარ. უზარმაზარი სახლი გაქვს - ვუთხარი სიცილით.
- ჩვენ მდიდრები არ ვართ - დარცხვენილმა, მზერა ხელებზე გადაიტანა. აჰ, როგორი თავმდაბალია ფულის შესახებ. ვიცოდი, რომ ეს გოგო რაღაც მიზეზით მომწონდა.
ხელი გავიწვდინე და სახიდან თმა გადავუწიე. დიმიტრი ჩემს გონებაში არ იყო, როდესაც ამ ლამაზ გოგონას ვუყურებდი.
- ძალიან ლამაზი ხარ ალექს - ვუთხარი გულწრფელად.
გაწითლდა და მორცხვად გამიღიმა - მადლობა თიო.
ნიკაპი ავუწიე, ამჯერად მე მიყურებდა და არა თავის ხელებს. თვალები ოდნავ გაუფართოვდა და ჩემს ტუჩებს დააჩერდა.
ნება მივეცი გადმოხრილიყო და ჩემთვის ეკოცნა. ვეცადე დიმიტრი თავიდან ამომეგდო, ვოცნებობდი ალექსი მომწონებოდა. მინდოდა შემყვარებოდა. მინდოდა მისი შეყვარებული ვყოფილიყავი. ის ნორმალური იყო, ლამაზი, მხიარული და თავმდაბალი. დიმიტრი ბჭყვიალა, გამაღიზიანებელი და საიდუმლოებებით სავსე.
მაგრამ უბრალოდ ვერ შევძელი მასზე ფიქრი მომეშორებინა. მისი სახელი ჩემს გონებაში ისმოდა და ალექსის კოცნა ცუდი მეჩვენა.
ამჯერად მისგან ნაზად გავიწიე. სახე გაუწითლდა და თმა ჩამოიყარა რომ დაეფარა. ისევ გადავუწიე, ვნატრობდი სევდიანად არ შემეხედა. ღმერთო, მინდოდა მისი შეყვარებული ვყოფილიყავი და მყვარებოდა.
- მართლა მომწონხარ თიო - მითხრა დაბალ ხმაზე. თვალებში შემომხედა და ხმა უფრო კატეგორიული გაუხდა.
მადლობელი ვიყავი, რომ დაბლა კარის გაღებამ ერთმანეთს დაგვაშორა. ალექსი საწოლიდან გადახტა და სასწრაფოდ ჩაკეტა კარი.
- მაპატიე, ჩემი ძმაა - მითხრა მობოდიშებით - აქ შემოსვლას ეცდება და შემდეგ შენთან ლაპარაკი მოუნდება.
- ბავშვებს ნელ-ნელა ვეჩვევი - ჩავიბუზრუნე. გონებაში გალენი წარმომიდგა, პატარა დიმიტრი.
ალექსი დაბრუნდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. რაღაცის სათქმელად გააღო პირი, მაგრამ ვიღაცამ დაუძახა.
- ალექს! მე და ბიჭებმა საჭმელი ვიყიდეთ! დაბლა ჩამოდი და ჩვენთან ერთად ჭამე - მოგვესმა ქალის ხმა.
ალექსმა თვალები გადაატრიალა - დედაჩემი და ჩემი ძმები არიან. ერთი წუთი დაიცდიან. დაკავებულები ვართ - მითხრა მან.
- პრობლემა ხომ არ იქნება აქ რომ ვარ? - ვკითხე ნერვიულად.
გოგონამ გაიცინა და თავი გააქნია - არა დედაჩემისთვის არ იქნება.
- კარგი - ვუპასუხე და ოდნავ მოვეშვი.
ალექსმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ისევ ვიღაცის კაკუნმა შეაჩერა.
ამოიოხრა და მიმითითა რომ გავყოლოდი - დაბლა ჩაგვათრევენ თუ ჩვენით არ ჩავედით - ამოიოხრა.
ავდექი და მას მივყევი. კარი გააღო და გაფითრდა, მე კი გაოცებული ერთ ადგილს მივეყინე.
- პატარა თეოდორ - ამაყად გაიღიმა დიმიტრიმ - რა სურპრიზია, ჩემს სახლში შენი ნახვა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუუ ბოლოსს იმდდენი ვიცინეეეე მაგარი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ამაზე არც მიფიქრიააააა მაგარი სიურპრიზი იყოოოო

 


№3  offline წევრი LoNdA DM

აუუ ღმერთო , არ მჯერა , არ მჯერა , არ მჯერა . ღმერთო

 


№4  offline წევრი M^d G1rl

ვაიმეეე არ მჯერაა :ოოო

 


№5  offline წევრი LoNdA DM

დღეს 12ის მერე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent