შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპელა 12


31-12-2016, 17:16
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 092


PS: i never say that, but i fall in love with you. I hope you are happy, i hope she's perfect but i know, she don't knows that you love coffe without sugar, you love only green apples and you smile when anyone says "chic" and... there is many and. you are special boy and i hope, you are happy with you new girl.

ზუკა იყო ამოსული, სამზარეულოში ისხდნენ და უშაქრო ყავას სვამდნენ. აი, ზუკა და ელენე რაღაც განსაკუთრებული ფენომენი იყო. ნინაკა მარტო რომ იჯდა და ეგ ორი დაუსრულებლად საუბრობდნენ. რა თემა გინდოდათ, საერთო ენა ვერ გამოეძებნათ. პოლიტიკიდან დაწყებული ტანსაცმლით დასრულებული.
_ ნინაკა ყავა დაასხი კიდევ რა _ ელენე წყვეტს ლაპარაკს ბიჭთან და ჭიქას უჩოჩებს ყბადაჭიმულ ნინაკას.
_ მიდი, მეც მინდა უშაქრო _ ზუკაც იგივენაირ მოძრაობას აკეთებს. ნინაკა ჭიქებს უყურებს და ხმას არ იღებს. ერთი კვირაა უკვე, მეოთხედ ხდება ასე და ყელში აწვება დაგროვილი ნერვები.
_ ნინაკა? _ ისევ ლალოს ხმა აფხიზლებს. კარებს ხმაურიანად კეტავს და სამზარეულოში ისიც შემოდის.
_ თვითონ დაისხით _ ხელს მაგიდაზე მაგრად არტყამს, ფეხზე დგება და ოთახისკენ სირბილით მიდის. კარებს კეტავს, აივანზე გადის და სარწეველა სკამში ჯდება. წარბები შეკრული აქვს, ხელები გულთან გადაჯვარედინებული და თვალები თანდათან ევსება წყლით. შეიძლება ასე? ვინ თქვა, რომ დედები და მეგობარი ბიჭები ასე იქცეოდნენ? ვინ მოიგონა? ლამის იკივლოს. ალბათ იმდენად უინტერესოა თვითონ, რომ ერთხელაც არ გამოიხედავდნენ მისკენ და მხოლოდ მაშინ ახსენდებათ მისი სახელი, ყავის დამატება რომ უნდებათ.
_ გადი _ ზურგსუკან იგრძნო ზუკას სუნი და არ შებრუნებულა, ისე დაიჩურჩულა.
_ სულელი გოგო ხარ _ იცინის ზუკა და ეს უარესად აღიზიანებს.
_ კარგი!
_ რამ გაგაბრაზა?
_ არაფერმა
_ აუ, როგორ არ მიყვარს ესე რო მებაზრები რა
_ დამანებე თავი _ დაუმარცვლა, ხმას აუწია და ზემოთ ახედა. ზუკამ ნინაკას ცრემლიანი თვალები რომ ნახა, დასერიოზულდა და თავი გადახარა.
_ მიდი, მიიწიე, დამსვი _ და ძალით გაწია, ნინაკას გვერდით ჩაეკვეხა სარწეველაზე და ბოლოს ისე, რომ ნინაკამ ვერც გააცნობიერა, ფეხზე წამოაგდო და კალთაში მოხერხებულად ჩაისვა.
_ გააფრინე? _ გაბრაზდა ნინაკა, მაგრამ არ წამოდგა. გვერდულად იჯდა, ფეხი მუხლებში მოხრილი სავარძლის სახელურებზე გადაეწყო და ორად მოკეცილი საყვარლად იჯდა "ზუკაზე".
_ გისმენ ახლა
_ ახლა რაღას მისმენ?
_ კიდე გაბრაზებული ხარ?
_ არც ვიყავი
_ აი, რატო მატყუებ? _ ეცინება ზუკას
_ წადი ელენეს ელაპარაკე, ლევისის ჯინსები რომ გიყვარს
_ ეს ვინ ყოფილა _ შუბლზე კოცნის და სიცილით არწევს სკამს
_ რანაირი ბიჭი ხარ?
_ მარტივი
_ აუ, ეგრე შენ გგონია
_ შენ?
_ მე რა?
_ შენ რანაირი გოგო ხარ, ნინაკა?
_ იმნაირი
_ სხვანაირი _ ძალიან მაგარი სუნი ასდის ზუკას. სიგარეტს იღებს, ერთ ღერს უკიდებს და მოწევას იწყებს.
_ შეეშვი რა ზუკა
_ რას მიზამს ტო? მაგაზეც ბრაზდები?
_ ფუ რა უნამუსო ხარ _ ნერვები ეშლება ნინაკას
_ კაი ვსო, მოვრჩეთ
_ იცი გუშინ რა მოხდა? _ ძლივს ახერხებს მისთვის ამის მოყოლას. თვითონაც ხომ ჯერ კიდევ შოკშია, თან ვერ ხვდება რა გააკეთოს და თან რაღაცეები ახსენდება.
_ რა?
_ დამირეკეს... ზუკა, არ დაიჯერებ
_ იტყვი თუ?
_ შავი გედი ზუკა. პარიზი _ ახლა უკვე სახეს ნამდვილად უწვავს ცრემლები
_ გილოცავ
_ რანაირად გჯერა? მე, ტრავმიანი, ერთ თვეში გედის პარტიით, თან სად? პარიზში? ვიღაცა მიჩალიჩებს
_ არავინ არაფერს არ გიჩალიჩებს ნინაკა, რატო არ გჯერა _ ეცინება ზუკას და მომდევნო ღერს უკიდებს.
_ აბა საიდან? ჩემს ფიქრებში ძვრებიან?
_ მაგრად ცეკვავ ნინაკა
_ ვერ ხვდები ხო?
_ რას უნდა ვხვდებოდე?
_ რისკია ჩემი ცეკვა იმის მერე. გარანტიას ვინ აძლევს, რომ შუა ცეკვის დროს არ წავიქცევი?
_ ნუ ითარსები გეხვეწები, გამოგივა
_ და რომ არ გამომივიდეს?
_ ჩემი ხომ გჯერა
_ კი
_ ხოდა, წადი და იცეკვე რა, არაფერი იქნება ცუდად
_ ეს ერთი თვე ვიწურები. ხვალიდან ვიწყებ ვარჯიშს, სხვებთან ერთად _ სევდიანად გაეღიმა. ადრე სულ მარტო ვარჯიშობდა და არცერთი არ სთავაზობდა სხვა გოგოებთან და ბიჭებთან ერთად ვარჯიშს
_ მერე მაგაში ცუდი რა არის?
_ მე? ნინაკა კანდელაკი?
_ ამბიციურია ცოტა
_ ცოტა კი არა, ძაან ამბიციურია. კაი, დაიკ*იდე, ვიზამ რამეს
_ შევიდეთ ახლა, ელენე ნერვიულობს შენზე _ წამოდგა, ნინაკაც წამოაყენა და ერთად გავიდნენ.

_____________

ვარჯიშებზე ზუკას მიყავდა და უკანაც ზუკას მოყავდა. ყველაზე პირველი ნინაკა შედიოდა დარბაზში და ბოლოც ნინაკა გამოდიოდა. ხანდახან ღამის ორამდე რჩებოდა. ერთხელ საერთოდ გაათენა ლამის, გააგიჟა ზუკა და იქამდე არ დაწყნარდა, სანამ ბიჭი არ აყვირდა. ასე იცოდა, თუ რამეს აიჩემებდა ზედ გადაყვებოდა.
ერთი ვარჯიშის ბოლოს ტელეფონზე დაურეკა ლუკამ. იმ შემთხვევის მერე თვალითაც არ უნახავს. არ უნდოდა ეპასუხა, მაგრამ სოფლელობაც არ უნდოდა და სენსორს თითი გადაუსვა.
_ აღარც გვიკადრე? _ ბიჭის ცინიკური ხმა რომ გაიგო ინანა. სარკის წინ ფეხებმოკეცილი დაჯდა და ტუჩი ლამის მოიჭამა.
_ პრივეტ, როგორ ხარ?
_ ეს ოფიციალურობა ზუკასგან ვისწავლეთ თუ როგორაა საქმე?
_ მეც კარგად ვარ
_ ეგრე ელაპარაკე იცი ვის გოგო? _ ყვიროდა ლუკა. ასეთი პირველად ნახა და ძალიან შეეშინდა ნინაკას.
_ ლუკა რა ხდება?
_ მოხდა უკვე ნინაკა, ახლა არ ეშველება
_ რა მოხდა, ამიხსნი?
_ ის მოხდა, რომ მუცელზე სამი ნაკერი მაქ, ეს დედამოტ*ყნული და შენ კიდე მაგრად ფეხებზე გკიდია, აი რა მოხდა!
_ არ ვიცოდი, ვწუხვარ...
_ წუხხარ? _ სიცილი აუტყდა ლუკას _ ერთხელ გენახე მაინც, შენმა შეყვარებულმა რა მიქნა
_ ვინ?
_ ხო აბა, შენ მართლა იესო ქრისტემ გეგონა მცემა?
_ არ ვიცი რაზე საუბრობ
_ ხო, შენმა შეყვარებულმა, აბა ვინ არი ზუკა? _ ვერაფერი უთხრა. ვერც კი და ვერც არა, ზუკა არ დააბანძა ბიჭის თვალში და თვითონაც ძალიან გაურკვევლად იყო.
_ გინდა გნახო?
_ გამო ახლა ჩემთან და მნახე _ ხმა დაურბილდა. აშკარად ეგ იყო მისი მიზანი
_ მომწერე სად ხარ
_ მიდი და მალე, საქმე მაქვს _ ტელეფონი გაუთიშა. ზუმერის გაგების შემდეგ ღრმად ამოისუნთქა ნინაკამ. ვერასდროს წარმოიდგენდა ასეთი, რადიკალურად განსხვავებული ლუკას არსებობის შესახებ. არანაირად არ ფიქრობდა, რაღაცის ან ვიღაცის გამო თუ ასე შეიძლებოდა გაბრაზებულიყო. ან ეს შეყვარებული? ზუკას ერთხელაც არ უთქვამს მსგავსი არაფერი, სიტყვაც არ გადაუკრავს მათ ურთიერთობაზე.

" არ გამომიარო, დღეს არ ვარ ვარჯიშზე "
" სად ხარ აბა? "
" მეგობართან ავედი "
" ჭკვიანად იყავი "

________

მოწერილ მისამართზე მივიდა. ზუსტად მეცხრე სართულზე იყო და მარჯვენა კარებზე აკაკუნებდა. ზარი მოგვიანებით შენიშნა და მაინც არ შერცხვა. კარები იმისთვისაა რომ დააკაკუნო, და არა დააზარუნო.
_ ვა, მართლა მოხვედი? _ კარები ფართოდ გაუღო ლუკამ. სახლში ცალი თვალით უცებ შეიხედა, წესრიგი და იქაურობის მდიდრული ელფერი წამში შენიშნა.
_ სიტყვას ვასრულებ _ სახლში შევიდა და ჩანთა იქვე ჩამოდო, სარკესთან
_ ძაან კაი ნინაკა, მაგას რა ჯობია?
_ ესე უნდა მელაპარაკო? _ გაჩერდა და შეხედა
_ მიდი დაჯექი, გავარკვიოთ ერთი, რა ხდება
_ რა უნდა იყოს ლუკა?
_ აბა რა წესია, რას მივარდება და მცემს შვიდი კაცით, ჩმორია? _ ახლა დარწმუნებული ვარ, აბუქებდა.
_ არ ვიცი მე ეგ ამბავი
_ ეგრე უთხარი ზუსტად, ჩმორივით რო მოიქცა ამხელა ბიჭი...
_ ამაზე სალაპარაკოდ მომიყვანე?
_ შენს შეყვარებულზე გელაპარაკები _ ძალიან ცინიკური ხმა ჰქონდა და ძალიან არ ესიამოვნა ნინაკას _ თუ ვცდები?
_ ...
_ პროსტა, ვისში გამცვალე გოგო? ეგეთ ახვარში?
_ წესიერად ილაპარაკე, რანაირი გახდი?
_ აბა რას ელოდი შენ, ერთ დებილ ბიჭს? ძაან ბევრ რამეს გავატარებდი მაგრამ ესე ტიპი მომვარდეს და 'თავი დაანებე ნინაკას თორემ მეორედ უკვე ნაკერები აღარ იკმარებს'. ძაან მოგწონს შენ? გეკითხები, ჰა? _ ღრიალებს უკვე. მაიკას იწევს და ნინაკას მუცელზე ნაკერებს ანახებს.
_ დაიმსახურე ალბათ _ მაინც არ თმობს ნინაკა. ცხვირი ეწვის მოწოლილი ბრაზისგან, ხმა მასთან ელენესაც არ აუწევია
_ რა გოგო? ცემა? შენ რომ მომწონხარ მაგიტო?
_ რა შუაშია ეგ...
_ აბა რა არის შუაში გამაგებინე, რა უნდა მაგ ზუკას?
_ თუ ასეთი მაგარი ხარ რანაირად გცემა
_ ოჰ, სად შევედრები მე თბილისის შეგნებულ, გაგებულ და პატივცემულ ზუკას?
_ მაგის თქმა არ მინდოდა _ კნავის უკვე და თავს ხრის. უცნაურად ცახცახებს, ეშინია ლუკასი
_ გაპატიებ _ თვალები უმუქდება ლუკას და რაღაცნაირად ეღიმება _ მე შენ გაპატიებ, ნინაკა _ მისკენ იწევა და ისე უცებ კოცნის ტუჩებში, ნინაკა გაფართხალებას ვერ ასწრებს, უკვე ხელებსაც რომ უკავებს. პირიდან სასმლის სუნი ამოსდის. ახლა შეამჩნია. ჯანდაბა, იქნებ ნარკოტიკიც აქვს გაკეთებული?
_ დამენებე _ ყვირის, მაგრამ პირში ისევ მის ენას გრძნობს და მთელი ძალით რომ აწვება ზემოდან მისი მძიმე, უხეში სხეული, გულით სძულს ლუკა
_ გესმის შენ? გაიწიე _ კივილს იწყებს. ახლა უკვე მისი მაისურის აწევას ცდილობს, მაგრამ ნინაკა ძლიერად არტყამს ფეხს, ხელით გვერდით აგდებს და სწრაფად დგება ფეხზე. ლუკაც დგება, მაგრამ ბარბაცებს.
_ არ წახვიდე ...
_ რას აკეთებ, გაგიჟდი შენ? _ საშინლადაა გაბრაზებული და სასოწარკვეთაც თანდათან ედება მთელს ორგანიზმს.
_ მარტო ზუკასთან მოგწონს? _ ხელს სწევს და მთელი ძალით არტყამს ლუკას. ისე, რომ ბიჭი ჩუმდება, გაწითლებულ ლოყაზე ხელს იდებს და თავს დაბლა ხრის
_ შენგან არ ვიმსახურებდი. ვერ წარმოვიდგენდი ასეც თუ შეეძლო ადამიანს დაცემა... დიდი მადლობა! _ და გასასვლელი კარებისკენ მიდის, მაგრამ გადაკეტილი ხვდება და საკეტებს ეჯაჯგურება. უკნიდან ლუკას სუნთქვას გრძნობს და მერე კარებზე მის ხელებს ხედავს, შიშისგან ხტება და ჩაცინების ხმა ესმის.
_ მაპატიე _ კარებს უღებს და ჩურჩულებს. ნინაკა სახლიდან გამორბის და ცდილობს, იქაურობას ჩქარა გაეცალოს. ტელეფონი ჯიბეში აქვს, მაგრამ ჩანთა? ჯანდაბა! ჩანთაც და საფულეც ლუკასთან დარჩა! ტაქსსაც ვერ იძახებს.
_ ელენე
_ ხო დე, მოდიხარ ვარჯიშიდან?
_ კი უკვე, შენ სად ხარ?
_ მე რედისთან მივდივარ, რა იყო?
_ აუ, საფულე დამრჩა და რითი წამოვიდე?
_ მოდი რედისთან და დაბლა დაგხვდები
_ კაი, გკოცი _ მერე შედარებით დამშვიდებული ტაქსიში რეკავს და მიდის.

_____________

ლალოს ყველაფერი რომ მოუყვა, სრული შოკი მიიღო და დიდი ხანი უცნაურად უყურებდა ნინაკას.
_ აფრენ შენ, სერიოზულად ვერ ხარ, ხვდები ვისთან დაიჭირე საქმე?
_ არ გინდა რა ლალ
_ ნარკომანთან?! ელენემ რომ გაიგოს, აი უეჭველი ვიცი მგონი ცხოვრებაში პირველად მაგრად იჩხუბებთ თქვენ
_ კაი რა, მირჩიე ახლა ჩანთას რა ვუყო
_ იქ ახვალ?
_ არა გაგიჟდი?
_ ხოდა ჩანთაც დაივიწყე. ზუკას როგორ აუხსნი?
_ რა უნდა ავუხსნა?
_ თავს იშტერებ? ტიპმა შენი შეყვარებულის სახელით ცემა ბიჭი და ვერ ხვდები კიდე? აახსნევინე
_ აუ, არ ვიცი რა _ აწკრიალებულ ტელეფონს დავხედე. მესიჯი იყო შემოსული, ნომერს "ზუკ" ეწერა.

" შენი ჩანთა მე მაქვს, გამო პლეხანოვზე, პიცერიასთან ".



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ბოლო მომენტი რამაგრა გამისწორდა შენ არიცი:)
ჩემი ზუკა
როგორ მომწონს^^__^^

 


№2  offline წევრი M^d G1rl

არმეგონა ამწელში კიდე რამე თუ გამიხარდებოდა^^

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auuuu ras ushvebiii lukassss

Simpatiebis miuxedavad me ras vizam

Istoria dzaan sainteresoaa, martla sul sxvanairad vitardeba movlenebi gansxvavebuladdd!!!!! velidebi shemdegs!!

 


№4 სტუმარი ^_^

ზუკა საერთოდ არ მომწონს, ვერ ვიტან ბიჭებს რომლებიც გოგოს შეყვარებულობას იბრალებენ, პლიუს ჭორიკანა ქალივით აიყვანა ნინაკა იმ სიბინძურეში, მთავარია ლუკა გამოვიდოდა ცუდად. ლუკა თავს ევლებოდა ნინაკას და მაგან პანიკა აუწია, თითქოს დიდი ხნის შეყვარებულები იყვნენ და ნარკომანობას უმალავდაო. მოკლედ წერის სტილი მომწონს, მაგრამ პერსონაჟები არა. ყველაზე უკეთესი მაინც ლუკაა. ზუკა ძალიან დაბალი დონეა, ზოგადად ასეთ ბიჭებთან როგორ შეუძლიათ გოგოებს ურთიერთობა არ მესმის. ერთად წავიკითხე ყველა თავი და მომწავა ემოცია, ლუკა ძალიან მეცოდება არ იმსახურებს როგორც ექცევიან ((((ახალ წელს გილოცაბ საუკეთესო სურვილებით <3 <3,

 


№5  offline წევრი Black Soul

ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი ყოჩაღ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent