შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპელა 11


28-12-2016, 20:24
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 045

პეპელა 11

are you awake? Please, don't be asleep. I'm drunk and need to tell you how much i love you.

აღარ იცოდა. აღარაფერი აღარ იცოდა და შლიდა ეს სიტუაცია.
_ რას აპირებ? ასე უნდა დაივიწყო ყველაფერი? _ რედის ეთამაშებოდა კარტს.
_ აბა რა უნდა გავაკეთო?
_ ნინაკა, ცეკვავ შენ და ხვდები მაინც, რა სისულელეა ხელის ჩაქნევა?
_ რა უნდა გავაკეთო ამიხსენი _ კარტი დაალაგა და საზურგეს მიეყრდნო.
_ არ უნდა ჩაყარო წყალში ამდენი წლის შრომა _ დაეთანხმა ლალოც. ელენე ჩუმად იჯდა, წიგნს კითხულობდა, თითქოს არ ესმოდა საუბარი.
_ მართალია, იბრძოლე
_ როგორ? _ მშვიდად შეხედა რედის. თვალებში უემოციობა ედგა.
_ ორი მოწვევა ხომ გამოგიგზავნეს? წადი ბათუმში
_ ღადაობ? _ ძალიან ეცინება ნინაკას. თითებს ერთანეთში ხლართავს და თავს ხრის.
_ ვერ ვხვდები, რატომ არ გინდა კარიერის გაგრძელება. წადი და იცეკვე, ყველაფერი ხომ არ დასრულებულა
_ ტრავმიანი ვის ვუნდივარ ლალო? _ ყვირის უკვე _ არ იყო ეს ჩემი ოცნება. რა ჯანდაბა მინდა ბათუმში, ამიხსენი! პარიზში უნდა წავსულიყავი, შავი გედის პარტია მინდოდა, ხვდები? ეს იყო ჩემი ოცნება და არა ბათუმში ცეკვა, რაღაც უაზრობის... _ წამოდგა და ოთახისკენ წავიდა. კარები გადაკეტა, საწოლზე დაეცა და ტელეფონი აიღო.
____________

_ რას აკეთებ?
_ ვწევარ. ძაან უაზროდ ვარ
_ გამო ჩემთან
_ აბა რა
_ პიცა გიყვარს?
_ კი მაგრამ ახლა არა
_ თუ გიყვარს სულ გიყვარს
_ არა
_ გამო, გელოდები ქვემოთ

_______________

ჯინსის შარვალი, თეთრი ზედა და ბათინკები ჩაიცვა. მაღალყელიანი, ყვითელი წინდები კარგად ამოიწია და ზურგზე ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა ჩანთა მოეკიდა.
_ საით?
_ ზუკა მელოდება, ფული მომე რა დე _ ხელი სიცილით გაუწოდა
_ ვაზაში დევს ფული _ ნინაკას გაუკვირდა. როდის მერე ტოვებდა ფულს ვაზაში? ვაზა ამოატრიალა, მაგრამ ფულის მაგივრად გასაღები გამოვარდა. ნერწყვი მძიმედ გადაუშვა და კიას გასაღები იცნო. პირზე ხელი აიფარა, მაგრამ კივილი მაინც ვერ ჩაახშო და ხტუნვა დაიწყო.
_ არ მჯერა, ელენე, მართლა? მეხუმრები? _ მისკენ გაიქცა და გასაღებიანი ხელი მაგრად მოხვია
_ რომელიც გინდოდა, ზუსტად ის
_ ყველაზე მაგარი დედა ხარ _ ლოყაზე აკოცა _ წავალ ვიკატავებ _ გაუცინა, მერე სირბილით ჩაიარა კიბეები და ლამის ფეხი სამჯერ მოიტეხა. ხელში გასაღები ისე მაგრად ეჭირა, ხელისგული ეტკინა და ოდნავ შეუშვა.
_ ზუკა, მანქანა მყავს _ სადარბაზოსთან მდგარ ბიჭს გამარჯობის გარეშე ახარა და გასაღები წინ აუფრიალა.
_ გილოცავ _ გაეცინა ზუკას.
_ აუ, გავაფრენ მგონი
_ რატო? _ ისევ ეცინებოდა ნინაკას უსაზღვროდ ბედნიერ სახეზე.
_ გინდა გაგაკატავო? _ ახლა მასაც გაეცინა. ზუკამ გადაიხარხარა და თავი დაუქნია. ნინაკამ მანქანა რომ გახსნა, იქ ერთი კიდევ შეკივლა და საჭეს მიუჯდა. მის გვერდით მჯდარი ზუკა თავს უცნაურად გრძობდა.
_ მოდი მაინც მე დავჯდები საჭესთან
_ ეკაიფე იცი ვის? ტარება ძაან მაგრად ვიცი რა
_ რისი?
_ მანქანის ზუკა, რა იდიოტი ხარ
_ ხოდა გკითხე.
_ მოიცა, ვქოქავ... _ ლუკა ისევ ახარხარდა
_ ასე ძაან თუ გაგიხარდება ასეთს გაჩუქებ მეორეს
_ მტყუანს?
_ მართლა გინდა? _ ვერ დაიჯერა
_ ხო, ერთ დღეს ერთით ვივლი მეორე დღეს მეორეთი
_ აფრენ შენ _ ისევ ეცინება.
_ თუ მჩუქნი მაჩუქე რა, რა პონტია ეს ტყუილი დაპირებები
_ კაი, გაჩუქებ
_ ზუსტად ასეთს იცოდე _ ხუმრობს და ეცინება.
_ კაი ახლა პიცერიაში, მშია რა
_ ღორო _ ენა გამოუყო, ფანჯარა ჩამოსწია და ისეთი სისწრაფით წავიდა, ზუკას ისტერიულად აუტყდა სიცილი და ვეღარ გაჩერდა.

_ ორი პეპერონი _ გაუღიმა მიმტანს და ხელები მაგიდაზე დააწყო. მიმტანმა ჩაიწერა, მაგიდის ნომერი გადასცა და წავიდა.
_ ანუ შენ პეპერონი გიყვარს? _ გადმოხედა ზუკამ და უცნაურად გაუცინა.
_ ვგიჟდები პეპერონზე და ჩემს მანქანაზე
_ და ჩემზე?
_ შენზე არა ზუკა _ ეცინება და თავდახრილი ჭუტავს თვალებს
_ დამერ*ხა _ სახეზე ხელს ისვამს ბიჭი, უყურებს და იდაყვებით მაგიდას ეყრდნობა.
_ რატომ?
_ გამაგიჟებ
_ სისულელეა, ხომ იცი რომ არ გაგაგიჟებ
_ იცი, ქალაქში ყველა გიცნობს. შენ-არავის არ იცნობ _ ეცინება _ და ყველაზე მეტად იმაზე მეცინება, რო კითხო მაინც ყველა რო გიცნობს
_ გამებლატავე? _ წარბს უწევს
_ რითი, მე მოვკვდე?
_ მე გიცნობო და აქაოდა მაგარი ვარო _ ორივეს ისტერიულად ეცინებათ. პიცერიის კარებს რამდენიმე ბავშვი აწყდება
_ ბრბო შემოტევას ლამობდა კარის _ ხარხარებს ზუკა. მათ წინ პეპერონს დებენ, ნინაკას თვალები უბრწყინდება და ზუკა პიცისკენ ხელს რომ იშვერს, ხელისზურგზე არტყამს
_ რა გინდა ტო? _ გაკვირვებული უყურებს
_ პირველმა მე _ თვალებს უბრიალებს, პირველი ნაჭერი თეფშზე გადააქვს და უყურებს
_ ძაან გაკლია რა
_ ჭამე თუ ჭამ _ ნინაკა უკვე ილუკმება. პირს წვავს პიცა, მაგრამ არ იმჩნევს და ხელით მიმტანს ეძახის.
_ დაბადების დღე როდის გაქვს?
_ თუ კია უნდა მაჩუქო, ხვალ _ იცინის ნინაკა და მიმტანს უღიმის _ წყალი თუ შეიძლება
_ მართლა როდის გაქვს?
_ ხვალ, დედას გეფიცები
_ მერე, არ უნდა დამპატიჟო? რა წესია
_ უხერხულობაში რატო მაგდებ?
_ აბა არ მპატიჟებ:)
_ კაი ჯანდაბას, მოდი
_ ეგეთი არ მინდა _ ბრაზდება და პიცას თეფშზე აბრუნებს
_ არ ვიხდი ზუკა _ ეცინება, მაგრამ ზუკა არაფერს ეუბნება, ისე უკიდებს სიგარეტს _ მეხუმრები? ორი წლის ხარ, რაზე ბრაზდები
_ არ გავბრაზებულვარ
_ აბა რა არის
_ არაფერი
_ კაი _ ახლა თვითონ ბრაზდება და წყალს ერთი ამოსუნთქვით სვამს. მერე აღარაფერს ამბობენ, ერთად მოდიან უკან ნინაკას მანქანით.
_ არ მინდოდა ესე უაზროდ გვეჩხუბა _ მანქანას კეტავს ნინაკა და კარებს ეყრდნობა, თან ზუკას მანქანას უყურებს, რომელსაც აქედანვე ხსნის ბიჭი.
_ არ გვიჩხუბია, რაღაცაზე ჩავფიქრდი _ ეცინება ზუკას. ნინაკა თვალებმოჭუტული უყურებს ბიჭს და ტუჩს იბზუებს.
_ აბა კი
_ გინდა ჩაგეხუტო?
_ რა? _ წამში უფართოვდება თვალები. მერე ეცინება და თავს გვერდით ატრიალებს.
_ გკითხე უბრალოდ
_ ასეთი რაღაცეები არ უნდა იკითხო ხოლმე ზუკა
_ აღარ ვიკითხავ _ ეცინება და ნინაკა მისკენ უნდა შებრუნეს, მომავალ ლუკას რომ ხედავს, რომელიც მათ უყურებს და პულსი უჩქარდება.
_ ზუკა, მეჩქარება და ავალ მე _ უხერხულად და სწრაფად ცდილობს გადაკოცნოს, მაგრამ ლუკა უხეშად აბრუნებს უკან და თვალებში უყურებს.
_ დაიბრიდოს უნდა რომ ჭკუა ისწავლოს? _ კბილებში ცრის და მზერა ლუკასკენ გადააქვს.
_ რა გინდა?
_ მეკითხები დაჟე? შენ გოგო დებილი ხომ არ გგონივარ?
_ აბა მე რა ვქნა, რას მთხოვ
_ მაინცდამაინც ცემაში მოვკლა თქო, გითხარი? რომ დაგანებოს თავი ამ...
_ ზუკა ხმას დაუწიე
_ ნინაკა ხდება რამე? _ აი ისიც. მისი ხმა თითქოს ცოტათი აღიზიანებს კიდეც. უყურებს და თვალებით თხოვს, წავიდეს.
_ ლუკა ხომ? _ მშვიდ ტონს ისე იბრუნებს, ნინაკას ძალიან უკვირს.
_ ხო ლუკა, შენ?
_ მე იესო ქრისტე _ უღიმის და თვალს უკრავს _ ადი შენ, გეჩქარებოდა _ მერე ნინაკას უყურებს და თავით კორპუსისკენ ანიშნებს
_ ლუკა, გინდოდა რამე? _ არ იმჩნევს ნინაკა
_ ხვალ დაბადების დღე გაქვს და რაღაცის თქმა მინდოდა
_ მერე იყოს, ახლა ეჩქარება _ მეორეჯერ იმეორებს ზუკა. ნინაკა ვერ იტანს, ასე რომ იქცევიან, მაგრამ ახლა უბრალოდ არ უნდა გამწვავება. ძალიან დაიღალა. უსიტყვოდ მიდის და მაღლა თითქმის სირბილით ადის, სახლის კარს ისე აღებს ლამის ჩამოიღოს და ფანჯარასთან მიდის, მაგრამ გაქრნენ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუუუუუუუუუუუუუუუ რა თავი იყოოო
მაგარი ხარ!!!!!!!!!!!

 


№2  offline წევრი yviteli minioni

მაგარიაა ^^ ზუკა მომწონს ძალიააან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent