პეპელა 10
პეპელა 10 I can lose fucking everything but not you. oh god... not you:) ოთახის კარები დაკეტა, საწოლზე დაეცა და ბალიშს ფრჩხილები ჩაარჭო. _ ნინაკა, გამიღე დე _ კარებზე მიუკაკუნა ელენემ. ნინაკამ თვალები ისე მაგრად დახუჭა, ქუთუთოებიც კი ეტკინა. _ არ გინდა ვილაპარაკოთ? _ არა _ დაუყვირა და ამოტრიალა. ხელი გადაყო, საწოლის გვერდით მდგარი ტუმბოს უჯრა გამოაღო და ძილის წამლებს დაუწყო ძებნა. _ ცხელ შოკოლადს გავაკეთებ და შემოვალ მე _ გამოსძახა ელენემ მხიარული ხმით. _ არ მინდა დე, ძილი მინდა, არაფერი აღარ მინდა სხვა _ აბები ხელისგულზე დაიყარა და მერე ყველა ერთად გადაყლაპა. არ იყო ძლიერად მოქმედი აბები, ელენე სახლში ამგვარ წამლებს არასდროს ინახავდა. ერთხელ, შვიდი წლის რომ იყო ნინაკა, ვარდისფერი და ცისფერი პრიალა ტაბლეტები დალია. ელენემ მაშინ ორი თითით ამოუღო და გული აურია. ძალიან შეეშინდა ორივეს, ნინაკა ტიროდა და პატარაც კი ხვდებოდა რომ არასწორად მოიქცა. მერე აღარასდროს მოქცეულა ასე. _______________ ძალიან დიდხანს იძინა. თვალები რომ აუწვა მზის სხივებმა, მხოლოდ მაშინ გაახილა და ელენე დაინახა. ფანჯარასთან იდგა და ფარდებს წევდა. _ ჩაიცვი და გამოდი ოთახიდან _ დედა, არა ვარ კარგად _ ხმაშეცვლილმა უპასუხა და ხველება აუტყდა. იწვოდა, მთელი ზურგი ოფლიანი ჰქონდა და ყელი საშინლად ტკიოდა. _ მანახე _ შუბლზე ტუჩები მიადო _ თერმომეტრს მოვიტან და მოვალ _ სწრაფად გავიდა ოთახიდან და ზუსტად ერთ წუთში დაბრუნდა. სიცხე ჰქონდა, თავიც უსკდებოდა და ეს დღე ყველაზე საშინელ დღედ აღიარა. _ არადა დღეს საყიდლებზე უნდა წავსულიყავით _ საწოლთან ეჯდა ლალო და დაახლოებით ერთი საათია, ბუზღუნებდა _ რატო ვფიქრობ რომ მარტო სიცხის გამო არ ხარ ცუდად? _ არ ვიცი _ გაიცინა და ეცადა თვალები აერიდებინა, მაგრამ ლალომ უკვე გაშიფრა. _ ზუკა თუ ლუკა _ წარბაწეულმა იკითხა _ რა შუაშია ლალო? _ შუაშია ზუსტად. რომელმა გაწყენინა, ძაან მაგრად ვცემ ორივეს _ მეძინება და იქნებ... _ არ გავალ ! _ ახლა მართლა ვერ მოგიყვები. _ სულ ეგრე ამბობ. ნინაკა, აღარ შეიძლება რა. ზედმეტია უკვე ყველაფერს რომ მალავ და არ იმჩნევ _ შენ გგონია ეგრე _ მიდი დაიძინე და მომიყევი მერე _ თვალები აატრიალა, საწოლიდან ისე წამოდგა, რომ გადასხმის აპარატს არ შეხებოდა და გავიდა. ნინაკა ვერ ივიწყებდა, თვალებში ახლაც ის კადრები უდგებოდა და ძალიან ცდილობდა რომ არ ეტირა. ხანდახან ძალიან რთულია ცხოვრება. ხდება ხოლმე, ადამიანები ადამიანებს ტოვებენ, მაგრამ ასე? როგორ შეიძლება? ვინ არის დამნაშავე? რატომ ვენდობით? ალბათ მაღლა, ცაში დაწერეს. იქნებ არც? კითხვები ბევრი გაქვს, პასუხები არცერთი. რაღაც რომ გღრღნის, განადგურებს და ცხოვრების ხალისს გიკარგავს. რაღაც ისეთი, რაც ფერებს აქრობს და ტოვებს ძალიან დიდ სიცარიელეს. თავიდან ყოველთვის რთულია, მაგრამ თანდათან უნდა მიეჩვიო. სხვა გზა გაქვს, მაგრამ შენ მაინც ამას ირჩევ. სხვა გზა ყოველთვის არსებობს. მკვდარს ვერ გააცოცხლებ, თორემ ცხოვრების გამარტივებას რა უნდა?:) ტელეფონი რეკავდა. უცხო ნომერი იყო, მაგრამ ნინაკა მაშინვე მიხვდა, ვინც ურეკავდა. უპასუხა. გაურკვევლობა ყველაზე დიდი შეცდომაა და უსამართლობაა, გაურკვევლობა დატოვო და წახვიდე. _ გისმენთ _ ნინაკა, შეგიძლია შემხვდე? _ არა, არ შემიძლია ლუკა _ გთხოვ. უნდა აგიხსნა ყველაფერი _ ნინაკას გაეცინა. _ მეტი ვერაფერი მოიფიქრე? _ უნდა გნახო. ტელეფონით ვერ გესაუბრები _ ხომ გითხარი, რომ არ შემიძლია? _ მისამართი მომწერე და ამოვალ _ აფრენ? არ მინდა შენი ნახვა. მეზიზღები ლუკა, შენი ხმაც მეზიზღება. ყველაფერი რაც შენ გიკავშირდება მძულს _ მომწერე მისამართი _ ხომ ხედავ, არაფრის თქმა არ შეგიძლია. სულ ესე იქნება, შენნაირები ლუკა ახლა იცი ცივ მიწაში წვანან _ თუ გნახავ, აგიხსნი _ ნინაკამ ტელეფონი გათიშა. ხელის კანკალით აკრიფა თავისი მისამართი და გაგზავნის ღილაკს ვერაფრით ვერ დააჭირა. აქ ელენეც იყო, რედიც და ლალოც. როგორ აუხსნიდა მათ? თუმცა ადრე თუ გვიან მოუწევდა. ბოლოს მიწერა, ღრმად ამოიოხრა და ტელეფონი გადადო. _ ელენე _ დაუძახა და თან ვენაში შერჭობილი ნემსის გამოღება სცადა _ რატომ იხსნი? _ აღარ მინდა, უნდა ავდგე და გამოვიცვალო _ რატომ? სიცხე ისევ გაქვს ნინაკა _ ვიღაც უნდა მოვიდეს _ ვინ _ დედა, ნუ მახვეწნინებ რა, გაწიე ეს გადასხმა და მე უბრალოდ გამოვიცვლი _ დაღლილმა ახედა. ქალი დანებდა, ვენიდან ნემსი გამოურჭო და კუთხისკენ გააგორა. _ ეს გადასხმები ასუქებსო _ ნინაკა თან ტანსაცმელს იცვლის თან ალმაცერად უყურებს ელენეს. _ შენი გასუქება გადასხმებმა რომ შეძლოს _ ეცინება ელენეს და ოთახიდან გადის. თხუთმეტ წუთში ლუკა მოდის. თექვსმეთ წუთში კარებს ელენე აღებს. ჩვიდმეტ წუთში სამზარეულოდან ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქით ნინაკა გამოდის და ზუსტად ოც წუთში ოთახში, პუფებში ჯდანან და ნინაკა უხმოდ ელოდება. _ იქიდან დავიწყო, ასე მალე როგორ დავბრუნდი საქართველოში? _ ეუბნება. ხმა ისეთი აღარ აქვს, როგორიც ადრე და ნინაკას ეჩვენება, რომ შეცვლილია. _ არა _ ასე ნუ მიყურებ, გთხოვ _ სხვანაირად არ შემიძლია ლუკა _ ეღიმება, ცხელ სითხეს უშვებს ყელში და გვერდით იხედება. _ ეგ დღე დაემთხვა. ხანდახან ცუდი დღეები მაქვს ნინაკა _ თუ ცუდი დღეები, გასაგებია _ ახლა უკვე ეცინება. როგორი სენტიმენტალურები არიან ადამიანები. _ შენ არ გესმის... _ მე? არ მესმის? _ ნარკოტიკებს სისტემატურად არ ვიღებ. მხოლოდ მაშინ, როცა მჭირდება _ და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს აძვრენს. _ და საჭიროება მერე ყოველდღიურობაში გადადის... _ ეს ხელს რატომ გვიშლის? _ ყველაზე დიდ შეცდომას უშვებს ამ კითხვით. უბრალოდ ვერ ხვდება. _ არ მიყვარს ადამიანები რომ მტოვებენ _ ისევ ცხელი შოკოლადი. ყელი ეწვება. _ ვინ ამბობს რომ გტოვებ? _ იძულებული გახდები. მე ვეღარ გაგიძლებ და შეგიძულებ ვიცი _ ტყუილია ეგ, რა პონტია? ადამიანებს კაიფის გამო იძულებენ? _ ახლა გულსაც მირევ _ რანაირად მელაპარაკები? _ აბა რანაირად გელაპარაკო ლუკა? რას მთხოვ? _ შენ რას ითხოვ ჩემგან ნინაკა? _ მინდა რომ აღარასდროს აღარ გაეკარო _ და რა შავდება, გეკითხები? _ ვერ ხვდები ხომ? ვერაფერს ხვდები? _ ვერა. არაფერს მიხსნი და იმიტომ _ იქნებ უბრალოდ არ გინდა გაიგო _ მინდა _ აღარ მინდა შენი ნახვა ლუკა. აღარ მინდა ოდესმე კიდევ გნახო _ არ შეიძლება ნინაკა, უსამართლობაა ეგ _ უსამართლობა იმედის გაცრუებაცაა. შენ შეძელი _ გთხოვ _ მხოლოდ ეს გქონდა სათქმელი? სულ ეს იყო? _ მეტი რა შეიძლება გითხრა? _ რაც მე გთხოვე, პასუხი იმაზე _ კარგი _ ბოლოს დანებდა და ქვემოდან ამოხედა. ნინაკამ მკრთალად გაუღიმა და თავი დაუქნია _ და მაინც ვფიქრობ ისევ ისე აღარ იქნება, ხომ? _ გაეღიმა ლუკასაც _ არ ვიცი. შეგიძლია მარტო დამტოვო? _ კარგი _ მისკენ მიიწია, მაგრამ შუბლზე კოცნა არ აცადა ნინაკამ. თავი გვერდით გასწია. ლუკა ოთახიდან გავიდა, მერე სახლიდან და ნინაკა დიდი ხანი ფიქრობდა მასზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.