შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქელვინი (საახაწლო) (სრულად)


31-12-2016, 19:58
ავტორი სალი-სალი
ნანახია 4 366

ბუხრის წინ წამოსკუპებული შოკოლადებს მივირთმევდი და ტელევიზორში სასურველ მუსიკას ვეძებდი. საღამურებში გამოწყობილი რითმულად ვარხევდი მხრებს და თან თავსაც ვაყოლებდი.წაბლისფერი თმები ნელნელა ირხეოდა ზურგზე და მეღუტუნებოდა. ბოლო შოკოლაადის შეკვრა გავხსენი და ვთქვი „რაც არის არის მიდი სალომე“ დიდი ბურთულა პირში ჩავიტენე და სწოერედ იმ მომენტში ვინანე რა ძალა გედგა შე უბედუროთქო. გათხიპნილ ტუჩებზე ენა გადავიტარე და შოკოლადის ქაღალდები ცეცხლუსკენ გავაქანე.
-შენ ეგ შოკოლადები ხომ დაგიმალე.დოინჯშერტყმული დედაჩემი წინ ამეზუტა და ფეხი აათამაშა.
-არიცი დე რანაირივარ? შოკოლადის სუნს ვგრძნობ, სხვათაშორის ისიც ვიცი ჩანთაში სნიკერსი რომ გიდევს თან დიდი რომელიც საღამოს უნდა მომცე.ნიშნისმოგებით გადავხედე დედაჩემს და თვალი ჩავუკარი.
-გახვალ მერე გვერდებში ქალბატონო.სიცილით მითხრა და გვერდით მომიჯდა.
-რა არვარ გასული უკვე თუ? ახალი ამბავი.
-როგკითხონ კაი ტანი და ზაფხულზე პლაჟი გინდა.
-მაცადე დედუნი გაზაფხული წინ არის მაშინ დავიწყებ დიეტას და ნახავ რავარი წინწკლო შვილი გეყოლები.
-შენ სათვალის გარეშე ნუუყურებ ტელევიზორს.მალევე შემოვიდა ბებოც და ჩემი „კატუნიები“ შემომიტანა.მეც წამებში მოვირგე სათვალე და ახლა უფრო კარგად დავაკვირდი გარემოს.
-აბა ახალ წელს რა გიყიდო?.თმაზე ჩამომისვა ხელი და მკითხა.
-ჰმ გამაოცე.საჩვენებელი თითი ტუჩთან მივიდე და ისე გავძახე.
-მამაშენმა რა გამოვუგზავნოო?.
-უთხარი რამე გემრიელი სუნამო და შოკოლადებითქო.
-შოკოლადებს აქაც გიყიდი.
-მოიცა რა რაჯობია გერმანულ შოკოლადებს დედუნი.
-ეს კიდე შოკოლადებზე ლაპარაკობს?.თვალის „სრესვით“ გამოემართა ჩემი ბედოვლათი ძმა და ხალიჩაზე ჩემს გვერდით გაგორდა.
-პრობლემაა რამე?.
-არა ბატონო რა პრობლემა.
-ხოდა ეგრე ბიჭონ.ენა გამოვუყავი და გასაქცევად მოვემზადე.
-ერთხელაც იქნება და მაგ ენას ამოგაძიძგნი.უკან გამომეკიდა და ჩემს ოთახში გამომიჭირა.
-აბა მოდი ამომაძიძგნე.საწოლის მეორე ბოლოში ვიდექი და ისევ ენას ვუყოფდი.
-გოგო ნუ გადამიყვან ახლა ჭკუიდან თორემ ხოიცი რაც მოგელის.ხმამაღლა ჩაისისნა და თითი დამიქნია.
-ბებო ბაბუ მიშველეთ გიორგი მატყავებს.ხმამაღლა გავძახე ჩემს მაშველებს და წამებში გაჩნდნენ ჭაღარაშესხმული ცოლქმარი ჩემს ოთახში.
-რაიყოთ შვილო ხომ მშვიობაა.შეწუხებული ჩანდა ბაბუაჩემი ჩვენი ასეთი მდგომარეობიდან გამომდინარე.
-ბაბუ რაუნდა ამას გამანებოს თავი.
-ამას სწორად მოქცევა ასწავლეთ ვინმემ! ენას რომ მიყოფს ამხელა კაცს.
-ამხელლა კაცი თუ ხარ რას დამდევ ოახიდან ოთახში ან ტრუსიკით სიარული რაპონტია.
-ახლა მართლა გაგატყავებ.სწრაფად გადმოაბიჯა საწოლს და დამიჭირა. დიდიხანი ვიჭიდავეთ ასე მე და ჩემმა დამთხვეულმა ძამიკო, ბოლოს როცა ამ ყველაფრით დავიღალეთ იატაკზე აქოშინებულები გავწექით და სიცილი დავიწყეთ.
-არა ბებია თქვენ ჭკუა ვინ მოგცათ ნეტა გამაგებინა.იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა ბებიაჩემმა.
-იცოდე ენა მოირედ აღარ გამომიყო, მერე შეეჩვევი და ვინმეს რო ეგეთი ჟესტი აჩვენო მართლა მოგკლავს.
-ხო კაი რაიყო აღარ გამოგიყობ ენას.ძლივს ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვხტი.
-ეგრე გეთქვა შედალოცვილო, მანამდე რას მაგორავე ეს ამხელა კაცი იატაკზე.
-25 წლის ხარ მეტის კიარა, თავი დიდი რატო გგონია ნეტა გამაგებინა.
-ოე ღლაპი! სანამ დროა პირი მოკუმე.
-როარა?.გამომცდელად შევხედე და წარბები ავათამაშე.
-შვილო ასე ძაან თუგინდა ჭიდაობა წაგიყვან ომიკოსთან და იმას ეჭიდავე რამდენიც გინდა, ორივეს დაუშვრეტელი ენეგია რომგაგვთ კი დალეწავთ მთელს სახლს.
-არმინდა ომიკო შენთანაც მშვენივრად ვჭიდაობ.
-გაიტანეთ ეს აქედან!.ხმამაღლა დაიღრინა გიორგიმ და თვალებ მოჭუტულმა გადმომხედა.
-ჩინელო.ახარხარებულმა მივაძახე და ოთახიდან გავქრი.

ახალწლამდესულ რაღაც 6 დღე იყო დარჩენილი, მეკი საჩუქრებიც არ მქონდა ნაყიდი. ბევრი ვიფიქრე ვის რა ვაჩუქოთქო არჩევანი კი დელფოსის აქსესუარებზე შევაჩერე.
-დედა სამსახურში რომელ საათზე მიდიხარ?.ახალ სამოსში გამოწყობილმა გავაჭერი მისაღებში და ყავისჭიქას დავწვდი.
-2 საათზე იქ უნდა ვიყო.საბუთებში ჩამძვრალმა წამიერად გადმომხედა.
-მაშინ მეც გამოგყვები ერთად წავიდეთ.
-შენ რაგინდა იქით?.
-დელფოსში უნდა შევირბინო ნინიკოს მინდა ვუყიდო საჩუქარი.
-გიორგისაც უყიდე რამე.
-გიორგის მერე აქეთ ვუყიდი.
-დელფოსი აქაცარაა? იქ რაღას მოდიხარ?.
-აი ეს ყელსაბამი უნდა ვუყიდო.ტელეფონში ერთ-ერთი ყელსაბამის ფოტო ჩავრთე და მისკენ შევატრიალე.-მარტო პეკინის ფილიალშიაო.
-კაი მაშინ მოემზადე და ნახევარ საათში გავიდეთ.
-მზადვარ უკვე.
როგორც ყოველთვის ტელევიზორის პულტი ხელში მოვიმარჯვე და მუსიკების არხი ჩავრთე. დედაჩემმა სიმღერის გაგონებაზე თვალები აატრიალა და ბოლოს სიცილი აუტყდა ჩემი ვოკალური შესაძლებლობა რომ მთელს ოჯახს წარვუდგინე. წამებში გაისმა ჩემთვის უცნობი სიმღერა Calvin harris-ის My way. იმდენად მომეწონა რომ მანამ ვისმინე სანამ არ დავიზუთხე.15 წუთში უკვე ზეპირად ვიცოდი და ზოგიერთ მონაკვეთში საოცრად სასაცილოდ ვყვებოდი. დიდად ვერ დავიკვეხნი ინგლისურის მცოდნე ვართქო მაგრამ არც უცოდინრობას განვიცდი. ეს მომღერალი ჩემთვის უსაყვარლესია. ადრე მისი ერთ-ერთი სიმღერა summer ავიჩემე და ამ დღემდე სულ მას ვმღეროდი მაგრამ ახლა ისე მომეწონა მისი ახალი და განსხვავებული სიმღერა რომ გონებში სწრაფად დავიწყე წინადადებების თარგმნა. რაც გადავთარგმნე იმას დავჯერდი და გაღიმებულმა განვაცხადე ამიერიდან ახალი სიმღერა ამეკვიატათქო. დედაჩემი თითქმის გავაგიჟე.
-ნახე დედიკო რა სიმპათიურია.ვაჩვენებდი მომღერალზე და თან სხეულს რითმულად ვარხევდი.
-სალომე ახლა ეს უნდა ამომიყვანო ყელში?.ვითომ მკაცრი მზერა მტყორცნა.
-დიახაც.თვალი ჩავუკარი და თმა გავიშალე.
-დედა ამას სიცხე გაუზომეთ.ჩემი ცეკვის კრიტიკოსი გიორგი ჩეტკოევი შემოვიდა ოთახში და ცერა თითი ძირს დაუშვა.
-მოდი ჩეტკო.სიცილით მივედი გიორგისთან და ხელები მოვხვიე.-მიდი გააქნიე შენი ელასტიური საჯდომი.ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა.
-ტელეფონში ჩაწერე უკვე ეს სიმღერა?.
-უი რაკაი გამასენე.სწრაფად დავავლე ტელეფონს ხელი და საძიებო სისტემაში დაზეპირებული სახელი ჩავწერე და ჩამოტვირთვის ღილაკს დავაჭირე.-ბინგო ახლა ჩემიხარ ჩიტო.სასაცილოდ ავცანცარდი და სიმღერა თავიდან ჩავრთე.
-ამაზე ნაკლები ქმარი არუნდა მყავდეს.
-შენ თუ ამისთანა სიძეს მომიყვან.
-ქელვინს არა მარა მაგნაირს გაგიჩითავ ჩეტკო.
-შენ ვინ მოგიყვანს ცოლად შე თხა შენა.
-ამასაც ვნახავ.თავი ძლივს შევიკავე ენა რომ არ გამომეყო.
-წამოდი ახლა წავიდეთ და მაგ შენ ქელვინას მერე მოუსმინე ნაოშნიკებში.სწრაფად წამოდგა დედაჩემი ქურთუკი გამომიწოდა და საბუთები პორთფოლიოში ჩაალაგა.


ცოტახანში სახლიდანაც გავედით და მარშუტს დაველოდეთ. ახმეტელის მეტრომდე ძლივს ჩავაღწიეთ იმხელა საცობი იყო. გლლდანი მოლში გიორგისთვის შევარჩიეთ სანთებელა სიგარაა და ქამარი შემდეგ კი მეტროს ვესტუმრეთ. პეკინზე ამოსულებმა მე დელფოსის გზას დავადექი დედაჩემი კი თავისას. ბუღალტრად მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში, ამიტომ დრო თითქმის არ ჰქონდა რომ თან გამომყოლოდა. მაღაზიაში მისულმა ნინიკოს(ჩემს ნათლულს) და დედაჩემს ვერცხლის ყელსაბამები შევურჩიე და უკან გამოვბრუნდი.
-You were the one thing in my way .ჩემთვის ვღიღინებდი და თავს ნელნელა ვაქანავებდი. ხალხი ჩემს ირგვლივ იყო შემოწყობილი და გაოცებული თვალებით მიყურებდა. ძლივს მოვტვინე რომ ტუჩები მომეკუმა და თავი გამეჩერებინა. ამასობაში მატარებელიც მოვიდა, სწრაფად შევედი ვაგონში და ჩემთვის დავდექი. სადგურის მოედანზე ძლივს გავიკვლიე გზა და გაჩერებულ ვაგონში ძლივს შევასწარი. როგორც ყოველთვის ისევ ის სიმღერა ჩავრთე და ხელის მოსაკიდებელზე „ჩამოვეკონწიალე“. ღრმაღელეზე მისულს ვიგრძენი რომ გვერდით ვიღაც „აყლაყი“ დამიდგა. არ შემიხედავს, ან რაში მაინტერესებდა, ერთადერთი რაც დავინახე შავი შარვალი და იმავე ფერის ტყავის ქურთუკი იყო.ჩემთვის ვიდექი, არავის არაფერს ვუშავებდი უბრალოდ ჩამოკიდებული ვიყავი და ერთი სული მქონდა როდის გავაღწევდი აქედან. ცოტახანში მწველი მზერა ვიგრძენი, თავი შევიკავე, არ გავიხედე, უბრალოდ მუსიკა ისევ თავიდან ჩავრთე და ტუჩები მოვკუმე. ზუსტად ერთ წუთში ვიგრძენი რომ ფეხზე ფეხი მომარტყა. არ შევიმჩნიე, ვიფიქრე ალბათ შემთხვევით მოუვიდათქო თუმცა ზუსტად 12-ჯერ და ისიც შემთხვევით? რათქმაუნდა არა. ამას პლიუს ირონიული მზერა და სიცილი. ღმერთო ეს ამაზრზენი სიცილი. არგავიხედე თუმცა მაინც შევამჩნიე, შუშის ანარეკლში დავლანდე მისი ეშმაკური მზერა. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ გადმომაწვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. გვერდით მივიწიე, ბოდიშიც არ მოუხდია თუმცა რომც მოეხადა ვერ გავიგებდი მეხომ ქელვინის სიმღერას ვუსმენდი. ერთი ნაბიჯი გვერდით გადავდგი და ისიც ჩემთან ერთად მოდის, თან კი ფეხს ისევ მირტყავს. ღმერთო ეს რა შარს ეძებსს? დაწყნარდი სალომე ამ ზვითხს ნუ გაუყადრებ თავს.ისევ გვერდით გავიწიე და მეორე მხრიდან მოხუც კაცს ავეტკეპნე. უკან ვერ წავიდოდი ხალხი იყო. გაიჭედე სალო? ამომძახა ჩემმა მეორე მემ და ენაზე კბილები დავიჭირე.გადის 2 წუთი და ახლა მხრით მეჯახებე. რომ ვერ მოვითმინე გაბრაზებული სახით ავხედე.ჯანდაბა როგორ გავს ქელვინს.წამიერად გავიფიქრე და ჯიუტად ვუყურე თვალებში. ისიც არ აპირებდა სადმე გახედვას.დაჟინებული მზერით ვაშტრრდებოდი როცა მზერა ყელისკენ გამექცა. ჩემი ყურადღება ძარღვებმა კიარა სვირინგმა მიიქცია. ლამაზად ელავდა ყელიდან თუმცა ვერ გავარჩიე რა ეხატა. ჩემს ამ ქმედებაზე სიცილი წასკდა.იდიოტი!. მუსიკა დამთავრდა და გაისმა ხმა „ახმეტელის თეატრი ბოლო გაჩერება last stop“ მეშველაა. კარისკენ გატიალდა და გასვლა დააპირა, მე მის კან ავღმოჩნდი ის კი კარში იდგა და არ მატარებდა.შვილო გაიარეე! გულში ამოვიოხრე და სწრაფად გავძვერი. წამებში მხარი ამომიგდო ვიღაცამ ვიღაცამ კიარა სწორედ იმ აყლაყმა. ისე გამკრა მხარი კინაღამ კედელს მიმაჯახა.გავცოფი! გაბრაზდი! მოკვლის სურვილმა მოიყარა თავი ჩემს გონებაში. სწრაფი ნაბიჯებით წავედი „ქელვინისკენ“ და მხარი ისე ძლიერად გავკარი რომ დაბზრიალდა და ამჯერად ის აეკრო კედელს. გამარჯვებული სახით ავაჭერი ექსკალატორზე და ამაყად უკან არც კი მიმიხედავს თავაწეული ვუმზერდი ხალხს. რამდენიმე წამში რატომღაც ნერვები მომეშალა, რატომღაც კიარა გვერდით სწორედ ის აყლაყი ამომიდგა წეღან კედელს რომ ჩავახუტე. ხელი ჩემსკენ წამოიღო და გადამხვია.ეს რა მეკაიფება?. სწრაფად მოვიცილე მისი მძიმე ხელი და მხარში ჩავარტყი. გაქცევა ვცადე მაგამ უშედეგდ, იმდნი ხალხი იყო რომ ცალ ფეხზე ვიდექი. ის კი დებილივით გვერდით მედგა და იცინოდა. რას არ მივცემდი იმ მომენტში ის თეთრად ჩაკიწკიწებული კბილები რომ ჩამომეღო და დამემახინჯებია თუმცა მოიცა ის ხომ ქელვინის ასლია მაინც ისეთი სიმპატიური იქნებოდა.სალომე რეებს ფიქრობ.თავი გავიქნიე და მეტროს გასასვლელისკენ გავიქეცი. სწრაფად შევარდი გლდანი მოლში და ჩემი ძმისთვის სასურველი ნივთები ვიყიდე. მერე სწრაფად ავარდი ზემოთ სართულზე და კოტონში შევაჭერი. სასურველ ქამარს ხელი რომ დავავლე უზარმაზარ რიგთან მივედი რომელიც სალაროსკენ მიდიოდა. ზუსტად ნახევარი საათი გავატარე ასე რიგში ერთი ტყავის ქამრის გამო, ჩემი ძმა კი ამას ისე მოისვრიდა როგორც მის წინა 4 შეყვარებულს. ნეტა რა ძალა გადგა სალომე.ძლივსძლივობით მივაღწიე მოლარესთან და უღიმღამო გამომტყველებით ფასი მკიარნახა. ამას არეძინა თუ ეს ხასიათი თოიბოქსში ამოუვიდა?.წამიერად გავიფიქრე და გასასვლელისკენ დავიძარი.თქვენ რა მეღადავებით?. მისტერ აყლაყი კარებთან დგას და ხელს მიქნევს. გავცოფდი თანაც როგორ, თავი ძლივს შევიკავე რომ არ მივარდნილიყავი ის ქამარი ყელში არ წამეჭირა და არ მომეკლა. სწრაფი ნაბიჯებით გავცდი ყოვლადსიმპათიურ არსებას და ექსკალატორი სირბილით ჩავიარე, სწრაფად გავიქეცი გასასვლელისკენ და 180 ნომერი მარშუტი მოვლანდე. მარშუტშიც სწრაფად შევხტი და დავსკუპდი. დავინახე როგორ გამოვარდა გარეთ და როგორ დამიწყო ძებნა. მარშუტი რომ დაიძრა ფანჯრიდან თავი გავყავი და ენა გამოვუყავი. ჩემს დანახვაზე მხრებში გასწორდა და თითი დამიქნია. კმაყოფილი მოვთავსდი მორყეულ სკამზე და გამარჯვებული სახით მყოფმა ტელეფონში ისევ და ისევ ქელვინის სიმღერა ჩავრთე.

-ეგ ზვითხი ეგ როგორ მომიშალა ნერვები, თან იდგა და ხელს მიქნევდა ეგ დარეხვილი, არა სახე უნდა დაგენახა როგორ იცინოდა, რატო არ მოძვრა ეს ქოლგეითით გამოხეხილი კიჭუნიები ერთი.გაცოფებული დავდიოდი სახლში და ნინიკოს ვუყვებოდი იმ დღეს მომხვდარ ამბავს.
-კაი სალომე რაიყო ასე რატო ბრაზობ.
-მე გოგოო? ჩემთან ეგრე ცინიკურად კაციი არ მახსოვს მოქცეულიყო, ეგ ვირთხა ეგ სულ შავებში რო იყო გამოწყობილი, კუბოდან ამოთრეული მათხოჯი.რაღაც არარეალურ არსებებთან ვადარებდი „ქელვინს“ და მაინც ვერ ვინელებდი მის სქციელს.
-რაა?.ბოლო ხმაზე ახარხარდა.
-კუბოდან ამოთრეული მათხოჯი.
-ისე სიმპათიური იყო?.
-აი იცი ვის გავდაა ქელვინ ჰარისი რომაა მაგას.
-ოო მაი გაშ, შენ ხო გევასება ეგ მომღარალი, მეტიც აფრენ.
-მერე მომღერალი მევასება ეგ კიარა.
-მე არმითქვამს მაგაზე გევასებათქო.
-ოო რაც არის რაა.
-ნათლი დაიბენი? სახელი არიცი მაგ კუბოდან ამოთრეული მათხოჯის?.
-სახელი? როდის მეკითხა მაგ ზვითხისთვის როცა ფეხებს მაგლეჯდა თუ როცა მომდევდა? ვაფშე მუნჯი ხოარ იყო ნეტა მარა ტელეფონზე რო ლაპარაკობდა.
-ოხ სალომე სალომე მარტო შენ თუ გადაეყრები უცნაურობებს.
-აბა რა ნათლიას ბოცვერო მარტო მე ვეხვევი ესეთ რამეებში.
-ნათლიას ბოცვერო საიდან მოგაფიქრდა ახლა თუქალიხარ.
-არიცი რანაირი ვარ? მტრისას და ავისას შეირგე ეგ საყვარელი წოდება.
-სპლიყვო.
-არა ნათლიას ბოცვერი ჯობია.

მეორე დღეს საახალწლო მუსიკა იყო ჩართული ჩემს სახლში. ჩემი ძმა მადგა თავზე, ხელში დინამიკები ეჭირა და ჩემს გაღვიძებას ლამობდა.
-ამ ახალიწლის წინა დაღეებში რო ნორმალურად გავიღვიძო რა აზრის ხარ?.შეწუხებულმა ვუთხარი.
-ასე უფრო სახალისოა.მხრები აიჩეჩა და ქელვინის სიმღერა ჩართო.
-აუ რა ჯიგარიხარ აწი სულ ასე გამაღვიძე.
-ჯიგარი კიარა გუშინ მთელ ღამეს ამ სიმღერას რო ყროყინებდი ამეკვიატა.
-აი გემოვნებიანი რო დაიბადები ადამიანი.
-გემოვნებიანი კიარა უგემოვნო ხარ.
-რატო ვითომ?.
-ირაკლიმ მითხრა დამიწუნაო.
-ირაკლი რა მოსაწონია ერთი.
-რატო მაღალია ძლიერი ქერა და ახოვანი.
-მაღალი ძლიერი ქერა და ახოვანი კიარა შენი ძმაკაცია.
-მერე ყველა ჩემი ძმაკაცი მაღალი ძლიერი ქერა და ახოვანია.
-შენი გამოკლებით.
-მართალიხარ მე შავგვრემანი ვარ.
-არა შენ შავგვრემანი გაჩხრინკული და დაბალი ხარ.
-ვინარის გოგო დაბალი და გაჩხრინკული.ფეხზე წამოდგა ჩემი ორმეტრიანი ძმა და წინ ამეზუტა.-ყოველდღე სპორტდარბაზში აბა რისთვის დავდივარ.
-სამარიაჟოდ.
-გამარიაჟებ ახლა რო გადაგისვრი ფანჯრიდან.
-უიმე ვირის რახარ შენ?.
-ძმა.
-გადი გაბნელდი ჩემი ოთახიდან.ხელისკვრით გავაგდე ჩემი ოთახიდან და მოვემზადე. მისაღებში გასულმა საათს რომ დავხედე პირველს უკაკუნებდა. სწრაფად გამოვაღე მაცივარი და ყველაფერი მოვათვალიერე.
-პროდუქტები გვაქვს საყიდელი.დავიძახე ხამაღლა და ფორთოხლის წვენი მოვსვი.
-მერე ჩადი ბებომ გენაცვალოს მეტროსთან და ამოაცუნცულე საახალწლოდ რაღაცეები, ფულსაც მოგცემ და შენთვის შოკოლადები იყიდე.
-კაი ბე ჩავიცმევ და ჩავალ.ოთახში კისრისტეხვით შევარდი, ჯინსის შავი შარვალი, იმავე ფერის ზედა და კრემისფერი დუტი ტანზე მოვირგე, როგორც ყოველთვის კეტები ამოვიცვი და ჩანთან გვერდულად გადავიკიდე.-წავედი ახლა მე.სწრაფად შევხტი მარშუტში და ახმეტელზე ჩავცუნცულდი. გზად ბებოს და ბაბუს საჩუქრები ვუყიდე პროდუქტი მოვიმარაგე და მერეღა გამახსენდა ჩემი თავი.სწრაფად შევარდი სამკაულების მაღაზიაში, ყურზე მომდგარი თვლიანი საყურე ავარჩიე და გზად კოტონსაც გავუარე. მერეღა გამახსენდა ჩემი ქელვინი და მუსიკაც სწორედ იმწუთას ჩაირთო. მოიცა მოიცა ახლა მე ჩემი ქელვინი ვთქვი? არა გეშლებათ. სწრაფად ჩავუარე მაღაზიას და თოვლის ბაბუს ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები მოვლანდე. ჩემთან მოვარდნენ და შოკოლადები დამირიგეს.“იციან ვის უნდა აჩუქონ შოკოლადი“. ისევ 180 ნომერს მივაშურე და სახლში ავცუნცულდი.

დღეები უცნაურად გადიოდა, ახალი წლის „მუღამი“ საერთოდ არ მქონდა. მთელ დღეს სამზარეულოში და ოთახში ვატარებდი. ნინიკო სულ ჩემთან იყო და ჩემს ასევთქვათ კაპრიზებს უსიტყვოდ ასრულებდა. ყოველთვის მიხაროდა ახალიწელი, ყოველთვის მთელი ოვაციებით ვიწყებდი 1 კვირით ადრე დროსტარებას, ახლაკი ასე უაზროდ ვზივარ ჩემს ოთახში და არც კი ვიცი რა მემართება.გულს თითქოს რაღაც აკლდა. რაღაცის უკმარისობას ვგრძნობდი მაგრამ არა რაღაცის კიარა ვიღაცის. ჯანდაბა ქელვინი. ალბათ გაგიკვირდებათ რას აუჩემებია ეს ქელვინიო. მისი სახელი არცვიცოდი ერთადერთი მისი ტატუ და ის თუ ვის გავს.ეს იყო მიახლოებითი ინფორმაცია მის შესახებ.
-სადმე რომ გადაგეყაროს?.მკითხა ნინიკომ.
-შემომაკვდება.
-მანამდე სახელი კითხე აბა სულ ქელვისნ ხოარ დაუძახებ.
-მე ქელვინი მომწონს.
-კაი ბატონო არავინ გიშლის.
-იქნებ აქ ცხოვრობს ახმეტელზე ხო ჩამოვიდა, მარა ახმეტელი იმხელააა, ან იქნებ ღრმაღელეზე, თუმცა ისიც იმხელაა, ასიანი ან აქაურია ან სანზონელი.
-შენ სად ცხოვრობ?.
-გლდანში რაიყო არიცი?.
-მერე პეკინზე რაგინდოდა?.
-დედიკოს საჩუქარი ვუყიდე.
-ხოდა ეგეც ეგრე რომ ყოფილიყო? იქნებ ვაფშე ზემკელია და აქ საჩუქრის საყიდლად გამოვიდა.
-მერე რაღა ახლეტელზე გამოვიდა.
-რაღა პეკინზე მოგინდა გასვლა.
-აუ ნინიკო გცემ იცოდე.
-იქნებ მანიაკია.უცებ დააბრეხვა ჩემმა ნათლულმა.
-მანიაკი არა ისა კიდე არქნოდა რაღაც მანიაკის სახე.
-შენ რაიცი მანიაკის სახე რანაირია.
-კინოებში ხო ეტყობათ ხოლმე.ხმამაღლა ავხარხარდი და წამიერად მართლა გავიფიქრე იქნებ მანიაკიათქო.
-ბებოს კუდრაჭა გოგო წადი აბა პურზე გამეგზავნე ბარემ ამოიტანე აბა შენი ძმა რომელ საათზე მოვა ვინიცის.ოთახში შემოვიდა ბებიაჩემი.
-რამდენი ამოვიტანო?.
-ათი შვილო.
-სეფას შლი ბებიკო?.
-ხო შვილო სეფას ვშლი აბა რასვშვები, მიდი წადი თონე 10 საათზე იკეტება ახლა კი 9 საათია.
-ხო კაი აგერ ნინიც გამომყვება.ხელი დავავლე ნინიკოს და გარეთ გავათრიე. მთელი გზა უაზრობებზე ლაპარაკში გავატარეთ. თავზე საახალწლო თმისამაგრი გავიკეთეთ და ისე მივედით თონეთან.-10 პური გვინდა თინა ბებო.თავი საცხობში შევყავი და სახეზე სულ წამოვწითლდი ისეთი სიცხე იყო.
-ცოტა ლოდინი მოგიწევთ შვილო თქვენ წინ კიდე არიან ხალხი.თბილადგვითხრა ქალმა და პური სხვას გაუწოდა.
-მე ცოტახანში მოვალ რა სახლში ხილი უნდა ავიტანო ვიყიდი და ახლავე დავბრუნდები.სწრაფად გაიქცა ნინიკო მაღაზიაში და მეც დავრჩი ასე მარტო. მეტი რა საქმე მქონდა ყურსასმენები ამივაძრე და ჩემი ქელვინის სიმღერა ჩავრთე.ხელებს ერთმანეთში ვხლართავდი და სიცივისგან ვიშმუშნებოდი. ხალხი სწრაფად ირეოდა ერთმანეთში და ჩქარა ჩქარას ძახილში უფრო ანელებდა სვლას. ბავშვები ჯგუფებად იყვნენ ჩამწკრივებულები და ჩუმად პუტპუტებდნენ. ბოლოს აფეთქების ხმა გაისმა. ჯანდაბა! ოხ ეს საზიზღები!. ახალი წელი სწორედ ამიტომ არმიყვარს. საშინელი ხმები ისმის ყველგან, ამას პლიუს სპეციფიკური სუნი. სწრაფად წამოვიდნენ ბავშვები ჩემსკენ და რაღაც სამი მწვანე კუბიკი მომიგდეს. თავიდან ვერმოვტვინე რაიყო ბოლოს როცა აფეთქდა ხმამაღლა შევკივლე და ხტომიალი დავიწყე.საძაგლები. ჩემთვის ჩავისისინე და გაბრაზებული მზერა ვტყორცნე.ფუ რა სუნი დააყენეს.ხელი ცხვირზე მოვიჭირე და ნერვებაშლილმა კინაღამ ხმამაღლა მივალანძღე. მერე ისევ დაიწყეს შორიახლოს ასაფეთქებლების აფეთქება, მეკი პატარა ბავშვივით ისე ვხტებოდი თითოეულ აფეთქებაზე რომ ხალხი დამცინოდა.სწრაფად მოვირგე ყურსასმენები და ვეღარაფერიც ვეღარ გავიგონე. ასე რამდენიხანი ვიყავი არვიცოდი, უცებ ერთმა ნაცნობმა მოქმედებამ გამომარკვია.ვიღაც ფეხზე ფეხს მირტყავდა. წამებში მოვიხსენი ყურსასმენები და ჩემს გვერდით მდგომს ავხედე.ჩემი ქელვინი. გულში გავიფიქრე როცა ის ახალგაზრდა დავინახე. გული გამიბრწყინდა თუმცა თვალებზე არ შემტყობია. არაფრისმთქმელი მზერით გავხეედე და თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამცინებოდა.
-მაშინ ხომ გამექეცი ახლა გიპოვე.ახლაღა მოსწვდა მისი ხმა ჩემს ყურთასმენას. მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი თუ როგორი ხმა ექნებოდა უცნობს მეტროდან, ზოგადად ჩვეულებრივზე ჩამოვყალიბდი მაგრამ ისიც კი წარმოვიდგინე რომ საშინლად წვრილი ან თუნდაც გოგოს ხმა ხომარააქვსთქო.ახლაკი ვდგავარ და სოცრად ბოხს? არა უფრო მამაკაცურს წააგავს მისი ხმა.
-ყოჩაღ.ირონიულად გავუღიმე და პურის რიგს გავხედე.
-ხოარ მოგენატრე?.ეს რა მეკაიფება? რათქმაუნდა მომენატრა ეს დეგენერატი.ყოჩაღ სალომე შენივე პირით აღიარე.
-და ვინხარ შენ საერთოდ?.
-მე მანიაკი ვარ.
-ხოდა მანიაკო მე სალომე ვარ და გირჩევნია ჩემმს იდეალურ ცხოვრებაში მეორედ აღარ გამოჩნდე.რა კატეგორიული ხარ სალიკოო. ამომძახა მეორე მემ, არა რაა იცის ამ მეორ მემ რომ სალიკოს ვერვიტან, სალომე ან სალო ან თუნდაც სალი.
-ოჰოო სალომე იდეალური ცხოვრებით, მე უტა მქვია და იცი მეც იდეალური ცხოვრება მაქვს ასერომ არშემიძლია მეორედ რომ არ გამოვჩნდე.
-ხოდა უტა მანიაკო მე ცუდ ბიძიებთან არ ვლაპარაკობ.ნიშნისმოგებით გადავხედე და საშინლად მოფანცქალე გულს დავუყვირე დასტოინადთქო.
-მერე მე ცუდი ბიძია ვარ?.
-დიახ ცუდი ბიძია ხარ.თვალი ჩავუკარი.
-რა საწყენია მეკი ჭკვიანი მეგონე.
-უკაცრავად?.
-არაფერი არაფერი.თავი გააქნია.
-ცნობისთვის ჭკვიანი ვარ.
-აა მართლა? აბა სულელი რატომ მეგონე?.
-სულელიო? სიტყვებს დაუკვირდი ახალგაზრდავ.
-კარგი კარგად.მცხობელს პური გამიართვა და სხვა მიმართულებით დაუყვა. 2 წუთში უკვე ნინიკო დავინახე პირზე ხელი ჰქონდა აფარებული და ჩემსკენ მორბოდა.
-ეს ის იყო ხო? ქელვინი.გაოცებული უტას სილუეტს უყურებდა რომელიც სიბნელეში იკარგებოდა.
-ხო ის იყო.
-მერე?.
-რა მერე დებილია მეტი არაფერი.
-რატო?.
-სულელი ხარო.
-სულელი ხარ აბა რახარ იმისთანა ბიჭი გაუშვი ხელიდან.
-უტა ჰქვია.
-უტა რა ღრმა სახელია.ტუჩზე ხელი მოისვა და ბრძენის სახე მიიღო.
-ღრმა სახელი კიარა სამ ასოიანი სახელია.სწრაფად გამოვართვი თინა ბებოს პურები და ცოტა ნინიკოს მივეცი რადგან მეტს ვეღარ წავიღებდი.

10...9...8...7...6...5...4...3..2..1... გილოცავთ! ერთხმად შევძახეთ სახლში მყოფებმა და შამპანიურის ჭიქები ბოლომდე ჩავცალეთ. ყველა ერთმანეთს ვულოცავდით და სადღეგრძელოს ვამბობდით. ნინიკო და მე ვიხტანგურით შემოვიფარგლეთ და ბევრი შოკოლადი ვჭამეთ. ბოლოს კაცებმა დაიწყეს ჩათრობა. ჭიქას ჭიქაზე სვავდნენ და ახალიწლის უკვე მეოთხე სადღეგრძელოს სვავდნენ. მეც შემეტყო ცოტა სიმთვრალე და თავბრუც დამეხვა. ბარბაცით გავაბიჯე აივანზე და ცივი ქარის შეხება ვიგრძენი.აწითლებული ლოყევი სულმთლად გამიყინა და მთელს ტანში გამატანა ჟრუანტელმა. მოწყენილი ვიყავი, ვერ ვისვენებდი, გარეთ გასვლას ვლამობდი და თავზე ხელს ვიდებდი.უცებ ტელეფონზე ზარის ხმამ გამომარკვია. უცხო ნომერი იყო, ვიფიქრე ვინმე ნათესავი იქნებათქო და ვუპასუხე.
-კარგად ხარ?.ყურმილში ნაცნობმა ხმამ გამოაღწია. ქელვინი იყო.
-ჩემი ნომერი საიდან?.
-ეგ შენი საქმე არაა.
-კაი ერთი მართლა?.
-ჩიტმა ამბავი მომიტანა სალომე მოწყენილიაო.
-ბრთხილად იყავი მაგ ჩიტმა არ დაგასკლინტოს.ჩემი ჭკუით ვიხუმრე.
-თვალებს ნუ აბრიალებ.
-უკაცრავად?.
-აბა წინ გაიხედე კარგად.წინ გავიხედე მაგრამ ვერაფერი დავინახე.
-მერე რა?.
-სათვალე გაქვს ეტყობა გასაწმენდი.
-ბევრს ტლიკინებ.
-ვერც ახლა ხედავ ვერაფერს?.ჩემს წინ მდგარი კორპუსის აივნიდან ხელს მიქნევს ვიღაც ბიჭი და ეს ბიჭი არც მეტი არც ნაკლები უტაა.
-გაფიცებ საიდან შეამჩნიე ჩემი თვალების ბრიალი?.
-ვიგრძენი საყვარელო ვიგრძენი.
-ხოდა ახლა თავს თუარ გამანებებ ამ მაშხალას იგრძნობ სიფათში.ეს ჩავძახე, ტელეფონი გავთიშე და სახლში შევბუნდი. ღამის 4 საათი იქნებოდა როცა მე და ნინიკო ეზოში ჩავედით. ნინიკოს სანდრო უნდა ენახა ამიტომ მარტო არ გავუშვი, ისედააც რამეს იეჭვებდნენ მისი მშობლები. სირბილით ჩავუყევით კიბეებს და სანდროს დანახვაზე დამდნაი ნინიკო ძლივს მოვასულიერე. ერთმანეთი გადავკოცნეთ მილოცვებიც და საჩუქრებიც მივიღეთ შემდეგ კი იქვე სკამზე ჩამოვჯექით.
-მე გავალ ცოტახანი და მოვალ მალე.თვალი ჩავუკარი ნინის იმის ნიშნად რომ დრო მკვდარზე მეტი ჰქონდა, მეც უღიმღამოდ გავუყევი გზას და გაანათებულ ხეებს ფოტოების გადაღება დავუწყე.
-შეყვარებულმა გადაგაგდო?.უკნიდან ნაცნობი ბარიტონი შემომესმა. გული ამიფრიალდა, სული შემეკვრა. კი ვუთხარი თავი გამანებეთქო მაგრამ რამექნა გული სხვას ამბობდა ტვინი კი სხვას.
-არმყავს შეყვარებული.
-მართლა?.
-არა ტყილად.
-თუშეიძლება მოტრიალდი.მისკენ მიმატრიალა.
-გისმენთ.მის შეხებაზე წამიერად შევკრთი. ცხელმა ლავამ სულ ერთიანად დამიარა ტანში.
-გთხოვ უბრალოდ ნორმალურად მელაპარაკე.
-ნორმალურად მაინც როგორ?.
-აი ზუსტად ასე.
-კარგი.2 წუთიანი დუმილი საუკუნოდ გაიწელა.
-უი ახალწელს გილოცავ.
-უი მეც.ამაზე ორივეს გაგვეცინა.
-კაი დროს ვთქვით.
-უკვე 4 საათია ახალიწელია მეტი კიარა.მხრები ავიჩეჩე და მაღლა ავიხედე.დიდმა ფიფქებმა რითმულად დაიწყეს ცვენა და გარემო სულ თეთრად გადაპენტეს. გული საოცრად უცხოდ მიძგერდა. მეტისმეტად ახალი იყო ეს ყიველივე ჩემთვის. 18 წლის სალომესთვის რომელიც ბავშვივით გულუბრყვილო და სასაცილოა.წამიერად თვალები მივნაბე, გარინდულმა ქელვინის მკლავებში დნობა დავიწყე, მუხლები მეკვეთებოდა ფეხზე ვერვიდექი, ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა, გრძნობები, ფერები ემოციები. აი მაშინ კი როცა უტა ჩემს ბაგეებს შეეხო ისედაც მთვრალმა და აფორაჯებულმა კინაღამ გონება დავკარგე. ეს იყო ჩემთვის პირველი და ყველაზე ნამგვილი კოცნა.
ახალი წლის კოცნა.
პირველი, უპირველესო კოცნა.
ამას თვეების გასვლასთან ერთად უფრო დიდი გრძნობა მოყვა გრძნობა კი ჩემმა და უტას ნათქვამმა გაამყარა.
***********************
-მიყვარხარ ქელვინ.
-მეც მიყვარხარ სალომე.
**************************
ახალი წლის სასწაულიც ხომ სწორედ ესაა. 6 დრისწინ გაცნობილ ბიჭს ეამბორა ეს ჩვენი სალომე. აქამდე ვერ წარმოიდგენდა ეს მართლა მოხდებოდა თუ არა მის თავს. მაგრამ ახალი წელი რისი ახალი წელია ახალი შეგრძნებები რომ არ გამოსცადო. ესეც მისი ახალი წლის თავბრუდამხვევი სასწაული რომელიც მთელმა ცხოვრებამ გასტანა.


ესეიგი რატომღაც მომეხასიათა დამეწერა. ვიცი ძალიან პატარა და უბრალოა თუმცა მაინც გავბედე და დავდე.. იმედდია მოგეწონებათ და მომიტევებთ ჩემს გრამატიკულ და სხვა შეცდომებს.. სხვათაშორის ეს ამბავი ნაწილობრივ მართალია და არტომღაც მნიშვნელოვანი ჩემთვის.. მენატრებით და მიყვარხართ ძალიანნ.



ახალწელს გილოცავთ ჩემო გვრიტებო ჩიტებოოო. ეს წელი ყოფილიყოს სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების მომტანი, მიყვარხართ უზომოდდდდდ.



№1  offline წევრი M^d G1rl

როგორი თბილი ტკბილი და საახალწლო იყო^^

 


№2  offline წევრი სალი-სალი

M^d G1rl
როგორი თბილი ტკბილი და საახალწლო იყო^^

მადლობა ჩემო ტკბილო და თბილო <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Au axali wlis ganwyoba xo mqonda magram exla ufro metad magram me salosgan gansxvavebit ar meshinia bombachkebis da mec vafetqeb chem dzmebtan ertad da vertobi mgrad kargi istoria iyo
--------------------
M.D

 


№4  offline წევრი სალი-სალი

mtirala var
Au axali wlis ganwyoba xo mqonda magram exla ufro metad magram me salosgan gansxvavebit ar meshinia bombachkebis da mec vafetqeb chem dzmebtan ertad da vertobi mgrad kargi istoria iyo

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3 გამიხარდა თუ მოგეწონა <3

 


№5  offline წევრი mariam m.k

Kargi iyo tkbili da tbili.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent