შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომით მოტაცებული (დასასრული)


1-01-2017, 01:09
ავტორი ნასტია
ნანახია 8 257

* * *
- კარგი იყო მცხეთაში. - ჩაილაპარაკა მოწყენილმა თიკომ.
- ჰო... - დაეთანხმა დამიანე.
- ბატონო რატი, კომპანიის იუბილეს ხომ ავღნიშნავთ? - ცოტა ხნის შემდეგ დაინტერესდა თიკო.
- რა თქმა უნდა! - ურეაქციოდ უპასუხა რატიმ.
- რა კარგია! - სიამოვნებით ამოიკრუსუნა თაკომ და თავი დამიანეს მიადო.
წყნარად იმგზავრეს.
ამის მეტი არაფერი უთქვამთ.
ბატონმა რატიმ ყველა მათგანის სახლში მიცილება იკისრა.
ჯერ თიკო მიაცილა, შემდეგ დამიანე და ბოლოს შემორჩა თაკო.
ჯერ ჩუმად ისხდნენ.
მერე ისევ რატიმ დაარღვია დუმილი.
- ცოტა არ იყოს შეიცვალე! - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
- რა მხრივ? - დაინტერესდა თაკო.
- რავი, შეიცვალე!
- შენც ძალიან შეცვლილი ხარ!
მერე იყო ისევ სიწყნარე.
- ცოლი არ მოგიყვანია? - ჰკითხა თაკომ.
- არა..
- ცუდია.
- სულაც არა. - ღიმილით გადმოხედა რატიმ.
თაკომ გაიფიქრა, თუ ჩემ მაგივრად მის მოტაცებას აპირებდა და თან ამავდროულად ძალიან უყვარდა ცოლად რატომ არ მოიყვანაო?.. თუმცა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ სურდა და გაჩუმება არჩია.
მიიყვანა თუ არა სახლში მადლობა გადაუხა, ლოყაზე ნაზად აკოცა და მანქანიდან გადავიდა.
ისეთი დაღლილი იყო პირდაპირ საძინებლისაკენ გაემართა.
რატი კი სანამ გამოფხიზლდებოდა მის სახლთან იდგა, შემდეგ კი გაღიმებული დიდი სისწრაფით დაიძრა სახლისაკენ.

ცხოვრება ჩვეულებრივ ტემპს დაუბრუნდა. სახლი-სამსახური, მერე ისევ სახლი-სამსახური და ასე შემდეგ.
ხშირად ერთობოდა დამიანესთან და თიკოსთან ერთად.
ყველგან ერთად დადიოდნენ, კაფეში, კინოში, პარკებში, ქალაქგარეთ.
რატი კი დადიოდა სამსახურში და კარგად ირგებდა ბოროტი და უხასიათო უფროსის როლს.

* * *
- თაკო, მალე მოემზადე თორემ ახალ წელს გზაში შევხვდებით. - დააჩქარა ერეკლემ მამიდაშვილი.
- მაცადე რა! - შეუბღვირა თაკომ და ძლივს-ძლივობით ამოიცვა ფეხსაცმელი.
- ღმერთო შენ მიშველე! - ხელები მაღლა აღაპყრო ერეკლემ და შემდეგ გულიანად ახარხარდა.
- ვერ ვხვდები რატომ აგირჩიე შენ! - ჩაიქნია ხელი თაკომ.
- ვერც მე! - ძლივს უპასუხა და კვლავ ახარხარდა.
- მზად ვარ! წავედით?
- ჰო.. ეს კაბა ისე გიხდება მეშინია არ მოგიტაცონ! - სიცილით მიუგო ერეკლემ და კარები გაუღო, თაკო კი შეუმჩნეველი ღიმილით გავიდა გარეთ და მანქანაში მოთავსდა.
საკმაოდ დიდი ხანი ცდილობდა ეს ამბავი დაევიწყებინა და გაეგრძელებინა ჩვეულებრივ ცხოვრება, თუმცა ძალიან გაუჭირდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია შეეგუო შენს უსიყვარულოდ და მოულოდნელად გათხოვებას, ფიქტიურ ქმართან ერთად ერთთვიან ცხოვრებას და შემდეგ მოულოდნელად ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებას.
რატის გადასავიწყებლად ცადა ვინმესთან აეწყო ურთიერთობა, მაგრამ მისი შესაფერისი არავინ გამოჩენილა.
საახალწლო საღამოზე, რომელიც რატის კომპანიაში ტარდებოდა, არ დაუგვიანიათ.
ერთად ისხდნენ დამიანე, თიკო, თაკო და ერეკლე.
თაკო არ სვამდა, სხვები კი უკვე ნელ-ნელა ფეხსაც ურევდნენ.
ერეკლეს მალევე დაურეკეს სამსახურიდან, სასწრაფო საოპერაციო ავადმყოფი შეეყვანათ საავადმყოფოში და მოუწია თაკოს მარტო დატოვება.
თუმცა თაკოს ვინ მოაწყენდა?..
ერთ მხარეს ნასვამი დამიანე უმშვენებდა, მეორეს კარგად მთვრალი თიკო.
ხან ერთს უსმენდა, ხან მეორეს.
ხან ერთი იცინოდა უაზროდ, ხან მეორე.
მერე ერთ-ერთმა თანამშრომელმა საცეკვაოდ გაიწვია და ამ შანსზე უარი არ უთქვამს.
შუა ცეკვაში იყვნენ, როდესაც ბატონი რატი მიუახლოვდათ.
- შეიძლება?.. - მიმართა მამაკაცს და მისი თანხმობის შემდეგ თაკოს შემოხვია წელზე ხელები.
თაკოც დაემორჩილა.
ნელი მუსიკა ჩაირთო და ისინიც ნელი მოძრაობებით აყვნენ მას.
- ძალიან კარგად გამოიყურები ყოფილო ცოლო! - უთხრა სერიოზულად და შემდეგ გაუღიმა.
- შენც მშვენივრად გამოიყურები ყოფილო ქმარო! -გაუღიმა მანაც.
ყველას ყურადღება მათკენ იყო მოპყრობილი, ისინი კი ცეკვავდნენ შუაგულ დარბაზში და არ აინტერესებდათ გარშემო არაფერი.
თაკომ რამდენჯერმე შეამჩნია თიკოს და დამიანეს სახეები და შეუმჩნევლად ჩაეცინა.
თუმცა რაღა შეუმჩნევლად რატიმ შეამჩნია.
- რა გაცინებს? - დაინტერესდა.
- არაფერი. - უპასუხა და მერე ისევ გაეცინა.
- არაფრის გულისთვის იცინი? - გაეცინა მასაც.
- ჰო..
- და ეგ შენი ორი არაფერი ძალიან დათვრა, ასე რომ მოგიწევს როგორმე სახლში მოათავსო ორივე.
აღარაფერი უთქვას, უბრალოდ თავი გულზე მიადო და ტანის რხევა განაგრძო.
- ჰაერზე გავიდეთ, არ გინდა? - შესთავაზა სიმღერის დასრულებისას.
თავი დაუქნია და ხელკავი გამოსდო.
- შავი ფერი ძალიან გიხდება! - კვლავ შეაქო რატიმ.
- მადლობა!.. - გაწითლდა თაკო.
- გახსოვს რომ ვიგუნდავეთ და მერე მაღალი ტემპერატურა რომ გქონდა?.. - მოულოდნელად ახარხარდა რატი.
თაკოსაც გაეცინა. ახსოვს რომელია?.. ალბათ ამ დროის განვალობაში ყველაზე ბედნიერ მოგონებად სწორედ ეგ დარჩა. ბავშვური სილაღით გუნდაობა, ნელიკოს ქოთქოთი და რატის მზრუნველობა.
- და ვაზა რომ გაგვიტყდა?.. - შეუჩერებლად იცინოდა რატი.
- ბალიშებით ომის დროს... - სიამოვნებისაგან გაეღიმა თაკოს.
- ისე შეცდომით რომ არ მომეტაცებინე როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება? - სკამზე ჩამოჯდა და თაკოსაც მიუთითა, დაჯექიო.
- ალბათ იმ დღეს სახლში მივიდოდი და დაღლილ-დაქანცული გადავეშვებოდი სიზმრების სამყაროში, მერე ახალ წელს მშობლებთან ერთად სახლში შევხვდებოდი და აქ მუშაობასაც ვერ დავიწყებდი... მგონი გამიმართლა შეცდომით რომ მომიტაცე.
- სიმართლე რომ გითხრა, მეც ძალიან გამიმართლა. - სევდიანად გაიღიმა მან. - გამიმართლა, რომ ჩემი შეყვარებული არ მოვიყვანე ცოლად..
- ახლა შევალ თორემ ჩემი ლოთი მეგობრები დაიკარგებიან. - ამ თემაზე საუბარს ამჯობინა შიგნით შესვლა. ფეხზე წამოდგომას აპირებდა როდესაც რატიმ ხელი დაუჭირა და ლოყაზე აკოცა, საოცარი სინაზით.
- ნახვამდის თაკო!. - უთხრა და იქაურობას გაეცალა.
გაბრუებული თავის მაგიდას მიუახლოვდა და თიკოს გვერდით დაჯდა.
- თაკო მეძინება და ამ შტერს უთხარი სახლში წამიყვანოს! - დამიანესაკენ მიუთითა თიკომ.
- ესეც მთვრალია, მე წაგიყვანთ! - უთხრა და ორივე ფეხზე წამოაყენა.
შეიძლება ითქვას თიკო ხელით ეჭირა, დამიანე კი ცეკვით მიყვებოდა გოგონებს უკან.
- დებილო, დამეხმარე! - გაბრაზდა ბოლოს თაკო.
მის გაბრაზებაზე კი ახარხარდა და სახლში მიყვანადე არც გაჩერებულა.
თიკოს სახლიდან გამოსვლისასღა გაახსენდა ქურთუკი რომ კომპანიაში დარჩა.
გზას ფეხით გაუყვა. სუფთა ჰაერზე სეირნობა მოუნდა.
ამ დროს განათდა ზეცა ფერად-ფერადად და მაშასადამე მოვიდა ახალი წელი.
ხელი ჩაიქნია.
ეს ალბათ ყველაზე უცნაური ახალი წელიწადია მის ცხოვრებაში.
ორი მთვრალი მეგობარი ძლივს მიიყვანა სახლში და თვითონ კი იქიდან გამოსული გზაში შეხვდა ახალ წელს.
თანამშრომლები კვლავ კომპანიაში იყვნენ და ერთმანეთს ულოცავდნენ ამ დღესასწაულს.
ჩუმად შეიპარა შიგნით და ქურთუკს დაუწო ძებნა.
არავის შეუმჩნევია, ყველა ცეკვავდა, გარდა რატისა.
მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როდესაც მიუახლოვდა.
- რატომ არ ცეკვავთ ბატონო რატი? - სიცილით მიმართა და სკამზე გადაკიდებული ქურთუკი აიღო.
- საკმარისი ვიცეკვე! - უპასუხა და გაუღიმა. - მიაცილე ლოთები სახლში?
- ჰო.. ამას თუ მიცილება ჰქვია..
- აბა რა ჰქვია?..
- მიტანა. - უპასუხა ღიმილით და ქურთუკი შემოიცვა.
- სახლში მიგიყვან! - ფეხზე წამოდგა რატი.
- არ არის საჭირო...
- ეხლა არ დაიწყო!
აღარ შეწინააღმდეგებია, უკან მიჰყვა და მანქანაში მის გვერდით მოთავსდა.
- თაკო, შენს ცხოვრებაში არავინ გამოჩენილა? - მოულოდნელად დაიწყო რატიმ.
- არა.. - ცოტა ხანს ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა.
შეუმჩნევლად ჩაეღიმა მამაკაცს.
უნდა ვთქვა რომ გაუხარდა. დიახ, ნამდვილად გაუხარდა. ეს შეიძლება მივაწეროთ მის ეგოისტობას, თუმცა არსებობს სხვა მიზეზიც...
- თან რომ გეხლდა ის ვინ იყო?
- ჩემი ახლობელი ერეკლე.
ამაზეც გაეღიმა და როდესაც შეამჩნია თაკოს სციოდა უკნიდან თავისი ქურთუკი მიაწოდა.
თავიდან იუარა, შემდეგ კი მაინც გამოართვა და უბრალოდ მოიცვა.
- ნელიკოს მოენატრე! - ცოტა ხნიანი მგზავრობის შემდეგ ხმა ამოიღო რატიმ.
- მეც ძალიან მომენატრა. - სევდიანად გაიღიმა მან.
- ხვალ მივდივარ, თუ გინდა შენც წამოდი!
- დიდი სიამოვნებით. - გაუხარდა თაკოს.
- საღამოს გამოგივლი და წავიდეთ.
შეთანხმდნენ და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
გაღიმებული გადმოვიდა მანქანიდან და სახლისაკენ წავიდა.
მიდიოდა მხოლოდ იმის იმედით რომ ხვალისათვის ჩანთას ჩაალაგებდა და ხვალ რატისთან ერთად წავიდოდა სახლში, სადაც ქორწინების ძირითადი პერიოდი გაატარა.
წარმოიდგინეთ მისი ხასიათის ცვლილება როდესაც სახლში სტუმრები დახვდნენ.
მოიღუშა, ცოტა ხანი მათთან დაჰყო და შემდეგ დასაძინებლად წავიდა.

* * *
დილით გახარებულმა დაავლო ჩანთას ხელი და კიბეები ისეთი სისწრაფით ჩამოირბინა მშობლები ასი პროცენტით დარწმუნებულები იყვნენ წაიქცევაო, თუმცა გადარჩა, მშობლებს დაემშვიდობა და სახლიდან გავარდა.
რატის მანქანა ეზოსთან იდგა, არ დასჭირვებია სიცივეში დგომა.
მოყინულ გზაზე ვეღარ შეძლო სირბილი და ნელი სვლით წავიდა მისკენ.
მისდა გასაკვირად რატი მანქანიდან გადმოვიდა, მოიკითხა და ჩანთა გამოართვა.
- ჰომ გეუბნები შეიცვალე-მეთქი. - გაიცინა და მანქანაში მოთავსდა.
- არ შემიძლია არ დაგეთანხმო. - გაიცინა მანაც და გვერდით მიუჯდა. - რამე ხომ არ გრჩება? - ჰკითხა ბოლოს და მისი მითითებით დაძრა მანქანა.

* * *
- მგონი სახლში არაა! - მოიწყინა თაკომ.
- სახლშია. - მტკიცედ ჩაილაპარაკა რატიმ.
შევიდნენ თუ არა ეზოში დაინახეს შიგნით ანთებული სინათლე.
ნელიკო სახლში იყო და სავარაუდოდ ბუხართან წინდებს უქსოვდა სამომავლო შვილთაშვილებს.
ძალიან გაუხარდა შვილიშვილების დანახვა.
იცოდა მათი დაშორების შესახებ, მაგრამ მანამდე არ დაიჯერა სანამ თვითონ არ აუხსნენს, დავშორდით, უბრალოდ ცუდი ურთიერთობა არ გვაქვსო.
სუფრა გაუშალა და თვითონაც გვერდით მიუჯდა მათ.
- ნელიკო, ნეტავ იცოდე როგორ მენატრებოდი. -უთხრა თაკომ და მხარზე თავი ჩამოადო.
მისი სიტყვებით გახარებულმა გულში ჩაიკრა და ლოყები დაუკოცნა.
- ახლა უნდა გავიდე ბავშვებო, მეზობელს უნდა დავეხმარო.. - წამოდგა და სახლიდან წავიდა.
თავიდან ჩუმად ისხდნენ, შემდეგ კი ეს დამღლელი დუმილიც მოსწინდათ.
- ყავის მოდუღება ისწავლე? - წარბები აათამაშა რატიმ.
- მანამდეც ვიცოდი - ენა გამოუყო თაკომ და ყავის მომზადება დაიწყო.
- უხდები სამზარეულოს. - სკამზე გადაწვა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
- მოწევა როდის დაიწყე?
- უკვე დიდი ხანია რაც ვეწევი, ოღონდ ძალიან იშვიათად! - პირში ჩაიდო და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- ფანჯარასთან მიდი რა! ცხვირი ამეწვა. - სახე დაეჭყანა თაკოს.
რატი სიცილით წამოდგა ფეხზე, ყოფილ მეუღლეს ცხვირზე ხელი ჩამოჰკრა და ფანჯარასთან მივიდა.
- ამ ჩემს შეცდომას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვაფასებ, რომ შენთან ურთიერთობის საშუალება მომეცა. - მორჩა თუ არა მოწევას შემოტრიალდა, გაიღიმა და კედელს მიეყრდნო.
თაკომაც გამოხედა, გაიღიმა და გაწითლდა. რატომ გაწითლდა თვითონაც არ იცოდა.
- ყავა მზადაა?
- ჰო..
- რა ყოჩაღი გოგო ხარ!
- ხან რა უხასიათო ხარ, ხან კიდევ ძალიან საყვარელი - ჩაილაპარაკა თაკომ და გვერდით მიუჯდა.
რატი ახარხარდა და თან ხელი გადაჰხვია თაკოს.
- რა სასაცილო ბავშვი ხარ, სულელი ბავშვი. - ძლივს ამოილუღლუღა.
თაკომ გაიღიმა და თავი მხარზე ჩამოადო.
- გეძინება თაკო?
- ჰო.. - მთქნარებით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.
რატიმ საფეთქელზე კოცნა დაუტოვა, ხელში აიყვანა და საძინებელში შეიყვანა.
თაკო ერთხელ შეიშმუშნა და შემდეგ ტკბილად განაგრძო ძილი.
რატი კი იჯდა საწოლზე და თაკოს სახის ნაკვთებს კიდევ ერთხელ სწავლობდა. უნდა აღვნიშნო, რომ თაკოსთან ერთად რატისაც გაუჭირდა ქორწინების ასე მოულოდნელად დასრულება. როგორც მეუღლე, როგორც მეგობარი თაკო იდეალური იყო, თუმცა მშობლები ელოდნენ შვილიშვილის დაბადებას ეს კი წარმოუდგენელი იყო.
შეყვარებულს თაკოსთან დაშორების შემდეგ მალევე დაშორდა.
შეიძლება ითქვას მოსწყინდა მასთან ურთიერთობა. ან და სულაც თაკოს შემდეგ აღარ უნდოდა ვინმეზე სერიოზულად ეფიქრა.
რამდენიმე თვე უცხოეთში იყო წასული, იქაც რომ მოსწყინდა ჩამოვიდა და მამამისის თხოვნით სათავეში ჩაუდგა ოჯახის კომპანიას.
სწორედ იქ ნახა ამდენი ხნის შემდეგ პირველად ყოფილი ცოლი. უფრო მეტად დამშვენებული და გალამაზებული თაკო.
თუმცა კვლავ მეგობრული ურთიერთობის გაგრძელებას არჩია, ყოფილიყო ტიპიური უფროსი და არ უცდია ზედმეტი ყურადღება მიექცია მისთვის.
არ უნდოდა თაკოს ცხოვრებაში კიდევ რაიმე ცვლილებები მოეხდინა.
მოგვიანებით იტყვის, რომ აჯობებდა თავიდანვე ეაქტიურა და შემდეგ არ დასჭირვებოდა ამდენ ხნიანი ურეაქციობა.
ფიქრებში გართულს მალევე დაუმძიმდა ქუთუთოები და თაკოს გვერდით ტკბილად ჩაეძინა.

მეორე დღეს გარეთ გამოსულებს მუხლამდე თოვლი დახვდათ.
მანამდეც იყო შემორჩენილი, თუმცა ამხელას ნამდვილად არ ელოდნენ.
ნელიკოს თხოვნისდა მიუხედავად თბილად ჩაცმულები მაინც გავიდნენ ეზოში და იგუნდავეს.
უხაროდა თაკოს მხიარული რატის გვერდით ყოფნა, რატის კი მონატრებული ყოფილი ცოლის ნახვა.
წინა წელისაგან განსხვავებით არ გაციებულან და არც სიცხეს მიუცია რომელიმესთვის.
ნელიკომაც მშვიდად დაიძინა და აღარ დაუწყია ამ თემაზე ქოთქოთი.

დილით თაკო რატიმ გააღვიძა.
- ხდება რამე? - ძლივს გაახილა თვალები მან.
- ადექი! საქმე მაქვს.
- რა საქმე გაქვს ამ დილა ადრიან? - დაიწყო ჯუჯღუნი თაკომ.
- ადექი და გეტყვი.
სწრაფად მოემზადა, საწოლი გაასწორა და მისაღებში გავიდა.
რატი ბუხართან იჯდა და დაინახა თუ არა ოთახიდან გამოსული თაკო ფეხზე წამოდგა.
- მოდი დაჯექი! - თავის სკამზე მიუთითა.
თაკოც გაკვირვებული დაჯდა და დაელოდა რატის საუბარს.
ჯერ იფიქრა იქნებ კომპანიასთან დაკავშირებით მოხდა რამეო, თუმცა მერე ეს აზრი თავიდან ამოიგდო, ამის გულისათვის არ გამაღვიძებდაო.
- მოკლედ, არ ვიცი როგორ გითხრა... - დაიწყო ბუტბუტი რატიმ.
- როგორ და პირდაპირ მითხარი! რაშია საქმე?
- აქ რამე კაბა გაქვს?
დაბნეულმა დაუქნია თავი.
- ძალიან კარგი. ჩაიცვი და გამოდი!
კვლავ დაბნეული გაემართა ოთახისაკენ და კაბაში გამოეწყო.
- ძალიან გიხდება. სადღაც უნდა წავიდეთ. - უთხრა და გაუღიმა.
- სად?.. - დაინტერესდა თაკო.
- გაიგებ. - გაუღიმა და ქურთუკის ჩაცმაში დაეხმარა.
- მანქანით არ მივდივართ?
- არა!
- აჰ, სასეირნოდ მივდივართ?
- ჰო, სასეირნოდ მივდივართ.
- მერე და კაბა რა საჭირო იყო?
- გიხდება!
- მადლობა...
გაწითლდა და უკან გაჰყვა.
რატიმ მთაზე ასვლა რომ დაიწყო საცალფეხო ბილიკით მაშინღა შეჩერდა და კიდევ ერთხელ ჰკითხა.
- რატი სად მივდივართ? არ ჯობია სოფელში ვისეირნოთ?
- ცოტა ხნით გაჩუმდი და ისე გამომყევი რა!
ამოიოხრა და უკან მიჰყვა.
დაახლობით ათი წუთი იარეს, შემდეგ კი გამოჩნდა ლამაზად დათოვლილი ეკლესია, ტყის სიღრმეში.
- რა სილამაზეა! - სიამოვნებით მოავლო იქაურობას თვალი თაკომ.
ახლოს მივიდნენ თუ არა რატი გაჩერდა და ნერვიულად მოიქექა თავი.
- მოკლედ! რაღაც მინდა გკითხო...
- გისმენ!
- მთელი ერთი თვე ხომ გამიძელი?..
- ჰო.. - დაბნეულმა დაუქნია თავი.
- სამსახურშიც ხომ მიძლებ?..
- ჰო.. - ისევ თავი დაუქნია თაკომ.
- და შეგიძლია რომ მთელი ცხოვრება გამიძლო?
- ჰო.. - ინსტიქტურად დაეთანხმა მერე კი გაოგნებულს თვალები გაუფართოვდა. - რა.. რას გულისხმობ რატი?
- მოკლედ.. - ცალ მუხლზე დაიჩოქა და ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო. - ვერ ვიტან ასეთ რაღაცეებს, თუმცა შენთან ერთად ცხოვრების გაგრძელება ისე მინდა ამასაც ავიტან..
- ადექი სულელო, დაგისველდა შარვალი...
- ნუ მაწყვეტინებთ ქალბატონო თამარ! - გაიცინა და განაგრძო. - უკვე მეორედ და ყოველგვარი შეცდომის გარეშე გამომყვები ცოლად?
გახარებული მის გვერდით დაიხარა და გულში ჩაეკრა საყვარელ მამაკაცს, ყოფილ მეუღლეს.
- ჰო თუ არა?
- დიახ ბატონო რატი, თქვენ ამაზე უარს როგორ გეტყვით?! - გაიცინა და თავი მის კისერში ჩამალა.
- ქალბატონო თამარ, ახლა ჯობია ავდგეთ და ეკლესიაში შევიდეთ, მამაო გველოდება. - გაუღიმა და ფეხზე წამოაყენა.
ჯვარი დაიწერეს და სახლში ისე დაბრუნდნენ დაღლილობა და სიცივე საერთოდ არ უგრძვნიათ.
ნელიკოსთვის არაფერი დაუმალავთ, ყველაფერი უამბეს, მათ შორის შეცდომით მოტაცების ამბავიც.
დაასრულა თუ არა რატიმ ამბის მოყოლა თვალცრემლიანმა გულში ჩაიკრა შვილიშვილები და ბედნიერება უსურვა.
იმ დღესვე წამოვიდნენ ქალაქში და უკვე მშობლებსაც გააგებინეს სასიხარულო ამბავი. თუმცა მათთვის ისევ საიდუმლოდ დარჩა შეცდომით მოტაცება...
კიდევ ერთხელ იქორწინეს და კიდევ ერთხელ აალაპარაკეს მთელი ქალაქი მათზე.
ქორწილი მართალია არ იყო ძალიან მაშტაბური როგორც ადრე, თუმცა აქ იყო ბედნიერება და სიყვარული.
დიახ ერთმანეთი უყვარდათ თაკოს და რატის.
მათი სიყვარული კი უფრო განამტკიცეს პატარა სიხარულებმა.
დაიბადნენ ტყუპები, გაბრიელი და იოანე.
მამას ვაჟკაცები, დედას სიხარულები და ნანის აურზაური.
ეს უკვე ცალკე თემაა...
დ ა ს ა ს რ უ ლ ი !

გილოცავთ ახალ წელს heart_eyes ბედნიერებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობას გისურვებთ kissing_heart ნაწარმოები შეიძლება ვინმეს მოეწონოს, ბევრიც გააკრიტიკებს. თუმცა მე მაინც ვაქვეყნებ, შეფასება კი თქვენთვის მომინდვია!



№1 სტუმარი lela

Kargi iyo dzalian. Momewona me piradad.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Miyvarxar da gilocav axal wels chemo sixarulo kargi iyo momewona da velodebi axal istorias
--------------------
M.D

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra magari iyoi

 


№4  offline წევრი Firefly

შენც გილოცავ ჩემო კარგო ახალ წელს, ულევ ბედნიერებას გისურვებ.

გამიხარდა პროგრესი რომ იგრძნობიდა რაღაცეები გამოსწორებული გქონდა ყოჩაღ
--------------------
M.T

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.მაგრამ ასე მალე არ ველოდი მოვლენების განვითარებას
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი nini :)

Kargi iyoo momewomaaa

 


№7  offline წევრი Barbare ❤

მშვენიალურია ♥❤

 


№8  offline წევრი D-I-A-N-A

დღეს წავიკითხე მთლიანი ისტორია . ბოლო 2 თავს ცრემლიანი თვალებით ვკითხულობდი . ძალიან ლამაზი სასიყვარულო ისტორია გამოგივიდა . kissing_heart

 


№9  offline წევრი ნასტია

D-I-A-N-A
დღეს წავიკითხე მთლიანი ისტორია . ბოლო 2 თავს ცრემლიანი თვალებით ვკითხულობდი . ძალიან ლამაზი სასიყვარულო ისტორია გამოგივიდა . kissing_heart

მოხარული ვარ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent