პლეხანოვიდან ჰორიზონტამდე(სრულად) 'მარჯანიშვილზე'-ს მეორე ნაწილი
‘პლეხანოვიდან ჰორიზონტამდე’ („მარჯანიშვილზე“-ს მეორე ნაწილი) დღეები დღეებს არ გავდა, დრო ნელ-ნელა მიიზლაზნებოდა, თბილისს მქრთალად დაჰფარვოდა ბურუსი, იმდენად მქრთალად რომ მხოლოდ ის ერთადერთი თუ შეამჩნევდა, დაუკითხავად რომ დატოვა ადამიანთა გულები და პირველს ფრთები დაატეხა. ვიღაცისთვის მომაკვდინებელი 365 დღე გავიდა,ვიღაცისთვის კი ყველაზე ბედნიერი. ასეა მოწყობილი ცხოვრება,როდესაც შენ გიხარია ვიღაცა შენგან სულ ერთი ნაბიჯის მოშორებით ავადმყოფური ტკივილით იტანჯება. წამსვლელი შეიძლება დააბრუნო,მაგრამ გაუშვა, როცა გასაშვებია. ადამიანები ისე ვართ მოწყობილნი რომ შეცდომებს შეცდომებზე ვუშვებთ შემდეგ კი ტკივილზე ვსწავლობთ, ისეთ ტკივილზე როგორიც სიყვარულია. *** ერთი წლის შემდეგ ცხელ პლეხანოვზე მედგრად მიაბიჯებდა მაქსიმე ნაკანი და მონატრებით ათვალიერებდა უცვლელ გარემოს. მერე იგრძნო, როგორ გაკრა წარსულმა გულზე და წამში გაახსენდა იოანას სიტყვები:’ ყოველთვის, ყოველთვის არის გზა, რომელიც რთული გასასვლელი მაგრამ ნამდვილად შენია’, მაშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა თავის შეცდომაში, მიხვდა, რომ ვეღარსდროს იქნებოდა მაქსიმე ნაკანი პლეხანოვივით ცხელი და სიმწრით ჩაეღიმა. მოულოდნელად დაადგა თავს ოჯახსა და სამეგობროს, ისე რომ მისი გამოჩენით ყველა გააკვირვა და გააბედნიერა. ასე მალე არ ელოდნენ მის დაბრუნებას, მაგრამ სიყვარულმა მოსვენების უნარი დააკარგვინა. მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა იოანაზე არ ეფიქრა, მაგრამ ნაკლებად თუ გამოსდიოდა. ყოველდღე დადიოდა სამსახურში და მამამისის ბიზნესში წინდაწინ მიდიოდა. მამას გახსენება მისთვის ერთი დიდი დაუცხრომელი ტკივილი იყო. მერე, უჩინარი ცრემლი წამოუვიდოდა ხოლმე და ხმამაღლა ამბობდა:’შევძლებ,შევძლებ და შევეგუბი’,მაგრამ ხანდახან სიტყვები არაფერს შველის, განსაკუთრენოთ კი გულს, რომლის გაკონტროლებაც ვიღავისთვის შეუძლებელია. დროც ზუსტად, მაშინ გადის ნელა, როცა შენ გიჭირს და გტკივა იმდენად,რომ გავიწყდება ვინ ხარ და რა გინდა, თითქოს არაფერი და არავინ ხდები და ყოველი დღე უფრო იბურება. ვეღარც მზეს ხედავ და ვეღარც ვასკვლავებს, იქ მაღლა მხოლოდ შავი ღრუბელია უმთვარო,უვარსკვლავო და ბნელი იმდენად ბნელი რომ შენი თავის პოვნა გიჭირს. თითქოს სიყვარული ფერებს კარგავს და შენც უუნარო ხდები. ხვდები როგორ მიექანება ყველაფერი უკან და ნაბიჯებს ვეღარ დგამ. გადის დღეები და ყოველი უკან გადადგმული ნაბიჯის შემდეგ სულიერად ეცემი. გტკივა, შენ ტყუილ ფიქრებში დაკარგული დრო. გტკივა სიყვარული, მონატრება,ჩახუტება და შენი ნათქვამი სიტყვები. ხვდები,რომ არაფერი იქნება ისე როგორც წარსულში,მაგრამ ვალდებული ხარ აიტანო ‘უწარსულობა’, უიმისობა. **** პირველი ყოველთვის პირველი იყო, ვერაფერი ცვლიდა, ვერაფერი ანგრევდა , ვერაფერი ანადგურებდა, გვარს ყოველთვის ამართლებდა. მასაც ტკიოდა, მასაც ეშინოდა მომავლის, მაგრამ იბრძოდა. ისევ უყვარდა ბაუნტი,მისი ღიმილი და მისი ნათქვამი ‘მიყვარხარ’. ცხოვრება მათი ერთიანობის გარეშე გრძელდებოდა და ალბათ,არც არავინ ელოდებოდა მათ გამთელებას. ყოველ კვირა მაინც დაუღალავად სეირნობდა პლეხანოვზე, გამვლელებს აკვირდებოდა, თუ წყვილს დაინახავდა მაშინვე ეღიმებოდა, თვალები უბრწყინდებოდა და წარსულის წამებს იხსენებდა. უკვე საქმიანი გოგო იყო, დღე გამოშვებით მუშაობდა. ისევ დაუღალავად დადიოდა ოთხშაბათსა და შაბათს საქართველოს ნაციონალურ ბალეტის დიდ დარბაზში და ნინო რამიშვილის სურათს ბედნიერი სახით შეჰყურებდა, მისი შემხედვარე კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ ადამიანები ქმნიან ისტორიას და არა ისტორია ადამიანებს. მერე კი გულში ამბობდა, მთავარია ვიპოვო სიმსუბუქე, ჩემი სულის ჩრდილი თვითონ მიმიყვანს გზის ბოლომდე და ჩემი ისტორიაც დაიწერება. *** დღეები გადიოდა უერთმანეთოთ, სიო უბერავდა უერთმანეთოთ, ისინი დადიოდნენ უერთმანეთოთ და ასე გრძელდებოდა ყოველდღიურად, იყო ორი ‘მე’ და აღარ იყო ‘ჩვენ’ . სამაგიეროდ, სიტყვები იყო ბევრი და უმისამართო, ვიღაცასთან წამოსრორილი, ვიღაცასთან გამიზნულად ნათქვამი. ცრემლებიც იყო,მისი,იოანასი და კიდევ ჩემი. ცრემლები სიცარიელეს გვიტოვებ, გრძნობებს გვაკარგვინებენ და ცოტას გვაყუჩებენ. ახლა, როცა ყველაფერი თითქოს დამთავრდა,ყოველდღე რწმუნდები, რომ ხანდახან თვალები გვატყუებენ, ჟრუანტელს გვპარავენ, გრძნობებზე თამაშობენ, ფიქრებს დასცინიან და გულს გტკენენ, ისე რომ მხოლოდ წვიმასთან საუბარი გსვურს... ვინ იცის იქნებ დასარულს უფრო ძლიერი დასაწყისი მოჰყვეს და ყველაფერი ამოტრიალდეს, აირიოს, შეიცვალოს და ცხოვრება უკიდეგანო ფერებით გადაგვეშალოს. *** სუხიშვილებიდან გოგოებთან ერთად გამოვიდა, ლუკა პოლარესთან მისულს მზერა გაუშტერდა, რაღაც სხვა იგრძნო, გაეღიმა. გოგოებს დაემშვიდობა და ზურგით მჯდომ მამაკაცს ნელა მიუახლოვდა. მის დაუკითხავაფ გამოსწია სკამი და წინ დაუჯდა. -თურმე შენი ზურგის ცნობაც შემძლებია ცალცალკე გატარებული 365 დღის შემდეგ.-ღიმილით ჩაილაპატაკა და მისი დანახვისას განოწვეულ გრძნობებსა და ემოციებს სარქველი ძლიერად ჩაუკეტა. ალბათ, ხუთი, ათი ან თხუთმეტი წუთი ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და ჯერ კიდევ არ მოეშორებინათ მზერა ერთმანეთისთვის. მერე სიმწრით ჩაეღიმა ნაკანს და ჩუმი ხრინწიანი ბარიტონით უთხრა: -მომენატრე -მგონი მონატრება მოგობებს რჩება. -ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა არა?! -რა თქმა უნდა, დრო გავიდა თითქოს ყველაფერი შეიცვალა. -ნამდვილად, რაღაცები შეიცვალა,მაგრამ ყველაფერი არა, ზოგი რამ ფერი დარჩა ჩემთვის. -მაგალითად? -მაგალითად ჩვენ -ჩვენ დიდი ხანია აღარ არსებობს,მაქსიმე -სანამ,მე მოვინდომებ და სადამდეც შენ გენდომება "ჩვენ" ყოველთვის იარსებებს. მითუმეტეს, მაშინ როცა გრძნობები არსებობენ და მათ ახალი ისრტორია უნდათ, შენ ვერ წახვალ გულის წინააღმდეგ. შენ თვალებში ისევ ვხედავ ჩემს ანარეკლს ასე, რომ ყველაფერი ახლა იწყება, ჯერ არ არსაებული დასასრულისთვის ძალიან ადრეა. -შეუძლებელია ყველაფერი ახლა დაიწყოს, რადგან დამთავრებულ ურთიერთობას დასაწყისი აღარ ექნება. - შეუძლებელი არაფერია, ეს შენც კარგად იცი ანა. თუ გინდა, რომ შეუძლებელი შეძლო, უნდა დაიჯერო რომ ეს შესაძლებელია.- აციმციმებული თვალები მოაშორა მაქსიმემ და მზერა სივრცეს გაუშტერა. -შენი გადასაწყვეტია რას იზამ,პირველო. მე კი ნამდვილად მჯერა, რომ შეუძლებელს შევძლებ. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ იოანა სკამიდან წამოიწია და ჩუმი ხმით უთხრა: -სახლში წავალ. მერე თითქოს ისევ ისე შენელდა ყველაფერი. არ ელოდა ასეთ პასუხს,ასეთ სიტყვებს არ უნდოდა დაჯერება,მაგრამ მაინც ჯეროდა. სხვა გზა არ ქონდა უნდა გაეძლო , უნდა აეტანა. *** ' თითქოს ის საღამო არც ყოფილა' ყოველ ღამე იმეორებდა გულში ამ სიტყვებს და თავს არწმუნებდა, რომ რეალური არაფერი ყოფილა. შეუძლებელია ადვილად გააგრძელო ცხოვრება მაშინ, როცა ხვდები რომ ყველაფერი ახლისდან იწყება. ძლივს წამოიზლაზნა ფეხზე და ბალიში გაბრაზებით ესროლა თავისი ოთახის კარს. -მეზიზღები,მაქსიმე ნაკანო!-გაბრაზებით ჩაიდუდღუნა და სააბაზანოსკენ დამანჭული სახით წავიდა. ნახევრად მძინარე სახით მიუჯდა სამზარეულოში ბარს და დედამისის გამზადებულ ცხელ კაპუჩინოს გაყინული ხელები მოხვია. -ხომ შეგიძლია ნორმალირი ადამიანივით დაიძინო და არა ღამის ხუთზე,იოანა?! -დედა შენ გგონია მე არ მინდა?-გაბრაზებული ხმით ჰკითხა. -ნუ მეჩხუბები,ანა! -არ გეჩხუბები დედა, დავიღალე. -მოდი ჩემთან!-ღიმილით ჩაილაპარაკა და მობუზულ შვილს ხელები მოხვია. -მაქსიმე ჩამოვიდა.-ცრემლიანი თვალები შეანათა დედას და უფრო მჭიდროს ჩაეხუტა. -ვიცი, რომ ძლიერი ხარ და მე მჯერა შენი. ხომ იცი რომ თუ ვინმეს რამე გულით უნდა აუცილებლად გამოუვა. თუ ერთმანეთი ჯერ კიდევ გიყვართ, მაშინ დასასრულისთვის ძალიან ადრეა!- ღიმილით ჩაილაპარაკა და იოანას შუბლზე აკოცა. -მიყვარხარ! -მეც, ქალბატონო! დალიე ეს ყავა და ჩაიცვი, თორემ მერე კისრისტეხვით სირბილი მოგიწევს. კლასიკურად გამოეწყო, მუქ შინდისფერ საროჩკასა და ქუსლიან ფეხსაცმელს შავი მუხვლამდე გამოყვანილი კაბა შეუხამა, დედას დაემშვიდობა და კარში გაუჩინარდა. უფროსის კაბინეტი ფრთხილად შეაღო და შუა ხნის მამაკაცს ზრდილობიანად მიესალმა. -საბუთების ასაღებად შემოვედი. -მოდი ანა, მოდი-ღიმილით უპასუხა თმაში ჭაღარა შეპარულმა ლევანმა. არც ისე დიდი ხანია რაც აქ მუშაობს, მაგრამ ამ კაცის კეთილგანწყობა პირველივე დღიდან მოიპავა, ყველაფრით მოწესრიგებული გოგო იყო, თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა, ზედმეტს არავის არაფერს ეუბნებოდა და არც სხვას აკადრებინებდა ზედმეტს. გასვლას აპირებდა უკან რომ მოაბრუნა უფროსის ხმამ. -ხვალ ექვს საათზე შეხვედრა გვაქვს ერთ-ერთ კარგ და ძლიერ კომპანიასთან და მინდა, რომ შენც იქ იყო. -დარწმუნებული ხართ?- გახარებული სახით ჰკითხა. -რა თქმა უნდა! -ძალიან დიდი მადლობა.-სწრაფად წავიდა თავისი კაბინეტისკენ და დაქალს გაბადრულმა დაურეკა. -ჩემო საყვერელო -ხომ ჯანმრთელად ხარ?-სიცილით ჰკითხა ტატამ -შენ ხელში როგორ უნდა ვიყო?!- არც პირველმა დააკლო ირონია. -უნამუსო გოგო ხარ -შესვენებაზე ჩვენ კაფეში გამოდი აქ ვიქნებუ. -შესვენებაზეც არ დამასვენებ ახლა. -მადლობა თქვი შენს საშინელ ბუფეტში,რომ არ გიწევს მარტო ჭამა! ვსო,წავედი. ტელეფონი სწრაფად გათიშა, სავარძელში კომფორტულად მოთავსდა და სამ საათამდე თავ აუწევლად მუშაობდა. *** დაქალი გადაკოცნა და წინ დაუჯდა, სულ რამდენიმე დღეა რაც არ უნახავს და ისე ენატრება თითქოს მთელი სამი თვე მის გარეშე გაატარა. -რას შვები აბა? -რავიცი ვცოცხლობ იოანა -80 წლის ქალი ხარ რა, დაგირეკავ მეჯუჯღუნები,გნახავ მეჯუჯღუნებუ ვსო, გადაწყვეტილია კაცი გინდა შენ!- დაეფიცება, რომ ტატიანას შოკირებული სახე პირველად ნახა, მერე იმხელაზე გადაიხარხარა ლამის ცივ იატაკს ჩაეხუტა. -ღმერთო,როგორ ვერ გიტან!-ბუზღუნით უთხრა დაქალს და ცივი ყავა შეუკვეთა. -ნუ გრცხვენია გოგო, ისევ მე თუ გიპოვი,თორე შენ სამსახურის იქით არ იხედები. -შენ შენთვის ვერ გიპოვია და მე ვინ უნდა მიპოვო ჰა? -ეგ ჩემთვის მიჭირს, თორე სხვებისთვის სულ გრიხინგრიხინით ვპოულობ. -გეტყობა დედი,გეტყობა-სიცილით უთხრა იოანას. -მოიცა,მოიცა ანუ შენ თუ სამსახურს იქით არ იხედები რა გამოდის,რომ იქ ამოუცნობი ობიექტი ცუდად დაძვრება?! არ არსებობს მითხარი,რომ ვცდები,ტატიანაა.- გაოცებული სახით შეხედა და თეატრალურად შემოირტყა სახეზე ხელი. -და როდის აპირებდი ყველაფრის თქმას?- ხმა დაუსერიოზულდა პირველს. -გაჩუმდები?- სიცილით მოსვა ყავა და გაგიჟებული დაწალის ხილვით კიდევ ერთელ დარწმუნდა, რომ ყველაზე მეტად გაუმართლა მის პოვნაში. -ვსო,კაიჩუმად ვარ,აი,პროსტა ხმას არ ვიღებ. დაიწყე, მიდი, მიდი გელოდები. აუუ, როგორია? -იოანა- ხმამაღლა დაუძახა დაქალს. -ვსო,ვსო აი ხმას აღარ ვიღებ მართლა. -მე არ გამხარებია ასე და შენ ამოვარდი კანიდან. მე კი არა. შენ გინდა კაცი. არაფერი სერიოზული არ ხდება, ნუ ესე ვფიქრობ. ყველაფერი დროულად ხდება. მინდოდა, რომ ჰაერზე არ მესაუბრა შენთან და სანამ დანამდვილებით და დაზუსტებით არ გავამყარე ჩემი შეხედულებები, მანამდე არ გითხარი. ვიცი, რომ შენც საკმარისი პრობლემები გაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. -ტატა, მეორედ ეგ არ გამაგონო. ან საერთოდ როგორ ფიქრობ მაგაზე ?! შენი ბედნიერება ისე მიხარია, როგორც ჩემი, მითუმეტეს იმის მერე რაც შენ ქმარს გაშორდი. ვფიქრობ, რომ უკვე ახალი ურთიერთობის დროა. ყველა უშვებს შეცდომას მე თუ შენ, არ აქვს მნიშვნელობა ისე გიყურებ როგორც დას და ზუსტად ვიცი, რომ შენც. ასე რომ ბედნიერების უფლება შენც გაქვს და მეც. ახლა კი, გაიღიმე და ბოლო წუთამდე იბრძოლე სიყვარულისთვის! -უზომოდ მიყვახარ! ცოტაც და ვიტირებდი. -ოჰ, რა დრო დაგიდგა, ბარნოვო, პირველი გატირებს. -ღმერთო, შენ რა დაგაჭკვიანებს. დედაშენი უნდა ვნახო და მოვახსენო.- სიცილით უთხრა დაქალს და ნამცხვრის ბოლო ლუკმა პირისკენ წაიღო. -არ გაცოცხლებ!- ხარხარით წავიდა სალაროსკენ და წინ წასულს დაქალს ქუსლების კაკუნით გაეკიდა. სამსახურში უფრო ამაღლებული განწყობით დაბრუნდა და უფროსს საბუთები შეაწოდა. მერე ეკონომისთან მოაგვარა საქმეები და სახლში შეხვედრისთვის მოსამზადებლად წავიდა. მალევე შემოვიდა ტელეფონზე უფროსის ზარი და იოანაც კისრისტეხვით დაეშვა კიბეეზე. -ბატონო ლევან, გავეცანი მათ საქმეს, როგორც ჩანს, მათი უფროსი საკმაოდ ასაკიანი და გამოცდილი პიროვნებაა. -ხო, რა თქმა უნდა, დიმიტრი ნაკანი ინტელიგენტი კაცი იყო, თავისი საქმე კარგად იცოდა და მის ადგილას, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა ის დანიშნა.-ნაკანის გახსენებისას ცოტა გაუკვირდა კიდეც, მაგრამ თავს უფლება არ მისცა ამ საკითხს ჩასძიებოდა. -და თვითონ აქ არ იმყოფება? -სამწუხაროდ გარდაიცვალა. ჩვენ მისი შვილი მაქსიმე ნაკანი შეგვხვდება, დაუბრუნდა სამშობლოს და აქაურ ბიზნესსაც. გულში მაგრად გაკაწრა რაღაცამ, არ ელოდა, გაუკვირდა და მერე რომ დაფიქრდა მასთან ერთად უწევდა მუშაობა, სიმწრისგან გააკანკალა. *** დიდ შენობაში ფეხის კანკალით შეაბიჯა და გულში თავის გამხნევება დაიწყო. სუნთქვა მწყობრში ჩაიყენა და უფროსს უცხო კაბინეტისკენ გაყვა. მაქსიმეს თვალი თვალში გაუყარა და ისე მიესალმა არც უგრნობინებია თავის აღელვება. მთელი ნახევარი საათი გულმოდგინედ ისმენდა მათ საუბარს. შიგადაშიგ თვითანაც ერთვებოდა და მათ მიზნებზე უფრო ფართოდ საუბრობდა. ფეხზე რომ შეხება იგრძნო, ჯერ გააჟრჟოლა და მერე გაბრაზებული სახით გახედა, მაქსიმეს. მერე ფეხი, რომ მაღლა მიიწევდა ამაზე სულ გადაირია, ნაკანის მომღიმარ სახეზე სულ აილეწა, იმდენად გაუცნობიერებლად წამოდგა ფეხზე, რომ თვითონაც კი გაუკვირდა, ბოდიში მოიხადა და საპირფარეშოსკენ ფეხაკრეფით წავიდა. გაწითლებულ სახეზე ვიცი წყალი შეისხა და დამშვიდებული სახით დაბრუნდა უკან. საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ კი სწრაფად დატოვეს კაბინეტი. -ბატონო, ლევან- სირბილით წამოეწია ნაკანი მათ. -სანამ ივენთს მოვაწყობთ ჩვენი ხელშეკრულების აღსანიშნავად, მანამდე ჩვენ ავღნოშნოთ გეპატიჟებით. -დიდი სიამოვნებით წამოვალთ. -მე რომ დაგტოვოთ იმეადია არ გეწყინებათ-მეტი დამაჯერობლობისთვის გაიღიმა კიდეც პირველმა - როგორ გეკადრება- მოჩვენებით სიბრაზით უთხრა მაქსიმემ და თვალი ჩაუკრა. -ჩვენთან ერთად მოდიხარ!- ლევანმაც მტკიცე ხმით უთხრა და გაწბილებული იოანა ხმის ამოუღებლად დატოვეს. მაქსიმეს მზერით დაღლილს სად წაეღო თავი აღარ იცოდა.ცოტა ცოტას სმაში კი ოთხი ჭიქა შამპანიურიც გამოცალა. ლევანის ნათქვამი სიტყვები, რომ მოისმინა ბედნიერად წამოდგა ფეხზე. -გმადლობ- ღიმილით მიმართა მამაკაცებს და ნაკანის ღიმილიც დაიმსახურა. კაფეს წინ იდგნენ და მისი უფროსის მძღოლს ელოდებობდნენ მაქსიმემ, რომ შესთავაზა მე გაგიყვანთო. ლევანმა მაშინვე იუარა. -შენ როგორ შეგაწუხებ, თან უკვე გამოსულია ჩემი მძღოლი. -ქალბატონს გავიყვან მაშინ. -თუ თანახმაა რატომაც არა -დიდი ხნის წინ დამთანხმდა.-სიცილით ჩაიბურტყუნა და პირველს გახედა. ახლა, რომ თავი არ შეეკავებინა ალბათ, ჩახუტებით გაგუდავდა იოანას, ისეთი სახით იდგა, გაბრაზებულს კატას გავდა, ბრჭყალებით რომ იკაწრება ზუსტად ისეთს. ზურგზე ხელი ნახად მოხვია და თავისი მანქანისკენ უბიძგა. უფროს დაემშვიდობა და ნაკანს გაბრაზებული გაჰყვა. -გიხდება საქმიანი ქალის როლი. -ვიცი -როგორც ყოველთვის შენ თავში მყარად ხარ დარწმუნებული. -შეიძლება. -შეიძლება? -კი, ნამდვილად. -სად მივდივართ? -შენ სად გინდა?- ინტერესით მიაპყრო თვალები ანას. -სახლში -მე არ მინდა სახლში, ამიტომ არ წავალთ. - და სად წავალთ? -მთავარია ჩემთან იყო და დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს. -ვისთვის როგორ. -პირველო, ნუ სწერვობ, თორე დაგტოვე აქ. -აქამდე არ დაგიტოვებივარ თუ რა?!- შეპარული ღიმილით უთხრა და მზერა მაქსიმეს გაუსწორა. -მაგ აციმციმებული თვალების ბრალია ყველაფერი.-სიცილით უპასუხა. -ყველაფერს ჩემ აციმციმებულ თვალებს ნუ დააბრალებ. -ხო, ნამდვილად! ჩემმა ღიმილმა არანაკლები როლი ითამაშა ხო?! -დიახ, ნამდვილად. სად მივდივართ შეიძლება გავიგო ? -სხვაგან -მრავლისმთქმელია, სხვაგან ხშირად კი არ დავდივარ. - სამაგიეროდ დღეს წახვალ. -იმედი მაქვს საინტერესო „სხვაგან“ იქნება. -შენთვის უინტერესო რაიმე ოდესმე შემომითავაზებია? -არა. -ანუ შევრიგდით? -საიდან მოიტანე?- სიცილით ჰკითხა ნაკანს -გიყურებ და ვხვდები. -კარგია, როდესაც უაზრო სიტყვები არ ხდება, საჭირო რაიმეს ასახსნელად. -დედაშენთან ვიყავი დღეს. -დედაჩემთან რა გინდოდა? -საქმე მქონდა -რა საქმე? -მერე გეტყვი. -როდის მერე? -დანიშნულების ადგილას რომ მივალთ მაშინ. - და მალე მივალთ? -ანა, დამღალე, ნუ სვამ ამდენ კითხვებს! -რამდენს?-გაკრეჭილი სახე შეანათა ნაკანს. -ბევრს.- არც მაქსიმემ დააკლოდა კიდევ ერთხელ გაუღიმა პირველს. -მითხარი რა, ვერ მოვისვენებ. -არაფერი შენთვის განსაკუთრებული. დედაშენს ვუთხარი შენ გოგოს ვიტაცებ და ტანსაცმელი ჩაულაგეთქო. -ნე მეღადავები. -არ გეთადავები. არ მჯერა. -ნუ გჯერა, ბაკურიანში რომ ამოყოფ თავს ნახავ. ვიცი, რომ არ იქაჯებ და პანიკაშიც არ ჩავარდები. უბრალოდ მინდოდა, რამდენიმე დღე ერთად გაგვეტარებინა და ჩემ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი. -რა გადაწყვეტილებაში? -მაგას მერე გეტყვი, ანაა, არ მითხრა, რომ ტირი?! -გთხოვ, მანქანა გააჩერე- ათრთოლებული ხმით უთხრა და გაჩერებული მანქანიდან სწრაფად გადმოხტა. გაუცნობიერებლად შემოუარა მანქანას და ავტომობილიდან გადმოსულ შეშინებულ მაქსმიეს, ძლიერად ჩაეხუტა.-მენატრებოდი იმდენად ძლიერად, რომ თავის დაკარგვის მეშინოდა. არვიცი რა უნდა გითხრა, მეშინია, რომ კიდევ ერთხელ დამტოვებ და მეტ გულის ტკენას ვეღარ გავუძლებ. -ჩემი პატარა გოგო ხარ, ჩემ თავს ვერ ვპატიობ იმას, რომ შენ ჩემს გამო გეტკინა, მაგრამ მიყვარხარ და ამას ვეღარასდროს ვერაფერი ვერ აღუდგება წინ. ჩემთვის დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი ხარ, რომელიც მე ვიპოვე და ახლა სამუდამოდ დავიბრუნე.-მერე შუბლზე თბილად აკოცა და ყურში ჩასჩურჩულა.- კარგია შენტან ჩახუტებული ყოფნა, მაგრამ რაც უფრო, მალე ჩავალთ მით უკეთესი. ბაკურიანში ახალი შესულები იყვენენ იოანამ სიცილით რომ ჰკითხა: -რამდენია ხანია ვფიქრობ და დედაჩემი ასე ადვილად თუ დამთმობდა რას ვიფიქრებდი. -ესე მითხრა: სულ შენი იყოსო. -უჰჰ, კაი ერთი -ეგ არვიცი,მაგრამ შენი უფროსი ნამდვილად ადვილად დავითანხმე.-სიცილით უთხრა პირველს -ნაკანო, არ გაპატიებ! -ხო გითხარი არ გავჩერდებითქო არა?! ისე ძალიან მაგარი კაცია, აქეთ მომაწოდა იდეები. -უშენოდაც ვიცი ეგ. -კიდე რა იცი უჩემოდ? - რა და შენმა ღიმილმა რომ დამშოკა თავის დროზე. -თავში ამივარდება ახლა. -დამინდე,მაქსიმე- ხმა მაღლა გადაიკისკისა პირველმა და გრძელი ფეხები ‘სიდენიაზე’ შემოაწყო. -ანა! -რა?- გაკვირვებული სახე შეანათა -ფეხები. -ხო ვიცი, რომ გრძელი და ლამაზია.-არ ჩერდებოდა პირველი და როგორც ყოველთვის ახლაც კაკანებდა. სასტუმროში გადაქანცულები შევიდნენ. ნაკანმა ჩანთას ხელი გაუშვა და ორ წამში პირველმაც იკივლა, ისე სწრაფად დააგდო საწოლზე, რომ შეშინებულ თვალებს სასაცილოდ აფახუნებდა. -ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ! - შენ კიდე ჩემი ზეფირი იქნები -რომელი ფაფუკი და რბილი მე მნახე,პირველო?-წარბ აწევთ ჰკითხა. -გნახე ერთხელ! -ჰო არა ?! მერე იყო ერთმანეტზე უკეთესი ერთად გატარაებული დღეები, ბევრი ჩახუტება, აციმციმებული თვალები, მაქსმიმე ნაკანის ყველაზე ‘ვიდუხა’ ღიმილი და ბედნიერი იოანა პირველი. ათი დღე ხდებოდა, რაც ბაკურიანში იყვნენ და ყოველდღე ესაუბრებოდნენ უმცროს ნაკანს. სულ ტვინს ჭამდა და ბევრს ტლიკინებდა. იმდენი იძახა, დაგადგებით, დაგადგებითო, რომ მართლა დაადგა და სულ გადარია წყვილი. -აი, პროსტა თქვენ რომ მიყვახართ ეგრე არავინ.-იჯგიმებოდა გუკა -ცოტა ხანი და მერე გიშვილებთ, ხო მაქსიმე?!-სერიოზული სახით უთხრა შეყვარებულს -ხო, ერთ-ორ თვეში. -მე რატო არ მეკითხებით ერთი იქნებ არ ვარ თანახმა. -ანუ არ ხარ თანახმა?-ინტერესით მიაპყრო თვალები ანამ. -ნუუ, გააჩნია რას შემომთავაზებთ. -საერთოდ არაფერს.-სიცილით უთხრა მაქსიმემ და პირველს ჩაეხუტა. -არა რა, ერთი გოგო უნდა ვიპოვო, თორე აწი თქვენ რა გაგიძლებთ. -ამდენი ხანი რა ვერ იპოვე მერე? -ოხ, ანა მიპოვე მერე შენ -ჩავიდეთ თბილისში და ერთი კარგი გოგო ჩემზე იყოს. - არაა, შენთვის ძლივს გიპოვია შენ ერთადერთი და განუმეორებელი, ვაი და მეც ეგეთი განუმეორებელი მიპოვო და წავიდა ჩემი საქმე ცუდად.- სიცილით გახედა ძმას გუკამ. -დიახაც მიპოვა და გასკი გულზე.-არც უფროსმა ნაკანმა დააკლო -გამაგიჟებთ მე თქვენ-კისკისით გაიქცა ოთახიდან და ძმები მარტო დატოვა. -ამ საღამოს მივდივართ- გასულ იოანას მიაძახა და ძმას თვალი ჩაუკრა. *** თბილისში ჩასულები ერთმანეთს დიდი ცერემონიალის შემდეგ დაემშვიდობნენ. პირველი მონატრებულს დედას სიხარულით შემოახტა და მანამ არ გაუშვა ხელი სანამ ელენემ არ უთხრა, დამახრჩობო. -არ მოგენატრე? -რა კითხვები გაქვს, ანა. -არა, ესე ადვილად როგორ დამთმე. -ვიფიქრე, ცოტა დავისნებთქო -დედაა! -აბა რა გაცანცარებს ამხელა გოგოს. -სიყვარული დედა, სიყვარული-სიცილით უთხრა და სამზარეულოში სწრაფი ნაბიჯით შევიდა.-მითხარი, რომ რამე გემრიელი გაქვს,თორე წავედი ტატიანასთან. -არ არის აქ. მგონი დედამის გაყვა ნათესავთან სოფელში. -სად? -ზუსტად არვიცი. -არადა გუშინ ველაპარაკე და მსგავსი არაფერი უთქვამს. -მე დღეს ველაპარაკე -დაქალი წამართვი თუ რა მაფიაა?!- ლოყაზე აკოცა დედას საძინებლისკენ მშიერი მუცლით წავიდა. **** ახლა, როცა თითქმის ყველაფერი დასასრულისკენ მიდის, ჩემი გული გაორმაგებულად ძგერს და კიდევ ერთელ მეღიმება. ჩემი იყო და ჩემად ვიგრძენი, ცოტა დანამატები გავურიე. დანამატები, რომლებმაც უფრო მეტი ელფერი მისცა და ჩემთვის უფრო ძვირფასი გახადა, ისეთი რომ დასასრულისთვისაც კი მენანება. ალბათ,ასეც ხდება ხოლმე ჩვენთვის ვწერთ და მერე ეს ნაწერი ‘მე’ ხდება, თავისივე ტკივილითა და დიდი ბედნიერებით. *** გვიან ღამე მაქსიმემ დაურეკა და გააფრთხილა, რომ მეორე დრეს ექვსზე მოაკითხავდა და გამზადებულიყო. თხელი მოკლე ტანზე გამოყვანილი კაბა ჩაიცვა და ფეხზე ქუსლები. გრძელი თმები გაეშალა და ტუჩზე ღია ფერის ტუჩსაცხი წაესვა. სადად და ლამაზად გამოიყურებოდა, თვალები ისე უბრწყინავდა, მისი დანახვისას, მაშინვე მიხვდებოდი ძალიან ბედნიერი რომაა და ცხოვრება მართლა უხარია,ტელეფონის ზარის ხმა როგორც კი გაიგო, მაშინვე ქვემოთ ჩავიდა და მომღიმარ ნაკანს ჩაეხუტა. -მომენატრე- დაბოხებული ხმით უთხრა, ანას და შუბლზე აკოცა. -მეც, სად მივდივართ? -ჩემთან სახლში. -კარგია.ბოლოს ‘ლუკა პოლარესთან’ რომ გნახე, იმის მერე აღარ ვყოფილვარ მარჯანიშვილზე. -ჩაჯექი და წავიდეთ. რაღაც უნდა გითხრა, ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივირე. შენ ის ხარ ვინც ნამდვილად მჭირდება და ყველას და ყველაფერს მირჩევნია. ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდი და გიპოვე. რადგან ყველაფერი მარჯანიშვილზე დაიწყო, მინდოდა, რომ ყველაფერი აქ დასრულებულიყო. დასასრულს სხვა გაგებით ვგულისხმობ და იმედი მაქვს მიხვდები, ოღონდ გთხოვ, ახლა არაფერი თქვა.-მანქანა კორპუსთან გააჩერა. კორპუსში შესულები მაქსიმეს სახლის კარებს, რომ გასცდნენ გაკვირბულმა შეხედა, მაგრამ ხმის ამოუღებლად მიყვა ნაკანს. მერე რაც დაინახა მისმა თვალებმა ეს იყო სრული შოკი. მისთვის დაჩოქილი მაქსიმეს და თავისი მეგობრების დანახვისას კი უკვე გულ ამობსკვნილი ტიროდა. კორპუსის სახურავზე იოანა პირველის ბედნიერებისთვის მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანები შეკრებილიყვნენ. მერე მაქსმიმეს სიტყვებიც გაიგო: - თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი და ამიტანო სიკვდილის ბოლომდე და იმის იქით?- მერე იყო უამრავი მომლოდინე თვალი და იოანას თბილი ჩახუტება, ხმა მაღლა ნათქვამი: მიყვარხარ! ბავშვები შეძახილები და გუკას გულწრფელი ღიმილი. გართობისგან დაღლილები გვერდიგვერდ ისხდნენ და პლეხანოვის ცას ერთმანეთზე შეყვარებული თვალებით გაჰყურებდნენ. *** იმ დღეს მარჯანისვილზე რაღაც სხვა იგრძნობოდა, რაღაც უფრო არომატული სიყვარულის სურნელი იდგა. ყველა კანონს არღვევდა, არც ერთ ჯებირს არ უშინდებოდა და წინ ელვის სისწრაფით მიდიოდა. ვიღაცები მათი შემყურე ბედნიერდებოდნენ, ვიღაცები კი მათნაირ სიყვარულზე ოცნებობდნენ. არ დაგილავათ და მეც ვოცნებობ ასეთ სიყვარულზე. სიყვარულზე, რომელშიც ნანატრი ბედნიერება, ერთმანეთისთის მებრძოლი სულები იქნებიან და ხმა მაღლა იტყვია: ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ! წლების შემდეგ ისევ ადიოდა ორი სხეული სახურავზე, სადაც მათი სიყვარული უფრო ძლიერი და წრფელი გახდა. ერთმანეთს შეჰყურებდნენ და გრძნობდნენ, რომ ისინი ერთმანეთისთვის დაიბადნენ. ყოველ მზის ჩასვლას მაქსიმეს ნათქვამი სიტყვები მოჰყვებოდა: - ბედნიერება ასეთიცაა, ისეთიცაა, მაგრამ ჩვენში ბედნიერება წვრილმანებშია, ჩვენ წვრილმანებში, რომლებიც რაღაც დიდს ქმნიან უკიდეგანოს, დაუსრულებელსა და ჩვენნაირს. ახლა, როცა წერტილის ოდენა წვრილმანები ქმიან სიყვარულს, კიდევ უფრო მძაფრად ვრწმუნდები ჩემი მეხსიერების შიგნით არსებულ მოგონებებში. მოგონებეში, სადაც ბევრი ცრემლი, შხაპუნა წვიმა, ბედნიერების ჟრუანტელი, მცხუნვარე პლეხანოვი და სიყვარულია. და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ვარსკვლავებში შემალული მთვარე მხოლოდ მათთვის არ იტყოდა : „პლეხანოვიდა ჰორიზონტამდე სიყვარული თქვენია“! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.