ბრალდებულო! თავი 4.
დანიელის კოცნამ ცოტა ხნით გამაბრუა. გაშტერებული ვუყურებდი ჩემ წინ ასვეტილ ბიჭს და გული ოდნავ ამიჩქარდა. "ისევ ვნება"...გავიფიქრე ჩემთვის. -შემოდი.-ვუთხარი გაწონასწორებული, მაგრამ ჩუმი და სექსუალური ხმით. -არა.-ჩაიცინა. -რატომ?-გამიკვირდა. -შენს ვნებებს არ ავყვები. ჯერ შეგიყვარდე.-გამიღიმა.-ახალ წელს გილოცავთ, ქალბატონო სოფო.-ხელი გამომიწოდა. -ასევე.-ხელი დაბნეულმა ჩამოვართვი და დანიელის ზურგს გავაყოლე თვალი. როცა დავინახე რომ სახლში შევიდა, კარი მივხურე და გამეცინა. მართალია. ცარიელ ვნებებს აყოლა უაზრობაა, მაგრამ...იმის იმედი აქვს რომ შემიყვარდება? რა საყვარელია. შამპანური დავისხი და ისევ ფანჯარაში გავიხედე. მაშხალებს ისროდნენ გაუჩერებლად. რაღაცნაირი ახალი წელია. არც კარგი, არც ცუდი. უცნაური. პირველის ნახევარზე ჩემი გოგოებიც მოვიდნენ. -გილოცავთ, საყვარელო.-ანამ გამიღიმა. -ასევე გოგოებო.-გადავკოცნე და სახლში შემოვიპატიჟე. ბუხართან დავსხედით. ეკამ ნაძვის ხისკენ გააპარა თვალი და საჩუქრებს დახედა. -ოთხი რატომ?-იკითხა გაკვირვებულმა. -ერთი დედაჩემისთვის.-გამოვძვერი სიტუაციიდან. -იტალიაში არაა? თან ნაჩხუბრები იყავით, როგორც მახსოვს. -იქნებ შევრიგდეთ.-გავუღიმე. -ეგეც მართალია.-ანამ შემომხედა. -აუ, ვნახავთრა.-ნინი საჩუქარს მიეჭრა. გაჩერება მინდოდა, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი. -რა ლამაზია.-გამიღიმა. -ვიცი.-მეც ავყევი, თან გული კინაღამ ამომივარდა ნერვიულობისგან. მთელი ღამე ჩემთან იყვნენ. მათთან ერთად ვერთობოდი, მაგრამ გულის სიღრმეში დანიელი მახსენდებოდა. ეს საუკეთესო გრძნობად არ მიმაჩნდა, მაგრამ ვერც უარვყოფდი და ვერც ვიშორებდი. -სოფ, ახალ ურთიერთობაზე არ ფიქრობ?-ასეთი კითხვები ყოველთვის მხოლოდ ანას აწუხებდა. -არა.-ჩამეცინა. -მარტო ყოფნა საუკეთესო გამოსავალი არაა.-ეკამ გამიღიმა. -ხანდახან არის. -ერთი მაგალითით ნუ საზღვრავ. არ იყო ნორმალური. -მაგრამ მიყვარდა. -კიდევ შეგიყვარდება. ახალგაზრდა ხარ. -კარგი აღარ გვინდა ამაზე.-შამპანურის ჭიქა ავწიე.-ჩვენი მეგობრობის იყოს. -მიყვარხართ გოგოებო.-ეკა მოგვეხუტა. არ ვიცი, ალბათ ცხოვრებას უნდა ვუმადლოდე, რომ ეს გოგოები პირველი კურსიდან დღემდე ჩემთან არიან. ვლაპარაკობდით...გაუჩერებლად. დილის 7 საათისთვის ჩაეძინათ, მე კი ვერ ვიძინებდი. ჩემი ოთახის აივანზე გავედი. -ქეიფობ?-დანიელის ხმა გავიგე და მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ ჩემი მეზობელია. -გოგოები არიან. -მუსიკებს ეტყობა.-ჩაეცინა. -დაიძინეს უკვე. შენც ქეიფობ? -არა. -მაშინ რატომ არ გძინავს? -არ მეძინება.-გამიღიმა, საოცრად. -გასაგებია. -მოწყენილი ხარ? -არა, დაღლილი. -წადი, დაწექი. -ჰო, ახლა ვაპირებ. ძილინებისა. -მოიცა... -გისმენ.-გამოვხედე. -შეუდარებლად გამოიყურები.-პირველად ვნახე მისი ოდნავ დარცხვენილი, მაგრამ სექსუალური გამოხედვა.-ძილინებისა, ქალბატონო სოფო.-ჩაიცინა და სახლში შესვლა შემასწრო. რატომ მოქმედებს დანიელი ჩემზე ასე? ცოტა მაგიჟებს. ასეთი ტკბილი საუბარი არ მეგონა თუ შეიძლება გვქონოდა. ალბათ რაღაცები ყოველთვის იცვლება. სასტუმრო ოთახში გავედი და ბუხართან მოვკალათდი. არც მთვრალი, არც ფხიზელი. ძველებურად მარტოსული... გათენდა ისე, რომ მე ერთი წამითაც არ მომიხიჭავს თვალი. რადგან უქმად ყოფნა არ მიყვარდა, წინ წავიგდე სამსახურის საქმე. ზეგ ისევ მუშაობას ვიწყებდით და რატომაც არა? ასე ჯობია. ძალიან მალე ძველი ყოველდღიურობა დაბრუნდება და არასაჭირო ფიქრებიც გაქრება. დღის 2 საათისთვის გოგოებმაც გაიღვიძეს. მაინც რა ძილისგუდები არიან. -სოფ, ყავა ჰო გაქვს?-თვალების ფშვნეტით გამოვიდა ოთახიდან ანა. -კი, მოდით. გაგიკეთებთ ახლავე.-გავუღიმე და ჩაიდნისკენ წავედი. -არ თქვა რომ მუშაობდი.-ეკას გაეცინა. -არ მეძინებოდა. -გიჟი ხარ სერიოზულად. -შეიძლება. ყავა გავაკეთე და გოგოები მოვიპატიჟე. ცოტა ხანი დარჩნენ და მერე სახლებში წავიდნენ. ისევ მარტო მე. ტანზე გადავივლე და სახლის ფორმაში გამოვეწყვე. დანიელმა რომ მნახოს, ისევ სიცილი აუტყდება. ზუსტად ამ დროს კარებზე ზარი დარეკეს. გასაღებად წავედი და ხელში დანიელი შემრჩა. თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. -კარგად ხარ?-მასაც ჩაეცინა. -წინასწარმეტყველი ვარ უბრალოდ.-მხარზე დავადე ხელი, თავი მკერდზე მივადე და ვიცინოდი. გაშეშებული იდგა და ალბათ ფიქრობდა, რომ საბოლოოდ გავგიჟდი. -ყავა გინდა?-ვკითხე, როცა სული მოვითქვი. -სიამოვნებით.-გამიღიმა. უცნაურად ვიყავი. არც კარგად, არც ცუდად, უბრალოდ დანიელის აქ ყოფნა მსიამოვნებდა და მეც ვერ ვხვდები რატომ. ჩართულ სიმღერას ავყევი და ცეკვა დავიწყე. უკნიდან თბილი ჩაცინება მომესმა. დანიელს გავხედე. ასეთი მზერა დიდი ხანია არ მინახავს. სიყვარულით სავსე და ბედნიერი. ამ თვალებში სიცარიელისთვის ერთი პატარა ადგილიც კი არ იყო დარჩენილი. -ინებე.-ყავის ჭიქა დავუდგი. -დიდი მადლობა, ქალბატონო სოფო. -არაფრის.-გავუღიმე.-არსად ყოფილხარ? -არა. ვისთანაც მინდოდა, ის ჯერ არ მიღებს.-გამიღიმა. მაშინვე მივხვდი, რომ მე მიგულისხმა, ამიტომ გესლიანი პასუხი ვესროლე. -არც მიგიღებს. -რა თქმა უნდა, დარწმუნებული ხარ.-გამიცინა. -ეჭვიც არ შეგეპაროს. -მეკადრება?-გაეცინა. აღარაფერი მითქვამს. ვუყურებდი როგორ სვამდა ყავას და ვტკბებოდი. ვნებიანი ტუჩები, მეტყველი თვალები, ძლიერი ხელები, დიდი მხრები. მართლა უჩვეულოდ ვგრძნობ თავს მასთან ყოფნისას, თან მხოლოდ ცარიელ ვნებასაც ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს. სანამ ფიქრებში ვიყავი გართული, დანიელმა ყავის დალევა მოასწრო და ამომხედა. -თვალი არ მოგიშორებია.-ჩაიცინა. -უბრალოდ გავშტერდი. -არ მჯერა.-გამიღიმა. -არ მადარდებს. -ეგ მჯერა. -მეთამაშები? -რა სამწუხაროა რომ ეგრე ფიქრობ ჩემზე. თვალებში ჩავხედე. დანიელი წამოდგა. -მადლობა ყავისთვის.-გასასვლელისკენ წავიდა. გაუაზრებლად მოვკიდე ხელი და გავაჩერე. -გისმენ. -უკვე მიდიხარ? -გინდა დავრჩე?-ჩემკენ წამოიწია და ბარის მაგიდისკენ მიმწია. თვითონ ხელებით მაგიდას დაეყრდნო და მომიახლოვდა. -ნუ ეძებ ჩემში მხოლოდ ვნებას.-ჩამჩურჩულა და სახლიდან გავიდა. როგორ არ ვეძებო, როცა ასე ვნებიანად მექცევა. აღარ შემიძლია. გადაღლილი ვიყავი, ამიტომ ოთახში ავედი და დავიძინე. აღარ მინდა არაფერზე ფიქრი. ზედმეტად დავიღალე. ჩამეძინა და ბედობამდე არც გამღვიძებია. გამოძინებული, დასვენებული და ბედნიერი ვიყავი. ბედნიერი, რადგან აღარაფერი მაწუხებდა და ცოტა ხნით გამოვკეთდი ყველაფრისგან. აივანზე გავედი. თოვლზე ოცნება ოცნებად დამრჩა. ხვალიდან ისევ სამსახური იწყება, ამიტომ ყველაფერი ძველ სახეს დაიბრუნებს. სიცივემ დამიარა მთელ სხეულში. დანიელის აივანს გავხედე. ჯერ ბოლომდე არც გათენებულა, ალბათ ძინავს. სახლში შებრუნებული ნაძვის ხისკენ წავედი და ერთადერთ დარჩენილ საჩუქარს მოვკიდე ხელი, თან პატარა ფურცელი მივაკარი. "დანიელისთვის". იმედია ამას არავინ ნახავს. როგორი გრძნობაა უფროსისა და ქვეშევრდომის რომანი? არ მგონია ამით ვინმე გავახარო. არც ჩემი განყოფილების გოგოები გამამართლებენ, არც დანარჩენი სხვა. ჯინსი, ბათინკები და სვიტერი ჩავიცვი. გარეთ გავედი. გამოწყობა უზომოდ დამეზარა, თან უბრალოდ სასეირნოდ გავდიოდი. კორპუსიდან გასულს საკმაოდ საინტერესო სურათი დამხვდა. დანიელი ვიღაც გოგოს იშორებდა. -გეყო. ერთხელ როცა გეტყვიან უარს, გაიგე. არაფერი შეიცვლება. -ვერ გიტან, დანიელ, მეზიზღები!-უყვიროდა.-თუ არ აპირებდი ჩემთან ურთიერთობას, იმედიც არ უნდა მოგეცა.-ცრემლები მოადგა. -არანაირი იმედი არ მომიცია.-დანიელს გაეცინა. -დანიელ!-ალბათ სადაცაა გაარტყამდა. დანიელთან მივედი და მხარზე დავადე ხელი. -ბოდიში, დიდხანს გალოდინე?-გავუღიმე. -არა, სოფ.-ამყვა. -გამარჯობა, სოფო.-გოგონას ხელი გავუწოდე. -შენ ვინ ხარ?-ზიზღით შემომხედა. -აბა გამოიცანი.-გავუცინე.-წამოდი.-ხელი მოვკიდე და ჩემი მანქანისკენ წავიყვანე. ჩუმად მიმყავდა. ხელს არ ვუშვებდი. ის გოგო ისევ იქ იდგა და გაშტერებული გვიყურებდა. მანქანაში ჩავჯექი და საჭეს ჩავებღაუჯე, რადგან უცნაურმა გრძნობამ დამიარა მთელ სხეულში. აზრზე უცებ მოვედი და დანიელისთვისაც გავაღე კარი. -წამოდი. -მადლობა.-გამიღიმა. მანქანა დავძარი. ჩუმად ვიყავით, მაგრამ ეს მალე "გამოვასწორე". -სად აიკიდე?-გავხედე. -უბრალოდ ჩემზე გაგიჟებული გოგოა.-გამიღიმა. -ნუ გაქვს იმის იმედი, რომ მეც ასე გავგიჟდები შენზე. -გგონია მარტო იმედებით ვცხოვრობ?-ჩაეცინა.-ამ იმედებს გამართლება სჭირდება. ჰო ისე, ჯობია გზას უყურო.-მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ დანიელს მიშტერებული გზას საერთოდ აღარ ვაქცევდი ყურადღებას და ოდნავ ავხურდი. -სად წავიდეთ?-ვკითხე სიცილით. -სადაც გაგიხარდება. -ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. -არც ჩემთვის. აღარ მითქვამს არაფერი, უბრალოდ კარგად ვგრძნობდი თავს. ჩემს საყვარელ კაფეში გადავწყვიტე წასვლა. ადგილი, რომელზეც ბევრმა არ იცოდა. არც ჩემი დაქალებისთვის გამიმხელია მისი არსებობა. ჩემს ერთ მეგობარს ჰქონდა გახსნილი ვერანდაზე. შიგნით დიდი ერთი ოთახი. ერთადერთი კედელი მთლიანად შუშის ფანჯრებითა და კარით. გარეთ დაწნული სავარძლები, დიდი თეთრი ბალიშები, კომფორტული მაგიდები, ზევიდან გადახურული. მთელი "ჭერი" და მოაჯირი ნათურებით მორთული. ყოველთვის სასიამოვნო მუსიკას უსმენდნენ. -სოფ, როგორ მოხდა, მარტო არ ხარ.-ირაკლიმ გამიღიმა და დანიელს შეხედა. ერთმანეთი გაიცნეს და მგონი დადებითი შთაბეჭდილებებიც დატოვეს. -ყავა და ნამცხვარი?-შემომხედა. -ვისკი. -მეც.-თქვა დანიელმა. -ანუ, ორი ჭიქა ვისკი. მიღებულია. დანიელთან ერთად დალევა საიდან მომაფიქრდა, მეც არ ვიცი. ან აქ რატომ მოვიყვანე? ჩვენთვის დავსხედით. ციოდა, ამიტომ პლედი ავიღე და მოვიხურე. -გინდა ჩაგეხუტო?-სიცილით მკითხა დანიელმა. -არა, მადლობა.-ცივად გავუღიმე, გულში კი სიამოვნების პატარა ნაპერწკალმა გამირბინა. -ყინულის დედოფალი.-ჩაიცინა. რატომღაც თავი ისევ დამნაშავედ ვიგრძენი. თითქოს არ იმსახურებდა ეს ბიჭი ასეთ ცივ მოპყრობას, მაგრამ დამოკიდებულებას ვერ ვცვლიდი. ვერც ვხვდები, მინდოდა თუ არა შეცვლა. ყველაფერი აუტანელია მომენტებში. -იცი, რომ ვგიჟდები შენზე?-ისევ დაიწყო საუბარი დანიელმა. -არ მაინტერესებს. -როგორც ყოველთვის.-ჩაეცინა. ირაკლიმ ვისკი მოგვიტანა. -გემრიელად მიირთვით. ისე, სოფ, ადრე აქ შენს ქ... -არაა საჭირო გახსენება.-გავუღიმე.-მადლობა. -კარგი, ბოდიში.-მხარზე დამადო ხელი და გაგვეცალა. -"შენს ქმართან ერთად" უნდა ეთქვა, ჰო?-მაშინვე მიხვდა დანიელი, მართალია ზუსტად ვერ. ჰო, ადრე აქ ჩემს ყოფილ ქმარს ამოვყავდი...მაგრამ ეს არ გამიმხელია. -ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.-ვუთხარი დანიელს და სხვა რამეზე ვცადე ყურადღების გადატანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილთან მძიმე მოგონებები მაკავშირებდა, ეს კაფე ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ამ ფიქრების თავიდან ამოგდება ვცადე, მაგრამ დანიელმა არ მაცადა. -რადგან დღემდე დადიხარ ამ კაფეში, ესე იგი, აქვს.-გამიღიმა. არ მინდოდა ამაზე საუბარი, ამიტომ მოკლე და კონკრეტული პასუხი გავეცი. -უბრალოდ კაფე მიყვარს. -კარგი. დაქალებთან ერთად ხშირად დადიხარ? -არა, ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც ამ კაფეში მოვიყვანე.-წამომცდა. გული ამიჩქარდა და თავი ჩავხარე. რა მემართება? არ ვიცი... ბედობას გილოცავთ! იმედია დღეს ყველაფერი საუკეთესო დაგებედათ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.