შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 3.


1-01-2017, 22:42
ავტორი Supreme
ნანახია 2 017

  დანიელი ნაძვის ხის მორთვისას ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა, თუმცა ეს არასაჭირო ფიქრები მალე ამოვიგდე თავიდან. ავტომატურად მივედი ნაძვის ხესთან და მეც რავიწყე მისი გალამაზება. დრო ისე გადიოდა, ვერც ვამჩნევდი. Nick Cave-O'Children ჩაირთო. ბოლო ხმაზე ისმოდა მუსიკა და მთელი ბინა ერთ კომფორტულ ბუდედ მეჩვენებოდა. რაღაც რომანტიული გარემო შექმნა სიმღერამ, თითქოს ახლა თვალები უნდა მქონდეს დახუჭული, საყვარელი ადამიანი უკნიდან მეხუტებოდეს და ვეჭირო ძლიერი მკლავებით, მე კი უბრალოდ ვნებიან ტრიალს მივყვე. ეს თითქოს საჭიროა, თითქოს აუცილებელია და ჩემი გულიც მოუთმენლად ელის ამ მომენტს. შეუმჩნევლად ავყევი მუსიკას და პატარ-პატარა სხეული მიხვრა-მოხვრით დანიელი გამოვაფხიზლე და ჩემკენ გამოვახედე. მომენტებში თვალებს ვხუჭავდი და ამ სამყაროდან ვითიშებოდი. წელზე ნაზი შეხება ვიგრძენი, ხელმა ნელ-ნელა მუცელზე გადმოინაცვლა. მუსიკას ავყევი, დანიელიც. მისი ძლიერი მკლავების სინაზე მაგიჟებდა, ტუჩების სიახლოვე კისერთან სულს მიხითავდა, ვნებიანი გრილი სუნთქვა კი მთიშავდა. ამ სიმღერის ბოლო მომენტი მიყვარს განსაკუთრებულად. თითქოს სიმშვიდიდან ხმის ამოღებამდე მიდიხარ და შენც უფრო ხმამაღალი ხდები, ვიდრე რეალურად ხარ. ახლაც...ეს მომენტი, მე დანიელისკენ შებრუნებული, სახე სახესთან, ტუჩი ტუჩთან...მისი სუნთქვა კი ისევ მთიშავს. ერთიანად გავბუჟდი. მისი ძლიერი ხელები ახლა ნაზად ეხებოდნენ ჩემს წელს. დანიელი თითქოს ფრთხილობდა, ალბათ ეგონა, თუ უფრო ძლიერად დამიჭერდა, მის აქ ყოფნას ვიგრძნობდი და ასტრალიდან გამოფხიზლებული, მოვიშორებდი, მაგრამ მე არც ასტრალში ვარ, არც მოშორებას ვაპირებ. სანამ მუსიკა ისმის, მეც ჩუმად ვარ. ეს ყველაფერი თითქოს ახალი თავდავიწყებაა. ტკბილი შამპანურის შუშხუნა ყლუპი...არსებობს გრძნობა, რომელსაც არც სიყვარული ჰქვია, არც მოწონება...უბრალოდ არის რაღაც, რაც გაგრძნობინებს რომ ამ მომენტში შენ მასთან გინდა, მასთან და არა სხვა ვინმესთან. გრძნობ, რომ საყვარელიცაა და ვნებიანიც, უცნაურიც და ნორმალურიც, მოულოდნელიც და უარაფროც. რაღაც მომენტში ყველაფერს იტევს ეს უცნაური გრძნობა...
  ახალ წელს ყველასთვის სხვადასხვანაირი განწყობა მოაქვს. არ შეიძლება ან ყველას ერთად უხაროდეს, ან ყველას ერთად წყინდეს. ზოგს უბრალოდ დალევა უნდა, ზოგისთვის ეს საყვარელ ადამიანთან რომანტიული საღამოს გატარების კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვიღაც უბრალოდ ოჯახთანაა და მასთან ერთად ეგებება ახალ წელს. ბავშვებისა და უფროსების დამოკიდებულებაც ძალიან განსხვავდება. არაფერია ერთნაირი ამ სამყაროში. ვერც ადამიანი, რომელიც შენი სულის სწორად მიგაჩნია, ბოლომდე ვერასდროს დაგემსგავსება ან შენ ვერ დაემსგავსები. ასეთი რაღაც შეუძლებელია...თუმცა ახლა ისე ვგრძნობ თავს, თითქოს მე და დანიელი ერთ სხეულში შევირიეთ და გავერთიანდით. რაღაც უცნაურია, წარმოუდგენელი და საოცრად სასიამოვნო. მივხვდი...მივხვდი, რომ ახალი წლის გატარება საყვარელ ადამიანთან ერთად გამიხარდებოდა. ასეთი სიტუაცია...თბილი გარემო, რომანტიკული ვახშამი, მუსიკები, ანთებული ნახვის ხე, დანთებული ბუხარი, ნაძვის ხის ნათურებით გალამაზებული ოთახი და მათი ინტიმური ნათება, ალკოჰოლური სასმელი, ულამაზესი ხედი და ვნება. რა უცნაურია. სიყვარულს აღარც ვეძებ...არც ვცდილობ რომ შემიყვარდეს ვინმე, იმდენად წარმოუდგენლად და არარსებულად მიმაჩნია უკვე ეს გრძნობა. რა არის სიყვარული? არც არაფერი, აღარაფერი საერთოდ...
  მუსიკა დამთავრდა...თითქოს რა ცოტაა 5 წუთი, მაგრამ თან რამდენი რაღაცის ფიქრს ასწრებს ადამიანი დროის ამ მოკლე შუალედში. ახლაც ბევრი რამ გავიაზრე. საოცრება ისაა, რომ თავიდან მინდა დატრიალდეს ეს დრო და ისევ ვიგრძნო დანიელის ძლიერი ხელების ვნებიანი ნაზი შეხება. ამის პირდაპირ თქმა მერიდება, რატომ, მეც არ ვიცი...
-მგონი აღარ გეზიზღები.-დანიელის ჩაცინებამ გამომაფხიზლა და მაშინვე ამელეწა სახე.
-დავივიწყოთ.-ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
  თითქოს სულ გადამავიწყდა რას ვფიქრობდი წინა წუთებში. რა დანიელი? პატარა ლეკვია, რომელიც ამეკიდა და მეტი არაფერი...
  დანიელი ჩემკენ გადმოიხარა და სახე ყურთან მომიახლოვა. ისევ მისი გრილი სუნთქვა ვიგრძენი და ერთიანად ავხურდი. ოდნავ შემეხო ტუჩებით და ძალიან ჩუმად, ჩურჩულით მითხრა:
-არ დავივიწყებ.-ჟრუანტელმა მთელ სხეულში დამიარა, მაგრამ უცებ გამოვფხიზლდი და დანიელი ხელით გავწიე.
-დაიცავი ის დისტანცია, რაც უფროსსა და მის ქვეშევრდომს შორის უნდა იყოს.-ვუთხარი მკაცრად.
-რა მარტივად გიქრება ვნება.-ჩაეცინა.
-არც გამჩენია.
  ამ სიტყვებზე ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ჩაეცინა და საათს შეხედა.
-უკვე პირველია.-გამიღიმა.
-ნახვამდის.
-ხვალ ახალი წელია.
-მერე?
-არ გინდა ერთად შევხვდეთ?
-არ ვბრწყინავ სურვილით, ამიტომ კარგად.
-ნუ ხარ ეგეთი.
-ჩვეულებრივი უფროსი ვარ და ძალიან შინაურულ ურთიერთობაზე ნუ გადმოდიხარ.
-რატომ გაღიზიანებს?
-იმიტომ.-მოკლედ მოვუჭერი.
-რა კონკრეტული ხარ.-ჩაეცინა.
-კარგად.
-უკვე მესამეჯერ მემშვიდობები.-სიცილი აუტყდა.
-თუ საჭიროა ათჯერაც დაგემშვიდობები, ოღონდ წახვიდე აქედან.
-არ ხარ ეგეთი საშინელი პიროვნება და ნუ აჩვენებ თავს, თითქოს ხარ.-გამიღიმა და თმა ამიჩეჩა.
  ამ "რჩევამ" ცოტა გამაკვირვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შევიმჩნიე.
  დანიელი წავიდა თუ არა, კარი საგულდაგულოდ გადავკეტე, მორთულ ნაძვის ხეს მივაშტერდი და რაღაც უცნაურად ვიგრძენი თავი, თითქოს მარტოსულად და დამნაშავედ. დამნაშავედ რატომ, მეც არ ვიცი. უბრალოდ ერთი დღეა დანიელს ვიცნობ და რატომღაც იმოქმედა ჩემზე.
  ფანჯარასთან მივედი და ღამის ქალაქს გადავხედე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახლში თბილოდა, მაინც მყინავდა დეკემბრის სუსხი. ხვალ ახალი წელია. დანიელთან ერთად გატარება...არადა რა კარგი იდეაა, მაგრამ მაინც უარზე ვარ. რატომ? იმიტომ რომ აღარ მწამს არც სიყვარულის, არც გრძნობების. მხოლოდ ვნება თუ შეიძლება გაცოცხლდეს ჩემში, როგორც ეს დანიელთან ცეკვისას მოხდა, მეტი არაფერი. რა დროს სიყვარულია, როცა კარიერას უნდა მივხედო.
  პლედი ავიღე და დიდ სავარძელში თბილად მოვკალათდი. მუსიკები ისევ ჩართული მქონდა, უბრალოდ ახლა ბოლო ხმაზე აღარ გაისმოდა. ალბათ, აღარ მინდოდა დანიელი შემოსულიყო. თავს უცნაურად ვგრძნობ მის გვერდით. ჩემს ტანსაცმელს დავხედე და ჩამეცინა.
-ასეთ ფორმაში მნახა.-ისტერიული სიცილი ამიტყდა.
  ამ შემთხვევის მერე მეშინია სამსახურშიც არ დაიწყოს ჩემთან გაშინაურება. ზოგადად სიმკაცრით გამოვირჩევი და უფროსიც ყოველთვის აფასებდა ამას, რაღა ახლა უნდს გავიფუჭო საქმე ამ პატარა ლეკვის გამო.
  ნაძვის ხეს შევხედე ისევ. ყვითელი ნათურები ეკეთა და ანათებდა, ლამაზად. ხვალ ახალი წელია. ვიმეორებ ამას ჩემთვის გაუჩერებლად. რა კარგი იქნება საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა, არა? მაგრამ სადღაა საყვარელი ადამიანი...სულ ცოტა ხნით გამეთიშა გონება დანიელთან ცეკვისას, ახლა კი საღად ვაზროვნებ და ვხვდები, რომ უაზრობაა. როგორც ყოველთვის, წელსაც მარტო გავატარებ ამ დღეს, არც მეგობრებთან გავალ. თუ რამეა, გოგოები ამოვლენ და მორჩა.
  ისე ჩამეძინა, ვერც მივხვდი. უცნაურად ამომიტივტივდა გონებაში წარსული, თითქოს დავიწყებული, მაგრამ მძიმე. 5 წელი ცოლ-ქმარი, უზომოდ დიდი სიყვარული და მისგან დატოვებული წარუშლელი კვალი. რა უცნაურია ადამიანი. უყვარხარ, სიცოცხლეს გითმობს და უცებ...იცვლება, ჩხუბობს, ეზიზღები და ბოლოს...მიდის. რა მარტივად შეუძლია თურმე ადამიანს გაქრობა...
  დილის 7 საათზე გამეღვიძა. დილის შუქმა მაგრძნობინა, რომ გაღვიძების დროა. ღამე განათებული ქალაქი ახლა უკაცრიელ ნაქალაქარს ჰგავდა. გზაზე მხოლოდ რამდენიმე მანქანა დავინახე, ადამიანი არც ერთი. ისევ მარტოობამ შემომოტია და რაღაცნაირად ვიგრძენი თავი, თან ღამის ფიქრებიც გამახსენდა.
  დილა არც ისეთი კარგი იყო, პრინციპში, როგორც მთელი დღე. გარეთ გავედი და პატარ-პატარა ნამცხვრები ვიყიდე, კანფეტები, ხილი. სუფრის გაშლას არ ვაპირებდი. ახალი წლის ხალისი ნამდვილად არ მაქვს. ტკბილი სუფრა, ყავა და ყველაფერი კარგადაა.
  მაღაზიები დავიარე და გოგოებისთვის საჩუქრები ვიყიდე, როგორც გვჩვევია. თითოეული დანარჩენი სამისთვის საჩუქრებს ყიდულობს და ჩუქნის. ერთ-ერთ მაღაზიაში ნანახმა სამაჯურმა მომხიბლა. ვერცხლის, ძალიან ლამაზი. "დანიელისთვის კარგი საჩუქარი იქნებოდა" გავიფქრე და ჩამეცინა.
-შეყვარებულისთვის არჩევთ?-კონსულტანტი როგორ მომიახლოვდა, ვერც გავიგე.
-ა...არა.-ჩამეცინა და მაშინვე მოვედი აზრზე.
  საჩუქარი დანიელისთვის. არანორმალური ვარ.
  მაღაზიიდან გამოვედი და ახლა უკვე ოთხი სასაჩუქრე პაკეტი მეჭირა. ნამდვილად გავგიჟდი.
  სახლში დავბრუნდი და ლამაზად გამოწყობა გადავწყვიტე. მოკლე წითელი კაბა, მაღალქუსლიანები, დასწორებული თმა და მსუბუქი მაკიაჟი. ბუხარი დავანთე, შამპანური დავისხი და სავარძელში მოვკალათდი. საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ დავდე, მათ შორის დანიელისთვის ნაყიდი სამაჯურიც იყო, მაგრამ ჩუქებას არ ვაპირებდი.
  უკვე 11 საათია. ახალი წელიც ახლოვდება. განწყობა ისევ არ მაქვს. ტელეფონმა დარეკა.
-ჰო, ნინი, გისმენ.
-პირველის ნახევრისთვის ამოვალთ.-სიცილით მომახარა.
-უკვე დალიეთ?-მეც ავყევი.
-ცოტა. კარგი აბა, მომავალ წლამდე.-ჩაეცინა.
-მიდი, გელოდებით.
  ხასიათზე მომიყვანეს. ესეც ასე, მათ მოსვლამდე სულ ცოტა დრო დარჩა. ერთი ჭიქა შამპანური უკვე ჩავცალე და ფანჯარასთან დავდექი. მინდა რომ თოვდეს. მინდა რომ განწყობა მქონდეს. არაფერი არაა.
  უკვე 12-ს აკლია 5 წუთი. სადაცაა ახალი წელიც მოვა. ნაძვის ხის ქვეშ დადებულ საჩუქრებს დავხედე ისევ. დანიელისთვის რატომ შევარჩიე საჩუქარი? მართლა ვერ ვხვდები.
  12 საათი. გარეთ მაშხალების დამაყრუებელი ხმა და დამაბრმავებელი ლამაზი კაშკაშა ფერები, მე-ცალყბა ღიმილით ფანჯარასთან და მარტო.
-ვულოცავ ჩემს თავს ახალ წელს.-შამპანური მოვსვი.
  ზუსტად იმ წამს ვიღაცამ დარეკა კარებზე ზარი. გოგოების მოსვლამდე ჯერ ნახევარი საათი იყო, მაგრამ იქნებ გადაიფიქრეს. რას გაიგებ. სანამ გავაღებდი, გავიხედე და დანიელის დანახვა რატომღაც არც გამიკვირდა. ახალი წელი იყო, გარეთ ვერ დავტოვებდი, ამიტომ კარი გავაღე. უნდა მეთქვა გილოცავ-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი...ძალიან ჩქარა მომვარდა და მაკოცა...მაკოცა ისე, როგორც არასდროს არავის უკოცნია...


ახალ წელს გილოცავთ! მინდა რომ ყოველი თქვენგანისთვის ბედნიერი და წარმატების მომტანი წელი იყოს. ახალი წელი, ახალი დღე, ახალი შესაძლებლობები. რასაც წამოიწყებთ, ყველაფერში მოგემართოთ ხელი. უზომოდ მიყვარს ახალი წელი და იმედია ჩემს განწყობას თქვენც გაიზიარებთ <3



№1  offline წევრი davinna

Ra tkbili tavi iko ^^ gilocav sayvarelo axal wels da bedobasac ukve..bednierebis momtani yopiloyos es weli <3 istoria dzalian momwons da veli shemdegs <3 dzalian magarixaar<3

 


№2  offline წევრი Supreme

davinna
Ra tkbili tavi iko ^^ gilocav sayvarelo axal wels da bedobasac ukve..bednierebis momtani yopiloyos es weli <3 istoria dzalian momwons da veli shemdegs <3 dzalian magarixaar<3

მადლობა, ჩემო საყვარელო. ასევე <3 ბედნიერება, სიხარული და ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდეს <3 მრავალს დაესწარი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent