სექსუალური ტანგო
პატარა სივრცე, დახუთული ჰაერი და სიგარეტის სურნელი იყო გამეფებული ოთახში. თავს მატკიებდა, ცუდად მხდიდა, გულს მირევდა! თავბრუ მესხმოდა. გასვლა მინდოდა, მაგრამ ბრბო არ მატარებს! ასეა! თუ გახდი მისი წევრი ამ ჯგუფის დატოვება რთული ხდება! გარეთ გავაღწიე! სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე ხარბად და თვალები მივლულე. კისერი გადავწიე, ამოვისუნთქე და ორთქლმაც არ დააყოვნა! –შეგცივდება!–ბოხი ხმა! ვინ იყო!რატომ იყო!გამომყვა?! –არაუშავს! შევდიოდი ისედაც!–ვუპასუხე აღელვებულმა და კართან მივედი. ნერვიულად ჩამოვწიე სახელური და ოთახში შევედი! ისევ იგივე! სარწეველაში ჩავჯექი. თავი საყრდენს დავადე! ჩამეძინა... გავიღვიძე, ოთახში ვარ! არა ჩემს სახლში! არა ნაცნობ ოთხ კედელში! რა ჩავიდინე! *** ავდექი, ტანზე ხელი ფრთხილად მოვიკიდე და ბედნიერმა ამოვისუნთქე! ადგილზე იყო. ოთახის კარს მივუახლოვდი. უნდა ჩამომეწია, როდესაც თვითნებულად გაღებული "კარიბჭე" ცხვირში მომხვდა და ინერციით უკან წავედი. ადვილად, რომ ვთქვათ წავიქეცი! დავვარდი! –ამიტომ უნდა დარჩენილიყავი საწოლში!–ერთი წუთით!! ეს ის ბოხი ხმა არის?! ორი კითხვა მაქვს: რატომ მახსოვს მისი ხმა და აქ რას აკეთებს! –მე...მე...–არ ვარ კომუნიკაბელური ვაღიარებ! მეტიც, ზედმეტად მორცხვი და გამოუცდელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვცხოვრობ, მარტო გავიზარდე და მარტო " ჩამოვყალიბდი". არავინ დამხმარებია! საუბედუროდ! –მე...მე...მე..–განმასახიერა ვითომ–ბეკეკა ხარ?!–მოახლობა დაიწყო! მე კი იატაკს ჩახუტებული უკან ვიწევ! –გეშინია?!–ადგილზე შედგა! თვალები ბრაზმა მოიცვა და... შემეშინდა! –...– ხმა ვერ ამოვიღე! რატომ არ მიკვირს?! -ადექი!– მადლობა ნება ,რომ დამრთე! -ვინ ხართ?! აქ რატომ ვარ?! სახლში მინდა!–არვიცი სად და როგორ მოვიკრიბე ამხელა სითამამე, მაგრამ გავბედე და ამოვთქვი! –არსად არ წახვალ! დღეიდან აქ იცხოვრებ! ჩემი მსახური გახდები! შენ მე მჭირდები! ზედმეტი სიტყვები და პანიკა არ გავიგო!– კარისკენ დაიძრა, მამაკაცური მანერით! რა დროს ეს არის ასია! – ბაგრატ კეისარი! შენთვის ბატონი ბაგრატი! მისაღებ ოთახში გელოდები! არ დააგვიანო! დაისჯები!–და მას გაუჩნდა კითხვა "გეშინია?!". ერთი წუთით! მსახური?! ვჭირდები?! არავითარ შემთხვევაში! "ახლა ხარ დიდ გულზე. დაინახავ ხმას ვერ ამოიღებ. ჯერ მარტო გვარი აქვს ისეთი, რომ პატივისცემას იგრძნობ მის მიმართ და ენას გადაყლაპავ!" –მადლობა,რომ შემახსენეთ საყვარელო ქვეცნობიერო! – ოთახის კარი გავაღე და სიკვდილის კიბეს მივყევი! ღმერთო გადამარჩინე! ამომაღებინე ხმა და გამაღწევინე ამ სასახლიდან! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.