შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთი (8)


3-01-2017, 04:47
ავტორი Frigga
ნანახია 1 749

- ალექს ეს უბრალოდ არარეალურია, არ შეიძლება თვრამეტიწლის ბჭმა ამხელა სახლი ააგოს და თან სრული მოწყობით და ასეთი ხარისხიანი ავეჯით.
მე და ალექსი ხალიჩაზე გვერდულად გაწოლილები ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. ალექსმა ამ ფრაზის გაგონებაზე წარბი შეკრა შემდეგ კი ისევ ღიმილი დაიბრუნა სახეზე.
- გახსოვს? პატარები ვიყავით და შენთან სახლში მაგიდის გადასაფარებლებით დიდი კარავი რომ გავაკეთეთ? სულ რაღაც რვა წლის ვიყავი. ვიჯექით შუაღამეს კარავში ფანარი ანათებდა და ჩვენს ჩრდილურ სილუეტებს ნაჭერზე ასახავდა. გკითხე რა იყო შენი ოცნება გახსოვს?
- რათქმაუნდა მახსოვს, შენ იჯექი და უაზროდ მომშტერებოდი როგორც ახლა, და კითხვებს უსწრაფესად მისვამდი.
- შენ კითხვაზე პასუხი არ გამეცი, შეყოვნდი და დიდ ადიალოზე გაწექი. შენი სიტყვები ზუსტად მახსოვს, ალექს მე ბევრი ოცნება მაქვს, იმდენად ბევრი რომ ძალიან მეეჭვება რომელიმე ახდეს...
- მითხარი იქნებ შევძლო აგიხდინო.
- დიდი ხის სახლი ტყეში ლამაზი შესასვლელით ორსართულიანი დახვეული კიბით ხა მაღელი ფანჯრებით, ლამაზი რიკულებიანი კარებით და შუშებით.
გაკვირვებული ვუყურებ ალექსს და თვითონაც არ მჯერა რომ ის ყველაფერი ასე დაამახსოვრდა.
- ალექს, მართლა საოცრება ხარ. და მერე?
- მერე გადავწყვიტე ფული შემეგროვებინა და მეორე დღესვე დავიწყე. ფულს ისე ვმალავდი ვერავინ იპოვიდა, ჩემს ოთახში პატარა ადგილი მქონდა იატაკის ქვეშ. ხან ლარს მაძლევდნენ, ხან ორმოცდაათს ხან ათლარს და ასე... ბოლოს ერთიწლის წინ გადავწყვიტე რომ უკვე დრო იყო. დავინახე როგორ იტანჯებოდი, როგორ მიგატოვეს და მითუმეტეს როცა გავიგე რომ ის იდიოტი მაიკლი შეიყვარე ჭკუიდან გადავედი. მე თავიდანვე ვიცოდი რაც იყო და რაც მოცდებოდა.
- ალექს მე....
- ჩუმად პატარავ დამასრულებინე.
ხელი ტუჩებზე დამადო და გააგრძელა.
- მინდოდა ეს ყველაფერი ისე გამეკეთებინა რომ არავის გაეგო. ამიტომ აქ ამოვედი ტყის ყველაზე შორეულ ნაწილში. თანაც მე ვიცოდი რომ შენ სწორედ ეს გინდოდა.
წამოვიყვანე ხელოსნები ელექტრიკოს- სანტექნიკოსები და წამოვედი. დანარჩენი შენ აღარ გეხება.
- კი მაგრამ ფული მაინც არ გეყოფოდა..,
- ვთქვი არ გეხება მეთქი. ადექი ყავა დავლიოთ.
- ჩადი და ჩამოვალ.
ეს ყველაფერი მაფიქრებს, როგორ შეიძლება თვრამეტიწლის ბიჭმა ამდენი დამოუკიდებლად შეიძლოს? აბსურდულია, მე თავი სიზმარში მგონია...
შეიძლება დიდხანს აგროვებდა ფულს მაგრამ ამდენი როგორ შეაგროვა?
- აღარ აპირებ ჩამოსვლას? ჩემი ქვეცნობიერიდან ალექსის ხმამ გამომიყვანა.
- კი მოვდივარ .
კიბეზე ფრთხილად ჩავიარე, სამზარეულოს კარისკენ ფეხშიშველი ნელა მიზვიდოდი ხის იატაკი ძალიან ცივი იყო და მსიამოვნებდა მასზე სიარული.
ამდენი რამ მოგიყევით და ჩემი გარეგნობის შესახებ არაფერი მითქვამს, არც ჩემი წარმომავლობის შესახებ მითქვამს თქვენთვის რამე.
მე ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერ გოგო ვარ, ჩვიდმეტი წლის, შავთმიანი და ცისფერთვალება, არცისე მაღალი კლასიკური სტილის მატარებელი, მომწონს კლასიკური მუსიკა, მიზიდავს თიატრი და კინო, არ მიყვარს კითხვა. ჩემი მშობლები, ნინა და რობერტ სტაილსები ცხოვრობენ ნიუიორკში, სიმართლე რომ გითხრათ საერთოდ არ მიზიდავს ეს ქალაქი, მირჩევნია ძალიან მშვიდ ბუნებაში ერთ პატარა სახლში ვიჯდე და ბუხართან მაგორალა სკამზე მჯდომი ჩაის მივირთმევდე.
მინდა რამოდენიმე სიტყვით ალექსიც აგიღწეროთ, არვიცი მისი აღწერა რამოდენიმ ე სიტყვით როგორ უნდა მოვახერხო, ის ერთადერთი ადამიანია ვისაც ბავშვობიდან თვალდახუჭული ვენდობი და ვისაც ჩემი ყველაზე კარგად ესმის, ის ჟარდახშაა რომელშიც შემიძლია ნებისმიერი რამ ჩავაწყო და დარწმუნებული ვიყო რომ ვერასდროს იპოვს.
მუქი, ხშირი, შავი, სწორი თმა აქვს, თანამედროვე სტილი, სპორტული აღნაგობა, და შესაბამისად სპორტული ჩაცმულობა. მმისი მწვანე თვალები ყველაფერი იყო არაფერში ჩემთვის.
შევაღე სამზარეულოს კარი, ალექსს უკვე მოედუღებინა ყავა და თეთრ მრგვალ მაგიდაზე იდო ვარდთან ერთად. ეს ბიჭი გამაგიჟებს სულ როგორ ეძებს რომანტიკას. გავიფიქრე და თავი გავაქნიე. მობრძანდით თქვენო უმაღლესობავ, სიცილით მითხრა ალექსმა დახლით პუფისკენ მანიშნა. მივედი და გემრიეად მოვთავსდი.
- მიირთვი და შემიფასე ჩემი ხუთწუთიანი ნამუშევარი.
ფინჯანი ავიღე ხელში და მოვსვი, გემრიელი იყო, კარგად ქონდა შაქარი როგორც მე მიყვარს სამი კოვზი.
- ძალიან კარგია, მომწონს, ტკბილია,, ის მაინც საიდან გახსოვს რომ სამკოვზ შაქარს ვიყრიდი ყავაში?
- მე ყველაფერი მახსოვს.
საუბარში კარგად მოსაღამოვდა, თანაც ბევრი უნდა გვევლო, ამიტომ ალექსს შევთავაზე წასვლა. ალექსი წამოდგა და ფინჯნები მაგიდიდან აიღო.
- კარგი როგორც გინდა.
- შენ რა გეწყინა?
გაკვირვებული ვუყურებდი ალექსს რომელსაც გაურკვეველი ემოცია ეწერა სახეზე. ალექსი კართან იდგა, მე ნელნელა ვუახლოვდებოდი.
- არა ნამდვილად არ გავბრაზებულვარ.
- კარგი რაა ხომ იცი რომ დედაჩემი ინერვიულებს და არც შენი მშობლები ჩავარდებიან უკეთეს დღეში.
- რასაჭიროა ამდენი ახსნაგანმარტებები? კარგი რაა შენ ასე ადვილად არ შეგიძლია ჩემი გაბრაზება პატარავ, ამისთვის ჯერ უნდა გაიზარდო.
- მე ვარ პატარაა? აბა შემომხედე..
თითისწვერებზე დავდექი და ალექსს ბატივით დაბლიდან ავხედე. არც ისე მაღალი ვარ მაგრამ ის მართლა ძალიან მაღალია.
- რათქმაუნდა პატარა ხარ. ალექსმა გაიცინა, ხელში ამწია და დამაბზრიალა.
- გეყოფა რაა....
- კარგი ხოო...
გამოვედით მისაღებ ოთახში და ასე ცანცარ ცანცარით დავტოვრთ სახლი.
ერთ საათში უკვე სახლის კართან ვიყავი, დაახლოებით რვა საათი იყო საღამო,
დედა სახლში არ დამხვდა მემგონი სადღაც უნდა გაევლო თქო გავიფიქრე და საძინებელში ავედი. არც ვიცოდი მშვიდად ძილს შევძლებდი თუარა იმის შემდეგ რაც დღეს მოხდა...
ცივ ლოგინში ჩემი ვარდისფერი პიჟამოებით ჩავწექი და მოვიკუნტე. ზაფხულისთვის უჩვეულოდ სუსხიანი საღამო იყო ჯერ რვა საათი იყო მაგრამ მე მაინც დავწექი მინდოდა დავმშვიდებულიყავი და დამეძინა.
ალექსი, მხოლოდ ალექსია შენთან. ვეუბნებოდი საკუთარ თავს და ცრემლები თვალებში და ბურთი ყელში მეჩხირებოდა.
იქნებ მასაც ამოუვიდეს ყელში ეს შენი გაუთავებელი მტირალა ხასიათი და სისუსტე, ისს შენზე უკეთესს იმსახურებს ბოლოსდაბოლოს სკოლაში ყველაზე პოპულალურია, შენ კი ინ ხარ ერთი ოროსანი გოგო რომელიც ყურსასმენებ გარჭული დადის კალიდორებში აჩრდილივით. ან იქნებ უბრალოდ ეცოდები და იმიტომ არის შენთანერთად?.
ამ ფიქრებში ისე ჩამეძინა ვერ გავიგე. სიცივე ვიგრძენი, ძალიან შემცივდა და მივხვდი რომ საბანი ძირს გადამივარდა. გადავბრუნდი და რაღაცას შევეჯახე, შემდეგ სუნთქვა ვიგრძენი, შემეშინდა.
- ალექს, ალექს შენ ხარ? უმისამართოდ ვიძახდი სიბნელეში. ალექსი თუარა აბა ვინ ხარ გამაგებინე რა გინდა ჩემგან? რას მოელი და რას ითხოვ? თავი დამანეე.... ალექს მიშველე ალექს...
გაოფლიანებულს გამომეღვიძა.
- შენთან ვარ აქ ვარ დამშვიდდი ელენა, ჩემი პატარა გოგო, დამშვიდი. ეს უბრალოდ სიზმარი იყო,
- ალექს, ალექს შენ ხარ?
- მე ვარ, აქ ვარ, დამშვიდდი მიყვარხარ, ალექსი გულში მიხუტებს.



№1 სტუმარი Guest ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent