შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთი (7)


28-12-2016, 22:01
ავტორი Frigga
ნანახია 1 925

ალექსმა ნელა დამსვა.ცვრიანი ბალახის სურნელი ტრიალებდა გარშემო და თითქოს ჩვენ ორნი ნელ-ნელა უფრო ვემსგავსებოდით სამოთხეში მყოფ ადამიანებს.
- ალექს სად მმივდივართ? უკვე გაბრაზებული ვეკითხები ალექსს და მკლავში ხელს მთელი ძალით ვუჭერ.
- თუ შეიძლება დაწყნარდი მისის და გამომყევი. ალექსმა ამოიღო ბენდენა და თვალები ამიხვია. ნუ ფართხალებ კარგი?
- კარგი ჯანდაბას სხვა არჩევანი მაინც არ მაქვს და....
თვალებახვეულს ხელი ჩამკიდა, ნელ-ნელა მივდიოდით და მივდიოდით. ფეხი ისევ რაღაცას წამოვკარი და ალექსის მკლავებში ავღმოჩნდი. მართალია ვერ ვხედავდი მართლა ალექსის მკლავებში ვიყავი თუ სადმე ვიყავი გაწოლილი მაგრამ ალექსის სუნთქვა რომ გავიგე ნამდვილად დავრწმუნდი რომ ალქსმა დამიჭირა.
- მისის ელენა კარგად ხარ? ალექსმა ისევ წამომაყენა და აკანკალებული ხმით მკითხა.
- კი საკმაოდ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ დავინახავ რამეს.
- მოითმინე და იარე.
ვიდექით შუა ტყეში და ალექსი არ აპირებდა ჩემთვის რამე აეხსნა, ერთი მომენტი ძალიან შემეშინდა მაგრამ რომ მივხვდი ალექსი ჩემთან იყო გადამიარა.
ნელ-ნელა ძლიერდებოდა ფიჭვის და ცვრიანი ბალახის სურნელი, ხეების შრიალის ხმა, ყვავილების სურნელი. მივუყვებოდით ტყის ხის ფესვებით დაფარულ ბილიკებს და ეს უკვე საათობით გაგრძელდა.
გავჩერდით. ალექსმა ხელები ჩემს სახესთან მოიტანა, ვიგრძენი მისი ცივი თითები როგორ შეცურდა ჩემს თმაში. როგორც იქნა მომხსნა ბენდენა. მაგრამ... სიტყვები არ მყოფნის ავღწერო რა დავინახე იქ, ან რა ვიგრძენი ამის დანახვაზე.
ტყის ყველაზე მაღალ ნაწილში პატარა სახლი იდგა. ხის, ყვავილებით და ბუნებრივი მცენარეებით მორთული ორ სართულიანი ლამაზი სახლი რომელიც სავარაუდოდ მე და ალექსს გვეკუთვნოდა. ხეებში ჩარგული პატარა ნაგებობა რომელიც ყველასგან მოშორებით იდგა და აქ მხოლოდ ჩიტები თუ იყვნენ ჩვენს გარშემო. ჩემი საოცნებო ადგილი სწორედ ასეთი წარმომედგინა და ალექსმაც კარგად იცოდა ეს.
- ალექს ეს... ეს... ეს... ჩვენია? თვალებამღვრეული მივედი ალქესთან და პირისპირ დავუდექი.
- დიახ.. ჩვენი, მხოლოდ ჩვენ ორის.
ალექსს მთელი ძალით ჩავეხუტე, სახლისკენ გავიქეცი და სახლში შევვარდი. პირველსართულზე დიდი ოთხკუთხედი დავინახე, კითხვა გამიჩნდა რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. ბრთხილად მივუახლოვდი. კოცონის ადგილი ოთახის შუა ნაზილში იატაკის საშუალებით ოთხკუთხედი ფორმის ღრმა. გვერდით კი პატარა ლამაზი პუფები იყო, რბილი ბალიშები და საყვარელი ოთხკუთხედი მაგიდა.
სახლში საკმაოდ დიდი სივრცე იყო, კედლებზე ჩემი და ალექსის ბავშვობის ფოტოები ეკიდა. მეორე სართულზე ასასვლელი დახვეული კიბე მთლიანად ხავსიანი მცენარითა და ვარდისფერი დიდი ყვავილებით იყო მორთული. შესასვლელ კარზე ამოტვიფრული წარწერა (მე შენ და ბუნება). შესასვლელში მარჯვნივ დიდი ლამაზი ფანჯარა და მის რაფაზე გაკეთებული პატარა სავარძელი მომხვდა თვალში.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ალექსი კი კარებში იდგა და გაღიმებული მიყურებდა როგორ ვცანცარებდი. სახლი ძალიან ლლამაზი იყო და მე უბრალოდ ვერ შევძელი დამემალა ჩემი ემოცია. ეს უბრალოდ ყველა გოგოს ოცნებაა, მოხვდეს იმ სამყაროში სადაც ახლა მე მოვხვდი.
სწრაფად ავირბინე მეორე სართულზე . დიდი აივანი მთელს ტყეს გადაჰყურებს. ისეთი სურნელია რომ მთელიცხოვრება მინდა აქ ვიყო. კიბე სწორედ აივნის კუთხეში სრულდება. მეორესართული ღია აივანია სადაც დგას დიდი შავი კუთხის სავარძელი რომელიც მთელი სახლის თავს ფარავს, ოთხივე კუთხეს წვდება და ზედ უამრავი ვარდისფერი, იასამნისფერი და შინდისფერი წითელი ბალიშებია მოფენილი. მეორე სართული მტლიანად შუშაშია ჩასმული, ასე გამოდის რომ მთელი მეორე სართული აივნად შეიძლება ჩაითვალოს. დიდი რბილი ხალიჩა მთელს ოთახს ფარავს შავი და ვარდისფერი ხაზებით მორთული. შუშები კი.. მოკლედ ეს ყველაფერი ჩემს სიზმარს ჰგავს.
ალექს... ალექს... ყვირილით ჩავდივარ კიბეს და ალექსისკენ მივრბივარ. მთელიძალით ვეხუტები და ყურში ვეუბნები.
- საუკეთესოა... მართლა... მადლობა...
- შენ უკეთესს იმსახურებ. იმდენი რამ გადაიტანე რომ იმედია შევძლებ შენს გაბედნიერებას. ალექსიც მთელი სიმხურვალით მეხვევა.
- მადლობა.
- მოიცა შენ მთავარი არ გინახავს.. გამაშვებინა ხელი ალექსმა და უზარმაზარი ხის კარებისკენ წამიყვანა, აშლარად ძველი კარი იყო, ჩუქურთმებით მორთული და არაჩვეულებრივად ბრჭყინვალე ნაზი ხისგან იყო გაკეთებული როგორც მთელი სახლი.
- გააღე კარი.
ხელის ერთი შეღებით ბრთხილად გავაღე კარი. დიდი ბიბლიოთეკა ჩემს თვალწინ გადაიშალა, უამრავი წიგნით.
- ალექს მადლობა მაგრამ ხომ იცი კითხვა დიდად არ მხიბლავს, მირჩევნია ფილმი ან მუსიკა.
- მოიცადეთ მისის ელენა. თუ შეიძლება ბიბლიოთეკის შუანაწილში შედით და იმ კარადაში ის წითელი წიგნი გამოიღეთ.
- კი მაგრამ აქ უამრავი წითელი წიგნია...
- კარგი მაშინ წამოდი და ერთად გამოვწიოთ.
ბიბლიოთეკის შუა ნაწილში წითელ წიგნებს შორის იყო ერთი რომელსაც მისის ელენა ეწერა ყდაზე.
- მოდი აბა ეს გამოვწიოთ არ გაინტერესებს რა მოხდება?
- მოდი.
ორივემ ერთად გამოვწიეთ ის პატარა წიგნი. კარადა გაიშალა და დიდი ტელევიზორი ჩემს თვალწინ გაჩნდა თავისი დივიდით და დისკებით.
- ალექს ეს როგორ? გაკვირვებული მიბრუნდი ალექსისკენ და ავცანცარდი.
- მოცადე, შენ ჯერ კიდევ არ გინახავს ბოლომდე ეს ერთიშეხედვით პატარა სახლი.
- მოიცა რაა კდე რა უნდა იყოს?
- შენი აზრით ნამდვილ სახლს ახლა რა უნა ჰქონდეს ამის გარდა?
- ალბათ სამზარეულო.
- კიდევ?
- საძინებელი.
- მაშინ წამოდი. შენ მარტო ის დაინახე რაც გინდოდა.
ბიბლიოთეკიდნ რომ გავედით იქვე სწორედ ასეთი კარები დავინახე.
- გააღე. ღიმილით მეუბნება ალექსი და ხელით კარისკენ მანიშნებს.
- ალექს, ამდენი რამ ამ პატარა სახლში?
- შენ გააღე.
ულამაზესი საძინებელი. შავ-თეთრი, პატარა და მყუდრო. ლამაზი შავი საწოლი რიკულებიანი თავით. გარდერობის ოთახი, სადაც ჩემი და ალექსის ახალი ტანსაცმელი იყო.
- აბა როგორ მოგწონს?
- ეს... ეს... უბრალოდ...
- კარგი ხოო... როგორც ყოველთვის ენა გებმის. ალექსმა დამცინავად გაიღიმა და ოთახიდან გავიდა. მე გაბრაზებული დავედევნე.
- ესეიგი ფიქრობ რომ ენა მებმის ხო? გაბრაზებული, წარბებშეკრული ვიდექი ალექქსის წინ. იცი რაა? სულაც.. ალექსმა მაკოცა. მისი ტუჩები ისეთი რბილი იყო... მაგრამ მე ხომ უნდა მეგრძნობინებინა რომ გავბრაზდი? ამიტომ მალევე დავანებე თავი და ერთერთ პუფში ჩავჯექი
- კარგი ნუ იბუტები გთხოვ.........
- არ ვიბუტები...
- იბუტები.
- არა მეთქი.
- კი
- არა
- კი და მორჩა
- კაი ხოო...
- ხო და ეგრე. კაი რან იყო გავიხუმრე.
- კარგი ხუმრობაა.
- კარგი რა იყო საერთოდ აღარ გავიხუმრებ.
ალექსიც ჩემს გვერდით დაჯდა და დაიბღვირა. მის შემხედვარეს სიცილი წამსკდა.
- კაი რა იყო, გავიგე რომ იხუმრე.
- უხ ჩემი პატარა გოგო.
- ალექს იცი? ამდენი რამ მართლა არ იყო საჭირო, მე ხომ ისედაც მიყვარხარ ამ ყველაფრის გარეშე.
- ხმა არ ამოღო. მე მინდოდა და მორჩა. აქ შეგვიძლია ვიყოთ ისინი ვინც ვართ. მე ეს შენთვის გავაკეთე. იცი? მე შენ მთელი გულით მიყვარხარ. არ ვიცი სხვები რომ გვიყურებდნენ ახლა რას იფიქრებდნენ და არც მაინტერესებს... ასე რომ მოკეტე მისის და დატკბი.
- მოგაკეტინებ ახლა მე შენ. ალექსს თმა მოვქაჩე და გავიქეცი.
- ახლა მართლა ვერ გადამირჩები....
სწრაფად ავირბინე კიბე, ალექსიც მომჰყვა. ფეხი ამიცდა და რბილ ხალიჩაზე დავეცი. ალექსიც გაწვა ძირს და ასე ვუყურებდით ერთმანეთს საათობით....



№1 სტუმარი ლილი

მერე??? სწრაფად რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent