შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 5.


3-01-2017, 23:12
ავტორი Supreme
ნანახია 1 939

  დანიელი გაღიმებული სახით მიყურებდა, მე კი ვცდილობდი ყველანაირად ამერიდებინა მისი მზერა. ვერ გადავურჩი. მაინც შევხვდი რამდენჯერმე მის სიყვარულით სავსე თვალებს. ლეკვი, პატარა და ნერვების საუკეთესო მღრღნელი. მუსიკებს ავყევი გულით და დამშვიდება ვცადე. მალე მთლიანად გავითიშე და აღელვებული გრძნობებიც ჩავიწყნარე.
  საოცარი რამაა სიცოცხლე. ყოველი წუთი გეძვირფასება ადამიანს. ზოგიერთი მხოლოდ დღევანდელით ცხოვრობს. სიმართლე ვთქვა, ამას არ ვეთანხმები. რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდან გეგმებით ვცხოვრობდი. ერთადერთი მოულოდნელი მაშინ ჩემთვის შეყვარება და გათხოვება იყო, ახლა კი...დანიელის გაცნობა. უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ აქამდე? ოთხი წელი ჩემი მეზობელი, თან საკმაოდ შესამჩნევი ბიჭია, მე კი, არ ვიცოდი. რა უცნაურია. ნუთუ იმდენად ვიყავი გართული ჯერ ქმრით, შემდეგ კი კარიერით, რომ საერთოდ ვერაფერს ვამჩნევდი? ალბათ. არ მინდა, მაგრამ უნებურად ვადარებ ერთმანეთს დანიელსა და მას. მას, ვინც ერთ დროს ცხოვრება გამიფერადა, მერე კი დამინგრია. ვფიქრობ და ვხვდები, რომ საერთოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ხასითი, ქცევა, ჩვევა, გრძნობების გამოხატვა. ყველაფერი სხვანაირია, მაგრამ რატომღაც დანიელიც მაგრძნობინებს, რომ "შინ" ვარ. რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, ვაღიარებ, რომ სიყვარულს გავურბივარ. არ მეშინია, მაგრამ უბრალოდ აღარ მინდა ვიგრძნო ისეთი საშინელება, როგორიცაა იმედგაცრუება. ყველაფერი ტოვებს კვალს, გარდა იმედგაცრუებისა. ჩემს გულში ახლა მხოლოდ სიცარიელეა და მეტი არაფერი, ამას კი, დანიელი აავსებს? გააცოცხლებს ჩემს გრძნობებს? არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. უკვე დიდი ხანია ვუთხარი ჩემს თავს, რომ შეყვარება ზედმეტია. კარიერას ხელს შეუშლის, მომავალიც გაურკვეველი გახდება და იმედებიც გამიცრუვდება, სავარაუდოდ. მარტო უკეთესია...მარტო მირჩევნია...
-სოფო...-დანიელის ხმამ გამომაფხიზლა.
  ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავი, ამიტომ კითხვით სავსე თვალებით შევხედე. დანიელმა თავის ხელზე მანიშნა. მხოლოდ ახლა დავინახე, ჩემთვის გამოუწოდებია. ნაზად შევეხე თითებით. ყინავდა, მაგრამ მისი ხელი თბილი იყო. ერთი წამით მომეჩვენა, თითქოს დანიელის გულისცემა იგრძნობოდა მასში. წამომაყენა და შუა ვერანდაზე გამიყვანა, სადაც არაფერი იდგა. ნელა მატრიალებდა. არცერთი ვნებიანი შეხება, უბრალოდ თბილი ცეკვა. იმდენად თბილი, რომ იანვრის სიცივეს ვეღარც კი ვგრძნობდი.
-საოცრება ხარ.-ჩუმად ჩამჩურჩულა, თან გამიღიმა.
  არც ჟრუანტელს დაუვლია სხეულში, არც სექსუალურ გრილ სუნთქვას გავუგიჟებივარ. უბრალოდ მისმა სიტყვებმა გამაღიმეს და გულში უნაზესად ჩამეღვენთა მისი ხმა.
  ალბათ, ღამის პირველი იყო, როცა კაფედან წამოვედით. უხმოდ, უხმაუროდ, უსიტყვოდ და მაინც კომფორტულად.
-ნახვამდის.-გავუღიმე დანიელს.
-კარგად.-ჩაიცინა და პატარა ბავშვივით ქვევიდან ამომხედა.
  ერთმანეთს ვუყურებდით.
-შედი.
-ჯერ შენ...
-პატარა ბავშვივით ნუ იქცევი.-გამეცინა.
-შენთან...-ჩაიცინა.-უბრალოდ ვგიჟდები შენზე.
-ვიცი.-გავუღიმე.-კარგად.-სახლში შევედი.
  სასტუმრო ოთახში შევედი, წითელი ღვინო დავისხი და ნელა დავიწყე წრუპვა. ვუყურებდი განათებულ ქალაქს. ისე ჩამეძინა, ვერც მივხვდი.
  დილით გაღვიძებულს უცნაური გრძნობა დამეუფლა. რაღაც შემაძრწუნებელი, საშინელი, ცოტა ამაზრზენი. თითქოს რაღაც სირცხვილმა დამიარა მუცელში და ერთიანად მომიშხამა ხასიათი. ყველაფერი დამავიწყდა ჩემი დაბადების დღიდან დღემდე. ყველანაირი სასიამოვნო გრძნობა გაქარწყლდა. გულიდან ყოველი ბედნიერი წამი თითქოს საგულდაგულოდ ამოჩხრიკეს, მის ადგილას კი რკინები ჩასვეს. ასე შემეცვალა გუნება ჩვეულებრივად გათენებულ 3 იანვარს.
  ჩემი მკაცრი ჩაცმულობის სტილი დავიცავი. კლასიკური ქვედაბოლო, სვიტერი, მაღალქუსლიანები. მსუბუქი მაკიაჟით ისევ "გავილამაზე" სახე, დავისხი საყვარელი ფრანგული სუნამო და სამსახურში წასასვლელად გავემზადე. ერთადერთხელ შევხედე ჩემს თვალებს. დაცარიელებული, არაფრისმთქმელი და სიმკაცრით სავსე. როგორც ყოველთვის, ჩემი "მე" არსად გამქრალა.
  მანქანაში ჩავჯექი და სამსახურისკენ წავედი. იქ მისულმა გოგოები ძველებურად გადავკოცნე.
-გუშინ გირეკავდი, სად იყავი?-მკითხა გაკვირვებულმა ეკამ.
-არსად.-მოვიტყუე.-ალბათ არ მესმოდა, ბოდიში.-გავუღიმე და კაბინეტში შევედი.
  რადგან ჩემი კაბინეტი გოგოებისგან მხოლოდ შუშის კედლით იყო გამოყოფილი, ფარდა გადავწიე. ასე უფრო ცოცხალი გარემო იყო. 9 საათზე დანიელიც მოვიდა. პირდაპირ მე შემომხედა. არ შევიმჩნიე, თან არც არაფერი მიგრძვნია. საერთოდ გამიქვავდა გული იმ მომენტში. ქაღალდები გავქექე და მუშაობას შევუდექი. დანიელი ჩემს კაბინეტში შემოვიდა.
-დღეს დროზე მოვედი.-გამიღიმა.
-კარგია.-ვუთხარი უემოციოდ და მუშაობა განვაგრძე.
-მეტი არაფერი?
-არა.-დანიელი კარებისკენ წავიდა.-მოიცა.-გავაჩერე და გავხედე.
  ოდნავ გაღიმებული სახით შემომხედა.
-ამის ქსეროქსი გამიკეთე.-საბუთები გავუწოდე.-და რაც შეიძლება მალე. ჰო, კიდე, ყავა მომიტანე, ამერიკანო, უშაქრო.-ყველაფერი ეს სახის მიმიკის შეუცვლელად ვუთხარი.
  სახე ოდნავ აელეწა, მაგრამ არ შეიმჩნია.
-ახლავე, ქალბატონო სოფო.-მხოლოდ ეს მითხრა და კაბინეტი დატოვა.
  მორჩა. წინა დღეები უნდა დავივიწყო. უბრალოდ დროებითი გართობა იყო და მეტი არაფერი.
  დანიელმა ჩემი დავალება ზუსტად შეასრულა. თავის მაგიდასთან დაჯდა თუ არა, მე დამიწყო ყურება. ზოგადად, ვერ ვიტან, როცა მუშაობისას მაშტერდებიან, მითუმეტეს დანიელი. ძალიან მშვიდად წამოვდექი და ფარდა ჩამოვაფარე.
  ცოტა ხანში ჩემთან ნინი შემოვიდა.
-რა გჭირს?-მკითხა ოდნავ გაკვირვებული და შეწუხებული ტონით.
-ვმუშაობ.
-უხასიათოდ ხარ.
-არანაირად.-გავუღიმე.-ძალიან ბევრი საქმე მაქვს და სახლში რომ მივალ, მერე ვილაპარაკოთ.
-კარგი.
  საღამოს 9 საათზე, როცა სამუშაო დღე დასრულდა, კაბინეტში დავრჩი, რადგან სამუშაოს დასრულება ვერ მოვასწარი. სიმართლე ვთქვა, ვერც შევამჩნიე როგორ წავიდნენ ჩემი თანამშრომლები.
-ეს აქეთ...ეს ამასთან...-ჩემთვის განვსაზღვრავდი ხმამაღლა.
  წინა დღეებისგან ოდნავ გამოფიტული ვიყავი, არადა ჩემს ადგილას სხვა ალბათ დასვენებულად იგრძნობდა თავს. მართლაც მუშაობისთვის ვარ გაჩენილი. არანაირი განტვირთვა. იმდენად გავერთე მუშაობით, გარე სამყაროს საერთოდ გამოვეთიშე. კიდევ დიდხანს არ ავწევდი თავს, რომ არა ვიღაცის უადგილო შეკითხვა.
-სახლში არ მიდიხარ?-რა თქმა უნდა, დანიელი იყო.
-უკაცრავად?-კითხვით სავსე თვალებით შევხედე.
-ვიფიქრე გამიყვანდი.-გამიღიმა.
-არ მცალია.
-რომ დაგელოდო?
-არც მერე მეცლება.
-რა დაგემართა?-მკითხა, თითქოს შეწუხებულმა.
-ვმუშაობ. ახლა კიდე, ძალიან გთხოვ, დატოვე ჩემი კაბინეტი და ხელს ნუ მიშლი.
-ვცდილობ გაგიგო, მაგრამ არ გამომდის. მართლა არ მესმის შენი.
-არცაა საჭირო და ძალიან გთხოვ, არ გინდა ეს ფამილიარობა.
-რა?
-რაც გაიგეთ, დანიელ.
-გასაგებია, ქალბატონო სოფო.-დანიელმა მძიმედ ამოისუნთქა.-აღარ შეგაწუხებთ.-გავიდა.
  12 საათამდე ქაღალდებიდან თავი არ ამიწევია. ყველა გრძნობა დავბლოკე. ამის დრო აღარ მქონდა.
  სახლში მივედი და ჩემი თავის ზედმეტი ფიქრებისგან დასაზღვევად, პირდაპირ დასაძინებლად წავედი. საბედნიეროდ, საკმარისად დაღლილი ვიყავი. მალევე გავითიშე. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, თუ დილის 5 საათზე უაზროდ დავაჭყიტე თვალები მხოლოდ იმიტომ რომ დანიელი დამესიზმრა. აშკარად ძალიან ცუდად მეხუმრება ქვეცნობიერი. დროებით ვნებას ხელის შემშლელ ფაქტორად ვერ გადავაქცევ. უბრალოდ არ შემიძლია.
  ლოგინიდან წამოვდექი და ყავა გავიკეთე. დღეს ძალიან ბევრი სასიარულო მქონდა. სასამართლო პროცესი ახლოვდებოდა, მე კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ყველაფერი ნორმაში მაქვს, მაინც მაწუხებს რაღაც. თითქოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამომრჩა. როგორ ვერ ვიტან ამ გრძნობას. ჩემს საქმეს ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვაკეთებ, მაგრამ ეს მცირე ნერვიულობა მაინც თან დამყვება. ახლაც...ყველაფერს ისევ ათასჯერ უნდა გადავხედო, მილიონჯერ გადავამოწმო...იქნებ რამე გამომრჩა? იქნებ მცირე დეტალმაც კი წამაგებინოს საქმე? სწორედ ამიტომ ვერ ვისვენებ ვერასდროს.
  ყავა გავიკეთე და სამსახურში წასვლამდე საბუთების ქექვა დავიწყე.
  7 საათზე მზადებას შევუდექი. როგორც ყოველთვის კლასიკურად ჩავიცვი, მოკლედ, როგორც შემეფერებოდა.
  ფარეხში ჩავედი და მანქანაში ჩავჯექი. ახლა მცირე განტვირთვისთვისაც კი არ მეცალა. მანქანა დავძარი. მარჯვნივ გავიხედე და რატომღაც დანიელის სახე ამომიტივტივდა გონებაში. მისი ღიმილი. სიტყვები. ქცევები. ვიგრძენი, რომ ოდნავ ავხურდი და ცოტა დავიბენი. დანიელი...სულ რაღაც ერთი დღე არ მიმიქცევია მისთვის ყურადღება და არც მას შევუწუხებივარ დიდად. რაღაც დამაკლდა. ჰო, მისი ღიმილი და თბილი სიტყვები. ალბათ მივეჩვიე მის ყურადღებას. "აღარ შეგაწუხებთ", ანუ აღარ დამელაპარაკება? თუ აღარ მომაქცევს ყურადღებას? რას ნიშნავს ეს, არ ვიცი...
  ფიქრებიდან გამორკვეულმა უცებ წინ გავიხედე და მანქანა მომენტალურად გავაჩერე. მანქანას შეშინებული სახით დაყრდნობილი ახალგაზრდა მამაკაცი დავინახე. მანქანა იქვე დავაყენე. მამაკაცი კარს მოუახლოვდა, მე მანქანიდან გადმოვედი.
-ქალბატონო, ცოტაც და შეიძლება სიცოცხლეს გამოგესალმებინეთ.-გაიცინა.
  შვება ვიგრძენი, როცა მისი მომღიმარი სახე დავინახე.
-ძალიან დიდი ბოდიში, მეც არ ვიცი რა დამემართა.-ხმის კანკალით ვუთხარი.
-შემდეგში ყურადღებით იყავით.-გამიღიმა.-უყურადღებობა ტარებისას დანაშაულია.
-დიახ, ვიცი.-ვთქვი თან დარწმუნებულმა, თან ოდნავ დარცხვენილმა.
-იმედია კიდევ ერთხელ შევხვდებით, ბრალდებულო.-ჩაიცინა და ხელი გამომიწოდა.-მშვენიერი ქალბატონი ბრძანდებით. კარგად იყავით.
  გამეცინა.
-კარგად.-ხელი ჩამოვართვი.
  არ მეგონა თუ ასე მშვიდად ჩაივლიდა ყველაფერი. უცნაურად ჩამებეჭდა გონებაში იმ კაცის კეთილი სახე და მომღიმარი თვალები. უნებურად მეც გამეღიმა. ალბათ ამ კაცის კეთილი დამოკიდებულება რომ არა, ნერვიულობისგან მოვკვდებოდი. ისე, ცხოვრების ირონიულობა მკლავს. ადვოკატი თვითონ ხდება ბრალდებული.
  სამსახურში მივედი. რატომღაც მეცინებოდა. როდესაც ჩემს განყოფილებაში შევედი, პირდაპირ დანიელის სახე შემომეჩეჩა, მაგრამ არ შევიმჩნიე. არც დანიელს დაეტყო ჩემი ნახვის სიხარული. ყურადღება გოგოებზე გადავიტანე.
-როგორ ხართ?-ყველა ღიმილიანი სახით მოვიკითხე.
-სოფ, მოხდა რამე?-ანამ მაშინვე გამომიჭირა.
-საიდან მოიტანე?-ისევ ვიღიმოდი.
-ბედნიერება გაწერია სახეზე.
-ვითომ?-ჩავიცინე და კაბინეტისკენ წავედი.
-არ მოგვიყვები?-არ მომეშვა ანა, თან ნინის და ეკას ინტერესით სავსე გამოხედვები შევამჩნიე.
-საქმე! საქმე!-ვთქვი სიცილით და კაბინეტში შევედი.
  სანამ ფარდას ჩამოვაფარებდი, დანიელის მზერა შევამჩნიე. ცოტა სევდიანი, თან...რაღაცნაირად იმედგაცრუებული და ცარიელი. დიდხანს ვეღარ ვუყურებდი, ამიტომ სასწრაფოდ გავმიჯნე ჩემი თავი მისგან მუქი ნაცრისფერი ფარდით.
  საჭირო საბუთების გადალაგება დავიწყე, რადგან უკვე გასვლას ვაპირებდი საქმეებზე. კაბინეტიდან გავედი. კარს ვკეტავდი, როცა ვიღაცის ხმა გავიგე.
-განყოფილების უფროსი ადგილზეა?
-დიახ, აქეთ მობრძანდით.
  კაბინეტს მოვშორდი და თავჩახრილი უცნობისკენ წავედი.
-ქალბატონო სოფო, მე ალექსანდრე ვარ, აქ გამომაგზავნეს, საქმეზე.
  ხმა ძალიან მეცნო. უცნობა თავი აწია. გავქვავდი.
-ბრალდებულო?-თავიდან გაუკვირდა, მერე კი ჩაიცინა.



№1  offline წევრი yviteli minioni

ვაიმე ახლა არ გამაგიჟო და ალექსანდრესთან არ დატოოვო :Dდდ დანიელიიი !! araraobis rolshi gamova es gogo romelsac vergaurkvevia ra unda cxovrebashida vinunda

 


№2  offline წევრი Supreme

yviteli minioni
ვაიმე ახლა არ გამაგიჟო და ალექსანდრესთან არ დატოოვო :Dდდ დანიელიიი !! araraobis rolshi gamova es gogo romelsac vergaurkvevia ra unda cxovrebashida vinunda

ჯერ ყველაფერი წინაა:დ <3

 


№3  offline წევრი davinna

Danieltan minda darches ! :D :D sawkali bichi :D dzalian momwons istoria,sainteresoa..veli shemdegs

 


№4 სტუმარი Ketis

Au dz momwonssssssss audade raa axlo da upro didi tavi

 


№5  offline წევრი Supreme

davinna
Danieltan minda darches ! :D :D sawkali bichi :D dzalian momwons istoria,sainteresoa..veli shemdegs

:დდ ძალიან მიხარია რომ მოგწონს <3 მადლობა რომ კითხულობ <3

Ketis
Au dz momwonssssssss audade raa axlo da upro didi tavi

შევეცდები კიდე გავზარდო თავები:დ მიხარია რომ მოგწონს და მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent