შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ტანგო (თავი 2)


4-01-2017, 00:58
ავტორი asia
ნანახია 2 136

-ასია არაბული. 21 წლის. მარტო ხარ ყველანარირი ასპექტით- ირონიულად იღიმის და მეც წამში მევსება თვალები ცრემლით. თავს ქვევით ვხრი და ჩემს ხელებს (რომლებიც კალთაში საწყლად კანკალებენ) დავყურებ. ცრემლი დამეცა ცერა თითზე. უმალ მოვიშორე მლაშე სითხე სახიდან და ბატონს ავხედე.

მისი მკაცრი სახის ნაკვთები მიმზიდველი და ამავდროულად შემაძრწუნებელი იყო. მეშინოდა და მისი ამოცნობა მსურდა, მაგრამ ღმერთმა ამის ძალა არ მომცა.

-ვაგრძელებ! და ცრემლების გარეშე თუ შეიძლება! -"ცრემლები და ჯანდაბა შენ!"-ხარ მარტო, ცხოვრობ მარტო, არავინ არ გივლის, არავის არ უვლი! დარჩები ჩემთან, ამას გიბრძანებ! იცხოვრებ ჩემს სახლში, იქნები მოსამსახურე, მონა-მორჩილი, არ შემეპასუხები, არ დამისვავ ზედმეტ კითხვებს და რასაც გეტცყი იმას შეასრულებ! წინააღმდეგ შემთხვევაში დაგსჯი! -"არ მომწონს ეს სიტყვა! კიდევ უფრო მაშინებს ბატონო"

-მე...მე...მე... თქვენ გიჩივლებთ-ამოვიკნავლე! "ბატონი გვარად კეისარია, რას უჩივლებ! ა გ ა ო რ თ ქ ლ ე ბ ს!" ჩემი ქვეცნობიერი მიხვედრილია!

ბატონმა ბაგრატმა ლამაზი, მძივივით აწყობილი კბილები გამოაჩინა და პირველად ვიგრძენი, რომ მეც შეიძლება მომეწონოს ვიღაც, ოღონ განსხვავება ის არის, რომ ეს ადამიანი ვიღაც კი არა, თავად ბატონი კეისარია!

-არ მეგონა ასეთი სულელი თუ იყავი. შენ იცი მე ვინ ვარ?! -აბრძანდა და ჩემსკენ გამოეშურა. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. გაუაზრებლად მივეყრდენი საზურგეს, დისტანციის გასაზრდელად("გონივრული დასკვნები გაქვს ასია") არ მინდოდა ახლოს მოსულიყო! მისი იმდენად მეშინოდა, რომ მზერაც კი მაგიჟებდა!

კიდევ ერთი ნაბიჯი და სავარძლის სახელურებს დაეყრდნო! ჩემსკენ იწევა, სახეს ჩემს სახეს უთანაბრებს. ცხვირის წვეროებით ვეხებით და ჩუმი, ვნებიანი ტონით ჩურჩულებს ბატონი ბაგრატი:

-შენ არაფერი ხარ! მე კი ამ ქვეყნის მმართველი, ქალბატონო ასია! მომინდება ჩემი გახდები! მომინდება გაცეკვებ! მომინდება გამიღიმებ და თუ მომინდება ქუჩაში აღმოჩნდები. გავიგეთ?!-მეც თავი დავუქნიე-ძალიან კარგი! ახლა ადექი, სახლი დაალაგე! დღეს მარტო იქნები. ასე,რომ რაც მალე დაიწყებ, მით მალე დაასრულებ! -გამიღიმა ენაჩაგდებულს ირონიულად, სავარძლიდან ადგომაში დამეხმარა, წელზე ხელი მომკიდა და ჩემი პირველი კოცნა მომპარა!
უნამუსოდ!

***

სასახლის ერთი ოთახი დავალაგე! ძალიან დავიღალე, ოთხზე დამხობილიმა დღე ღამესთან გავასწორე, თვალები მეხუჭებოდა, ხელებს ფერი დაეკარგათ, სახე გამმურვოდა,ხოლო ბატონი ბაგრატი კბინეტში შეკეტილიყო!

მიუხედავად იმისა, რომ მტვერი გადავწმინდე, ყვავილებს წყალი დავუსხი, იატაკი მოვაწესრიგე და ფანჯრები სარკედ ვაქციე, მაინც ვერ გადავიტანე ყურადღება, მაინც მეფიქრებოდა კოცნაზე.

იმდენად დიდი ცეცხლი ვიგრძენი,არ მინდოდა მოვშორებოდი. რომ მახსენდება,როგორი უხეში მოძრაობით,მაგრამ უდიდესი ვნებით მიკოცნიდა ტუჩებს, თვალები ახლაც მელულება. "შენ, რომ ეგეთი არ ხარ?! როდის იყო ბიჭებს კოცნიდი! გონს მოდი ასია! აქედან უნდა გაიქცე და რაც შეიძლება მალე!" მიუხედავად იმისა , რომ გამოუცდელი და მიუჩვეველი ვარ მამრობით სქესთან სიახლოვეს გახევებული ვიყავი მის მკლავებში! ქვეცნობიერი მართალია! მე ასეთი არ ვარ, მაგრამ რა ვქნა, რომ ახალი გრძნობა ჩნდება. არ არის ეს სიყვარული, მეტიც მოწონებაც კი არ არის, უბრალოდ მესიამოვნა მისი ტუჩების აღქმა ჩემსაზე! მესიამოვნა ვიღაცისთვის სასურველი,რომ გავხდი, მაგრამ გავხდი კი? იქნებ...

-აქ, შენ უნდა ალაგებდე! -"გამისკდა გული!"

-ვალაგებ, უბრალოდ...-"ვინ გაცდის წინადადების დასრულებას"

-არ მაინტერესებს! მშა! ნახევარ საათში მზად იყოს!- გაოგნებული ვუყურებდი, ნუთუ ყოველივე ეს ჩემს თავს ხდება?! ხუთი წუთი გაშეშებული ვიყავი, ისევ ბატონი ბაგრატის ხმამ დამაბრუნა ამ ქვეყანაზე.

- 25 წუთი დაგრჩა!- ღმერთო, არ ხუმრობს!

სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი სამზარეულოს კარს! ჩამოვწიე... სიურპრიზი! შავი დობერმანი გამოექანა ჩემსკენ. წამში უკვე სხეულზე დანავარდობდა! გადამიარა და მისაღებისკენ გაემართა! ჩემი დალაგებული მისაღები ოთახისკენ სადაც მისი პატრონი სარწეველაში მოთავსებულიყო("ბებერი ქალივით"). რაც ძაღლი, ის პატრონი!

----------
მოგესალმებით მკითხველებო!
როგორც მიხვდით ახალი ვარ და სიმართლე გითხრათ როგროც ასეთ-მოთხრობას პირველად ვწერ. მაქვს საიტი სადაც ჩემი ჩანახატები არის ატვირთული. ასეთი იდეა მაქვს, ყოველი თავის ბოლოს დავსვავ კითხვას(თავისთავად მოთხრობის ირგვლივ)თქვენ კი თქვენი აზრი კომენტარებში დააფისირეთ.
უღრმესი მადლობა ასე თბილად,რომ შემხვდით და მადლობა,რომ არ დაიშურეთ კომენტარების დაწერა, თქვენ არ იცით რა ბედნიერი ვიყავი კომენტარების რაოდენობა, რომ დავინახე! უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ და ბოლოს კითხვა:
* რა მიზანს ემსახურება ბატონი კეისარის ეს ქცევა?

მიყვარხართ
"ასია"



№1  offline წევრი ბლუ

ისტორია კარგია მაგრამ გთხოვ რაოდენობა გაზარდო მგონია რომ მას ანუ "კეისარსს" უნდა რომ გოგო უბრალოდ 'გამოიყენოს' ისტორია კარგია მაგრამ გთხოვ გაადიდე ისე ძალიან მომწონს
-სიყვარულით ბლუ ^,^
--------------------
დ.ხუჯაძე

 


№2 სტუმარი Ketis

Momwons male dade da gazarde ra tavebi

 


№3 სტუმარი ტატალია

აბდა უბდად წერ
შინაარსი კარგია, მაგრამ რომ აკოცა ეგ სცენა საერთოდ არ გიწერია
მერე მეორე ამ კაცთან როდის მოხვდა ან საიდან, როგორ ??
არ გიწერია.
ბაგრატი საერთოდ რა სახელია ნუ ეგ კაი შენი ნებაა, მაგრამ ცოტა დაალაგე ისტორია არადა საინტერესო შინაარსი აქვს.
წარმატებები

 


№4 სტუმარი TaTa

Hoo,bevri mnishvnelovani faqti gaqvs gamotovebuli..
Cota areulad wer ecade daalago da tu shegidzlia an istoriashive damanaxe an shrmdeg tavs miawere ra epoqaze wer?
Bagrat keisari,asia,sasaxle ..ra jishis istoriaa cota davibrni..arada idea dzalian momwons.
Tavebic gazarde tore dzalian male dakargav mkitxvels

 


№5  offline წევრი tskvito

რა სახელი და გვარი არ შემხედრია მაგრამ ასეთიი sweat_smile sweat_smile სახელი კიდე ჯანდაბას,მაგრამ გვარი შეცვალე,სისულელეა უბრალოდ...

 


№6  offline მოდერი CeCe))

წინა თავზე გითხარი მომწონს-მეთქი,მაგრამ
არ ვიცი
ძალიან დავიბენი.
მეგონა ამ თავში დაწერდი იმას
თუ როგორ მოხვდა
ასია ამ სახლში ან
როგორ იპოვა ბაგრატმა ის.
მოკლედ შინაარსი ძალიან კარგია,
ისიც მესმის,რომ ეს ისტორია
შენთვის პირველია,თუმცა
თუ არ დახვეწავ წერის სტილს და არ გაზრდი თავებს
მკითხველს დაკარგავ.
(იმედია არ გეწყინება)

 


№7  offline წევრი asia

უღრმესი მადლობა ყველას❤️ მაქსიმალურად შევეცდები გავითვალისწინო თქვენი რჩევები❤️
”ასია”

 


№8 სტუმარი Guest Anoni

ცოტა კი არა ძაან გაურკვეველია ეს მოთხრობა ვერ მივხვდი ვერაფერს ეს გოგო საიდან მოხვდა ამ კაცთაან? ან ამ ვიღაცას რა უნდა ?

აუ თუ შეგიძლია თავები გაზარდე თორემ ძალიან მალე დაკარგავ მკითხველს

 


№9 სტუმარი სტუმარი ლელუკა

გეხვეწები გააგრძელეე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent