შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცინიკოსი (თავი 5 )


4-01-2017, 01:07
ავტორი Baterfly
ნანახია 2 664

"იდუმალებით" მოცული სახლი იმ დღესვე დავტოვეთ,ზედმეტი აურზაურის,ჩხუბის და ისტერიკის გარეშე.გეგა გიჟივით ატარებდა მანქანას,ხმას კი არცერთი ვიღებდით,დროდადრო მზერას ვაპარებდი გვერდით მყოფი მამაკაცისკენ და მის,ტკივილისგან შეცვლილ გამომეტყველებას ხარბად ვაკვირდებოდი.დუმილი აუტანელი იყო,მაგრამ სიტყვები ნამდვილად ზედმეტი იყო...
გული მომიკვდა სახლში მისულმა თავწაკონილი და ფერწასული ლამრო რომ დავინახე,უამრავ კითხვას მისვამდა სად ვიყავი, რატომ არ ვჩანდი და ა.შ მეც მისი მოტყუება მიწევდა,ის რომ ბევრი საქმე მქონდა სამსახურში გამართული წვეულების გამო არც ისე ურიგო ტყუილი აღმოჩნდა,მაგრამ ეჭვს მაინც ვხედავდი მოხუცის თვალებში.
მთელი ღამე კოშმარულად გავატარე,აუტანელი ტკივილი არც მოსვენების და არც ნორმალურად წოლის საშუალებას არ მაძლევდა,ვფიქრობდი მომხდარზე და ჩემი საქციელის მიკვირდა,ეს რა მაზოხისტური გამოხტომა იყო,როგორ შემეძლო მსგავსად მოვქცეოდი საკითარ თავს,ან ყოველივეს შემდეგ გეგასთვის ისტერიკა არ მომეწყო?

* * *
დილით ზლაზვნით წამოვდექი საწოლიდან,სარკისკენ ზურგით დავდექი და ნანახმა შოკში ჩამაგდო,ჩემი თავი შემზიზღდა,გულს მირევდა ჩემი მდგომარეობა,მე არ ვაფასებდი საკუთარ თავს და სხვისგან რატომ მოვითხოვდი ამას ვერ გამეგო.მტკიცეთ მქონდა გადაწყვეტილი სამსახური არ დამეკარგა,სხვა რომ არაფერი ლამროს ასე ვერ მოვექცეოდი,მძულდა ჩემი ცხოვრება სადაც სიამაყისთვის არც დრო მქონდა და არც ადგილი,განა ცხოვრება ერქვა? ჩემი სიცოცხლისთვის მხოლოდ ერთი რამ შემეძლო მეწოდებინა,ეს იყო "ბრძოლა არსებობისთვის".
სახლში არავინ ჭაჭანებდა,უხმოდ შევუდექი საქმეს,ვცდილობდი ტკივილისთვის ყურადღება არ მიმექცია,ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა მაგრამ ამაოდ.მეორე სართულიდან კიბეებს მოვუყვებოდი გეგა რომ სახლში შემოვიდა,შავებში გამოწყობილს თვალები უფრო მეტად ჩაუმუქდა ჩემი დანახვისას,აშკარა გაოცებას ვერ მალავდა
-აქ რას აკეთებ ნიკოლ?-მის ხმაში ყველაფერი ერთად იკითხებოდა,იმედგაცრუება,მოულოდნელობა,ტკივილი სინანული,ხმაში კი ჩვეული ირონია
-სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და მშვიდად განვაგრძე სვლა,რამდენიმე წამში მის წინ ვიდექი,ეს ერთადერთი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში როცა გეგა ახვლედიანის არ მეშინოდა.-რაიყო სამსახურიდანაც ხომ არ გამაგდე?-გამიკვირდა,მაგრამ კმაყოფილი დავრჩი ჩემს ხმაში ირონიული ნოტები რომ გაისმა,დაიბნა არ ელოდა ჩემგან მსგავს სითამამეს.
-არა,უბრალოდ...შენ ძალიან გტკივა,როგორ შეგიძლია...
-მე ბევრად მეტი შევძელი და შევძლებ ვიდრე შენ გგონია გეგა.
-შეგიძლია აღარ მოხვიდე,ყველანაირად დაგეხმარები,არ არის საჭირო იმუშაო-მისმა სიტყვებმა თავზარი დამცა,რა იყო ეხლა ეს? სიბრალული,დანაშაულის გრძნობა? ვებრალებოდი და უნდოდა დანაშაული გამოესყიდა,ყველაფერს ავიტანდი გეგადან,ცინიზმს,ირონიას სისასტიკესაც კი მაგრამ არა სიბრალულს,მომდგარი ცრებლი ძლივს დავაბრუნე უკან და მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი.
-რატომ?
-თუნდაც ძველი სიყვარულის ხათრით...
-მომისმინე გეგა!ვიცი დავაშავე,ცუდად მოგექეცი და გული გატკინე,მაგრამ მე მგონი გამოვისყიდე,შენი გულის სანაცვლოდ ჩემი გული და ბონუსად სხეულიც,შენ რა გგონია მსიამოვნებს ეს ტკივილი რასაც იმ წამიდან ვგრძნობ რაც სადისტურად მომექეცი? ნამდვილად არა!მაგრამ ეს ასე იყო საჭირო და იცი რატომ? შენ ნელნელა და ეტაპობრივად შეეცდებოდი ჩემს მოკვლას მე კი დავაჩქარე მოვლენები,შენ ჯავრი იყარე,აისრულე წლების ნანატრი ოცნება,ახლა კი ბარი ბარში ვართ,ნულიდან ვიწყებთ!იცოდე ჩვენ აღარაფერი გვაკავშირებს მოგონებების გარდა.ახლა კი ძალიან გთხოვ აღარასდროს შეეცადო ან ჩემს დახმარებას,ტკივილის მოყენებას მითუმეტეს!-ვერც კი გავაცნობიერე ყვირილზე როგორ გადავედი,გეგას ძარღვები დაბერვოდა,მუშტები შეეკრა და ნერვიულად უთამაშებდა ძარღვი კისერთან.ვიცოდი ჩემი ყოველი სიტყვა გულზე ეკალივით ესობოდა,ჩემი ყოველი სიტყვა ანადგურებდა მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი,აღარ ვაპირებდი ამდენი დამცირების ატანას მიუხედავად იმისა რომ მე ეს აუტანელი კაცი უსაზღვროდ მიყვარდა.

* * *
რა უცნაურია ცხოვრება,არასდროს იცი რა მოგელის წინ,ვერასდროს დაგეგმავ მომავალს რადგად არავის ძალუძს განჭვრიტოს მომავალი.ლამრო ხშირად მიყვებოდა მამაკაცზე რომელსას ძალიან კარგად იცნობდა,ლევანი მისი მეგობრის შვილი იყო,როგორც კი სკოლა დაუმთავრა მაშინვე ჩაუბარებია უმაღლესში,აუსრულებია ბავშვობის ოცნება და სამედიცინოზე მოეწყო,ცოლის მოყვანას არ ჩქარობდა თურმე,ბევრ რამეზე ამბობდა უარს,მხოლოდ იმიტომ რომ გეგმები სისრულეში მოეყვანა,დაამთავრა თუ არა სწავლა საკუთარი კლინიკაც გაუხსნია,ის ის იყო ცხოვრებით ტკბობა უნდა დაეწყო საშინელი ავტოავაარიის შემდეგ კომაში ჩავარდა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი გარდაიცვალა.
მოსმენილი ყოველთვის მაფიქრებდა,მინდოდა დღევანდელი დღით დავმტკბარიყავი,რადგან ხვალინდელი დღე შეიძლება აღარც კი იყოს,მაგრამ მე მხოლოდ ვფიქრობდი სისრულეში კი არასდროს მომყავდა,რაღაც უნდა შემეცვალა,ამჯერად ეს გარდაუვალი იყო.

* * *
ჩვენი უსიამოვნო კამათის შემდეგ გეგას იშვიათად ვხედავდი,დილით მისულს უკვე წასული მხვდებოდა სახლში კი გვიან ბრუნდებოდა,ეს იყო დიდი გაურკვევლობა თან მენატრებოდა თან არა,მინდოდა მისი ნახვა,თან ყველაზე მეტად მძულდა მისი ტკივილნარევი თვალების ყურება,ჩემი ხორციელი ჭრილობები შუშდებოდა,სულიერი არა.
ერთხელ გეგამ სახლში მეგობრები მოიყვანა,მე კი როგორც მოსამსახურეს მათი მომსახურება მომიწევდა.მიუხედავად იმისა რომ სულ ოთხნი იყვნენ გეგას ჩათვლით მაინც ისე მეზარებოდა საქმე თითქოს ორას კაციანი ქორწილისთვის მიწევდა მომსახურება.გოგონები თავიდანვე არ მომეწონა,ეტყობოდათ იმათ კატეგორიას რომ მიეკუთვნებიან,რომლებსაც ჰგონია გრძელი ფეხებით და დიდი მკერდით რომ მიაღწევენ წარმატებას,აი ბიჭმა კი ჩემი სიმპატია ნამდვილად დაიმსახურა,უზადო სახის ნაკვთები,ჭკვიანი დინჯი თვალები და ისეთი მშვიდი გამოხედვა ქონდა შით რომ დაიკარგები...
ვუყურებდი მათ და ვრწმუნდებოდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში,რომელიც წლების წინ მივიღე,გეგას სამყარო სრულიად განსხვავებული იყო,აქ ნამდვილად არ იყო ჩემი ადგილი,თუმცა ნამდვილად წარმოვადგენდი საჭიროებას,მათი მომსახურება ადვილი საქმე ხომ არაა...
-ჰეი შენ გოგონა!მოდი აქ!-ისე აგდებით მეძახდა ერთ ერთი "ქერათაგანი" გული მომიკვდა,თითქოს თავად კი სინდის გაისუფთავებდა,მას ვებრალებოდი,ეს ვიცოდი მაგრამ ამჯერად ეს არ მადარდებდა,მთავარი იყო მიმეღწია მიზნისთვის.და ჩემი ოსუხიც იყო "ჰო" ორი ასო რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება.

პ.ს:ბოდიშით დაგვიანებისთვის,ახალი წელიო,ესაო,ისაო :დ მიყვარხართ



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე ეს რა იყო გააგრძელე ყოჩაღ მაგარია ძაან
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მწონს ეს ისტორია. თავიდან არ ვაპირებდი წაკითხვას აი ავუვლიდი ჩავუვლიდი მაგრამ მიხარია რომ წავიკითხე ძაან მომეწონა. ველოდები შემდეგს ჭარმატებები!!!!!!!!!!!!!111

 


№3  offline წევრი Baterfly

nawkas12345
ძალიან მწონს ეს ისტორია. თავიდან არ ვაპირებდი წაკითხვას აი ავუვლიდი ჩავუვლიდი მაგრამ მიხარია რომ წავიკითხე ძაან მომეწონა. ველოდები შემდეგს ჭარმატებები!!!!!!!!!!!!!111

me mixaria rom ar auare gverdi da sabolood sheni mowonebac daimsaxura :*

 


№4  offline წევრი anuki15

ეხლა წავიკითხე ხუთივე თავი და აი არ ვიცი ისე ვარ ემოციებით სავსე... ყოჩაღ მართლა heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი Baterfly

anuki15
ეხლა წავიკითხე ხუთივე თავი და აი არ ვიცი ისე ვარ ემოციებით სავსე... ყოჩაღ მართლა heart_eyes heart_eyes

მადლობა საყვარელო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent