შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre Staccato 4


6-01-2017, 14:59
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 4 521

ჯიხურთან ვდგავარ და მყიდველების რეაქციას ღელვანარევი კმაყოფილებით ვაკვირდები. ყოველი შემთხვევისთვის, სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადებაც მზად მაქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, თამარი თუ გაიგებს, რომ კვირის Cover-Story ტყუილზეა აგებული, გაგდება ყველაზე მსუბუქი სასჯელი იქნება.
_გიჟი ხარ...არანორმალური...არ მჯერა, რომ ეს მართლა გააკეთე!_ელენე სტატიას კითხულობს და დროდადრო გამანადგურებელ კომენტარებს მიკეთებს, რომელთაც დაუფიქრებლად ვაიგნორებ. თავიანთი კუმირის ,,ნამდვილი'' ორიენტაციის შემტყობი თინეიჯერების ემოციების ყურება გაცილებით სასიამოვნოა.
_ნახე, რა სახეები აქვთ, ოცნების კოშკები დავუნგრიე!_მოჩურჩულე ,,ფანატკებზე'' სიცილით ვანიშნებ, მაგრამ მის სახეს რომ ვხედავ, ვხვდები, რომ საერთოდ არ არის ხუმრობის ხასიათზე.
_კოშკებს კი არა, ძვლებს დაგიმტვრევდი სიამოვნებით.
_მეტი პოზიტივი ერო...კარგი ჰო, შენღა მაკლიხარ.
_წარმოგიდგენია მაინც, რა გელის?
_,,აბსოლუთლი ნოუ აიდია!''_ჩვენი კურსელების ,,ინგლისურით'' ვამბობ და მხრებს ,,უდარდელად'' ვიჩეჩავ. გულის სიღრმეში მშვენივრად ვიცი, რომ ეს ,,სულერთიას'' პოზა უბრალოდ დამცავი რეაქციაა ქარიშხლის წინ.
_''ქან'თ ვეით თუ სიი!''_ისიც მბაძავს და მობილურზე მანიშნებს._უპასუხე, დავიტანჯე.
_რა ვქნა, არ მაქვს ახლა ძნელაძის ნერვები._სახეს ვმანჭავ და კიდევ ერთხელ ვთიშავ.
_ვერ გავიგე, უკეთესს რას ითხოვ. შენს ადგილას ყველა გოგო მეცხრე ცაზე იფრენდა...
_შენც ხომ არა?_დაუფიქრებლად ვაწყვეტინებ და მის რეაქციას რომ ვამჩნევ, ვხვდები, რამხელა სისულელე წამოვროშე._მაპატიე, რა. ხომ იცი, რომ ამას არ ვფიქრობ.
_ვინ ხარ და რა უქენი ჩემს ბლონდის?
_I'm here!_ხელებს სასაცილოდ ვშლი და ვტრიალდები._ოღონდ ცოტა შეცვლილი.
_ცოტა?
_სანდროს ჩემზე კარგად იცნობ და ეჭვიც არ მეპარება, ოდნავი სიმპატიაც რომ გამოვხატო, სანაგვეზე მისვრის. ახლა უბრალოდ სპორტული ინტერესი აქვს იმ ერთადერთი სათამაშოს მიმართ, რომელიც ვერ მიიღო.
_ზუსტად ისე, როგორც შენ დაინტერესდი ალექსანდრე დადიანით! _ათიანში არტყამს ჩემი საუკეთესო მეგობარი და, ალბათ, ვერც კი ხვდება, გულს როგორ მტკენს. _მაპატიე. _ამჯერად ის ამბობს.
_ნუ ღელავ, სიმართლე სასიამოვნო არასოდესაა, მაგრამ ყოველთვის საჭიროა. _მთელი მონდომებით ვცდილობ გაღიმებას და მეასედ აწკრიალებულ ტელეფონს მობეზრებული ვპასუხობ. სუნთქვა სრულიად მავიწყდება, როცა ვაცნობიერებ, რომ ხმა სანდროს არ ეკუთვნის და, ჩემდა სამწუხაროდ, არც დედაჩემს.
_თუ შენი საცოდავი კარიერა რამედ გიღირს, ნახევარ საათში ჩემს ბინაში იყავი._გაცეცხლებული ალექს დადიანი სხაპასხუპით მაყრის
_დაგვიანებას არ ავიტან, ეს პაემანი არ არის!_სანამ ინფორმაციის გადახარშვას მოვასწრებ, მობილური ითიშება და ინტერესით მომზირალი ელენესთვის ერთადერთი სიტყვის თქმას ვახერხებ:
_დამერხა!
_გამოგყვები._საქმის ვითარებას მაშინვე ხვდება და ტაქსის ხელს უქნევს.
_არ მინდა ამაში გაგრიო._პერანგს და კაბას სწრაფად ვისწორებ და კარს ვაღებ._თუ რამე, გვანცას უთხარი, უყვარდი-თქო.
_ნუ ბოდიალობ და ეგრევე დამირეკე._ლოყაზე მკოცნის და ჩურჩულით ამატებს:_მაგრად გამოიყურები, ეგ თუ გიშველის.
_მეტი არაა ჩემი მტერი!_კვლავ ნერვიულად ვიცინი და ავტომობილში ვჯდები.
მძღოლს მისამართს ვეუბნები და ელენეს ვუყურებ, სანამ თვალს მიეფარება, მერე კი ფიქრებში ვიძირები. აზრების დალაგებას ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. წარმოდგენაც არ მაქვს, თავი როგორ უნდა ვიმართლო(თუკი ვინმე მომცემს ამის შანსს) და როგორ ავხსნა ის საქციელი, რომელიც თავადაც ვერ ვხვდები, რატომ ჩავიდინე... უფრო სწორად, შეიძლება ვხვდები კიდეც, მაგრამ საკუთარ თავთანაც მეშინია სიმართლის აღიარების
_მოვედით!_არასასურველი ფიქრებიდან მძღოლის ხმას გამოვყავარ. ფულს ვაწვდი და კიბეებზე ისე ავდივარ, თითქოს ეშაფოტს ვუახლოვდებოდე(თითქოს?!).
ბინასთან მისული ზარს დაუფიქრებლად ვრეკავ, რადგან დარწმუნებული ვარ, წამითაც რომ ვიყოყმანო, უკან გავიქცევი. კარი იღება და თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებ, ჰოლში ისე მაგდებენ და კედელზე მიკრულს კისერში მიჭერენ.
_რრას აკეთებ?_შეშინებული ძლივს ვამბობ და დადიანს სწრაფად ვათვალიერებ. საერთოდ არაა ამის დრო, მაგრამ ვამჩნევ, რომ თმა მოკლედ აქვს შეჭრილი და საშინლად უხდება. მადლობა ღმერთს, ამჯერად ჩაცმული მხვდება, თუმცა, სამაგიეროდ, მე ვარ ისეთი კაბით, გვანცა ,,ქამარს'' რომ ეძახის. ნეტა იცოდეს, რა სიტუაციაშია მისი ერთადერთი შვილი... წარმოდგე ნაც არ მაქვს, ორ წამში როგორ ვასწრებ ამდენი რამის გაფიქრებას.
_გამარჯობა, ნატალი სკიტერ!_ირონიულად ამბობს და ყელზე თითებს ოდნავ მიშვებს, მაგრამ ტანით ისე მაწვება, სუნთქვას ძლივს ვახერხებ.
_გისმენთ!_ვცდილობ, თამამად ვთქვა, თუმცა საკუთარი ხმა თითქოს შორიდან ჩამესმის.
_მისმენ? არა, ეს მე გისმენ, დრო თავზე საყრელად მაქვს.
_მაინც რა გაინტერესებთ? _თვალს შეძლებისდაგვარად ამაყად ვუსწორებ.
_უკვე მომწონს თქვენი შემართება, შეგიძლიათ, ყველაფერი თქვათ.
_თუ ამოსუნთქვის საშუალებას მომცემდით, დავფიქრდებოდი.
_რატომ, მე მშვენივრად ვგრძნობ თავს!_ვითომ ვერ ვხდება, რასაც ვგულისხმობ და ცინიკურად იცინის. _დამშვიდდი, ხომ იცი, გეი ვარ, ჩემთან არაფერი გემუქრება._ცალი ხელით ჩემი თმის დახვევას იწყებს, მეორეთი კი კვლავ ძლიერად მიჭერს.
გაბრძოლებას ვცდილობ, მაგრამ წონით კატეგორიაში ჩემი ,,მოწინააღმდეგე'' აშკარა უპირატესობას ფლობს და ნელ-ნელა ვეშვები. უნდა ვაღიარო, დადიანის მკლავებში ყოფნა მაზოხისტურ სიამოვნებას მანიჭებს და ბედნიერიც ვიქნებოდი, ამგვარ თემაზე რომ არ მიწევდეს საუბარი.
_ასეთი სიტყვაძუნწი ჟურნალისტი არ მინახავს._რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ კვლავ თვითონ აგრძელებს._საღამომდე მოგვიწევს ასე დგომა, მე კი არ ვარ წინააღ... _საუბარს მობილურის ზარი აწყვეტინებს. მცირე ყოყმანის შემდეგ ოდნავ მშორდება და პასუხობს.
_გისმენ...და რა გაიგე?..რა შენი ტ***ის საქმეა?.. მიდი რა, შენს დას მოაყოლე, როგორი ,,პედერასტი'' ვარ!_ხმას თანდათან უწევს და ბოლოს გაბრაზებული თიშავს. ესღა მაკლდა.
_შენ რა, ჰომოფობი ხარ?_პირველივე ფრაზას ვამბობ, რომელიც ენაზე მადგება.
_ბატონო?
_,,პედერასტიო'' და...
_შენ საერთოდ ადეკვატური ხარ?_კითხვას მიბრუნებს და ისევ მიახლოვდება._თუ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო.
_შეიძლება!_ნაძალადევად ვიღიმი და თავს ვატრიალებ, აღარ მინდა, მის სუნთქვას ვგრძნობდე.
_ვინმემ გაიძულა ასეთი სტატიის დაწერა?
_არა.
_რეიტინგისთვის დაწერე?
_არა.
_აბა რა მიზანი გქონდა?
_არ ვიცი.
_მართლა ხომ არ გეგონა, რომ გეი ვარ?
_არ ვიცი...არა.
_ეს ყოყმანი რაღა იყო? ხომ არ გინდა, დაგარწმუნო?
_არა!_ნერვები მღალატობს და შეშინებულ ყვირილს ვერ ვიკავებ, რის გამოც საშინლად მძულს საკუთარი თავი.
_კარგი ჰო... საიდან მოგივიდა ამ ლამაზ თავში ეს იდიოტური იდეა?
_შენ თვითონ ჩამაწოდე...და თუ სიმართლე გინდა, მადლობაც უნდა მითხრა, მალე გაიგებ, ვინაა შენს შემოქმედებაზე რეალურად გაგიჟებული და ვინ_ფიზიონომიაზე.
_შენი აზრით, გასაგიჟებელი ფიზიონომია მაქვს?
_ვისთვის როგორ!_ბანალურად ვცდილობ სიტუაციიდან გამოძრომას.
_რა თქმა უნდა, თქვენი უდიდებულესობისთვის არა._ირონიულად ამბობს, მერე ხელს ნიკაპზე მიჭერს და კვლავ თავისკენ მატრიალებს.
_ახლა მე გეტყვი, სინამდვილეში სიმართლე რა არის._ყოველ სიტყვას გამოკვეთილად გამოთქვამს. _ეს არც მუსიკაზეა და არც ფანებზე, ერთ გათამამებულ თინეიჯერზეა, რომელსაც ბავშვობაში ვიღაცამ ჩაუნერგა, რომ ამ ქვეყნად ვერავინ შეედრება და ახლა ამ აზრით ისეა დაკომპლექსებული, რომ მზადაა, ყველას გადაუაროს, ვისთვისაც სამყარო მის ირგვლივ არ ტრიალებს. თუ ვცდები, შემაჩერე...
_განაგრძე, ამდენი სისულელე ერთად არასოდეს მომისმენია, საინტერესოა. _ცრემლებს ძლივს ვიკავებ, მაგრამ არ ვიცი, ის მწყინს, რომ სიმართლეს ამბობს თუ ის, რომ თვითონ ასე ფიქრობს.
_თქვენი იაფფასიანი ჟურნალი რას დაწერს ფეხებზე , მაგრამ არ მსიამოვნებს, როცა ჩემს გულშემატკივრებს ვიღაც გულს სტკენს. ტყუილად ნუ გგონია, რომ მათზე რაიმეთი უკეთესი ხარ._როგორც იქნა, მშორდება და კარის გასაღებად მიდის.
_სხვათა შორის, ამ ოთახში ყველლაზე დიდი თვითკმაყოფილი იდიოტი მე არ ვარ, დადიანი._ვამბობ, როგორც კი სულის მოთქმას ვახღხებ და სანამ გადაიფიქრებს, სწრაფად გავდივარ. _შენგან განსხვავებით, უჭკუო ,,ფანატკების'' არმია არ მჭირდება ჩემს სიკარგეში დასარწმუნებლად.
_ბაზარი არაა, შენს დაკუნთულ ფანებს მიხედე.
_აუცილებლად!_ნეტა ამან რაღა იცის? გაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, როცა მობილურის ეკრანს სანდროს სახელი კიდევ ერთხელ ანათებს და ჩვენი მეორე შეხვედრა მახსენდება.
_წარმატებები!_კარს აჯახუნებს. დე ჟავუს უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება. ვგრძნობ, რომ წავაგე, თანაც გამანადგურებელი ანგარიშით და აღარც ბრძოლის გაგრძელების სურვილი მაქვე, რადგან მშვენივრად ვხვდები, დადიანის ყველა სიტყვა მიზანშია მოხვედრილი.
_როგორმე გადავიტან!_ღრმად ვსუნთქავ და კარისკენ ვიხედები, იმედი მაქვს, უკანასკნელად.
***



№1 სტუმარი Guest Suicide_blonde

იმედია, ვინმეს გახსოვთ :D ჩემს სანოს ძალიან ვეჩხუბე და საერთოდ აღარ მაქვს წერის ხასიათი, მაგრამ შუა გზაში არ მიყვარს საქმის მიტოვება.
დაგვიანებით გილოცავთ ყველა დღესასწაულს და გამიხარდება, თუ აზრწ დააფიქსირებთ :))

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მე მახსოვს და სხვათეშორის თავის დროზე ძალიან მომეწონა პირველივე თავში ისეთი სიმღერები ახსენე არ შემეძლო არ მომწონებოდა.
რაც შეეხება დღევანდელ თავს ვფიქრობ საინტერესო და მხიარული იყო. მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. სიამრთლეგიტხა არ მეგონა ამას თუ დაწერდა სტატიაში.
კარგი თავი იყო ველოდები შემდეგს წარმატეები!

 


№3  offline წევრი Suicide_Blonde

nawkas12345
მე მახსოვს და სხვათეშორის თავის დროზე ძალიან მომეწონა პირველივე თავში ისეთი სიმღერები ახსენე არ შემეძლო არ მომწონებოდა.
რაც შეეხება დღევანდელ თავს ვფიქრობ საინტერესო და მხიარული იყო. მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. სიამრთლეგიტხა არ მეგონა ამას თუ დაწერდა სტატიაში.
კარგი თავი იყო ველოდები შემდეგს წარმატეები!

მიხარია, რომ ჩვენი გემოვნება ემთხვევა ^ ეს ისტორია დიდწილად მართლაც მუსიკაზეა და ვეცდები, შემდეგ თავებში მეტი ყურადღება დავუთმო, მადლობა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent