forever (I/3)
თავი მესამე დასაწყისი გარეთ აპრილის სასიამოვნო სიო ქროდა და მზეც ანათებდა ჩემი გაბურძგნული თავი ავწიე საწოლიდან და ფანჯარასთან მომღიმარი დეივიდი დავინახე. -დიდიხანია აქ ხარ? -არც ისე,-გაიღიმა და ჩემს საკოცნელად დაიხარა,-მოვედი რომ გითხრა დღეს სასეირნოდ მივდივართ -"თ" ვინ?-დაეჭვებულად შევხედე -მე, შენ, ბიჭები მათი გოგონები და თუ მოისურვებს შარლოტა და სემი -კარგი,-მას უნდოდა წასვლა ეს სახეზე ეწერა და ამის მისახვედრად სულაც არ მჭირდებოდა მისი აზრების წაკითხვა -აქვე ახლოს მივდივართ იქ ტბაა,-ვერას მიერ წასვლამდე შემოტანილ ჩემს საუზმეს მიირთმევდა და თან ინტერნეტიდან დავალებას იწერდა. სწრაფად გამოვიღე კარადიდან შავი ბლუზა ხაკისფერი ქვედაკაბა და სააბაზანოში შევედი. დეივიდი მორჩილად ელოდა ჩემს გამოსვლას და ქვედა სართულზე რომ ჩავედით კალენის მანქანაც გამოჩნდა ფანჯარაში -კარგად მოიქცევა დამპირდა,-დეივიდმა თვალი ჩამიკრა და ჩემი სახლის კარი ჩაკეტა -მეც ვეცდები ამას,-გზაში მხოლოდ რიკი ლაპარაკობდა და მისი შეყვარებული მელისაც საკმაოდ თბილად მექცეოდა მაგრამ სიმართლე მაინც სიმართლე იყო ამ მანქანაში მხოლოდ დევიდს სურდა ჩემი ყოფნა. რატომ მადარდებდა ეს? იმიტომ რომ მე ახლა უკანა ხედვის სარკეში კელენის თვალებს ვხედავდი ის იმდენად მტრულად იყო განწყობილი ჩემდამი რომ ვერცერთი დაპირება რომელიც დეივიდს მისცა ამას ვერ მოერეოდა. გაკვეთილები ჩვეულ ტემპში ნელა გადოდა სიმართლე რომ ვთქვა ახლა ყველაზე მეტად მინდოდა რომ ისინი ნელა გასულიყო რადგან არ მინდოდა კალენთან ერთად სადმე წასვლა. ის მე მაშინებდა ზოგჯერ ის უფრო ჰგავდა დეივიდის მამას ვიდრე ბენი რადგან დეივიდი ყოველი დაბრკოლების დროს მასთან გარბოდა და დახმარებას სთხოვდა. -ჰეი ბავშვებო არ გინდათ დღეს ჩვენთან ერთად ტბაზე წამოსვლა?-დეივიდი უკვე დიდიხანია ჩემნთან ერთად ზის ჩემი მეგობრების მაგიდასთან -მართლა? ეს კარგი აზრია,-შარლოტამ ეს კითხვის ტონით თქვა და გადმომხედა მე ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე თავი და მანაც სემს უთავაზა მუჯლუგუნი -მე წამოვალ და შარლოტაც,- თქვა მან და შარლოტას ხელი მოხვია -ძალიან კარგი,-დეივიდს მეტი არავისითვის შეუთავაზებია ლეა როგორც ყოველთვის გაბრაზებული შეაჩერდა ზოგჯერ მგონია რომ ამ ორს შორის რაღაც კავშირია რომელსაც ვერ ვხსნი -ესეიგი როდის მივდივართ?-შარლოტა ვერ იტანს უხერხულ სიჩუმეს -დღეს გავკეთილების შემდეგ -კარგია,-ამის შემდეგ ხმა არ ამოგვიღია შარლოტა გრძნობდა ჩემს დაძაბულობას და მაგიდის ქვეშ ფეხის კვრით ცდილობდა ჩემთვის კითხვების დასმას მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი რადგან არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. -აქ კარგია მიხარია რომ წამოვედი,-შარლოტა კმაყოფილი იყო მზით და სიამოვნებისაგან სახე უბრწყინავდა -ხო -გეყოფა ნუ ხარ ასე მერე რა შენ გგონია მე სემის ოჯახს მოვწონვარ? სულაც არა მაგრამ შემომხედე ეს მე ხელს არ მიშლის -შენ იმაზე კარგი ხარ ვიდრე რომელიმე ჩემი მეგობარი,-ეჭვიანად შემომხედა -იმიტომ ხომ არა რომ მე შენი ერთადერთი მეგობარი ვარ? -არა,-ვიუარე და თავი დავხარე რომ ღიმილი რომელიც სახეზე გამიკრთა არ დაენახა -გამარჯობა,-მელისა ჩემს გვერდით ჩამოჯდა -მე სკარლეტი ვარ,-შარლოტას კალენის შეყვარებულმა გაუწოდა ხელი და გაუღიმა -სასიამოვნოა,-სკარლეტი ძალიან ლამაზი იყო. მელისასგან განსხვავებით ჩვენზე უფროსიც და ალბათ ამიტომ აღარ უთქვამს მეტი არაფერი როცა ჩვენ ვცდილობდით გველაპარაკე -სკარ შენ ხომ დამპირდი,-გაჯავრდა მელისა მოულოდნელად -რამოხდა? -უნდა გეთამაშა თვენთან ერთად -ოოჰ, მაპატიე ახლავე,-სკარლეტმა თავისი ხელებიც შემოუერთა ჩვენსას და ახლა ერთად გავაგრძეთ რაღაც მელისას მოგონებული თამაშის თამაში -ესეც ასე სკარ შენ წააგე -კარგი ახლა რა?-ვიკითხე მე რადგან ეს პირველი წაგება იყო და თანაც გამარჯვებული მე ვიყავი -შენ უნდა უკბინო მას,-მითხრა არხეინად მელისამ -არა, არა ეს ხომ საშინელებაა -თამაში თამაშია,-შარლოტამ შემომხედა და თვალებით მანიშნა მეძია შური კალენზე. მე გამეცინა და სკარლეტის ხელი რომელიც გამომიწოდა მოხერხებულად დავიჭირე რომ მეკბინა და კბიები ჩავარჭე. ამ დროს რამდენიმე რაღაც ერთდროულად მოხდა კალენის განწირული ყვირილი გავიგონე მერე ის მომვარდა, სკარლეტი გამომგლიჯა, წინ გადაეფარა და ჩემს წინ ისე კანკალებდა თითქოს ვიღაც უჩინარი ანჯღრევდა -კალენ ახლავე დაწყვარდი,-დეივიდი წინ გადამეფარა და თავისი მხრების უკან დამმალა -უთხარი შენს გოგოს შორს დაიჭიროს თავი სკარლეიტისაგან თორემ,-გამოსცრა კბილებიდან -თორემ რა კალენ,-ახლა დეივიდი აცახცახდა -შენ იცი რაც დეივიდ მოეშვი ბავშვობას -ჰოო, შენ რატომ არ გააკეთე ეს თავის დროს? რატომაა ახლა ის შენს გვრდით მე საიდუმლო მაინც არ გამითქვამს ამის გამო,-დეივიდმა სკარლეტისკენ გაიშვირა ხელი -მე მიყვარს ის კალენ და არ მანტერესებს რას ფიქრბ შენ, მე არ შევწირავ მას სულერურ ლეგენდებს გასაგებია?-ხელი დამავლო და სწრაფი ნაბიჯით წამიყვანა გზისკენ -დეივიდ,-ვთქვი საცოდავად -არა ლისი გთხოვ არაფერი არ თქვა ნუ მაიძულებ მივბრუნდე,-რას ამბობს?-ვეკითხებოდი ჩემს თავის და ვცდილობდი ტირილი შემეწყვიტა დეივიდმა ტაქსი გააჩერა ჩვენთვის და ვერას სახლში ისე დავბრუნდით არაფერი არ უთქვამს -წავალ ვიბანავებ,-სასწრაფოდ უნდა დავმალულიყავი მისგან და უნდა მეტირა თორემ უკვე ვეღარ ვუძლებდი -მე აქ ვიქნები,-ჩემს საწოლზე მიწვა და გადასაფარებელს ისე ჩააფრინდა მივხვდი არც თვითონ იყო კარგ დღეში. ცხელმა წყალმა საჭიროზე მეტად იმოქმედა მომენტალურად მოეშვა ყველა ჩემი კუნთი და ტირილის სურვილიც დავკარგე წყლის ქვეშ დავჯექი და თავი ფიქრს მივეცი... აბაზანიდან რომ გამოვედი დეივიდი ჩემს საწოლზე ჩაძინებული დამხვდა. ლეპტოპი ავიღე და სკაიპი ჩავრთე დედა იყო შემოსული და ისე გამიხარდა დეივიდის ყოფნის მიუხედავად დავურეკე -ელის,-შესძახა დედაჩემმა,-ამდენიხანია გელოდები საყვარელო ჩვენ დავბრუნდით -რაა,-დედა ბედნიერი ჩანდა მე კი თვალები გამიფართოვდა -ჰო ელის ჩვენ უკვე ოქსფორში ვართ ასე რომ შეგიძლია დაბრუნდე პატარავ,-დედამ თავისი სიტყვების დასამოწმებლად ოთახი მომათვალიერებინა -მამა სადაა?-ვიკითხე მხიარულად და ვცადე თემა შემაცვალა -სძინავს სიცხე აქვს კოღომ უკბინა და ამიტომ დავბრუნდით -ექიმმა ნახა? -რათქმაუნდა საყვარელო და შენ რომ ჩამოხვალ უფრო კარგად იქნება,-ისევ გავიღიმე პასუხის ნაცვლად და უკან დეივიდის ყრუ ღმულილი გავიგონე -ელის მანდ ახლა თბილა?-მკითხა მოულოდნელად დედამ -არა საკმაოდ ცივა დედა რამოხდა? -ვინ წევს შენს საწოლში შვილო?-მეგონა ვერ ხედავდა და ამიტომ იყო ჩუმად მაგრამ შევცდი -ეს დეივიდია დედა გინდა გავაღვიძო და გაცნო?-დეივიდის კმაყოფილი ფხუკური გავიგონე და იმიტომ ვკითხე მაგრამ დედა დამთანხმდა და მეც ხმამაღლა დავუძახე მას -დეივიდ მარკესი მისის გარსია,-ამოიბლუკუნა დეივიდმა -ვერ ვიტყვი რომ სასიამოვნოა ყმაწმილო მითხარი ვერამ იცის მანდ რომ ხარ?-დედამ გაწვრილებული თვალებით შეხედა -ის არაა სახლში -კარგი შეგიძლია დაემშვიდობო ჩემს შვილს ის მალე ბრუნდება შინ,-ეს სიტყვები უფრო მე მეხებოდა -დედა მე აქ ვრჩები,-განვაცხადე -ხო როგორც იტყვი პატარავ -არა დედა მე მართლა ვრჩები აქ -ელისონ მოდი ასე გეტყვი სანამ 18ის არ ხარ მე ვარ შენი მეურვე -მე 2 თვეში გავხდები 18-ის დედა და არსეად ვაპირებ აქედან წასვლას,-დედამ თვალებიდან ცეცხლი გადმოყარა -ყმაწვილო იქნებ გვაცადო საუბარი და დაგვტოვო -რათქმაუნდა.. მე .. ლისი მერე გნახავ,-სინამდვილეში ის რასად წასულა დაჯდა იქვე ჩემს სიახლოვეს და ხელზე ხელი ძლიერად მომიჭირა -ელის მე მესმის რომ ახლა ეს სასიამოვნოა მაგრამ შენ გაიზრდები და მიხვდები რომ მხოლოდ მაგ ბიჭის კარგი გარეგნობა არ კმარა -დედა საქმე გარეგნობაში არა მე მიყვარს ის და არ ვაპირებ აქედან წასვლას -კი მაგრამ მე ელის?-ის ატირდა -მაპატიე დედა მაგრამ,-ერთი წუთი დავფიქრდი,- მე ხომ არ ვკვდები უბრალოდ მინდა იმ ადამიანთან ვიყო ახლას რომელიც მიყვარს რა არის ამაში ცუდი? -შვილო მეეე... -არა დედა აღარაფერი აღარ მითხრა მე აქ ვრჩები,-ლეპტოპი საჩქაროდ დავხურე და დეივიდის მკერდს დავეჯახე რომ ტირილით მეჯერა გული -მე მას გული ვატკინე -არაუშავს მერე დაურეკავ და მოუხდი ბოდიშს,-თმაზე მისვამდა ხელს -მაგრამ მან მე არჩევნის წინაშე დამაყენა და მე უნდა ამერჩიე შენ. დილით საწოლზე დეივიდის წერილი ვიპოვე რომელშიც მწერდა რომ ბიჭებთან ერთად წავიდა მთებში. ასეთ დღეებში მე საერთოდ კეიტთან ვრჩებოდი ხოლმე ამიტომ კიბეებზე დავეშვი და სანამ კარს გავიხურავდი მამიდაც ჩამოვიდა ოთახიდან -ელისონ სახლში ხარ? რა კარგია -მე კეიტისთან მივდიოდი,-დავიბენი მამიდა დიდად არ იკლავდა თავს ჩემთან საუბრით და გუმანით მივხვდი რაც ხდებოდა -დედამ მოგაგზავნა დეივიდის დასაფრთხობად არა? -ჰო,-გაეღიმა,-მოდი ჩაი დავლიოთ და ცოტა ვისაუბროთ კარიგი? -რათქმაუნდა,-მამიდამ ჩაი დიდი ჭიქაში დაასხა და წინ დამიჯდა სამზარეულოს მაგიდასთან -მამიდა მე.. -არა შვილო მე არ ვაპირებ იმის თხოვნას რომ თავი შორს დაიჭირო მისგან ერთხელ უკვე დავუშვი ასეთი შეცდომა და ვსღე ამისათვის -ასეც ვიცოდი,-ჩავილაპარაკე და მამიდას ხელი დავიჭირე რომელიც მაგიდაზე ედო,-მომიყვები? -ისიც დეივიდს ჰგავდა მასავით..-მოულოდნელად გაჩუმდა და შემომხედა,-მან შენ ყველაფერი მოგიყვა? -რას გულისხმობ? -მის მეორე სახეს,-სახეზე მეწერა ალბათ პასუხი რადგან საჩქაროდ განაგრძო,-მოკლედ მან როგორღაც მოახერხა და ყველაფერი მომიყვა თავისი თავის შესახებ, თავიდან ეს ვერ გავიგე. მაშინ სწავლა მინდოდა მეგონა წარმატებას მივაღწევდი და ცხოვრებას სადმე სხვაგან დავიწყებდით მაგრამ მას არ შეეძლო აქედან წასვლა.,-მამიდას თვალები ევსებოდა ცრემლებით და მათ სასწაფოდ იშორებდა სახიდან,-მე ვერ გავუგე მას და სასწავლებლად წავედი, ვურეკვდი მერე კი როცა მის ხმას მოვისმენდი ვთიშავდი და საათობით ვტიროდი. რომ იცოდე როგორ მიყვარდა ელის. მერე მე ჩამოვედი და ტაქის მძღოლს ვთხოვე ჩემი ბარგი სახლში წამოეღო თავად კი მის სახლში წავედი მაგრამ იქ მისი ცოლი დამიხვდა გაბერილი მუცლით და ბედნიერი სახით. მე მაშინ მოვკვდი ელის გთხოვ ეს არ დაუშვა არ დაუშვა რომ შენი ოცნებები სხვამ აისრულო იყავი მამაიდაშენზე ჭკვიანი ჩემო გოგონავ -მამიდა შენ არ უნდა დაგემალა გული,-მისმა მონაყოლმა შემძრა და მეც წამომივიდა ცრემლები -სხავ გზა არ მქონდა ის მილიონ ნაწილად დაიმსხვრა და მეც დავივიწყე მისი არსებობა -მამიდა გული უნდა გამოაჩინო ის შეიძლება გატყდეს მაგრამ სხვანაირად ვერ გაიგებ რომ არსებობს -იქნებ არც მინდა რომ არსებობდეს -ეს ყვეალს უნდა მამიდა,-მამიდას კალთაში ჩავუჯექი დ ათავი მხარზე დავადე. აქამდე არასოდეს შემიმჩნევია რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო რომელსაც ისევე სტკიოდა როგორც მე. შებინდებისას გავედი სახლიდან რომ კეიტთან წავსულიყავი მამიდამ შემომთავაზა რომ მანქანით მიმიყვანდა მაგრამ უარი ვუთხარი რადგან მინდოდა ფეხით გამესეირნა. მალე მივედი იმ მინდვრამდე სადაც პირველად ჩამეძინა და სადაც ის უცნაური ცხოველი ვნახე, თან იმაზე ვფიქრობდი რაც მამიდამ მითხრა და გამახსენდა რომ იმ დღეს როცა ანდრესმა "ჩემს" ცხოველს ესროლა დეივიდიც მიიყვანეს საავადმყოფოში ჭრილობით -გამარჯობა,-მოვიხედე რადგან უკან არავის მოახლოება არ მიგრძვნია და დავინახე უცნაური კაცი რომელსაც თვალებ უბრწყინავდა -ვინ ხარ?-ვიკითხე დაბნეულმა -მოდი ასე ვთქვათ მე შენი მეგობრის მტერი ვარ -მოიცადე რას გულისხმობ? -დეივიდს მან ჩემი შეყვარებული მოკლა და ახლა მე მისთვის სამაგიეროს გადახდას ვაპირებ რას იტყვი? -რაა?-დეივიდმა ვიღაც მოკლა რა სისულელეა? საწრაფოდ გავიქეცი და მინდვირის მეორე მხარეს რომ მივაღწიე ის კაცი ისევ აისვეტა ჩემს წინ -ეს შეუძლებელია,- დავიჩურჩულე მე -შესაძლებელია თუ ვამპირი ხარ -ესს რამეხუმრობაა -მერე მოგიყვები როცა მიცვეალებულთა მხარეს გადმოხვალ ძვირფასო,-თმა გადამიწია და ცხვირი ყელთან მომიტანა. მერე კი მისი კბილები ვიგრძენი კანზე. ............. აქვს აზრი რომ გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.