დაწყევლილი მეგობრობა (სრულად)
მე ვარ ლუკა..... ჰო მე ვარ ლუკა!!!!!!! ეს ყველაფერი თანდათან უფრო ემსგავსება კოშმარს !!!!! მინდა გავიქცე!!!!! თუმცა არვიცი სად........ სად შეიძლება ახლა ვინმემ შეიფაროს ადამიანი რომელსაც ასეთი წარსული აქვს..... ამ ამბის გახსენება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია! ჰო მე ის მოვკალი! მოვკალი ადამიანი, რომელიც ჩემს გამო თავს გასწირავდა....... არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც მისი თვალები დახმარებას მთხოვდნენ, როდესაც უკანასკნელად ვნახე ადამიანი, რომელთანაც მთელი ბავშვობა გავატარე..... გვანცა არასოდეს ჰგავდა სხვებს, მას ყოველთვის განსხვავებული აზრები ჰქონდა, ყოველთვის აკეთებდა იმას რაც თავად სურდა, ის იყო ადამიანი რომელსაც ყოველთვის ესმოდა ჩემი. 22 დეკემბერს, მის დაბადების დღეს უამრავი ადამიანი იყრიდა გვანცას სახლში თავს, თუმცა მას არ უყვარდა დაბადების დღის აღნიშვნები და მოლოცვები, მაგრამ მას ძალიან უყვარდა როცა ამ დღეს მისი მეგობრები მის გვერდით იყვნენ და მეც გადავწყვიტე, რომ გვანცასთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და სოფლიდან თბილისში დავბრუნებულიყავი. საშინლად წვიმდა, შავი ცა ელვარებდა, ქუჩაში ხალხიც აღარ მოძრაობდა, მხოლოდ სამყაროს საუბარი ისმოდა გარშემო. გადავწყვიტე გვანცასთვის გამევლო და გაგვესეირნა, ისევე როგორც მე მასაც უყვარდა წვიმაში სეირნობა..... კარი გვანცამ გამიღო თუმცა აშკარა იყო, რომ ჩემი დანახვა არ გაჰკვირვებია, ჩამეხუტა და ჩამჩურჩულა „მე შენ გელოდი“..... შინ შემიპატიჟა, მისი სტუმრები გამაცნო, მისი ნათესავები ჩამოსულიყვნენ და მშვენივრად ატარებდნენ დროს, თუმცა ეს ბედნიერება გვანცას არ ემჩნეოდა, აღელვებული ჩანდა, თუმცა ამას არ იმჩნევდა. ცოტა ხანში მას გარეთ გასვლა შევთავაზე. გზაში მიყვებოდა თუ რა საშინელება იყო თბილისი ჩემს გარეშე, მიყვებოდა თუ როგორ ვენატრებოდი, რა ხდებოდა სკოლაში..... ვეჭვობდი რაგაცის თქმას ცდილობდა და თან თავს იკავებდა. -გვანც იცი შენზე ვღელავ -არ ღირს ლუკ -მოწყენილი ჩანხარ, დიდი ხანია გიცნობ და ეგეთი არასოდეს მინახიხარ -იცი?! ის დაბრუნდა ........ მაშინვე მივხვდი ვიზეც საუბრობდა გვანცა, -ნიკა დაბრუნდა ხომ? -კი, ის დაბრუნდა, იცი ლუკ, მე მეშინია..... სიტყვა შიში გვანცასგან პირველად გავიგონე, მას ხომ არასოდეს არაფრის ეშინოდა, ის ყოველთვის თვალს უსწორებდა სიმართლეს და სწორად ცხოვრობდა. ამ სიტყვის გაგონებისას მინდოდა გვანცასთვის უამრავი რამ მეთქვა მაგრამ გადავწყვიტე, რომ არ ღირდა მისი ანერვიულება. -გვანც ის ხომ წავიდა შენი ცხოვრებიდან?! -ის შენ ვერ გპატიობს ლუკა! ის შენ არასოდეს გაპატიებს ამას! -ნუ ნერვიულობ გვანც ყველაფერი მოგვარდება -არა ლუკა, აგარაფერი იქნება კარგად ყველაფერი ცუდად დასრულდება და მე ამის მეშინია -ის შენ ვერაფერს დაგიშავებს გვანც -ჰო მე ის არაფერს დამიშავებს, მაგრამ ის შენ ვერ გპატიობს, მე ყველაფერი ვიცი ლუკა..... -რა იცი გვანც? -თავს ნუ ისულელებ ლუკა! მე ვერ მომატყუებ მე ყველაფერი გავიგე, და მეშინია რომ...... დასრულება არ დავაცადე, ჩავეხუტე და თემის შეცვლას შევეცადე, თუმცა გვანცა დაკვირვებული და გონიერი ადამიანი იყო, მისი მოტყუება ადვილი არ იყო და იმასაც მივხვდი, რომ მან მართლაც ყველაფერი იცოდა რამაც ხასიათი შემიცვალა..... -ლუკ ეს ჩემს გამო მოხდა, თავს ვერ ვაპატიებ რომ რამე დაგემართოს..... მე ნიკა და გვანცა ბავშბობიდან საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით, სკოლაში ერტად დავდიოდით, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით, მოკლედ მთელ ბავშვობას ერთად ვატარებტით. თუმცა ნიკა ბოლო დროს ძალიან შეიცვალა, ზროსლებთან დაიწყო მეგობრობა. მე და გვანცა სულ დაგვივიწყა, გვანცას ის ყოველთვის ენატრებოდა თუმცა ამას მას არასოდეს აგრძნბინებდა, მე კი საკმაოდ ადვილად შევეგუე მის წასვლას..... ერთ დღესაც ნიკა გვანცას ესტუმრა, გვანცა მას თბილად დახვდა მას არ შეეძლო ძველი მეგობრისათვის კარი მიეხურა. ნიკამ გვანცას უთხრა რომ მე მას ვიყენებდი, რომ მასთან მეგობრობა არ მინდოდა და მინდოდა გვანცასთვის გული მეტკინა, გვანცა გაოგნებული შეხვდა ამ ამბავს, გარეთაც აღარ გამოდიოდა, არავის ეკონტაქტებოდა. ეს ყველაფერი გვანცას ერთერთი მეგობრისგან გავიგე, მაშინვე ნიკასთან წავედი, ჩემდა გასაოცრად მან ყველაფერი აღიარა და სულაც არ ნანობდა ამას. იმ დღეს მე და ნიკამ საშინლად ვიჩხუბეთ, ჯიბიდან დანა ამოვიღე და მას სახეზე ჩამოვუსვი, ის პოპულარული ბიჭი იყო, გოგოები თავს ეხვეოდნენ, ამ ნაიარევმა კი ის საშინლად დაამახინჯა, ამას ვერ გაუძლო და დედამისთან საფრანგეთში გაემგზავრა. როგორც ჩანს, ჩემი სოფელში ყოფნის დროს ის თბილისში დაბრუნებულა და გვანცასთვის ყველაფერი უამბია, რომ მე ის ამ ყველაფეერს არ მაპატიებდა და გვანცა მე ვეგარასოდეს მნახავდა, ამიტომაც იყო ასეთი აღელვებული და შეშინებული, მას არ უნდოდა ჩემი დაკარგვა, მეც მივხვდი რომ ნიკა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გამოჩელნილიყო და ჩემთვის რამე დაეშავებინა. გვანცას სახლში გაყოლა ვთხოვე. მამაჩემი პოლიციელი იყო, ამიტომაც ჩვენს ოჯახში ყოველთვის ინახებოდა იარაღი, მე ის ავიღე და გვანცასთან ერთად ისევ ქუჩაში გამოვედი ჩემი მოლოდინი გამართლდა, პარკში ნიკა და მისი ოთხი ძმაკაცი დამხვდნენ, გვანცამ ხელი მომკიდი და ჩამჩურჩულა: -ლუკ გული ცუდს მიგრძნობს, წავიდეთ გთხოვ, წავიდეთ ლუკ!!!!! გვანცას ესეთმა შეშინებულმა ტონმა სიმამაცე მომმატა, ნიკამ ჯიბიდან დანა ამოიღო და დაიღრიალა „სამაგიეროს გადაგიხდი “ ჩემსკენ გამოექანა, გაუაზრებლად ამოვიღე ჯიბიდან მამაჩემის იარაღი და ნიკას მიმართულებით გავისროლე, ჩემმა გასროლილმა ტყვიამ გვანცას სიცოცხლე იმსხვერპლა. გვანცას ყველაფრისდა მიუხედავად, უყვარდა ძველი მეგობარი და არ დაუშვებდა მის სიკვდილს, როდესაც იარაღი ამოვიღე და ნიკას დავუმიზნე, გვანცა გადაეფარა მას. მისი თეთრი კაბა სისხლისფრად შეიღება, ძირს დაეცა სულ გაფითრდა, სახეზე ფერი დაეკარგა, თვალები ცრემლებით აევსო, მისი თვალები დახმარებას მთხოვდნენ. მან გამიღიმა და მითხრა „სამუდამოდ მეგობრები ლუკ, შენ დამნაშავე არახარ“, თვალები დახუჭა და დამტოვა..... ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს მის სიკვდილს, ის მე მოვკალი, ის ხომ ამას არ იმსახუტრებდა, მას ხომ ესე ძალიან უხაროდა სიცოცხლე, მე მისი პატარა გული გავანადგურე, გული რომლითაც ესე ძლიერ ვუყვარდით: მეც და ნიკაც..... თხუმეტი წუთიც არიყო გასული როდესაც სასწრაფოს და პოლიციის მანქანები გამოჩდნენ, გაქცევა არც კი მიფიქრია, ნიკაც ჩემს გვერდით იდგა და ცრემლიანი თვალებით დასცქეროდა გვანცას ცხედარს. გვანცამ თან წაიღო ჩემი ცხოვრების ნაწილი, მის დაკარგვასთან ერთად მე დავკარგე თავისუფლება, მე დავკარგე ოჯახი, მეგობრები, ყველაფერი რაც გამაჩნდა, მე ჩემი თავი დავკარგე!!!!! მომესაჯა თავისუფლების აღკვეთა ათი წლის ვადით. მამაჩემმა დაკარგა სამსახური, ხოლო დედაჩემმა ჩემი დაჭერიდან ერთი თვის შემდეგ საკუთარი სიცოცხლე. გადიოდა დრო და ტკივილი მემატებოდა, არც ციხეში იყო კარგი ვითარება, 1 წლის გასვლის შემდეგ მე დავკარგე მამა. ჩემს სანახავად არავინ დადიოდა, ყველა ნაცნობმა და მეგობარმა დამივიწყა, ეს კიდევ უფრო დიდ ტკივილს მგვრიდა. მე მათ ვკარგავდი, ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი, თუმცა ვერასოდეს ვივიწყებდი გვანცას თვალებს რომლებიც მუდამ ასხივებდნენ სიკეთესა და სითბოს, რომლებიც ჩემს მიერ ნასროლმა ტყვიამ ცრემლებით აავსო, როგორ მთხოვდნენ ისინ დახმარებას, როგორ ტკიოდათ მათ, ვერასოდეს ვაპატიებ გვანცას დაკარგვას საკუთარ თავს!!!!! გავიდა დრო, ჩემდა გასაოცრად ჩემს სანახავად მოვიდა ადამიანი რომლის გამოც მე ყველა დავკარგე. ჩემს სანახავად ნიკა მოვიდა, საშინლად გამხდარიყო, ფერდაკარგული, თვალები ჩასცვენოდა, ის აღარ ჰგავდა იმ ამპარტავან ბიჭს რომელსაც ადრე ვიცნობდი. -ლუკა, ვიცი გული საშინლად გატკინე და ამას ვერასოდეს გამოვასწორებ, აქ თავის შესაცოდებლად არ მოვსულვარ უბრალოდ მინდოდა სიმართლე მეთქვა, შენ და გვანცა ყოველთვის ძალიან მიყვარდით უბრალოდ გვანცა მიყვარდა ისე როგორც ბიჭს უყვარს გოგო და არა ისე როგორც მეგობრებს ერთმანებთი, ჩემი ეგოისტობის გამო ვიფიქრე რომ გვანცას შენ ჩემზე მეტად უყვარდი ამიტომაც გადავწყვიტე ზროსლებთან მემეგობრა ვიფიქრე რომ გვანცას ესე უფრო შევუყვარდებოდი, ამიტომაც ვიცრუე რომ შენ მას ატყუებდი, მე შევცდი ლუკა და უბრალოდ პატიებას გთხოვ მე დავკარგე გვანცა და დაგკარგე შენც, დასაკარგი აჭარაფერი დამრჩა უბრალოდ არმინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ შენ ჩემზე ნაწყენი დარჩე, უბრალოდ გთხოვ , მაპატიე ლუკა..... -კიმაგრამ რას ნიშნავს ამ ქვეყნიდან წახვიდე? -ნახვის დრო დასრულდა -მითხარი რომ მაპატიე ლუკა გთხოვ..... -გაპატიე..... ციხიდან გამოსვლისთანავე გავიგე, რომ ნიკას თავი მოეკლა. კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ჩემს სიცოცხლეს აგარანაირი აზრი აღარ ჰქონდა, მე დავკარგე: გვანცა, ნიკა, დედა, მამა, მეგობრები რომლებიც მკვლელად მომიხსენიებენ. ვიცოცხლო? ვისთვის? რატომ? რისთვის????? მე ვარ ლუკა..... ჰო მე ვარ ლუკა!!!!!!! ეს ყველაფერი თანდათან უფრო ემსგავსება კოშმარს !!!!! მინდა გავიქცე!!!!! თუმცა არვიცი სად........ სად შეიძლება ახლა ვინმემ შეიფაროს ადამიანი რომელსაც ასეთი წარსული აქვს..... ამ ამბის გახსენება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია! ჰო მე ის მოვკალი! მოვკალი ადამიანი, რომელიც ჩემს გამო თავს გასწირავდა....... არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც მისი თვალები დახმარებას მთხოვდნენ, როდესაც უკანასკნელად ვნახე ადამიანი, რომელთანაც მთელი ბავშვობა გავატარე..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.