შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი 1 საათიანი მონსტრი შეყვარებული (ბიჭი სახელად 66-33-xx მე-2 ნაწილი)


6-01-2017, 20:43
ავტორი ირინა
ნანახია 6 786

ჩემი 1 საათიანი მონსტრი შეყვარებული

თვითმფრინავი ნელა აფრინდა ცაში და ჩემი გულის ფეთქვის სიხშირემაც საგრძნობლად იმატა. ღრმად ჩავისუნთქე მგზავრთა ნერვიულობისგან გაჟღენთილი ჰაერი და სანამ ჩემს სავარძელში საბოლოოდ მოვკალათდებოდი, უკანასკნელად გავაპარე თვალი ილუმინატორისკენ, რომ კიდევ ერთხელ დავმშვიდობებოდი, მეორე სახლად ქცეულ გერმანიას, რომელშიც თითქმის 7 წელი გავატარე. ვგრძნობდი, რომ მომენატრებოდა, მაგრამ საქართველოს მონატრების და ჩემი ოჯახის ნახვის სურვილი უფრო მეტი იყო.
გერმანიაში 15 წლის ასაკში გადავსახლდი და ცხოვრება ფაქტიურად თავიდან დავიწყე. ძალიან გამიჭირდა უცხო ხალხს, უცხო გარემოს, უცხო ქუჩებს შევგუებოდი. საქართველოს ბობოქარი და ემოციური ხალხის მერე, გერმანელები არაადამიანურად მოწესრიგებულებად და მშვიდებად მეჩვენებოდნენ, იმდენად, რომ ვერც კი ვგუობდი. ყოველღამეს ტირილში და გლოვაში ვატარებდი, ისე მენატრებოდა ჩემი ოჯახი, მეგობრები, მაგრამ ამას არასდროს არავისთან ვიმჩნევდი. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, თითქოს მივეჩვიე უცხო ქვეყანას, ქუჩებში სიარულისას აღარ ვიკარგებოდი, აღარც ჩემი სტუდენტური საცხოვრებლის მეზობლები იწვევდნენ ჩემში გაოცებას, რამდენიმეს დავუმეგობრდი კიდეც. მთელი ენერგია სწავლაზე მქონდა გადატანილი და ბოლოს, ვეღარც კი ვამჩნევდი, იმდენად სწრაფად გადიოდა დღეები. 3 წელში სკოლა დავამთავრე და წარმატებით მოვეწყვე „კიოლნის საერთაშორისო კინოს უნივერსიტეტში“ „კინორეჟისურის“ ფაკულტეტზე.
პირველი წარმატება მაშინ მხვდა წილად, როდესაც ჩემმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა-ქველმოქმედების შესახებ, კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და პირველი ადგილიც მომიტანა კონკურსზე. ამის შემდეგ, წარმატება წარმატებას მოსდევდა. 4 წლის განმავლობაში, რაც კი კონკურსი ჩატარდა , გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში, თითქმის ყველგან მივიღე მონაწილეობა და ყველაზე ცუდი შედეგი, რაც დავიმსახურე, მესამე ადგილი იყო. პროფესორები და კრიტიკოსები დიდ წარმატებას მიწინასწარმეტყველებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ როგორი სულელური ჩანაფიქრიც არ უნდა მქონოდა და როგორ ბეწვის ხიდზეც არ უნდა გადამეწყვიტა გავლა, ჩემი შინაგანი სამყარო ყველაფერს ფრთებს ასხამდა და სრულიად ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენას სხვა თვალით ანახებდა ადამიანს. თითოეულ ფილმში, ადამიანი თავის სულის პატარა ნაწილს პოულობს და გაწყვეტილ სინდისის ძაფს იმთელებსო. რამდენჯერმე ისიც მითხრეს, რომ ანგელოზად და ადამიანთა ჰუმანურობის ასამაღლებლად გამომგზავნა ბედმა მათთან. თითოეული სიტყვა, თითოეული შექება და წარმატება, მიმსუბუქებდა ჩემი ქვეყნის მონატრებით დამძიმებულ ცხოვრებას.
ამ 7 წლის მანძილზე პირველად ვუბრუნდებოდი ქვეყანას და გული გამალებით მიცემდა. თავში პატარ-პატარა ფრაგმენტები მიტრიალებდა და მოსვენებას არ მაძლევდა. -მგონი ახალი ფილმის გადაღება მომიწევს, იმაზე თუ რას გრძნობს ადამიანი, ამდენი წლის მერე სამშობლოში დაბრუნებისას. -ვფიქრობდი ჩემთვის და თითქმის სრულად წარმოდგენილ ფილმზე ტანში უკვე ჟრუანტელი მივლიდა. სასიამოვნო გრძნობებს გასაქანი მივეცი და უფრო მაღლა ავფრინდი გონებით.
-რამეს ხომ არ ინებებთ? -ფიქრისგან გამომაფხიზლა ქერათმიანმა სტიუარდესამ და თბილად გამიღიმა.
-არაა, არაფერი არ მინდა, გმადლობთ. -საპასუხოდ მეც გავუღიმე და როგორც კი წავიდა მაშინვე საათს დავხედე. 2 საათი სრულდებოდა, რაც თვითმფრინავში ვიჯექი. -რამდენიმე საათიც და ღრმად ჩავისუნთქავ საქართველოს მონატრებულ ჰაერს. -გავიფიქრე გახარებულმა და ფეხზე წამოვდექი. ცოტა გამიჭირდა წონასწორობის შენარჩუნება და ლამის ჩემს გვერდით მჯდარ მგზავრს ჩავუხტი კალთაში, რომელსაც იმ დროის განმავლობაში პირველად შევხედე. ზედმეტად მაღალი მეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხები საკმაოდ მოკეცილი ჰქონდა, მუხლებით მაინც წინა სავარძელს ეხებოდა, გრძელი ხელები მუცელზე ჰქონდა შემოლაგებული, ლამაზი დაძარღვული თითები კი -ერთმანეთში ახლართული. -აშკარად კალათბურთელია.-გავიფიქრე ჩემთვის. შუბლშეჭმუხნული ვათვალიერებდი მის სპორტულ ჩაცმულობას და თითქოს რაღაც მეცნოვო, ელვის სისწრაფით გადავიტანე მის სახეზე, მაგრამ ამაოდ. ლურჯი როლინგის ყელი ცხვის ზემოთ ჰქონდა აწეული, თვალის ჭრილიც კი არ უჩანდა, ამავე ფერის ჟაკეტის კაპიუშონი კი თავზე ჰქონდა წამოფარებული და მთლიანად მიკარგავდა მისი სახის რეალურად წარმოდგენის საშუალებას. -თვალები მაინც გაახილოს, რომ მზერით მაინც დამარწმუნოს ჩემი ფიქრების სისულელეში.- ფიქრებში ვიყავი გართული და კვლავ დაკვირვებით ვათვალიერებდი ჩემს მეზობელს, სანამ გვერდი არ იცვალა, რაც შეეძლო მოხერხებულად მოეწყო მისთვის საკმაოდ პატარა სავარძელში (რომელიც მე ზედმეტად მედიდებოდა) და მთლიანად არ დაფარა სახე კაპიუშონით. -ეეჰ ნიტა... სულ გაუბერე მგონი, კალათბურთთან ზედმეტად ფაქიზი მოგონებები გაქვს. -გავიფიქრე და საკუთარ თავზე გამეცინა. -აი რას ნიშნავს , ბავშვობის მოგონებები. მგონია, რომ ყველა კალათბურთელი შეიძლება „ის“ იყოს, ან იცნობდეს. რა მეშველება. არა, კიდევ ერთ ფილმს გადავიღებ -ბავშვობის მოგონებებზე და ტრამვებზე. -ამ ფიქრით, ძლივს საპირფარეშოსაც მივაღწიე. დაკვირვებით შევათვალიერე საკუთარი თავი სარკეში. -როგორ შევიცვალე. -ჩავილაპარაკე ჩემთვის. 7 წლის წინ პატარა, გაწრიპული ბავშვი ვიყავი, რომლისთვისაც საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, უკვე მოსწროთ გულის გატეხვა. საბედნიეროდ, იმიტომ რომ, ჭკუა ვისწავლე და მარტივად რომ ვთქვა, ახლოს აღარავის ვიკარებდი. რამდენადაა ეს თქვენთვის ჭკუის სწავლება არ ვიცი, მაგრამ მე მთელი 7 წელი დამჭირდა, რომ 14-15 წლის ასაკში მიღებული სასიყვარულო გამოცდილება მწარედ აღარ გამხსენებოდა, პირიქით, ჩემიპირველი სიყვარულის გახსენების დროს ყოველთვის ვიღიმოდი და ვამბობდი, რომ ის დრო საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ახლოს მაინც ვერავის ვიკარებდი... მიუხედავად ასაკის მატებისა, გარეგნობა ძალიან არ შემცვლია, ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი. ისევ ისეთი მოციმციმე და ჭინკებით სავსე თვალები მქონდა, როგორც ამას ჩემი ლექტორები და კოლეგები მეუბნებოდნენ. სიმაღლეც კი აღარ შემცვლია ძალიან, რამენიმე სანტიმეტრიღა მოვიმატე, მაგრამ ფიგურა შემეცვალა, ზედმეტად სექსუალური და გამომწვევი აღნაგობა ჩამომიყალიბდა, სადღაც გაქრა ის სიფრიფანა გოგო, რომესაც არც მკერდი ჰქონდა, არც უკანალი. -ვერ ხარ ნიტა შენ.-მაშინ ბავშვი იყავი, ახლა გაიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ დიდ სიმპატიას ვიმსახურებდი საპირისპირო სქესში, ხოლო ჩემივე სქესის წარმომადგენლებში დიდ შურს, მომრგვალებული და გამომწვევი ფორმების გამო, ეს სულაც არ მახარებდა. პირიქით, მაკომპლექსებდა, სრულიად უწყინარი, სადა მაისურიც რომ ჩამეცვა, ჩემს ტანს მაინც გამომწვევად და სექსუალურად წარმოაჩენდა. -გოგო, ხალხი ოპერაციებს იკეთებს, შენნაირი სხეულის მისაღებად და სპორტადარბაზში აღამებენ, შენ კი წუწუნებ, ნამუსი საერთოდ არ გაქვს ხო? -მეწუწუნებოდა ჩემი საუკეთესო მეგობარი და ოთახის მეზობელი ემილი. მაგრამ მისი სიტყვები სრულიად არ მამშვიდებდა. ეს ალბათ მისთვის იყო სახარბიელო, ღამის ცხოვრების და ბიჭებთან კეკლუცის მოყვარული რომ იყო, თორემ მე, რომელსაც არც კაბები ხიბლავდა, არც ღამის ცხოვრება და წვეულებები და მითუმეტეს, არც ბიჭებისგან წამოსული ყურადღება ახარებდა, დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. ისე არ გაიგოთ, თითქოს, კიმ კარდაშიანი, ან ჯენიფერ ლოპესი ვიყავი, არა... უბრალოდ ზედმეტად წვრილ წელზე, ზედმეტად სექსუალურად გამოუყურებოდა სავსე მკერდი და უუუუფრო ზედმეტად სექსულურად მომრგვალებული უკანალი. ცოტა არასტანდარტული გარეგნობა მქონდა, რადგან ასეთ სექსუალურ სხეულს პატარა ბავშვის თავი ჰქონდა გამობმული, რომელიც 12 წლის მერე არ შეცვლილა. დიდი,უუუდიდესი მწვანე, მეტყველი და ჭინკებით სავსე თვალები, მუდამ გაკრეჭილი ღიმილი და ჩაჩვრეტილი ლოყები, პატარა , სწორი ცხვირი და ღია, თითქმის ჩალისფერი თმა. -ტრაგედიაა ასეთი სხეული ასეთი ლაწირაკისთვისო.- დამცინოდნენ მეგობრები და თმას პატარა ბავშვივით მიწეწავდნენ. –რა სისულელებზე ფიქრობ ნიტა. -გამეცინა საკუთარ თავზე, უკანასკნელად შევავლე საკუთარ გამოსახულებას თვალი სარკეში და კარი გამოვაღე. ის იყო, ნაბიჯი უნდა გადამედგა, რაღაც მკვრივს შევეჯახე. დაფეთებულმა მოვისვი ნატკენ შუბლზე ხელი და ჯერ ისევ თავდახრილმა მაშინვე შევამჩნიე ის ბოტასები, რომელიც ჩემს მეზობელზე დავაფიქსირე რამდენიმე წუთის წინ.
-უკაცრავად. -ჩავიბურტყუნე ჩემდაუნებურად ქართულად და მხოლოდ მაშინღა გამახსენდა, რომ მაინც ვერ გაიგებდა და მზერა ბოტასებიდან სახეზე გადავიტანე, რომ ამჯერად გერმანულად მომეხადა ბოდიში. არ შევმცდარვარ, ბიჭი მართლაც ძალიან მაღალი იყო. იქნებოდა ლამის ორი მეტრი. თავზე ისევ კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული, სახეზე კი როლინგის ყელი აწეული.
-არაუშავს. -წარმოთქვა მანაც ქართულად, ჯერ ისეც ძილისგან დაბოხებული ხმით და ამ დროის მანძილზე პირველად შემომხედა, ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ციებიანივით ავეტანე კანკალს. თვალებს არ ვაშორებდი მის გაოცებისგან გაფართოვებულ მომწვანო თვალებს. უნებურად ფეხებში სისუტე ვიგრძენი და ალბათ, ზღართანსაც მოვადენდი, რომ არა მისი სწრაფი რეაქცია.
-დუდა?! -წარმოვთქვი ხმის კანკალით და უფრო დაჟინებით მივაშტერდი. მან ფრთხილად გამიშვა ხელი, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მყარად ვიდექი მიწაზე და სწრაფად ჩამოიწია როლინგი სახიდან, კაპიუშონიც მოიხადა და სრულად დამანა 8 წლის უნახავი, მონატრებული, მრავალჯერ გამოტირებული, ჩემი პირველი სიყვარულის სახე. 8 წლის უნახავი, ჩემი პირველი სიყვარული, ზედმეტად შეცვლილი, ზედმეტად გამაღლებული, თმაგამუქებული, წვერმოზრდილი, დაჭიმული ყბებით, მაგრამ უწინდელი დაჟინებული მზერით მომჩერებოდა და არ იცოდა რა ეთქვა.
-ნიტა?! -წარმოთქვა გაოგნებულმა და ინტერესით ამათვალიერა თავიდან ბოლომდე. უხერხულად შევიშმუშნე, რაც არ გამოპარვია. -აქ როგორ?! საიდან?! სად?! სად იყავი?! კითხვები ერთმანეთს მიაყარა და უფროდაუფრო ებნეოდა გამომეტყველება, მაგრამ როგორც კი ჩემს უარესად დაბნეულ მზერას მოკრა თვალი, მიხვდა, რომ ჯერ-ჯერობით ვერც ერთ კითხვაზე ვერ შევძლებდი პასუხის გაცემას. ხმა აღარ გაუცია. უბრალოდ ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით, თითქოს ამით შევძლებდით საუბარს, ამდენ კითხვაზე პასუხის გაცემას. არ ვიცი, ასე რამდენ ხანს ვიდექით, მაგრამ მოულოდნელად მზერა დაუთბა, ტუჩის კუთხე ჩატეხა, დაბლა დაიხარა და ცხელი ტუჩები შუბლზე მომაწება. -გამარჯობა ნიტა...-მითხრა ისე, რომ ტუჩები არ მოუშორებია ჩემი შუბლიდან.
-გამარჯობა დუდა...-უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე, მინდოდა, მეც გამეღიმა, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივიდა.
-სად იყავი? -მკითხა და ისევ თვალებში მომაშტერდა.
-გერმანიაში. -ვუპასუხე მისი მონატრებული ხმის გაგონებით დაბნეულმა.
-ეგ ვიცი, ლილემ მითხრა, რომ გერმანიაში წასულხარ სასწავლებლად. უბრალოდ, ვიფიქრე, უკვე საქართველოში იქნებოდი.
-ჩემი ამბებით ინტერესდებოდი ანუ?! -სრულიად ჩვეულებრივი ტონით ვკითხე, მაგრამ ზედმეტად ირონიულად კი გამოვიდა. -კი, გერმანიაში წავედი სასწავლებლად, შენი წასვლიდან ერთი წლის შემდეგ და დღეს პირველად ვბრუნდები საქართველოში, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, სამუდამოდ თუ დროებით. -შევეცადე გამომესწორებინა ტონი და ღიმილით მოვიყევი სავარაუდო გეგმის შესახებ.
-აამ... არა, შენზე არ ვლაპარაკობდი ხოლმე, უბრალოდ ლილემ მოაყოლა ადრე საუბარს და მანდედან ვიცოდი. გასაგებია. -ჩაილაპარაკა უხერხულად და მარჯვენა ხელით თმა სასაცილოდ მოიქექა. მისმა ნათქვამმა კი ვიგრძენი როგორ ჩამწყვიტა გულში რაღაც. რის ვაივაგლახით გადავყლაპე ყელში გაჩხერილი ბურთი და ხმადამშვიდებულმა განვაგრძე საუბარი.
-აა, ჰო, თუ არ საუბრობდი და არ ინტერესდებოდი, მაინც ბევრი გცოდნია. გავუღიმე, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე.
-უბრალოდ, შენზე რომ მელაპარაკა, ბევრ რამეზე დავიწყებდი ფიქრს, ბევრ რამეს ვინანებდი, ბევრს შენ დაგაბრალებდი, მომენატრებოდი, მაგრამ ამის გამოხატვის საშუალება არ მექნებოდა, ამიტომ ვცდილობდი, უბრალოდ არ მეფიქრა შენზე და შესაბამისად, არც ვსაუბრობდი. -დავიბენი, ისე დავიბენი, თითქოს გონებაში ვულკანი ამოიფრქვა და ყველა აზრი, მივიწყებული გრძნობა, ფიქრი, ტკივილი, სიხარული, ემოცია ერთიანად ამორიყა ღრმად ჩამარხული ქვეცნობიერისგან.
-მე წავალ, დავჯდები, თორემ რაღაც თავბრუ მეხვევა. -ჩავილაპარაკე მოჩვენებითი ღიმილით და პატარა ნაბიჯი გადავდგი წინ.
-კი კი, მიდი დაჯექი, მოგაგნებ მერე და გნახავ კიდევ. -გამიღიმა დუდამაც.
-არ დაგჭირდება მოგნება.-ვუთხარი დაბნეულმა და უარესად დაბნეულ დუდას შევხედე.
-რას გულისხმობ?
-შენს გვერდით ვზივარ. გაკვირდებოდი წეღან, მაგრამ ისე ღრმად გეძინა და ისე ჩაფუთნულს, რომ ჩემი ყველა აზრი უკუვაგდე. -დუდას თვალები შუბლზე აუვიდა.
-სერიოზულად? -მკითხა გაოგნებულმა და თავი კიდევ ერთხელ მოიქექა.
-ჰო, სერიოზულად.
-ვახ რა..
-რა იყო?
-არა, არაფერი, უცნაურია ეს ყველაფერი, ასე არ ფიქრობ? -მკითხა ოდნავ დალაგებულმა და ამჯერად თვითონ შემომხედა.
-კი, ნამდვილად უცნაური. -გავუღიმე და საბოლოოდ დავიძარი ჩემი ადგილისკენ.
აღარც მახსოვს როგორ მივლასლასდი საკუთარ ადგილამდე, მძიმედ ჩავეხეთქე სავარძელში და ილუმინატორს მივაპყარი მზერა, გონება კი სადღაც უფრო შორს გავუშვი.

ლამის შვიდსაათიანი მგზავრობის შემდეგ ძლივს გადმოვედი მანქანიდან და წელში გემრიელად გავიზმორე.
-დაიღალე ხომ? რომ გეუბნებოდი, არ მიჯერებდი შე ჭინკა. -გამიცინა მამამ და თმა ამიბურდა.
-ოოო... მაა, რამდენჯერ გითხარი, ასე ნუ აკეთებთქო, პატარა კი არ ვარ. -ავბურდღუნდი მე და თმაზე ხელი გადავისვი გასასწორებლად.
-ოჰ, ბოდიში ქალბატონო, ჩემს ახალგაზრდობაში, 14 წლის გოგონები ბავშვებად ითვლებოდნენ. -აუტყდა სიცილი ზურას და უარესად ამიბურდა თმა.
-მამააა!! -შევღრინე გამწარებულმა და დავაპირე, გაქცეულს გავიკიდებოდი, მაგრამ ჟაკეტში ვიღაცამ ხელი ჩამავლო და უკვე გასაქცევად მომზადებული, ადგილს მიმაჯაჭვა.
-სანამ ბარგს არ ამოალაგებთ, აქედან ფეხს ვერ მოიცვლით ვერც ერთი. -გამომიცხადა დედამ და მანქანაში შერგო თავი, რომ ჩემი ჯერ ისევ მძინარე დაქალები გაეღვიძებინა. -მარი, ნათი ჩამოვედით. გაიღვიძეთ გოგოებო. - უთხრა თბილი ხმით დედამ და სანამ გოგოები მანქანიდან გადმოვიდოდნენ, რაღაც ჩანთა მომაჩეჩა ხელში.რომელიც ბურდღუნით წავათრიე სახლისკენ.
-ბებოო... ვიკივლე მონატრებული მოხუცის დანახვისთანავე და კისერზე ჩამოვეკიდე.
-ბებო გენაცვალოს შვილო, როგორ მომენარე ჰა, სადა ხარ ბებო ამდენი ხანი რომ არ გამოჩენილხარ. -მისაყვედურა მოხუცმა და კიდევ ერთხელ დამიკოცნა ლოყები.
-რავი აბა, შორიაო, მარტო ვერ გაგიშვებთ სვანეთშიო, თვითონ კი ვერადავერ მოახერხეს თავიანთი სამსახურის გადამკიდე, რომ წამოვეყვანე აქეთ. მე კი არა, შენს შვილს და რძალს უსაყვედურე. -ჩამოვარაკრაკე ერთ ამოსუნთქვაში. ჩანთა ცალ მხარზე გადავიკიდე და ბებოს ძმაკაცივით გადავხვიე ხელი.
-გაგაოგნა უკვე არა? - მოგვიახლოვდა დედაც და ბებოს გადაეხვია.
-ეკა შვილო, როგორა ხართ. სადა ხართ ამდენი ხანი ჰა? -ამჯერად დედას შესწუწუნა ბებომ საცოდავად, რაზეც გული ამიჩუყდა და ღიმილით დავუკოცნე დანაოჭებული სახე.
-ბეე... გაიცანი, ესენი ჩემი მეგობრები არიან. მარიამი და ნათია. -არ დავაცადე დედას სიტყვის თქმა, ისე წარვუდგინე ბებოს მეგობრები.
-თქვენ გაგახარებთ ღმერთი. რახან ჩემი ლილე ვნახე თავის მეგობრებთან ერთად, რაღა მაქვს შვილო საწუწუნო. - გადაეხვია ბებო გოგოებს და სახლისკენ გაგვიძღვა.
-რა საყვარელიაა..- აღმოხდა გაოგნებულ ნათიას და ბებიაჩემს გაყვა უკან.
-ჯერ სად ხართ. ჩავილაპარაკე ჩემთვის, ამჯერად მომღიმარ მარის გადავხვიე ხელი და სტვენა-სტვენით წავედი სახლისაკენ.
საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა ბარგის ამოსალაგებლად. შემდეგ ერთად ვისადილეთ და ბებოს დიდი წუწუნის მიუხედავად გავაცილეთ დედა და მამა, თავიანთი სამსახურის გამო რომ ვერ მოეხერხებინათ დარჩენა.
-ბებო, კიდევ ხომ არ გშიათ? ახლავე დაგიცხობთ ბე კუბდარს. -ჩაილაპარაკა ჯერ ისევ თვალცრემლიანმა მოხუცმა და სანამ პასუხს გავცემდით, სამზარეულოსკენ წაფუსფუსდა.
-მოიცა ქალო, ნუ გადამრიე, ამ წამს არ წამოვიშალეთ მაგიდიდან? ახლა აღარ გვინდა არაფერი, ხვალისთვის გავაკეთოთ კუბდარი ერთად კარგი? გოგოებიც მოგვეხმარებიან და ერთად უფრო სახალისო იქნება.
-მართალია ნინა ბებო, ახლა საკმაოზე მეტად დაგვანაყრეთ, ნუღარაფერზე შეწუხდებით, ხვალ კი ჩვენც დაგეხმარებით. -დამეთანხმა მარიამი და ბებოს გაუღიმა.
-კარგი შვილო, როგორც თქვენ იტყვით. არ მინდა თავი მოგაბეზროთ, იცოდეთ, როგორც ლილე იქცევა, თქვენც ისევე თავისუფლად იგრძენით თავები. -გაუღიმა ნინამ.
-აბა რას იზამენ, ხომ იცი ბე, როგორი კომუნიკაბელური გყავარ. დილით მამლის ყივილზე წამოვყრი ორივეს და ვასწავლი სოფლის ცხოვრებას. განა მომერიდება, გავიკრიჭე მე და მოცინარ გოგოებს თვალი ჩავუკარი.
-ისე ნუ იზამ, რომ მეორედ აქ ფეხი აღარ დადგან. -აბუზღუნდა მოხუცი.
-ნუ ნერვიულობთ ნინა ბებო, მივეჩვიეთ უკვე ამის ხასიათს.- გაიცინა ნათიამაც.
-კარგი ბე, სანამ ძალიან დაგვიანებულა, გოგოებთან ერთად გარეთ გავალ და აქაურობას დავათვალიერებინებ.
-კარგი, ოღონდ თბილად ჩაიცვით, ხომ არ დაგავიწყდა საღამოობით, როგორ ცივა აქ.
-არა ბე, არ დამვიწყნია, თბილად ჩავიცმევთ და არც გვიან არ მოვალთ, არ ინერვიულო. -გავაგრძელე მე ის ფრაზა, რომლის თქმასაც იმ წამს აპირებდა ბებო და კიდევ ერთხელ გავეკრიჭე.
-კარგი შვილო, კარგად გაერთეთ აბა, გაგვიღიმა ბებომ და იქამდე გამოგვაყოლა თვალი, სანამ თბლად ჩაცმულები ჭიშკარს მიღმა არ გავუჩიანრდით.
-ნიტა, სად მივდივართ. -მკითხა მგზავრობით აშკარად დაღლილმა მარიამმა და შეეცადა მომღიმარი სახე შეენარჩუნებინა.
-ჩემს საყვარელ ადგილას, მამას და ბაბუას ხშირად მივყავდი ხოლმე იქ შებინდებისას და ერთად ვუყურებდით მზის ჩასვლას. დამიჯერეთ, როცა ნახავთ, რას ვგულისხმობ, ეს დაღლა წამში გაგივლით. -გავუღიმე მეგობრებს და ნაცნობი ადგილების ხილვით გაბედნიერებულმა ტემპს ვუმატე. დაახლოებით 10 წუთში მართლაც მივადექით დასახულ მიზანს. გოგონები, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ გორაზე ავიყვანე, რომელიც ბევრით არ ჩამოუვარდებოდა მთას. იქიდან კი მთელი უშგული ხელისგულივით მოჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ზაფხულს, თითქმის ყოველდღე მოვდიოდი ამ ადგილას, ნანახმა მაინც შემიკრა სუნთქვა. მზე ნელ-ნელა ქვემოთ ეშვებოდა, უფრო დიდდებოდა და წითელი ფერი ემატებოდა, ცაზე კი ნამდვილი ფერთა ზეიმი იყო... წითელი , ყვითელი, ნარინჯისფერი, ნისლისფერი, ცისფერი, ერთმანეთში ახლართული თითებივით ჩაჭიდებულიყო და ისედაც ფერად სვანეთს, უფრო მეტად აფერადებდა.
-ღმერთო... აღმოხდა ნათიას და პირზე ხელი აიფარა გაოგნებულმა.
-რა სილამაზეა..- მისი საუბარი მარიამმა განაგრძო. მე კი ხმა არ ამოვიღე. უბრალოდ გავუღიმე და იქვე ჩამოვჯექი, რომ თითოეულ წერტილს სათითაოდ დავკვირვებოდი. გოგონებმაც მე მომბაძეს. ფიქრებით სადღაც შორს წავედი, როცა ნათიას შეჯანჯღარებამ მიწაზე დამაბრუნა.
-ნიტაა.. ნიტაა.. შეხედე იმ ბიჭს როგორ გიყურებს. რამდენჯერაც შევხედე , იმდენჯერ გიყურებდა. -ჩამჩურჩულა ნათიამ და ჩვენგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მსხდარი ბიჭებისკენ გამახედა.
-ნათია, მანდ სულ ცოტა 20 ბიჭი ზის და რა გავიგო, ახლა რომელი მიყურებდა. -ავბურდღუნდი მე და ისევ ჰორიზონტს გავხედე.
-ჩალისფერთმიან ბიჭზე გეუბნება, ყველაზე ზემოთ რომელიც ზის, წითელი შორტით. - საუბარში ჩაერთო მარიამიც. მე ფრთხილად გავიხედე ბიჭისკენ და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. წამით გავშტერდი, მინდოდა თვალი მომეცილებინა, მაგრამ არ გამომივიდა. ღია ფერის თმა უფრო მეტად გახუნებოდა მზეზე, გარუჯული კანი კი უფრო მეტ ხიბლს მატებდა მის გრძელ მკლავებს, რომელიც მთელი სისრულით ჩანდა თეთრი, კალათბურთის მაისურიდან. ისევ მე ვინებე და მზერა მოვაშორე.
-ხო მაგარი ბიჭია? შემომხედა გახარებულმა ნათიამ.
-ნუ ბოდიალობ ერთი რა. -გამეცინა მის გულუპრყვილობაზე და კიდევ ერთხელ ფარულად გავაპარე მზერა უცნობისკენ, მაგრამ ის ამ დროს უკვე მიყურებდა, ოღონდ ამჯერად მასთან ერთად რამდენიმე ბიჭიც მომჩერებოდა. ვიგრძენი, როგორ ამიწითლდა სახე და სწრაფად შემოვაბრუნე თავი წინ. ხმა აღარ ამომიღია. რამდენჯერმე ჩუმად გავიხედე, მაგრამ ის თვალს არ მაშორებდა. როცა მზის უკანასკნელი სხივიც მიეფარა თვალს, ფეხზე წამოვდექი და გოგონებთან ერთად სახლისკენ გავეშურე. უკვე ბნელოდა, როცა სახლს მივაღწიეთ. გოგონებმა ბებოს თავიანთი შთაბეჭდილებები მოუყვნენ და ნინაც მომღიმარი და საკუთრი კუთხით ამაყი გაეშურა საძინებლისკენ.
-გეძინებათ? -ვკითხე გოგონებს და ხალისით გადავხედე.
-აუ მე კი რაა. ამოიბურდღუნა ნათიამ , დაგვემშვიდობა და მეორე სართულზე ავიდა.
-მე არა, რა ვაკეთოთ? -მკითხა მარიამმა.
-მმ..მოდი ჩაი მოვადუღოთ და მერე გარეთ გავიდეთ, ჭიშკართან რომ პატარა სკამია იქ ჩამოვსხდეთ. შევთავაზე იდეა მარიამს და ისიც ამ აზრით აღფრთოვანებული, სწრაფად შეცუნცულდა სამზარეულოში ჩაის მოსამზადებლად, მე კი მანამდე პლედები მოვიმარაგე. რამდენიმე წუთში მართლაც გამოვედით გარეთ, ჩვენი ჭიქებით და პლედებით და სრული შოკი მივიღეთ , როცა ჩვენი სახლის გვერდით, ის ბიჭები აღმოვაჩინეთ, რომელიც რამდენიმე საათით ადრე ვნახეთ გორაზე.
-ეეს... ეს ის ბიჭები არ არიან? წეღან რომ ვნახეთ? -მიმიხვდა ფიქრს მარიამი.
-კი ნამდვილად ისინი არიან. ვუპასუხე დაფიქრებულმა და ჩვენთვის განკუთვნილ ადგილას ჩამოვჯექი, მარიც გვერდზე მომიჯდა. ერთხანს დაძაბულები ვსაუბრობდით, მაგრამ მერე ყველაფერი გადაგვავიწყდა და ლაპარაკის ეშხში შესულებს აღარც ხმამაღლა სიცილის გვერიდებოდა, მაგრამ სიცილი სახეზე შეგვახმა, როცა ჩვენ წინ აწოწილი ორი ბიჭი დავინახეთ და ერთ-ერთში ის ამოვიცანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ასე დაჟინებით მიმზერდა.
-გამარჯობა, შეიძლება ჩამოვსხდეთ? იკითხა მეორე ბიჭმა, რომლისთვისაც თვალი მანამდე არ მ ომიკრავს.
-არა. -უხეშად უპასუხა მარიამმა და წარბშეკრულმა აუბღვირა.
-ნუ გეშნია, გაცნობას არ გთხოვთ, უბრალოდ ის ბიჭები დაგვენაძლევნენ, რომ ვერ მოვიდოდით თქვენთან და ვერ გაგიცნობდით, უბრალოდ თავი მოაჩვენეთ, თითქოს გველაპარაკებით. - გაიღიმა წითელშორტიანმა უცნობმა და ისევ იმ ნაცნობი , მწველი მზერით შემომხედა.
-თქვენ შეშინებულები ხომ არ ხართ? ნაძლევი არა კვახი, უყურე ერთი ამათ. -დაიწყო ჩხუბი მარიამმა და ისე რომ ჩემთვის არაფერი უთქვამს, ელვისსისწრაფით შევარდა სახლში. სამივემ გაოცებული მზერა გავაყოლეთ.
-ფუუ... ქაჯი. ამოიბურდღუნა ჩემთვის უცხო ბიჭმა და მანაც თავისი მეგობრებისკენ გასწია. მმე დაბნეული ვაცეცებდი თვალებს და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაგრამ წითელშორტიანმა უცნობმა ფიქრი გამაწყვეტინა.
-შეიძლება ჩამოვჯდე? ნაძლევის გამო არა, ისე.. -გამიღიმა მორიდებით.
-როგორც გინდა. -ავხედე გაკვრვებით, მაგრამ ხმა კი აღარ გამიცია.
-იცი, ნაძლევი უბრალოდ მოვიგონეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით. მე მინდოდა მოსვლა, მაგრამ მიზეზი ვერ ვიპოვნე, ჰოდა ასეთი სისულელე მოვიფიქრეთ, რამაც როგორც ჩანსგაგაბრაზათ. -საუბრობდა უცნობი ხრინწიანი ხმით, იდაყვებით მუხლებზე იყო დაყრდნობილი, თავი კი დაბლა ჰქონდა ჩახრილი.
-ჰო, ვიცი, მივხვდი. -გავუღიმე მე და უფრო მეტად გამეცინა, როცა გაკვირვებული სახით შემომხედა.
-მართლა? -ამოილუღლუღა დაბნეულმა.
-ჰოო.. სულელი კი არ ვარ, წეღან დავინახე, რომ მიყურებდი და არ გამიკვირდა რომ მოხვედი. -გავუღიმე მე.
-რა უცნაური გოგო ხარ.
-დიახ, მეუბნებიან ხოლმე. -გავიჯგიმე წელში და ჩემს ქცევაზე ორივეს გაგვეცინა.
-მე დუდა მქვია. გამომიწოდა თავისი დიდი მარჯვენა უკვე ნაცნობმა უცნობმა.
-მე ნიტა. -შევაგებე ჩემი ხელი და რამდენიმე წამს ასე ვისხედით, არც მე ვუშვებდი ხელს და არც ის აპირებდა თავისი უზარმაზარი, თითებისგან ჩემ გათავისუფლებას.
-ნიტა... ლამაზი სახელია. -ჩაილაპარაკა თავისთვის და მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, ფეხზე წამოდგა. -ნიტა, გვიანია უკვე, თან ცივა, შედი შენ სახლში და ხვალ გავარძელოთ საუბარი.
-ჰო მართალი ხარ, მგონი გადავეჩვიე აქაურ ჰაერს და ცოტა შემცივდა კიდეც. ხვალამდე დუდა. -კიდევ ერთხელ მივაძახე, სანამ ჭიშკარს მივხურავდი.
-ხვალამდე ნიტა... სმენას მაინც მისწვდა უცნობის სიტყვები.

-ნიტა.. ნიტა. -ფიქრისგან გამომაფხიზლა დუდამ და ადგილი დაიკავა ჩემს გვერდით სავარძელში.
-ჰოო.. რა ხდება?! -ამოვილუღლუღე დაბნეულმა.
-არაფერი, უბრალოდ რამდენჯერმე დაგიძახე, მაგრამ ისე იყავი ფიქრით გართული , ვერ გაგაგონე.
-ჰოო... მართალი ხარ, რაღაცები გამახსენდა და... -ვუთხარი ღიმილით და 8 წლის უნახავ დუდას თვალებში მივაშტერდი, რომელიც ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ადრე... ტკბილ, კეთილ მოგონებებში...


@@@
მოგესალმებით :) პირველ რიგში, გილოცავთ შობა- ახალ წელს <3 მრავალს დაესწარით, ჯანმრთელები და ბედნიერები.
ახლა რაც შეეხება ჩემს ახალ ისტორიას, ეს არის "ბიჭი სახელად 66-33-XX"-ის მეორე ნაწილი. (იმედია, გახსოვთ). დიდიხანია, რაც აქ აღარაფერი დამიწერია და იმედი მაქვს, მოგეწონებათ. დიდი სიყვარულით თქვენი ირინა :) <3



№1 სტუმარი tamuna

ishviatad momwons aq istoriebi da yvelafers vakvirdebi, magram shen iseti xar yvelaferi momwons, ai yvelaferi.. warmatebebi da mixaria rom dagvibrundi .. :*

 


№2  offline წევრი ირინა

tamuna
ishviatad momwons aq istoriebi da yvelafers vakvirdebi, magram shen iseti xar yvelaferi momwons, ai yvelaferi.. warmatebebi da mixaria rom dagvibrundi .. :*




didi madloba chemo kargo, vnerviulobdi dzaan rogor mimigebdnen dabrunebisas❤️ shobas gulicav :*

 


№3  offline წევრი BASI

მომენატრა შენი ისტორიები. მეგონა საბოლოოდ დაგვტოვე და ახლა შენი ნიკის და ნაცნობი სათაურის დანახვამ ძალიან გამახარა. იმედია აღარ დაიკარგები და გვასიამოვნებ შენი ახალი ნაშრომებით. საუკეთესო საჩუქარია საშობაოდ :) წარმატებები და მალ მალე გამოჩნდი ხოლმე

 


№4  offline წევრი ირინა

BASI
მომენატრა შენი ისტორიები. მეგონა საბოლოოდ დაგვტოვე და ახლა შენი ნიკის და ნაცნობი სათაურის დანახვამ ძალიან გამახარა. იმედია აღარ დაიკარგები და გვასიამოვნებ შენი ახალი ნაშრომებით. საუკეთესო საჩუქარია საშობაოდ :) წარმატებები და მალ მალე გამოჩნდი ხოლმე



rogor mixaria, rim ar dagaviwydit da mixaria, rom chemi nawarmoebebi giyvart, madloba tqven da shevecdebi , uprosaupro saintereso tavebi shemovtavazot❤️ didi madloba tqven pozitivistvis, namdvilad mchirdeboda, sakutari tavis rwmenis dasabruneblad, madliba❤️❤️️❤️️

 


№5  offline წევრი TeddyBear

ოოო ამის პირველი ნაწილი ისე მიყვარს რამდენჯერმე მაქვს წაკითხული ❤
რაღაცნაირად ამის დანახვა ძალიან გამიხარდა ^^
ჯერ არ წამიკითხავს ეხლა ჩავუჯდები ❤
უბრალოდ მინდა იცოდე რომ ძალიან ძალიან გამიხარდი ^^ ❤

 


№6  offline წევრი ირინა

TeddyBear
ოოო ამის პირველი ნაწილი ისე მიყვარს რამდენჯერმე მაქვს წაკითხული ❤
რაღაცნაირად ამის დანახვა ძალიან გამიხარდა ^^
ჯერ არ წამიკითხავს ეხლა ჩავუჯდები ❤
უბრალოდ მინდა იცოდე რომ ძალიან ძალიან გამიხარდი ^^ ❤



me kide sheni sityvebi mixari dzalian dzalian❤️❤️ gulic ki amichqarda❤️❤️ didi madloba shen, imedia, amasac ise shegayvareb, rogorc pirvel nawils.

 


№7 სტუმარი Guest ნატა

ასევე, გილოცავ ყველაფერს ერთად!!!
გამიხარდით შენც და ეს ისტორიაც.
კიდევ უფრო დამეხარდება თუ სადმე ვიპოვი შენს ერთ-ერთ ისტორია, უცნობის თვალებისფერი ღამე ქვია თუ არ ვცდები.
ამ საიტზე მაქვს წაკითხული და წაშლილია როგორც ჩანს.
წარმატებები.

 


№8  offline წევრი ირინა

Guest ნატა
ასევე, გილოცავ ყველაფერს ერთად!!!
გამიხარდით შენც და ეს ისტორიაც.
კიდევ უფრო დამეხარდება თუ სადმე ვიპოვი შენს ერთ-ერთ ისტორია, უცნობის თვალებისფერი ღამე ქვია თუ არ ვცდები.
ამ საიტზე მაქვს წაკითხული და წაშლილია როგორც ჩანს.
წარმატებები.



nata didi madloba❤️❤️ imedia shegayvarebs es istoria tavs❤️ ucnobis tvalebisper games rac sheexeba, chemgan damoukidebeli mizezebis gamo saitis administraciam washala:( mec qgar micdia agarsad atvirtva da saertod agarc ramis dawera mindoda, magram muza uceb movida da :))

 


№9  offline წევრი karma

როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა ♥
ამ ისტორიის პირველი ნაწილი ზეპირად ვიცი იმდენჯერ მაქვს წაკითხული.
ესეც ძალიან კარგი ჩანს და ველოდები შემდეგ თავს ♥♥

 


№10  offline წევრი ირინა

karma
როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა ♥
ამ ისტორიის პირველი ნაწილი ზეპირად ვიცი იმდენჯერ მაქვს წაკითხული.
ესეც ძალიან კარგი ჩანს და ველოდები შემდეგ თავს ♥♥



didi madloba❤️❤️❤️ imedia am nawarmoebsac ise shegayvareb, rogorc pirvels❤️

 


№11 სტუმარი A

მართლა ძალიან მომეწონა. ჯერ კიდევ გუშინ ვცდილობდი ეგ ისტორია მეპოვნა. სამჯერ მაქ წაკითხული მთლიანად და მაინც კიდევ მინდოდა. ახლა კი მეორე ნაწილის დანახვამ უსაზღვროდ გამახარა. მალე დადე რა შემდეგი თავი გთხოვ არ დააგვიანო.....

 


№12  offline წევრი NniNna

მმმ..ირინაა :)) რა კარგია..წინა ისტორიამ გადამდგა ჩკუიდან და ეხლაც იგივესს ველოდები))) ეერ ცოტა ვერ მივხვდი რატომაა გაგრძელება და მეორე ნაწილი იმ ისტორიის მაგრამ ალბათ ყველაფერი იქნება..კარგად დაიწყო..მეგონა ერთიანი ისტორია იქნებოდა და თურმე თავები იქნება..მომიწევს მე ვატყობ ყოველდღე გადამოწმება ახალი თავები დაიდო თუარა)) წარმატებები აბაა..ველოდები ახლებს სულმოუთქმელადდ))) <3

 


№13  offline წევრი ირინა

A
მართლა ძალიან მომეწონა. ჯერ კიდევ გუშინ ვცდილობდი ეგ ისტორია მეპოვნა. სამჯერ მაქ წაკითხული მთლიანად და მაინც კიდევ მინდოდა. ახლა კი მეორე ნაწილის დანახვამ უსაზღვროდ გამახარა. მალე დადე რა შემდეგი თავი გთხოვ არ დააგვიანო.....


დიდი მადლობა <3 <3 ყველანაირად ვეცდები, რომ არ დავაგვიანო ხოლმე :)

NniNna
მმმ..ირინაა :)) რა კარგია..წინა ისტორიამ გადამდგა ჩკუიდან და ეხლაც იგივესს ველოდები))) ეერ ცოტა ვერ მივხვდი რატომაა გაგრძელება და მეორე ნაწილი იმ ისტორიის მაგრამ ალბათ ყველაფერი იქნება..კარგად დაიწყო..მეგონა ერთიანი ისტორია იქნებოდა და თურმე თავები იქნება..მომიწევს მე ვატყობ ყოველდღე გადამოწმება ახალი თავები დაიდო თუარა)) წარმატებები აბაა..ველოდები ახლებს სულმოუთქმელადდ))) <3



იმედია, მოგეწონება :) <3

 


№14  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ახლ წავიკითხე თავიდან ბოლომდე აა საოცცარი მოთთხრობააა მაინტერეებს როგორ გაგრძელდება
კარგად და საინტერესოდ წერ. აბა შენ იცი ველოდები შემდეგს!!!!!!!!!

 


№15  offline წევრი qarishxali

როგორ მენატრებოდა თქვენი ისტორიებიი სულ ვნახულობდი მეთქი ხო არ დადოთქო და ახლა სათაური როგორც წავიკითხე ეგრევე მივხვდი ირინა იქნება ეს თქოო...როგორც ყოველთვის შეუდარებელიააა...ძალიან მომწონს kissing_heart

შობა-ახალ წელს გილოცავ,საუკეთესო სურვილებით

 


№16  offline წევრი ირინა

nawkas12345
აუ ახლ წავიკითხე თავიდან ბოლომდე აა საოცცარი მოთთხრობააა მაინტერეებს როგორ გაგრძელდება
კარგად და საინტერესოდ წერ. აბა შენ იცი ველოდები შემდეგს!!!!!!!!!


ვაიი<3 <3 დიდი დიდი მადლობა შენ, ახლა ავტვირთავ მეორე თვს :)

qarishxali
როგორ მენატრებოდა თქვენი ისტორიებიი სულ ვნახულობდი მეთქი ხო არ დადოთქო და ახლა სათაური როგორც წავიკითხე ეგრევე მივხვდი ირინა იქნება ეს თქოო...როგორც ყოველთვის შეუდარებელიააა...ძალიან მომწონს kissing_heart

შობა-ახალ წელს გილოცავ,საუკეთესო სურვილებით


ჩემო საყვარელო. როგორ გამახარე შენი სიტყვებით ვერ გეტყვი <3 <3 მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი <3 <3

 


№17 სტუმარი Guest Anoni

შემდეგს მალე დადებ? ისე მაინტერესებს ვერ ვითმენ

 


№18  offline წევრი ირინა

Guest Anoni
შემდეგს მალე დადებ? ისე მაინტერესებს ვერ ვითმენ

davde ukve shemdegi. :)

 


№19  offline წევრი qarishxali

აუუუ გამახსენდა ეს ბიცჰი დუდა ლილეს ძმაა ხო?

მეორე თავი ჯერ არ წამიკითხავს და მაგიტო გეკითხები...თან 15 წლის შეყვარებული ყავდა...

 


№20  offline წევრი iry

ამის პირველ ნაწილს რა ქვია ??

 


№21  offline წევრი Chasing liberty

ეს აღარ გაგრძელდება???

 


№22 სტუმარი სტუმარი ლილე

აუუ მარტლაააა ძააან მაგარიაააა გთხოვვვ. მალე დადე რაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent