ნინი and დამიანე ( VI ნაწილი )
მანქანაში ჩავსხედით, დამიანემ წყნარი მუსიკა ჩართო. -დღეს სულ სახლში უნდა იყვე? -კი, რა იყო? -არაფერი, იქნებ გაგვესეირნა სადმე. -რავი, კარგი აზრია. -ძალიან კარგი._მანქანა გააჩერა, გადასვლას ვაპირებდი, რომ გამაჩერა. -ყავას არ დამალევინებ?_გამიღიმა. ეს ბიჭი აშკარად ჩემს აზრებს კითხულობს. -რა თქმა უნდა._გავუღიმე მეც. ჩემთან ავედით, მან სავარძელში დაიკავა ადგილი, სამზარეულოში გავედი და ყავა გავაკეთე. დამიანეს გვერდით მივუჯექი და ფინჯანი მივაწოდე. -რაღაც უნდა გკითხო._ჩემკენ მობრუნდა და ყავა მოსვა. -გისმენ, მკითხე._დავინტერესდი და მეც მისკენ მივბრუნდი. -ვინმე გყვარებია? -კონკრეტულად? -ბიჭი. -სიყვარული მაშინაა ნამდვილი ერთმანეთისთვის სიცოცხლესაც კი, რომ არ დაიშურებენ და ერთურთის ბედნიერებაზე იზრუნებენ. -ანუ მასე არ გყვარებია? -გიორგი მიყვარს მასე._გავუცინე, სერიოზული სახე მიიღო და წარბები შეკრა. -გიორგი? -კი ჩემი ბიძაშვილია და მიყვარს თან ძალიან._ამოისუნთქა და გაბრაზებულმა შემომხედა. -სამი დღეა გიცნობ და ნერვებს მიშლი უკვე და მერე რაღას მიზავ?!_გამეცინა, მაგრამ ვერ მივხვდი რა იგულისხმა ''მერე რას მიზავში''. -რას გულისხმობ? -მერე გაიგებ._თვალი ჩამიკრა და ცხვირზე თითი მომარტყა პატარა ბავშვივით. -დამპალო._გავებუტე, ხელები გულზე გადავიჯვარედინე და ზურგი შევაქციე. -ოო ნუ მებუტები ეხლა._ხმა არ გავეცი, ფინჯანი მაგიდაზე დადო, ჩემთან ახლოს მოიწია და ხელები მომხვია. თავი ჩემ კისერში ჩარგო და ოდნავ შემახო ტუჩები კანზე. -მაგას ნუ აკეთებ._ძლივს გასაგონად ვთქვი. -აღიარე, რომ გიზიდავ და გსიამოვნებს ჩემთან ყოფნა. -არაფერს არ ვაღიარებ. -მაშინ მე ვაღიარებ ერთ რაღაცას. -გისმენ. -მიზიდავ, მსიამოვნებს შენთან ყოფნა, შენი შეხება, სურნელი, ეს დაბუსუსებული კანი ჩემ შეხებაზე, რომ აქვს რეაქცია._გაიღიმა და კიდევ მაკოცა. ასეთი სასიამოვნო არაფერი მომისმენია, დაახლოებით ასეთი სიტყვები კი მაგრამ ინტონაციით და გრძნობით წარმოთქმული არა, ეს ბიჭი არა ამქვეყნიურია, ჩვეულებრივად შეუძლია ჩემი მწყობრიდან გამოყვანა და მე მას ვეჩვევი. -აფერისტო._გავიცინე და ხელზე ვუჩქმიტე. -ეხლა არ გამაბრაზო, ხომ იცი, რომ არ ვარ ვიღაც მატყუარა ......... ტიპი. -კი ვიცი, მაგრამ ეგ სიტყვები არაა საჭირო. -ანუ შემირიგდი? -კი._ჩამეხუტა და კისერში მაკოცა. -არ გინდა სახლი საახალწლოდ მოვრთოთ? -კი, რატომაც არა. -მაშინ წამოდი რაღაცეები ვიყიდოთ. -კარგი წავიდეთ._ფეხზე წამოვდექი, მობილურზე შეტყობინება მომივიდა, გავხსენი და წავიკითხე. -პატარა ქალბატონო, იმედია მალე წავა ეგ ტიპი არ მინდა, რომ რამე დაგიშავოთ._სავარძელზე დავვარდი, მობილური ხელიდან გამივარდა, დამიანემ მობილური აიღო და წაიკითხა, შემდეგ მაგიდაზე დადო და მე მომიბრუნდა. უსულოდ ვიჯექი და ერთ ადგილს ვიყავი მიშტერებული, არანაირი ემოცია, არც ტირილი, არც შიში იმის, რომ თურმე მითვალთვალებს და იცის დამიანესთან ერთად, რომ ვარ. იმ წამს მხოლოდ იმის შიში მქონდა, რომ შეიძლებოდა დამიანესთვის დაეშავებინა რამე. გვერდით მომიჯდა, ხელები მომხვია და ჩამეხუტა. -რამე თქვიი გთხოვ, ასე ნუ ხარ. -იცის ჩემთან, რომ ხარ. -ხოდა მეც გავარკვევ ვინ არის, ოღონდ გთხოვ შენ არ ინერვიულო. -მან შეიძლება რამე დაგიშავოს, გიჟი და ავადმყოფია. -ჩემზე ნერვიულობ? -კი._ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია და თვალი გამისწორა. -მოვაგვარებ და არ მოგცემ ნერვიულობის საშუალებას. -კარგი, ოღონდ ეხლა წავიდეთ იქ სადაც მივდიოდით. -მართლა? -კი მართლა. -კარგი წავიდეთ, ერთი პირობით. -რა პირობით? -გვერდიდან არ მომშორდები. -კარგი გპირდები._ქურთუკები ჩავიცვით და ბინიდან გავედით, კორპუსიდან გასვლისას დამიანემ ჰორიზონტი მოათვალიერა, წელზე ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა. -რას აკეთებ?_ვკითხე გაოცებულმა. -ვცდილობ ვიღაც გავაგიჟო._გამიცინა და თვალი ჩამიკრა. მეც ავყევი, ხელი მოვხვიე დამიანეს და უფრო მაგრად ჩავეხუტე. მანქანაში ჩავსხედით და საახალწლო რაღაცეების საყიდლად წავედით. მანქანა სადგომზე გააჩერა, გადავედით და შენობაში შევედით. ხელი ჩამჭიდა და არც ფიქრობდა გაშვებას, მეც ჩავჭიდე ხელი და აღარ მიფიქრია არაფერზე. ვიყიდეთ ნაძვის ხე, სათამაშოები, ნათურები, წვიმები და ათასი გასართობი რაღაც. -დამეხმარე რა? -რაში? -სეკრეტ სანტას პირობა უნდა შევასრულო და ვფიქრობ რა ვიყიდო. -ბიჭია? -კი. -მაშინ საათი უყიდე. -ამარჩევინე. -კარგი წამო._საათების მაღაზიაში შევედით, რამდენიმე საათი მოეწონა, გემოვნებაც მშვენიერი აქვს აშკარად. -დამიანე... -გისმენ. -საახალწლოდ რა საჩუქარი გინდა? -რატომ მეკითხები? -ისე უბრალოდ. -რავი არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, არავის ნაჩუქარს არ ვიყენებ. -და რატომ? -სულ ისეთ რაღაცეებს მჩუქნიან, რომ არ მომწონს და ყუთებით მიწყია ოთახში. -მაშინ მითხარი როგორი საჩუქრები მოგწონს. -უბრალო და აზრიანი. -აქსესუარები და ეგეთები? -სამაჯურები და საათები მომწონს და ყელსაბამები როცა ოფიციალურად არ მაცვია. -მაშინ ერთი ეგეთი საჩუქარი ჩემზე იყოს, საახალწლოდ. -კარგი. მაშინ მეც გიყიდი საჩუქარს. -არაა საჭირო. -კი საჭიროა. -მაშინ შენ აარჩიე არ მინდა ვიცოდე წინასწარ. -ანუ სიურპრიზები გიყვარს? -კი. -კარგი მაშინ ჩემით ავარჩევ. -ძალიანაც კარგი. -ვისი სანტა ხარ? -არ გეტყვი ეგ საიდუმლოა._ენა გამოვუყავი და მაღაზიიდან გავედი. ბოდიალს, რომ მოვრჩით მანქანაში ჩავსხედით და წამოვედით. ყველაფერი ჩემ ბინაში ავიტანეთ, დასასვენებლად, რომ დავსხედით შეტყობინება მომივიდა, აღარ მინდოდა ნახვა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. გავხსენი, იქ კი ჩემი და დამიანეს ფოტო იყო ხელჩაკიდულები, რომ დავდიოთ. -ის იქ იყო._სურათი ვაჩვენე დამიანეს, ფეხზე გაბრაზებული წამოხტა და მობილური აიღო. ვიღაცას დაურეკა და სამზარეულოში გავიდა, რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. -უნდა წავიდე. -რატომ? -ის ტიპი უნდა ვნახო. -საშიშია. -ნუ ნერვიულობ, იმისთვის მე უფრო საშიში ვარ შენ, რომ გაშინებს. -არ წახვიდე რა. -უნდა წავიდე. -მაშინ ჩამეხუტე._გაეღიმა, მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა. თითის წვერებზე ავიწიე და ყელში ვაკოცე, ღრმად ჩაისუნთქა და უფრო ძლიერად მომიჭირა ხელები. -არ ინერვიულო კარგი? -კარგი. -კარი ჩაკეტე იცოდე, რომ წავალ და მალე მოვალ. -კარგი, სანამ მოხვალ მე დავხატავ. -კარგი ჩემო გოგო._გამეღიმა მის ნათქვამზე თან მესიამოვნა. -შენო? -ეხლა არ გვინდა მაგის განხილვა. -კარგი ჩემო._გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე. ჩამეხუტა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა. კარი ჩავკეტე და მოლბერტს მივუჯექი, თვალწინ სულ ჩვენი ჩახუტება მედგა ამიტომ ჩვენი დახატვა გადავწყვიტე. ნახატში მხოლოდ დამიანეს სახე გამოჩნდებოდა, ასე გადავწყვიტე მე და ხატვა დავიწყე. დიდი სიფრთხილით დავხატე მისი ნაკვთები, დახუჭული თვალები, პატარა ცხვირი, ტუჩები და წვერი. ისე გავერთე მის ხატვაში, რომ ვერც მივხვდი დრო რანაირად გავიდა. ყავის გამო მოვშორდი მოლბერტს, უცნაური ხმა მომესმა კარზე. ვიღაც კარის გაღებას ცდილობდა, ჩუმად მივედი და მივაყურადე. ცოტახანში კი ხმა გავიგე: -პატარავ გამიღე კარი, სანამ გავბრაზდი._კარს მოვშორდი და დამიანეს დავურეკე. -ნინი. -დამიანე, ის აქ არის._ვუთხარი აკანკალებული ხმით. -დამშვიდდი, მელაპარაკე, მოვდივარ უკვე. -მეშინია. -ნუ გეშინია მე აქ ვარ._ვიღაცას რაღაც უთხრა, შემდეგ კი მანქანის ხმა გავიგე. -დამიანე მეშინია. -აქ ვარ ჩემო გოგო, ნუ გეშინია. მოვალ და ჩაგეხუტები ჩემო გოგო, დამელოდე კაი? -კაი დაგელოდები. -ბიჭები მოვლენ ეხლა, სამნი არიან: გოგა, დემეტრე და ანდრია. -კარგი. -დაგიძახებენ როცა იმ ტიპს მოაშორებენ. -კარგი, კარგი._გარედან ჩხუბის ხმა გავიგე და კართან მივედი. -ნინი გოგა ვარ, დამიანეს ძმაკაცი._კარი შეშინებულმა გავაღე, უცხო ბიჭი იდგა და დაძაბული სახით მიყურებდა. რამდენიმე წამში დამიანეც გამოჩნდა, ისე გამიხარდა მისი დანახვა, გავიქეცი და მოვეხვიე. ჩამეხუტა, ძალიან მაგრად ჩამეხუტა და კისერში მაკოცა. -წამოდი შევიდეთ._სახლში შევედით, სავარძელში ჩავსხედით, ხელი მომხვია და ისევ ჩამეხუტა. -შენ ხომ მის სანახავად წახვედი? -კი წავედი მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვისი ნომრიდან მოგწერა და ჩვენ ის ვიპოვეთ. -და ეხლა სად არის? -ბიჭები მიხედავენ, შენ არ იდარდო. უკვე დამთავრდა. -მადლობა. -არანაირი მადლობა._მზერა ნახატზე გადაიტანა, ფეხზე წამოვხტი და ნახატი ავიღე. -ჯერ არ დამისრულებია. -ჩემ სახეს მოვკარი თვალი. -მოგეჩვენა ალბათ._გავუღიმე და ნახატი ჩემების ოთახში შევიტანე. სავარძელში ჩავჯექი და სათამაშოების ამოლაგება დავიწყე ყუთიდან. -ანუ მოვრთოთ სახლი? -კიი. საახალწლო მუსიკა ჩავრთე და დავიწყეთ მორთვა, ორივემ სანტას ქუდი დავიფარეთ, მე ჩემი ნებით და დამიანეს ძალით დავაფარე. ნაძვისხე დავდგით, კედელზე ნათურები დავკიდეთ და რაზეც გვეყო ყველაფერი მოვრთეთ. გავერთეთ და დაღლილები დავსხედით სავარძელზე. ცოტახანი ვისაუბრეთ, შემდეგ კი სახლში წამიყვანა, სანამ მანქანიდან გადავიდოდი ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. ტკბილი ძილი მისურვა და წავიდა. ბედნიერი სახით შევირბინე სახლში, ყველანი მისაღებში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. მარინა და დავითი არა, ავთოს ბიჭები და ჩემი ორი გოგო. სალო ავთოს გვერდით იჯდა, დამინახა თუ არა წამოდგა და გვერდით გადაჯდა, ოპაა აქ რაღაც ხდება, გავიფიქრე და მათთან მივედი. -აბა თქვენ ორნი სამზარეულოში გამობრძანდით თუ შეიძლება?! -ნინი მგონი ხედავ, რომ ტელევიზორს ვუყურებ. -არ მაინტერესებს, ადექი._სამზარეულოში გავედით, ორივე ჩუმად იყო. -არ იტყვით არაფერს? -ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს._როგორც იქნა ამოღერღა ავთომ. -მერე მე მიმალავდით მაგას?_ვუთხარი ნაწყენმა და ფეხზე წამოვდექი. -კი. -კაი. მიხარია ერთად, რომ ხართ._სამზარეულოდან გამოვედი, ჩანთა ავიღე და ჩემ ოთახში ავედი. კარი ჩავკეტე, ყურსასმენები გავიკეთე და საწოლზე წამოვწექი. გონებაში გიჟურმა აზრმა დამკრა, ჩანთა და ქურთუკი ავიღე. ჩემი ოთახის ერთი პლიუსი ის იყო, რომ აივნიდან ჩასასვლელი კიბე ჰქონდა. აივანზე გავედი, კიბე ჩავირბინე და ეზოდან გავედი, დაცვის ბიჭებიც გავაფრთხილე, რომ არაფერი არ ეთქვათ. ტაქსი გავაჩერე, მძღოლს მისამართი ვუკარნახე და წავედით. რამდენიმე წუთში მივედით, თანხა გადავიხადე და მანქანიდან გადავედი. კორპუსში შევედი, ლიფტით ბოლო სართულზე ავედი და კარზე ზარი დავრეკე... *** გამარჯობათ. ავტორი: ნ.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.