ჩემი 1 საათიანი მონსტრი შეყვარებული (II თავი)
IIთავი დილით სასიამოვნო შეგრძნებით გავიღვიძე, სულელივით ვიღიმოდი და ვერაფრით ვერ ვაიძულე თავს დასერიოზულება. თითქოს, რაღაც ახალი და ძალიან საინტერესო იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რა ერქვა ამ სიახლეს ეგ კი არ ვიცოდი. -რაო?! როგოც ჩანს, გუშინ ჩემ გარეშე კარგად გაერთეთ, ისე იღიმები, მგონი ბევრი გამოვტოვე. -გამიცინა ოთახში იმ წამს შემოსულმა ნათიამ და ფქვილიანი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა. -რა დღეში ხარ გოგო შენ? რატომ ხარ სულ ფქვილში ამოვლებული? -ჯერ ისევ თვალების სრესვით და დაბოხებული ხმით ჰკითხა მარიამმა. -ეჰ, შევმცდარვარ, ამის სახეს თუ გავითვალისწინებთ, კარგად კი არა, მგონია ომიდან ახალჩამოსულია და მის კისერზე მილიონი თუ არა 1000 კაცის სიცოცხლე მაინცაა. -ჩაიბურდღუნა ნათიამ. -ომი კი არა, არსად შემხვდეს მეორედ თორემ... უუხ. -წამოხტა მარი საწოლიდან, სიმწრისგან კბილებში გამოსცა და ბრაზისგან დაკვესებული თვალები უსასრულობას გაუშტერა. -როგორც ჩანს, მარტო სვანური გენი არ მოქმედებს მკაცრ ხასიათზე, შენთვის ჰაერიც საკმარისია. -სიცილი ამიტყდა მე. -სისხლი ხო არ აგვეღო ჰა? როგორ გვაკადრა მაგ გარეწარმა, თავხედმა პრიმატმა ეგეთი რაღაც. -სიცილს არ ვწყვეტტდი მე. -აღარ მეტყვით კაცო რა მოხდა? -სულ დაიბნა ნათია, რომელიც ხან მე მიყურებდადა ხან გამწარებულ მარიამს. რამდენიმე წუთში მარიამმა ყველაფერი გაიხსენა და რა თქმა უნდა, თავისებური ინტერპრეტაციით მოუყვა ნათიას, რომელიც სიცილისგან მუცელზე ხელებს იჭერდა. -დედაა... ეგ გარყვნილები ეგენი, როგორ გაგიბედეს, ამ პატიოსან, ანკარა წყალივით სპეტაკ გოგოს ჰა...-შიგადაშიგ ჩააკვეხებდა ხოლმე ნათია და სწრაფი რეაქციით იცილებდა მოქნეულ ბალიშს. -არა ჩვენი ამბავი კარგი, მაგრამ შენ რატომ ხარ სულ ერთიანად ფქვილიანი? -ვკითხე, მას შემდეგ, რაც მარიმ მოყოლა დაასრულა და გაბრაზებული დასაძინებლად შებრუნდა. -რატომ და თქვენნაირი უსაქმური რომ არ ვარ მაგიტომ, დილით უთენია წამოვხტი და ნინა ბებოს მივეხმარე სახლის საქმეებში, ახლა კი კუბდარს ვაცხობთ. -ამ საუბარში პირველ სართულზეც ჩავედით და სამზარეულოში მოფუსფუსე ნინას გემრიელად ვაკოცე ლოყაზე. -ბეე... უყურებ შენ როგორი მეოჯახე გოგო ჩამოგიყვანე? -გავიკრიჭე მე და ახლად გაჭრილი კუბდარის ერთ ნაჭერს დავწვდი, მაგრამ ვინ მაცადა, ისე ჩამათათახა ნათიამ ხელში, რომ კუბდარი კი არა, დაობებული პურიც სანატრელი გამიხდებოდა მეგონა. -აჰა... ხომ ვამბობ არა, სვანური ჰაერი გავლენას ახდენს ხალხზეთქო. რამ დაგაგიჟათ და გაგამწარათ გოგო, ერთი ნაჭერი კუბდარი აღარ შემარგოთ რა. -ავბურდღუნდი და ნატკენი ხელი ნინას მივუტანე სახესთან. -ბეეე... ნახე, შენს ერთადერთ შვილიშვილს შესავე სახლში აჩმორებენ. -სასაცილოდ დავიწუწუნე და მტკივანი ხელი უფრო ახლოს მივუტანე სახესთან, მაგრამ ლამის მართლა სიმწრის ცრემლები წამომცვივდა, როცა ჩემმა მოღალატე ბებიამაც იგივე გაიმეორა და ხელზე გემრიელად დამცხო. -რა გჭირ ვაიმე... ცულს მოგიტანთ და თავი მომაჭერით ბარემ. -ცული არა შვილო, დიდი „დრუჟბა“ გვინდა, რომ შენს თავს მოერიოს. -გაეცინა ბებიაჩემს და გადაბჟირებულ ნათიას თვალი ჩაუკრა. -ესენი ნახეთ რა, ორი ერთზე ხომ? ამაში გამცვალე ბებო, ამ ქართლელ ტეტიაში?! -ამოვიკრუსუნე საცოდავად და ტუჩები დავბრიცე. -სხვათაშორის, ეგ ქართლელი ტეტია დილით მამლის ყივილზე წამოხტა ფეხზე, ჯერ სახლი დაალაგა, მერე ეზოს მოუარა, ნინა ბებოს წიწილების მოვლაში დაეხმარა, მარწყვის ნერგები მორწყო, ახლა კი კუბდარს უმზადებს თავის ორ ზარმაც დაქალს. -ერთ ამოსუნთქვაში მიაყარა ნათიამ და კმაყოფილებით და სიამაყით სავსე მზერით დამაჯილდოვა. -ჰაა... უყურებ ბებო რა გოგო ჩამოგიყვანე? ალალია რა ამაზე სოფელი, ერთი კაი საჯიშე ბიჭი მოვუძებნოთ და დავტოვოთ აქ, რას იტყვი ??? -არ ჩამოვრჩი არც მე და მომღიმარ ბებოს ხელი გადავხვიე. -შენ ჯიშს გავწყვეტავ ნიტა ბაბლუანო მოსიკვდილდი აქ. -საცემრად გამომიდგა გამწარებული ნათია. -გოგო, ხო არ გავიწყდება, რომ ჩემს ბებოსაც ესმის და ისიც ჩემი ჯიშისაა ჰა? -მტკივნეულ ადგილას მივაჭირე ფეხი და ღრმად ამოვისუნთქე, როცა ჩემი სიტყვები გაიაზრა და სირბილი შეწყვიტა. -ბეე... გესმის რა თქვა? -მაზოლზე ფეხი მივაჭირე. -ვირო მადლიო, ხომ გაგიგონია, ბებომ გიმასპინძლა, თბილად გექცევა, შენ კი მთელი ჩვენი ჯიში ამოწყვიტე ერთი ხელის მოსმით, არ გრცხვენია გოგო?! -ნათია თითქოს ჩემს სიტყვებს არც კი უსმენდა, ლოყები ჭარხალივით აუწითლდა და დაჟანგებული კარის ჭრიალივით მიჭრიალდა ბებიაჩემთან. -ნინა ბებო, მე... ცუდის თქმა არ მინდოდა, უბრალოდ გოგოები ასე ვხუმრობთ... მე... ბოდიშს გიხდით.. -ბლუყუნებდა ნათია საცოდავად და ბებიაჩემს თვალს ვერ უსწორებდა. -კარგი შვილო, რას მებოდიშები, ვიცი, რომ ცუდად არ გინდოდა თქმა. დამშვიდდი. -აწყნარებდა ბებო გულში ჩაკრულ, შერცხვენილ ნათიას და თან მე მიბრიალებდა თვალებს. -ოხ ნიტაა, შენ თუ კარგად არ მიგტყიპო ახლა ნახავ. -დამემუქრა მოხუცი, იქვე კუთხეში მიგდებულ ცოცხს დაავლო ხელი და ამჯერად ის გამომეკიდა. -რა ძალა გაქვს ქალო, მე ვერ დავრბივარ ასე, რატომ არ იღლები. -ვქოშინებდი და თან სიცილს ვერ ვწყვეტდი. -მოვიდე მანდ, თუ დაგიჭირე კარგი დღე არ დაგადგება, შე თხაო შენა , შე ჭინკა, უყურეთ ამას, როგორ აწვალებს ბავშვს. -დამყვებოდა ბებო ქოთქოთით და როგორც კი შევატყობიდი, რომ დაიღალა, სპეციალურად ვუნელებდი ნაბიჯს, რომ ამოსუნთქვის საშუალება მიმეცა მისთვის, შემდეგ კი ისევ მთელი სისწრაფით დავრბოდი მაგიდის გარშემო. -არ დაიღალე ბებო? კარგი რა... სიცილს ამოვაყოლე სიტყვები და უკვე გემოზე ატკივებულ მუცელზე მივიჭირე ხელი. -დაგღლი მე შენ, მოიცა... ის იყო მოხუცს ხელი უნდა წაევლო მაისურში, რომ მაგიდას თავი ვანებე და ეზოში გავვარდი. -მანდ გამასწრებ გგონია?? შე ყალთაბანდო, როგორ გამიგიჟე ის ანგელოზივით ბავშვი ჰა? -ქოთქოთს არ წყვეტდა ბებიაჩემი, მე კი სიცილისგან უკვე ფეხები მებლანდებოდა. -კარგი ხო, აღარაფერს ვიტყვი, დაიტოვე ნათია შენთვის და ეგ იყოს შენი შვილიშვილი. მაგიტომ გითხარი წეღან, კაი საჯიშე ბიჭი არ გეგულებათქო? აქვე იყოლიებდი და მაგიტომ რა...-სიცილის ახალი პარტია წამოვიწყე. -უუხ შე მაიმუნო ჰა... თუ დაგიჭირე, კარგად მიტყიპვას ვერ გადამირჩები იცოდე. -ქოთქოთებდა ბებო. - ის იყო მარცხნივ დავაპირე გაქცევა, რომ ჩემი სახლის ღობეზე იდაყვებით ჩამოკიდებულ დუდას მოვკარი მზერა. თავი მარჯვენა ხელზე ჰქონდა მიყრდნობილი და თბილი ღიმილით გვადევნებდა მე და ბებოს თვალს. ისე გამაკანკალა, სირბილის გაგრძელება ვეღარ შევძელი, ფეხები ერთმანეში ამებლანდა და მიწაზე გავადინე ზღართანი. სიმწრისგან იმხელა ხმაზე დავიჩხავლე, სავარაუდოდ, კლდეებზე მფოფხავი ჯიხვებიც კი დავაფრთხე. -ნიტა... ცოცხალი ხარ? -მომვარდა ბებიაჩემი, მაგრამ ჩემი გადმობრუნება ვერ მოახერხა. -ნიტაა...ხომ კარგად ხარ? -გავიგე ნაცნობი ბარიტონი და სიმწრით დავაშორე წამწამები ერთმანეთს. -დუდაა... ამოვიხავლე საცოდავად და გადმობრუნება ვცადე, მაგრამ ამაოდ. -ნინა ბებო დილამშვიდობი, მე დაგეხმარებით, თუ წინააღმდეგი არ ხართ. -მიუბრუნდა ბებიაჩემს და ამაზე კი უკვე თვალები ვჭყიტე.-მოიცა, ეს რა ბებიაჩემს იცნობს? -გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ სანამ ფიქრს დავასრულებდი, უწონადობის გრძნობა დამეუფლა, გარშემო მიმოვიხედე და როცა დუდას მკლავებში აღმოვაჩინე საკუთარი თავი, ხმელეთზე ამოგდებული თევზივით ავფართხალდი. -მოისვენე გოგო, ნუ მომირწყე მთელი ეზო სისხლით. -გაიცინა ბებიაჩემმა და სახლში შეუძღვა დუდას. წამით გავჩერდი და ბიჭს მოვავლე მზერა, ტუჩის კუთხესთან ღიმილი დასთამაშებდა, დიდი მომწვანო თვალებით ბებიაჩემს გაჰყურებდა, რომელიც გზაც უჩვენებდა, მაგრამ ალბათ, გრძობდა, რომ ვუყურებდი და უფროდაუფრო მეტად ეღიმებოდა. მზისგან გახუნებული, ჩალისფერი დატალღული თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი და გარუჯულ კანს უფრო მეტად გამოკვეთავდა. სახიდან მის ყელზე გადავიტანე მზერა და კინაღამ გული გამისკდა, როცა ცისფერი არტერია დავინახე, მსუბუქად რომ ფეთქავდა, თვალს არ ვაშორებდი, მის კისერს, მაგრამ ამჯერად მე ვიგრძენი დაჟინებული მზერა და როცა ზევით ავიხედე, მის უზარმაზარ, მწვანე თვალებს წავაწყდი და ამჯერად უკვე დაუფარავად მიღიმოდა. ის იყო, ხმის ამოღება განვიზრახე, რომ დუდამ თავი გააქნია და შეეცადა, შუბლზე ჩამოყრილი თმა გვერდზე გადაეყარა, მაგრამ არ გამოუვიდა, რამდენიმე წამში ეს ქმედება ისე გაიმეორა, თუმცა ისევ უშედეგოდ. არ ვიცი რა დამემართა, არ ვიცი, რაზე ვფიქრობდი, მაგრამ ნატკენი ხელი კანკალით ავწიე, სახესთან მივუტანე და თმა გვერდზე გადავუწიე. ვიგრძენი, როგორ გააკანკალა, ჩემი თითების შეხებისას, როგორ დაეძაბა მთელი სხეული, წამით ადგილზე გაშეშდა და გაოგნებული ჩამაშტერდა თვალებში, არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით ასე, მაგრამ ფიქრიბისგან ბებოს ხმამ გამოგვარკვია. -დუდა, აქ მოიყვანე შვილო. -დივანზე მიუთითა მოხუცმა და ბიჭიც მაშინვე გონს მოეგო, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და დივანზე ფრთხილად მიმაწვინა. -ნინა ბებო, წამლების ყუთი თუ გაქვთ მომიტანეთ და ამ ჭრილობებს დავუმუშავებ.-მიუბრუნდა დუდა ბებიაჩემს. -მერე გაგეგება შვილო შენ ეგეთების რამე? -კი, ვარჯიშზე, ყოველდღე მსგავს მდგომარეობაში ვვარდები და ჩემდაუნებურად ვისწავლე. გაუღიმა მოხუცს. -უფ, შენ გაგახარებს ღმერთი შვილო, თორემ მე ისე ავნერვიულდი, ვერაფერს მოვახერხებ ასე მგონია.-დალოცა მოხუცმა და წამლების ყუთის მოსატანად წავიდა. -გამარჯობა.-მისაღებში შემოვიდნენ ნათია და ნახევრად გამოფხიზლებული მარიამი და გაოცებულები მოგვაჩერდნენ. -დილამშვიდობის გოგოებო. -გაუღიმა დუდამ.-ჯანდაბა, ჯოჯოხეთში უნდა მოხვდე ასეთი ღიმილისთვის. -გავიფიქრე ჩემთვის და ნინას გავხედე, წამლების ყუთით ხელში რომ მოაბიჯებდა ჩვენკენ. -ახლა ცოტა აგეწვება. -მითხრა დუდამ ისე, რომ ჩემთვის ზედ არ შემოუხედავს და რაღაც გამჭვირვალე სითხე დაასხა ბამბაზე. მე ყურადღება არ მიმიქცევია მისი ნათქვამისთვის, ცალი თვალით. ბებიაჩემთან მოლაპარაკე დაქალებს ვუყურებდი, რომლებიც აშკარად რაღაცაზე დამცინოდნენ, და ბებოსაც აქეზებდნენ. -აააააააააა................ -ავკივლდი ბოლო ხმაზე და გულდაწყნარებულ ჯიხვებს ისევ ახლიდან გავუსწორე შიშისგან რქები. -დამეწვაა, შენ ნორმალური ხარ საერთოდ? -შევუღრინე დუდას, რომელიც უკვე სულს მიბერავდა გადატყავებულ მუხლზე. -მე გითხარი, რომ დაგეწვებოდა. -ამომიბღვირა ქვევიდან, მერე კი ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. -მერე ისე ქენი, რომ არ დამეწვას.აააააააააააააააააააააააა................-სიტყვის დასრულება არ მაცადა, ისევ ჭრილობის დამუშავება განაგრძო, სიმწრისგან თმაში ჩავაფრინდი ორივე ხელით და რაც ძალა მქონდა მოვქაჩე. -აააააააააააააა................. -აღრიალდა ბოლო ხმაზე და სიმწრისგან ამჯერად მან მომაჭირა სპირტით გაჟღენთილი ბამბა გადატყავებულ მუხლზე. ტკივილისგან უარესად მოვქაჩე თმაზე და ვიგრძენი, რომ ბღუჯად გავაცალე, ლამაზი კულულები. -გამიშვი გოგო ხელი...... ღრიალებდა და უფრო მეტად მაჭერდა ბამბას მუხლზე. -და აიღე ეგ ბამბა ჩემი ფეხიდან..-აააააა..........-ვკიოდი და მთელი ძალით ვებღაუჭებოდი თმაზე. -ნიტა შემომაკვდები. აააააააა- გამიშვი გოგო ხელები... მომძვრა თავი... -არც ის ჩუმდებოდა. -ჯერ შენ გამიშვი.. არ ვუთმობდი არც მე. იმხელა ხმაზე გავკიოდით, რომ თვალის დახამხამებაში, დუდას მთელ გუნდს, დაფეთებულ მეზობლებს, დაფეთებული მეზობლების დაფეთებულ ძაღლებს, ჩემს მისაღებში მოეყარათ თავი და გაოცებულები შეყურებდნენ სანახაობას. -არ გამიშვებ ხო ხელს? -სიმწრისგან ამოიხრიალა დუდამ და ჯიბრზე უფრო მეტად მომაჭირა ხელი მუხლზე, მეც სხვა რა გზა მქონდა დარჩენილი, დასაკლავად განწირული ღორივით ავჩხავლდი და დარჩენილი ძალით მოვქაჩე თმა..... -ამის დედაააააც........ იღრიალა გამწარებულმა, სავარაუდოდ ეს მოქაჩვა ყვლაზე მწარე აღმოჩნდა, რადგან ორივე ხელი ავტომატურად გამეშვა მისი თავიდან და მუშტებს რომ დავხედე, ბღუჯად მეკავა მისი თმა.. -ისა... ვითომ ცხვარი ხარ და დაგცხა და მწყემსმა გაგკრიჭა რა, ეგრე არ კრეჭენ ხოლმე მთაში ზაფხულობით ცხვარს... -გავეკრიჭე დუდას და ორივე მუშტი ზურგს უკან წავიღე, რომ ჩაბღუჯული თმით უფრო არ გამეღიზიანებინა. -ცხვარი ხო? მე შენ გიჩვენებ ახლა ცხვარს. -ამოიგმინა, სანამ აზრზე მოვიდოდი ზურგზე მომიგდო და ისე გააბოტა ეზოში, ხალხისთვის ყურადღება არ მიუქცევია. -ეეე, დევო, დამსვი დროზე, ვერ ხედავ, სისხლისგან ვიცლები. არ შეიძლება ჩემი წვალება. ვფართხალებდი მე და დასისხლიანებულ მუხლებს მაისურზე ვაწმენდდი. -ეე... სინაზის ეტალონო, რომ გამამელოტე ეგ არაფერი ხომ? ახლა გიჩვენებ სეირს. მე თუ ცხვარი ვარ, შენ გოჭი ხარ, მაინც დასაკლავი გოჭივით ღრიტინებ. -ჩაილაპარაკა უცებ, და სანამ პასუხს გავცემდი, ვიგრძენი, როგორ გამომეცალა საყრდენი, წამის მეასედში, კი რაღაც ბლანტში მოვადინე ზღართანი. -აჰა, იჭყუმპალავე რამდენიც გინდა, მითხრა ნიშნის მოგებით და ხელები კმაყოფილმა შემოიწყო დოინჯად. -წამით თავი ხელში ავიყვანე და არსებული გარემო შევაფასე და კინაღამ სიმწრისგან გავსკდი, როცა საკუთარი თავი სახლის უკან არსებულ, ღორებისთვის განკუთვნილ ტლაპოში აღმოვაჩინე. (მოგეხსენებათ, ვისაც სოფელში ღორი გინახავთ, როგორ უყვარს ტლაპოში წოლა, ჰოდა ნინასაც ერთი ღორი ჰყავდა და მისთვის სპეციალურად ჰქონდა დათმობილი უკანა ეზოს საკმაოდ დიდი ტერიტორია, რომელიც დიიდ, უზარმაზარ ტალახის გუბედ იყო ქცეული და ჩვენი ღრუტუნა ცხოველიც ისეთივე სიამოვნებას იღებდა ხოლმე იქ ნებივროვით, როგორსაც დაღლილი ადამიანი ღებულობს ჯაკუზიში წოლისას). -შენ.... შენ ხო არ გადაირიე... -იმხელა ხმაზე ვიკივლე, ჩემს გვერდით მშვიდად მწოლიარე ღორს გული გაუსკდა, შეშინებული წამოხტა და ღრუტუნით გავარდა გარეთ. უარესად გავმწარდი, როცა დუდას კმაყოფილ ღიმილს და უკვე ეზოში გამოკრეფილი ხალხის თავშეკავებულ სახეებს წავაწყდი, რომ არ გასცინებოდათ. ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე და ის იყო, სამშვიდობოს გამოვედი, რომ ტალახზე ფეხი ამისხლტდა და ამჯერად სახით ჩავეფალი ტალახში. რამდენიმე წამი დამჭირდა გონზე მოსასვლელად, აღარც ტკივილი მახსოვდა, აღარც სირცხვილი, გაფუჭებული ჟიგულივით ვბუქსაობდი ტალახში და ვცდილობდი, როგორმე წელში გავსწორებულიყავი. როგორც იქნა. საწადელი ავისრულე, ერთიანაც ჩურჩელასავით ტალახში ამოვლებული ფეხზე წამოვდეგი, ცახლი ხელით სახიდან შეძლებისდაგვარად ჩამოვიწმინდე ტლაპო, მეორე კი დოინჯად შემოვიდე. მაქსიმალურად მკაცრი და დამაჯერებელი ტონი მივიღე და თითი დუდასკენ გავიშვირე. -მე თუ შენ დღევანდელი საქციელი არ განანო, ნიტა ბაბლუანი არ ვიყ....ვაი.ვაიიიი,,, ვაიმეე... ჩემი მკაცრი ტონი სადღაც გაქრა, როგორც ბეჰემოტი ყინულზე, ისე ავსრიალდი ტალახში და ისევ სახით ჩავეხეთქე ტლაპოში. ამჯერად კი უკვე ვეღარ შეიკავა ვერავინ სიცილი. ერთიანად ახარხარდა ყველა, რის ვაივაგლახით ამოვწიე თავი ტალახიდან და ფეხზე წამოდგომის მცდელობა საერთოდ ამოვიგდე თავიდან, მყარად დავჯექი ტლაპოში და მობეზრებულმა დავიწყე ლოდინი, როდის დამშვიდდებოდა მაყურებლებიდან რომელიმე, და დამეხმარებოდა იქიდან ამობობღებაში. სიცილისგან სულს ვეღარავინ ითქვამდა და ჩემს გარდა ვერც ვერავინ ამჩნევდა, ეზოში მორბენალ დაბნეულ და შეშინებულ ღორს, რომელსაც თავის სახლში უნდოდა დაბრუნება, მაგრამ ამდენი ხალხი უფრო აფრთხობდა და არ იცოდა რა გაკეთებინა, ბოლოს, როგორც იყო, მოიკრიბა ღორებისთვის დამახასიათებელი სივაჟკაცე და გამბედაობა და ტლაპოსკენ აიღო გეზი, რომ ამ გზის გავლით გაქცეულიყო სახლისკენ, თუმცა მეზობლის ძაღლმა შეჰყება და ძლივს გამბედაობამორებილი ცხოველი, ისევ ააღელვა და ააფორიაქა, მანაც მთელი ძალით აკრიფა სიჩქარე და პირდაპირ ჩემ წინ მდგარი, დოინჯ შემორტყმული, კმაყოფილი დუდასკენ აიღო გეზი, მთელი ძალით დაეტაკა ფეხებში და ჰოპ.... წამის მიასედში ჩემმა საყვარელმა ღრუტუნამ ჩემ მაგივრად იძია შური და ვაჟბატონი ჩემ გვერდით აღმოჩნდა ტლაპოში ცხვირით ჩარგული. ცხოველმა კი, სირბილის შეუნელებლად გადაკვეთა წუმპე და საღორეში შერგო თავი, საიდანაც ეჭვი მაქვს, ღორების ფსიქოლოგის კონსულტაციის გარეშე ვეღარასდროს გამოყოფდა ცხვირს. ამჯერად მე ამიტყდა ისტერიული ხარხარი,ჩემთან ერთად კი ჩვენს მაყურებლებს, რომლებიც უკვე მიწაზე ხოხავდნენ. -რაც პატრონი, ის ღორი. -ამოიხვნეშა დუდამ და სახიდან ტალახი მოიშორა ცალი ხელით. რამდენიმე წუთი ვისხედით და ერთმანეთს ვათვალიერებდით, შემდეგი კი ჩვენსავე თავებზე და საქციელზე ოდნავ გაგვეღიმა, ღიმილი კი არანორმალურმა ხარხარმა შეცვალა და ამჯერად უკვე ნებით ვგორავდით სიცილისგან ტლაპოში და იმისი თავი არ გვქონდა , რომ ზემოთ როგორმე ამოვსულიყავით. დაახლოებით ათ წუთიანი ცრემლებიანი, ყვირილიანი, ისტერიკიანი , ხავილიანი სიცილის შემდეგ დუდას გუნდელებმა დაგვდეს პატივი და ტლაპოდან ამოგვათრიეს. თუმცა სახლში არ შეგვიშვეს. -არა შვილო, რას ლაპარაკობ, 60 წლისა ისე გავხდი ჩემს სახლში არც ერთ ცხოველს არ გაუვლია და ახლა თქვენ როგორ შეგიშვებთ. დაგვცინოდა ბებიაჩემი და სიცილისგან უარესად ძალაგამოცლილ მარის და ნათიას ეყრდნობოდა. -აბა რა ვქნათ, არ დავიბანოთ? -ამოვიხავლე საცოდავად. -კი, მაგრამ ჯერ გარეთ, რომ ცოტათი მაინც ჩაიშოროთ ეგ ტალახი და უკვე მერე შედით სახლებში. -დაგვარიგა ბებიაჩემმა. -სად გარეთ, ნინა ბებო?! -ამჯერად დუდამ დაუსვა კითხვა და მე კიდევ ერთხელ წამსკდა სიცილი, როცა მისი და ღორის დუელი გამახსენდა. -სად და ჩვენს ეზოში შვილო, ნათიამ დილით მარწყვები მორწყო და წყლის მილი ისევ ონკანზეა შეერთებული, ჰოდა, შეგიძლიათ ცივი წყალი გადაივლოთ და მერე უკვე მშვიდად მიიღოთ აბაზანა. დაგვარიგა ბებომ, მარწყვის ბუჩქთან მიგდებულ მილზე მიგვითითა, თვითონ ჯერ ისევ ეზოში თავმოყრილ მოცინარ სტუმრებს შინ შეუძღვა, კუბდარით გასამასპინძლებლად. ერთმანეთის მოპირდაპიედ მხოლოდ მე და დუდაღა დავრჩით. -ჯერ მე დაგეხმარები და მერე შენ კარგი? -ვკითხე მე და ონკანი მოვუშვი. -კარგი. -გამიღიმა ბიჭმა და ტალახიან სახეზე უფრო ნათლად გამოაჩინა მძივივით ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები. ხელის ერთი მოსმით გადაიძრო ჭუჭყიანი მაისური და მორჩილად დამიდგა წინ. გულის ფეთქვის სისწრაფემ აშკარად იმატა ჩემს სხეულში. ღრმად ჩავისუნთქე და წყლის მილი დუდასკენ მივმართე. -ააა.. რა ცივია... გააკანკალა მას და სიცივისგან ხელები ტალახიან მუცელზე გადაიტარა. მეც გამაკანკალა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ეს სიცივით არ იყო გამოწვეული. -ნიტაა.. მოდი რა, ჯერ თავზე გადამავლე წყალი და მერე ტანზე. -აა..ჰოო. -ვუთხარი დაბნეულმა და ვცადე თითისწვერებზე დამდგარი მაინც მივწვდომოდი დუდას თავზე, მაგრამ ვერა, ძალიან მაღალი იყო. -ვერ გწვდები..-ამოვიბუზღუნე მე და ისევ მყარად დავდექი მიწაზე. დუდას უბრალოდ გაეღიმა. წინ გადმოიხარა , 90 გრადუსიანი კუთხე გააკეთა და თავი ლამის ჩემს მუცელთან მოიტანა. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე ღრმად და ამჯერად უკვე თავისუფლად გადავავლე თავზე წყალი. იმის მიუხედავად, რომ ფეხები მხრების სიგანეზე ჰქონდა დადგმული, ძირს დავარდნილი წყლის წვეთები, შხეფებად მაინც ესხმებოდა წვივებზე და ჭუჭყიან სითხეს ძირს, მიწისკენ უბიძგებდა. დუდა სწრაფად ისვამდა თმაზე ხელებს და ცდილობდა მაქსიმალურად გაეთავისუფლებინა ტალახისგან, რამდნიმე წუთში წელში გასწორდა და ამჯერად ტანის დაბანაზე გადავედით. -ჯადაბა... პოსეიდონია? რა უბედურებაა.- გავიფიქრე მე, როცა მისი უკვე სუფთა, დაკუნთული მუცლის პრესი და დაძარღვული მკლავები დავინახე. თითქმის სუნთქვა შეკრული, ხმა ამოუღებლად ვეხმარებოდი დუდას და როგორც იქნა, მორჩა დაბანას. -შენი ჯერია. მითხრა ტრადიციული ღიმილით და სანამ პასუხს გავცემდი, წყლის მილი ჩემი თავისკენ მომართა. წყლის გამჭვირვალე წვეთები თმაზე შემხმარ ტალახს ერწყმოდა და ჭუჭყიან სითხეს ჩემი სახისკენ უშვებდა, წყალი ისეთი ცივი იყო, ხელების გამოძრავებასაც კი ვერ ვახერხებდი, რომ სახე ჩამომებანა, მაგრამ სანამ აკანკალებული, გონს მოვიდოდი, ლოყაზე თბილი ხელის შეხება ვიგრძენი. გაოგნებულმა ავიხედე ზევით, სადაც მომღიმარი დუდა შემხვდა, რომელსაც ცალი ხელით წყლის მილი ეჭირა, მეორე ხელით კი ჩემი სახის ჩამობანას განაგრძობდა. ისე გამაჟრიალა, ბიჭს ლამის მილი გავაგდებინე ხელიდან. -გცივა ხო? -მკითხა შეწუხებულმა და დაწყებული საქმე განაგრძო. -კი..-ამოვიხავლე საცოდავად. -რა ლამაზი ხარ ნიტა...- ამოიჩურჩულა დახშული ხმით, როცა სახე მთლიანად გამისუფთავა და უკანასკნელად ჩამომისვა საჩვენებელი თითი ლოყაზე. კიდევ ერთხელ გამაჟრიალა, როცა მის მწველ თვალებს გადავაწყდი. -უფ, როგორ დაცხა არა? ვკითხე შეცბუნებულმა და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი. -ჰოო?? ანუ შენ ახლა გცხელა ხომ? -მკითხა შეპარული ღიმილით და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა სწრაფად. ძლივს გადავაგორე ყელში გაჩხერილი ნერწყვი. -კი, რავი. -გაგარილებ მაშინ. მითხრა სიცილით , წყლის მილს ნაპირზე თითი მიაჭირა, და წყლის შხეფები ჩემკენ გამოუშვა მთელი სისწრაფით. ორივეს სიცილი აგვიტყდა ჩემ წკმუტუნზე. რამდენიმე წუთში ორივე აკანკალებულები, მაგრამ სუფთები ვიდექით ეზოში და წყლის წვეთები გვდიოდა წურ-წურით. -გაცივდებით შვილო ასე, დროზე ახლა ცხელი წყალი გადაივლეთ და მერე ნახეთ ერთმანეთი. უცნაურად ჩაიცინა ბებომ და სახლისკენ გზა გამითავისუფლა. -ნიტაა, საღამოს გავისეირნოთ გარეთ? -მკითხა ღობეს მიახლოვებულმა დუდამ. -კი.. გოგოებსაც ვეტყვი და .. -კარგი, მე ბიჭებს ვეტყვი. დროებით ანუ, საღამოს გამოგივლით. -კარგი. ვუთხარი ღიმილით და ისიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული მოძრაობით გადახტა ღობეზე. -კი მაგრამ , ამ სახლს ჭიშკარი არ აქვს? რატომ დახტუნაობს სულ ამ ღობეზე? -ჩავილაპარაკე ჩემთვის და ვერშეკავებული ღიმილით შევედი სახლში. -ეგაც შენი კარგი საჯიშე ბიჭი. მომესმა ზურს უკან ნინას ხმა. -რაა?! -შევუბრუნდი გაოცებული. -არა, არაფერი ბებო, არაფერი, მიდი წყალი გადაივლე დროზე, თორემ გაცივდება. მითხრა ბებომ სიცილით და სანამ კიდემ რამეს ვეტყოდი, სამზარეულოს კარს მიღმა გაუჩინარდა. @@@ -ნიტაა... -ბურანში ბუნდოვნად ჩამესმა მონატრებული ხმა. ნელა დავაშორე წამწამები ერთმანეთს და ჩემკენ მოჩერებულ დიდ, მწვანე თვალებს წავაწყდი. -მე... მე მეგონა, დამესიზმრე...- ვუთხარი თვალების ფშვნეტით დუდას და სავარძელში გავსწორდი, რომელიც უკვე წელს მტკენდა ამდენ ხნიანი მგზავრობის შემდეგ. -არა, არ დაგსიზმრებია, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მართლა ერთად ვართ თვითმფრინავში და რამდენიმე წუთში თბილისის აეროპორტშიც დავეშვებით. -ჩამოვედით უკვე? -ვიკითხე გაოგნებულმა. -კი ჩამოვედით და მთელი ამ დროის განმავლობაში შენ არც ერთხელ არ დამლაპარაკებიხარ, სულ გეძინა. -თითქოს მისაყვედურა და ისევ ისე გაბუშტა ტუჩები, როგორც წლების წინ აკეთებდა ხოლმე. უნებურად ჩამეღიმა. -ჰო... მგზავრობა ძალიან მღლის და ჩამეძინა, თან არ ვფიქრობ, რომ რამეზე იყო ლაპარაკი საჭირო. -ხოო? მე კიდევ მინდოდა შენთან ლაპარაკი. -მითხრა და დაჟინებით მომაშტერდა. -მაინც რაზე? -დავინტერესდი და იმის მიუხედავად, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, თავს მძინარედ ვაჩვენებდი , შემდეგ კი მარლა ჩამეძინა, ინტერესი ვერ დავმალე. -არ ვიცი, იქნებ წარსულზე? -მკითხა შეპარვით. -არა, წარსულზე საუბარი ნამდვილად არ მინდა, ამიტომაც გადავწყვიტე მთელი ფრენის მანძილზე ძილი. -ვუთხარი ოდნავ ბრაზმორეულმა. -მართალი ხარ, ბოდიში. მაშინ არ ვიცი, იქნებ ის მაინც მითხრა, რა გესიზმრებოდა? მკითხა ხმაჩახლეჩილმა. -რატომ მეკითხები? -უბრალოდ ძილში იღიმოდი და დავინტერესდი. -ჰოო... არ ვიცი, რაღაცები გამახსენდა და ალბათ, მაგიტომაც მეღიმებოდა. -აუუ.. შენ წეღანაც ასე მითხარი, რაღაცაზე რომ ფიქრობდი, მაგრამ ის კი არ მითხარი რაზე. ახლაც იგივეს აკეთებ ოოო...-აბუზღუნდა დუდა სასაცილოდ, ის იყო, რაღაცის თქმა განვიზრახე, რომ სტიუარდესამ ღვედების შეკვრა გვთხოვა, რადგანაც უკვე თბილისის აეროპორტში ვეშვებოდით. -ღელავ? მკითხა დუდამ ღიმილით. -ჰოო.. ცოტას. შენ? -მეც ეგრე... დაასრულა თუ არა სიტყვა, ვიგრძენით, როგორ დაჯდა თვითმფრინავი მიწაზე, მაგრამ როგორ აიჭრა ჩემი ემოციები მღელვარებისგან ცაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.