შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაწუნებული სარძლო (თავი 4)


7-01-2017, 20:14
ავტორი qetusia
ნანახია 2 469

როდის შეწყვიტა თიკამ ტირილი?!
არვიცი!
რა ატირებდა?!
არვიცი!
იქნებ ეს შიში იყო, ის შიში ადამიანების დაკარგვის საფრთხით გამოწვეული, იქნებ დღევანდელმა დღემ თიკაში რაღაც შეცვალა?!
არვიცი!

დილით გიორგი და დედამისი წავინენ, სახლში უნდა მისულიყვნენ, ალბათ მათ უბანში უკვე სიტუაცია დაწყნარდა და მალე ქალაქი ისე დავივიწყებდა ამ აფეთქებას და დაღუპულებს თითქოს არც მომხდარიყო, ეს ხომ ქართველების სენია, მინიმუმ 2 კვირა ისაუბრებენ ამ საკითხზე და მერე სამუდამოდ დაივიწყებენ და ალბათ არც გამოძიება მოიკლავს თავს დიდად იმის გარკვევით რამ გამოიწვია აფეთქება და რატომ დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები.

-მარია წამო რა ზღვაზე გავიდეთ.
-კარგი!
კვლავინდებურად თიკამ ზღვაში შეცურა, მარია ნაპირზე დაჯდა და ცრემლები ისე წამოუვიდა თავადაც ვერ მიხვდა....
-რა გატიერებს წიწილა?
-ზღვამ ჩაყლაპა.
-რა?
-ზღვამ ჩაყლაპათქო!
-რას ბოდავ?
-დემეტრე? შენ ამას ვერ გაიგებ!
-რას ვერ გავიგებ?
-რა მოხდა....
-შენ მე რა უგრძნობი გგონივარ გოგო, მომიყევი რაგჭირს.
-ნუ მბრძანებლობ.
-კარგი, მაპატიე.
ისევ ხელში აიტაცა მარია და ზღვაში ჩააგდო, თუმცა საქმე ისე მარტივად არ იყო როგორც პირველ შემთხვევაში... კადრები აირია და გაუჩერებლად იმეორებდა ბარბარეს... კვალავ წყლიდან აათრია დემეტრემ და ცხოვრებაში პირველად ამოიკითხებოდა მის თვალებში შიში...
-არასოდეს! არასოდეს აღარ გაბედო და არ მომეკარო, არ გაბედო და არ დამელაპარაკო, წადი ჩემი ცხოვრებიდან!
ახლა რასაც გეტყვით გაგიკვირდებათ, მაგრამ იმ მომენტში დემეტრე ადგა და წავიდა... რატომ წავიდა? ეგ არვიცი... არადა ხომ ამბობდა ამ გოგოს გული უნდა მოვიგოვო... სად წავიდა? არვიცი. ფაქტია დემეტრე მაშინ წავიდა, იქნებ რაღაც იცვლებოდა მასში ან უბრალოდ ახალი ბოროტება ჩაიფიქრა. არვიცი....
-თიკა წავედი!
თიკა გეგასან ერთად იყო და ვერ გაეგო რა მოხდა მანამდე.
-კაი მარ ეტყობა მოიწყინე.
-ჰო გულისწყვეტით თქვა და გულის სიღრმეში გაბრაზდა კიდეც, რომ ვერაფერი შეამჩნია.
კვალავ დღიური გადმოიღო: ,,აღარ შემიძლია ბარბარეზე ფიქრი და მოგონებები მტანჯავს, ზღვამ ჩაყლაპა! 4 წელი გავიდა და მე მაინც ვერ ვიშუშებ იარებს, ყოველ ღამე მესიზმება რომ ბარბარე ცოცხალია, რომ ბარბარე დაბრუნდა მაგრამ...’’
წერა ბოლომდე კვლავ ვერ დაასრულა, ისევ თიკა მოვიდა, მაგრამ თიკას გარდა გეგა გიორგი და კიდევ ბევრი უცხო ადამიანი იყვნენ... მარიას დაუძახა და სუფრის გაშლა დაიწყეს, ყველა გაიცნო მარიამ და ისე იქცეოდა თითქოს ის საშინელი მოგონებები არ ტანჯავდა.
იმ დღეს მშვენივრად გაერთო მარიაც. დაახლოებით 11 საათზე დაიშალნენ თიკა დასაძინებლად წავიდა, მარიამ ფილმი ჩართო და უცებ ოთახში დემეტრე შემოვარდა... მარიასთან მივიდა და ბოდიში მოუხადა შემდეგ სკამზე ჩამოჯდა და ამბის მოყოლა დაიწყო: ,,მარია გახსოვს 14 წლის რომ იყავი და რომ ჩაგეხუტე იმ ღამით ეს რატომ გავაკეთე? მომწონდი მარია, სიგიჟემდე მომწონდი, შენ ყურადღებას არავის აქცევდი და მეგონა შახუტებით მაინც მივიქცევდი შენს ყურადღებას, ბაღიდან გიცნობდი შენკი მთელი ეს წლები მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდი, წელსაც რომ არ დაგლაპარაკებოდი შენ არცკი შემიმჩნევდი, ჰო მარია არ გატყუებ ბავშვობიდან მომწონდი, მე ჯერ კიდევ ხუჭუჭა მარია მახსოვს ბაღში ბორში რომ გადავასხი.
დაბნეული უყურებდა მარია, ვერაფერი გაეგო... მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დაარღვია სიჩუმე.
-რაღა დროს 14 წელია ან ეგ რამ გაგახსენა? მაშინ პატარები ვიყავით და სულაც არ ვნანობ რომ არ გელაპარაკებოდი.
-რატომ?
-წინა დღეს გთხოვე ზღვაში არ ჩამაგდოთქო, მაინც ჩამაგდე, მერე მოხვედი მოდიში მომიხადე, ახლაც იგივე გაიმეორე. რატომ? შენ ადამიანი ხარ?
-ბარბარე ვინაა?
-ჩემი დაღუპული მეგობარი, ჩემს თვალწინ ჩაყლაპა ზღვამ.
ისეთი ძალით მოეხვია დემეტრე მარიას თითქოს უნდოდა აღარასოდეს გაეშვა, თითქოს უნდოდა სამუდამომდ მასან დაეტოვებინა... გაგიკვირდებთ და დემეტრეს თვალები ცრემლით აევსო, ვინ იცის იქნებ ინანა კიდეც რომ მარის 2-ჯერ ეს საშინელება გახსენა.
-გაიწიე დემეტრე!
-ახლა, ახლა მართლა გულწრფელად გთხოვ პატიებას, გპირდები, ყველაფერს ვფიცავარ არასოდეს გაგაკარებ ზღვას.
-წადი ახლა დემეტრე გვიანია.
-დავრჩები რა ცოტახანს, თიკაც ჩამოვიდეს და ფილმს ვუყუროთ.
-თიკას ძინავს!
-ჩვენ ვუყუროთ.
-არვიცი,
-რა არ იცი გოგო ჩემი გეშინია?
-რამდენჯერ უნდა გითხრა არ მეშინიათქო! რა იყო მიწვევ?
-ეგ რა შუაშია, რატო გამირბიხარ? ააა ხო ვხვდები ახლა ხო გითხარი ბავშვობაში მომწონდითქო და გეშინია ისევ არ გამახსენდეს ბავშვობა? არ იღელვო ეს წლების წინ იყო!
-სართოდ არ ვღელავ, უბრალოდ ჩვენ არავინ ვართ ერთმანეთისთვის.
-რა იყო ფილმის საყურებლად აუცილებელია საუკეთესო მეგობრები ვიყოთ?
-არა.
-ჰოდა მე ფილმს ჩავრთავ, შენ გემრიელობები მოიტანე.
ვერ შეეწინააღმდეგა მარია, ვერც გააგდო, აზრი არ ქონდა დემეტრესთან საუბარს ყველა სიტუაციიდან ძვრებოდა, თან ახლა რომ არ დანებებოდა და ფილმისთვის არ ეყურებინა დემეტრე კვლავ სხვაგვარად გადთარგმნიდა ყველაფერს.
,,ჩემი საუკეთესო მხარე’’, ეს ფილმი ჩართეს და ორივე მდივანზე ჩამოსხდა. როგორ ან როდის ჩაეძინა მარიას არ ახსოვდა, მაგრამ საშინელი დილა რომ გათენდა ეგ აშკარა იყო, დემეტრეს მის გვერდით ეძინა, მარია კი კარის ხმამ გამოაფხიზლა თუმცა სანამ ფეხზე წამოდგებოდა ოთახში მანანა შემოვიდა და თავისებურად შემოკივლა თიკა....
აი აქ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა რთული იყო თიკას დედისთვის აგეხსნათ, რომ დემეტრე უბრალო მეგობარი იყო, რომ იქ არაფერი მომხდარა.
მაგრამ რატომ არ წავიდა იმ ღამით დემეტრე?!
ოთახიდან თიკამ ჩამოირბინა, დემეტრეს და მარიას დანახვაზე ერთი შეჰკივლა და დაბნეული სახით მანანას გახედა.
სერიოზულ შარში გაეხვა მარია და არამარტო მანანასთან თიკასთანაც მოუწევდა თავის მართლება, თუმცა ეს ის მომენტია როცა დემეტრეც ვერ გამოძვრებოდა მარტივად და თიკასთან სერიოზული ომი ელოდა.
აი გოგოებს რომ დასჯა არ ააცდებიდათ, ეს კი ნათელი იყო.

,, დღოურო ახლა კი მართლა არ ვიცი რა ვქნა, გუშინ დემეტრესთან ერთად როგორ ჩამეძინა არ მახსოვს, ის ხეპრეც არ წავიდა, დილით მანანა დაგვადგა, თიკაც გადარეულია და მეჩხუბება დემეტრე რატომ დატოვე ღამეო, მასაც არ ჯერა, რომ უბრალოდ ჩამეძინა და დემეტრე აღარ წავიდა. არ ვიცი რა ვქნა, ჩემი ცხოვრება ისე აირია... დემეტრემაც იმდენი სისულელე მითხრა გუშინ, ვერ გავიგე რა უნდა მაგ ბიჭს ერთ მომენტში ისეთ რაღაცას აკეთებს შეგძულდება და მერე ისე დაგელაპარაკება თითქოს ანგელოზი იყოს და ყველაფერი შენი ბრალია. არ ვიცი რა მჭირს მაგრამ დემეტრეს ნახვა მინდა, არ ვიცი რატო ან რა მინდა, მაგრამ ვიცი რომ დღეს აუცილებლად უნდა ვნახო და გამოვკითხო რატომ მოიქცა ასე ბოროტულად რატომ არ წავიდა გუშინ. თიკას შერიგება ძალიან გამიჭირდება, არც ის ვიცი მანანას როგორ დავაჯრო, რომ დემეტრე მე არ დამიტოვებია და რაც მთავარია როგორ გადავაფიქრებინო დედაჩემთან დარეკვა. მოკლედ სერიოზული პრობლემები მაქვს და გამოსვალი მალე თუარ ვიპოვე დედაჩემი მომკლავს. დემეტრე უნდა ვნახო და აუცილებლად პასუხი მოვთხოვო, ან რამ დამაძინა მეც კიდე, ან ეს დემეტრე რატომ არ წავიდა? მოკლედ სერიოზულ შარში გამხვია ამ ბიჭმა და გარდა იმისა, რომ ბავშვობაში ჩემი მწვალებელი იყო, ახა სერიოზულ პრობლემების მიქმნის.
დავიბენი!’’
დილით მხოლოდ ერთ რამეს მიხვდა დრო იყო ოთახიდან გასულიყო და მანანასთვის და თიკასთვის ყველაფერი ზუსტად ისე მოეყოლა როგორც მოხდა, მოეყოლა ისიც რასაც დემეტრე მის ბავშვობაზე უყვებოდა, მოეყოლა ყველაფერი, მათი ყოველი დიალოგი და იქნებ ამას გადაარჩინა, ფაქტია სხვა გამოსავალი არ არსებობდა. არადა როცა ადამიანია არაფერშია დამნაშავე, ძნელია თავი იმართლო, თუმცა ახლა რა სირთულისაც არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი უნდა დაეჯერებინათ მისთვის, უნდა გადარჩენილიყო.






ბავშვებო ველოდები თქვენგან შეფასებებს და ძალიან ბევრს ვფიქრობ განვაგრძო თუ არა ამ ისტორიის გამოქვეყნება :( ისეთ რაღაცეებს ვწერ ხოლმე რისი გახსენებაც ძალიან მიჭირს და რაღაცნაირად ვგრძნობს თავს და როცა უკვე ლენკა შემოვა მერე აღარ ვიცი რა ვქნაა :( თან მამშვიდებს და თან მძაბავს ეს ისტორია :(



აუ ძალიაან მომწონს და გააგრძელე რაა გთხოვ.მაინტერესებს რამოხდება შემდეგ თავებში.მესმის შენი,ძნელია როცა გიჭირს იმ თემაზე საუბარი რაც ტკივილს გაყენებს მაგრამ მეე ხო ვკითხულობ.რამე მოიგონე ან რამე ქენი.ველოდები შემდეგს არინერვიულო და წარმატებებიიი...ქიის იუუ

 


№2  offline წევრი qetusia

დალტონიკი მხატვარი
აუ ძალიაან მომწონს და გააგრძელე რაა გთხოვ.მაინტერესებს რამოხდება შემდეგ თავებში.მესმის შენი,ძნელია როცა გიჭირს იმ თემაზე საუბარი რაც ტკივილს გაყენებს მაგრამ მეე ხო ვკითხულობ.რამე მოიგონე ან რამე ქენი.ველოდები შემდეგს არინერვიულო და წარმატებებიიი...ქიის იუუ

დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო, ვარ წარმოიდგენ როგორ მიხარია რომ მოგწონს <3 ხვალაც დავდებ აუცილებლად <3 უბრალოდ ცოტა რთულია რომ ამ ისტორიას იმ ადამიანის (ჩემის საუკეთესო მეგობრის) თხოვნით ვწერ და ის ამას ვერასოდეს ნახავს და რომც ნახოს დაიკიდებს :(

 


№3 სტუმარი kati

aucileblad gaagrzele.ogond tavebi gazarde Ra.cudia suntqvashekruli rom kitxulob da am dros mtavrdeba.ar shewyvito,mainteresebs Ra moxda bolos.

 


№4  offline წევრი eka3

agrzeleb istorias tu ara?

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგია მაგრამ დემეტრე ურევს აქ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent