შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდრო, ყაზბეგი და ორი ქეთა.. (ნაწილი მესამე)


7-01-2017, 20:59
ავტორი Nia☀️
ნანახია 3 323

ანდრო,ყაზბეგი და ორი ქეთა..
ნაწილი მესამე.

მოსკოვში ყოფნამ სულ სხვანაირი გამხადა. თითქოს თავიდანვე იქაური ვიყავი და ვერ ვხვდებოდი. გარეგნობითაც რომ შეგეხედათ, იტყოდით ქართველი არა ის, რუსიაო. არა, ისე ნაწილობრივ ვიყავი კიდეც. მაგრამ რუსეთში ცხოვრების შემდეგ უფრო იქაური გავხდი. ჰაბიტუსიც შემეცვალა, თმის ფერი კიდევ უფრო გამიღიავდა. თუ აქამდე თაფლისფერი ქერა მქონდა, ახლა სულ გაოქროსფერებული დავდიოდი.
ხასიათზე საუბარი აღარ მაქვს. ანდროს მერე არავისთვის შემიხედავს და არც მინდოდა. არ მევასებოდნენ ეს რუსი ბიჭები რა.
დღე ჩვეულებრივად იწყებოდა და მთავრდებოდა. ვსწავლობდი, მივდიოდი, მოვდიოდი, მაგრამ ისე აღარაფერი იყო. ვიღაც იქაურიც ავიკიდე.
გინდა თუ არა, ცოლად უნდა გამომყვეო.
ხო არ გააფრინე-მეთქი, აშკარად ვერ იყო.
როცა დაღამდებოდა, სიგარეტს გავუკიდებდი და აივანზე გავდიოდი. საათობით შემეძლო იქ ჯდომა და ფიქრი.
ფიქრი წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. მაგრამ უფრო ხშირად ანდროზე მეფიქრებოდა. როგორები ვიყავით მაშინ, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი და რამდენი გამოგვივლია-მეთქი, ვფიქრობდი.
მახსოვს ერთხელ თემა სიგარეტზე და მწეველებზე ჩამოგვივარდა.. ვერ ვიტან-მეთქი ვეუბნებოდი და ისიც გაფაციცებით მისმენდა. ჯერ მარტო იმიტომ, გოგოს რო გადაკოცნი და სიგარეტის სუნი ამოუვა-მეთქი, მერე იმიტომ რო არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი-თქო.
სულ მიღიმოდა, შენნაირი გოგო არ ვიცი მეო.
არც მე ვიცოდი მისნაირი ბიჭი.

დედა სულ წუწუნებდა, არდადეგებზე მაინც ჩამოდიო, მაგრამ არ მინდოდა. ვერ ჩავიდოდი და ვერ ავურევდი ისევ.
ანდრო ამერიკაში იყო, მაგრამ ხშირად ჩადიოდა.
ერთხელ ნინომ მონატრებას რომ ვეღარ გაუძლო,თვითონ ჩამოვიდა აქეთ. გიას ნახვა ძალიანაც არ სიამოვნებდა, მაგრამ რა ექნა, შვილის მონატრებამ გააგიჟა.
ჩამოვიდა და გაგვაგიჟა აქაც. ისე მენატრებოდა მთელი ეს დრო, ისე, რომ ვიხრჩობოდი.
მთელი სამი დღე, ბედნიერებისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი.
მე და ნინომ, რაც კი მოსკოვში კარგი ადგილები იყო, ყველაფერი შემოვიარეთ, ჭორაობ-ჭორაობით.
მერე მასკვარიკას დავუყევით და ვსეირნობდით.
-გოგოებმა შემომითვალეს, თუ არ უნდა თავზე დავადგეთ და ძალით ჩამოვიტანოთ, ამ არდადეგებზე ჩამოვიდესო.
გამეღიმა.
ყველაზე მეტად მართლა ვინც მენატრებოდა, ანდრო და ჩემი გოგოები იყვნენ.
-ჩამოვიდნენ კაცო,მერე.
გავიბადრე მე.
მაგრამ ვიცოდი, ჩამომსვლელები არ იყვნენ. არც მე ვიყავი წამსვლელი.
მერე, იცით ვინ შეგვხვდა?
დიმა.
რომ გაიგო, ნინო დედაჩემი იყო, ეგრევე სადღაც გავარდა და ყვავილები და სუნამო მოუტანა.(დღემდე ვერ ვიგებ, ესე უცბად საიდან)
ისეთი თავაზიანი ტემბრით ელაპარაკებოდა,და ისე მომაბეზრა თავი კინაღამ რაღაც ჩავარტყი.
ნინოს მოეწონა. კარგი ბიჭიაო. მხრები ავიჩეჩე. გარეგნობით მართლა ვერაფერს დაუწუნებდი.
მაგრამ არ მევასებოდნენ ეს რუსი ბიჭები,რა.
თან, ანდროს მერე..
ანდრო სიხარულიძე ერთდერთი იყო ყველანაირად,
და ვნანობდი.
მართლა ვნანობდი.
დედა სამ დღეში გაფრინდა.
ისევ მარტო დავრჩით.
მე - და ანდროზე ფიქრები..
***
-ხო არ გაკლიათ? როგორ შეგეშალათ,ამიხსნით? ფუ ამის..
გაბრაზებული იყო სიხარულიძე.
-აუ რავი ტო რა, ორივეს ხო ქეთა ქვია და თან ორივე ქერაა. ამას პლიუს ორივე ერთ უნივერსიტეტში სწავლობს. მე რა ვიცი, ეგრე მოხდა რა.
-აუ ძმობას ვფიცავარ, მაგრად შ-ი-გ გაქვთ,რა!
სკამზე ჩამოჯდა ანდრო.
-და რა უნდა ვქნათ ეხლა?
ნიკუშამ სამ ჭიქაში ვისკი გადაანაწილა. როგორც ყოველთვის ამაღლობელი არ სვამდა.
-აქედან როგორც კი ჩავალ ქეთასთან გავგაზავ და დავადგები უეჭველი, მაგრამ იმ გოგოს რა უნდა ვუყოთ? ან სად არის ვაბშე?
დაიბნა ანდრო და აქეთ-იქით მიმოიხედა.
-მანქანაშია, რო გაიგო მოვიტაცეთ, ისეთი წივილ-კივილი ატეხა, თავი ოპერაში მეგონა. სასტუმრო დავუჯავშნე და გზები როგორც კი გაიხსნება, ჩავიყვან,რა.
-აუ ჩემი, მართლა ვერ ხართ, რას დაარბენინებთ იმ გოგოს, გაფუჭებული მაცივარი ხო არაა.-გაბრაზდა სიხარულიძე.-მაგის ადგილზე წარმოიდგინეთ აბა თავი, ჯერ იტაცებ და მერე შეცდომით. მოიყვანე და აქ იყოს სანამ წავალთ. სასტუმროში ხო არ დააგდებ,ესე.
ფეხზე ადგა ანდრო და ვისკი ბოლომდე გამოცალა.
ზედგინიძემ მე მოვიყვანო და გარეთ გავიდა.

***
უკვე ღამე იყო. მანქანაში ვიჯექი და თავი მუხლებში მქონდა ჩარგული.
მეშინოდა,და თან როგორ!
არ ვიცოდი რა უნდა მექნა ამის მერე, ან სამი დღე როგორ უნდა გამეძლო.
სახლიდან ის ბიჭი გამოვიდა, გიორგი. მანქანის კარი გამიღო და გვერდით ჩამომიჯდა.
-აუ ვიცი რო მაგარი გატეხილში ხარ რა, ჩვენი ბრალია და ბოდიში მართლა, უბრალოდ გაგვიგე რა, გოგოს ვიტაცებდით და შეგვეშალა, ხო აზრზე ხარ. ჩვენზე რო იყოს,დღესვე წაგიყვანდით პროსტა ნახე რა თოვლია.-ფანჯარაში გამახედა ზედგინიძემ.-გზები სამ დღეში გაიხსნებაო და როგორც კი გაიხსნება წაგიყვანთ. ეს დრო აქ იქნები და არაფერი მოგაკლდება, დას გეფიცები.
ისე თბილად მეუბნებოდა, სადაცაა გულს ამოიღებს და დამიდებს-მეთქი. ცოტა ჩავწყნარდი, მაგრამ მაინც მეშინოდა, სამი დღე სრულიად უცხო ადამიანებთან, მითუმეტეს ბიჭებთან როგორია?!
მანქანიდან გადავედით და სახლში შევედით.
საშუალო ზომის სახლი იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი და კარგად მოწყობილი.
როგორც კი შევედი ბიჭები წამოიშალნენ, სადაც იყო ვიტირებდი.
პირველად ვგრძნობდი თავს ასე უძლურად, კაპარჩხანა მე.
ნიკუშა ტელეფონს მიბრუნებდა, ოთახიდან ვიღაც რომ გამოვიდა.
მაღალი იყო, შავგვრემანი და რაღაცნაირი მეტყველი თვალები ქონდა. ისეთი იყო, თავ-ბრუს დაგახვევდა.
რაღაც ესხა, ვერ მივხვდი რა იყო, მაგრამ სუნი ძალიან სასიამოვნოდ მომხვდა.
დიდი გაბუშტული ტუჩები და საუცხოო ღიმილი ქონდა.
პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა და ხელი გამომიწოდა,ჩამოსართმევად.
-გამარჯობა.
ნერვიულობისგან დამცხა.
ხელი ძლივს გავუწოდე მეც.
გაგიმარჯოს-მეთქი.
-ანდრო მქვია, შენ ქეთა ხო?
ვიცოდი რომ ზუსტად იცოდა, მაგრამ მაინც მკითხა.
-კი.
უხეშად ვუპასუხე და თავი გავატრიალე.
გეფიცებით, ისეთი თვალები ქონდა, ვერ ვუძლებდი მათ ყურებას.
-ჩვენ გავალთ, რაღაცეებს ვიყიდით,რა.-დაიწყო თორნიკემ.-რა წამოვიღო?
-კენტი წამომიღე და ლუდიც წამოაყოლე რა.
ანდრომ ჯიბიდან ფულის კუპიურები ამოიღო და თორნიკეს მისცა.
-ქეთა, შენ რა გინდა?
არაფერი არ მინდოდა, სახლში წასვლის და დაძინების მეტი. მაგრამ სულ რო არ გავთიშულიყავი, ყავა უნდა დამელია.
-ამერიკანო მინდა.
ბიჭები წავიდნენ.
მე და ანდრო დავრჩით.
***
როგორც ყოველთვის აივანზე ვიჯექი და მასკვარიკას ხედის ყურებით ვტკბებოდი.
მაგრამ მიუხედვად ამისა, მთაწმინდის ხედს ვერავინ შემიცვლიდა.
სიგარეტს გავუკიდე და ისევ ფიქრებში გადავეშვი.
ისე ცხადად მახსოვდა ყველაფერი, როგორც გუშინდელი დღე.
არადა უკვე ორი წელი იყო გასული და მესამეც იწყებოდა.
გაწვიმდა.
მესიამოვნა, თითქოს უკვე ზეცაც მოწყენილი იყო, ჩემნაირად და მარტო აღარ ვიყავი.
ფეხები მოაჯირზე შემოვალაგე და როგორც კი წვიმის წვეთები ნაზად მოელამუნა ჩემს კანს, გული გამინათდა.
მეძინებოდა მაგრამ არ მინდოდა დაძინება.
ასე უფრო კარგად ვიყავი და იმიტომ.
სიზმარში სულ ანდროს ვხედავდი, როგორ იდგა ჩემს გვერდით და რაღაცას მეჩურჩულებოდა.
როგორ მკოცნიდა ყელში და როგორ მეხუტებოდა მაშინ, როცა რამდენიმე დღის უნახავი ვყავდი.
რას ისხავდა, დღემდე არ ვიცოდი, მაგრამ მისი სუნი აქაც კი თან დამყვებოდა.
აივანზე მარინა გამოვიდა.
ოჯახის დიასახლისი და მამაჩემის მეორე ცოლი.
-ქეთაჩკა-დაიწყო რუსული აქცენტით. ნეტა რით ვერ ვასწავლე ამ ქალს, რომ ქეთა მქვია, და არა ქეთაჩკა.-მაღაზიაში გავდივარ და რამე გინდა?
პირველი შეხვედრა გამახსენდა, ანდრომ რო მკითხა რა გინდაო და გულში სითბო ჩამეღვარა.
-ამერიკანო მინდა.
მარინა წავიდა.
კვლავ მარტო დავრჩი.
შეტყობინება მომივიდა ტელეფონზე, დიმა იყო. არ ვუპასუხე და ტელეფონი საერთოდ გამოვრთე.
***
დივანზე ვიყავი მობუზული და ვკანკალებდი.
-არ გცივა?
სამზარეულოდან ანდრო გამოვიდა და საჭმლით სავსე თეფში დამიდო.
თავი გავაქნიე.
-აბა რატო კანკალებ?
მიხვდა რაც მჭირდა და გაეცინა. კარადიდან პლედი გამოიღო და მომაფარა.
მაშინ პირველად შემეხო.
ისეთი თბილი ხელები ქონდა, სხეული სულ გამითბა.
ჩემს გვერდით დაჯდა.
-კაი ნუ ხარ ეგრე რა, ძალიან გთხოვ, ისედაც ნერვები მეშლება. და შენ რო ეგეთ ხასიათზე გხედავ ვაბშე, მაგრად მიტყდება-ნერვიულად აათამაშა ხელი სიხარულიძემ.
-გეფიცები, როგორც კი გზები გაიხსნება ჩემი ხელით ჩაგიყვან სახლში და რასაც გინდა იმას გავაკეთებ, ოღონდ ეხლა ნუ ხარ ეგრე რა.
ეტყობოდა ნერვიულობდა.
მოვეშვი.
არ ჩანდა ცუდი ბიჭი, მითუმეტეს რამე რომ გაებედა.
-რა არის?
პლედი ოდნავ გავწიე და თეფშს დავხედე.
ანდროს გაეცინა.
ჩემი მომზადებული სპაგეტია და აუცილებლად უნდა გასინჯოო, მომაწოდა.
ისე მშიოდა, უარი ვერ ვთქვი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი როგორ მაკვირდებოდა ანდრო და ვწითლდებოდი.
ისიც ხვდებოდა და ეღიმებოდა ჩემს ამ ბავშვურ საქციელზე.
ჩემთან ახლოს იჯდა.
ისეთი სურნელი ქონდა, მგონი დამათრო და რაღაცნაირად მომნუსხა კიდეც.

ლიზა გავაფრთხილე, დედაჩემმა თუ დაგირეკა შენთან ვართ მეთქი, ფშავში და რამე მოიფიქრე-თქო. გაგიჟდა, რა ხდებაო, მერე მოგიყვები მეთქი.
მერე დედაჩემსაც დავურეკე, სამი დღე გზები ისეთი თოვლიანია, ვერ წამოვალ-მეთქი და თუ ეგრეა იყავიო, შეეშინდა ალბათ.
ტელეფონი გამოვრთე.
-გინდა შენი ოთახი გაჩვენო? დაღლილი იქნები,ალბათ.
თავი დავუქნიე და გავყევი.
ყველაფერი იმაზე სხვანაირად იყო, ვიდრე მეგონა.


***
მადლობა, როგორც ყოველთვის.



№1  offline წევრი isterichka123

rogor velodebodi dzan mimwons

 


№2  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

isterichka123
rogor velodebodi dzan mimwons


მადლობა. დღეს არ ვდებდი საერთოდ, ისეთი დაკავებული ვიყავი,მაგრამ მოვახერხე მაინც და დავდე. ვეცდები,რომ ხვალაც დავდო.

 


№3 სტუმარი Mar

Auu ori qeta roaa axlaa romeli aris anu miawere romeli qeta yveba tavis istoriassd cota gagugebaria da

 


№4  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Mar
Auu ori qeta roaa axlaa romeli aris anu miawere romeli qeta yveba tavis istoriassd cota gagugebaria da


ქეთა არის ანდროს ბავშვობის სიყვარული, რომელიც უნდა მოეტაცებინათ ბიჭებს. მაგრამ შემთხვევით სხვა ქეთა მოიტაცეს, იმიტომ რომ სახელიც ერთნაირი ქონდათ, ორივე ქერები იყვნენ და თან, უნივერსიტეტიც ერთი ქონდათ.
ამიტომაც არის ორი ქეთა.
ისტორიას ყვება ქეთა, რომელიც შეცდომით მოიტაცეს. მგონი არაფერია გაუგებარი,მეტი.

 


№5 სტუმარი Guest ketu

ვაიმე რა კარგია რა..... რაღაც განსხვავებული.წარმატებები და გელოდები

 


№6  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Guest ketu
ვაიმე რა კარგია რა..... რაღაც განსხვავებული.წარმატებები და გელოდები


ძალიან დიდი მადლობა.

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ძაან მაგარი მოთXღOBAA. NU ხო ააა უცხო და ახალი ეს "შეცდომით მოტაცება" მაგრამ ძალიან კარგად ჩართული რაღაცეები. და დროში მონაცვლეობა უხდება დძაან.
ცელოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!!1

 


№8  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

nawkas12345
აუ ძაან მაგარი მოთXღOBAA. NU ხო ააა უცხო და ახალი ეს "შეცდომით მოტაცება" მაგრამ ძალიან კარგად ჩართული რაღაცეები. და დროში მონაცვლეობა უხდება დძაან.
ცელოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!!1


მადლობა დიდი, აუცილებლად დავდებ მალე..

 


№9  offline წევრი ბლუ

კარგიაა ძაან მომწონს მაგრამ ამ წარსულზე ლაპარაკი მე მოსაბეზრებლად მომხვდა ამიტომ გთხოვვ გაადიდეე კიდეე ცოტა
--------------------
დ.ხუჯაძე

 


№10 სტუმარი Guest Geta

Auu vgijdebi am istoriaze❤ ar daagviano

 


№11  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

ბლუ
კარგიაა ძაან მომწონს მაგრამ ამ წარსულზე ლაპარაკი მე მოსაბეზრებლად მომხვდა ამიტომ გთხოვვ გაადიდეე კიდეე ცოტა


მადლობა, მაგრამ მხოლოდ დიალოგები ხომ ვერ იქნება?! რაც შეეხება წარსულს, გამზადებთ დღევანდელისთვის..

Guest Geta
Auu vgijdebi am istoriaze❤ ar daagviano


დიდი მადლობა, მახარებთ ძალიან!

 


№12 სტუმარი Tako

Ouu niiaa rakargixar♥ dzalian momwons sxvadasxva droshi rom aris da gansxvavebulia yvelasgan rac aq odesme wamikitxavs ♥

 


№13  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Tako
Ouu niiaa rakargixar♥ dzalian momwons sxvadasxva droshi rom aris da gansxvavebulia yvelasgan rac aq odesme wamikitxavs ♥


ძალიან ძალიან დიდი მადლობა, თაკო. ❤

 


№14  offline მოდერი Eleniko13

საყვარლობა.
მეტი არაფერია, საყვარლობაა ენდ
აი ლაიქ ით:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№15 სტუმარი TaTa

ici me ra mainteresebs andros bavshvobis sikvaruli xoa is pirveli qeta da xo moitaces meore qeta? warsulze xo me2 qeta saubrobs da magis monayolshi is andro vingaa? ai am andros gamoxhenam amria tore eg 2 marine giorgis asuli feradze chveulebrivi pontia :-D

 


№16  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

TaTa
ici me ra mainteresebs andros bavshvobis sikvaruli xoa is pirveli qeta da xo moitaces meore qeta? warsulze xo me2 qeta saubrobs da magis monayolshi is andro vingaa? ai am andros gamoxhenam amria tore eg 2 marine giorgis asuli feradze chveulebrivi pontia :-D


ანუ, მეორე ქეთა ყვება ყველაფერს. რომელიც შეცდომით მოიტაცეს. და ახლა არის მოსკოვში ანუ ანდრო და ქეთა დაშორებულები არიან უკვე. და ეს მოტაცების ამბავს იხსენებს უბრალოდ. ამიტომაცაა წარსული და აწმყო, წარსული აწმყო.

Eleniko13
საყვარლობა.
მეტი არაფერია, საყვარლობაა ენდ
აი ლაიქ ით:)


ძალიან დიდი მადლობა ელენიკო, აი ლაიქ იუ თუ..

 


№17  offline წევრი tatiko.1995

Dzalaian kargi da sainteresoa

 


№18 სტუმარი Guest etto

auu daabrinet es sxva qeta ragac dzaan chauvarxa bichi gulshi.. droze chavides iq da moitacos androm qeta bavshobis siyvaruli <3 <3 tore ar waartvas im dimam :d :d :d sainteresoa male dade axali tavi da cota didi

 


№19  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Guest etto
auu daabrinet es sxva qeta ragac dzaan chauvarxa bichi gulshi.. droze chavides iq da moitacos androm qeta bavshobis siyvaruli <3 <3 tore ar waartvas im dimam :d :d :d sainteresoa male dade axali tavi da cota didi


აუ აშკარად ვერ გაიგეთ. მოდი თავიდან ავხსნი. არის ორი ქეთა, ერთი რომელიც ანდროს ბავშვობის სიყვარულია და მეორე რომელიც შეცდომით მოიტაცეს. სწორეს ეს ქეთა ყვება ყველა ამბავს, წარსულსაც და აწმყოსაც. ანუ ქეთა, რომელიც შეცდომით მოიტაცეს.
ის ქეთა ანდროს ბავშვობის სიყვარული არ ჩანს, ერთადერთი გამოჩნდა მეორე თავში, როცა ანდრომ მისწერა შეტყობინება და ვსო.
არის ორი დრო. ამწყო და წარსული, ამ აწმყოს ყვება ქეთა, რომელიც შეცდომით მოიტაცეს. ანუ ეს არის მთავარი გმირი. ქეთა რომ მოსკოვშია, ეგ არის აწმყო და იხსენებს როგორ მოიტაცეს შემთხვევით. მაგ დროს უკვე დაშორებულები არიან და იმიტომ საუბრობს ანდროზე ასე მონატრებით.
იმედია ყველაფერი გასაგებია.

tatiko.1995
Dzalaian kargi da sainteresoa


მადლობა.

 


№20 სტუმარი lina

uf ra kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent