შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი თავისუფალია?


8-01-2017, 03:34
ავტორი VaCaCo
ნანახია 1 409

წლები გვემატებაო და წლებთან ერთად ჭკუაცო, არ მჯერა მე ამის, ჩვენ უბრალოდ გვინდა საზოგადოებისთვის შესაფერისნი გავხდეთ და ამიტომაც ვიქცევით ისე, როგორ მოქცევაც დიდად არ გვხიბლავს, მაგრამ ბრბო გვატყუებს და მათ მახეში ვეხვევით, ჩვენც ბრბოს ნაწილი ვხდებით. სწორედ ეს არის ბრბოს დანიშნულება, ყველა თავისნაირი გახადოს, ჩვენ კი ამას მანამ ვერ ვიაზრებთ სანამ მათი ზემოქმედების ქვეშ არ ვექცევით. მეც ვეზიარე ბრბოს, მომიწია, ეს იყო ვალდებულებასავით, ეს იყო ის რაც უნდა გამეკეთებინა, უნდა მიმეცა ბრბოსთვის იმის უფლება რომ ჩემზე გავლენა მოეხდინა. ახლა კი დავბრუნდეთ ცოტა უკან, სულ ცოტა, იმ წარსულში დავბრუნდეთ სადაც ჯერ კიდევ უდარდელი ვიყავი.
მამა გავლენიანი ბიზნესმენი, დედა დიზაინერი მე კი, ვინ ვიყავი მე? დედის და მამის ხარჯზე მცხოვრები უბრალო თინეიჯერი გოგო, ელი, ისევ ის პატარა უდარდელი ელი, რომელსაც ყველაზე და ყველაფერზე ჰქონდა ზეგავლენა, რომლის მზერაც საკმარისი იყო იმისთვის რომ მამას მთელი დედამიწა მის ფეხქვეშ გაეგო. მეც მეტი რა მინდოდა, ბავშვობიდნა ძალიან მომთხოვნი და ცნობისმოყვარე ვიყავი, ძალიან მიყვარდა მოგზაურობა, მშობლებიც არასოდეს მეუბნებოდნენ უარს, ყოველთვის სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში დავდიოდით. წამოვიზარდე და მარტო დავიწყე სიარული, ხან სად ვიყავი ხან სად. არც კლუბურ ცხოვრებაზე ვამბობდი უარს, არც სასმელზე, არც სიგარეტზე, მაგრამ არასოდეს გადავცდენილვარ ზღვარს. არასოდეს გამიკეთებია რამე ისეთი რითიც ჩემებს შევარცხვენდი, მათი სახელი ჩემთვის წმინდა არის, სწორედ ამიტომ გავეხვიე ბრბოში, მშობლები ეს ის ადამიანები არიან რომლებმაც 25 წლამდე გამომზარდეს, მასწავლეს, მასვეს, მაჭამეს, ჩამაცვეს, „მაგულავეს“ ახლა კი მხოლოდ ერთი სურვილი იყო რომელიც მათთვის უნდა შემესრულებინა და სხვა გზა არ იყო. დავუბრუნდეთ ისევ წარსულს. მამა წლების წინ ჯერ კიდევ სანამ მე დავიბადებოდი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად დედასთან ერთად რადგან აქ სამუშაო არ ჰქონდა, ახლა კი ძალიან სარფიანი შემოთავაზება მიიღო და დათანხმდა, უკან ვბრუნდებოდით სამშობლოში. ბევრი მოგზაურობის მიუხედავად საქართველოში ჩამოსვლაზე არასოდეს მიფიქრია, არც მშობლებს უთქვამთ არასდროს, თითქოს წინასწარ იცოდნენ რომ ერთ დღეს უკან დავბრუნდებოდით. ქართული კარგად ვიცოდი, მაგრამ ქართული ტრადიციები, კულტურა ეს ყველაფერი უცხო იყო. აქ არავის ვიცნობდი, თან სწავლის პერიოდი მქონდა მე-3 კურსს ვხურავდი, ძალიან რთულად შევხვდი ამ ამბავს, მაგრამ უარი ვერ ვთქვი.
საქართველო, ვიხუთები. ეს ის ქვეყანაა სადაც ვერ ვჩერდებოდი, პირველი ერთი კვირა იყო კოშმარი თუმცა ხომ ამბობენ ადამიანი ეს ის ცხოველია, რომელიც ყველაფერს ეგუებაო, ხოდა მეც შევეგუესავით, მაგრამ ვერ მივიღე საქართველო, ან საქართველომ ვერ მიმიღო, აქ ყველა და ყველაფერი მზღუდავდა, თითქოს ქუჩაში გასასვლელად სპეციალური უნიფორმა უნდა გცმოდა, სიგარეტი სადღაც მოფარებულში მოგეწია ისე რომ მეზობელს ვერ დაენახე, კლუბში ჩუმად შეპარულიყავი და მერე გეზრუნა იმაზე რომ არ „გაბაზრებულიყო“ შენი კლუბში „დვიჟენია“, თორემ დედამთილი დაგიწუნსო, მაგრამ როგორც ვთქვით შევეგუესავით. ვეცადე ცოტათი გავშინაურებულიყავი, ხალხს დავახლოვებულიყავი, მაგრამ აქაც სირთულეები, ყველა ისე გიყურებს თითქოს უცხოპლანეტიდან ხარ ჩამოფრენილი და ამ ხალხს არ ეკუთვნი, ამ ყველაფერზე ცოტახანს ვნერვიულობდი და მივხვდი, მე არ ვაპირებდი შეცვლას, ამიტომაც ქვეყანა უნდა მომრგებოდა ისეთს როგორიც ვიყავი და ყველაფერს ისე დავუწყე ყურება, როგორც ადრე ლონდონში, არავის აზრი, არავის ჭორიკნობა და არავის ზედმეტი საუბარი არ მაინტერესებდა, ჩემებმა ყოველთვის იცოდნენ სად ვიყავი და რას ვაკეთებდი, გავაგრძელე ცხოვრება იმ ტემპით რომლითაც აქამდე ვცხოვრობდი.

- ელი დე მესმის, რომ ჯერ არ გინდა გათხოვება, მაგრამ მალე 26 წლის გახდები, საქართველოში ვართ, უკვე ყველა ჭორაობას, მამას თანამშრომლებიც სულ კითხულობენ როდის ველოდოთ ქორწილსო. იქნებ დაფიქრდე
არ მინდოდა დაფიქრება, არ მინდოდა ბრბოს აზრს ავყოლოდი, მაგრამ 25 წლის მანძილზე მშობლემბმა ალბათ პირველად მთხოვეს რაღაც შემეძლო უარი მეთქვა? შემეძლო შევწინააღმდეგებულიყავი? არ შემეძლო, ნუთუ ის შემეძლო, რომ ჩემს თავისუფლებაზე მეთქვა უარი? შემეძლო ვყოფილიყავი სამაგალითო ცოლი? ოჯახი ეს ხომ ვალდებულებაა, ეს ხომ ჭყიპინა საყვარელ ბავშვებზე ზრუნვაა, არ ვიცოდი მომავალში რა იქნებოდა, მაგრამ ის ზუსტად ვიცოდი, რომ უარის თქმა არ შემეძლო. ეს იყო ალბათ ერთადერთი ღამე რომელიც ფანჯრის რაფაზე გავათენე ვისკით ხელში, ფიქრი არ შემიწყვეტავს, როგორი იქნებოდა ჩემი ქმარი, სად უნდა მენახა ასე ქმარი, მე ხომ ბიჭთან არასოდეს მქონია ურთიერთობა, არასოდეს არც კი მომწონებია არავინ, ყველასთან ვმეგობრობდი, „ვძმაკაცობდი“, როგორც კი რამე არასწორს ვნახავდი მაშინვე თავიდან ვიშორებდი, ახლა კი დაოჯახებაზე მიდის საუბარი, ისიც კი არ ვიცი როგორ უნდა დაველაპარაკო ბიჭს სერიოზულად, რა უნდა ვუთხრა, დარწმუნებული ვარ რამე დებილობას ვიტყოდი, მაგრამ ახლა მთავარი ის იყო სად უნდა გამეცნო ადამიანი რომელსაც უახლოს მომავალში მოუნდებოდა ჩემი ცოლად მოყვანა, ჩემს ფიქრებზე ცოტა მეცინებოდა, თან ალბათ ვისკის ბრალიც იყო.
- მა შეიძლება შემოვიდე?
- შემოდი ელი
- მა დედამ გუშინ...
- ვიცი რაც გითხრა და რაც ილაპარაკეთ, არაფერს გაძალებთ, უბრალოდ...
- თანახმა ვარ
- რა თქვი? სადაა ისტერიკები რას მიბედავთო
მისკენ წავედი და კალთაში ჩავუჯექი, ისევ ის პატარა ელი ვიყავი, არ ვიყავი მზად ამხელა ვალდებულებისთვის, შინაგანად ჩემში დიდი ვულკანი ამოფრქვევის პირას იყო, გარეგნულად კი მამასთვის თბილი ღიმილისა და ჩახუტების ჩუქებას ვახერხებდი.
- ხვალ დაველაპარაკები აკაკის და ყველაფერს შევათანხმებთ
- აკაკი ვინაა?
- დანიელის მამა
- დანიელი? - გაოცებული ვუყურებ, არაფერი მესმის, მის მზერაშიც იგივე იგრდძნობა, დარწმუნებულია რომ უნდა ვიცოდე ვინ არის აკაკი და განსაკუთრებით მისი შვილის შესახებ მაინც უნდა მქონდეს მცირე ინფორმაცია
- დედაშნმა არ გითხრა? - უარის ნიშნად თავი დავუქენი, ფეხზე წამოვდექი და მოპირდაპირე მხარეს სავარძელში მსუბუქად დავეშვი, მივხვდი რომ ყველაფერი უფრო რთულად იყო
- მინდა დანიელ გაყვე, აკაკი ჩემი პარტნიორია, ძალიან კარგი ოჯახია შვილო, შენზე 2-3 წლით უფროსი იქნება - მეტის მოსმენა არ შემეძლო, ხმის ამოუღებლად გავედი კაბინეტიდან, მამაც უკან დამედევნა, ვიცოდი ჩემი პასუხი აინტერესებდა.
- უთხარი რომ თანახმა ვარ
ისე ვთქვი მე თვითონ ძვილვს გავიგე თბილი ჟაკეტი შემოვიცვი და გარეთ გავედი, ციოდა მაგრამ მსიამოვნებდა ცივი ჰაერი. ჩემები არ გამომყვნენ, მიხვდნენ ალბათ, რომ აზრი არ ჰქონდა, არადა უარს არ ვიტყოდი ნუგეშზე, მინდოდა ვიღაცას ეთქვა, რომ მე ამას შევძლებდი, კი არ მინდოდა, მჭირდებოდა, მაგრამ ჩემს გვერდით არავინ იყო, არც მეგობარი, არც დაქალი, არც ძმაკაცი, არც და, არც ძმა, მარტო ვიყავი, მაგრამ ეს 25 წლის მანძილზე არასოდეს მიგრძვნია, ალბათ იმიტომ რომ არასოდეს მქონია მზგავსი მომენტი, არასოდეს დამჭირვებია არავის გამხნევება, ახლა კი ... არ ვიცოდი წინ რა მელოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ კარგი არაფერი, ცოლად მივყვები ადამიანს რომელიც ერთხელაც არ მყავს ნანახი, მხოლოდ სახელი, მიახლოებითი ასაკი და მამის სახელი ვიცი, რაღაცნაირად სასაცილო სიტუაციაა, ალბათ სხვა რომ ყოფილიყო მზგავს სიტუაციაში დავცინებდი, მაგრამ როცა ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება საერთოდ არ მეცინება. ტელეფონის ხმა ისმის, მესიჯია, დარწმუნებული ვარ რეკლამაა და არ ვხსნი... დილის შვიდი საათია, ჯერ კიდევ ბნელა ისე როგორც ზამთარს შეეფერება, მიყვარს ეს პერიოდი, არ მიყვარს დღე, ზამთრი კი საშვალებას გვაძლევს უფრო მეტად დავტკბეთ ღამით. ტელეფონი რეკავს და აზრებბს მიფანტავს, ჩემი უფროსია, სულ დამავიწყდა სტატია უნდა გამემზადებინა, დარწმუნებული ვარ კივილით ამიკლებს, ვპასუხობ და ტელეფონს რაც შეიძლება შორს ვწევ ჩემი ყურებისგან.
- სად არის სტატია?
- ვორდში
- როდის უნდა გადმოაგზავნო?
- მაი ახლა სახლში არ ვარ, 1 საათამდე უეჭველი გექნება
- არ დაგიბეჭდავს ხო?
- ხომ იცი როგორ მიყვარხარ?!
- გეფიცები მოგკლავ
- მადლობა - ვიცინი, ესეც დილის პოზიტივი, რაღაცას მაინც შეუძლია გამამხიარულოს
- დროზე
- კაი ნუ მაცდენ ვიწყებ
კი კი ვმუშაობ, ერთ-ერთ მსხვილ რედაქციაში, ჟურნალისტი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ეს ის საქმეა აი რომ ამბობენ ჩემიაო, ხოდა ეს სფერო ზუსტადაც, რომ ჩემია. მამამ შემომთავაზა საკუთარი რედაქციის გახსნა, მაგრამ უარით გავისტუმრე, მერე სტატიების დაწერა სხვებს მოუწევთ მე სტატიებისთვის არ მეცლება, მე კიდევ ჟურნალისტობა მინდა და არა უფროსობა ამიტომაც ჩემით მოვეწყვე იქ სადაც გულით მინდოდა. სახლში სირბილით წავედი, დედას ლოყაზე ვაკოცე უცებ გადავივლე ხალათი შემოვიცვი, თმა პირსახოცით შევიხვიე, ვისკს და ნოუთბუქს ხელი დავავლე, საწოლზე დავჯექი Say Something ჩავრთე და წერა დავიწყე, როდესაც დედამ კარი შემოაღო. ვერ ვიტან მყუდროებას, რომ მირღვევენ.
- დედა სტატიას ვწერ
- მისმინე
- გთხოვ ცოტა მოგვიანებით
- ელი
- დედა
თავჩახრილი გავიდა, მიხვდვი რაღაც სერიოზული უნდა ეთქვა, მაგრამ არაფრის გაგონება არ მინდოდა იმ მომენტში, მხოლოდ წერა, მინდოდა მეწერა და მთელი ემოცია იმ ნაწერში გამომეხატა, სტატია რომელზეც ვწერდი საერთოდ არ ჰგავდა ჩემს ისტორიას, მაგრამ ეს სტატია ახლა ჩემთვის თითქოს ერთადერთი გამოსავალი იყო, ერთადერთი გამოსავალი რეალობას გავქცეოდი, მთელი ჩემი ტკივილი ამ სტატიაში ჩავდე და 4 საათის შემდეგ, როდესაც ჩემი ნაწერი უკვე მაიას მეილზე იყო მივხვდი, რომ თავს უკეთ ვგრძნობდი, თითქოს ყველა უარყოფითი ემოციისგან დავიცალე, თითქოს ზურგიდან დიდი აგურები მოვიხსენი, უფრო თავისუფლად ვგრდზნობდი თავს.
საწოლიდან წამოვდექი პიჟამოები ჩავიცვი, ჩემ დიდ ბაჭიებში გავყავი ფეხები და ქვემოთ ჩავედი.
- ნატალი თუ გცალია ჩაი დამიდგი რა და რამე მაჭამე არ მისაუზმია
- დიახ ქალბატონო ელენე ახლავე
მისაღებში დედა დამხვა, მივხვდი ლაპარაკს ვერ ავცდი ისევ ჰქონდა რაღაც სათქმელი და ვერ გავექცეოდი, ამიტომაც დავნებდი გვერდით მივუჯექი, თავი კალთაში ჩავუდე და დივნზე ისე წამოვწექი, მანაც როგორც იცის ხოლმე თმაში შემიცურა ხელი და ფერება დამიწყო.
- დე ატელიეში რატომ არ ხარ?
- შენ გელოდებოდი, დღეს მოვა დანიელი თავის ოჯახთან ერთად შენს გასაცნობად, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის, მინდა ერთად წავიდეთ ატელიეში რომ ტანზე რამე შეგირჩიოთ დაგლეჯილი ჯინსებით ხომ არ შეხვდები
- კაი რა დედი რა, კაბის ჩაცმა სისულელეა, იმათ აინტერესებთ ბუნებრივი როგორი ვარ, მიდი ახლა შენ წადი ატელიეში, მე გავემზადები, სუფრასაც გავამზადებ და დაგახვედრებთ, რომელზე მოვლენ?
- 8 ზე
- კაი ჯერ მაქვს დრო, მიდი საქმეებს მიხედე
თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა, ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა შენი იმედი მაქვსო, მაგრამ ახლა ეს ის სიტუაცია იყო როდესაც მეც კი არ მქონდა საკუთარი თავის იმედი.
- ქალბატონო ელენე საუზმე მზადაა
მაშინვე სამზარეულოში გავედი და ცხელი ჩაი ისე მოვიყუდე გეგონება ვინმე მართმევდა, რა ვქნა გრილს ვერ ვსვამ, დასხმიდან 5 წუთში ისმევა უკვე და ნატალიმ ეს რა თქმა უნდა იცოდა. ისე მშიოდა გეგონება 1 კვირა დამწყვდეული ვყავდი ვინმეს და არ მაჭმევდა, გემრიელად ვისაუზმე და მაგიდა ავალაგე.
- ქალბატონო ელენე რას აკეთებთ მე მივხედავ
- არა, შენ ოთახში გამომყვები. იცი რა მითხარი? შენ ხომ გათხოვილი ხარ?
- კი
- შენი ქმრის მშობლები რომ გაიცანი რა გეცვა
- იცით ჩვენ გავიპარეთ - ისე თქვა გეგონება კაცი მოკლესო და აწითლდა
- მერე რა? ხო გაიცანი როცა იყო
- სარაფანი მეცვა მუხლს ოდნავ ქვემოთ
- კაი რა. 3 წლით ხარ ჩემზე უფროსი. მოდი ამარჩევინე დღეს რა ჩავიცვა
- თხოვდებით?
- კი და დღეს მოვლენ დედამთილ-მამათილი
ამ სიტყვებზე ჩამეცინასავით, რაღაც სასაცილო იყო ამაში, ის რაც ძალიან მამხიარულებდა, რატომ უნდა მოაყვანინო ბიჭს ცოლად ის გოგო რომელიც ნანახიც კი არ ჰყავს ან ეს ბიჭი რატომ უნდა დათნხმებულიყო, დარწმუნებული ვარ მახინჯი გაუნათლებელი ვიღაც იქნება, მაგრამ მეც ხომ ეგრე ვთხოვდები?! მე მიზეზი მაქვს! საკუთარ თავს ვედავები უკვე თუ მეჩვენება? მგონი ვგიჟდები. - ხო იქ გავჩერდით რომ ჩემთვის ტანსაცმელი უნდა შემერჩია. შევარჩიე კიდეც, შავი შარვალი, შავი კონვერსები და შავი მოკლე მკლავიანი ზედა, არ მიყვარს თბილად ჩაცმა თან სახლში ყოველთვის ცხელა, ამიტომაც ის ავირჩიე რაშიც კომფორტულად ვიქნებოდი და სამზარეულოში ჩავედი. ნატალის საჭმელების მზადებაში ვეხმარებოდი, როგორც თავიდან ავღნიშნე ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, ამიტომაც იმის გარდა რომ ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი, დავამთავრე კულინარიული, ფოტოგრაფია, დავიდოდი გიტარაზე, პიანინოზე, სიმღერაზე რაც კი რამე არსებობდა მგონი ყველაფერს მოვედე. - მზადებაში დრო მალე გაგვეპარა 8 ის ნახევარი იყო საათს რომ შევხედე ნატალის დავუბარე შენ მაგიდა გაშალე მე უნდა ვიბანაო თქო და მაშინვე აბაზანაში შევვარდი 15 წუთში დავიბანე, 5 წუთში ჩავიცვი, თმა გავიშრე კოსა ავიწიე და მზად ვარ, კმაყოიფლი ვიყურებოდი სარკეში როდესაც დედამ შემოაღო კარი.
- ასეც ვიცოდი რომ რაღაც მზგავს სტილზე იქნებოდი
- აბა რა უნდა ჩამეცვა?
- მიდი უცებ ატელიედან კაბა წამოგიღე და ბალეტკები
- კაი რა დე
- უცებ თქო
წუწუნით დავიწყე გამოცვლა, კაბა მუხლს ოდნავ ზევით იყო, მომდგარი, მოკლე მკლავიანი, წინ ოდნავ ამოღებული, სულ სადა, შავი. მთლად არ გამწირა დედამ, ბევრი წუწუნის შემდეგ მაინც კონვერსები ჩავიცვი, ხელებზე ტყავის წვრილი სამაჯურები გავიკეთე და ეს კაბაც სპორტულს სტილს მოვარგე, ძალიან მიხდებოდა, დედამ თმა გამიშრო და თან გამლანძღა ერთ დღესაც სველი თმით ბოდიალის გამო მინინგიტს აიკიდებო, სულ მეცინება მასე, რომ ბუზღუნებს, გეგონება თვითონ სულ იშრობდა ხოლმე.
- კაი დე ჩადი ახლა და ჩამოვალ
- მიდი მალე, არ გვალოდინო
- კარგი
ტუჩზე წითელი ფანქარი წავისვი რომ მთლად შავებში არ ვყოფილიყავი, წამწამები ავიტუშე და მზად ვარ, თმა ისევ მაღლა ავიწიე და ქვემოთ ჩავედი. ჯერ სამზარეულოში შევედი
- ნატალი ყველაფერი მიიტანე?
- კი, ჩაის ითხოვეს და ახლა ეგ მიმაქვს
- მომე მე წავიღებ, ვისთვისაა?
- ერთი ბატონი დანიელისთვის უშაქრო და ეს მეორე ბატონი აკაკისთვის
ოხ ვაჟბატონი უშაქროს სვამს, ჭიქები ავიღე და მისაღებში შევედი, ერთი ჭიქა ბატონ მამამთილს დავუდე, მეორე კი დანიელს გავუწოდე თავჩახრილი იჯდა ტელეფონში უყურებდა რაღაცას, ჭიქა რომ დაინახა ამომხედა, ადგილზე გავშრი, სისხლი გამეყინა, თვიტონაც გაოცებული იყო და დიდი შავი თვალებით მიყურებდა, ხელი ამიკანკალდა და ჭიქა გამივარდა, ცხელი ჩაი ზედ გადაესხა
- აუუუ რას აკეთებ?
- ბოდიში, უბრალოდ...
- მიდი მამი აბაზანაში შეიყვანე უცებ
მაშინვე ჩემი ოთახისკენ წავიყვანე აბაზანაში შევედით კარი შიგნიდან ჩავკეტე, ის კი ვითუმც არაფერი, წყალი მოუშვა და გასუფთავება დაიწყო.
- დანიელ აქ რას აკეთებ?
- იგივეს გკითხავდი, მაგრამ აშკარად შენს სახლში ვართ - ისევ ისეთი გწონასწორებული იყო, არაფერი შეიცვალა, მშვიდად და აუღელვებლად ლაპარაკობდა, ვითომც არაფერი
- მოეშვი მაგ შარვლის წმენდას და ამიხსენი აქ როგორ მოხვდი, ლოს ანჯელესში არ იყავი?
- შენც იყავი იქ, მაგრამ ახლა ორივე აქ ვართ და სულელურ კითხვებს ნუ სვამ, წამო ჯობია ჩავიდეთ რამე არ იეჭვონ.
- რა გინდა ჭკუიდან გადავიდე? - ეს რომ ვთქვი ისე შემომხედა გეგონება რაღაც საოცრება ვთქვი, თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და ჩაეცინა, აი ისე, რაღაცნაირად, რომ გინდა სულ იცინოდეს და შენ სულ უყურო
- დალაგებული როდის იყავი? ისე კაბა და შენ? თან ისეტი კაბა არაფერი რომ არ გიჩანს - დამცინავად მითხრა და ისევ ჩაიცინა - კარს გააღებ თუ აქ უნდა გყავდე გამომწყვდეული - ისევ მაბნევდა თავისი ლაპარაკით, ისევ ისე შტერი პირველკლასელივით ვგრძნობდი თავს მის მიმართ
ხმა ვერ ამოვიღე. კარი გავაღე და დაბლა ჩავედით, მშობლების გაცნობის ცერემონია შედგა, ქალბატონი თამარი ისე მიყურებდა გეგონება დიდი ხნის სანატრელი რძალი ვიყავი, არც დედაჩემი იქცეოდა სხვანაირად, თავი შინაბერა მეგონა რომელიც როგორც იქნა გაათხოვეს, დანიელსაც ეტყობოდა, რომ არც ის იყო მთლად კომფორტულად.
- ელი მა მიდი დაათვალიერებინე დანიელს სახლი
ხმის ამოუღებლად ავდექი, მივხვდი ეს იმიტომ თქვა რომ ცალკე გავსულიყავით თორემ დანიელს რაში აინტერესებს სახლი, დანიელიჩ ჩუმად ადგა და უკან გამომყვა, ისევჩემ ოთახში შევიყვანე, რაფაზე დავჯექი ფეხები ზემოთ ავაწყვე სიგარეტი ავიღე და მოვუკიდე
- დარწმუნებული ვარ სახლი არ გაინტერესებს ამიტომაც ცოტახანს ვისხდეთ და მერე იტყვი რომ ყველაფერი მოგეწონა განსაკუთრებით ჩემი ბიბლიოთეკა
- განსაკუთრებიტ ბიბლიოთეკა რატომ?
- ამ სახლში ყველაზე მეტად ეგ ოთახი მიყვარს, ისინი დამთხვევას იპოვნიან და გაუხარდებათ, მეც ბედნიერი ვიქნები
ჩაეცინა, მაგრამ არ შემიხედავს ფანჯარაში ვიყურებოდი, მე ცას ვუყურებდი ის მე მიყურებდა, მათვალიერებდა, ისე თითქოს რაღაც ახლის პოვნას ცდილობდა ჩემში, მაგრამ მე არ შევცვლილვარ, ისევე როგორც ის!

წლებია არაფერი დამიწერია და ახლა უცებ რაღაცნაირად მომინდა, არ ვიცი რამდენად გამომივა რას შევძლებ, მაგრამ დიდი იმედი
მაქვს მოგეწონებათ :* სასიამოვნო კითხვას გისურვებთ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent