შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპათიური სტუმარი ( 12 თავი)


8-01-2017, 14:12
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 2 888

პატარა თავია მაგრამ სამაგიეროდ დღეს ორ თავს დავდებ. <3
ზოგიერთები თითქოსდა შეკვეთას მაძლევთო ისე ნუ წერთ, მეც მაქვს ცხოვრება და სხვა საქმეები. მოთხრობის დაწერა ადვილი ნუ გგონიათ. დიდი დრო სჭირდება.
შემიფასეთ! heart_eyes

რომ გავიღვიძე უკვე ათი საათი იყო. გამთენიისას ჩამძინებია. უფროსთან დავრეკე და შესვენება ავიღე. ვფიქრობდი გაბროზე, ჩვენს პრობლემებზე. ვწყევლიდი იმ კაცს რომელმაც ეს მტრობა წამოიწყო. მაგრამ გაბროზეც გაბრაზებული ვიყავი, რა ვერ გაიგო რომ მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა, ყველაფრის სანაცვლოდ. მისი ნახვა მინდოდა. დავურეკე მაგრამ გამორთული ჰქონდა. სახლში მივაკითხე, მაგრამ არ დამხვდა. სახლის დამლაგებელმა მითხრა რომ გუშინდელი ღამის შემდეგ არ მისულა სახლში. უკვე მასზე ვნერვიულობდი. გზად მაღაზიებში გავლა ვამჯობინე სახლში მისვლას. რომ დავამთავრე უკვე დაბნელებული იყო. ბინაში შევედი და შუქი ავანთე. რაღაც შევნიშნე, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ვიღაც. გაბრო ამომიტივტივდა მაგრამ გამახსენდა რომ ფიგურას თმა გქონდა წამოზრდილი, ამიტომ შეუძლებელი იყო ის ყოფილიყო. შემეშინდა... ძალიან შემეშინდა. შესვლა ჩვეულებრივად გავაგრძელე. ჩანთა მოვათავსე ფეხზე გავიხადე. მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი ვინ იქნდებოდა. ნაცნობი რომ ყოფილიყო არამგონია ასე დამალულიყო. თვალს იმ კუთხისკენ ვაპარებდი სადაც გაუჩინარდა. ვიცოდი რომ ისევ იქ იყო. მალულად ტელეფონი ავიღე და გაბროს დავურეკე. ტელეფონი უხმოზე დავაყენე,რომ გაბროს ხმა არ გაეგო, ზარი კი „სპიკერზე“ და იქვე თაროზე დავდე. იმედი მქონდა რომ აიღებდა და თუ რამე მოხდებოდა გაიგებდა.ნელა გავაგრძელე სვლა. მსახიობობა ბავშვობოდან გამომდიოდა. ვითომ იმ წამს შევნიშნე და დავუძახე.
- ვინ ბრძანდებით?
- მეგობარი.- ხმა ძალიან ცივი და უხეში ჰქონდა, მაგრამ მის ხმაში რაღაც იყო კიდევ შემაძრწუნებელი.ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწევდა. უკვე გარეგნობასაც ვამჩნევდი. მაღალი, მხრებგაშლილი, სახის ლამაზი ნაკვთები ჰქონდა ,მაგრამ მისი თვალები სუძულვილს და არასასიამოვნო გრძნობებს გამოხატავდა. ნელ-ნელა მიახლოვდებოდა.
- გაბრო რა იქნა? შენც მიგატოვა? რა საშინელებაა...- ამ ყველაფერს ირონიულად და დამცინავად წარმოთქვამდა. მუხლები მეკვეთებოდა. შემეშინდა რომ გაბროს მეტოქე იქნებოდა. იმედი მქონდა რომ გაბრო ტელეფონს აიღებდა და გაიგებდა ყველაფერს. საკმარისად რომ მომიახლოვს და თვალებში შემომხედა, სალომეს ამბავი გამახსენდა. გაუპატიურება... სიკვდილი... შეურაცყოფა... მეც შემეშინდა იგივეს გადატანის. ტელეფონისგან მოშორებით ვიყავი, ამიტომ მისკენ გავიქეცი. ახლოს ვიყავი როცა დამიჭირა და იატაკზე დამაგდო. ხელი საშინლად მეტკინა. მოტეხილი თუ არა გაბზარული მაინც უეჭველი მექნებოდა. ნელა მიახლოვდებოდა. საშინლად მეშინოდა. უკვე ვხვდებოდი რასაც აპირებდა. გაბროს იმედი მქონდა. ჩაიმუხლა და ქამრის გახსა დაიწყო. მინდოდა მეთხოვა რომ შეჩერებულიყო, მინდოდა მეყვირა. მაგრამ არ შემეძლო. ხმა არ ამომდიოდა. წარმოვიდგინე დანგრეული ცხოვრება, ტკივილი... აუტანელი ტკივილი...
უკვე ყელზე მკოცნიდა. ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ ვერაფერს გავხდი. არაფერი შემეძლო. ტელეფონს რომ შევხედე ჩამქრალი იყო. საბოლოოდ ამომუწურა იმედი. ვიფიქრე რომ არ აიღო, ან გათიშული ჰქონდა. ზედა შემომახია. სხეულს მიკოცნიდა მისი საზიზღარი ბაგეებით. ცოტა აკლდა საწადელის ასრულებამდე. უკვე გონებას ვკარგავდი როცა ვიღაცამ კარები შემოანგრია და ყვირილი დაიწყო. გაბრო... აწყლიანებული თვალების გამო ბუნდოვნად ვხედავდი. კაცი მომაშორა და იატაკზე მიაგდო. მისკენ გადაიხარა და იარაღი შუბლზე მიადო. მის თვალებში მხოლოდ საშინელი ზიზღი დავინახე. კაცი კი არაფრისმთქმელი სახით შეხყურებდა და არაფერს ამბობდა.ვიცოდი რომ თავისუფლად შეეძლო ესროლა. მან ხომ და გაუუპატიურა. მეშინოდა... მეშინოდა რომ ამას გააკეთებდა. ის მკვლელი გახდებოდა. იქნებ იყო კიდეც. იქნებ უკვე მოკლული ჰყავს ადამიანი. მაგრამ... ჩემს თვალწინ ამას ვერ გადავიტანდი.
- გაბრო...- თითქმის ჩურჩულით ამოვილუღლუღე.მაშინვე ჩემსკენ გამოიხედა და მომიახლოვდა. თითქოსდა მხოლოდ ახლა შემამჩნიაო. კარებში მისი ბიჭები შემოვიდნენ და გაიყვანეს მიწაზე დაგდებული კაცი. მხოლოდ მე და გაბრო დავრჩით. გაბრო თვალებში მიყურებდა მისი აწყლიანებული თვალებით. თვალებით რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა, მხოლოდ ჩემი იყო... ჩემი... ჩემი გაბრო.
უბრალოდ ჩავეხუტე, უსიტყვოდ გადავცემდით ერთმანეთს სათქმელს, ტკივილს... მის მკლავებში დავკარგე გონება.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ოჰო ყოჩაღ ძაან მაგარი იყო
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი Guest Meko

Zaaaaaan magari iyoo gaagrzele uewveli ...magrad wer

 


№3 სტუმარი A

მაგარი თავი იყო ყოჩაღი ხარ ძალიან. თუმცა ვერ გავძეხი. გთხოვ არ დააგვიანო და მალე დადე რა....

 


№4 სტუმარი Guest ლიზა

ძალიან პატარა თავი იყო :( მალე დადე რა უფრო დიდი თავი
ვგიჟდები ამ მოთხრობაზე და ყოველდღე ველოდები როდის დაიდება

 


№5 სტუმარი Guest მარიამი

amis wera ardaamtavro tore guli damartyavs da male dade shemdegi tavi -_-

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

უფრო ვრცელი თავი უკეთესი იქნებოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent