შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდრო, ყაზბეგი და ორი ქეთა.. (ნაწილი მეოთხე)

8-01-2017, 22:08
ავტორი Nia☀️
ნანახია 3 206

ანდრო,ყაზბეგი და ორი ქეთა..
ნაწილი მეოთხე.

მთელი ღამე მოუსვენრად ვიყავი. თვალი არ მომიხუჭავს. ხან ერთ მხარეს გადავბრუნდებოდი,ხან მეორეზე. მაგრამ მაინც ვერ ვიძინებდი.
თან რაღაცნაირი ამინდი იყო, გაურკვეველი.
ფეხზე ავდექი, დაბლა მაინც ჩავალ და ამერიკანოს დავლევ-მეთქი. საათს დავხედე, ხუთის წუთები იყო. უძილობა არასდროს მაწუხებდა, მაგრამ ვერ ვიყავი რაღაც რა.
მაისური ძლივს ვიპოვე სიბნელეში, სანამ შუქის ასანთებათ კედლის ბოლოში მივბობღდი.
როგორც კი კარები მოვიხურე, კიბეებზე ფრთხილად ჩავედი. არ მინდოდა ყურადღების მიქცევა და ბიჭების გაღვიძება,მითუმეტეს.
სამზარეულოს ძლივს მივაგენი, რატომღაც სხვა მხარეს მახსოვდა. ყავის ჭიქა მოვიმარჯვე და იქიდან ყავით ხელდამშვენებული გამოვედი.
დღემდე ვერ ვხვდები, სიბნელეში როგორ დავდიოდი ისე, რომ თავი არ გავიტეხე.
ციოდა.
ბუხარში ცეცხლი ჯერ კიდევ, თუმცა სუსტად ენთო. ბუხრის გვერდით დივანზე ვაპირებდი ჩამოჯდომას, ჭიქა ხელიდან გამივარდა.
-აააააააააააა,-იმხელაზე ვიკივლე, ფეხზე წამოხტა. კინაღამ გული გამისკდა, მეორე მხარეს ვისკის ჭიქით ხელში მჯდარი ანდრო რომ დავინახე, რომელიც სიგარეტს გემრიელად აბოლებდა.
-ღმერთო ჩემო,-გულზე მივიდე ხელი და სკამზე ჩამოვჯექი.
ნერვიულობისგან კი არ მცხელოდა, ვიწვოდი.
პულსაცია მქონდა ალბათ, ორასზე.
-ხა-ხა-ხა,-ჩაბჟირდა ანდრო, მე კიდევ გულ-გახეთქილი ვიჯექი სკამზე და საკუთარი თავის გამოფხიზლებას ვცდილობდი.
-რა გეგონა აბა, ღამე მარტო რო დაბოდიალობ, სიბნელეში თან.-გაეცინა ანდროს და შუქი აანთო. -იქნებ მანიაკია შემოპარული და შენი მოტაცება უნდა.
საერთოდ არ მეცინებოდა.
-მანიაკს აშკარად არ გავხარ,
ვუთხარი მე და ისეთი თვალებით გავხედე, მზერას ადამიანის მოკვლა რომ შესძლებოდა, ანდრო სიხარულიძე დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა.
-მე-არა-გაეცინა ანდროს,-მაგრამ არიან ვიღაც-ვიღაცეები,
მითხრა და თვალი ჩამიკრა.
ახლაღა დავაკვირდი, შორტი და მაისური ეცვა, რომელიც ისედაც ნავარჯიშებ ტანს,კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.
-კაი რა იყო, გეხუმრე.
ახლა სულ სხვანაირად იღიმოდა. თითქოს მისი ღიმილი ღამეს ანათებსო. მეც მაშინვე მოვლბი.
არ ვიცოდი რა მემართებოდა ანდროს დანახვაზე. მუცელში ყველაფერი ტრიალდებოდა, ესეთი რაღაც არც ერთ ბიჭზე დამმართვნია.
-მოდი აქ დაჯექი, ცივა მანდ-გაიჩოჩა და ადგილი დამითმო.
დავიხარე, ჭიქის ნამსხვრევები უნდა ამეღო, ანდრომ რო გამაჩერა.
-დაანებე თავი მაგას, ხვალ ლიკა მოვა და მიხედავს, ხელი არ გაგეჭრას რა ..
-ხო მაგრამ მანამდე ესე იყოს? ავკრეფ ბარემ, რა უნდა ამას.
გავიკვირვე მე.

თუმცა რაღაცნაირად მესიამოვნა კიდეც, მისი მხრიდან ზრუნვა.
-დაიკიდეთქო, ხელი გაგეჭრება, მოდი ჩემთან.
რაო? ჩემთანო?
თავ-ბრუ დამესხა.
ნამსხვრევებს თავი დავანებე და გვერდით ჩამოვუჯექი, ოღონდ ცოტა შორს.
ანდროს გაეცინა. მიხვდა, დისტანციას ვიჭერდი და არც დაუმალავს.
-ეხლა არ მითხრა, მრცხვენიაო რა.
თავი გავაქნიე.
-მერე მოიწიე, უკვე კანკალებ ხო ხედავ,
მისკენ მიმწია და პლედი მომახურა.
-ეხლა იტყვი არ ვკანკალებო.
ამჯერად მე გამეცინა.
ერთი დღის გაცნობილმა ბიჭმა, ზუსტად იცოდა ჩემი ყოველი ქცევა, სიტყვა თუ რეაქცია ყველაფერზე.
ვიცი, ხვდებოდა რომ ჩემზე მოქმედებდა და სულაც არ მინდოდა, ასე ყოფილიყო.
-ვისკი გინდა?
ხელით ჭიქაზე მიმანიშნა, რომელიც ნახევრად ცარიელი იყო.
-არ მიყვარს ვისკი,
ცხვირი ავიბზუე მე.
-აბა რა გიყვარს?
დაინტერესდა სიხარულიძე.

-ბეილისი!
თამამად ვუთხარი მე.
მართლა მიყვარდა.ცოტას ვსვამდი და თუ ვსვავდი, მარტო ბეილისს და ისიც წრუპა-წრუპვით.
-ოხ, ბოდიში-გამეკრიჭა ანდრო,-ხვალ ვიყიდოთ მაშინ,თუ გიყვარს.
-არ მინდა.
-რატო, გრცხვენია?
-არა.
-აბა?
მხრები ავიჩეჩე.
სიგარეტს გაუკიდა და პლედი უფრო მჭიდროდ მომახვია. აშკარად გცივაო.
არ მინდა-მეთქი მაგრამ არ დაიშალა.
როგორც კი კვამლი მომივიდა, ხველებით კინაღამ დავიხრჩვი.
მაშინვე ჩააქრო.
-ეხლა არ მითხრა, სიგარეტს არ ვეწევიო.
გაკვირვებულმა შემომხედა.
-ნტ!
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
-არააა?-გაგიჟდა ანდრო.-არ მჯერა!
-მართლა არ ვეწევი, დედას გეფიცები!
ჩემს ბავშვურობაზე, ანდრო ჩაბჟირდა.
-რა საყვარელი ხარ,
გაეღიმა ანდროს და თმებზე მომეფერა.
ავიფოფრე.

მართლა ვერ ავხსნი რაც მომივიდა.
ალბათ, რომ შეგეხედათ ჩემთვის, ჭარხალივით წითელი ვიქნებოდი.
-რატო არ გჯერა? ან რა არის აქ დაუჯერებელი?!
-რავი-მხრები აიჩეჩა.-შენი ასაკის გოგოები სიგარეტს კი არა, ყოველ მეორე ბიჭს უწვებიან და..
ჭიქა აიღო და ვისკის წრუპვა დაიწყო.

-მართლა არ ვეწევი, როგორ დაგაჯერო? ჯერ პირველი იმიტომ, რო წარმოიდგინე, გოგოს რო გადაკოცნი და სიგარეტის სუნი ამოუვა, თან არც ჯანმრთელობისთვის არის კარგი.
ვცადე მისთვის ამეხსნა.
ხელებს ჩემს თმაზე ნერვიულად ათამაშებდა.
-მჯერა მჯერა,
მოიწია და შუბლზე მაკოცა.
-რა ლამაზი ქერა ხარ,
მითხრა და ჩემს თმებში ისევ ახლართა თითები.
გამეღიმა მაგრამ შეუმჩნევლად.
-მადლობა, მეც მომწონს ჩემი ფერის თმები..
სიამაყისგან გავიჯგიმე მე.
-აუ, ეხლა ისიც არ მითხრა, შეღებილი არ მაქვსო, გთხოვ. მთლად ნუ დამა*ლევებ გეხვეწები.

გამოშტერდა სიხარულიძე.
უკვე მეცინებოდა ჩვენს დიალოგზე.
-არ მაქვს,ნტ! რა იყო, ესე ძნელია ჩემნაირი გოგოს პოვნა, ვინც არც ვისკის სვამს, არც სიგარეტს ეწევა და არც შეღებილი თმა აქვს?
-აუ, ძალიან. -უკვე გამოცლილი ჭიქა მაგიდაზე დადო, აშკარად ეტყობოდა, მთვრალი თუ არა -ფხიზელიც არ იყო. - შენნაირი გოგო მართლა არ მინახავს,მე.
-მჯერა!-ახლა მე გავუცინე.-ჩემნაირი მარტო მე ვარ!

***

მე და ანდრო ერთმანეთს რომ დავშორდით, მთელი თბილისი ალაპარაკდა.
ანდრო სიხარულიძე და ქეთა გირგვლიანი დაშორდნენო. ყველაზე "გამოსული და პოპულარული" წყვილი ვიყავით.
ოღონდ დაშორების მიზეზი ვერავინ გაიგო და დღემდე უცნობი იყო. მარტო მე, ანდრომ, ჩემმა გოგოებმა და ანდროს ბიჭებმა იცოდნენ. თბილისელები ეჭვობდნენ, ამაში ანდროს პირველი ბავშვობის სიყვარული იქნება გარეული, ქეთა გაჩეჩილაძეო.
ისიც კი გაიგეს, რომ შემთხვევით მის მაგივრად მე მომიტაცეს და ზუსტად იქიდან დაიწყო ყველაფერი..
ეგრეც იყო, ზუსტად ეგრე.. მაგრამ ვერავინ ამტკიცებდა და ვერც დაამტკიცებდნენ.
***
ანდროს ხათრით ერთი ჭიქა ვისკი დავლიე და მაშინვე მომეკიდა.
ჩვენც მეტი რა გვინდოდა, გიჟებივით ვიცინოდით და ერთმანეთს ვახალისებდით.
-ხოდა, ერთხელ მივდივარ ქუჩაში..-დავიწყე მოყოლა მე-ხოდა ვიღაც უცხო ბიჭმა ჩამიარა, გამარჯობაო. მეთქი ვინ არის, დავუწყე ყურება და დაკვირვება, და ამ დროს ბორდიურიდან ჩამოვვარდი და კინაღამ სტოლბას შევასკდი. იმ ბიჭმა კი გამოიხედა, მაგრამ ისეთი სახე მქონდა, ალბათ მოახლოება ვერ გაბედა.
დამთავრებული არ მქონდა, ანდრო სიხარულიძე რომ სიცილისგან ბჟირდებოდა. მეც ვყვებოდი ხოლმე და ერთმანეთს ბანს ვაძლევდით.

-აუ, შენ სვანი ხარ ხო?
სიგარეტი გაუკიდა ანდრომ. მაგრამ კვამლს საერთოდ არ შევუწუხებივარ, ან ვერ ვგრძნობდი იმდენად ვიყავი შესული კონტაქტში.
-გახლავართ!
გავიჯგიმე ისევ მე.
-აუ სვანებზე მაგარი ანეგდოტები ვიცი,-გაეცინა ანდროს-ოღონდ ნაღდად არ მინდა აქ და ამ დროს სიკვდილი და არ მოვყვები..
-ჭკვიანი ბიჭი ხარ,შენ..
პლედი გადავიძვრე და შიშველი ფეხები დივანზე დავალაგე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მართლა არ მრცხვენოდა.
ალბათ ჭიქა ვისკის ბრალი იყო.
ანდრო გაკვირვებული მიყურებდა, რა დავალევინე ასეთიო მაგრამ ვხვდებოდი, რომ ძალიან ერთობოდა და სიამოვნებდა ჩემთან ერთად საათობით ჯდომა და საუბარი.
-შეყვარებულიც არ გყავს?
-ნტ,
ისევ თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
ანდრო გაგიჟდა.

-ბავშვობაში მიყვარდა ცამლხრივად მაგრამ მერე გადავედი სხვა სკოლაში და მალევე დამავიწყდა.
-აუ შენ და ვინმეს არ უყვარდე,ტო?
დაიბნა სიხარულიძე.
მერე გადააკეთა, თუ ესე მალე დაგავიწყდა, სიყვარული არ ყოფილაო.
დავეთანხმე.
-სიყვარული სულ სხვა რაღაც არის. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გრძნობს და განიცდის. ზოგი საერთოდ ფიქრობს, რომ არ არსებობს. მაგრამ ჩემი აზრით არსებობს და თან ძალიან მტკივნეულია..
-ანუ, ბედნიერება არ მოაქვს შენი აზრით სიყვარულს?
ნერვიულად აათამაშა თითები ანდრომ და მეორე ღერს მოუკიდა.
-როგორ არა, მოაქვს მაგრამ ტკივილი უფრო მეტი. ამიტომაც არ ვჩქარობ შეყვარებას, მერეც მოვასწრებ.
გავუღიმე მე.
-მსახიობობა რო გინდა, ეგ ვიცი, მაგრამ ჰობი არ გაქვს რამე?
-მოცეკვავე ვარ..
-ქართული?
-ნტ, ლათინურები..
გამოშტერდა.
-აუ შენი ცეკვა წარმომიდგენია-აჭარხლდა ანდრო-მიდი რა იცეკვე, ქეთუშ, არ გამიტეხო რა..
გაგიჟდა სიხარულიძე.
-კაი რა, რა ვიცეკვო-თავი გავაქნიე-რო ავდგე შეიძლება წავიქცე, თან მუსიკაც არაა..
-აუ მიდი რა, მიდი და მე დავუკრავ.
მგონი მართლა გააფრინა.
-გარეკე ანდრო?
ჩავიხითხითე მე.
-აუ ისეთი ხარ, მართლა არეკინებ კაცს და რა ვქნა?
ცოტახანი გაჩუმდა.
რაღაც ისეთი თვალებით შემომხედა და თავი ჩახარა.
მერე ვისკი დაისხა და ისევ წრუპვა დაიწყო.
-რომელი საათია?
ვიკითხე.
საათს დახედა, შვიდის ოცი წუთიაო.
-რა მალე გასულა დრო!
შევიცხადე მე.
-გეძინება?
-ნტ,
-თუ გეძინება ადი, ვიქნები კიდე ცოტახანს და ავალ მეც.
-არ მეძინება, ისედაც არ მეძინებოდა და ეხლა სულ გამოვფხიზლდი. თან სულ მე ვლაპარაკობ. მომიყევი რამე შენზეც,რა..
შევეხვეწე მე.
-რავი რა მოგიყვე? მკითხე რაც გინდა და გეტყვი.
მხრები აიჩეჩა და სავარძლის კიდეს მიეყრდნო.
-შენ გიყვარს ხო ვიღაც?
დაიბნა. სხვა კითხვას ელოდა და სხვა მიიღო. არც ვიცი რატომ ვკითხე, ალბათ მაინტერესებდა და იმიტომ.
-მიყვარს-გაიბადრა ანდრო და მივხვდი რომ მართლა სიგიჟემდე უყვარდა ისე იბადრებოდა მისი სახელის ხსენებაზე. ჩემთან კი უბრალოდ ერთობა და დრო გაყავს..
რა სულელი ვარ..

-ქეთა ქვია იმასაც.-დაიწყო ანდრომ-ბავშვობიდან ვიცნობთ და რაც ჩემი თავი ვიცი, იქიდან ვიცი ქეთაც. სულ ვმეგობრობდით, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტია, და არასდროს გვიღიარებია ერთმანეთისთვის. აი, გუშინ უნდა მომეტაცებინა და შემთხვევით ბიჭებმა შენ მოგიტაცეს.
გაეღიმა.
გულში რაღაც ჩამწყდა.
თავ-ბრუ დამესხა.
-იმედი გაგიცრუვდა?
ყელში მობჯენილი ბურთი, ძლივს გადავაგორე.
-რა?
გაკვირვებულმა შემომხედა.
-არაფერი-მშვიდად ვუპასუხე-ცოტა ძილი მომერია, ავალ იქნებ დავიძინო..
მოვიტყუე და ფეხზე ავდექი.
-ძილინებისა ქეთუშ..
-ძილინების ანდრო..
კიბეებზე ფრთხილად ავირბინე. როგორც კი ოთახის კარი შევხსენი ცრემლები წამსკდა.
რატომ მეგონა, რომ ერთი დღის გაცნობილი ადამიანისთვის იმ გოგოზე მეტი ვიქნებოდი?!

***

ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ,როგორც ყოველთვის. მადლობა შეფასებებისთვის და უდიდესი სტიმულისთვის.
ასევე წინა თავში, რაღაც გაურკვევლობები გაჩნდა, მგონი ვერ გაიგეთ და გეტყვით..
მოკლედ, არის ორი ქეთა. ერთი, რომელიც ანდროს ბავშვობის სიყვარულია და მეორე, რომელიც შეცდომით მოიტაცეს.
ყველაფერს, რაც წერია ისტორიაში, ყვება მეორე ქეთა. ანუ ის არის მთავარი გმირი. რაც შეეხება დროის მონაცვლეობას. ქეთა რომ ყვება, მოსკოვში ვარო, ის არის აწმყო, ანუ რაც ახლა ხდება და ყველაფერს იხსენებს.
მაგ დროს უკვე დაშორებულები არიან ქეთა და ანდრო.
იხსენებს როგორ მოიტაცეს შემთხვევით, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, დიალოგებს და ა.შ. იმედია, ყველაფერი გასაგებია.
მიყვარხართ. kissing_heart
და კიდევ, შეგიძლიათ ფეისბუქზე დამამატოთ:"Nia Mshvidobadze"

№1 სტუმარი Guest ketu

ჯერ არ წამიკითხავს ეს თავი მაგრამ სურვილი გამიჩნდა დამეწერა რომ კარგი გოგო ხარ ასე მალე რო დებ.... არ შემეძლო არ აღმენიშნა....ახლა წავიკითხავ და :)

№2  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Guest ketu
ჯერ არ წამიკითხავს ეს თავი მაგრამ სურვილი გამიჩნდა დამეწერა რომ კარგი გოგო ხარ ასე მალე რო დებ.... არ შემეძლო არ აღმენიშნა....ახლა წავიკითხავ და :)

მადლობა ძალიან დიდი. ვცდილობ, რადგან ვიცი,როგორი საშინელებაა როცა რაღაცის კითხვას იწყებ და ცხრა თვე გიგრძელდება. ისიც კი გავიწყდება, რა მოხდა წინა თავში. grinning
ველი შეფასებას..

№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან კარგი და საინტერესო გამოგდის ეს მოთხრობა აბა შენ იცი არ აურიო რამეე... რაც მთავარია არ ააჩქარო და არ მიაფუჩეჩოოოო!!!!
ძAან მომწონს !!!!ველოდები შემდეგს!!!!!!!!!

№4  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

nawkas12345
ძალიან კარგი და საინტერესო გამოგდის ეს მოთხრობა აბა შენ იცი არ აურიო რამეე... რაც მთავარია არ ააჩქარო და არ მიაფუჩეჩოოოო!!!!
ძAან მომწონს !!!!ველოდები შემდეგს!!!!!!!!!

მადლობა, ისევ და ისევ..

№5 სტუმარი Guest ketu

ვაიმე მგონი უკეთ გავიგე laughing ე.ი. ის მეორე ქეთა იმერელი არ ჩანს ხო? გავიგეეე.... მოკლედ ფანტასტიური გოგო ხარ. ეს გაურკვევლობაც კი კარგი იყო laughing

№6  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Guest ketu
ვაიმე მგონი უკეთ გავიგე laughing ე.ი. ის მეორე ქეთა იმერელი არ ჩანს ხო? გავიგეეე.... მოკლედ ფანტასტიური გოგო ხარ. ეს გაურკვევლობაც კი კარგი იყო laughing

ხა-ხა-ხა კი, მეორე ქეთა სვანია.
დიდი მადლობა. kissing_heart

№7 სტუმარი lela

Kargia dzalian! sityvebi ar myofnis!

№8  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

lela
Kargia dzalian! sityvebi ar myofnis!

გმადლობ! heart_eyes

№9 სტუმარი Guest Geta

Unda vagiaro rom yvelaze originaluri motxrobaa romelic am saitze wamikitxavs❤

№10  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Guest Geta
Unda vagiaro rom yvelaze originaluri motxrobaa romelic am saitze wamikitxavs❤

აუ, არც ვიცი რა ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა,ბავშვებო.
უზომოდ მაბედნიერებთ!

№11 სტუმარი Kurkicha

rusuli ici t vinmem

ee fbshi rogor dagamato

error error

№12  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Kurkicha
rusuli ici t vinmem

ee fbshi rogor dagamato

error error

"Nia Mshvidobadze"

№13  offline წევრი isterichka123

ვაიმე რამაგარია გაგრძელე ძან მომწონს ასე გაგრძელე

№14  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

isterichka123
ვაიმე რამაგარია გაგრძელე ძან მომწონს ასე გაგრძელე

მადლობა, მიხარიხართ.. kissing_closed_eyes

№15 სტუმარი Kurkicha

ver gnaxehttps://m.facebook.com/groups/264606383884222?ref=bookmarks

№16  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Kurkicha
ver gnaxehttps://m.facebook.com/groups/264606383884222?ref=bookmarks

კომენტარებს გადახედე აქ. პირადი ფეისბუქიდან მაქვს პასუხი გაცემული, და ნახავ.

№17 სტუმარი KirkiTadze

Aiarvici emociebshi varkide
Dzalian momwonsda vaghiareb ro esmotxroba saocrad gansxvavebulia tavisi patarpatara wvrilmanebit
Kvela tavs vkitxulob ikidan mokolebuli rac debda dzalian momwons
Aqamde argamchenja survilirom gameketebina raime komentari da mechqara magram aivso veghar movitmine
Saswauli gogoxar
Velodebi shemdeg tavsda imedebi argamocruo icode
Andros da qetas wkvils velodebi triumpis bolos

№18 სტუმარი Tako

Chemi qetaa♥ gtxoov raa bolos shearige esseni. Dzaan momwons da kargia ro male deb♥

№19 სტუმარი KirkiTadze

[quote=KirkiTadze]Aiarvici emociebshi varkide
Dzalian momwonsda vaghiareb ro esmotxroba saocrad gansxvavebulia tavisi patarpatara wvrilmanebit
Kvela tavs vkitxulob ikidan mokolebuli rac debda dzalian momwons
Aqamde argamchenia survilirom gameketebina raime komentari da mechqara magram aivso veghar movitmine
Saswauli gogoxar
Velodebi shemdeg tavsda imedebi argamocruo icode
Andros da qetas wkvils velodebi triumpis bolos❤️❤️

№20  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

KirkiTadze
Aiarvici emociebshi varkide
Dzalian momwonsda vaghiareb ro esmotxroba saocrad gansxvavebulia tavisi patarpatara wvrilmanebit
Kvela tavs vkitxulob ikidan mokolebuli rac debda dzalian momwons
Aqamde argamchenja survilirom gameketebina raime komentari da mechqara magram aivso veghar movitmine
Saswauli gogoxar
Velodebi shemdeg tavsda imedebi argamocruo icode
Andros da qetas wkvils velodebi triumpis bolos

აი,ყველაზე მეტად მიხარია როდესაც ესეთ კომენტარებს ვკითხულობ.
არც ვიცი რა გითხრათ, თქვენ რომ არა,არაფერი იქნებოდა. ეგ ზუსტად ვიცი.
მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის.

Tako
Chemi qetaa♥ gtxoov raa bolos shearige esseni. Dzaan momwons da kargia ro male deb♥

მადლობა, ვეცდები მალ-მალე დავდო ხოლმე.

№21  offline წევრი sofia25

წინა თავზე ვერმოვახერხე დადება კომენტარის ძალიან მეჩქარებოდა და ისე სწრაფად ჯერ არაფერი წამიკითხავს მგონი :დდდდ რაც შეეხება ამ თAვს პირველი ის მახარებს რომ მალმალე დებ და არ აგვიანებ საუკუნეები:))) ძალიან თბილი და რაღაცნაირი წასაკითხი იყო გაკრეჭილი ვიჯექი სანამ ვკითXულობდი დამთავრებაც არმინდოდა:DDD ყოჩაღ და ველი ხვალე ახალ თავს :DD <3333

№22  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

sofia25
წინა თავზე ვერმოვახერხე დადება კომენტარის ძალიან მეჩქარებოდა და ისე სწრაფად ჯერ არაფერი წამიკითხავს მგონი :დდდდ რაც შეეხება ამ თAვს პირველი ის მახარებს რომ მალმალე დებ და არ აგვიანებ საუკუნეები:))) ძალიან თბილი და რაღაცნაირი წასაკითხი იყო გაკრეჭილი ვიჯექი სანამ ვკითXულობდი დამთავრებაც არმინდოდა:DDD ყოჩაღ და ველი ხვალე ახალ თავს :DD <3333

kissing_closed_eyes

№23  offline წევრი Kiki )))

ვაიიი გულიი... დზედზაა რაკაიი იყოო ჩემო ტკბიკოო ♥♥♥ ვაიი რაემოციური იყოო აიი იდიალური ისტორიაა ♡♡ ვაიჰჰ ქალოო მართლა რაკაი იყო ჩემო შოკოლადკა მაარმალადკა ♥ აიიარვიცი შენ ხარ ყველაზე მაგარიგოგო ეს ისტორია კიდევ აიი უბრალოდ სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი მაგარია ♥♥♥♥ ისე ველოდებოდიი ახალ თავს რამდენჯერ შემოვედი და გავედიი მართლა არვიცი რომ დავინახე კიდევ დადებულიი შემოვფრინდი ეგრევე ♡♡♡ ძალიანძალიან მიყვარხარ და ველოდები ახალ თავს ♥♥♥♥♥

№24  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

Kiki )))

გავრეკე უკვე სიხარულისგან.
მე,ანდრომაც და ქეთამაც,სამივემ ერთად.
ძალიან დიდი მადლობა თქვენ!

№25 სტუმარი eto

imedia exa misi bavshobis siyvaruli qeta ar gadauyvardeba da erti dgis gacnobili gogo ar sheuyvardeba... kargi tavi iyo da male dade cota didi

№26  offline წევრი tatiko.1995

Dzalian kargi iyo erti amosuntkvit wavikitxe ar mindoda ro dasrulebuliyo

№27  offline აქტიური მკითხველი lalita

ყველა თავი ერთად წავიკითხე და მინდა გითხრა , რომ ძალიან მომეწონა .ისე ქეთა მეგონა იცეკვებდა და ანდროს პირს დააღებინებდა დ.დ.დ
ველოდები შემდეგს.

№28 სტუმარი Guest ანი

რა კარგი გოგო ხარ შენ ❤ მაგრამ არ მეყო,პატარა თავი იყო, ძალიან მინდოდა კიდევ მეკითხა და მეწყინა მალე რომ მორჩა, რა თქმა უნდა მიხვდებოდი რომ ისტორია ძალიან მომეწონა, ვიმედოვნებ, ბანალურს არ გახდი როგორც ყველა სხვა (თორე იმედი გამიცრუვდება ,რადგან ბევრი წავიკითხე აქ შეცდომით მოტაცებულები და მინდა ავღნიშნო სისულელე და არარეალური იყო,ამ ისტორიამ კი დამაინტერესა ძალიან ) და ძალიან მალე დადებბ შემდეგ თავს ... წარმატებებიი და გელიი ..

№29  offline აქტიური მკითხველი Nia☀️

eto
imedia exa misi bavshobis siyvaruli qeta ar gadauyvardeba da erti dgis gacnobili gogo ar sheuyvardeba... kargi tavi iyo da male dade cota didi

მადლობა,

tatiko.1995
Dzalian kargi iyo erti amosuntkvit wavikitxe ar mindoda ro dasrulebuliyo

heart_eyes

lalita
ყველა თავი ერთად წავიკითხე და მინდა გითხრა , რომ ძალიან მომეწონა .ისე ქეთა მეგონა იცეკვებდა და ანდროს პირს დააღებინებდა დ.დ.დ
ველოდები შემდეგს.

ჰაჰა,არა. ერთხელ ხო დააღებინა უკვე პირი ანდროს, და ეგ მეორედ პირის დაღება სხვა დროს.. laughing

Guest ანი
რა კარგი გოგო ხარ შენ ❤ მაგრამ არ მეყო,პატარა თავი იყო, ძალიან მინდოდა კიდევ მეკითხა და მეწყინა მალე რომ მორჩა, რა თქმა უნდა მიხვდებოდი რომ ისტორია ძალიან მომეწონა, ვიმედოვნებ, ბანალურს არ გახდი როგორც ყველა სხვა (თორე იმედი გამიცრუვდება ,რადგან ბევრი წავიკითხე აქ შეცდომით მოტაცებულები და მინდა ავღნიშნო სისულელე და არარეალური იყო,ამ ისტორიამ კი დამაინტერესა ძალიან ) და ძალიან მალე დადებბ შემდეგ თავს ... წარმატებებიი და გელიი ..

ძალიან დიდი მადლობა. შეცდომით მოტაცებული სიმართლე გითხრა, მე აქ არაფერი წამიკითხავს. იმედია იმედს არ გაგიცრუვებთ.

№30  offline წევრი alien_tata

sakvaaaarlobaa dzalian

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent