შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 6)


9-01-2017, 23:54
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 991

- შენ ეს არ უნდა გენახა. - ნამტირალევმა შემომხედა რაზეც თითქოს რაღაც ჩამწყდა. - ყოველთვის იქ რატომ ჩნდები სადაც არ უნდა ჩნდებოდე!
- რა გჭირს, ვინმემ რაიმე გაწყენინა ? - მისი ლამაზი სახე ხელებში მოვიქციე,მაგრამ ჩემი ხელები მოიშორა და ზურგი მაქცია.
- გთხოვ წადი !
ირგვლივ მიმოვიხედე და დახეული ნახატები დავინახე.ერთერთ მათგანთან მივედი და აღდგენა ვცადე გავოცდი როდესაც ჩემი პორტრეტი დავინახე,უფრო იმან გამაოცა მე რომ ვიყავი დახატული და არა იმან თუ რა შესანიშნავად იყო დახატული. ნახატი ხელებიდან გამომგლიჯა.
- აქედან გაეთრიე !! - დამიყვირა და ნახატი კიდევ ერთხელ დახია.
- როგორც ჩანს ვიღაცას შევუყვარდი და გაგიჟდა - კმაყოფილად ჩავიცინე და დამცინავად შევხედე.
- იცი რა? მართალი ხარ გავგიჟდი ! გავგიჟდი, ამ მდგომარეობამ გამაგიჟა საერთოდ რატომ გაიცნო მამაჩემმა ეს წყეუული მამაშენი ?! ის რომ არა ახლა არაფერი მოხდებოდა!! - მის ნათქვამზე გავმწარდი და კედელზე მთელი ძალით მივაჯახე,მკლავებზე ხელები მოვუჭირე და ზიზღნარევი ხმით ვუთხარი.
- იცოდე მამაჩემზე კრინტიც არ დაძრა, თორემ გეფიცები აქვე ჩაგაძაღლებ !! - ვხედავდი მის ჩაწითლებულ შიშით სავსე თვალებს და ვხვდებოდი რომ უკვე ღრმად შემეტოპა.
- მიდი გააკეთე ეს !! შენ ხომ ასეთი ლაჩარი ხარ ! - ცრემლი სახეზე ჩამოუგორდა რამაც კიდევ უფრო გამაგიჟე !
- ხო მართალი ხარ, ამას ახლავე გავაკეთებ !! - ჯიბიდან იარაღი ამოვიღე და დავუმიზნე - ვხედავდი მის ცინიკურ სახეს რაზეც უფრო და უფრო ვღიზიანდებოდი.
- რაო ახვლედიანო, ამდენი გამბედაობა არ გაქვს? შენ მკვლელი არ ხარ,აი ესაა შენი პრობლემა - კმაყოფილად იღიმის რაზეც ნერვები მეშლებ,ა იქვე არსებულ დაფას იატაკზე ვაგდებ და იმ ადგილს მთელი სისწრაფით ვშორდები.

***

ნინი
ორი კვირაა რაც ლუკა და ელე ერთმანეთს არ ელაპარაკებიან,საერთოდ ერთმანეთს არც კი უყურებენ. ვხვდები რომ ელენე რაღაცას მიმალავს და არ მეუბნება. გიო თანდათან უახლოვდება ლუკას, თუმცა მანაც არაფერი იცის.მასთან მივირბინე, მის მეგობრებს მივესალმე და ცალკე გამოვიყვანე.
- რამე მოხდა საყვარელო? -ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და ნაზად მაკოცა,რაზეც თვალები დამეხუჭა.
- არ გინდა ორმაგ პაემანზე წავიდეთ ? - გავუღიმე და მოწყვეტით ვაკოცე.
- კარგი, მაგრამ რა ჩაიფიქრე?
- მინდა რომ ლუკას და ელეს რამე მოვუხერხოთ. - ტუჩზე ვიკბინე და გიოდ შევხედე.
- ჯანდაბა, ასე ნუ აკეთებ ! - გამიცინა დამაკოცა.
- მოკლედ ბოულინგზე წავიდეთ ოღონდ თითქოს არ ვიცოდით არაფერი,შენ ლუკას წამოიყვან მე ელეს და იქ შევხვდებით. დღეს შვიდზე კარგი?
- კარგი. - კიდევ ერთხელ მაკოცა და წავიდა.
ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი და ელეს ღიმილით მივაშტერდი
- რა გინდა. - უემოციოდ მითხრა
- აუ ნუ გახდი რა ესეთი უჟმური!! - შევუბღვირე და კოლა მოვსვი
- ნინი რა გინდა პირდაპირ მითხარი. - ფრის ჭამას თავი დაანება და კოლა მოსვა
- მოკლედ ამ ბოლო დროს სულ აღარ ხარ მხიარული,ხოდა გადავწყვიტე ძველი ელე დავაბრუნო ხოდა დღეს მივდივართ ბოულინგზე. - ჩამოვაყალიბე და მისი ფრი მოვიპარე.
- ეიი ეს ჩემი ფრია - გაიცინა და წამართვა.
- აბა? რასიტყვი. -ხელები გადავაჯვარედინე და მაგიდას დავეყრდენი.
- ძაან მეზარება. - მოიღუშა და ფანჯრისკენ გაიხედა.
- არ მაინტერესებს ჩემი ძველი მეგობარი მომენატრა !
- კარგი ჰოო,მარა თამაში რომ არ ვიცი? ანუ ვერ წამოვალ - მაგიდაზე არსებული გაზეთი თავში ჩავარტყი.
- აუუუჩ !
- მე გასწავლი.
- კაი.
- სკოლის მერე შენთან მოვდივარ. -ამ სიტყვების გაგონებაზე გაფითრდა,გალურჯდა და რა რადაემართა არ ვიცი. -რამოხდა?
- საჭირო არ არის.
- რას მიმალავ ელე? -დამწუხრებულმა ვკითხე.
- კარგი ჰო... - ღრმად ჩაისუნთქა - მოკლედ მამაჩემი ჩამოვიდა... -თავი ხელებში ჩარგო და ლუკას მზერა რომ შეამჩნია შეკრთა და ბუფეტიდან გავიდა.

***

"10 წუთში მზად ვიქნები და გამომიარე" ელეს შეტყობინება წავიკითხე და თმის სწორება განვაგრძე. მზად ვიყავი! 10 წუთში ელეს გავუარე და ბოულინგისკენ ავიღეთ გეზი. 20 წუთში იქ ვიყავით დღეს ელე შედარებით მხიარულია.შენობაში შევედით და ფული გადავიხადეთ. ბურთებთან მივედით.
- აბა რომელს აირჩევ? ეცადე ძალიან პატარა წონის არ აიღო შეიძლება თითები გაგეჭედოს.
როდესაც არჩევნი წითელ არც თუ ისე დიდ ბურთზე შეარჩია და ხელში აიღო კინაღამ დაუვარდა, რაზეც გამეცინა.სიცილი შევწყვიტე და მსახიობობა დავიწყე
- მოიცა ამათ აქ რა უნდათ? -გავიკვირვე და გიოსკენ და ლუკასკენ მივანიშნე მან მკვლელი მზერით დამაჯილდოვა, მე კი მათ ხელი დავუქნიე.
- ეს ყველაფერი შენ მოაწყვე არა? - მომიბრუნდა ელენე.
- წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობ - გავუღიმე და ბიჭები გადავკოცნე. ელენემ კი მხოლოდ გიო.

ელენე.

ოხ ელენე მოგკლავ ! რატო დავთანხმდი? როდესაც ლუკა დავინახე ავფორიაქდი.
- თქვენ აქ საიდან? -მსახიობოა დაიწყო გიომ
- მშვენივრად იცი საიდანაც - დავეღრიჯე გიოს და ბურთის გასაგორებლად მოვემზადე. როგორც კი გავაგორე კინაღამ წავიქეცი, ბურთმა კი ვერცერთი კედლი ვერ წააქცია. უკნიდან ნაცნობი ხმის ხითხითი მომესმა. გავბრაზდი, შევტრიალდი და ვუთხარი.
- შენ უკეთ ისვრი ?! - ხელები გადავიჯვარედინე და შევუბღვირე,რადგან ჩემს დაცინვას განაგრძობდა.
- სიმართლე გითხრა კი. - გამიღიმა და ბურთი ისროლა პირი ღია დამრჩა, როდესაც ყველა კედლი წააქცია. ხელები გაშალა და კმაყოფილად ჩაიცინა
- შესანიშნავია! მე და გიო და თქვენ ორნი ! შეჰკივლა ნინიმ.
- ნინი აბა თამაშს გასწავლიო? - გავუჯავრდი.
- როგორც ჩანს ჩემზე უკეთ ის გასწავლის - წარბები აათამაშა და ბურთი აიღო. როდესაც გიო დაეხმარა მადლობა გადაუხადა. - შენი ჯერია ბერძენიშვილი.
- კარგი. - წუწუნით ავიღე ბურთი. მე ხომ ბედი არ მაქვს თქო ჩავიბურტყუნე და შუაში ვისროლე. ზუსტად შუაში მისრიალებდა როდესაც ბოლოში გზას გადაუხვია. - ჩემგან მოთამაშე არ დადგება ! დავიბუზღუნე და სკამზე ჩამოვჯექი.
- კარგი ცოტა ხანი ლუკა გავარჯიშებს და მერე დავიწყებთ. - ის და გიო დახლთან მივიდნენ და წვენი შეუკვეთეს.
- აბა? ვაპირებთ თამაშის მოგებას თუ არა? - მკითხა ლუკამ და ხელი გამომიწოდა ფეხზე წამოვდექი მაგრამ არა მისი დახმარებით.როგორ შეუძლია ისე მოიქცეს თითქოს არაფერი მომხდარა ?
- კი, ნინის ამას ვანანებ.
- კარგი მოდი ბურთის შერჩევით დავიწყოთ. - ბურთებთან მივიდა და შედარებით მსუბუქი ბურთი მომაწოდა. - ახლა სწორედ დაიჭირე. თითები ამ ნახვრეტებში უნდა შეყო და მყარად დაიჭირო. - ის მიხსნიდა მე კი უბრალოდ ჩვენს თითებს მივშტერებოდი. - კარგი ახლა დგომაზე გადავიდეთ. - შემაბრუნა და უკან დამიდგა. - პირველ რიგში წელში უნდა გასწორდე. - მისი ხელები შიშველ ზედაპირზე შემეხო, რამაც ჟრუანტელი მომგვარა.ეს ლუკას რაღათქმაუნდა არ გამოპარვია და ჩაიცინა. - შემდეგ ფეხი უკან დადგი ,მხოლოდ ნაბიჯი და ბურთის გაგორება დაგრჩა. - მისი ცხელი ტუჩემი ჩემს ყურთან ვიგრძრნი - სცადე ერთ რამეზე კონცერტრირდეე მაგალითად ჩემზე - როდესაც ეს მითხრა ავხედე და ჩემდაუნებურად გავუღიმე,მისი თავდაჯერებულობა დღითიდღე მაკვირვებს. -კარგიი... აბა შენ იცი. - მისი მითითებები გავითვალისწინე და ბურთი ვისროლე. როდესაც დავინახე რომ ყველა კედლი წავაქციე შევყვირე და ლუკას გაუცნობიერებლად ჩავეხუტე. როცა გავაანალუზე რა გავაკეთე გავწითლდი და მოვშორდი.

მომდევნო თავს მხოლოდ 2 კომენტარზე აღარ დავდებ... მაინტერესებს თქვენი აზრი,ამიტომ დააკომენტარეთ. ♥ თანაც ხომ არ იცით შემდეგ თავში რა გავაკეთე... იქნებ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მოვკალი ? (ბოროტული სიცილი) :დდ ♥



№1 სტუმარი Guest ne grasti2001

DzaaN kaia <3

Guest ne grasti2001
DzaaN kaia gaagrdzele <3

 


№2  offline წევრი D-I-A-N-A

ვაიმე არავინ მოკლა რაა. 2 კომი რატო ბევრს მოსწონს პროსტა არ აკომენტარებენ . kissing_heart მაგარი თავია , უბრალოდ პატარაა worried heart_eyes

 


№3 სტუმარი Ana

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუუ ნნუ ბოროტობ არ გაპატიებ რომ არ დადო შემდეგი თავი.
ძაან მაგარი მოთხრობაა და მინდა რომ აუცილებლად მიიყვანო ბოლომდე.
რაც შეეხებ აამ თავს პირველი ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა. მეორეც კარგი იყო მაგრამ მაინც...
მაგარი ხარ!!!! შემდეგს ველოდები!!!!

 


№5  offline წევრი davinna

nu gaborotdi shen:D dzalian momwons esistori da armokla exla romelime tore memogklav :d nu cota drama kai iqneba luka ro chkuaze moikvano:D veli shemdegs male dade icode :D

 


№6  offline წევრი LoNdA DM

მომწონს და ძალიან მაგარია ველოდები შემდეგ თავს.

 


№7 სტუმარი Guest Ketu

Momwons, vkitxulob da moutmenlad velodebi magram... yovel tavze ver vakomeb da e.i. unda shewyvito? Kai ra.

 


№8 სტუმარი kusa123

ძალიან კარგი ისტორიაა მართლაა ❤❤

]ძალიან კარგი ისტორიაა მართლაა ❤❤გთხოვ არავინ არ მოკლა

 


№9 სტუმარი ვიღაც იდიოტი

ძააან კაია გაგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent