შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრება თავი I


10-01-2017, 01:39
ავტორი toksoon
ნანახია 1 245

გარშემო ყველაფერი თეთრია, გაურკვევლობაში ვარ. სულ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში რა იქნება აწი? ერთი დიდი სისულელეა ცხოვრება მაგრამ მისგანაც უდიდესი სიამოვნების მიღება შესაძლებელია. ყოველთვის მეგონა, რომ ვიღაცისთვის უნდა მეცხოვრა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა მხოლოდ ახლა ამ სიცარიელეში ვაცნობიერებ ყველაფერს. საკუთარი თავისთვის უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ალბათ ცუდად ჟღერს ასე პირდაპირ იცხოვროს საკუთარი თავისთვის. უბრალოდ არ უნდა გადაყვე სხვას. ის სხვა შესაძლებელია შეიცვალოს შენ კი დარჩები. საკუთარ თავს არასდროს ვაქცევდი დიდ ყურადღებას. თინეიჯერობისას როცა ყველა ერთმანეთს ეჯიბრებოდა იმით თუ ვის რა ეცვა მე ყოველთვის სადა და იაფასიანი ტანსაცმლით დავდიოდი. უბრალოდ არ მინდოდა საკუთარ თავზე ფულის დახარჯვა. არც ისე გაჭირვებულად ვცხოვრობდი შემეძლო დიდი თანხა უსახლკარო ადამიანისთვის მიმეცა მაგრამ იმის მეათედსაც ალბათ სკუთარ თავზე არ დავხარჯავდი. მთელი ჩემი თინეიჯერობა ტანჯვა იყო პირველად ცხოვრების განადგურება თხუტმეტი წლიდან დავიწყე. როდესაც პირველად გავსინჯე სიგარეტი.შევეჩვიე და ტანჯვად მექცა. სიგარეტს კი არ შევეჩვიე თითქოს ის შემეჩვია და არ მეშვება ძალიან შევუყვარდი, მაგრამ მის მოშორებაზე დიდხანს ვზრუნავდი. მავნე ჩვევები ზედმეტად ბევრი არ მქონდა, მეტიც მხოლოდ სიგარეტს ვუწოდებ მავნე ჩვევას. ჩემი ცხოვრება უინტერესო და ზედმეტად უაზრო იყო თვრამეტ წლამდე ერთ პატარა სულელურ ქალაქში ვცხოვრობდი. სულელური იმიტომ რომ ადამიანები საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ფიქრობდნენ. აქ უამრავი დანაშაული ხდებოდა და ხალხიც წამებში ამის შესახებ იგებდა. ერთი საათის მეტი არ ჭირდებოდა ქალაქის თითოეულ მცხოვრებს ყველაფერი რომ ცოდნოდა. ყველამ ყველაფერი იცოდა მაგრამ თუ ადამიანს გაჭორავდნენ შემდეგ მას აუცილებლად პირში უღიმოდენ. ჩემში დიდ პროტესტს იწვევდა და ამ ადამიანს ვეუბნებოდი ამის შესახებ. ეს ჭორიკნები კი მე მეძახოდნენ ენის მიმტანს. უამრავი ადამიანი დავკარგე და მათშორის ახოლო მყოფი ჩემთან მაგრამ მიხაროდა ძალიან მიხაროდა. მეგობარი რომელიც ისე ექცევა სხვას როგორც შენ რომ მოგექცეს ვინმე გული საოცრად გეტკინება არაა საჭირო ჩათვალო ადამიანადაც კი! ყოფილან ისეთი მეგობრებიც რომელთა დაკარგვა ალბათ არ მინდოდა მაშინ და სწორედ ამიტომ, ვუხსნიდი ვჩხუბობდი ვცდილობდი, გაეგო რამე მაგრამ აქ კიდევ ერთ დასკვნამდე მივედი. არ დაკარგო დრო არასდროს რამის მეორედ და მეტჯერ ასახლსნელად, ადამიანი ისე გაიგებს ყველაფერს როგორც თვითონ უნდა. ჩვიდმეტი წლის ვიყავი როცა მამა გარდამეცვალა. დამრჩა დედა და რამდენიმე ვითომ ახლო ნათესავი. მათგან არასდროს მიგრძვნია არც მხარში დგომა და არც სიყვარული. მამაჩემის დაკრძალვის დღეს კი ისე ისველებდნენ მათ მოვლილ, უნაოჭო სახეებს გეგონებოდა სიცოცხლის მეოთხედი ან თუნდაც ნახევარი დაკარგესო. ეჭვი მეპარება რომ მამა არ დამთანხმებოდა მათთან მიმართებაში. იგი ბოლო წელს არაფერს მიმალავდა იმის შემდეგ რაც მითხრა უკვე დიდი კაცი ხარ, ახლა შენ ჩემი შვილი კი არა ძმაკაცი ხარო. ნათესავებთან გადამხდარი ისტორიებიც ბევრი მსმენია რაც მარწმუნებდა მათ სულიერ სიმდაბლეში. მამაჩემს გოგა ერქვა. საშუალო ტანის, გამხდარი, მელოტი, მკაცრი მაგრამ გარკვეულწილად სიყვარულით აღსავსე გამოხედვით. ეკეთა სამაჯური რომელსაც ხელიდან არ იშორებდა. ამბობდა რომ ეს ყველაზე ლამაზმა ჭკვიანმა და კარგმა გოგომ აჩუვქა რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს ახლაც. პატარაობაში ამაზე დედას მაგივრად მე ვეჭვიანობდი. დედას ეცინებოდა. შემდეგ მამა დამცინოდა გულში მიხუტებდა და სიყვარულით სავსე სიტყვებით მამკობდა. საბოლოოდ გავარკვიე რომ სამაჯურის მჩუქებელი დედაჩემი ყოფილა. ჩვიდმეტი წლისას სულ ეს მახსენდებოდა მეღიმებოდა, თან ცრემლი მადგებოდა და კისერში ბურთი მეჩხირებოდა. მამას დროს უზრუნველად ვცხოვრობდით შეიძლება დიდი სიმდიდრით არ გამოვირჩეოდით მაგრამ საარსებო მინიმუმზე ბევრად მეტი გვქონდა. თუმცა არასდროს არ ვყოფილვარ სხვა ბავშვებივით მონდომებული რომ მქონოდა სათამაშო ან რამე სხვა. ამიტომაც მამა ხუმრობით უცხოპლანეტელსაც მეძახდა. დილით ადრე მიდიოდა სამსახურში და გვიან ბრუნდებოდა. რამდენიმეჯერ ისეც ყოფილა რომ გადაბმულად ხუთი დღე მამა არ მინახავს. ეს დიდად არ მომწონდა მაგრამ რას ვიზამდი. ალბათ რამაც მამაჩემი მოკლა არის ის რაც ახლა მე მკლავს. როგორც თვითონ ამბობდა ათი წლის ადაკიდან დაიწყო მოწევა. რაც თავი მახსოვს დღერი ორ და ხანდახან სამ კოლოფ სიგარეტსაც კი ეწეოდა. თუმცა არასდროს არ მოუწევია არც ერთი ღერი სახლში. როდესაც სადარბაზოში გადიოდა და მე მივყვებოდი აუცილებლად უკან მაბრუნებდა. ჩვენი ბინა აწ უკვე ნახსენებ პატარა სულელურ ქალაქში იყო. როცა მას შიგნიდან ნახავდი არა მგონია რომ ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩენოდა. ლამაზი კარგად შერჩეული შორენკეცები თითქოს ერწყმოდა შემოსასვლელის ნაცრისფერ კედელს. სამზარეულო და სასტუმრო ოთახი ნათელ ღია ყვითელ ფერებში იყო. ორივეგან ძვირადღირებული ავეჯი იდგა. მშობლების ოთახი ყველაზე დიდი აგურისფრად შეღებილი გახლდათ საკმაოდ დიდი საწოლი მის მეოთხედსაც კი არ ავსებდა ბოლომდე. დანარჩენი ადგილი ეჭირათ მცენარეებს და ერთ მაღალ გარდერობს. დედაჩემს ძალიან უყვარდა ყვავილები და ამას სახლის დათვალიერების შემდეგაც მარტივად მიხვდებოდით. არც ისე დიდ ოთახში ჩვენს ბინას ბიბლიოთეკა ამშვენებდა. ეს ოთახი მთლიანად თაროებით და მასზე დალაგებული ანბანის მიხედვით დახარისხებული წიგნებით იყო სავსე თაროები კედლებთან იდგა, ერთერთ კედელთან ორ რიგადაც კი. ოთახის შუაში დივანი იდგა მამაჩემი დასვენების დღის საკმაოდ დიდ ნაწილს ამ დივანზე წიგნების კითხვაში ატარებდა. ჩემი ოთახი ეს გახლდათ ერთადერთი ადგილი სადაც ვმშვიდდებოდი. ჩემი ლოგინი ოთახის კუთხეში იდგა მეორე მხარეს საწერი მაგიდა ფანჯრის მოპირდაპირედ კი გარდერობი. ყველაზე მეტად მომწონდა თეთრი კედლები რომლებსაც შვილებივით ვუვლიდი, თითქმის ერთი ლაქაც არ ქონდა, და ლამაზი ჭერი რომელზეც შეხედვის შემდეგ გრჩებოდა შთაბეჭდილება რომ ღია ცის ქვეშ ხარ. ვარსკვლავებით მოჭედილი ლურჯი ფონი. მამაჩემს ამის გაკეთება ათი წლისამ ვთხოვე. ერთ კვირაში შესრულებას შეუდგა და საკუთარი ხელებით მოხატა ჭერი. ნიჭიერი კაცი იყო. თითქმის ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებდა. ბევრი მეგობარი არ ჰყოლია რატომღაც. არც მე მყოლია ნამდვილი მეგობრები თითქმის ყველამ დააშავა. არ ვიცი ასეთი რატომ ვარ, რა თქმა უნდა შეცდომა მეც დამიშვია მაგრამ ამის გამო არ დავუკარგივართ მე კი მაშინევე ვკარგავდი. უბრალო აღარ მინდოდა მისთვის რამე მეთქვა, ახლოს ვყოფილიყავი და ასე შემდეგ. შესაბამისად თავისით იკარგებოდნენ. პირველი მეგობარი, ასე ვთქვათ ძმაკაცი გავიცანი მამაჩემის გარდაცვალების მერე სასაფლაოზე. მისი მამის სასაფლაო მამაჩემის სასაფლაოს გვერდზე იყო. სწორედ იქ მთხოვა ასანთი ხომ არ გაქვსო. საკუთარი მამის საფლავზე სანთელი ჩაარჭო და მოუკიდა შემდეგ გვერდით ჩამოჯდა თვალები ცრემლით გაევსო და წვეთები ჩამოუვიდა გამხდარ ლოყებზე. მივედი წყალი შევთავაზე. მან უარი მითხრა და ტირილი შეწყვიტა. გცალიაო მკითხა, მე ძალიან მშიოდა და სახლში წასვლას ვაპირებდი. ასეთ დროს ყოველთვის პირდაპირი ვარ მაგრამ ახლაც მიკვირს რატომ ვუთხარი მცალიათქო. მან მითხრა რომ ზალიან უნდოდა ვინმესთვის გულის გადაშლა. როცა დაიწყო მოყოლა ველოდი როდის მორჩებოდა და მოკლე მოკლე პასუხებით ვაწყვეტინებდი. როცა გავიგე რომ მამამისზე მიყვება თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და ყურადღებით დავიწყე მოსმენა. ან რა წარმოდგენა უნდოდა თითქმის ისე ვიყავი როგორც ის უბრალოდ მამაჩემის გარდაცვალებიდან თითქმის წელიწადი იყო გასული მან კი ერთი კვირის წინ მიაბარა მიწას. საკმაოდ დიდხანს ილაპრაკა მაგრამ ვცდილობდი თბილი ვყოფილიყავი. როცა მორჩა გადავწყვიტე რატომაც მომეყოლა მეც მამაჩემზე მეც დიდხანს ვილაპარაკე, საბოლოოდ ერთად წამოვედით სასაფლაოდან. ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი სიგარეტი მას ვთხოვე. როდესაც უნდა დავშორებოდით ერთმანეთთს, მას სიცილი აუტყდა. რა გაცინებს-მეთქი გაბრაზებულმა ვკითხე. ცუდი არაფერი იფიქრო უბრალოდ ერთმანეთის შესახებ ამდენი გავიგეთ და ერთმანეთს სახელი არ ვიცითო. მეც რა თქმა უნდა ჩამეცინა და ვუთხარი მე ლუკა შენ? ბექა მიპასუხა და ისევ მწუხარე სახით შეეცვალა ღიმილი. ვაკოცე და დავემშვიდობე, როგორც კი სახლში ავედი დავწექი და დავიძინე არც კი გამხსენებია რომ ორი საათის წინ შიმშილით ვკვდებოდი.

ვწერ და ამით სიამოვნებას ვღებულობ... ალბათ დიდი არაფერია მაგრამ იყოს პ.ს გრამატიკაზე ბოდიში




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent