შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 10.


10-01-2017, 09:16
ავტორი Supreme
ნანახია 2 707

  სახლამდე ვიღაცამ მიმიყვანა, ალბათ ირაკლიმ. მერე უბრალოდ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი ჩემთვის ნაცნობ მკლავებში. რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
-ამდენის დალევაც არ შეიძლება.-შორიდან მესმის უზომოდ ნაცნობი ხმა, დანიელის.
  მასთან როგორ აღმოვჩნდი? არ ვიცი...მაგრამ ზედმეტად კარგად ვარ, წვრილმანებზე ფიქრი რომ დავიწყო.
  იმდენად მთვრალი ვიყავი, რეალობას და წარმოსახვას ვერ ვასხვავებდი, თან ღამე საოცარი სიზმარი ვნახე. რეალურად რომ არ ვაღიარებ, მაგრამ თან სიგიჟემდე რომ მსურს, აი ისეთი. დანიელს ვეხუტები, კისერზე ვხვევ ხელებს და ნაზად ვეხები მის ტუჩებს...ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე? ასეთ რაღაცას არ მოველოდი, სიზმრისგანაც კი. ფიქრმა ამაღელვა და გული ამიჩქარდა. თავი პატარა გამოუცდელი ბავშვი მგონია, რომელიც ასეთ წვრილმანებზე ზედმეტად ოცნებობს და გიჟდება. რომანტიკა, კოცნა, ჩახუტება, მოფერება...როდიდან გავხდი ასეთი სენტიმენტალური? როგორ მეგონა რომ ეს უცნაური გრძნობა აღარ გაიღვიძებდა ჩემში, მაგრამ დანიელი რაღაც სხვა ეტაპია. ასე მგონია, ჩემს გულში ზედმეტად ღრმად შემოიჭრა და თან გასაშვებად მენანება. იმდენად მიზიდავს ეგ ლეკვი, რომ უკვე მესიზმრება, თან როგორ.
  დილით თავისტკივილით გავიღვიძე. მეორე დღე მართლა საშინელებაა. მაღვიძარა ლამის მოვისროლე, მაგრამ თავი მოვთოკე და ლოგინიდან გაშტერებული წამოვდექი. საშინელ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა ჩარჩენილი, თითქოს...მეც არ ვიცი რა ვუწოდო, უბრალოდ გრძნობაა. მთლიანად ვხურდი, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ციოდა. ალბათ ჯერ კიდევ ვერ გამოვედი სიმთვრალიდან. ხელი ავტომატურად ტუჩებისკენ წავიღე და ჩამეცინა. ისეთი გრძნობა მაქვს...ნაცნობი, მაგრამ თან უცნობი და საოცარი...რას ვიზამდი, ის სიზმარი რეალობა რომ ყოფილიყო და დანიელისთვის მართლა რომ მეკოცნა? მეც არ ვიცი. რატომღაც ეს აზრი მაღიმებს და გულისცემას მიჩქარებს.
  ტანზე გადასავლებად აბაზანაში შევედი. ცხელი წყალი მოვუშვი და ცოტა ხნით ამ სამყაროდან გავითიშე. თითქოს რაღაც შეიცვალა ჩემში. არის ადამიანის ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა ხვდება, ახლა უკვე ყველაფერი სხვანაირად იქნება. მეც ეგრე ვფიქრობ. მერე რა, რომ წარსულის სკილეტები ამომიტივტივდნენ, ეგ არაფერს ცვლის. ხანდახან უბრალოდ ცხოვრებითაც უნდა დატკბე ადამიანი, რადგან მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს მოვასწროთ ყველაფერი...
  აბაზანიდან გამოვედი. როგორც ყოველთვის, ბანაობის დრო ყველაზე კარგია ფიქრისთვის...
  ისევ ძველებური კლასიკური და ოდნავ მკაცრი სტილი, მსუბუქი მაკიაჟი, სუნამო და მზად ვარ.
  თავი საშინლად მტკიოდა, წყურვილი მკლავდა და საერთოდ არაფრის სურვილი მქონდა, მაგრამ სამსახურში წასვლა აუცილებელი იყო, ამიტომ ძალა მოვიკრიბე. სახლიდან გასული პირდაპირ ფარეხისკენ წავედი. მანქანის კარი გამოვაღე და ჩავჯექი. დავქოქე თუ არა, ვიღაცამ მომიკაკუნა ფანჯარაზე. დანიელი იყო. მინა ჩავწიე და გავხედე.
-იმედია უბედურ ლეკვს გამიყოლებ.-გამიღიმა, თან მუდარით სავსე თვალები მომაპყრო.
  ჩამეცინა და კარი გავუღე. ჩაჯდა და შემომიბრუნდა.
-როგორ ხარ?
-მშვენივრად.
-დარწმუნებული ხარ?-გაეცინა.-გუშინ ძალიან მთვრალი იყავი.
-მარტივად ვიტან სასმელს, თან არაფერს ვაშავებ ხოლმე.
-ეგეთი დარწმუნებული ხარ?-სიცილს მოუმატა.
-კი.-ვთქვი თავდაჯერებული ტონით.
-ვერ ვიტყოდი იგივეს. გუშინდელიდან არაფერი გახსოვს?
-რამე უნდა მახსოვდეს?-გაკვირვებულმა გავხედე.
  უცნაური სახე ჰქონდა, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ თან თავს იკავებდა.
-სერიოზულად გეკითხები.-ხმის ტონი გავამკაცრე.
-გარდა იმისა, რომ გამწარებული მირტყამდი ხელებს, არაფერი.-სუსტად ჩაიცინა და ფანჯარაში გაიხედა.
  ისევ დავაშავე...მერამდენედ...ახლა უნდა ვიფიქრო, დარტყმებს სხვა დანაშაულიც ჰო არ მივაყოლე, იმედია არა.
-ყავა ვიყიდოთ?-დანიელმა სიჩუმე დაარღვია.
  თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მანქანა სამსახურთან გავაჩერე. დანიელი ჩქარა გადავიდა და პირდაპირ კაფეში შეაჭრა, მალე კი ხელში ყავებით დაბრუნდა.
-უშაქრო ამერიკანო.-გამომიწოდა და გამიღიმა.
-მადლობა.
  შენობაში შევედით. ჩვენმა ერთდროულმა შესვლამ ისევ ააღელვა გოგოები, მაგრამ მალევე ჩავაწყნარე. რატომ აქვთ ეს ეჭვები? სასაცილოა...
  მაინცდამაინც დღეს, როცა კიდევ ბევრ ადგილას ვარ წასასვლელი, ვკვდები, ისე ცუდად ვარ.
  ტელეფონმა დარეკა.
-ჰო, იკა.
-როგორ ხარ?-მკითხა სიცილით.
-ისე რა.
-იმდენი დალიე, ცოცხალი რომ ხარ, მიკვირს.
-ზოგადად ძალიან ამტანი ვარ.-ჩავილაპარაკე თავმომწონედ.
-კი, კი, გეტყობოდა გუშინ.-თქვა სიცილით.-ხარივით სვამ, ვერაფერს იტყვი.-ახარხარდა.
-მხოლოდ იმიტომ უნდა მოვიდე დღეს შენთან, რომ კარგად გლეწო ეგეთი ლაპარაკისთვის.-დავიბღვირე.
-არა იყოს, გუშინაც მეყო, რაც მირტყი.
-ყველა გცემეთ?-გავიკვირვე.
-დანიელსაც არ დააკელი?-ჩაიცინა.
-მოკეტე.-შევუღრინე.
-ალბათ, სითბოს ეგრე გამოხატავ.-გაეცინა.-საინტერესოა, სიყვარულს როგორ გამოხატავ, მოკვლით?-ხარხარი აუტყდა.
-გამასწარი.
-კარგი, კარგი.-ჩაიცინა.-მერე ერთად დავლიოთ, კარგად.-ყურმილი დამიკიდა.
  სიმთვრალეში თავი კარგად მიჭირავს? ამაში რა დარწმუნებული ვარ...ვიყავი, ყოველ შემთხვევაში. ახლა უკვე ეჭვი მეპარება, იმ სიზმრის არარეალურობაში. სკამზე დავჯექი და თავით ხელებს დავეყრდენი. მგონი საერთოდ გავრეკე. ახლა უკვე ვნანობ, რომ დავლიე.
  დაჟინებული მზერა ვიგრძენი და წინ გავიხედე. დანიელი გაშტერებული მიყურებდა, თან თითქოს თვალებით მეუბნებოდა რაღაცას. არ შევიმჩნიე და საბუთების ქექვა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა ფარდის ჩამოფარება არ მინდოდა. რაღაცნაირად არ მსურდა დანიელის სახე გამქრალიყო ჩემი თვალთახედვიდან. ჩემი დამოკიდებულება ამ ლეკვისადმი ეტაპობრივად იცვლებოდა და ახლაც არ მგონია, რომ უკვე ბოლომდე ვარ მისული. სკამიდან წამოვდექი და საჭირო საბუთები გადავალაგე, რადგან უკვე გასასვლელი ვიყავი. კარზე კაკუნმა უკან გახედვისკენ მიბიძგა. დანიელი გაღიმებული მიყურებდა. ხელი ფარდისკენ წაიღო და ჩამოაფარა.
-რა გინდა?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-უბრალოდ...-მომიახლოვდა.
  მაგიდას მივეყრდენი. დანიელმა თავის მკლავებში მომამწყვდია.
-როგორ იქცევი?-ოდნავ გავბრაზდი, მაგრამ თან ავხურდი.
-იცი როგორ ვინერვიულე?-ამ სიტყვებს საერთოდ არ მოველოდი.
-რაზე?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-გვიან რომ მოხვედი, თან მთვრალი.
-ამას ახლა რატომ მეუბნები?
-იმიტომ რომ ვხედავ, ცუდად ხარ.
-ნუ ნერვიულობ.-გავუღიმე.
  დანიელი თვალებში მიყურებდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ისევ მისი გრილი სუნთქვა, ძალიან ახლოს...მის ტუჩებს შევხედე და რატომღაც ავნერვიულდი. გრძელ კისერზე ვენები გამოყროდა, გულმკერდი კი რიტმულად მოძრაობდა. მის ყოველ ჩასუნთქვას ვხედავდი თვალით, ვგრძნობდი სხეულით.
-აღარ შემიძლია...-ჩაიჩურჩულა და ჩემკენ წამოიწია.
  რაღაც მომენტში ვიფიქრე, თავს გავწევ-მეთქი, მაგრამ ვერ გავმოძრავდი. თითქოს გამაქვავეს. ქანდაკებასავით ვიდექი და ველოდებოდი, როდის მოუახლოვდებოდა დანიელი ჩემს ტუჩებს. თანდათან მისი სუნთქვაც გახშირდა და ოდნავ ანერვიულდა. თვითონაც ღელავს. ასე მარტო მე არ ვარ...
  კოცნამდე სულ ცოტა რჩებოდა, როცა კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. დანიელი სასწრაფოდ მომწყდა და ფარდას დაავლო ხელი, მე კი ქაღალდები არეულად დავიჭირე.
-სოფ...-ნინიმ შემოიხედა.-რას აკეთებთ?-იკითხა გაკვირვებულმა.
-რა კარგი ფარდაა, არა?-დანიელმა ხელით მოსინჯა ნაჭერი და თვალი ჩემკენ გამოაპარა.
  სიცილი ძლივს შევიკავე. ფარდა? სხვა ვერაფერი მოიფიქრა? რომ შეხედავ, გეგონება გამჭრიახი გონება აქვსო და რა დააბრეხვა. მიდი და არ გაგეცინოს.
-მშვიდობა გაქვთ?-ნინიმ ორივეს დაკვირვებით შემოგვხედა.
-კი, კი.-უაზროდ დავუქნიე თავი.
-არ ინერვიულო.-დანიელმა თვალისმომჭრელად გაუღიმა და ლოყაზე უჩქმიტა.
-დახურულ ოთახში რას აკეთებდით?-ეჭვის თვალით აგვათვალიერა ნინიმ, თან ეშმაკურად ჩაიცინა.
-საბუთებს ვალაგებდით. დღეს საქმეებზე მომყვება.-დანიელს გავხედე, რომელიც გაშტერებული მიყურებდა და ხელით თავის თავზე მათითებდა.
-მე?-მანიშნა ტუჩების მოძრაობით.
-თუ აღარაფერი გაქვს ასაღები, წავედით.-ჩანთას დავავლე ხელი, საბუთები ჩავყარე და დანიელი კაბინეტიდან გავათრიე.
  ჯერ კიდევ გაოგნებული მიყურებდა.
-გოგოებო, აბა თქვენ იცით. დანიელი მიმყავს, პრაქტიკა არ აწყენს.-გავუღიმე და სასწრაფოდ გავედი ოთახიდან, თან დანიელს მივათრევდი.
***
-საინტერესოა, რა სახის პრაქტიკაზე საუბრობდა.-ჩაიცინა ნინიმ.
-რა გარყვნილი აზრები გაწუხებს.-ეკამ საეჭვოდ ახედა დაქალს.
-მეგონა ყველაზე გაფუჭებული მე ვიყავი.-ანამ ჩაიცინა.
***
  დანიელი ხელჩაკიდებული მიმყავდა. მანქანას მივუახლოვდით და გავჩერდი.
-ფარდა?-შევუბრუნდი სიცილით.
-რამე ჰო უნდა მეთქვა.-დარცხვენილმა ჩახარა თავი.
-და გგონია ყველაზე ჭკვიანური რაღაც თქვი?-უკვე ვხარხარებდი.
-სიტუაციიდან გამოძრომის მცდელობა მაინც მქონდა.-ჩაეცინა.
-არ შემიძლიხარ.-მანქანას მივეყრდენი.
  დანიელმა ჩვენს ხელებს დახედა. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ არც გამიშვია და ამდენი ხანი ასე მეჭირა. ხელი მოვადუნე, მაგრამ დანიელი არ დამემორჩილა. პირიქით მომიახლოვდა. ისევ ძალიან ახლოს.
-არ გინდა დაწყებული დავასრულოთ?-მისი გრილი სუნთქვა...
-არაფერია დასასრულებელი.-გავუღიმე და მანქანის კარები გავაღე.-ჩაჯექი, ან აქ დაგტოვებ.
  ნათქვამი უსიტყვოდ შეასრულა.
-ხანდახან ისეთი სექსუალური ხარ, ძლივს გიძლებ, ხანდახან კიდევ, შენი უჟმური ხასიათი ყველაფრის ხალისს მიკარგავს.-წაიწუწუნა და უკმაყოფილო ბუტბუტით გაიხედა ფანჯრიდან.
  უნებურად ჩამეცინა. მართლა პატარა ლეკვია. თან როგორი საყვარელი და სასაცილოა მომენტებში.
-სად მივდივართ?
-ციხეში.-ვუთხარი უკვე დასერიოზებულმა.
-მეგონა სადმე კაფეში დავსხდებოდით.-თქვა უხასიათოდ.
-არ გვცალია.-თავი უკმაყოფილომ გავაქნიე.
  ციხეში 5 საათი დავყავით. როცა საქმე საქმეზე მიდგა, დანიელისგან წუწუნიც კი არ გამიგია. ძალიან მშვიდად, სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა სამუშაოს.
  შემდეგ, დარჩენილი მოწმეები მოვინახულეთ და წამოვედით.
-თუ ნასვამი იყო, ან აფექტურ მდგომარეობაში, მაშინ სასჯელი მსუბუქდება, არა?-დანიელმა გამომხედა.
-კი.
-მასზე რას იტყვი?
-არც ერთი არ აღინიშნება.
-მაშინ, ყველა მისი ნაცნობი თუ ახლობელი ამტკიცებს, რომ დანას არ ხმარობდა, როგორც ცივ იარაღს და თუ გარდაცვლილის ჭრილობას გავიხსენებთ, საკმაოდ ზუსტადაა გათვლილი დარტყმის კუთხე, ადგილი, მოკლედ რომ ვთქვა, მხოლოდ პროფესიონალი თუ მოახერხებს ისე დაარტყას ძალიან ჩქარა დანა, რომ ადგილზევე მოკლას. თან აშკარაა, შემთხვევით არ მომხდარა ეს ყველაფერი. ვიღაცას კონკრეტული მიზანი ამოძრავებდა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრალდებული საერთოდ არ იცნობდა გარდაცვლილს, ვერც მიზეზებს მოძებნიან, თუ რატომ შეიძლება მოეკლა უდანაშაულო კაცი. თან ყველა ამბობს რომ ფსიქიკურად გაწონასწორებული იყო, ამიტომ, ნერვულ აშლილობას ან რაიმე შეტევას ვერ დააბრალებენ. ესეც ამართლებს.
-ვიცი, მაგრამ ყოჩაღ, სწრაფად და კარგად ითვისებ.-გავუღიმე.
-ზოგადად, გენიოსები ეგეთები ვართ.-დანიელმა ჩაიცინა.
-თავში არ აგივარდეს.
-თუ არ მაჭმევ რამეს, საერთოდ არაფრად ვივარგებ. ენერგიაც კი არ მექნება.-ჩემკენ წამოიწია.
-გაიწიე.-ხელით გავაჩერე.
-საინტერესოა, რა ბინძური აზრები დაგიტრიალდა თავში.-ჩაეცინა.
  ოდნავ ავხურდი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-არანაირი.
  დანიელი ყოველ ჩავლილ კაფეს ან რესტორანს სევდიან მზერას აყოლებდა.
-სადმე მაინც გააჩერე.
-სახლში შეჭამ.
-არაადამიანი.
-არ გაგიმართლა. უფრო ჰუმანური ვიღაც უნდა შეგყვარებოდა.-ჩავიცინე.
-ა, მეხუმრები კიდეც, ჰო?
-რატომაც არა. ფარდის მერე, სხვანაირად არ გამოდის.-ისევ ხმამაღალი სიცილი ამიტყდა.
-გაზღვევინებ მაგ დაცინვას.-ხელზე ნაზად შემეხო.
  უცებ შემაჟრჟოლა, მერე კი სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში.
  სახლამდე მივედით. ჩვენს სართულზე ავედით თუ არა, დანიელი ჩემი კარებისკენ წავიდა.
-მკითხე მაინც.-გამეცინა.
-რა საჭიროა.-გამიღიმა.
  კარები გავაღე და სახლში შევედი. დანიელი, რა თქმა უნდა, შემომყვა.
-საჭმელი შენზეა.-გამიღიმა და თმები ამიჩეჩა, თვითონ კი სასტუმრო ოთახისკენ წავიდა.
  საჭმლის მომზადებაზე გადავერთე. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დღე იყო, მაინც კარგად ვგრძნობდი თავს, ცოტა გავმხიარულდი კიდეც. ჯერ ისევ მიტრიალებს თავში დანიელის "ფარდა" და მეცინება. გამოძრომაც ასეთი უნდა.
-სოფო, მადლობა.-სამზარეულოში დანიელი შემოვიდა და მომღიმარი სახით მაჩვენა მარჯვენა მაჯა.-ძალიან მომწონს.
-რა?-გული ამიჩქარდა და ნერვიულობისგან ავხურდი.-რატომ აიღე?
-ჩემი სახელი ეწერა და გულმა ვერ მოითმინა.-მომიახლოვდა.-რამდენჯერ გითხრა, ნუ მატყუებ-მეთქი.-ნაზად შემეხო ხელზე.
-არ გატყუებ, უბრალოდ საჩუქარი მინდოდა გამეკეთებინა, როგორც ახალი თანამშრომლისთვის, მეტი არაფერი.-ისეთი სერიოზული ხმით ვუთხარი, ლამის მეც დავიჯერე.
-და აქამდე რატომ არ მომეცი?-ეჭვის თვალით შემომხედა.
-შესაძლებლობა არ მქონდა, მერე კი საერთოდ დამავიწყდა.
-არ მჯერა.
-არ მადარდებს.-საჭმელი თეფშზე დავუდე.
  უსიტყვოდ შეექცა ვახშამს. აბაზანაში გავედი. სულელი ვარ, ნამდვილი იდიოტი. საერთოდ არ მიფიქრია საჩუქრის აღებაზე. როცა გამოვედი, დანიელმა საეჭვოდ შემომხედა.
-რა გჭირს?
-არაფერი.
-თუ ასე არ გსიამოვნებს, რომ ავიღე, დავაბრუნებ.
-არა, გქონდეს. თან გიხდება.
-მაშინ არასდროს მოვიხსნი.-გამიღიმა.-მადლობა.
  ჩემკენ გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა. არაფერი ვუთხარი, მხოლოდ გამეღიმა.
  რამდენიმე საათი იყო ჩემთან. მერე რა, რომ ორივე დავიღალეთ, მაინც ვისხედით და ვუყურებდით უაზრო ფილმებს. რაღაც სასიამოვნო აურა ტრიალებდა მთელ სახლში. არც მეხუტებოდა, არც საკოცნელად იწევდა, უბრალოდ იყო და ეს მსიამოვნებდა. რაღაც გარდატეხა მოახდინა ამ ლეკვმა ჩემს ცხოვრებაში. გასვლის წინ ძალიან უცნაური რაღაც მითხრა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა.
-გამიხარდებოდა, რაღაცები რომ გახსოვდეს.
  დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ამ სიტყვებზე ჩაფიქრებულმა, თვალების დახუჭვა ვერ მოვახერხე. ვცდილობდი გამეხსენებინა, მაგრამ უშედეგოდ. მგონი მართლა სიზმრისა და რეალობის გარჩევა უნდა ვისწავლო...
  დილით, გათენდა თუ არა, ლოგინიდან წამოვდექი და ჩვეულებრივ გავემზადე სამსახურში წასასვლელად. თვალები უძილობისგან ჩამშავებოდა. საერთოდ აღარ ვგავარ ჩემს თავს.
  დილით დანიელი არ შემხვედრია, მაგრამ სამსახურში მისულს ადგილზე დამხვდა.
-სოფ, როგორ ხარ?-ანამ საეჭვოდ ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
-კარგად, შენ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-კარგად.-გამიღიმა.
  დღეს გოგოები საეჭვოდ იქცევიან. რა დაემართათ? მარტო მე კი არა, დანიელსაც აკვირდებიან. თუ რამე გაიგეს, საერთოდ არასდროს დამანებებენ თავს. ჩამეცინა. მაინც არაფერი ხდება და რა უნდა გაიგონ. უბრალოდ სასაცილო ვარ.
  ტელეფონმა დარეკა. უცხო ნომერი.
-გისმენთ?
-შენი ნახვა მინდა.-ნაცნობი ხმა გავიგე.
-შენთვის არ მცალია.-ჩავილაპარაკე უკმაყოფილომ.
-საქმე მაქვს. იმ კაფეში გელოდები, სადაც წინაზე გნახე.
  კაბინეტიდან გამოვედი. მაშინვე დანიელის გამოხედვა შემომეფეთა.
-სად მიდიხარ...თ, ქალბატონო სოფო.-მკითხა მან, თან უცნაურად დამათვალიერა.
  სახე ცოტა ალეწილი მქონდა, მაგრამ იმედია დიდად შესამჩნევი არ იყო.
-პატარა საქმე გამომიჩნდა, მალე დავბრუნდები.-გავუღიმე შეძლებისდაგვარად.
  გამბედაობა მოვიკრიბე და კაფეში წავედი. მეც არ ვიცი რა მესაქმებოდა მასთან, მაგრამ რატომღაც გულმა მიგრძნო, რომ უნდა მენახა.
  ისევ მესამე მაგიდასთან იჯდა.
-რა გინდა?-ჩემი მკაცრი და მშრალი ტონი არსად დამიკარგავს.
-იქ, სადაც პირველად გნახე, რაღაც დაკარგე.-გამიღიმა.
-რა?-ცოტა გაუგებარ სიტუაციაში აღმოვჩნდი.
  ანდრიამ იოანეს ნაჩუქარი სამაჯური გამომიწოდა.
-აღარ მინდა მამძიმებდეს წარსულის შეცდომები.-გამიღიმა, არც ნაგლად, არც ზედმეტად თბილად, უბრალოდ, სევდიანად...



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ძაან კარგი იყო მართლა. დანიელი ჩემი საყვარელი სახელია, ძალიან მიყარს. თვითონ პერსონაჟიც ძაან მომწონს და გამიხარდა დანიელი რომ ჰქვია. ომწონს დანიელის და სოფოს ურთიერთობა.
ველოდები შემდეგს!!!!!

 


№2  offline წევრი კასი ^^)

მომეწონა ეს თავი <3 პატარ პატარა ყველაფერი იყო შიგ <3 მომეწონა რო ჩემი რჩევა გაითვალისწინე და თავი გაადიდე <3 გააგრძელე ისე როგორც წერ და ყველაზე მაგარო მოთხრობა გექნებაა <3

 


№3  offline წევრი Supreme

nawkas12345
აუ ძაან კარგი იყო მართლა. დანიელი ჩემი საყვარელი სახელია, ძალიან მიყარს. თვითონ პერსონაჟიც ძაან მომწონს და გამიხარდა დანიელი რომ ჰქვია. ომწონს დანიელის და სოფოს ურთიერთობა.
ველოდები შემდეგს!!!!!

დიდი მადლობა^^ მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს <3 მეც ძალიან მიყვარს ეგ სახელი:დ <3

კასი ^^)
მომეწონა ეს თავი <3 პატარ პატარა ყველაფერი იყო შიგ <3 მომეწონა რო ჩემი რჩევა გაითვალისწინე და თავი გაადიდე <3 გააგრძელე ისე როგორც წერ და ყველაზე მაგარო მოთხრობა გექნებაა <3

შევეცდები აღარ დავაპატარავო, უბრალოდ დიდი თავების წერა ცოტა ძნელია ხოლმე და დროც მეტი სჭირდება:დ მადლობა დიდი, შევეცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent