ნინი and დამიანე (VIII ნაწილი)
ოღონდ ეს არა, გავიფიქრე და შუბლზე მივირტყი ხელი. მე და დამიანე მისკენ მივბრუნდით, მან ხელი წელზე მომხვია და თვალი ჩამიკრა. -გამარჯობა ნინი. -გამარჯობა ჯონი._გაბრაზებული სახით გვიყურებდა თან დამიანეს წელზე მოხვეულ ხელს უყურებდა. -გამარჯობა, მე დამიანე ვარ ნინის შეყვარებული._გაშტერებულმა ავხედე დამიანეს, მან კი გამიღიმა და ჯონის გახედა. მაგრამ სასიამოვნი იყო ეს სიტყვები. -კარგია გილოცავ. -მადლობა, გვეჩქარება ჩვენ კარგად._დამიანეს ხელი ჩავავლე და გარეთ გავიყვანე, ისე, რომ ჯონის პასუხს არ დავლოდებივარ. მანქანაში ჩავსხედით, ხმას არცერთი არ ვიღებდით. ბოლოს დამიანემ დაარღვია სიჩუმე. -გაბრაზდი? -დიახ. -და რატომ არ გინდა, რომ ჩემი შეყვარებული იყო? -ეგ რა შუაშია? -დავიჯერო არ მოგწონვარ მაინც?_ნაღვლიანი თვალებით გამომხედა. -დამიანე მოკეტე. -მოგწონვარ, ვიცი და თქმა გიტყდება. -და შენ მოგწონვარ?_კითხვა შევუბრუნე და დაველოდე როდის გამცემდა პასუხს. -კი მომწომხარ, აქამდე როგორ ვერ მიხვდი მაგას ნინი? რომ არ მომწონდე შენი აზრით ასე ახლოს ვიქნებოდი შენთან? -არ ვიცი. -კი მომწონხარ, თან ძალიან._გამიღიმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია. -გავიგე და მეც მომწონხარ._თვალები გაუნათდა, გაიღიმა და ხელზე მაკოცა. -მაგრამ ნაწყენი ხარ გუშინდელზე._ეშმაკურად ჩაიცინა და შემომხედა. -რაზე?_გაკვირვებულმა ვკითხე, თითქოს ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა. -იმ გოგოზე ჩემთან, რომ ნახე. -მერე რა? -იეჭვიანე, დამალვას არ აქვს აზრი. -კარგი ხო ვიეჭვიანე, რა მოხდა მერე? -არაფერი, მომწონს ეგრე, რომ იქცევი. -შენ, რომ იეჭვიანე ეგ არაფერი? -ნუ ეხლა ეგ ბუნებრივია, მომწონხარ და არ უნდა გაგიკვირდეს._ხელზე მაკოცა და გამიღიმა. მუსიკას ხმა ავუწიე და ასე ხმაურიანად მივედით სახლამდე. დავემშვიდობე, მანქანიდან გადმოსვლას, რომ ვაპირებდი ხელი დამიჭირა და მისკენ მიმაბრუნა. -რა ხდება?_გაკვირვებულმა ვკითხე. -არ მინდა შენი გაშვება. -სხვა გზა არ გაქვს._ლოყაზე ხელი მივადე და გავუღიმე. -დღეს გნახავ? -შეიძლება. -რამე მოვიფიქროთ, დღეს კიდევ უნდა გნახო. -კარგი კარგი ნუ შემჭამე._გაიცინა და თავისთან ახლოს მიმწია, თვალს არ მაშორებდა, ისე ახლოს იყო მის სუნთქვას კანზე ვგრძნობდი. უფრო ახლოს მოიწია და ლოყაზე მაკოცა. დროებით დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი, ხელი დავუქნიე და ეზოში შევედი. სახლის კარი შევაღე, არავინ იყო ამიტომ სამზარეულოში გავედი. ბიჭები იქ ისხდნენ და საუბრობდნენ, მივესალმე და მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე, ჭიქაში დავასხი და ცოტა მოვსვი. ავთო კატის თვალებით მიყურებდა და თავს მაცოდებდა, გამეღიმა, წარბი ავწიე და უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. ფეხზე წამოდგა და ჩემთან მოვიდა, ხელები მომხვია და ჩამეხუტა. ვუჩქმიტე მაგრამ არ მომშორდა, მოვუღიტინე, სიცილი აუტყდა მაგრამ მაინც არ მომშორდა. -ნინი გეყოფა, კარგი რაა._აგრძელებდა სიცილს. ხელები გამიკავა და უფრო მაგრად ჩამეხუტა. -გაიწიე აფერისტო. -შემირიგდი რა. -ჩემთვის, რომ გეთქვათ რა მოხდებოდა, მეწყინებოდა? -არ გვინდოდა ჯერ არაფრის თქმა, არავინ არ იცოდა. -ყველას დასანახად ეხუტებოდით ერთმანეთს და რაღა არ იცოდნენ. -შენსავით ყველა ყველაფერს კი არ აკვირდება. -და მათემ და ალექსანდრემ არ იცოდნენ ეხლა? ნუ მეაფერისტები იდიოტო. -ჩემი ბუტია გოგო, შემირიგდი რა._ისევ კატის თვალები შემომანათა. -კარგი, კარგი._ჩავეხუტე, მან კი ლოყაზე მაკოცა და გამიშვა. მაგიდას მივუსხედით, ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ და რავი მთელი ამბები. დამიანემ დამირეკა ამიტომ ჩემ ოთახში ავედი, ცოტახანი ვისაუბრეთ, შემდეგ აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე, გამოვიცვალე და ბიჭებთან ჩავედი. ყველანი სახლში იყვნენ უკვე. სავახშმოდ დავსხედით, სადღაც 11 იქნებოდა ჩემ ოთახში, რომ ავედი. წავიმეცადინე და საწოლში შევწექი, თვალები დავხუჭე თუ არა დამიანემ მომწერა. -იძინებ? -შენ რა ვანგა ხარ? -რაზე? -თვალები, რომ დავხუჭე ზუსტად მაშინ მომწერე. -შეიძლება ეგრე ითქვას. -რა ხდება? -მიდი გამო, გარეთ გელოდები. -ეხლა? -კი ეხლა. -მეზარება. -არანაირი მეზარება, გელოდები ჩემო გოგო. -კარგი, მოვდივარ._ზლაზვნით წამოვდექი, თბილად ჩავიცვი და სახლიდან ჩუმად გავიპარე, ეზოდან გავედი, დამიანე როგორც ყოველთვ ის მანქანას იყო მიყრდნობილი და მიცინოდა. მასთან მივედი, ჩამეხუტა, მანქანაში ჩავსხედით და წავედით. *** იმედია მოგეწონებათ, ველოდები თქვენს შეფასებას და კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.