შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე ( V ნაწილი)


30-12-2016, 16:17
ავტორი ანა♥ანა
ნანახია 2 616

ავთოს მოსვლამდე მისი ძმაკაცები მოვიდნენ, თოკომაც მოაღწია და ტორტი მოიტანა. და აი, მოვიდა ჩვენი იუბილარიც, სახლში შემოსული ჩვენმა მილოცვამ და სიმრავლემ გააოგნა. პირველი მე გავიქეცი მასთან და ჩავეხუტე.
-გილოცავ ჩემო ბიჭო._ხელები მომხვია და ჰაერში დამატრიალა.
-ვიცოდი, რომ არ დაგვიწყებია._შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
დათომ და მარინამ მიულოცეს შვილს დაბადებისდღე და სავახშმოდ წავიდნენ, მე დამპირდნენ, რომ სახლში არ მოვიდოდნენ დღეს. სუფრას მივუსხედით და დაიწყეს ბიჭებმა ტრადიციული სადღეგრძელოები, განსხვავებულები და ერთმანეთის გადაკოცნები. ცოტა, რომ მოერიათ სასმელი საცეკვაოთ ადგნენ. მე და დამიანე ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, მაგიდასთან მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით. მის მზერას ტელეფონის ზარმა მომაწყვეტინა თვალი. უცხო ნომრიდან მომწერა ვიგაცამ.
-გამარჯობა ლამაზო._რომ წავიკითხე კინაღამ გულმა დამარტყა, ასე მხოლოდ ერთი ბიჭი მწერდა, რომელიც ადრე გადამეკიდა და სანამ ავთო და ბიჭები არ დაელაპარაკნენ თავი არ დამანება. შიშის ოფლმა დამასხა და ავნერვიულდი, არ ვიცი დამიანემ იგრძნო თუ რა მოხდა მაგრამ ჩემთან მოვიდა, ხელზე ხელი დამადო და მითხრა:
-რა გჭირს?_ტელეფონი მივაწოდე, რომ შეტყობინება წაეკითხა.
-ის ისევ დაბრუნდა.
-ვინ ის, ვინ მოგწერა?
-ადრე მწერდა და მაწუხებდა, მე არ ვწერდი მაგრამ მაინც თავს არ მანებებდა. მერე ბიჭები დაელაპარაკნენ და ცოტახნით გაქრა, ახლა კი ისევ დაბრუნდა.
-რატომ გეშინია?
-მანიაკია, ისეთ რაღაცეებს მწერდა რასაც მხოლოდ მანიაკი დაწერს.
-კარგი, კარგი ნუ გეშინია. დამშვიდდი კარგი? მოვაგვარებთ მაგ პრობლემას, გპირდები._შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
-ასე რატომ ზრუნავ ჩემზე?
-ჯერ ჯერობით არ ვიცი._ეშმამურად გამიცინა და ისევ შუბლზე მაკოცა.

-ვინმე რამეს იფიქრებს._ხელის გათავისუფლება ვცადე.
-სიმართლე, რომ გითხრა ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს._ხელი უფრო მომიჭირა. გავუღიმე, ხელზე მაკოცა და მანაც გამიღიმა.
-დავლიოთ?
-რატომაც არა._კოქტეილი მომაწოდა და თავისთვისაც აიღო. სანამ ისინი ცეკვავდნენ ჩვენ რამდენიმე ჭიქის დალევა მოვასწარით, მე მომეკიდა ცოტა, დამიანეს კი არაფერი ეტყობოდა. ფეხზე წამოვდექი, ბავშვებს მუსიკა გამოვურთე და კიბეზე დავდექი, რომ ყველას კარგად დავენახე.
-მოკლედ, საახალწლოდ იცით, რომ მოდაშია თამაშები და ამბები. მოდით ჩვენც ვითამაშოთ, ამ ყუთში ყველას სახელი წერია ვინც აქ ვართ, ამოიღებთ თითო ფურცელს და ვინც შეგხვდებათ საახალწლოდ უყიდით საჩუქარს, ოღონდ ისე, რომ ვერ გაიგონ ვისგან? როგორ? და რანაირადაა? თანახმა ხართ?
-კიი._ყველამ ერთად იყვირა. ამოიღეს ფურცლები ყუთიდან, დამიანემ ეშმაკურად გამიღიმა ფურცელის ნახვის შემდეგ. მე, რომ ვნახე დამიანე შემხვდა და გამიხარდა თან ძალიან, საიდუმლო სანტას წინა პირობა შევასრულეთ.
-კიდევ, საჩუქრებს ვგზავნით ფოსტით და არანაირი სახელი და გვარი ყუთებზე. რამის საკითხავად ხვალ მომაკითხეთ საღგონებაზე, რომ ვიქნები.
-ნინი რა სულელი ხარ._ენა გამომიყო მათემ.
-საჩუქრის ყიდვა, რომ დაგჭირდება ვნახავთ მერე ვინ იქნება სულელი._მეც ენა გამოვუყავი და მაგიდასთან დავჯექი, დამიანე ისევ გვერდით მომიჯდა. ჩემი ხელი თავის ნაზ ხელებში მოიქცია და გამიღიმა.

-ეს ღიმილი ძალიან მომწონს._ლოყაზე ხელი მივადე და ნელა შევახე ტუჩები ლოყაზე.
-და მე, რომ შენ მომწონხარ._საყვარლად გამიღიმა. მესიამოვნა ეს სიტყვები, გული ამიჩქარა და გამაბედნიერა.
-წამო დავლიოთ.
-წამო._სამზარეულოში გავედით, დახლთან ჩამოჯდა დამიანე, მე ლიმონი დავჭერი, მაცივრიდან არაყი გამოვიღე და დახლზე დავდე, ჭიქებიც მივიტანე და დალევა დავიწყეთ. ერთი ბოთლი დავცალეთ, მე და დამიანეს ჩემ საწოლზე მიგვეძინა, ეს იყო ბოლო რაც მახსოვს.
დილით თვალები ნელა გავახილე, ვიღაც ზურგიდან მეკვროდა და მისკენ გადავბრუნდი. ეს დამიანე იყო, ახალ ამოსულ წვერზე ხელი ჩამოვუსვი და ლოყაზე ვაკოცე.

-დამიანე გაიღვიძე._სახეზე მივეფერე, შეიშმუშნა და თვალები გაახილა. გაეღიმა ჩემი დანახვისას.
-ეს ყველაზე სასიამოვნო დილაა ჩემ ცხოვრებაში._ლოყაზე მომეფერა და შუბლზე მაკოცა.
-თავი მისკდება.
-გაზიანები გინდა.
-შენ არა?
-არა მე ნაბახუსევი არ მახასიათებს.
-აუ მეც მინდა.
-შესაძლებელი, რომ იყვეს გაჩუქებდი.
-რა სიკეთეა._გავუცინე და საწოლიდან წამოვდექი. აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმელი გამოვიცვალე.

-ჰეი, მიდი ადექი ჩავიდეთ ქვემოთ._საწოლიდან უხმოდ წამოდგა, ჩემთან მოირბინა და ჩამეხუტა.
-ასეთი თბილი ბიჭი ვარ და რა ვქნა._კისერში მაკოცა, მუხლები მომეკვეთა.
-დამიჭირე თორე წავიქცევი._ამოვილუღლუღე და მისი წელზე მოხვეული ხელები, რომ არა ალბათ მართლა წავიქცეოდი. გაეღიმა და კიდევ მაკოცა.
-ეხლა უკვე სპეციალურად აკეთებ მაგას დამპალო._მკლავზე ვუჩქმიტე.
-მიეჩვევი ნელ-ნელა._გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
-მოგხვდება._გაიცინა და ხელები გამიშვა.
-წამო._ქვემოთ ჩავედით, როგორც ჩანს პირველებმა ჩვენ გავიღვიძეთ.

პირველრიგში გაზიანი სასმელი დავლიე, ცოტა მოვსულიერდი და მაგიდის ალაგება დავიწყე, დამიანეც დამეხმარა. საუზმე გავამზადეთ, ისეთი მხიარული იყო ეს ყველაფერი, რომ ვერც შევამჩნიეთ ბავშვები როდის ჩამოვიდნენ. კართან იდგნენ და იღიმოდნენ. ერთ-ერთმა ჩაახველა და ეს ავთო იყო.
-დილამშვიდობისა, აი გაზიანი სასმელი ვისაც თავი სტკივა._დახლზე სასმელი დავდე, სიხარულით მოირბინეს და წამებში დალიეს.
-ვაიმე ნინი რა კარგი გოგო ხარ._მითხრა სალომ.
-ხო, ეგ უკვე ბევრმა მითხრა._დამიანეს შევხედე, მან კი გამიღიმა. დილა მხიარულობაში გავატარეთ, ხან რა ვაკეთეთ ხან რა.-ავთო დღეს ჩემთან უნდა გავიდე.
-კარგი, შენი საჩუქარი ვნახე.
-მერე?
-ჩემი ყველაზე ნიჭიერი გოგო ხარ.
-რა თქმა უნდა.
-სამსახურში არ მიდიხარ?
-არა.
-რატომ?
-აღარ ვიმუშავებ.
-ვაიმე მივიდა შენ გონებამდე, როგორც იქნა.
-ხატვა მირჩევნია.
-ისე მე მჭირდება სამსახურში დიზაინერი და არ დამეხმარები?(დამიანე)
-სერიოზულად?
-კი.
-და რა არის გასაკეთებელი?
-შენ ხომ ყველაზე უკეთ იცი, რომელ ფერს რა უხდება და ეგეთი რაღაცეები. შეგიძლია კედელი მოხატო, ისე დახატო არანაირი შეზღუდვა.
-კარგი._ავთომ თავი დამიქნია და გამიცინა.
-ახალ სამსახურს გილოცავ.(სალო)
-მადლობა. კარგი წავალ ეხლა მე._სავარძლიდან წამოვდექი და კიბისკენ წავედი.
-მე წაგიყვან, მარიც უნდა მივიყვანო სახლში.
-მარის მე წავიყვან.(ალექსანდრე)
-კარგი.
ოთახიდან ქურთუკი და ზურგხანთა ჩამოვიტანე, ბავშვებს დავემშვიდობეთ და წავედით.



№1 სტუმარი anaCka

შემდეგს როდის დეებ

 


№2  offline წევრი DevilGirl

კარგია <3 კარგი გოგოხარ <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Kargi istoriaa gaardzele
--------------------
M.D

 


№4  offline წევრი Nini❤nina

Kaia maledade 6 nawili

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent