შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ.ი.(თავი 10)


10-01-2017, 23:06
ავტორი fencer
ნანახია 1 782

საოცრად ლამაზი გრძბობაა,როდესაც იღვიძებ და გვერდით შენი საყვარელი ადამიანი გიწევს.შეიძლება ასე მძინარს მთელი დღე უყურო და არ მოგბეზრდეს.
ახლაც ალბათ 1 საათია ასე გაშტერებული ვუყურებ და საგულდაგულოდ ვიმახსოვრებ მის ყოველ ნაკვთს.იცით როგორი სიმპათიურია? ლამაზად,მოკლედ შეჭრილი თმა აქვს,საშუალო ზომის შუბლი,სულ ოდნავ მოგრძო სახე,არა ხშირი რკალისებრი წარბები,გრძელი შავი წამწამმები,ღია,ყინულისფერი თვალები,სწორი,თხელი,ოდნავ გრძელი ცხვირი,რომელიც მის სახეს უზომოდ უხდება,სქელი,მრგვალი,წითელი ტუჩები,პატარა ყურები,გამოკვეთილი ლავიწები,სპორტული ტანი,180 სანტიმეტრია.არ ვიცი ამ აღწერის მიხედვით,ვის როგორ მოგეწონებათ მაგრამ,ჩემთვის ის არის დედამიწის ზურგზე,ყველაზე სიმპათიური და ყველაზე საყვარელი არსება.
-ნუ მიყურებ,ვგრძნობ და ვეღარ ვიძინებ-ამოუზლუკუნა და ჩამეხუტა.
-გაიღვიძე რა,ერთი საათია გელოდები
-ვიცი
-რა იცი
-რომ ერთი საათია მელოდები
-აუF საიდან?
-ერთი საათია სახე გამებურღა
-აუ, ვაბშე აღარ შემოგხედავ
გავიბუტე მე და სახეზე ბალიში დავიფარე.
-მოდი ჩემთან-ბალიში მომაშორა და გულზე ამიკრო-გუშინ იცი ძალიან შემეშინდა.
-ხოო?
-მანოს თავს ვფიცავარ.იმდენად მძაფრად შევიგრძენი უშენობის სუნი,რომ ლამის 2 საათში გიჟად ვიქეცი.აქამდე ყოველთვის ვთვლიდი,რომ ყველაფერს გადავიტანდი,ყველაფერს გავუძლებდი...ყველას თავს გეფიცები უშენობას ვერ ავიტან,უბრალოდ ვერ გავუძლებ.
-რისი სუნი აქვს უჩემობას?
-მყრალი,მძაფრი,რაღაც აუტანელი სუნი აქვს,ვერ გეტყვი ზუსტად,ბევრი რამის სუნი აქვს,ოღონდ ყველაფერი ცუდის
-ვერასდროს იგრძნობ მაგ სუნს სულ,რომ ძალიან გინდოდეს,უჩემობა არ გეღირსება-ვუთხარი ღიმილით და ლოყაზე ვაკოცე-შევალ წყალს გადავივლებ რა
-მიდი ჩემო ანგელოზო-მითხრა და მოწყვეტით მაკოცა.

აბაზანიდან,რომ გამოვედი,იო ოთახში არ დამხვდა.სწრაფად ჩავიცვი,საწოლს ზეწარი გამოვუცვალე,ის კი სადღაც პარკში ,,ჩავტენე" და თმის მშრალებით ჩავედი დაბლა.სამზარეულოში იდგა და საუზმეს აკეთებდა.ისეთი საყვარელი იყო ...
-ჩემი ყველაზე საყვარელი არსება დედამიწის ზურგზე-სიცილით ვუთხარი და ჩავეხუტე.
-ჩემი პატარა მაიმუნი
მითხრა და მოწყვეტით მაკოცა ცხვირზე.
-მშია
-დაჯექით მადამ და ახლავე შემოგიერთდებით....ჯანდაბა მაინც დამეწვა-უცებ მომშორდა და გაზს ,,ეცა"-აუუუუ კარგით რა
დაიწყო წუწუნი,როდესაც ტაფაზე ამობრუნებულ ბლინს შეხედა,რომელიც გაშავებულიყო.
-არაუშავს,ვიცი როგორ გამოვასწოროთ-ჯერ ბლინები ამოვიღე და გაშავებული ადგილები ავაფხიკე,შემდეგ კი გუშინ ნაყიდი კვერცხით და იქვე ნაპოვნი შაქრითა და კაკაოთი ,,გოგლი-მოგლი" გავაკეთე.ნუ დამწვარ ბლინებს მოუხდა.
-აუ ზღვაზე მინდა-ამოვიწუწუნე და სულ ცოტახნისწინ მომხდარი ფაქტები გავიხსენე.
-წელს დაივიწყე ზღვა,სვანეთში წავიდეთ რა,იცი რა სილამაზეა?აი საოცრებაა გეფიცები.
-ვიცი და წასვლაც მინდა უბრალოდ მაშინ ,,ჩემის გატანა" მინდოდა.
-მაიმუნი ხარ,პატარა მაიმუნი.
-ხო და რადგან მაიმუნი ვარ ეს შენ-ვუთხარი და ,,გოგოლი-მოგლი" თმაზე წავუსვი.
-მოგკლავ-უკვე გავრბოდი,რომ იყვირა და გამომეკიდა.გარეთ გავვარდი და ეზოში დავიწყეთ სირბილი,ნუ როგორც ,,პატარა მაიმუნმა" როცა დავიღალე ,,დავეცი" და ,,ფეხი ვიტკინე".მერე ტირილიც დავიწყე.არა რა თეატრალურზე უნდა ჩამებარებინა რა მინდოდა იურიდიულზე.
-ჯანდაბა,კარგად ხარ მარიამ?
-არა,ფეხი მტკივა მგონი მოვიტეხე-ვიცრუე და საწყალი თვალებით შევხედე-სახლში შემიყვანე რა.
როგორც კი ხელში ამიყვანა ტუჩებზე დავეწაფე და კისერზე ხელები შემოვხვიე.
-დაისჯები ამ ტყუილისთვის იცოდე-მითხრა დახშული ხმით და ნუ მერე......ნუ ხო ხვდებით რა....არ გავწითლებულვარ ნუ იტყუები....არ არის შენი საქმე მერე რა იყო...ეგ იოს და მარიამის საქმეა და ცხვირს ნუ ყოფ!
---
-აუ მოდი ბლიც კითხვობანა ვითამაშოთ
-ვითამაშოთ
-დაიწყეთ ბატონო ჩემო
-აჰამ მარო ესეიგი რა მაინტერესებს,ჩემამდე ვინმე გყვარებია?
-არასდროს არავინ არ მყვარებია,კი იყო სერიოზული გატაცებები,რო აი ვიღაც ძალიან მომწონდა,იმდენად მომწონდა,რომ ვთვლიდი მიყვარდა,მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან არა,არ მყვარებია და საერთოდ დარწმუნებული ვარ იმაში,რომ სიყვარული ერთხელ მოდის,უბრალოდ ადამიანები შეჩვევას და სიყვარულს ვერ ანსხვავებენ.ჩამოვაყალიბე აზრი?
-კი-გამეკრიჭა და თავზე მაკოცა
-ხო და ვსო,ეხა მე გისმევ კითხვას,ერთი სიტყვით სიყვარული არის...
-მარიამი
-ჩემო სიყვარულოოოო-ბოლო ასო გავწელე და გულზე თავი დავადე,მკითხე.
-ბედნიერება შენთვის რა ფერია?
-წითელი
-რატომ?
-წითელი რაღაცნაირი ძლიერი ფერია ჩემთვის,თბილი და ლამაზი.რაიმე საიდუმლო არსებობს ისეთი რასაც მე ვერასდროს ვერ მეტყვი?
-დღემდე არაფერი ყოფილა და მომავალში არ ვიცი არამგონია,შეიძლება გამიჭირდეს თქმა თუმცა ტყუილს და უსინდისობას სუფთად ყოფნა მირჩევნია და ამიტომ გაჭირვებით მაინც გეტყვი...აუ არ მინდა ეს თამაში მოდი რა თბილისში წავიდეთ და ძაან მაგრად გავერთოთ
-აუ კაი რა იო თბილისში რითი უნდა გავერთოთ?
-ვიმაიმუნოთ ვითო არ მირიგდები
-არა არ მინდა ეგეთი სულელობა რაღაც
-მაშინ ჩავიდეთ და ავაწიოკოთ ბავშვები და ხვალ სვანეთში დავაწვეთ.
-ეხა ძაან გინდა თბილისში?
-ძალიან
-წავიდეთ მაშინ,ოღონდ ხოიცი ცალცალკე მოგვიწევს
-რატო
-მანქანას ვერ დავტოვებ
-ხო მართალია.არაუშავს 30 წუთიც არ გვინდა აქედან თბილისამდე,მოემზადე და გავიდეთ.

ყველაფერი გავამზადე და დაახლოებით 1 საათში სახლში ვიყავით ჩემთან.
-დედაა
-მოვალ მარიამ ერთი წუთი მაცადე ეჩქარება მამას გავაუთავო პერანგი.
-მალე ქენი რა,გიორგი და თათა სად არიან?
-ანასტასია და თეკლასთან არიან ყველანი.
-კაი მაშინ გავალთ მე და იოც მაგათკენ
-მიდიით.
-ნახვამდის მაკო დეიდა
-დროებით იო.

----

-წავიდეთ კაცო,ხო არ ვამბობ,რომ არ უნდა წავიდეთ?პროსტა წავიდეთ ზეგ და ხვალ კარგად მოვემზადოთ რა
-თეკლა გიორგის და ბიჭების შვებულება მთავრდება 9 დღეში და რატომ ვკარგოთ დრო?
-ხო კარგი და რა უნდა მეკითხა,თქვენ მაგისტრატურაზე არ ჩააბარეთ?-გვკითხა თეკლამ და მე და თათას გადმოგვხედა.
-არაა,ბაკალავრები ხომ ვართ და მეორე საფეხურსაც როცა მოგვინდება და შესაფერისი დრო გამოჩნდება ვიზამთ რა რამეს,მაგრამ მე უჯვე ეჭვი მეპარება-ღიმილით თქვა თათამ და მუცელზე ხელი გადაისვა.
-ხო ჩვენც-სიცილით თქვა გიორგიმ და მეუღლეს ჩაეხუტა.
-მე ნუ როგორც იურისტი და რაღაც ხოხვდებით- სიცილით დავიწყე საუბარი-ანუ მე მაქვს ასეთი იდეა,რომ გიორგისთან უნდა დავიწყო მუშაობა ზედმეტი ტესტირებების და რაღაცების გარეშე,მაგისტრატურაზე კიდე საქართველოში ჩემი აზრით დიდი აზრი არ აქვს ჩაბარებას,მარტო იმიტომ,რომ მეორე საფეხურიც გავლილად ჩამეთვალოს არ მინდა,მაგრამ უცხოეთშიც ვერ მივდივარ იქედან გამომდინარე,რომ 5 ადამიანია აქ ვინც არ მიშვებს,ვერ მიშვებს უფრო სწორედ,ხოდა რა ვიცი მე მინდა გაგრძელება მაგრამ წლევანდელ წელს გამოვტოვებ რა.
-დავიშალოთ ახლა და ხვალ 7ზე ყველა იოს ეზოში იყოს-ფეხზე წამოდგა და თათაც წამოაყენა გიორგიმ.
-იყავით რა ცოტახანი-წამოიწუწუნა თეკლამ და პატარა ტასოს გადახედა,რომელიც მშვიდად ფშვინავდა სავარძელზე-ისე ტასოს არ გაუჭირდება იქ ყოფნა?
-აუ ხო მართლა პატარაა მგონი ამხელა გზისთვის
-რა გაუჭირდება მეხუმრებით?ძაან გაერთობა
-ხო მაგრამ პატარაა,სვანეთში პატარ-პატარა ექსკურსიები ხომ უნდა მოვაწყოთ და ჩემს სიხარულს იქ როგორ ვატარებ ცოდოა,ტყუილად უნდა გადაიღალოს 3 წლისაა ჯერ.დავრჩებით რა ჩვენ და წადით თქვენ მშვიდათ-თეკლამ დაასრულა და პატარა ტასოს მიეხუტა
-გაგიჟდი,იქ ჩემი ლილი ბებო მიხედავს არ ინერვიულო
-აუ არა არ შემიძლია იო ეგრე ბებოს პატარა ბავშვს ვერ შევაჩეჩებ და მე ვერ ვისეირნებ აღმა-დაღმა
-მაკოს რომ დავუტოვოთ?-იდეა წამოვაყენე და იმედიანი მზერით გავხედე
-აუ არა ძალიან გთხოვთ,რაღაც არ მომიწევს გული,ძაან მინდა თქვენთან მართლა მაგრამ ასე ვერ დავტოვებ ტასოს,ცოდოა.
-წადი თეკუ და მე დავრჩები-თქვა უფროსმა ანასტასიამ და დას გადახედა
-აი შანსი არაა,არ გვინდა ამდენი გარჩევა მართლა,ჩემს გოგოსთან მშვიდად ვიყო დედას გეფიცებით მირჩევნია,ვიდრე ახლა სვანეთში წამოვიდე და წესიერად ვერც ტასოს მივხედო და ვერც თქვენთან ვიყო ბოლომდე.
ნახევარ საათიანი ხვეწნის შემდეგ მაინც ვერ დავითანხმეთ თეკო წამოსვლაზე.
-კარგი მაშინ თუ მყარად გაქვს გადაწყვეტილი,რომ არ გსურს წამოსვლა მოვიფიქროთ ვინ როგორ უნდა წავიდეთ.
-2 მანქანით წავიდეთ და გადავნაწილდეთ რა.
-ბაზარი არაა,მე, შენ, საბა, ტასო და გიორგი,თათა,კაკი და გაბრო.
-კაი წავედით დავიძინოთ და ხვაალ თავის დროზე შევიკრიბოთ რა.

ამ დღეს საბა უჩვეულოდ უხასიათოდ იყო,თითქმის არ ულაპარაკია,უბრალოდ თავს გვიქნევდა ყველაფერზე დასტურის ნიშნად.
ნეტა რა ხდება?
ტასო და ეგ ერთად არიან ხო იცი? შენც მაგას ფიქრობ? ანუ რა ვიცი არამგონია ტასოსთან ეჩხუბა,ჩვეულებრივი წყვილივით იყვნენ,არაფერი განსაკუთრებული.აუ ეხა გავგიჟდები რა სახით ზის.
-საბუნიკო რა გჭირს?
მივედი და ჩავეხუტე,როდესაც უკვე თეკოს და ტასოს სახლი დავტოვეთ ყვლამ და ეზოში ვიყავით.
-არაფერი რა მჭირს?-რაღაცნაირად მითხრა და ,,გამიღიმა".
-შარი გინდა? თქვი ეხა ნუ მიშლი ნერვებს
-გეხვეწები ხვალ სვანეთში,რომ ჩავალთ მოგიყვები.სახლში უნდა წავიდე ახლა,მაგრად მეძინება.
-რას ჩურჩულებთ თქვენ?-თათა მოვიდა და ორივეს ჩაგვეხუტა.
-არაფერს თათუთი,წავედი ხვალამდე-თავზე აკოცა თათას,შემდეგ ბიჭებთან მივიდა გადაკოცნა და დაემშვიდობა,ბოლოს ჩემთან მოვიდა და ძალიან თბილად ჩამიხუტა
-აი ისე მივყვარხარ,
დარწმუნებულივარ ბევრ ბიოლოგიურ ძმას არ უყვარს საკუთარი და ასე.არ ინერვიულო არაფერი ისეთი არ ხდება მოგიყვები მერე.
მისი სიტყვები გულში ისარივით მომხვდა.რაღაც ძალიან აწუხებდა,მე ამას ვგრძნობდი და მე მქონდა საშინელი წინათგრძნობა ამასთანავე,რაც ემოციებს უფრო მიმძაფრებდა.
-მეც სიგიჟემდე მიყვარხარ ძმა და აი იცოდე რაიმე სერიოზულს თუ მიმალავ ძაან მაწყენინებ.
-კარგი რა-მითხრა,გამიღიმა,ისევ ჩამეხუტა და მომშორდა-ჩემი და ხარ სულით ხორცამდე.
-ოოოოო გეყოფათ რა ხო არ კვდები რა გამოსამშვიდობებელი წუთები მოაწყვეთ?-სიცილით მოვიდა კაკი ჩვენთან.
,,ხო არ კვდები".....უცებ ამეკვიატა კაკის ხუმრობით ნასროლი ფრაზა და ტვინში სისხლმა ამასხა.
-საბა.....-მინდოდა მეკითხა საფრთხეში ხომ არ იყო ან რაიმე მსგავსი,მაგრამ უცებ ძალიან სისულელედ მომეჩვენა და აღარ დავსვი შეკითხვა-არაფერი,დროებით.
ვეცადე არაფერი შემემჩნია,გავიღიმე და დავემშვიდობე.
ისიც მანქანაში ჩაჯდა და წავიდა...

-აუ შენ და საბაზე მაგრად ვეჭვიანობ მაკოს ვფიცავარ-მითხრა გიორგიმ
მანქანასთან ვიდექით ჯერ ისევ და უბრალოდ ვსაუბრობდით
ტანში მაკანკალებდა...რაღაც არ იყო რიგზე და მე ამას ვგრძნობდი..
-შენ კი არა მეც კი ვსკდები შურით მე სულ დამივიწყა-ამოისრუტუნა თათამ
-კარგით რა-ღიმილით,ნუ თუ ამას ღიმილი ჰქვია,გავიღიმე და იოს ჩავეხუტე
-მეც ვეჭვიანობ-ეს ჩემი რომეო იყო.
-ეხა ნერვებს მიშლით
-აუ ბარემ ჩვენც რა-გაბომ თქვა და კაკის გადაუფხუკუნა.
-საბას რაღაც ჭირს-ვერ მოვითმინე და ვთქვი ხმამაღლა
-რა სჭირს?- დაიძაბა იო
-არ ვიცი,არ მითხრა,მერე გეტყვიო,მაგრამ დარწმუნებუკი ვარ,რომ რაღაც ძალიან აწუხებს,ცუდი წინათგრძნობა მაქვს,რაღაც ცუდის მოლოდინში ვარ და ახლა შეიძლება გავაფრინო
ცრემლები წამომივიდა და უფრო ავეკარი იოს
-დამშვიდდი რა ჩემო გოგო,ხომ იცი რამე რომ იყოს არ დაგვიმალავდა ჩვენ-თათამ გამხნევების ნიშნად მხარზე დამისვა ხელი.
-იმედია არ დაგვიმალავდა
ისევ ამოვიტირე და უფრო მაგრად ავტირდი.


არ ვარ სახლში ბოდიშიიიიიიიიით,ეს პატარა თავიც ძლივს დავდე,ბებოსთან ვარ და არარის აქ ინტერნეტი და mobile data კიდე საშინლად ჭედავს მოკლედ ბოდიშით და ვეცდები შემდეგი მალე დავდო



№1  offline აქტიური მკითხველი neneusi

cuga
xo isa raqvia me vnaxe video iutubshi xplaneta arsebobs da male dedamiwas sheejaxeba amit ganagdurdeba dedamiwa da me davijero? an gjerar tqven? au reebs vyvebi

მე მჯერასავიით :(

მომწონს, აუ საბა არ მოკლა თორემ ჩემსგან კარგ კომენტარს ვეღარ დაიმსახურებ! და საერთოდ ძაან ბევრს გაუტეხავ იცოდე თუ მოკლავ, აი ძაან ბევრ , იმიტომ, რომ ყველაზე საყვარელია!

 


№2 სტუმარი zeciuriarseba

ragavaketo

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au kargi iyo mara sabaze ar amanerviulo tore mogklavvv!!!!!

 


№4 სტუმარი Niniko

Kai iyo magram imedia sabas rame cudi ar schirs :(

 


№5  offline წევრი saint

cuga
xo isa raqvia me vnaxe video iutubshi xplaneta arsebobs da male dedamiwas sheejaxeba amit ganagdurdeba dedamiwa da me davijero? an gjerar tqven? au reebs vyvebi

cuga ra mai teresebs ici? xom kargad xar?

dzaan magari iyo me dzaan momewona ❤❤❤❤saba ar mokla dzaan momwons ❤❤❤❤ecade rom male dado shemdegi tavi❤❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Icode sabas rom rame daemartos moval shentan jer tmebs dagawiwkni mere dagaxrchob agchexav da mere dagmarxav es gaitvaliswine mainc saba momwons sigijemde mec minda misnairi dzma tan dzalian myavs magram aseti urtiertoba ar maqvs miyvars saba dzalian shenc miyvarxar da imedia imedebs ar gamicrueb torem... ukve vtqvi rac moxdeba mag shemtxvevashi
--------------------
M.D

 


№7  offline წევრი anuki15

ძაააააააალიან კარგი იყო მართლა, უბრალოდ მეც სხვებივით გთხოვ საბაზე არ მანერვიულოო :) ახალ თავს ველოდები მოუთმენლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent