მოლურჯო სული. (თავი 2)
-საერთოდ არაფერი გაგიგია ტატოზე, მასშემდეგ რაც გიორგის გაყევი ცოლად?! ეჭვნარევად მკითხა მარიამმა. -არაა, არაფერი არ გამიგია, ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ წავიდა და ჩემი გულიც თან წაიყოლა... კვლავ მძლია ტკივილმა და ცრემლები გადმომცვივდა. -მან, რომ სიმართლე იცოდეს დაბრუნდებოდა და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. -დაე, მე ვიყო უბედური და მისი გული ფეთქავდეს მარი, მეტი არაფერი არ მინდა! მინდა ისუნთქოს, მინდა ბედნიერი იყოს, მინდა ბევრს მიაღწიოს, ტატო უდიდეს ბედნიერებას იმსახურებს თუნდ... აქ ცოტახანს შეჩერდა ამილახვარი თუმცა კვლავ განაგრძო, ხმადაბალი ხმით. თუნდ სხვა ქალის გვერდით... აივნის მოაჯირს დავეყდენი და ჰორიზონტს გავხედე. -დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა მარიკო? კვლავ ჩამჭრელი კითხვა დამისვა ბავშვობის მეგობარმა. -ცოტა ხანს შევჩერდი, მაგრამ გადაწყვეტთ ვთქვი ბოლოს. კი მინდა მარი, მინდა! -ვიცი, რომ არ გინდა ეს,მარიკო ჩემთან მაინც ნუ თვალთმაქცობ. კარგად ვიცით მეც და შენც, რომ ტატოს გვერდით სხვა ქალს ვერასდროს აიტან! გიფიქრია ოდესმე რომ დაბრუნდება აქ მის მშობლიურ მიწა-წყალზე რას იზავ, როგორ მოიქცევი?! -ეჰ, მარი ნეტავ იცოდე თანაც რამდენჯერ... ხელი მაგრად დავკარი მოაჯირს და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. არ მინდა, რომ დაბრუნდეს, მისი ტკივილიანი და ზიზღიანი თვალების კიდევ ერთხელ დანახვა არ მინდაა, მე მისი წილი ტკივილი მომკლავს. -ადრე თუ გვიან დაბრუნდება და გირჩევ სიმართლე უთხრა, სიმართლე, რომელიც სულ სხვა რაკურსს მისცემს ორივეს ცხოვრებას. -რა რაკურსზე მელაპარაკები მარი, ჰაა? არ იცი, რომ იმაზე მეტი ტკივილი იქნება ჩემს ცხოვრებაში ტატომ, რომ სიმართლე გაიგოს ვიდრე ახლაა?! არ იცი?! ნუ გადამრევ შენ მაინც, თუ ღმერთი გწამს რა... მოთმინება დაკარგულმა ვუყვირე მარის და ოთახში შევვარდი. ************************************************ ******************************************************* -მარიამ, მოხვედი?! გაცისკროვნებულმა მითხრა ტატომ. -მოვედი, აჰამ! თითისწვერებზე ავიწიე და ტუჩებთან ახლოს ვაკოცე. -შენი აზრით მზად ხარ, ყველაფერი ერთი ჩემმნაირი ღარიბი ბიჭისთვის მიატოვო? ვღირვარ ამდენად მარ? ორივე ხელით სახე დამიჭირა და თვალებში ჩამხედა. ნეტავ იცოდეთ რა ღრმა და მრავლისმთქმელი ჭაობისფერი თვალები ჰქონდა ემხვარს. -ტატო, რამდენი ხანია რაც ერთმანეთს ვხვდებით? ან საერთოდ რაც ერთმანეთს ვიცნობთ?! გაყინული ხმით ვკითხე. -ეს ჩემს კითხვასთან რა შუაშია მარიამ? დაბნეულმა მკითხა. -შუაში კი არა, თავშია ტატო, თავში... გთხოვ მიპასუხე. ჩემი ხელი მის ხელს შევახე და ალერსი დავუწყე. -სამ კვირაზე ცოტა მეტია... სევდანარევი ხმით მიპასუხა. -ამ სამ კვირაში, შენთვის მთავარი არ მითქვამს ტატო, სათქმელი, რომელიც ყველაფერს მიგახვედრებს. -რა არ გითქვამს მარიამ? ! მზერას არ მაცილებდა. -მიყვარხარ ტატო! კვლავ თითისწვერეებზე ავიწიე და ახლა უკვე ტუჩებში ვაკოცე, მის ღვინისფერ თუმცა გაყინულ ტუჩებს დავეწაფე, ის, როგორც ლოთი ღვინოს, მწყურვალი წყალს, ნარკომანი წამალს... მთელი არსებით და გრძნობით ვუკოცნიდი ბაგეებს, მიუხედავათ იმისა, რომ ეს ჩემი პირველი კოცნა იყო, გამოცდილი ქალივით ვიქცეოდი. რამდენიმე წამი, გაოცებული იყო ემხვარის ვაჟი, თუმცა ბოლოს მანაც ვეღარ გაუძლო ცდუნებას და კოცნაში ამყვა. -მგონია, რომ სიზმარში ვარ ჩემო მოლურჯო სულო! ძლივს ამოიბლუკუნა ბიჭმა. -ეს რეალობაა ტატო, მთელი არსებით მიყვარხარ, დანახვის დღიდან შემიყვარდი და ეს გრძნობა უფრო და ურო ძლიერდება დღითიდღე. -გიჟი ხარ! კვლავ გაოცებული სახე ჰქონდა ბიჭს. -დაე ვიყო გიჟი, რეალობას ვერ შევცვლით, მე შენ მიყვარხარ და არასდროს არ გადამიყვარდები. მხრები ავიჩეჩე და მთვარის შუქით განათებულ ტროტუარს გავუყევი. ***************************************************** 8********************************************* ყველა ერთი მაგიდის გარშემო ვისხედით, მე, მამა, დედა, ჩემი და, ჩემი მამამთლი და რაღა თქმა უნდა ჩემი ქმარი. ყველა გემრიელად შექცეოდა საჭმელს მე კიდევ უაზროდ ჩავშტერებოდი სალათის თეფშს. -რატომ არაფერს ჭამ მარიკო?! ხელი ხელზე დამადო გიორგი და სათნოდ გამიღიმა. -ხელიი! ხმადაბლა შევუღრინე და თვალით ვაიშნე ხელი აეღო. -ჰო რატომ არაფერს ჭამ შვილო?! ახლა დედაჩემი გამომექომაგა. -არ მშია დედა და საერთოდ თუ არ მიწყენთ ავალ ჩემს ოთახში თავი მტკივა ცოტა და დავისვენებ. ფეხზე წამოვდექი. -კარგი საყვარელო, მაგრამ მეც წამოგყვები. გიორგი არ ისვენებდა. -გიორგი არაა საჭირო შენი წამოსვლა.დაჯექი და ჭამა განაგრძე. ზურგი ვაქციე, რომ კვლავ მისი საზარელი ხმა გავიგონე. -არა საყვარელო რა დროს ჭაამა, ახლავე წამოგყვები, ხელსაწმენდი მაგიდაზე დადო და ისიც ფეხზე წამოდგა. შენ შეუძლოდ ხარ და მე შენს გვერდით არ ვიყო?! ნწ.. თავი გააქნია და ხელი წელზე შემომხვია. -გიორგი, რატომ არ გესმის, რომ ჩემი ცუდათ ყოფნის ერთადერთი მიზეზი შენ და ეს ყალბი გარემო, ხართ?! თავი დამანებე გთხოვ დღეს მაინც რა! ყველაფრისგან გადაღლილმა ვუთხარი და ხელი ცივად გავაშვებიე. საძინებლის კარი მივიხურე თუ არა, ღრმად ამოვისუნთქე. კარი გადავკეტე და იქვე კართან მუხლებზე დავეშვი. -ნეტავ,ახლა რას აკეთებ ტატო?! ჩემო ერთადერთო სიყვარულო... მუხლები მოვკეცე და თავი დავხარე მათი მიმათულებით. უხმოდ მდიოდა ცრემლები. კარგა ხანს ვიჯექი ასე, მერე კი ფეხზე წამოვდექი და გარდეროფის ოთახში შევედი. საშუალო ზომის, მოლურჯო ფერის ზარდახშას დავავლე ხელი, მერე მისი გასაღებიც მოვიძიე და გავხსენი ჩემი წარსული ყუთი. ჩვენი პირველი ფოტო ამოვიღე, უაზროდ რომ დავეხეტებოდით ქუჩაში, პაპანაქება სიცხეში, ის დღეები გამახსენდა და ღიმილი მომგვარა ამ ფაქტმა თუმცა ცრემლებს არ შეუწყვეტიათ დენა მაინც. ყუთი დავხურე სხვა ნივთებს არ შევეხე, ისევ გარდეროფის ოთახში შევიტანე და საწოლთან დავბრუნდი, ემბრიონის ფორმაში მოვიკუნტე და სურათს დავაცქერდი. -ნეტავ შემეძლოს, რამის შეცვლა, ნეტავ შემეძლოს ერთხელ მაინც კვლავ შეგეხო, კვლავ ძველებურად დავაგემოვნო შენი ტუჩები, ტუჩები, რომლებიც ღელვის დროს გეყინებოდა ხოლმე... როგორ შემიყვარდი ასე, როგორ გაიდგი ჩემში ტატო ფესვები, როგორ?! ნუთუ არ არსებობს ძალა, რომელიც ამ ტკივილისგან გამათავისუფლებს?! 4 წელი გავიდა, 48 თვე,1460 დღე, უამრავი კვირა, საათი, წუთი და უთვალავი წამი, მაგრამ ვერ დაგივიწყე, ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება, იმაზე უფრო ძ₾იერ მჭამს ვიდრე იმ დღეს, როდესაც მითხარი, რომ აუცილებლად შემიძულებდი და გადამიყვარებდი. მეშინია იმ დღის, როდესაც დაბრუნდები და თვალს ვერ გაგისწორებ, მეშინია იმ საათის, როდესაც ხელს ვერ მოგხვევ და ვერ გეამბორები. მოვკვდები სხვა ქალი, რომ ვნახო შენს გევრდით, მოვკვდები სხვისგან, რომ გყავდეს შვილი და მისი თვალები შენსას გავდნენ. ასე, რისთვის დამსაჯე ღმერთო?! რა ცოდვა მქონდა ამის ფასი? რა მოხდებოდა თუ მის გევრდით ყოფნა არ მეწერა არ გამეცნო მაინც?! რა მოხდებოდა, თავი ბალიშში ჩავრგე და უკვე ხმით ავტირდი. **************************************************** ************************************ -ამ წვეულებაზე ყველაზე ლამაზი შენ იქნები, ჩემო ცოლუკავ! სახე ახლოს მომიტანა და შუბლზე მაკოცა გიორგიმ. -თუ ღმერთი გწამს გიორგი, როცა მარტო ვართ მაშინ მაინც ნუ თვალთმაქცობ და გულს ნუ მირევ. ხელი ვკარი და აივანზე გასვლას აპირებდი, რომ დამიჭირა და ხელზე ისე ძლიერად მომიჭირა ხელი, ყრუდ წამოვიკივლე. -რატომ ხარ ასეთი უხეში?! რატომ ვერ შემიყვარე?! იმ ნაბიჭვარს რა ჰქონდა ისეთი რაც მე არ მაქვს, რა მარიამ რაა?! იღრიალა ლაბაძემ. -ნუ ყვირიხარ და ხელი გამიშვი მტკივა.. აგდებულად გავეპასუხე. -გტკივა არაა?! მეც მტკივა გული, ამაზე ბევრად უფრო ძ₾იერად, როცა შენ ასეთ საშინელ სიტყვებს მეუბნები და არ მაძლევ უფლებას შეგეხო, გაკოცო, მოგეალერსო და ჩემად გიგულო, მეტიც ჩემი გაგხადო. -შენ ვერ გეტკინება გიორგი და იცი რატომ?! სახე ახლოს მივუტანე და თვალებში ჩავხედე. შენ გული არ გაქვს, უგულოეებს კი არ ტკივათ! ხელი გავიქნიე ძლიერად და ხელი გავაშვებიე, ჩემს მაჯაზე. ნატკენი მაჯა მოვისრისე ისე, რომ მისი მრისხანე თვალებისთვის არ მომიშორებია მზერა. რამდენიმე წამი მიყურა შემდეგ კი კარი ძლიერად გაიჯახუნა. მაკიაჟი შევისწორე და ჩემი ქერა თმა ცალ მხარეს გადმოვიყარე. შავი წელში გამოყვანილი, სადა კაბა მეცვა. არ ვიცი რატომ მაგრამ რაც ტატოს დავშორდი უმეტასად შავ სამოსს ვატარებდი, თითქოს ჩემს ჭუჭყიან სულს შავი ფერის სამოსით ვმალავდი. გაშტერებული შევყურებდი ჩემს თავს სარკეში, როდესაც მამა შემოვიდა და უკნიდან ჩამეხუტა. -ადრე შენი ცისფერი თვალები ბედნიერებისგან ციმციმებდნენ, დღეს კი ცრემლ ჩამდგარი მიცქერენ, გულს მისერავს ეს ყოველივე. მითხარი მარიკო, ჩემო პატარავ გიორგისთან ბედნიერი არ ხარ ხომ?! -არ ვიცოდი რა მეთქვა მამისთვის, მინდოდა მეტირა ისე, როგორც პატარობაში თუმცა ამის უფლება არ მქონდა. არა ბედნიერი ვარ მაა, უბრალოდ გავიზარდე. გავუღიმე სარკეში მის ანარეკლს და თვალები ძირს დავხარე. მისკენ შემატრიალა მამა და ცხვირზე მაკოცა ისე, როგორც ბავშვობაში. -მატყუებ... ასე მალე ვერ გაიზრდებოდი, ოთხი წლის წინ სულ სხვანაირი მარიამ ამილახვარი იყავი, შენი სიცილი აყრუებდა სახლის კედლებს დღეს კი ცოცხლად კვდები, მითხარი შვილო რა ხდება?! ცუდათ გექცევა შენი ქმარი?! -არა მამა საიდან მოიტანე ეგ?! ხელი ჩავიქნიე და ზურგი ვაქციე მამას. -აბა რა ხდება მამიკო, რა გამაგებინე?! შენს ცოცხლად სიკვდილს ვეღარ ვუყურებ, ვერა! -როგორ მინდოდა სიმართლე მეთქვა, თუმცა ამ ტკივილისთვის ვერ გავიმეტებდი მას და მორიგი სისულელე წამოვროშე. იცი, რატომ აღარ ვიცინი მაა?! სიცილი მეზარება.. გავიღიმე და ლოყაზე ვაკოცე. -სიცილის დაზარება აღარ გამიგია მარიამ. გაბრაზებულმა მითხრა ბატონმა მიხეილმა. კარისკენ დაიძრა და მომაძახა ჩვეულებრისამებრ. „შენ მე გადამრევ მარიკო“!.... **************************************** *********************************** ხალხით იყო გადაჭედილი რესტორანი, გიორგის სიამაყით მივყავდი მის გვერდით და მაცნობდა ათას უაზრო ადამიანს. უკვე ფეხზე ვეღარ ვიდექი იმდენად დამღალა ამ უაზრო, არაფრის მომცემმა საღამომ, თან ჩემს ჯინაზე ის ბიზნესმენიც არ ჩანდა ვის გაცნობასაც ასე ლამობდა ჩემი ძვირფასი ქმარი. ის მისთვის ერთადერთი რეალური კონკურენტი იყო ბიზნესში, როგორც ამბობდა და უფრთხოდა კიდევაც თითქოს მასს, თან სული ძვრებოდა მისი გაცნობის სურვილით. საათის ისრები უკვ ათსს უჩვენებდა, დავინახე როგორ მოდიოდა ბატონი ვახტანგი ჩვენი მიმართულებით და ვიღაც უცნობი მოჰყავდა თან გვერდით. განათების გამო ვერ გავარჩიე კარგად სილუეტი. რაც უფრო გვიახლოვდებოდნენ,მით უფრო და უფრო მეცნობოდა თითქოს და უცნობი, ყურები დამიგუბდა, არაფერი მესმოდა, გული კი მოჰყვა გამალებით ძგერას. უცნობის სიცილის ხმა გავიგონე წამით, რომელიც ძლიერ ნაცნონი და სანატრელი იყო ჩემთვის. ესეც მეორე თავი იმედია მოგეწონებათ შოკოლადებო. <3 შეცცდომებისთვის მომიტევეთ, კვლავ ისე სწრაფად დავწერე რომ ვერ მოვიცალე გადასახედათ. ველი შეფასეებებს, გკოცნით ბევრს თქვენი ალექსანდრა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.