მხოლოდ ერთი (10)
- და შენ ვინ ხარ? სიბნელიდან ნელი აუჩქარებელი ნნაბიჯების ხმა ისმოდა, თავიდან გაურკვეველი ჩრდილი ისახებოდა რადგან სარდაფში მხოლოდ ერთი ნათურა იყო რომელიც ბჟუტავდა, ნელ-ნელა წამოვდექი და ალექსს გადავეფარე. - ვინც არ უნდა იყო აქ, მზად ვარ ალექსის გამო მე გამოგყვე სადაც გინდა, ან თუმდაც ის გამიკეთე რაც გინდა ოღონდ ალექსი გაუშვი. ნაბიჯების ხმა შეწყდა, სრული სიჩუმე იყო, ნათურა ისევ უმიზეზოდ ქვრებოდა და ინთებოდა. - გაგიჟდი? ალექსი თავს ვერ იკავებს და ბრაზისგან ლამის კედელი შეანგრიოს, თან თითქოს ჩემთვის რაღაციის მინიშნებას ცდილობს მაგრამ მე ამ მომენტში მხოლოდ ალექსის გადარჩენაზე ვფიქრობ. - სად ხარ? გამოდი თუ ასე აპირებ მთელი ეს დრო შენს ვითომდა საშიშ ნიღაბში დამალვას. აჩქარებული ნაბიჯის ხმა მესმის, ალექსი ყვიის თუმცა მე მას ყურადღებას არ ვაქცევ, მე მხოლოდ ის მაინტერესებს გამოვა თუ არა ეს წყეული აქედან. - ასე ძალიან თუ გინდა ჩემი ვინაობა გაიგო როგორ შემიძლია უარი გითხრა?! - ხო და გამოდი. გაბრაზებული ვიდექი ალექსისგან ახლა უკვე მოშორებით, დოინჯშემოყრილი და დაბღვერილი. - აი მეც აქ ვარ... საბოლოოდ გამოჩნდა უცნობი. - გაბრთხილებ ხელი არ დაადო თორემ სიცოცხლის ყოველ წამს გაწყევლინებ. კბილებში გამოსცრა ალექსმა და ჯაჭვი მაგრად მოქაჩა... - ოხხ ამირანს დამიხედეთ, ადექი რა შეგიძლია მანახე... როგორც ალბათ მიხვდით ეს უცნობი მაიკლი იყო... - ავდგები ოდესმე. ისევ გაბრაზებით ითრევს ჯაჭვს ალექსი და ლამისაა თვალები გადმოუცვივდეს სიბრაზისგან. მე გაშეშებული ვდგავარ, გაყინული, ისე თითქოს მინდა წავიდე მაგრამ რაღაც არ მიშვებს. მაიკლი მიდის ახოს ალექსთან და წიხლებს ურტყავს... თითუეული დარტყმა მემხვდება, თითოეული ყვირილი მე მეკუთვნის. ვიკეცები ნელნელა ტირილისგან და კივილისგან. მივღოღავ ალექსთან. - რა ულისამაჩუყებელია. ... შენგან ამდენს მართლა არ ველოდი. ალექსთან მივაღწიე და გაშლილ ფეხებზე თავი დავადე, მოკუნტული ვიწექი და თავი ალექსის სისხლიან შარვალე მედო, ბოლოხმაზე ვტიროდი. მაიკლმა ესეც არ იკმარა და თმების ქაჩვით ამწია ალექსის კალთიდან. - მორჩა გესმს? შენ ყოველგვარ ზღვარს გადახვედი. ასეთი ალექსი არ მინახავს. ნუ არც საკუთარი თავი მაგრამ მაინც. - ეს გოგო ჩემია და რასაც მინდა იმას ვუზავ თუ მომინდება ახლავე აქვე... - არ გაბედო და ა დაასრულო. - თორემ რას მიზამ? გარშოკი ხომ არ მოგიიტანო? ალექსის გაბრაზებას საზღვარი არ ქონდა, მე პირზეხელაფარებული ცალიხელით ძლიერად ვეჭირე მაიკლს. - ხელი გაუშვი მეთქი. აკანკალებული ვცდილობ მაიკლს ხელიდან დავუსხლტე. ქარია. ფანჯარა ღია დაუტოვებია იმისთვის რომ ალექსს შესციებოდა. საშინლად ვარ, სათამაშო მგონია საკუთარი თავი რომლის გამოც ორი სამიწლის ადამიანი ერთმანეთს ეჩხუბება. - ვერ გაიგე რა გითხრეს? გაშვი გოგო... ნაცნობი და თან უცნობი ხმა იყო. მაიკლმა ნელნელა ხელები გამიშვა. რომ მივბრუნდი ალექსის ძმაკაცი დავინახე. - ახლავე მიეცი გოგოს ბოქლომის გასაღები. ეს ბჭი ალექსის ძალიან ახლო მეგობარი იყო, იცოდა რომ ალექსი ასე უბრალოდ არ დაიკარგებოდა და დაეჭვდა, როცა დამინახა რომ ალექსს ვეძებდი გადაწყვიტა კლასიდან გამოვარდნილს უკან გამომყოლოდა. ეს ალექსისგან ვიცი. - შენ ვინ ხარ რომ მიბრძანებ? უეცრად მაიკლმა იარაღი ამოიღო და მე დამიმიზნა. - ამას თუ გააკეთებ შენს ციხეში ჩასმას გადავიფიქრებ და თვალისდახამხამებაში გაგაბრთხობინებ სულს. - ბედავ და მემუქრები? უფრო მოიწევს ჩემსკენ მაიკლი და მე შიში მიპყრობს. - შენ წარმოიდგინე დებავს. ეს ნამდვილად უცნობი ხმა იყო, იქვე მდგარი მუყაოს ყუთი ვღაცამ მოისროლა და მაიკლს ყელში წვდა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მესროლა. მაშინვე დავიჭირე, მაგრამ ფეხი რაღაცნაირად გადამიბრუნდა და დავეცი. ტკივილისგან ვიკილე, მაგრამ მაინც ჯიუტად მივღოღავდი ალექსისკენ. ალექსს ჩემს კივილზე საშინელი რეაქცია ჰქონდა, იიღრიალა და ლამის ჯაჭვი გაგლიჯა. ( ნუუ ეს გაბუქებულია). ალექსამდე რომ მივაღწიე სწრაფად გავუხსენი ხელები. საშინლად ვიყავი, ამ ყველაფრის მიზეზი ვიყავი და არც თუ ისე გამართლეული იყო ის ფაქტი რომ ჩემს გამო ამდენი ადამიანი საბრთხეში იგდებდა თავს. ალექსი გამწარებული მივარდა მაიკლს და სანამ არ გათიშა იქამდე ურტყავდა... ამის შემხედვარე გავიყინე, აღარაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ის მახსოვს როგორ მოვარდა ალექსი ჩემთან და როგორ ამიყვანა ხელში, შემდეგ უკვე გონება დავკარგე. რომ გამოვფხიზლდი ალექსი გვერდით მეჯდა და ტიროდა. - ალექს აქ ვარ, გეგონა ასე ადვილად მიგატოვებდი? არც იოცნებო., თვალები ძლივს გავახილე და ალექსსს ხელზე მოვუჭირე. - ღმერთო მადლობა, არ ვიცი ასე რატომ ასაჩუქრებ, მაგრამ გპირდები ჩემს ანგელოზს არასდროს დავკარგავ. ამ სიტყვებმა ამატირა. მეგონა არავის არასდროს ვუყვარდი და მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ იტყვებს ვინმესგან თუ მოვისმენნდი. ამ დროს ალექსის ძმაკაცები შემოვარდნენ ჩემს ოთახში, ბუშტებით და საჩუქრებით. საჩუქრები საწოლზე მომიფინეს. და გაცნობა დაიწყეს. - გამარჯობა ელენა, მე მაქსი მქვია, მინდა გითხრა რომ აღბრთოვანებული ვარ შენი სიმამაცით. - სასიამოვნოა შენი გაცნობა. ვუღიმი, ახლოს მოდის და ხელზე მკოცნის. - ახლა კი ჩემი ჯერია, მხიარული გაღიმებული სახით საჩუქრის ყუთს დებს საწოლზე და ახლოს მოდის, მე ალექსის ძმაკაცი ენრიკე ვარ. საძმაკაცოში ( მხიარულას) მეძახიან. - სასიამოვნოა. ხელს ვართმევ და მისი ზედმეტსახელის გაგონებაზე მე და ალექსი გულიანად ვიცინით. - კარგით ჩვენ ხელს აღარ შეგიშლით. მაქსმა ენრიკე ხელიდან დაითრია და ოთახიდან გავიდნენ. - მოაშორეთ ყურები კარს!! უყვირა და სიცილი მიაყოლა ალექსმა. გავიგეთ როგორ ჩარბოდნენ კიბეებზე. - რატომ არ წამოხვედი რომ გითხარი წადი მეთქი? შენ რომ რამე მოსვლოდა თავს მოვიკლავდი. - როგორც ხედავ აქ ვარ, და ისევ შემიძლია შენი ნერვების აშლა ასე რომ..., ალექსი იბღვირება მაგრამ ღიმილი მაინც ეპარებოდა. ბოლოს მაინც გულიანად გაიცინა და ხელზე მაკოცა. - მოდი რაა. ვუთხარი და ხელით ჩემს გვერდით ვანიშნე. ალექსი ბრთხილად დაჯდა საწოლზე. - რა იყო კი არ შეგჭამ, წამოვდექი და ისედაც აწეწილი ქოჩორი უფრო ავუწეწე. ალექსი სწრაფად მხვევს წელზე ხელს და საწოლზე მაგდებს, თვითონაც გვერდით მიწვება. - მაინც არ გაპატიებ, აღარ გავიგონო ჩემს გამო თავი საბრთხეში ჩავიგდო, აკი გითხარი რომ მე ვერაფერს დამიშავებდა. იქვე ყუთში დამალული ენრიკე იყო და ვგეგმავდით კარგად გვეცემა, შენ რომ ხელი დაგაკარა ცუდად გავხდი. მოკლედ მაგრად გამიტყდა რომ ვერ გეხმარებოდი. - კარგი რა ალექს. თავი მხარზე დავადე და ხელი მწელზე მოვხვიე. - რა კარგი რა? - იცი მე რა ცუდად ვიყავი შენ რომ არ მოხვედი დილით? ჯერ კიდევ არ ვიცოდი არაფერი რომ გული ცუდად მქონდა და დედაჩემმაც კი შეამჩნია ეს ყველაფერი, მე თავიდანვე გეუბნებოდი მაიკლი ასე არ დაამთავრებს მეთქი და შენ არ დამიჯერე. - ოხ ჩემი ბოთე, ალექსი თავზე მკოცნის. - ალექს. ვარღვევ რამდენიმე წუთიან დუმილს. - ჰომ. თვალებდახუჭული ალექსი მოკლედ მპასუხობს. - ჯობდა არ გამღვიძა. ყოველთვის პრობლემებს გიქმნი, ყოველთვის ვწუწუნებ და რავიცი საკუთარი თავი ამის გამო საშინლად მძულს, დღესაც ჩემს გამო ამ დღეში ჩავარდი. - წამომყევი. ალექსი წამოხტა საწოლიდან ხელი მომკიდა და ძლიერად მიბიძგა, მეც გავყევი, თან ძალიან აღელვებული ვიყავ და თან ძალიან შეშინებული. - ალექს სად მივდივართ ის მაინც მითხარი. ალექსი ხმას არ იღებს. იმ ხიდთან მივედით ჩემს ქუჩას რომ აერთებს ჩემს სკოლასთან დიდ ხიდთან. - ეს ხიდი გახსოვს? გახსოვს რა გააკეთე? რისთვის გააკეთე ისიც ხომ კარგად იცი? შენი აზრით მხოლოდ შენ მიქმნი პრობლემას? არა! მე უფრო დიდ პრობლემებს გიქმნი. შენ ჩემს გამო მაშინაც თავს იკლავდი და დღესაც ლამის იგივე გააკეთე. მე რა გგონია არ მძულს საკუთარი თავი? - მომისმინე ალ.. - ჩუმად. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს უახლოვდებოდა, გაუაზრებლად, თითქოს არც არავის ეკითხებიანო. - ალექს ეს რა... - არც მე ვიცი. დაბნეულები ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. არ ვიცი მაგრამ ის კი ვიცი რომ არაჩვეულებრივი ხარ, შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არაქვს და არც არასდროს ჰქონდა. - ალექს მე უბრალო გოგო ვარ, რომელიც მუდამ კლასიკურ სტილში ჩაცმული ადამიანების ჩრდილში იდგა, არ მესმის რატომ მაინცდამაინც მე? თვალები ამიცრემლიანდა და ალექსისთვის ჩაჭიდებული ხელი უკან დავწიე. - შენი უბრალოება, შენი სინაზე ყველა იმ გოგოს მოკლეკაბას მირჩევნია რომელიც სკოლაში დადის. შენ უბრალო ხარ, არც მაკიაჟი გჭირდება და არც შენს ნაკლს მალავ. ხელი ისე მაგრად ჩამჭიდა რომ... თუმცა არც მე არ მნდოდა ხელი ოდესმე გაეშვა ჩემთვის. მინდოდა მუდამ ასე გვევლო, მთელი ცხოვრება. ეს გრძნობა ყველაფერ იმაზე მეტია რაც ოდესმე მიგვრძვნია ვინმეს მიმართ. გაყინულ გზაზე მიაბიჯებდით ჩვენ ორნი. - ალექს შენი აზრით ანგელოზები როგორები არრიან? ალექსს გაეღიმა და შუბლზე მაკოცა. - სარკეში ჩაიხედე და დაინახავ. - ძლიან ხომ არ აბუქებ რამე რომ იყოს? დავუბღვირე ალექსს. - სულაც არა. ახლა კი შედი სახლში შეგცივდება. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ რა მოგწონთ და რა არა. მადლობა ყველას ვინც კითხულობს ამ არცთუ ისე კარგ ისტორიას <3 მიყვარხართ ყველა. (vampire) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.