მოგონებები:ძალით დავიწყებული ან დაუვიწყარი(3)
ეს მესამე თავი <3 აქტიურობა არაა და ვფიქრობ მალე დავამთავრო არადა ისტორიები(ბავშვობის) რეალურია და საინტერესო განვითარებაც აქვს:) ხელით მიმიყვანა მანქანამდე, წინა ადგილას დამსვა, ღვედი შემიკრა, მანქანას მოუარა და საჭეზე დაჯდა. სარკეში გავიხედე და უკან მჯდომებს გაბრაზების ნიშნად, დავეჯღანე რამაც მათი სიცილი გამოიწვია -აბაა საიით -თან მართავდა და თან უკან იყურებოდა -ჯერ, დაბადებისდღისთვის ვიყიდოთ რაღაცეები, მერე ვნახოთ-თქვა ქეთიმ -შენ ისევ გაბუტული ხარ ელეონორაა??-იცოდა ზუკამ ვერ ვიტანდი ასე რომ მეძახდა -იციი ვიფიქრე, სწრაფი სვლით ხომ არ მაღაზიაში და ჩვენ დაგეწეოდით აა?? -ნაგლურად ვუთხარი -შემირიგდი ანუუ? -ჰოო კარგი, წინ იყურე, ათასი დაუსრულებელი საქმე მაქ ჯერ. ფლეილისტიდან ⚫ Am i wrong ამოვარჩიე და ხმას ავუწიე, მთელი ჯოგი ვყვებოდით და თან ჩვენ ხმებზე გვეცინებოდა, შემდეგი იყო ⚫ Taste the feeling ⚫ Avicii-waiting for love ⚫ Baby i’m yours(remix) ⚫ Becky G-can’t stop dancin და ასე შემდეგ, გზა მხიარულად გავიარეთ, როგორც იქნა მივედით. გადმოვედით მანქანიდან და მხიარულ ტალღაზე შევუერთდით ხალხს, რომლებიც ჩვენს მსგავსად ეძებდა რაღაცეებს. ერთად რომ ვერაფერს ვყიდულობდით, რადგან სიცილით ვიხოცებოდით, აზრი წამოვაყენე. -მოდი, ბიჭებმა კაცური რაღაცეები იყიდეთ,გოგოები მოსართავებს და რაღაცეებს ვიყიდით -კაცური როგორი ელე, ყანწები?-თქვა გაბრიელმა -ძმურად, გაბარებ და მიხედე რაა-ვუთხარი ზუკას, ყველას გაგვეცინა და დავიშალეთ. გოგოებმა დიდხანს ვიარეთ, ლენტები და მისალოცები ვიყიდეთ, ასევე საჩუქრებიც რომელიჩც ქეთიმ აარჩია, ვაი ამის პატრონს ლუკას არ მოეწონოს,(ქეთის ძმას) ბოლოს დაღლილები, ბუშტებს მივადექით, სადაც ბიჭებმა დაგვირეკეს -სად ხართ? ჩვენ მოვრჩით ყველაფერს. -ბუშტების მაღაზიაში მოდი და წავიდეთ მერე -კაი ამეებს მანქანაში ჩავაწყობთ და მოვალთ. შევარჩიეთ უამრავი ფერის, ზომის, ფორმის ბუშტები ,ბიჭები რომ მოვიდნენ ცოტა გავერთეთ და ჰელიუმი შევისუნთქეთ. ისეთი ხმები გვქონდა. ცრემლები მომდიოდა სიცილისგან. ვაკუუმის ბალონი ვიყიდეთ, და სახლში წამოვედით. გაბრიელს ხმა ვერ დაუბრუნდა და ვკვდებოდით სიცილით, ნათქვამი არაფერი იქ უნდა ყოფილიყავით. როგორც კი სახლში მივედით, გადმოაწყეს ნივთები ბიჭებმა გოგოებმა ბუშტები შევიტანეთ, ეგეც გვეზარებოდა, მაგრამ ნიჩევო -რაამბავი სასმელია, თავებს იკლავთ??-იკითხა ქეთიმ -აუ ისე უნდა დავლიო, ისე უნდა დავლიო, რო უნდა დავიმხო ყველაფერი -თქვა თეკომ -შენ სულ ეგრე ამბობ და სამი ჭიქის მერე გპოულობთ მიძინებულს, ხან სად, ხან სად -უთხრა გაბრიელმა -კაი გავედით გაბო ჩვენ, ტურზე გავარკვიოთ რაღაცეები, თორე ერთი ჭინკა ამომხდის სულს-თქვა ზუკამ -ვუიმე, რაკარგები ხართ რაა-სიცილით ვუთხარი ბიჭებიც წავიდნენ დავრჩით დაღლილ გადაქანცული გოგოები -ხვალ ტანსაცმელებზე წავიდეთ-ტქვა თეკომ -კარგი რაა -ბუზღუნებდა ქეთი -დიდიხანია მეც არაფერი მიყიდია, ჩემი მანქანით გავიდეთ, რომელიც ზუკას გამო სამსახურთან არის, კაი არაუშავს, ხვალ წამოვიყვან და წავიდეთ . აღარ წავიდნენ სახლში ჩემთან არჩნენ, რათქმაუნდა სიზმარი დამესიზმრა: სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობდით ბავშვები, ჯერი ანდრეაზე იყო, კითხვა დაუსვეს შეყვარებული თუ გყავსო, რათქმაუნდა გაჩალიჩებული იყო, მაშინაც კარგად მივხვდი -შეყვარებული გყავს? -კი-ანდრეა -ვინ -თეთრი მაისური აცვია, მუქი ჯინსი და მუქი ბოტასები აცვია, ძაან ლამაზია ყველა მე მომაშტერდა, მე კიდე დაბნეულობისგან, რამექნა აღარ ვიცოდი, ტელეფონში ჩავძვერი რომ გააგრძელა-ტელეფონში ჩაძვრა, ვიცი ეხლა ძალიან შერცხვა და სხვა ვერაფერი მოიფიქრა თავი ავწიე და ვუთხარი -საერთოდ არაა სასაცილო-ნაგლურად -მერე ვინ გუთხრა, რო ვხუმრობ?-ეს თავხედი ნახე რაა, მე გადავწითლდი ეს კიდე მიღიმის, ავდექი და წამოვედი. 14 წლის ვიყავი და მეგონა არ ვიცოდი რაიყო „სიყვარული“ 1 კვირაში კვლავ ყველას თვალწინ მითხრა -ვიცი, არ გჯერა ეხლა რასაც გეტყვი, სულ ცოტახანია გიცნობ, მაგრამ აი გეფიცები თავიდანვე არ შემომიხედავს ჩვეულებრივ, რაღაცნაირი ხარ, არა ცუდი კიარა, განსხვავებული, მართლა ძალიან მიყვარხარ-ეს ასე მიხსნის და 8 წყვილი თვალი მე შემომჩერებია, პამიდორს დავემსგავსე. არაა, პამიდორი სადაა ეგეთი წითელი მე რო ვიყავი, ენაჩავარდნილი და დაბნეული ვიყურებოდი. ამდროს დამირეკეს, სახლში ამოდიო. გამეღვიძა დილის 8 საათი იყო, გაოგნებული ვარ რაღადროს ეს ამბავია, მთელი წლები გავიდა, იმდენი გამოვიარე, რაღა ეს მესიზმრება, წამოდგომა ვცადე, მაგრამ გოგოებს რომ გადავხედე, როგორ მდგომარეობაში ვიწექით გამეცინა, როცა ქეთის მოქნეული ხელი, პირდაპირ თვალში მომხვდა, სიმწრით ამოვთქვი, ვაი დედათქო და თეკლეს გაეღვიძა -რამოგივიდა -შეშინებული მომვარდა -ქეთიმ ხელი გამარტყა, მგონი ჩამილურჯდება -შენ თითის შეხებაზეც გილურჯდება, წამო ყინული დაიდე ავდექით ჩავიცვით და სამზარეულოში ჩავედით, თეკლემ ყინულები მომცა და დავიდე თუმცა უკვე სილურჯეები მეტყობოდა, ვაი ქეთის ძმის დაბადებისდღემდე რო არ მომირჩეს, ამ დროს კიბეების ხმა გავიგეთ -აუუჰ გაიღვიძა დათვმა-წაკბინა თეკომ -რა?-გაკვირვებული იყო ქეთი -აბა ამას შეხედე შე ბუმბერაზო-ყინულები გამომგლიჯა და სილურჯეები ანახა -ეს მე გავაკეთე?? აუუ ბოდიში გეფიცები ძალით არ მინდოდა შემთხვევიტ.. -კაი რაიყო არაუშავს-ვუთხარი -ვაიმე, შენ ფრთები გაკლია და ანგელოზი ხარ-მითხრა თეკლემ-რა არაუშავს გოგო ჩაგასინიაკა -ვიზავ რამეს, გავიდეთ აწი. სამსახურამდე ტაქსით გავედით და მანქანა წამოვიყვანეთ, პირდაპირ მაღაზიებში წავედით. ჩემთვის ვერაფერს ვარჩევდი, ორივეს ავურჩიე კაბა, უაზროდ დავყვებოდი, უკვე დაღლილი, ვისმენდი მათ შენიშვნებს, რატომ არ მინდოდა კაბა, ჩემი აზრით, კლასიკური სტილი უფრო სექსუალურია, ასე წუწუნით დავყვებოდი მათ, როცა ვიტრინაში დავინახე ის რასაც ვეძებდი, შავი კლასიკური კომბინიზონი კოჭებამდე, მკერდიდან იწყებოდა, არანაირი ბრეტელი ან სახელურები, პირდაპირ დეკოლტით იწყებოდა ლამაზი მოყვანილობის, მაშინვე შევიყვანე გოგოები და მოვიზომე გამოვედი და პირველად რასაც გადავაწყდი ორივესს თვალები იყო -კაამფეეეტ-თქვეს ორივემ ერთად -ყიდულობ ამას-მიბრძანეს გოგოებმა რათქმაუნდა ვიყიდე ყელსაბამიც და ფეხსაცმელი ვუყიდე. სახლში ისეთი დაღლილი მივედი, არაფრის თავი არ მქონდა თუმცა ამას მხოლოდ მე ვგრძნობდი, გოგოებმა გვშიაო მისვლისთანავე დავწექი და დავიძინე სიზმარი: სიყვარული რომ ამიხსნა ურეკში წავიდა, რადგან ზაფხული იყო, წასვლის წინ დამემშვიდობა, 2 თვე ვერ გნახავო ჩამეხუტა და წავიდა, ეზოში ბავშვები კი დავრჩით, მაგრამ ვინც მინდოდა ის არ იყო და ამით თითქოს მთლიანი ეზო დაიცალაო, მეორე დღეს დამირეკა, ისე გამეხარდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, არ მინდოდა იმედი მიმეცა, ჯერ არ ვიცოდი მიყვარდა თუარა, ყოველდღე მირეკავდა ერთხელაც ეზოში ვიყავით და ნიკას ვკითხე, როდის ჩამოვათქო არვიციო და გაეცინა, აღარაფერი ვუთხარი, საღამოს დამირეკა -უკვე ისე გენატრები, ძმაკაცებს ეკითხები რაღაც რაღაცეებს?-სიცილით მკითხა -შენ საიდან, აუუ ნიკაა.. -კაი რაიყო, არ გინდა ჩამოვიდე? -მითხრა ვითომ ნაწყენმა -მინდა რომელია-ვთქვი ჩუმად -აბა გაიმეორე- მომესმა გაორებულად, ყველამ უკან მიიხედა, მე კიდევ ტელეფონს შევხედე, გაკვირვებისგან ვერ გავიგე რამოხდა, რომ გავიაზრე ამ იდიოტმა მომატყუა და უკან მედგა წამოვფრინდი და ჩავეხუტე, ისე გაეცინა მე რო მიყვარდა, რამდენიმე დღეში ვუთხარი მიყვარხართქო, ისე გაეხარდა ვერ გადმოვცემ, ივლისის შუა რიცხვებში წავიდა, ამჯერად სექტემბრამდე მოვიწყინე, მალე მეც წავიდოდი სოფელში მაგრამ, მაინც მაგრამ... ერთ დღეს ეზოში ყოფნისას, საკო, მე, თეკო და ქეთო ვთამაშობდით საკო გვერძე მეჯდა და მითხრა -იცი ანდრეამ მაკოცა- უცებ ვერ მივხვდი, რატომ მითხრა, რა დროს ეგ იყო, ან საერთოდ მეგობარს, ესეთ რამეს რატო მეუბნებოდა, გავშტერდი, გოგოებმა მე შემომხედეს -მერე მერავქნა? ან რატომ მითხარი? -რავიცი ისე იცოდე, მაინც- ამას მგონი აკლია ხო? იმდღეს ანდრეამ დამირეკა შემატყო ვერ ვიყავი ხასიათზე, განა იმიტომ ვიყავი, რომ ეჭვი შემეპარა, ან რამე, ვიცოდი ანდრეა არ იზავდა ესეთ რამეს, უბრალოდ საკომ რატომ მითხრა ეგეთი რაღაც -ელეე -ჰოო-მოწყენილმა ვუპასუხე -მთელი საღამოა გელაპარაკები და მოწყენილი ხარ, აბა რაგჭირს?? -არაფერი -ვმალავთ რაღაცეებს?-ნაწყენმა მკითხა -არაა უბრალოდ.. -უბრალოდ არ უნდა, მიდი მომიყევი -დღეს საკომ მითხრა, ანდრეა მაკოცაო .არა ეჭვი კიარ შევიტანე. შენში უბრალოდ. რატო მითხრა ეგეთი რაღაც . -რაოო??-სიცილი აუტყდა -ჯერ ერთი, ეგ ნიკოლოზის დროს, იყო ეგ ტიროდა და ისიც ლოყაზე ვაკოცე, რო დამემშვიდებინა და მეორე უთხარი, სამაგიეროდ რო ჩამოვალ, შენ უფრო ბევრს გაკოცებ, თან არამარტო ლოყაზე. გავწითლდი გამიხარდა ყველა ემოცია ერთად დამემართა -რაო ,რატო გაჩუმდიო?? -რავიციი..-მორცხვად ვუთხარი -აუ რასაყვარელიხარ, როგორ მომენატრე, შენ არ იცი -მეც მომენატრე. ის დღე ისე ვიღიმოდი ლოყები მეტკინა რომ გავიღვიძე, 10ის ნახევარი იყო გავგიჟდები, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სიზმრები, სამსახურში წავედი, გოგოებს ჯერ კიდევ ეძინათ, რომ მივედი ნია შემომეგება, მომიკითხა და ჩემს კაბინეტში შევედი, დღეს ისევ ნუცას ველოდებოდი, მაინტერესებდა როგორ ჩაივლიდა დღევანდელი დღე, 12 შესრულდა და ნუცამ შემომიღო უინტერესოდ კარები, სახეზე ეტყობოდა ის ბედნიერება, რასაც ჩემთან მოსვლა ერქვა -გამარჯობა ნუცა-ვეცადე ბუნებრივი ვყოფილიყავი -გაგიმარჯოს-მითხრა მობეზრებულად და სავარძელში ჩაჯდა. ასე ვიჯექით დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ ისევ მე ავიღე ჩემ თავზე, საუბრის დაწყება -რა ხდება ახალი? -რომელი ერთი გითხრა. სკოლაში რომ ყველას ვეზიზღები და დამცინიან? თუ ის მშობლები სულ რომ მსაყვედურობენ. ეს რა გაჩნდიო -სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა მოხვდე, ყველგან შეხვდები ისეთს რომელსაც არ მოეწონები, მაგრამ შენ ეს არ უნდა გადარდებდეს, ვიცი სათქმელად ადვილია, მაგრამ შესასრულებლადაც ადვილი იქნება, თუ მოინდომებ მშობლები ცალკე საკითხია, იზრდებიან და მერე უნდათ, რომ მათ შვილებმა ის შეცდომები არ დაუშვან, რასაც ისინი უშვებდნენ, სწორედ ამითაა გამოწვეული, დღევანდელ დროში მშობლებსა და შვილებს შორის, ასეთი დაძაბულობა, ბევრ მშობელს უბრალოდ არ უნდა, თავის შვილს გაუგოს, უნდა თითის ქნევით გააგებინოს ყველაფერი, არადა ამდროს პირიქით, უფრო ჯიუტდება ბავშვი -შვილი გყავთ?-დამისვა მოულოდნელი კითხვა -არა არ მყავს -გავუღიმე -გასაგებიაა-ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის -არ მიცნობთ -მითხრა და ხელით სავარძლის სახელურს დაეყრდნო და ზედ სახე ჩამოდო და სახე ნახევრად გადახარა -მერე გაგიცნობ. პრობლემა არარის-გამეცინა -არაფერზე გეშლებათ ნერვები?-ეს ცდილობს თემაში ამიყოლიოს? -ნუუ გააჩნია, ვინც მიცნობს იცის რაზე მეშლება ნერვები-მივახვედრე, რომ მარტო მე კი არა, ისიც არ მიცნობს მე- მაგრამ ჩემ ნერვებზე მოშლას, არავის ვურჩევ- ნიას დავურეკე -ნია ჩაი შემომიტანე რაა-მერე რომ დავფიქრდი, იქნებ ნუცასაც უნდა-ჩაი გინდა?-არ მიელოდა ჩემ შეკითხვას ჩაფიქრებული, უცებ გამოერკვია და დაბნეულად მიპასუხა -რავიცი კი, ოღონდ მწვანე არა-მორცხვად მითხრა -ორი ჩაი, ჩემო კარგო-ჩავძახე ღიმილით თითქოს დამინახავდა -არის-მითხრა მხიარულად -საერთოდ ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე. ხალხს არ ვეხატები გულზე -შენი ჩაცმულობა შენი საქმეა, ეს არავის ეკითხება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ სიშავეების გარეშე ბევრად პოზიტიური იქნები-გავუცინე -ჰო ვიყავი-ისევ დასევდიანდა ამდროს ნიამ ჩაი შემოგვიტანა ნუცას რომ დაუდგა ფინჯანი, ჩაის სურნელი იგრძნო, ჭიქისთკენ დაიხარა, სურნელი შეისუნთქა, თვალები დაეხუჭა და გაეღიმა, გამეცინა მის ბავშვურობაზე, მერე ჭიქა ხელებში მოიქცია, თითები მაგრად მოხვია და მიიხუტა ლოყაზე, თითქოს მისით უზომო სითბო ჩაეღვარა სხეულში, ამ საქციელზე, ჩემი თავი გამასხსენდა, როცა ლექციები მიმთავრდებოდა, გაყინული ბებიასთან მივდიოდი, სახლში როგორც კი შევიდოდი, მაშინვე სახლის მყუდროება მითბობდა სხეულს. -ბეე მოვედიი -მოდი ბებოს სიხარულო, მოდი -ბეე როგორი სიცივეებია, უჰ გავიყინე იქვე ფეჩს მივუჯექი და ხელები მივუშვირე, ლამის მთლიანად ჩავხუტებოდი ხოლმე, ბებო როგორც კი სახლში მისულს მნახავდა, ჩაიდნით წყალს ადგავდა, ჩაისთვის. აიღებდა ჩემს საყვარელ ჭიქას, რომელსაც საყვარელი დათუნია ეხატა და ცხვირის ადგილი ამობურცული ჰქონდა, ლოყები კი ვარდისფერი ჰქონდა, ჩაის და შაქარს ჩაყრიდა, 5 წუთში, სახლში ისეთი არომატი დგებოდა, როგორიც მე მიყვარდა, ძალიან მიყვარდა ბებია, შეიძლება ითქვას ყველაზე მეტადაც კი, მეც შვილიშვილებში ყველაზე მეტად ვუყვარდი, სულ ბებოს იმედს მეძახდა, მეც ვცდილობდი სულ ეამაყა ჩემით, ამ ფიქრებიდან ნუცას ხმამ გამომიყვანა. -ჩაი გაგიცივდებათ-სასიამოვნო ხმა ჰქონდა. როგორც ჩანს ჩაიმ იმოქმედა -უჰ ძალიან მიყვარს კენკრის ჩაი. ბავშვობას მახსენებს-ვუთხარი მოხუცივით -ჰო. მე მამაჩემი მიკეთებდა სულ ასეთ ჩაის. მის მერე არ დამილევია ასეთი-ჩაის ჩაჰყურებდა თან მიყვებოდა -ჰო. მამები მაინც სხვანაერად ჯიგრები არიან-ვუთხარი სიცილით -ჰო რავიცი-თქვა ეჭვნარევი ხმით ამასობაში ჩვენი სეანსიც დამთავრდა, სანამ გავიდოდა ერთი შემომხედა აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა გაბრუნდა, მაგრამ სანამ გავიდოდა მე დავუძახე -ნუცა -დიახ-ღიმილიანი სახით შემობრუნდა -მე სულ, გემრიელ ჩაი მაქვს-გავუცინე და როგორც იქნა მასაც გაეცინა, მცირედ მაგრამ ჩემთვის ესეც კარგი იყო . სხვა კლიენტებიც მივიღე, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, რატომღაც ჩემი მიზანი, ნუცა გახდა, საოცრად მინდოდა ამ გოგოს ბედნიერება, მეორე დღეს ნუცა არ იყო ჩემს პაციენტთა შორის, დღეს არ გვქონდა სეანსი, რაღაცნაირად დამაკლდა. სახლამდე ისეთი მივედი, ოღონდ საწოლში დავწოლილიყავი და დამეძინა, არც მშიოდა დამეძინა გათიშულს, კვლავ სიზმარი: 15 წლის ვიყავი უკვე ანდრეა 17 2წლის შეყვარებულები ვიყავით, ზაფხული იყო ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, ზედმეტადაც კი, მეც არვიცი რატომ, უცვლელი ადგილი ბესეტკა, უცვლელი ხალხი, უცვლელი ხალისით, უბრალოდ დღეს ანდრეამ სხვა ძმაკაცებიც მოიყვანა, ჩემს რიგში ბიჭები იჯდნენ, ისიც იმიტომ რომ ანდრეამ ჩემს გვერდით დაჯექიო, მესაკუთრეა რაქნას,. ჩემ წინ გოგოები ზიან, პირდაპირ თეკო მიზის, რაღაცეებს ვმაიმუნობთ და ვიხევით სიცილით, ცრემლები მოგვდიოდა უკვე, ფეხზე რომ წამოვხტი და რაღაც შევყვირე თეკლეს, ანდრეამ ამომხედა და მითხრა -კიდევ დიდხანს იცანცარებ?-ისე ნაგლურად მითხრა ყველამ ჩვენ შემოგვხედა, არა უფრო სწორი იქნებოდა, ჯერ მას და მერე მე, ისე გავბრაზდი, არვიცოდი რა გამეკეთებინა -გაწუხებ?-შევუბრუნე გაღიზიანებულად -არ მაწუხებ და დაჯექი შენს ადგილას -ცოტა დამშვიდებულმა მითხრა, აბა მე მკითხოს?? თვალებით ვკლავდი, ტელეფონი ავიღე და ბესეტკას გაცლილი არ ვიყავი რომ დამიძახა -ელენე -ასე მაშინ მეძახოდა, რომ ბრაზდებოდა -რაგინდა-თვალები ავატრიალე და მივბრუნდი -დაჯექი შენს ადგილას -ეს მოთხოვნა იყო თუ ბრძანება? ამას მე, ქიცინა ძაღლი ხო არ ვგონივარ? -არა-ვუთხარი ნაგლურად და შევტრიალდი, ვიცოდი ახლა შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, გადამისროდა სადმე, თეკლე გამომყვა, ცოტახანში მესმის ხმა და თან ვისი, სანდროსი მეთქი ამას რაღა უნდა -ელენე დაიცა-ბესეტკიდან დგებოდა -რაგინდაა-შეწუხებულმა ვუთხარი -ჩემ მაგივრად ითამაშე რაა-ვიღაცას მისცა თავისი კარტი და მე მომიბრუნდა-მეც მოვდივარ -ამას აკლია? ისე არ მელაპარაკება და ეხლა მომყვება? -ვუთხარი თეკლეს -ვერაა-დამიდასტურა ანდრეას გავხედე და ისეთი თვალებით მიყურებდა. ნეტა არ შემეხედა. თვალებით ჩამდო მიწაში. ეგრევე ავარიდე თვალი და გზას გავუყევით, სანდრო დაგვეწია და რაღაცეებს გვიყვებოდა, მთელი გზა მე ვითომ ვუსმენდი და ვუღიმოდი, როგორც კი სახლში ავედი, მაშინვე მომწერა -სად იყავი? -კარგად დაინახე ყველაფერი -გეკითხებიი! -გაწუხებდი და გაგეცალე)) -ნერვებს ნუ მიშლი ეხლა, მე ვერ მითხარი? -შენ თვითონ მეუბნები, ნერვებს მიშლიო და გოიმივით ნუ იქცევი, ეხლა თავი დამანებე) ჩატი დავხურე, კიდევ მწერდა რომ არ ვუპასუხე გაჩერდა, 2 კვირა არ ვლაპარაკობდით, არც მიყურებდა არც მე ვიწუხებდი თავს ყურებით. თეკლე გაგიჟებას იყო, რამ გაგაგიჟათ თქვენ მაინცო, არ ვლაპარაკობდი ამ თემაზე, ასე იყო მანამ სანამ ჩემი ძმაკაცები არ დამადგნენ, წამო კალათბურთი ვითამაშოთო, თეკლეს და ქეთისაც დავუძახე, ეს ბიჭები რო შეამჩნიეს ლამის ყელში წამიჭირეს ხელი -გოგო შენ ნორმალური ხარ?-თეკო -რაგინდაა-ვითომ ვერ ვხვდებოდი, საით ურტყამდა ნამიოკს -ესენი რო, ანდრეამ ნახოს.. -ნახოს მერე, მე რა -სამაგიეროს უხდი?? -კაი რაა, რა სამაგიეროს კალათბურთი უნდა ვითამაშოთ -მეარმინდა -თქვა გაბრაზებულმა -კარგი რაა, ნუ გამიტეხავ ეხლა-ხმას არ მცემდა-თეკლეეე -ჰოო კარგი -ისე, ძალიან კარგი ბიჭები არიან -ჩაერთო ლაპარაკში ბიჭების თვალიერებით გართული, ქეთი -ჯიგარი ხარ ქეთი რაა-გამეცინა და ხელი ხელზე მივარტყი. გუნდები დავყავით: მე, რატი, საბა და დათა მეორე გუნდში იყვნენ: ქეთი, თეკლე, ვაჩე დავიწყეთ თამაში. და მთელი ენერგიით ვცდილობდი თამაშს, ქეთუსია და თეკო ძლივს ეთამაშებოდნენ ამხელა ახმახებს, ეს ვაჩე რაღაც ძაან მიმარტივებს ჩაგდებას, ამას გონია დავიკერები? მეცინება, ისევ საჩემოდ გამოვიყენე და რამდენიმე ბურთი ავაცალე ხელიდან, თამაში ჩვენი მოგებით დასრულდა, ყველა ძალიან დავიღალეთ და იქვე ჩამოვჯექით -აუ გაასწორა-ვაჩე -კიი ძაან-თქვა მობეზრებულად თეკომ -აუ. შენ რა კარგად თამაშობ. ელ-ძალიან არ მესიამოვნა. მისი შემოკლებული სახელი ელ -საერთოდ, ელენე კარგად თამაშობს, ვერაფერს იტყვი -მომესმა ზურგს უკან ხმა, ვიგრძენი როგორ გავიყინე ადგილზე, გახედვა ვერ გავბედე, მაგრამ თეკლე მანიშნებდა, კისერი გაქ წამძვრალიო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.