სიმართლის დრო 2 თავი
გაივლის დრო და ყველა ოცნებას წაიღებს ქარი და ჩუმი დუმილი გადაწონის ბედნიერებას, მაგრამ ბედნიერებამდე მისასვლელი გზა, ჯერ ბრძოლით და წვალებით უნდა გაიარო. ერეკლე გვიან დაღლილი ბრუნდებოდა სახლში, რომ მისი სახელი მოესმა ღამის სიმყუდროვეში. ---ერეკლე.მიიხედა უკან და უცნობი იდგა, ვერ იცნო არასაიდან არ ახსოვდა მისი სახე, გაუკვირდა და ზრდილობიანად შეეკითხა. ---უკაცრავად,ვერ გიცანით. ---მე გიცნობ.არ არის საჭირო თავად თუ არ მიცნობ. პირდაპირ მოვედი შენთან და გაფრთხილებ, რომ თეონა დაივიწყო, თორემ პრობლემები შეგექმნება. ---აააა გასაგებია.თქვა ღიმილით ერეკლემ. ---კარგია თუ გასაგებია.უთხრა უცნობმა. ---მომისმინე,ეს თავად თეონამ გადაწყვიტოს და არა,მე და შენ.უთხრა წყნარად უცნობს ერეკლემ. ---მე გაგაბრთხილე.უთხრა უცნობმა და გაეცალა, ღამის სიშავეს შეერწყმა და გაუჩინარდა.ერეკლეს თავის პატარა მაღაზია ქონდა და იქ მუშაობდა წყნარად,არავის არ ერჩოდა და თავადაც არ ყავდა მტერი, ყველას ეხმარებოდა და საუკეთესო ხელოსნის სახელი ჰქონდა,ოქროს ხელება ერეკლედ იცნობდა ყველა. სამსახურში წასვლამდე ყოველ დილას ვარჯიშობდა. ამ იციდენტის შემდეგ თვეები იყო გასული და ერთ საღამოს ძალიან დაღლილი ბრუნდებოდა სახლში და გზაში მთვრალი მამაკაცი გამოელაპარაკა,რომელმაც სიგარეტი თხოვა. ---მეგობარო სიგარეტს მომაწევინებ? ---არ ვეწევი მეგობარო. უთხრა ერეკლემ წყნარად და გვერდის ავლა უნდოდა, მაგრამ უცნობმა ხმამაღლა უყვირა. ---სიგარეტი მომაწოდე ბიჭო. ---არ მაქვს მეგობარო. ხომ გითხარ, არ ვეწევი. ერეკლემაც ცოტა ხმამაღლა შეეპასუხა ---მერე რატომ არ ეწევი. ეტყობოდა,რომ შარზე იყო მთვრალი,მაგრამ არც თუ ისე მთვრალი.უცნობმა ერეკლეს ხელი შემოარტყა. არ ელოდა ერეკლე შემორტყმას და აქ კი ვეღარ მოითმინა და გამხეცებულ ლომს დაემსგავსა და არც მან დაინდო უცნობი.. ქუჩაში გაჩენილ ხმაურზე, მალე პატრულიც გაჩნდა იქ და ერეკლე უცნობთან ერთად წაიყვანეს. ერეკლე გისოსებს მიღმა და სახლში შვილი მოლოდინში აივანზე მდგარი დედა, ეს ხომ წარმოუდგენელი იყო,ერეკლე ვის დააჯერებდა რომ უდანაშაულო იყო,არანაირი სიმართლე არ დაინახა მის თვალებში მოსამართლემ და ასე უბრალოდ,ცივი სიტყვებით და ცარიელი გულით მას ოთხი წელი მიუსაჯეს.ერეკლეს ნერვიულობას და ჯავრს გადაყვა მისი ერთადერთი და უსაყვარლესი ადამიანი, მისი დედა. ერეკლე ყველამ შეიყვარა,მეგობრები გაიჩინა,ყველამ გულთან მიიტანა ერეკლეს ტკივილი.ერთმა თმაში ჭაღარა შერეულმა მამაკაცმა გულში ჩაიხუტა და მისი ძლიერი ფრთის ქვეშ ამოიყენა. თითქმის ეს ორი რაღაცით გავდნენ ერთმანეთს,ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.ასე თუ ისე გაირბინა ოთხმა წელმა და ერეკლე განთავისუფლდა. არავინი დახვედრია, არავის ელოდა. ღრმად შეისუნთქა თავისუფლების გემო და სახლისაკენ დაადგა გზას, რომ უცებ მის ფეხებთან შავი მერსედესის ავტომაქანა გაჩერდა და დაინახა მძღოლი მომღიმარი რომ უყურებდა. საჭესთან ის ჭაღარა ასაკოვანი მამაკაცი იჯდა და ერეკლეს უღიმოდა. შემდეგ კი მხიარული ხმით უთხრა. ---როდემდე გინდა მანდ რომ იდგე, დაჯექი უთხრა მამაკაცმა.ერეკლემ გაოცებული სახით გამოაღო მანქანის კარები და დაჯდა წინ ისევ შეუცვლელი გაოცებული სახით. რატომ გაგიკვირდა ერეკლე ჩემი დანახვა,ასეთი დაუჯერებელი იყო ჩემი აქ ნახვა? ---სიმართლე გითხრა,არ მეგონა თუ გაგახსენდებოდი.რაც გაგანთავისუფლეს,თვეებია მას შემდეგ გასული. ---არც დამვიწყებიხარ შვილო. დაიმახსოვრე,ძია რობერტი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. მოკლედ, ჩემთან მიმყავხარ ერეკლე. ---რატომ? გულწრფელად გაუკვირდა ერეკლეს ამ უცხო მამაკაცისგან ასეთი მზრუნველობა. ---ჩემი მაღაზია უნდა ჩაგაბარო. მიხედე, იმუშავე ერთი სიტყვით შენ გაბარებ ყველაფერს.ერეკლე წინ იხედებოდა და ფიქრობდა,შემდეგ მიუბრუნდა მამაკაცს და უთხრა. ---რატომ მენდობი ძია რობერტი მე ხომ სულ უცხო და უცნობი ვარ თქვენთვის .---ჯერ ერთი ნდობა,შენი თვალებიდან მოდის ერეკლე.ადამიანი თვალებით იცნობა,შენ თვალებში გეტყობა რომ ცხოვრებამ დაღი დაგასვა.არ მინდა გაბოროტდე და გზიდან გადაუხვიო.იმუშავე ჩემთან,შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც.მეორე ის, რომ იქნებ არც ისე უცხოები ვართ ერთმანეთის, როგორც ეს აქამდე ვიცოდით. ---ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა, ძია რობერტი მაგრამ დიდი მადლობა. ოდესმე ალბად გადაგიხდი ამაგს, თუმცა წინასწარ ვერ დაგპირდები ვერაფერს. ---გადამიხდი, აუცილებლად გადამიხდი და ვიცი, რომ სიკეთით გადამიხდი ამაგს. თქვა და ცრემლი მოადგა თვალებზე.ხო მართლა დედაშენის საფლავი გავაკეთეთ, ხომ არ გინდა იქ წაგიყვანო პირდაპირ. აკანკალებული ხმით უთხრა. ერეკლეს უკვირდა რობერტის უცნაური ქცევა, მაგრამ მაინც ზრდილობიანად უთხრა. ---ახლა არა, მე თავად მივალ მოგვიანებით. ---ერეკლე უნდა დაგელაპარაკო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ,,სიმართლის დრო''დადგა. ჩამწყდარი ხმით უთხრა რობერტიმ და მანქანა გააჩერა, გვერძე გადააყენა და გაჩუმდა. ერეკლეს გაკვირვება უფრო გაუორმაგდა და ცნობისმოყვარე,არასდროს არ ყოფილა და ძალიან დააინტერესა რობერტის საქციელმა,მისმა ცრემლით სავსე თვალებმა და შეეკითხა გაოცებულმა. ---რა ხდება,რატომ გიჭირს ასე საუბარი ძია რობერი? ---გეფიცები ერეკლე ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ მაინც ვცდი და გეტყვი.ეს ფოტო გეცნობა? გულის ჯიბიდან ახალგაზრდა წყვილის ფოტო ამოიღო და აჩვენა. ერეკლემ გაოცებუი თვალებით დახედა ფოტოს,დააკვირდა,დიდი ხანი აკვირდებოდა და ბოლოს გაუბედავად თქვა. ---ეს დედაჩემია სკოლის პერიოდში, მაგრამ ეს მამაკაცი ვერ ვიცანი, არ ვიცი ვინ არის, პირველად ვხედავ. ---ეს შენთვის უცნობი მამაკაცი ერეკლე მე ვარ,შესაძლებელი შენ ჩემი შვილი იყო ერეკლე. ---რაააა? ეს როგორ. შეუძლებელია, არ იქნება მართალი. ---მომისმინე, როცა ციხიდან გამოვედი, ჩემი ბიჭები შევკრიბე და დედაშენის საფლავზე წავედით, იქ უბრალო ჯვარი იყო, შენი ნათქვამი მახსოვდა სახლის მისამართი და შენს სახლში წავედი, რა თქმა უნდა სახლი დაკეტილი იყო. მეზობელს ვკითხე ეზოში იყვნენ და მითხრა.რომ სახლის გასაღები თავად ჰქონდა და ხანდახან შედიოდა სახლში დასასუფთავებლად. გამოვართვი გასაღები, ავუხსენი რისთვის მჭირდებოდა და თავადაც წამომყვა, სახლში რომ შევედით და დედაშენის ფოტოს შევხედე თუ არა, წარსული დამიბრუნდა უკან და წარსული წარმომიდგა თვალწინ, გამახსენდა ჩემი ერთი ძალიან ახლო მეგობარი გოგონა და წარსულის მოგონებებმა ძალიან დიდი ხნით გადამისროლა უკან. გამახსენდა ჩვენი ბოლო შეხვედრა, რომ აკანკალებული ხმით მითხრა ,რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრაო, მე კი იდიოტმა არ დავაცადე და არ ვათქმევინე,რადგან მასზე გაბრაზებული ვიყავი. მის შემდეგ არ მინახავს, არ შევხვედრივარ. მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ისიც შემთხვევით მეტროში, ვცადე გამოლაპარაკება მაგრამ ისე კუშტად შემომხედა, მივხვდი რომ აღარ ღირდა მასთან საუბარი, არადა შევხედე ყელზე ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი ეკიდა. უკან მივყევი შეუმჩნევლად და საბავშვო ბაღში შევიდა. იქედან კი ოთხიოდე წლის,პატარა ბიჭთან ერთად გამოვიდა ხელი-ხელ ჩაკიდებული.შევხედე, თუ როგორი ბედნიერი თვალებით უყურებდა ბავშვს და ეალერსებოდა, მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ მის ბედნიერებას სევდაც თან ახლდა. ---რატომ არ მიდი ახლოს, რატომ არ დარწმუნდი სიმართლეში.შეეკითხა სმენად ქცეული ირაკლი. ---ვინ გითხრა, რომ არ მივედი. მივედი, ახლოს მივედი და მეც მასთან ერთად ჩავჯექი, ვიგრძენი ჩემი დანაშაული მის წინაშე, მაგრამ იმდენად ამაყი ვიყავი, თავი არ დავხარე და კიდევ ის დავადანაშაულე, რომ გათხოვდა და სხვის მკლავებში ნებივრობდა. შემომხედა და დღესაც მახსოვს, მისი შავი თვალებიდან წამოსული ცრემლების ნაკადი. ბავშვს ხელი დაავლო,შებრუნდა და წავიდა. უეცრად მომიბრუნდა და მითხრა. ---ვერასოდეს ვერ გაიგებ, ნამდვილი ბედნიერება რა არის, შენ არ ხარ ბედნიერების ღირსი. წავიდა, გავბრაზდი და მივაძახე. ---შენს ჯინაზე ვიქნები მეც ბედნიერი, ისე როგორც შენ ხარ. ---მე ჩემი შვილით ვარ ბედნიერი და შენ ვერ იქნები, რადგან ერთხელ გარგუნა ბედნიერება უფალმა და შენ ის ვერ შეიშვნე, ვერ მოუარე და ვერ დაიმისე. მეორე შანსი, თვით უფალმაც რომ მოგცეს ის აღარ მოგცემს, რადგან მის გვერდით ადგილი ცარიელია და შენ ვეღარ შეავსებ მას, უმჯობესია ის ადგილი ისე იყოს ცარიელი და მოლოდინით სავსე. მითხრა ეს სიტყვები და წავიდა. წავიდა და წავიდა, მას შემდეგ აღარ მინახავს. ---ცხოვრება ააწყვე ხარ ბედნიერი? ---ვერა, ვერ მოვერგე ცხოვრებას. ერთადერთი რაც გავაკეთე ეს მაღაზიაა და ჩემი ბიზნესია. ყოველ წელს ვაფართოვებ, აქ ვსუნთქავ თავისუფლად, თუ გინდა გავაკეთოთ ანალიზები, რომ დარწმუნდე სიმართლეში. ---თუ თავად დარწმუნებული ხარ, რა საჭიროა ანალიზი. არ ვიცი, როგორც თქვენ გადაწყვიტავთ. მერე რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში. ---მერე მოხდა ის, რომ თავში მიქროდა. საავადმყოფოში მოვხვდი ერთერთი ქუჩური ამბის გარჩევის დროს ,დამჭრეს და იქედან ციხეში და ერთი სიტყვით ჩემი ცხოვრება ორომტრიალს დაემსგავსა, ბედნიერება რომელიც გვერდით მყავდა ვერ დავაფასე. ვერ ავუწყვე ცხოვრებას ფეხი, ვერ მოვერგე, ყველაფერი უფრო და უფრო რთული იყო. ბედნიერებამაც არ მიმიღო და კარიც მომიხურა,არ მაპატია ახალგაზრდობაში ჩადენილი შეცდომა და აი, როგორც ხედავ დღეს ჩემი დიდი შეცდომის წინაშე ვდგევარ ერეკლე. ---თქვენი საუბრიდან,როგორც გავიგე ოჯახი არ შეგიქმნიათ და სხვა შვილები არ გყავთ. ---არა,ოჯახი არ შევქმენი რადგან ვინ გამომყვებოდა ციხიდან, ციხეში გადავდიოდი. ამიტომ არც სხვა შვილები არ მყავს და რადგან შენ გიპოვნე, არ მინდა დაგკარგო. ---არ დამკარგავ.მართალია,ჯერ მიჭირს შევეგუო ამ ახალ ინფორმაციას, მაგრამ ალბად თანდათან შევეჩვევით ერთმანეთს.. რობერტმა შეხედა ერეკლეს და უთხრა სევდიანად. ---მომიყევი დედაშენზე ერეკლე. ერეკლე ჯერ ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა. ---არ ვიცი საიდან დავიწყო.,,დედა'' ეს ადამიანი ჩემთვის ყველაფერი იყო და არის. მე მან ცხოვრება მასწავლა, ადამიანად აღმზარდა. სამ ადგილზე მუშაობდა, რაც ჩემი მახსოვრობიდან მახსოვს. ის მშობლებმა უარყვეს და ქალაქში წამოსულა სულ მარტო. მაგრამ ძალას აძლევდა ის, რომ მის სხეულში ახალი სიცოცხლე იყო. ჯერ მეგობარს შეკედლებია, შემდეგ კი სამსახური იშოვა და მარტო აიღო ბინა. მახსოვს, ბინის პატრონი კარგი დიასახლისი იყო ,დედას ეხმარებოდა ჩემს აღზრდაში. ნინო ბებოს ვეძახდი, ძალიან მიყვარდა. შემდეგ ავად გახდა და მე და დედამ მოვუარეთ. ათი წლის ვიყავი მაშინ, თურმე დედასთვის უჩუქებია ის ბინა, სადაც ვცხოვრობდით და დედამ ეს მისი სიკვდილის შემდეგ გაიგო. იმ ბინაში ავიდგი ფეხი და იქ ვისწავლე ყველაფერი. მახსოვს ერთხელ ნინო ბებოსთან ერთი ქალი მოვიდა და დედას ხელი თხოვა ძმიშვილისთვის. ბებოს უნდოდა, დედა რომ გათხოვილიყო და ყოლოდა გვერდით ის ადამიანი ვისაც დაეყრდნობოდა, ბავშვს მამა ეყოლება და შენ პატრონიო. დედამ მტკიცე უარი უთხრა. ---ჩემს შვილს. მხოლოდ ერთი მამა ყავს და სხვა მამა არ ეყოლება არასოდეს. მე კი არ მჭირდება არავინ, ჩემი შვილი გაიზრდება და მომივლის. ვერ მოვუარე, ვერ გაუწიე კარგი შვილობა, სამაგიერო ვერ გადავუხადე სიკეთით ჩემს ჯავრს გადაყვა 42 წლის ასაკში. ცრემლი მოერია ერეკლეს. ---შენი ბრალი არ არის მისი ასე ადრიანად წასვლა, ეს მოულოდნელი შემთხვევა იყო შვილო. ---არ იყო მოულოდნელი, ვიცი საიდანაც უბერავს ქარი. თქვა ბრაზმორეულმა. ---მტერი გყავს?ვინ არის იცი? თქვა რობერტიმ მკაცრად.მიწიდან ამოვთხრი მთელ მის საგვარეიულოს,შენ რომ რამე დაგიშავოს.ერთი სიტყვით თუ ჩემთან არ გადმოხვალ საცხოვრებლად, აი ჩემი ნომერი და მაღაზიის მისამართიც, ხვალ იქ გელოდები დილით. ---უკეთესია სახლში წავიდე, იქ მირჩევნია ყოფნა, იქაა ჩემი კუთხე, და იქ ჯერ კიდევ ტრიალებს დედასი და ნინო ბებოს სული. ---კარგი როგორც გინდა.ერეკლე დედაშენის მშობლებს ან დედმამიშვილებს არ ნახილობდი? ---არა და არც ვნახავ. მათმა დედა უარყვეს ჩემს გამო, ამიტომ მე ნურავინ ნუ მომძებნის. მე ვარსებობ მათთვინ ვისაც ვახსოვარ, ვინც გამიგებს და ვინც დამაფასებს. სხვებისათვის ბოდიშს ვიხდი,მაგრამ ჩემი გული გაყინულია. ---დილით მე მოგაკითხო თუ მძღოლმა მოგაკითხოს,მაგრამ რას გეკითხები უმჯობესია მძღოლმა მოგაკითხოს.მე იქ დაგელოდები,აბა ხვალამდე.აი ეს გასაღები კი შენია.ერეკლეს ხელში იმ მანქანის გასაღები ჩაუდო, რომელშიც ორივე ამდენი საათი იჯდნენ და საუბრობდნენ.გაოცებულმა შეხედა რობერტის და მანაც ღიმილით ჩაუკრა თვალი.კარები გამოაღო და იქვე ახლოს მდგარ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ერეკლე გამოფხიზლდდა და ახალი მანქანით მივიდა სახლამდე.გაუხარდათ მეზობლებს ერეკლეს დაბრუნება და ეზოში მისი დაბრუნების მაგიდაც გააწყვეს, ძალიან გვიანი იყო რომ დაიშალნენ ,ერეკლემ წყალი გადაივლო და შეწვა მის მონატრებულ საწოლში და ოთხი წლის შემდეგ პირველად დაიძინა გემრიელად. დილით კარებზე ზარის გაბმულმა ხმამ გამოაღვიძა და ნახევრად მძინარემ წავიდა კარების გასაღებად. კარები გამოაღო და მის წინ უცხო მამაკაცი იდგა, ხელში უამრავი ჩანთებით. ---უკაცრავად გაგაღვიძეთ. ეს ბატონმა რობერტიმ გამომატანა და დროა უკვე, რომ მოემზადოთ. ერეკლემ თვალ მოჭუტულმა დააკვირდა კარებში მდგარ მისი ასაკის ბიჭს, თვალი ჩაუკრა და უთხრა. ---ყავის მოდუღება იცი? გაუკვირდა ასეთი უეცარი მოშინაურება და გაკვირვებულმა უთხრა. ---როგორ არ ვიცი. ---ხოდა შენ ყავა მოადუღე, მე წყალს გადავივლებ და მალე მოვალ. ხო მე ერეკლე მქვია და თავისუფლად დადექი ,ნუ ხარ დაძაბული, რა ჯარში ხომ არა ხარ მეგობარო? ორივეს გაეცინა და სულ რაღაც ოც წუთში დაბრუნდა გამოწყობილი და ყავა მიირთვა ორივემ. ---მე მურთაზი მქვია. გაუბედავად უთხრა ბიჭმა. ---ძალიან კარგი, აბა მურთაზ წავედით. მალე მივიდნენ კომპანიაში, ყველა ერეკლეს გამოჩენას ელოდებოდა და მის შეხედვაზე გოგონებმა რომლებიც უკანა რიგებში ისხდნენ და თავს არიდებდნენ მოსაბეზრებელ რამდენიმე საათიან საუბარს, წინ გადმოინაცვლეს. ერეკლემ კი წარბებშეკრულმა შეხედა ყველას. ყველა გამოაფხიზლა მჭექარედ ნათქვამმა რობერტის სიტყვებმა. ---ყურადღება, მინდა წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ თქვენი ახალი უფროსი, ჩემი შვილი რომელიც სულ ახლახანს ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან. დღეიდან და ამ წუთიდან ის თქვენს წინაშე წარსდგა, როგორც თქვენი უფროსი და ამ კომპანიის მფლობელი. ერეკლეს გაუკვირდა რობერტის სიტყვები, იფიქრა შემდეგ ამიხსნის ამ სიტყვებით რა აქვს ჩაფიქრებულიო. წინ წაიწია და მკაცრად თქვა. ---მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ერთადერთი რაზედაც ვერ შევთანხმდებით, ვერ ავიტან უმიზეზოდ გაცდენას, უპასუხისმგებლობას, დაგვიანებას და კლიენტების უხეშად მოპყრობას. არ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს და ჩათვალეთ რომ სამსახური აღარ გაქვთ და დათხოვილი იქნებით. შემდეგ გოგონებთან მივიდა, სულ სამი გოგონა იყო ამდენ მამაკაცებში და მკაცრად უთხრა. ---არავითარი მოკლე კაბა, არანაირი გამომწვევი ჩაცმულობა, მოხვალთ შარვლით ან მუხლამდე კაბით. აქ მოდების გამოფენაზე არ მოდიხართ, კეკლუცობა და ღლაბუცი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სამსახურის გარეთ რაც მოგესურვებათ ის აკეთეთ აქ კი წესებს ვემორჩილებით. სულ ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა. თავისუფლები ხართ. შემდეგ რობერტის მიუბრუნდა და უთხრა; -უნდა გელაპარაკო. წავდნენ ორივე და კაბინეტში შევიდნენ.-რას ნიშნავს საზღვარგარეთიდან დროებით ვარ ჩამოსული. ---ერეკლე გავიგე, რომ სკოლა წარმატებით დაგიმთავრებია და არ მინდა შენი ნიჭი დიპლომის გარეშე დარჩეს, მინდა ცოდნა გაირღმავო ბიზნესის განხრით. მე ძალიან ბევრი ნაცნობები მყავს მოსკოვში და იქ წახვალ. შენი სწავლის დასრულებამდე აქ მე ვიქნები, მე გაუძღვები ისევ საქმეებს. ---ეს უკვე წუხელ გადაწყვიტე, თუ ჯერ ისევ ფიქრობ. ---არა, უკვე გადაწყვეტილია. უთხრა ღიმილით რობერტმა. ---ვერ გეტყვი უარს, რადგან სწავლა ყოველთვის მინდოდა. ეს არის, მხოლოდ რომ დავიწყებული მაქვს ყველაფერი. ---ეს არაფერი, იქ ყველა ჩემიანია. რომც არ იარო დიპლომს მაინც აიღებ, მხოლოდ მე და შენ ვიცით ეს და სხვამ არც უნდა გაიგოს. ---ფულით აღებული დიპლომი ნამდვილად არ მინდა, გადაკითხვა მინდა პროგრამის და გავიხსენებ ყველაფერს. როდის მივდივარ, ესეც გადაწყვეტილი გექნება უკვე, როგორც სხვები. ---რა თქმა უნდა, ამაზეც ვიფიქრე და სექტემბრიდან წახვალ. ---კარგი ყველაფერზე მოგყვები, ახლა ერთი ადამიანი მყავს სანახავი და უნდა გავიდე, მალე დავბრუნდები. ---მოგენატრა? ღიმილით აუთამაშა წარბები რობერტიმ. ---არა,როგორც შენ ფიქრობ ისე არა, მაგრამ მართლა ძალიან მომენატრა, ის ჩემი უახლოესი დაქალია, სკოლიდან ერთად მოვდივართ. ერეკლემ გასაღებს დაავლო ხელი და კაბინეტიდან გამოვიდა რობერტისთან ერთად. მამა-შვილი ფეხ აწყობილი მიდიოდნენ კომპანიის ჰოლში, რომ გოგონების საუბარი შემოესმათ. ---აააუ, გოგოებო დამშოკა რა სიმპატიურია. --- რად გინდა მისი სიმპატიურობა, როგორც კი მოვიდა ყველა დაგცოფა, ეტყობა რა უჟმურიც იქნება. .---აბა, აბა. რა საინტერესოა ასეთ საჩუქარს ვინ მიიღებს სახლში და ვინ იგუებს იმ უჟმური ხასიათით. ---პირველ რიგში შენი კაბის სიგრძე მოხვდა თვალში და შენს მიმართ იყო ნათქვამი ის რაც ითქვა და ჩვენც მოვყევით იმ მკაცრ გაბრთხილებაში. მეორე კი ის რომ საყვარელ მამაკაცს, ყველანაირს იგუებს ქალი, თუ მართლა უყვარს ის. ერეკლემ ჩაახველა და გოგონებმაც თავიანთი ადგილები დაიკავეს. ---საქმეს მიხედეთ, არავისთან მივყავარ სანტას შეფუთული საახალწლოდ. ამიტომ თქვენ ნუ ინერვიულებთ, თორემ მალე დაბერდებით. გოგოებს სახეზე სიწითლემ გადაუარათ და თავები დახარეს. ერეკლემ კი ჩუმი ღიმილით გავიდა გარეთ. ჩქარა მიდიოდა, გულის ფანცქალით ავიდა კიბეებზე და მეოთხე სართულის ერთ-ერთ კარებზე ზარი მიცა. ხან ხელით აკაკუნა, ხან ისევ ზარი დარეკა მაგრამ ამაოდ. კიბეებს სევდიანი სახით დაუყვა და მესამე სართულზე ჩასულს ერთი კეთილი ასაკოვანი მანდილოსანი შენიშნა, რომელიც უკვე ბინის გაღებულ კარში შედიოდა და დაუძახა ბოდიშის მოხდით. ---უკაცრავად, ბარბარე სად არის ხომ ვერ მეტყვით. ---ბარბი შვილო ოთხი წელია აქ აღარ არის, არ მოსულა. არც ჩვენ ვიცით სად არის, სად წავიდა ეს გოგო. ---იქნებ ბინა გაყიდა და სხვაგან გადავიდა. ---არა,ბინა არ გაუყიდია, არც არასდროს გაყიდის ბარბარე ამ ბინას. ვერაფერს ვერ გეტყვი სხვას. შენ რა ხარ ბარბარესი შვილო. ---მე მისი სკოლის მეგობარი ვარ, არ ვიყავი საქართველოში და როგორც კი ჩამოვედი აქ მოვედი, მაგრამ არ ვიცი სად ვეძებო. ახ ბარბარე, ახ ბარბარე შეწუხდა ერეკლე. ---მოიცადე შვილო, მეც ძალიან ვწუხვარ ბარბიზე. მაგრამ გამახსენდა ის მოსკოვში იქნება, იქ ბიძა ყავს თამაზი დედის ტყუპის ცალი ძმა. აქ რადგან არსად არ არის, ნამდვილად იქ იქნება. უთხრა გახარებულმა მოხუცმა ერეკლეს და ერეკლესაც იმედი მიეცა. ---ეს ჩემი ნომერია, ძალიან გთხოვთ თუ რამე გაიგოთ გამაგებინეთ. სკოლის ამხანაგები და ძალიან ახლო მეგობრები ვართ, ძალიან გთხოვთ, თუ ამ ნომერზე არ გიპასუხებთ. აი ეს ნომერი მამაჩემის არის, ძალიან გთხოვთ თუ იმას არ გვეტყვი, სად არის მხოლოდ ის მითხარი რომ ბარბი კარგადაა, იმედი მაქვს ოდესმე ვნახავ და გპირდები რომ ვცემ, ძალიან ვცემ. მოხუცს გაეცინა ერეკლეს ბოლოს ნათქვამ სიტყვებზე და ღიმილით უთხრა. ---კარგი შვილო, თუ რამეს გავიგებ გაგაგებინებ, ცემაში კი მეც მოგეხმარები. ერეკლე დაემშვიდობა მოხუცს და ღიმილით ჩაირბინა კიბეები. გულდამძიმებული დაბრუნდა კომპანიაში, მაგრამ გზაში გადაიფიქრა კომპანიაში მისვლა და მურთაზის დაურეკა. ---მურთაზ ჩვენს კომპანიასთან, რომ დიდი გუდვილის მარკეტია იქ დამხვდი და მალე მოვალ და მანდ გნახავ. ---რა ხდება, რა ხმა გაქვს ხო მშვიდობაა ბატონო ერეკლე. ---დამელოდე მოვალ და გაიგებ. მალე შეხვდნენ ერეკლე და მურთაზი. დაინახა თუ არა ერეკლე მისვლისთანავე შეეკითხა.რა ხდება ერეკლე შენმა დაძაბულმა ხმამ შემაშინა. ---ჯერ შიგნით შევიდეთ და უნდა ვიყიდოთ ბევრი რამ და შემდეგ ერთ მნიშვნელოვან ადგილზე უნდა წამომყვე. მურთაზმა გაკვირვებულმა შეხედა და ერეკლეს გაეცინა. ---ნუ გეშინია ჩემი,შენ ჩემთან არ გემუქრება ცუდი რამ, შემდეგ კი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე უნდა დაგავალო. მურთაზი მოლოდინით დაელოდა ერეკლეს როდის, რას ეტყოდა, ან რა საქმე იყო ასეთი რომ გასაიდუმლოება ჭირდებოდა. ყველაფერი ჩააწყვეს მანქანაში და შემდეგ დაღლილი დასხდნენ სული მოითქვეს და ერეკლემ უთხრა მურთაზის. -მოდი ჯერ შევთანხმდეთ მურთაზ რომ არანაირი ბატონო ერეკლე. უბრალოდ ერეკლე და კიდევ ვიქნებით ძალიან თავისუფლად ერთმანეთთან და ასე დაძაბული არ იქნები არასდროს. მეორე ის მინდა გააკეთო, რომ აი ამ მისამართზე გაივლი ხშირად. გარედან თუ რამეს შეამჩნევ ან შუქს ან რაიმე ცვლილებას იმ წუთში დამირეკავ, სადაც არ უნდა ვიყო. ---გასაგებია დღესვე დავიწყებ მუშაობას ამ საქმეზე, რასაც გავარკვევ გეტყვი ერეკლე. ---უნდა ვცემო მაგრად რომ ვნახავ ახლოს. თქვა გულმოსულად და შემდეგ კი გაეცინა .ასე ახლა წავიდეთ და მივალ იქ სადაც წლებია არ ვყოფილვარ. ერეკლემ გეზი წყნეთის ბავშვთა სახლისაკენ აიღო, იქ მეგობრები ხშირად მიდიოდნენ და ბავშვებს ეთამაშებოდნენ, ეხმარებოდნენ და დრო გაყავდათ ხალისიანად. ---აქ რა გვინდა, ერეკლე ვინმე გყავს აქ შენიანი? ---არ არის აუცილებელი, მურთაზ ახლობელი გვყავდეს აქ. ეს არის ადგილი, სადაც მართლა ჭირდებათ ჩვენი გვერდით დგომა და გამხნევება. ამ ბავშვებს, ამ პატარებს ძალიან ბევრი ოცნებები აქვთ, მაგრამ დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ ასრულებას, ამათ არ უკეთიათ ფერადი სათვალეები, რადგან ესენი დღევანდელი დღით ცხოვრობენ. არ იციან ფერადი და მხიარული ფერები, მოდი დავეხმაროთ მათ ამ ვარდისფერი სათვალეს პოვნაში, გაუადვილოთ ოცნებების ასრულება. ერეკლეს ნახვა ყველას გაუხარდა და ბარბი მოიკითხეს. ---ბარბი საქართველოდან არის წასული, რომ დაბრუნდება აუცილებლად ერთად გინახულებთ. თქვა სევდიანად ერეკლემ და ყველას გადასცა მოტანილი საჩუქრები. კმაყოფილი, მაგრამ მოწყენილი წამოვიდა უკან. გულის გასაქარვებლად მურთაზის ახლოდან გაცნობა გადაწყვიტა. -წარმოშობით საიდან ხარ მურთაზ. ---წარმოშობით, ჩვენი ფესვები ვანიდან არის. სოფელი დიხაშხო მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1510 ადამიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სოფელში დგას XVIII საუკუნის I ნახევრის ეკლესია. ---საინტერესო ადგილი ყოფილა თქვენი მხარე, ალბად მოგვიწევს წასვლა როდისმე ერთად და ვიხილავ ამ საოცრებას საკუთარი თვალით. შემდეგ გააგრძელე მურთაზ. ---კაპატაძე ვარ გვარად, უმცროსი და მყავს 16 წლის, მე თავად 24 წლის ვარ. ---ორი წლით დიდი ხარ ჩემზე, მაგრამ იმედია გაუგებთ ერთმანეთს. თუ რამე დაგჭირდეს პირადად მითხარი არ მოგერიდოს. სად ცხოვრობ, ქირას იხდი? ---კი ქირას ვიხდი, მაგრამ სექტემბრიდან ჩემი და უნდა ჩამოვიყვანო, კარგად სწავლობს და არ მინდა ხელი შევუშალო მინდა მისი ოცნებების ასრულებაში დავეხმარო. ---მოდი ასე ვქნათ. სანამ შენ მოეწყობი და ფეხზე მყარად დადგები, მე სექტემბრიდან მოსკოვში მივდივარ, ოთხი-ხუთი წელი არ ჩამოვალ. იცხოვრეთ ჩემს ბინაში ორივემ და რომ დავბრუნდები იქედან შემდეგ ვიფიქროთ სხვაზე. მანამდე კი ბინაც ცარიელი არ იქნება და მე ზაფხულობით შეგაწუხებთ ცოტა ხნით ---ასე როგორ შეგაწუხოთ, მამაშენი რას იტყვის ერეკლე ძალიან მერიდება მისი. ---მამაჩემი ცალკე ცხოვრობს და ნუ გერიდება. ის ფული, რაც ქირაში უნდა გადაიხადო გადადე და ნახე, იმ ოთხ-ხუთ წელიწადში ყიდვით თუ ვერ იყიდი დაიგირავებ და მაინც კარგია. ---ჭკვიანურია, მაგრამ მაინც მერიდება. ორივეს გაეცინა. ---ერეკლე ვარ მე ლევიძე. თქვა ერეკლემ და გაეცინა. ერეკლე ისევ ფიქრებში ჩაიძირა, მას მხოლოდ დარდი ბარბიზე ჰქონდა. გულში ფიქრობდა, უშენოდ ყველაფერი მოწყენილია ბარბი, უშენოდ დროს ვერც კი ვამჩნევ როგორ გადის, ჩემი თვალები ყველგან შენ დაგეძებს, მომენატრე ჩემო გიჯო მეგობარო, სადა ხარ ბარბი სად, სად გეძებო ვიცოდე რომ გული მშვიდად მქონდეს, ვიცოდე რომ კარგად ხარ. გეფიცები ისე გცემ რომ მეხვეწებოდე ერეკლე შემეშვიო. ბოდიში დაგვიანებისთვის... ახლა მიყოლებით დაიდებაა...აღარ დავაგვიანებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.