შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს. (3)


11-01-2017, 23:13
ავტორი neneusi
ნანახია 2 268

ნენე
სამსახურიდან დაქალებთან ერთად გამოვედი.
-წამოდით ტაქსი გავაჩეროთ.-ელე.
-აუ აი მოდის და დაუქნიე ხელი.-ნინა.
-ფეხით წავიდეთ.-მე.
-ეე, არ გეზარება?
-კარგი , მაინც სახლებში მივიდვართ ჩვენჩვენში და წავიდეთ ბარემ ცალცალკე , ხოდა მე ფეხით წავალ და თქვენ წადით ტაქსით.
-კაი რაა.
-ფეხით მინდა მე, თან ხომ იცი მიყვარს მარტო სეირნობა.
-ღამე , რომ საშიშია არ უთქვამთ შენთვის ნანკუსიას და გიორგუნას?
-ნანკუსიამ და გიორგუნამ არ გაიგოს როგორ ეძახი სახელებს თორემ გითრევენ თმით ნინუსია.
-კაი ხოო, ნამდვილად არ წამოხვალ?
-ფეხით წავალ.
ტაქსი გააჩერეს, გადავკოცნე და წავიდნენ ისინი მე კი ცოტა ხანი მიმავალ ტაქსს გავაყოლე თვალი შემდეგ კი დავიძარი სახლისკენ. დავინახე ლამაზი მოსეირნე გვრიტები(წყვილები). ჩემთვის თუმცა საკმაოდ ხმამაღლა ვთქვი "ჩემო სამოთხევ ნეტავ შენ სად ხარ!" . მე სიყვარულს ანუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს რომელიც შემიყვარდება სამოთხეს ვეძახი. სამოთხეა აბა რა არის იპოვო ადამიანი რომელსაც ეტყვი "მადლობ , რომ არსებობ!" - აი მე ასეთი ჯერ ვერ ვიპოვე. ბავშვობიდან ღრმად მჯერა იმის , რომ ვიპოვი დიდ და უსაზღვრო სიყვარულს, იცით რატომ მინდა და მჯერა ამის? დედაჩემის და მამაჩემის გამო. ნანკას და გიორგის სიყვარული უსაზღვროა. ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, შემდეგ ძალიან მაგარი მეგობრები იყვნენ , თუმცა ორივეს სიგიჟემდე უყვარდა ერთმანეთი,შემდეგ მამამ უთხრა ნანკას რა ძლიერი გრძნობა ჰქონდა მასთან და როდესაც ნანკამაც იგივე გრძნობით უპასუხა გიორგიმ ყველანაირი მანქანებში ჩატენვის და მოტაცებების გარეშე სთხოვა ხელი და პატარა , მაგრამ ულამაზესი ქორწილიც გადაიხადეს. ნანკას და გიორგის ახლაც არ შეცვლიათ გრძნობა , გიორგი ყოველთვის ამბობს "დრო ვერასდროს შემიცვლის გრძნობებს"-ო. ნანკა კი ამის გაგონებაზე მზრუნველი და სიყვარულით აღსავსე მზერით გადახედავს ხოლმე ქმარს და საყვარელ ტუჩებს დაეწაფება ხოლმე, მე კი ვუმზერ და არ მბეზრდება მათი სიყვარულის ყურება და ვიცი, რომ არც არასდროს მომბეზრდება. ძალიან ბევრი ურთიერთობა მქონდა ნივიორკში , ბევრს მოვწონდი, და თან ძირითადად ყველა სიმპათიური იყო , თუმცა ჩემი სამოთხე ვერ ვიპოვნე. ყველას ვუარყოფდი და ვამბობდი ,რომ არ ვგრძნობდი იგივეს რასაც ისინი გრძნობდნენ ჩემს მიმართ. შეიძლება ეგოისტურად ვიქცეოდი , მაგრამ მე ვფიქრობ , რომ ხანდახან სწორია იყო ეგოისტი. მე , რომ ასე არ მოვქცეულიყავი მათ მივცემდი საბაბს , რომ ებრძოლათ ჩემთვის, შემდეგ ალბათ გავყვებოდი კიდეც რომელიმეს ცოლად , მაგრამ ბედნიერები არ ვიქნებოდით , რადგან ყველაზე მთავარი "სიყვარული"არ გვექნებოდა. ამით მინდა გითხრათ , რომ უდიდეს პატივს ვცემ სიყვარულს, ნუ რათქმაუნდა ნამდვილს და უძლეველს. გამიგია სხვადასხვა ისტორიიდან თუ ფილმიდან სიყვარულის ზღაპრული ამბავი, მაგრამ ნუთუ ნამდვილი იყო ? არა! აი ამიტომ სიყვარულს ხანდახან სიძულვილით შევყურებდი. მხოლოდ ერთხელ მქონდა ნამდვილი ურთიერთობა, მართლა ნამდვილს ვერ დავარქმევ , ნუ უფრო ჩემთვის იყო ნამდვილი ვიდრე მისთვის. მახსოვს მისი ყველა შეხება .... არა , არ იფიქროთ რამე გვქონდა, უბრალოდ ხელს , რომ ჩამჭიდებდა ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ახლახან სიყვარული შევფიცეთ ერთურთსო. ნუ სინამდვილეში აღმოჩნდა , რომ გარეტი მიყენებდა, მიყენებდა რა , ამასაც ვერ დავარქმევ , მაგრამ როგორც კი შანსი მიეცა , რომ გოგოსთან დაწოლილიყო ეს შანსი ხელიდან არ გაუშვია.
ქუჩას მივუყვები, ჩარკვიანის "მოდი წავიდეთ"-ს ვუსმენ და ვფიქრობ , რომ ეს კაცი ნამდვილი გენიოსია! ადრე არ ვუსმენდი მის სიმღერებს რადგან ყველა აქებდა და როდესაც ადამიანებს აქებენ ძირითადად ისინი ერთი უაზრო და მოსაწყენი ტიპები აღმოჩნდებიან ხოლმე, მაგრამ ერთხელ უბრალოდ მოვუსმინე და ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ ერთადერთ სიყვარულად მისი სიმღერები იქცა. წითელი გადავკვეთე და ქუჩაზე გადავედი, ყურადღება არ მიმიქცევია სიგნალების ხმისათვის ისე განვაგრძე გზა. ოხ , რა ძლიერ მინდა ხანდახან მოვკვდე! რატომ თავადაც არ მესმის მე ხომ ყველაფერი მაქვს წესით რაც ბედნიერს უნდა მხდიდეს არა? ყველაფერი, მაგრამ მე ზუსტად ის მინდა რაც არ გამაჩნია. ის მინდა რასაც ვერ იყიდი და რასაც ვერ გაყიდი, ის მინდა რაც შეუფასებელია, ის მინდა რასაც ფული ვერ გადაწყვეტს...მე სიყვარული მინდა...მინდა ვიღაცას ვუყვარდე, მაკითხავდეს ღამით და მეუბნებოდეს თუ რა ძლიერ ვუყვარვარ, ეს და მეტი აღარაფერი მინდა. მახსოვს ერთხელ წიგნში წავიკითხე "სახეზე ჩამოაფარეთ , ღმერთო ჩემო რა ახალგაზრდა მოკვდა!"-აგათა კრისტის წიგნი იყო.... მივიწყებული მკვლელობა....ამ ფრაზას თავს ვუმეორებდი და ხიდიდან გადახტომაზე ვფიქრობდი. ნუთუ შეიძლება ერთხელ ეს ჩემზეც თქვან? ნუთუ შეიძლება მოვწყდე ამ სამყაროს და გადავეშვა სამყაროში სადაც ვიპოვნი სიყვარულს. ასეთი რამ , რომ შემომთავაზონ, რომ მითხრან წადი სამოთხეში და სიყვარულს იპოვნიო დაუფიქრებლად დავთანხმდებოდი. შეიძლება ეგოისტი ვარ , რომ არც ნანკაზე და არც გიორგიზე არ ვფიქრობ , მაგრამ რად მინდა სიცოცხლე.... რად მინდა თუ ის ერთადერთი ვერ ვიპოვნე? იცით...მე იმ სიყვარულის მჯერა...მხოლოდ იმ სიყვარულის რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს...იმ სიყვარულის რომელსაც დრო დაინდობს....დრო ხომ მხოლოდ სიყვარულს ინდობს? სიყვარული კი ყველაზე დიდი ნიჭია და ყველაზე დიდი ძალაა რაც კი ღმერთს ჩვენთვის უბოძებია, მე ამის ჭეშმარიტად მწამს. მინდა, რომ მეც მყავდეს ვინმე ვიზეც ვიეჭვიანებ და იმის გაპუტვა მინდოდეს ვის გამოც ვიეჭვიანებ. მე ძალიან დიდი რომანტიკოსი ვარ, აი ძალიან, მაგრამ ეს თავად ნინამ და ელემაც კი არ იციან... ეს ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლოა. გარეგნულად ასეთი მშვიდი ვარ , იმდენად მშვიდი , რომ ვერ ამაღელვებ ვერანაირად. შინაგანად კი ყველაზე დიდი რომანტიკოსი ვარ ვისაც კი შეიძლება შეხვდე კაცი. მინდა ჩამჭიდოს ვინმემ ხელი, ჩამჭიდოს და აღარასდროს გამიშვას. ეს იქნება ჩემთვის ყველაზე ძვრიფასი რამ რაც კი შეიძლება გააკეთოს ვინმემ. სიყვარული არის ყველაზე, ყველაზე დიდი ძალა, თვით დროზე დიდი ძალა სიყვარულს გააჩნია. ნამდვილ და ღირებულ სიყვარულს ვერც დრო, ვერც ბოღმა და ვერც ბოროტება დაამარცხებს, პირიქით ნამდვილი სიყვარული დიდი ბოროტების, ბოღმის და დროის გულისთვის გაძლიერდება ასმაგი ძალით და უფრო დიდად იქცევა მტრების , მხოლოდ მტრების ჯინაზე.
სანდრო
ნენე წავიდა , დავინახე. მეც რაღა მექნა , ავაგდე ლექსო და წავათრიე ძალით სახლში.
აზრები სიყვარულზე:
ჩემ მშობლებს , რომ აქვთ ახლა ისეთი სიყვარული მომინდა არადა აქამდე რა სიყვარული რის სიყვარული, ეგ რა ხილია მეთქი ვამბობდი. იცით ნენეს გამოჩენამ რაღაც შეცვალა.... თითქოს ბედნიერება მომანდომა, ადრე თუ მეგონა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მსოფლიოში ახლა ვხვდები , რომ ყველაზე უბედური ვარ , რაც კი შეიძლება ვიყო. არასდროს მდომებია სიყვარული რადგან 21 საუკუნეში ქალებს მხოლოდ ფული აინტერესებსთ, ფული და გულის გატეხვა. აი მაგალითად: ანას უყვარდა ლაშა..... მაგრამ ნიკა უფრო ფულიანი იყო. აი ასეთი დროა ახლა. რა გონიათ ქალებს , რომ ფული რამეს წყვეტს? არაა! ალბათ მთელ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ, მაგრამ საერთოდ არ ვარ ბედნიერი , არ მჭირდება ეს ფული შენ სიყვარული მომეცი და..... დანარჩენი, დანარჩენი მე ვიცი. ფული მაშინაა კარგი თუ გვერდზე საყვარელი ქალი გყავს და მას აბედნიერებ ყველანაირად. თუმცა ურთიერთობაში როგორც წესი ფული არ უნდა იყოს მთავარი და ღირებული, ღირებული თავად სიყვარული უნდა იყოს. არსებობს სიყვარული რომელმაც მრავალ ტანჯვას გაუძლო..... თუ ტანჯვების მერე ვიპოვნი ნამდვილ სიყვარულს მაშინ ამის დედაც ! გავუძლებ.
მთხრობელი
გაგიკვირდებათ რამ გააგიჟა ეს ხალხი ამ სიყვარულზეო! ან კარგი ნენეს უნდოდა თავიდანვე სიყვარული და სანდროს რაღა ეტაკაო! სანდროს ნენე ეტაკა! ნ ე ნ ე ! ნეეეენეეეე! რა იცოდა სანდრომ თუ იარსებებდა გოგო რომელსაც , მისი არც ფული, არ გარეგნობა და არც სტატუსი დააინტერესებდა! არ იცოდა , რომ ვიღაც შეძლებდა მის ასე გაგიჟებას. თავს არცერთი უტყდებოდა ალბათ უფრო სიამაყის გამო, მაგრამ გულის სიღრმეში ორივეს ძალიან კარგად იცოდა სიმართლე! მაგრამ არცერთს სცოდნია , რომ თუ სიყვარული ჭეშმარიტია მაშ ის ყველაფერს გაუძლებს! გაუძლებს ბოღმას, შურს და..... და....დროს ... დრო ერთადერთ რამეს ინდობს... დროსაც კი ეცოდება ნამდვილი სიყვარული დასანგრევად.... ნამდვილად ვეთანხმები ჩარკვიანის სიტყვებს "დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს" ეს ფაქტი ფაქტად რჩება, მითუმეტეს ამ ისტორიის წაკითხვის შემდგომ.....
ბავშვებო პრობლემებია..... მხოლოდ 4 კომენტარი ისტორიაზე არარის ნორმალური რაა, და სამწუხაროდ მხოლოდ 4 კაცის გამო ვერ განვაგრძობ ამიტომ თუ ვერ ვნახავ და გავიგებ რამდენად მოგწონთ მაშინ ძალიან არ მიყვარს როდესაც ისტორიას ვწყვეტ, მაგრამ მომიწევს. დიდი მადლობა ვისაც მოგწონთ :*



№1  offline წევრი babi3001

ამის წერა რომ შეწყვიტო ალბათ გავგიჟდებიი ძალიან მომწონსს ეს მოთხრობაა გთხოვ გააგრძელე

 


№2  offline აქტიური მკითხველი neneusi

babi3001
ამის წერა რომ შეწყვიტო ალბათ გავგიჟდებიი ძალიან მომწონსს ეს მოთხრობაა გთხოვ გააგრძელე

იმხელა გეგმებს ვაწყობ ამ მოთხრობაზე და ისე მაგრად ვაპირებდი განვითარებას, რომ მეც ძალიან მეცოდება შესაწყვეტად, მაგრამ მგონი მხოლოდ შენ მოგწონს. ძალიან დიდ დროს ვხარჯავ ამ ისტორიის წერაში რადგან ნამდვილად არ არის მარტივი წერო კარგად და თან ღამით გვიან რადგან მეტი დრო არ მაქვს ამიტომ ამდენ წვალებას თუ ვერ დამიფასებენ ნამდვილად მომიწევს შეწყვეტა. შენ კი დიდი მადლობა , რომ მოგწონს ! <3

 


№3  offline წევრი babi3001

მაგაში მართალი ხარრ ძნელია კარგი მოთხრობა დაწერო მაგრამ არავი გიფასებსს იცი ეს სხვანაირი მოთხრობა ყველასგან განსხვავებულიი არ მინდა რომ შეწყვიტო ეს მოთხრობა თუმცა ამას თუ იზამ საპატიო მიზეზიც გექნებაა იმედია არ შეწყვეტ

 


№4  offline წევრი snoopy

ნივიორკი არა ნიუ იორკი.

 


№5  offline აქტიური მკითხველი neneusi

babi3001
მაგაში მართალი ხარრ ძნელია კარგი მოთხრობა დაწერო მაგრამ არავი გიფასებსს იცი ეს სხვანაირი მოთხრობა ყველასგან განსხვავებულიი არ მინდა რომ შეწყვიტო ეს მოთხრობა თუმცა ამას თუ იზამ საპატიო მიზეზიც გექნებაა იმედია არ შეწყვეტ

ამის მერე არავითარ შემთხვევაში!

snoopy
ნივიორკი არა ნიუ იორკი.

სიმართლე გითხრა ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ ნიუ ორკს და ნივიორკს , სრულიად არ მცხელა ეხლა მაგისთვის, რომ მაგ ერთ პატარა სიტყვაზე ვიფიქრო რომელსაც ყველაზე იშვიათად ვიყენებ!

 


№6 სტუმარი AnnA

"ghmerti siyvarulia""siyvaruli arasdros mtavrdeba "ratqmaunda cheshmariti ,ar shewyvito ....sainteresoa...

 


№7  offline აქტიური მკითხველი neneusi

AnnA
"ghmerti siyvarulia""siyvaruli arasdros mtavrdeba "ratqmaunda cheshmariti ,ar shewyvito ....sainteresoa...

მადლობა! მართალი ხარ , თვით ღმერთია სიყვარული და ნამდვილი სიყვარული არასდროს მთავრდება, მაგრამ უნდა გქონდეს უნარი.... უნარი ბრძოლის და მონდომება ,რომ არ დაკარგო ის სიყვარული , რომელსაც ღმერთი დაბადებისთანავე გიმზადებს და ასეთი სიფაქიზით და სინაზით ცდილობს მოიყვანოს შენამდე , ის შენ ყოველ ლამაზ წუთს და წამს გჩუქნის ძვირფას ადამიანთან, ამიტომ ნამდვილად ღმერთია სიყვარული!

 


№8 სტუმარი AnnA

არაფერს ,:)ყველაფერი დრო და შემთხვევაა და ადრე თუ გვიან ყველა შეხვდება ღირსეულს მთავარია ლოდინი და ის აუცილებლად გამოჩნდება...ღმერთმა სწორედ რომ სიყვარულისთვის შეგვქმნა...

 


№9  offline აქტიური მკითხველი neneusi

AnnA
არაფერს ,:)ყველაფერი დრო და შემთხვევაა და ადრე თუ გვიან ყველა შეხვდება ღირსეულს მთავარია ლოდინი და ის აუცილებლად გამოჩნდება...ღმერთმა სწორედ რომ სიყვარულისთვის შეგვქმნა...

სრულიად მართალი ხარ ! <3

 


№10  offline წევრი snoopy

neneusi
babi3001
მაგაში მართალი ხარრ ძნელია კარგი მოთხრობა დაწერო მაგრამ არავი გიფასებსს იცი ეს სხვანაირი მოთხრობა ყველასგან განსხვავებულიი არ მინდა რომ შეწყვიტო ეს მოთხრობა თუმცა ამას თუ იზამ საპატიო მიზეზიც გექნებაა იმედია არ შეწყვეტ

ამის მერე არავითარ შემთხვევაში!

snoopy
ნივიორკი არა ნიუ იორკი.

სიმართლე გითხრა ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ ნიუ ორკს და ნივიორკს , სრულიად არ მცხელა ეხლა მაგისთვის, რომ მაგ ერთ პატარა სიტყვაზე ვიფიქრო რომელსაც ყველაზე იშვიათად ვიყენებ!

შეცდომა შეცდომაა და გამოსწორება ჭირდება :)

 


№11 სტუმარი AnnA

❤❤❤<3yvelaferi bibliidan citirebulia ,da kargia rom etanxmebi

 


№12  offline აქტიური მკითხველი neneusi

AnnA
❤❤❤<3yvelaferi bibliidan citirebulia ,da kargia rom etanxmebi

საერთოდ არ მაქვს წაკითხული ჯერ ბიბლია , თუმცა ასე ვფიქრობ ნამდვილად , რომ თავად ღმერთია სიყვარული და თავად ღმერთია ჭეშმარიტება და სხვა თუ არაფერი ამიტომ მაინც უნდა გწამდეს ღმერთის ... მას თუ წამს შენი და ჯერა შენც უნდა გჯეროდეს მისი , რადგან ის მუდამ შენს გვერდითაა და ამისთვის მხოლოდ იმას მოითხოვს ,რომ გწამდეს მისი.... აი ამიტომ ღრმად მწამს და მჯერა მისი .... ნებისმიერ საკითხში მაქვს მისი იმედი.... <3

 


№13 სტუმარი AnnA

კიი ღმერთი ნამდვილად არსებობს და იმსახურებს თაყვანისცემას ,და როგორ შეიძლება გარშემო ყველაფერს უყურო და არ გჯეროდეს...❤❤

 


№14  offline აქტიური მკითხველი neneusi

AnnA
კიი ღმერთი ნამდვილად არსებობს და იმსახურებს თაყვანისცემას ,და როგორ შეიძლება გარშემო ყველაფერს უყურო და არ გჯეროდეს...❤❤

გეთანხმები.... <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent