შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (21 თავი)


11-01-2017, 23:50
ავტორი terooo
ნანახია 3 289

როდესაც წარსულის დავიწყებას ცდილობ, ყველას და ყველაფერს ივიწყებ მასთან დაკავშირებულს, ცდილობ იგივე შეცდომა მეორედ აღარ დაუშვა, რომ უკვე მეორედ ვერ აღდგები და ცხოვრებას ვერ განაგრძობ როგორც ფენიქსი, მეორედ დაცემა უკვე გაგანადგურებს. ძალას წაგართმევს, ფეხქვეშ გაგთელავს და გადაგივლის. ყველაფერთან ერთად ადამიანებსაც კი ივიწყებ, ცდილობ ყველა მოგონება ერთ კოლბაში მოაქციო და გაყინო, რომ ვეღარავინ ვერასდროს შეძლოს მათი გრძნობად ქცევა. მათი მეხსიერებაში გახიზვნა და იმპულსად ჩქროლვა.
-დედა, სულ რაღაც ათი დღე დავრჩები კიდევ, ძალიან მომწონს აქ- ამ დილა ადრიან მესამედ მირეკადა დედა უკვე , რომ გადაეფიქრებინა ჩემთვის კიდევ რამდენიმე დღით სვანეთში დარჩენა. მას ხომ ჯერ კიდევ ვერ ვეუბნებოდი ნამდვილ მიზეზს, ალბათ არც არასდროს ვეტყოდი.
-მარიამ მე დედაშენი ვარ და ყოველთვის ვიცი როდესაც რაღაც რიგზე არ არის, როდესაც საფრთხეში ხარ, ვგრძნობ რაღაც დიდი განსაცდელი გიახლოვდება.
-კარგი რა დედა, ზვავი ჯერ ადრეა, თითქმის არც კი გაწვიმებულა ნორმალურად ჯერ, ზამთრამდე დიდი დროა გზები რომ ჩაიკეტოს- ვცადე გახუმრება- ნახევარი წელია კიდევ დარჩენილი თოვლის მოსვლამდე.
-მარიამ ნუ ცანცარებ, სანამ შენი ძმისთვის მითქვამს, სახლში დაბრუნდი- ხმა გაიმკაცრა დედამ.
-დედა ძალიან გთხოვ ჩემი ძმით ნუ მაშინებ, დასასვენებლად წამოვედი, მთელი წლის ენერგია უნდა აღვიდგინო და მარაგად დავიგროვო კიდევ, შენ კი ისევ იქ მაბრუნებ საიდანაც ასე გამოვიქეცი. რა მინდა აბა მანდ? სიცხეა.
-მე არსად გაბრუნებ, უბრალოდ საეჭვოდ მიმაჩნია შენი მესამედ გადადებული ჩამოსვლის თარიღი.
-დედა ეს ბოლო იქნება, უბრალოდ შეუდარებელია ეს ყველაფერი, აქ მართლა ვისვენებ, რომ ჩამოვიდე თაკო ზღვაზე გამხიზნავს, -ჩემი ზღვის მოყვარული მეგობარი გამახსენდა- და იქ მზეზე ხმობას აქ სუფთა ჰაერი მირჩევნია.
-მერე შენი სამსახური? - ბოლო იმედს ებღაუჭებოდა დედა.
-უფასო შვებულება ავიღე, შენ არ ინერვიულო დე, მალე ჩამოვალ და ყველაფერი კარგად იქნება. და ჩაგეხუტები.
-ვეღარ ვჩერდები სახლში, აქ ყველაფერი დაცარიელდა, შენი ძმა თითქმის არასდროს არ არის, მამაშენი მოვა, გამოიცვლის და მიდის, შენი ოთახი კი მუდამ გამოკეტილია.
-დეე, მე როდის ვიყავი სახლში? თუ იმას თვლი რომ მოვდიოდი მხოლოდ ხანდახან?- გამეღიმა, მაშინაც კი მსაყვედურობდა ,,არასდროს გცალიაო“
-ხო მოდიოდი არა? დილით მაინც ხომ გხედავდი, ეხლა კი თითქმის ერთი თვეა თვალითაც კი არ მინახიხარ, ამ ბოლო დროს კი გული ცუდს მიგრძნობს.
-ხომ იცი არა ეგეთი შეგრძნებების რომ არ მჯერა? - დედას აფორიაქება მეც გადმომედო, ნელიკოს გამწვანებულ ბაღში დავბოდიალებდი წინ და უკან და მთელი გულისყურით ვცდილობდი თითქმის ნახევარი საათი მის დამშვიდებას და დარწმუნებას, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდა და მონატრების ბრალი იყო მისი შეგრძნებები.- ყველაფერი კარგად იქნება დეე...
-ნახე, დედის გული ყოველთვის გრძნობს, შვილი განსაცდელში როდესაც არის, - ზურგს უკან მისი ხმა გავიგონე, უკვე ჩვევად ექცა ჩემი შეშინება და შუადღით შემოვლა.
-ხო, მაგრამ მე საფრთხეში არ ვარ, მე არაფერი მემუქრება და მის ნერვიულობას არ ვაპირებ- მისკენ მივბრუნდი და სულ სხვა პიროვნება დამხვდა, სრულიად სხვა, დახეული ჯინსითა და კედებით, ზემოთ უბრალო ლურჯი მაისურითა და მხრებზე მოსაცმელით, თმები უფრო დაედაბლებინა, მუდამ მოშვებული წვერი გაეპარსა და ახლა ჩემს წინ იდგა და მიღიმოდა. მე კი უძრავად ვიდექი და ვერაფერს ვამბობდი, ხმას ვერ ვიღებდი და მხოლოდ მისი გარეგნობით, სახეცვლილებით, ღიმილიანი სახით ვიყავი მონუსხული.
-რამე მოხდა?- ისევ ღიმილით მკითხა.
-ა.. არა..ფე..რი- ძლივს მოვაბი სათქმელს თავი.
-ხომ არ შეგიყვარდი? - თვალებში მიყურებდა და უფრო მეტად მაბნევდა, მისმა კითხვამ კი სრულიად შოკში ჩამაგდო.
-რააა?- თვალები გამიფართოვდა, - იმედია მომესმა, შენგან ყველაზე სერიოზული ადამიანისგან მაგ კითხვას არ ველოდი, არც უნდა გეკითხა, რა მოხდა? რამ აგაცანცარა ამხელა კაცი?- ბრაზი მერეოდა ხმაში, მაგრამ იმან უფრო გამაბრაზა რომ მისი ნათქვამი შესაძლოა მალე სიმართლე გამხდარიყო. თუ უკვე არ იყო.
-ვიხუმრე მარიამ რამ გაგაბრაზა? სიცილს მაინც ვერ წყვეტდა და უფრო და უფრო მაბნევდა მისი სახეცვლილება.
-მშვიდობააა?- ვკითხე ოდნავ დამშვიდებულმა.
-ომი დამთავრდა მშვიდობისა გეშინოდეთ ხალხო.- ისევ გაიღიმა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

ბევრი ამბობს, მონატრება და სიყვარული მაშინაა ნამდვილი, როცა გვერდით გყავს და მაინც გენატრებაო.. არ ვეთანხმები! ერთად ყოფნისას ერთად ყოფნის სიხარული და ბედნიერება თუ ვერ გამოსცადე, მაშ რაღაა სიყვარული?? მონატრება? მონატრება ორგვარი არსებობს: სასიამოვნო და უსიამოვნო.. ორივე გამომიცდია. ჩემნაირი მოუთმენელი ადამიანისთვის ორივე უსიამოა.. არსებობს დროებითი მონატრება, იცი გავა დღე, კვირა, თვე, წელი, მაგრამ მოვა დრო, როცა მას აუცილებლად ნახავ, ერთიანად აინაზღაურებ მტანჯველი უმისობის პერიოდს და ბედნიერებას შეიგრძნობ... მეორე? მეორე გაუსაძლისია.. სულს და გულს გისახიჩრებს, იმედებს გიკლავს, ცხოვრების ხალისს გართმევს, როცა იცი, გავა დღეც, თვეც და წელიც, მაგრამ მას ვეღარ შეხვდები. ის შენი აღარაა ან უბრალოდ აღარაა... გაუსაძლისია და მტანჯველი.. თანაც უსასრულო.. რაც არ უნდა იბრძოლო იომო, ელოდო, ეძებო, ყველა და ყველაფერ უშედეგო ცდა იქნება, რაც დაკარგე მას ვეღარასდროს იპოვი.
რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს შენს მიერ გავლილი ცხოვრების გზა, რა დროც არ უნდა დაგჭირდეს საკუთარი თავის პოვნაში. არასდროს ინანო ის რაც გააკეთე, მშვიდად განაგრძე ცხოვრების გზა, ისწავლე შეცდომების პატიება და აღიარება, ისე განაგრძე გზა რომ ტკივილი არავის მიაყენო. იყავი ბედნიერი და სხვებიც გახადე ბედნიერები, შენი პოზიტივი მიაფრქვიე სხვებს. ეცადე მათაც აპოვნინო სწორი გზა, დაეხმარე სწორად სიარულში, მაგრამ მათ მიერ გასავლელი გზ შენ არ გაიარო.
-კოჭლ ზოიას იცნობ?- რამდენიმე წუთი დამჭირდა გამოსაცვლელად, ახლა კი ჩემს წინ იდგა ეზოში და მკაცრი სახით მიყურებდა.- მე გკითხე?
-რაა? რაზე მეკითხები?- დავიბენი, ვერაფერს მივხვდი, ამჯერად რა დავაშავე, მაგრამ რაც არ უნდაა მომხდარიყო აღარ მოვითმენდი, ამას მართლა სამყაროსა და მსოფლიოს მმართველი ხომ არ ჰგონია თავი? გონებაში მუშტები მოვიღერე და საბრძოლო მზადყოფნა დავიჭირე. ამჯერად აღარ მოვითმენდი მის ხუშტურებს.
-მითხარი იცნობ თუ არა, გინახავს?- ისევ ისეთივე შეუვალი იყო მისი ხმა.
-რააა? წესიერად ამიხსენი თუ რამეს მეკითხები და არ არის შემოვლითი გზები საჭირო. ვინ არის ზოია? თან კოჭლი პირველად მესმის, მე რა შუაში ვარ?- ისეთივე მკაცრი და გრუბი სახე მივიღე როგორიც მას ქონდა.
-ვაიმე მარიამ- სიცილი დაიწყო, სიცილი კი არა უფრო სწორად ბოლო ხმაზე ხარხარებდა, უცებ შემეშინდა მთამდე არ მივიდეს ეს ხმა თორემ თავზე დაგვექცევათქო და მთამდე თვალით გავზომე მანძილი- ნეტა შენი სახე გენახა, როგორ მიყურებდი, დაგენაძლევები ფიქრებში უკვე მომკალი და სიხარულისაგან ფაერში დაფრინავდი.
-თითქმის გამოიცანი- მთელი სერიოზულობით ვუთხარი და კიდევ ერთხელ შევუბღვირე.
-მშვენივრად გამოიყურები, -თბილი თვალებით გამიღიმა, საერთოდ არ გავდა რამდენიმე წუთის წინანდელ ჯმუხ ადამიანს, ისევ თბილად გამიღიმა, ანცი, ბავშვური გამოხედვით- თავიუფლება ყველას უხდება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მას სხვებსაც უწილადებ ბედნიერებისთვის.- ამჯერად მაცდურად გამიღიმა.
თავისუფლად მეცვა როგორც მას, ჯინსი, კედები, უბრალოდ ლურჯი მაისური და თხელი მოსაცმელი, მისმა თვალებმა მამცნეს რომ ძალიან მოეწონა ჩემი მოკრძალებული ჩაცმულობა, რომ სადაც მივდიოდით ზუსტად შესაფერისად მეცვა.
-სად მივდივართ?- მისი ღიმილით გათამამებულმა თავისუფლად შევძელი მეკითხა დღევადელი გეგმების შესახებ.
-დღეს შენი დღეა, ჩემი დღეა, რა გამოდის? რომ დღეს ჩვენი დღეა- იღიმოდა და ეჭვი მაქვს ვერც კი ხვდებოდა რას ამბობდაა.
-შეგიძლია დალაგებულად ამიხსნა მარგიანო რას გულისხმობ?- მიმიკა არ შემიცვლია ისე ვკითხე.
-ადრე მითხარი, რამდენიმე კვირის წინ, არ ვიცი გახოვს თუ არა, მაგრამ მე შესანიშნავად მახსოვს.
-იმდენი რამე მიკითხავს ეჭვი მაქვს გამოვიცნო.
-მკითხე ვიყავი თუ არა ოდესმე ბავშვი, როგორი ვიყავი თინეიჯერობისას? მყავდა თუ არა შეყვარებული, როდესმე ბირჟაზე დავმდგარვარ სხვებთან ერთად? ვიცი ბოლო ორი შეკითხვა არ დაგისვამს მაგრამ ვიცი ძალიან გაინტერესებდა და ჩემი ხასიათის გამო იკავებდი თავს, ვიცი ბევრი უპასუხო კითხვა დაგიგროვდა და მინდა გიპასუხო.
-საკმარისია რაც ვიცი, მეტის გაგება არ მინდა, თან არ არის საჭირო რამე ამიხსნა ან მიპასუხო- ამ წამს მინდოდა საკუთარი თავი ამეყვანა და მთიდან გადმომეგდო ამ უაზრო პასუხისთვის, მას... მას კი უბრალოდ გაეცინა.
-ვიცი როდესაც იმას არ ამბობ რისი თქმაც გინდა, ეს შენს თვალებში ჩანს. და იმ აკიაფებულ ცეცხლს რას უპირებ? როგორ დამალავ შენს თვალებში რომ ვხედავ?
-ასეთი მარტივიც არაა ჩემი თვალების- ბოლომდე დამთავრებაც კი ვერ მოვასწარი რომ ტელეფონის ზარი იყო, შემეშინდა, ისე უეცრად დარეკა. ისევ დედა მეგონა და ღიმილით დავხედე ტელეფონს, ნომერმა კი შიშის, სიცივის და ტკივილის შეგრძნება დამისადგურა სხეულში, სწრაფად გავთიშე და უკანვე ჯიბეში ჩავიდე.
უკვე მერამდენე დღე იყო რაც ერთი და იგივე ნომერი ხან მირეკავდა ხან, ზარებს მიშვებდა, ხან კიდევ საშინელ შეტყობინებებს მიგზავნიდა. მაშინებდა, მაგრამ იაგოსთან ყოფნა ამ შიშის გრძნობას ერთიანად მიკლავდა.
-არ გინდა უპასუხო?- ცივად მითხრა მან. ალბათ მიხვდა, მიახლოებით მაინც, რადგან აქ ყოფნი დროს არც ერთხელ რ გამითიშია ტელეფონი, ყოველთვის ვპასუხობდი.
-არა, იყოს მოგვიანებით დავურეკავ- საერთოდ აღარაფერი დარჩენილიყო იმ თბილი და ღიმილიანი ბიჭისგან.
-კარგი წავედით- მითხრა და პირველი წავიდა მანქანისკენ.
-მანქანით მივდივართ?- როდესაც წინა სავარძელზე მოვკალათდი მხოლოდ მაშინ გავბედე კითხვის დასმა, ვიცი უადგილო იყო მაგრამ რაღაც ხომ უნდა მეკითხა, რომ საუბარი დაგვეწყო, ასე მთელი დღე გაბუტული ბავშვებივით ვერ ვიქნებოდით.
-რატომ არ მეუბნები მარიამ სიმართლეს? ასე ხომ მარტივი იქნება უფრო, ასე ხომ უფრო მეტად შევძლებ შენს დაცვას? ასე ხომ უფრო გამარტივდება ყველაფერი?
-და თუ იცი რატომ მეკითხები?
-არა, არ ვიცოდი ეჭვი მქონდა, და შენ კი დამიდასტურე- მთელი სიძლიერით მოუჭირა საჭეს ორივე ხელი.
-მაინც არაფერს ცვლის, არ ვიცი ვინ არის, რა უნდა, მაგრამ რომც ვიცოდე მე აქედან არ წავალ არა- ბოლოს ხმა გავიმკაცრე, ცოტა ხმამაღლაც კი მომივიდა მეგონა რომ უარესად გავაბრაზებდი მან კი.
-ის ადგილები უნდა მოვინახულოთ რომლებიც არ გინახავს, დაახლოებით ასი კილომეტრია და არა მგონია რომელიმემ შევძლოთ ამ მანძილის ფეხით გავლა დღეს.- სრულიად მშვიდად მიპასუხა, და სოფლის გზიდან მთავარ გზაზე გადაუხვია.
მასთან გატარებული ყოველი დღე, ჩემს ეჭვებსა და გრძნობებს უფრო ამძიმებდა და ამტკიცებდა, ჭიდილში ვიყავი რომ არ უნდა შემყვარებოდა, რომ მისგან წამოსული სითბო სიყვარულში არ უნდა გადაზრდილიყო, თორემ მისგან ვერასოდეს წავიდოდი, მინდოდა კი წასვლა? ალბათ ისიც კი არ მომცემდა წასვლის საშუალებას. მაგრამ ახლა ეს სიყვარული კარგს არაფერს მოგვიტანდა.
ძალიან ლამაზი ადგილები მაჩვენა, ლამაზი ბუნება, ისეთი ადგილები სადაც ტურისტები არ დადიოდნენ, ადგილები რომლებიც მხოლოდ მოსახლეობისთვის იყო ნაცნობი, ასწლოვნი წყარო, ეკლესიის ნანგრეები რომლების შესახებაც არსდროს არაფერი მსმენია, რომლის შესახებაც არსად წამიკითხავს. მიტოვებული სოფლები სადაც არავინ აღარ ცხოვრობდა, სადაც ყველგან ნასახლარი იყო და არაფერი ხარობდა, გული მომეწურა, მეტკინა, ვიცოდი ასე რომ იქნებოდა, მაგრამ საკუთარი თვალით დანახულმა რეალობამ მძაფრი შეგრძნებები გამოიწვია. გზად სასაფლაოს ჩავუარეთ, ცუდი გზის გამო მანქანას ნელა მართავდა და მანქანის ფანჯრიდანაც კი მოვასწარი თვალის შევლება, თითქმის ყველა სურათზე ახალგაზრდები იყვნენ, ღიმილიანები, სიცოცხლით აღსავსენი, ბედნიერები. რამდენი უსამართლობა ხდებოდა ამ სამყაროში, რამდენი განუკითხაობა, განა არ შეუძლიათ ადამიანებს რომ უბრალოდ სიძულვილის გარეშე იცხოვრონ?
-რატომ არ არიან ადამიანები ბედნიერები?- ჩემი ხმაც კი მეუცნაურა, შეაშინა კიდეც.
-რა უცნაურად დასმული შეკითხვაა? -წამით გამომხედა, თვალი შემავლო, მზერა გამისწორ და ისევ გზას გახედა,- არ ვიცი, ყველას ყველაფერი აწუხებს, ყველას მისი სადარდებელ საფიქრალი აქვს, ზუსტად არ შემიძლია ამ კითხვაზე გაგცე პასუხი.
-რატომ უნდა გშურდეს შენ ჩემი ბედნიერების?
-იმიტომ რომ მე არ ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ იმას ვერ შევწვდი დიდი შრომის მიუხედავად რაც შენთვის ადვილი მისაწვდომი გახდა, შენ კარგი სახლი და მანქანა გყავს, მე კი ისევ იმ ძველ ქოხში ვცხოვრობ ბაბუმ რომ დამიტოვა, შენ სამსახური გაქვს, მე კი ისევ დილიდან საღამომდე ქუჩაში დავხეტიალობ. შენ კარგი მეგობრები გყავს, მე კი მხოლოდ ქუჩაში თუ გამომელაპარაკება ვინმე, შენ ერთგულად უნგაროდ გეხმარებიან, მე კი ერთგული ძაღლიც კი აღარ მყავს. ასეა მარიამ, ადამიანებმა ერთმანეთის კარგის დანახვით სიძულვილი მიიღეს საჩუქრად.
-მეც არ ვარ ბედნიერი, განა ბედნიერება ის არის რომ ვიღიმი? იქნებ იმ ღიმილის უკან ათას ტკივილსა და იმედგაცრუებას ვმალავ? იმიტომ შევწვდი მარტივად რო მე საფუძველი ჩავყარე, შენ კი მხოლოდ ერთი ახტომით მოინდომე მისწვდომოდი სასურველს, სახლი და მანქანა იმიტომ მყავს რომ ვშრომობ, შენს მსგავსად ხელი არ მაქვს გაწვდილი დასახმარებლად, ბაბუასეულ ქოხში იმიტომ ცხოვრომ რომ მამისეული ქონება უკვე გაანიავე, ქარს გაატანე, სამსახური იმიტომ არ გაქვს რომ გეზარება, დილით ადრე ადგე და მოეზადო, ქუჩაში იმიტომ დახეტიალობ რომ ვინმეს რამე ავნო, ატკინო და ნიშნი მოუგო, მე უანგაროდ იმიტომ მეხმარებიან რომ მეც უანგაროდ ვუწევ დახმარებას, მეც უანგაროდ ვაძლევ რჩევებს, უანგაროდ ვუდგევარ გვერდით და უანგაროდ მიყვარს ისინი. რატომ უნდა გძულდდე თუ რაღაცას ვაკეთებ ჩემთვის და სხვებისთვის? რატომ უნდა მომკლა და დამასახიჩრო თუ შენს მსგავსად ქუჩაში არ დავხეტიალობ? შენც შეეცადე, მომბაძო, მე თუ არა სხვას მაინც, რომ შეეცადე უკეთესი გახდე, ვინმეს გულისთვის კი არა, საკუთარი თავის გამო. არ მესმის იაგო ასეთი ადამიანების, არ მესმის...
-შენ ხომ მითხარი რომ ყველა ადამიანი იმიტომ იბადება რომ ყველას მისი მისია აკისრიაო? ჰოდა ასეა, ყველა მის წილ გზას გადის.
-კითხვაზე პასუხი მაინც არ არის.- გაბუსულმა გავიხედე ფანჯარაში.
-შენ მეუბნები რომ მე ვარ ცანცარა პატარა თინეიჯერი ბიჭი, შენ კი პატარა გოგონა ხარ, - გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და ისევ გზას გახედა- მარიამ, კითხვებზე პასუხს შენს გულში იპოვი, ფიქრებს მიყევი.
-დიდი ხანია პასუხებს ვეძებ
-იპოვი კიდეც, ახლა მე და შენ ნელიკოს შევუვლით, მის მიერ გამზადებულ სადილს მიირთმევთ და ისევ განვაგრძობთ გზას.
-ნელიკო ახლა სამსახურშია.
-ვიცი და სწორედ იქ მივდივართ, დღეს ბევრი ხალხი იქნება და იმედია ჩვენთვის მოძებნიან პატარა მაგიდას.
-მე და შენ ერთად უნდა ვისადილოთ?
-რატომაც არა, პირველად ხდება?- მაცდურად გამიღიმა და ისე იქ ტუჩის კუთხე გაუტყდა.
-არა, მაგრამ...- ისევ ტელეფონის ზარი, ისევ შიში და სიცივე, ისევ არ ვუპასუხე, როგორც ყოველთვის დღეში ერთხელ რეკავდა ან შეტყობინებას მიტოვებდა, ალბათ გაიგო დღეს მასთან ერთად რომ ვარ და... არა, ამის გაფიქრებაც კი არ მინდოდა.
-არ გინდა უპასუხო?
-არა- ღიმილი ვცადე და ალბათ საშინლად გამომივიდა, რადგან მას მთლიანად დაუფარა ღიმილმა სახე- მხოლოდ შენს გარეშე.
ნელიკოს ძალიან გაუხარდა ჩვენი სტუმრობა, ფანჯარასთან ორისთვის განკუთნილ მაგიდასთან მიგვიჩინა ადგილი.
-დიდი ხანია გელით და ვიფიქრე აღარ მოდიანთქო.
-რომ იცოდე როგორ გვშია- დღეს ჩვეულებრივზე მეტს იღიმოდა, მაშინებდა კიდეც მისი სიმშვიდე.
-რა მოვატანინო, მითხარი ჩემო ბიჭო- ნელიკო ბედნიერდებოდა ამ ბიჭის ღიმილის შემყურე- მარიამ შენ რა გინდა ჩემო ლამაზო?
-ნათლი რას იტყვი რომ დავალევინო?- ღიმილით და ჩუმად უჩურჩულა იაგომ მაგიდასთან მდგომ ნელიკოს.
-ეგ სახლში, აქ ეგეთები არ გეპატიება შენ- თითქოს დატუქსაო პატარა ბავშვივით.
-რატომ არ შეიძლება მეც ვიბავშვო ერთხელ? მაინც იმას მეუბნება თინეიჯერი ხარო და გავხვდები ცოტა ხნით- დასჯილი ბავშვივით აბუზღუნდა.
-ამის დრო არ არის- გაიმკაცრა ნელიკომ ხმა- მოიფიქრე რა გინდა და დავბრუნდები.
-პატარა ბიჭი მგონიხარ ხანდახან- გამეღიმა მის ბავშვურობზე.
-ბავშვები ყველაზე თბილი და სუფთა არსებები არიან, ყველაზე წმინდა, მერე კი ნელ-ნელა ვეფლობით ლაფში.
ჩემი ტელეფონი ისევ ამღერდა, ისევ შემეცვალა სახე, გამორთვას ვაპირებდი...
-არ გმორთო, კიდევ ერთი ზარი და მე ვუპასუხებ, მის ნებას დავემორჩილე და ტელეფონი ადგილზე დავდე.
-არ გინდა მომიყვე რა ხდება?- მკაცრი მაგრამ თბილი ხმით მკითხა.
-ყველაფერი, ბაქარის ჩამოსვლის დღიდან დაიწყო, მაშინ როდესაც შენ და ნელიკო სახლიდან გახვედით, მე შენს შეტყობინებებს ველოდი, შენს ნაცვლად სხვამ მომწერა, იმ დღის შემდეგ ყოველ დღე მწერს ან მირეკავს, დღეს პირველი დღეა ამდენჯერ რომ დამირეკა.
-რას გწერს? ან რას გეუბნება?
-ყურმილს არ ვიღებ, არ ვპასუხობ, შეტყობინბები კი თითქმის ერთი შინაარსისაა, ,,წადი აქედან, ,,ისევ უბედურება დატრიალდება“ ,,სიკვდილისთვის მენანები“ ,,რატომ იღუპავ თავს“ ,,ჯიუტო ქალო“. ზოგს არ ვკითხულობ ისე ვშლი, ნერვები მეშლება ამ ყველაფერზე უკვე.
-მე ვფიქრობ რომ უნდა წახვიდე- მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა და სიმშვიდის ზღვარს არ გასცდენოდა მისი სიმკაცრე.
-ვერ წავალ. დრო ჯერ კიდევ მაქვს, ვერ გგავიქცევი ასე მარტივად აქედან.
-გაქცევაზე არ გეუბნები, უბრალოდ არ მინდა რომ რამე მოხდეს.
-არაფერი მოხდება, ვიცი უბრალოდ მაშინებენ, ნაინას გარეშე აქედან ვერ წავალ.
-ნაინა ჯერ ვერ ჩამოვა- ბრაზი გაკრთა მის ხმაში, სახეე შეეცვალა, თვალები გაუშავდა.
-როგორი ცვალებადი ხასიათი გაქვს.
-მაშინ როდესაც ჩემს ხასიათზე თამაშობენ. დროის გაჩერება არასოდეს გდომებია?- მოულოდნელად მკითხა და თვალები გამისწორა.
-თავისუფლების შეგრძნება რომ დამებრუნებინა?
-ჰო, აფსოლუტური თავისუფლების.
-მაშინ აღარ მოგვიწევდა გაგვეკეთებინა ის რის გაკეთებასაც გვაიძულებენ. მხოლოდ ადამიანები კი არა, გარემო სადაც ვცხოვრობთ, ზემოქმედებს ჩვენზე.
-შენი ადგილი აქ არ არის მარიამ- მითხრა უცებ და სახე გაუქვავდა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს გაიყინათქო, არც ერთი ნერვი, არც ერთ გულის ფეთქვა არ იგრძნობოდა მის სახესა თუ ყელზე, თვალები, თვლბი კი ჯიუტად გასცემდენ, იქ სითბოს ვხედავდი, დაბუდებულსა და ამოსაფრქვევად გამზადებულს.
-კი, ჩემი ადგილი აქ არის, ამ სამყაროში, ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ.
-როდემდე შეიძლება გაგრძელდეს შენი ასეთი საქციელი? და როგგორ შეიძლება ადამიანი შენს მსგავსად ჯიუტი იყოს?
-რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, ეს ცემი ცხოვრება, ეს გზა მე ვირჩიე და არ ვაპირებ შუა გზიდან მივბრუნდე.
-მარიამ მე შენს გვერდით ვერ ვიქნები სულ. ვერ დაგიცავ ვერ გაგიფრთხილდები.
-არ არის საჭირო ჩემზე ზრუნვა, პატარა გოგო არ ვარ დიდო ბიჭო.
-მარიამ ირონის მოეშვი, ვიცი რომ პატარა გოგო რომ არ ხარ, შენ არაფერი გესმის, - ხელები მაგიდაზე დაალაგა, თითებისკენ გამექცა თვალები, ფრჩხილები მოვლილი, ოდნავ თბილი, დალაგებული ხმით განაგრძო- შენ მათ ცხოვრებაში ჩაერიე, ძველი ჭრილობები გაახსენე იარები გაუხსენი, მათი ყველა შეცდომა ამოქექე, შენ ბევრი რამ გაიგე.
-სწორედ ამისთვისს მოვედი აქ.
-მითხარი რა ინდა/ რის მიღწევას ცდილობ?- წყობილებიდან გამოვიდა, ხმის კონტროს ცდილობდა, მაგრამ რამდენიმე ცნობისმოყვარეთა მზერა მაინც დავიმსხურეთ, ოდნავ დაუწია ხმას, მაგრამ სიმკაცრე მაინც იყო, ბრზი და იმედგაცრუებაც კი- რა გინდა რომ გაააკეთო? რა? წყობილებიდან გამოგყავარ, როგორ არ გესმის რომ მე შენს გამო ვღელავ.
-მესმის მაგრამ მე საკუთარი თავის დაცვა სემიძლია,
-ვიცი რომ შეგიძლია, მაგრამ არა აქდა არა ახლა, ეს სამყარო არ გაპატიებს, მარიამ ეს სვანეთია მე კიდევ შეს დაკარგვას არ ვაპირებ.
-არც დამკარგავ- ამდენი ხნის მანძილზე პიველად შევეხე მის ხელს, პირველად შევიგრძენი მისი სხეულის სითბო. ვიგრძენი ჩემი თითები მის თიტები როგორ აიხლართა. მხოლოდ ამ ერთი შეხებით ვიგრძენ რომ ის მართალი იყო, განა ამდენ ხანს არ ვიცოდი? კი ვიცოდი, როგორ არა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, ჩვენი სხეულების ენა, მისი თითოეული ხელის შეხება მეუბნებოდა რომ მე მისთვის სამყაროზე ძვირფასი ვიყავი, ყველას დათმობდა, ყველას უკან მოიტოებდა, ოღონდ მე ვყოფილიავი მასთან, ეს შეხება, ყველა თქმულ სიტყვაზე ძვირფასი იყო, ყველაზე ძვირფასი, ყველა გამოუთქმელ სიტყვზე თქმული, რაც კი რამ თქმულა მასზე მეტად მეტყველი და გასაოცრად ამაღლებული.- მე შენ არ დამკარგავ იო, ამას არ დავუშვებ- ეს იმდენად ჩუმად ვუთხარი რომ ჩემი ხმაც კი ძლივს გავიგონე. ხელი მისი თითებიდან გავინთავისულე და უცებ მაგიდიქვეშ დავმალე.
-ეს იო რამე ახალია?- ღიმილმა დაუფარა სახე, როგორ ვგიჟდები მისს ღიმილზე, სიცილზე, გამოხედვაზე, ღიმილის დროს როგორ ნელ-ნელა უნათდება სახე, მუდამ მოქუფრული და მოღუშული, როგორ ნელ-ნელა ნათდება, როგორ ფერადდება და ფერს იცვლის.- ხომ იცი რომ აქ ეგეთები არ შეიძლება.
-იაგო მინდა ჩემი დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო- უცებ დავსერიოზულდი, ახლა მე ვუყურებდი თვალებში და უფლებაას არ ვძლებდი მზერა აერიდებინა.
-მარიამ ნუ ხარ ჯიუტი. ხომ შეიძლება გესმოდეს, დამიჯერო გაიგო- უცებ გუქრა ღიმ ილი სახიდან და ისევ ისეთი უტყვი გაუხდა სახე.
-არაფერი მომივა შენ მე არ დამკარგავ, უბრალოდ დრო მჭირდება, უბრალოდ ცოოტა დრო მომეცი რომ ყველაფერი დავალაგო, დაწყებული დავამთავრო.
-მარიამ- მისი ხმა ყველაზე მკაცრი და ცივი იყო, რაც კი ოდესმე მომისმენია მისგან, - კიდევ ერთი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან, არ დავუშვებ კიდევ ერთხელ დავკარგო, შენ მე ღიმილი დამიბრუნე, სიცილი მასწავლე, შენთან ახლოს კი ვგრძნობ რომ ისევ ცოცხალი ვარ, შენი სიჯიუტის გამო გთხოვ ნუ დამიკარგავ იმედს, იმედს გათენებული მზიანი დილის, არ მინდა დაგკარგო და მინდა ჩემი გერქვას.
-ეს იმას ნიშნავს როომ? არა არაფერს ნიშნავს ჯერ, ალბათ ხუმრობ ხომ? - იმდენად გაოგნებული ვიყავი, თვალებში ვუყურებდი და არ ვიცოდი რას ვამბობდი, დვინახე როგორ ჩუქრა თვალებში მზე, როგორ გაუშავდა თაფლისფერი თვალები, როგორ წაეშალა ღიმილი სახიდან და როგორ უცებ გახევდა.
-როდესმე შეგიძლია სერიოზული იყო? როდესმე შეძლებ რომ ისეთივე პასუხი გამცე რომელსაც შენგან მოველი? შეგიძლია მითხრა, ასე რატომ იქცევი? შეგიძლი ერთ წამს თავგამოდებული იყო, ყველას და ყველაფერს აღუდგე და მერე კი მოიქცე ისე თითქოს შენთვის ყველაფერი სულერთია.
-რატომ გგოია რომ სერიოზული არ ვარ? რატომ/ ყველგან და ყველაფერსი სიმართლეს ვეძებ, ყველაფერს ვქექავ რომ სიმართლე გავიგო, ყველგან სიმრთლის ნამცეცებს ვაგრროვებ, შენთან კი მეშინია, შენი სიმართლის მეშინია, შენი სიმართლე მაშინებს, მგონია რომ არის რაღაც რაც გამნადგურებს, იმის კითხვაც კი მაშნებს ვინ დაკარგე? რა მოხდა, რომ აღარ იღიმი?
-და მკითხე! - საშინლად ცივი იყო მისი ხმა.
-მე შენ გკითხე, ეს შენც გახსოვს, მაგრამ არ მიპასუხე, აი ასე უბრალოდ არ მიპასუხე, თითქოს არ გაგეგონა, არც მიკითხავს, თითქოს არც ყოფილა ის წამი.
-რატომ გაქვს ასეთი გამოხედვა? თვალები ჩაგიქრა- შამჩნია ჩემი გრძნობის ცვალებადობა, ისე მკითხა თითქოს რამდენიმე წამის წინ ერთმანეთს დასახაცოდ არ გაიმეტებდით.
-იცი? მეშინია გავიგო ვინ დაკარგე, მეშინია გავიგო როგორი იყო და ვინ იყო შენთვის, მეშინია რომ ჩემში მის თავს ხედავ და ცხოვრებას ამის ხარჯზე აგრძელებ, მეშინია საკუთარი თავი არ დავკარგო, ამით შენც დაგკარგავ.
-შენ მე არ დამკარგავ, ამის უფლებას ვერ მოგცემ, შენ მე არსებობისთვს მჭიდები, ამიტომ გთხოვ რომ აქედან უნდა წახვიდე.
-არა.- ურყევი იყო ჩემი პასუხი.
-რა არა მარიამ?
-ის რომ იაგო, მე აქედან ვერ წავალ, ჯერ ვერ წავალ, ეს ჩემი ცხოვრებაა, დავიწყე და უნდა დავამთავრო, შუა გზაზე ვერ მივატოვებ , ვერ დაგტოვებ.
-კარგი - საშინლად ხმამაღლა მითხრა. - გინდა სიმართლე გაიგო? დაე, იცოდე! კარგი ადექი წამოდი მივდივართ, ხომ გინდა იცოდე? და გაიგებ კიდეც.
სწრაფად შემოუარა მაგიდას, მაჯაში ჩამავლო ხელი, ცალი ხელით ჩემი ჩანთა და მოსაცმელი აიღო, მე კიდევ ტელეფონ დავავლე ხელი, წამით მის სახეს შევავლე თვალი, ბრაზი, ტკივილი, გაცოფება, ყველა გრძნობა სახეზე გამოსახვოდა,თვალებში კი ცეცხლი, ველური ცეცხლი ენთო.

ამბობენ ადამიანს რაც უფრო მიიყვან ტკივილთან, ახლოდან გააცნობ ჯერ იევ ისე ძველებურად, ახლებურად ეტკინება, სული შეეკვრება, ტკივილი გულს გაუჩერებს, სუნთქვას შეუკრავს, მოძრაობის უნარს დაუკარგავსო. მერე კი შვებას იგრძნობს და მაინც შეძლებს ცხოვრებასო, ცოცხალი ადამიანი ყოველთვის პოვებს შვებს, იპოვის ბედნიერებას და მისგან, მისი გულიდან განდევნის ტკივილს, არ იფიქროთ რომ დავიწყებას შეძლებს, ვერასდროს, ვერასდროს დაივიწყებს ტკივილს, ადამიანებს ყველაზე მეტად ბედნიერი წამები გვავიწყდება, ტკივილი... ტკივილი კი ბოლო ამოსუნთქვამდე გვახსოვს...

საღამო მშვიდობისა ჩემო საყვარლებო.. თითქმის ერთი თვე გავიდა რაც წერა შევწვიტე, დამიჯერე ჩემზე მეტად არ გსურთ დასრულება და ახალი თავის დდადება... ილოცავთ ახალ 2017 წელს.. უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ, ახლა იმიტომ გილოცავთ რომ ზოგიერთს თითქმის არ გიცნობთ, ზოგს არც კი მოგილოცეთ...
ყველაფერი კარგი მოეტანოს ამ ახალ 2017 წელს, იბრძოლეთ რომ იყოთ უკეთ და ბედნიერად...
თქვენი დაკარგულ-დაბრუნებული ტეროოო...
პ.ს. მაპატიეთ შეცდომებისთვის...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

mmanerviulebt

 


№2  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

როგორ მოუთმენლად ველოდებოდი blush kissing_heart

 


№3  offline მოდერი zia-maria

smirk შემდეგ თავს როდის დადებ,კიდევ ერთი თვის შემდეგ?ძალიან მომწონს იაგო და მარიამი და ვიმედოვნებ ისინი ბოლოს ერთად დარჩებიან.რაც შეეხება საიდუმლოს,რომელიც ჯერ კიდევ ბურუსიანია,ალბად უახლოვდება გამჟღავნების წუთებს.ძალიან საინტერესოა და ძალიან ემოციური.გელოდებით ტერო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ონლაინ გოგონა
როგორ მოუთმენლად ველოდებოდი blush kissing_heart

მადლობა მოთმინებისთვის ...

zia-maria
smirk შემდეგ თავს როდის დადებ,კიდევ ერთი თვის შემდეგ?ძალიან მომწონს იაგო და მარიამი და ვიმედოვნებ ისინი ბოლოს ერთად დარჩებიან.რაც შეეხება საიდუმლოს,რომელიც ჯერ კიდევ ბურუსიანია,ალბად უახლოვდება გამჟღავნების წუთებს.ძალიან საინტერესოა და ძალიან ემოციური.გელოდებით ტერო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

მადლოოობა...... შევეცდეები აღარ დავაგვიანო...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

Es naxe ra dgeshi yofila. Turme ratom ver iclis sxvebistvis :)))
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე
Es naxe ra dgeshi yofila. Turme ratom ver iclis sxvebistvis :)))

აბააა რროოოგოორ..

 


№7 სტუმარი tite

Axla wavikitxe... Zalian magRia sasiamovno da moulodnelobebit agsavse. Warmatebebii

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

tite
Axla wavikitxe... Zalian magRia sasiamovno da moulodnelobebit agsavse. Warmatebebii

მადლოოობააა

 


№9  offline წევრი ucnobi_18

ძალიაან კარგიია❤

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ucnobi_18
ძალიაან კარგიია❤

Madloba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent